santaesperanza
ბუნება 1 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი:  მ. ბლიაძე, რ. ახვლედიანი, შ. ტყემალაძე, თ. შუბლაძე   1-ელი კლასის „ბუნების“ სახელმძღვანელო  დაფუძნებულია სრულიად ახალ კონცეფციაზე და წარმოადგენს ინოვაციურ პროდუქტს. მოსწავლის წიგნის საგაკვეთილო ტექსტურ ნაწილში გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებანი. სახელმძღვანელო აერთიანებს მრავალფეროვან ვიზუალურ მასალასა და დავალებებს. თითოეული თემის ბოლოს შეგხვდებათ რუბრიკები – „რა შევიტყვე“,  „რამ დამაფიქრა“ და „გაიგე მეტი“, რომლებიც  ხელს უწყობს მოსწავლეთა რეფლექსიას და უძლიერებს მოტივაციას. სახელმძღვანელოში მოსწავლეთათავის გასაგებადაა მოცემული კომპლექსური დავალებები, ხოლო თითოეული თავის ბოლოს – შემაჯამებელი რუბრიკა – „ჩემი მიღწევები“.
10
ბუნება 1 ნაწ. 1 (მოსწავლის რვეული)
ავტორი: მ. ბლიაძე, რ. ახვლედიანი, შ. ტყემალაძე, თ. შუბლაძე     1-ელი კლასის „ბუნების“ სახელმძღვანელო  დაფუძნებულია სრულიად ახალ კონცეფციაზე და წარმოადგენს ინოვაციურ პროდუქტს. მოსწავლის წიგნის საგაკვეთილო ტექსტურ ნაწილში გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებანი. სახელმძღვანელო აერთიანებს მრავალფეროვან ვიზუალურ მასალასა და დავალებებს. თითოეული თემის ბოლოს შეგხვდებათ რუბრიკები – „რა შევიტყვე“,  „რამ დამაფიქრა“ და „გაიგე მეტი“, რომლებიც  ხელს უწყობს მოსწავლეთა რეფლექსიას და უძლიერებს მოტივაციას. სახელმძღვანელოში მოსწავლეთათავის გასაგებადაა მოცემული კომპლექსური დავალებები, ხოლო თითოეული თავის ბოლოს – შემაჯამებელი რუბრიკა – „ჩემი მიღწევები“. მოსწავლის რვეულში მოცემულია: სახელმძღვანელოების თემატიკის შესაბამისი მრავალფეროვანი დავალებები კომპლექსური დავალებები შესრულების ეტაპებითა და საჭირო რესურსებით.
8
ბუნება 1 ნაწ. 2 (მოსწავლის რვეული)

ინგლისური 1 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:  ნ. თამარაშვილი   კურსი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: მოსწავლის წიგნი; სამუშაო რვეული; მასწავლებლის წიგნი; აუდიო მასალა; ვიდეომასალა; ფლეშკარდები. სამუშაო რვეულში დამატებით წარმოდგენილია: ყოველი ორი თემატური ერთეულის შემდეგ, Check up ტიპის დავალებები; კემბრიჯის გამოცდისთვის მოსამზადებელი ტესტები (Young Learners English -Starters), რომელიც სრულ შესაბამისობაშია უცხოური ენის საერთაშორისო ევროპულ სტანდარტთან; სამუშაო რვეულის ბოლოს კი წარმოდგენილია Alphabet writing practice ნაწილი.  
12
ინგლისური 1 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი:  ნ. თამარაშვილი   კურსი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: მოსწავლის წიგნი; სამუშაო რვეული; მასწავლებლის წიგნი; აუდიო მასალა; ვიდეომასალა; ფლეშკარდები. მოსწავლის წიგნში წარმოდგენილია რვა თემატური ერთეული, რომელიც სრულ თანხვედრაშია სამუშაო რვეულთან. თითო თემატური ერთეული (Unit-ი) დაყოფილია ოთხ ნაწილად: Lesson 1 და Lesson 2 თემატური ერთეულის ფარგლებში შესასწავლ ლექსიკურ და გრამატიკულ მასალას წარმოგვიდგენს სახალისო, საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით; Lesson 3-Story-ფუნქციურ-საკომუნიკაციო ენას წარმოადგენს (მინი დიალოგები სახელმძღვანელოს პერსონაჟების ჩართულობით). თემები გლობალური ღირებულების მიხედვითაა შედგენილი და ორიენტირებულია ღირსებული მოქალაქეების აღზრდისკენ; Lesson 4- Phonics- ეწოდება. ამ გაკვეთილის ფარგლებში ერთდროულად სამი ან/და ოთხი ასო-ბგერა შეისწავლება;
12
მათემატიკა 1 ნაწ. 1 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:  ბ. სულაკაური, ს. ცხვედიანი, მ. ტატიშვილი, მ. მახათაძე, დ. ხუროშვილი, მ. რამინაშვილი მოსწავლის რვეულში მოცემული მრავალფეროვანი დავალებები გაახალისებს სასწავლო პროცესს,  ხოლო  მარტივად აღსაქმელი ლოგიკური სავარჯიშოები და სქემები მოსწავლეთა ინტერესებსა და ასაკობრივ თავისებურებებზეა მორგებული. რვეული ზუსტად მიჰყვება მოსწავლის წიგნის სტრუქტურას. მოსწავლის რვეულშიც იმდენივე პარაგრაფია, რამდენიც მოსწავლის წიგნში. სათაურებიც იდენტურია, თუმცა, მოსწავლის წიგნისგან განსხვავებით, რვეულში თითოეულ პარაგრაფს ორი გვერდი ეთმობა. რვეულის თითოეული პარაგრაფის დასაწყისში მოცემულია რუბრიკა „ჭიაყელა“ ზეპირი ანგარიშის განმტკიცებისა და რეფლექსიისათვის. პარაგრაფების  ბოლოს მოცემულია საშინაო დავალება. დავალებაზე დართული „სახლი“ ცარიელი ფანჯრით მოსწავლეს ეხმარება შესრულებული დავალების მონიშვნაში, რაც მას მოტივაციას უმაღლებს და  თვითკონტროლის, ორგანიზებულობისა და პასუხისმგებლობის უნარებს უვითარებს. იმისათვის, რომ მოსწავლეებს მეტი მოტივაცია ჰქონდეთ დავალების შესასრულებლად, მას ახლავს „სახლი“ ცარიელი ფანჯრით, რომელსაც მოსწავლე დავალების შესრულების შემდეგ ავსებს. თითოეულ პარაგრაფს ერთვის შემაჯამებელი დავალებების ნაწილი, და  თვითშეფასების რუბრიკა, რაც ეხმარება მოსწავლეს  სწავლის პროცესის მართვის და მიღწევების ანალიზის პროცესში.
10
მათემატიკა 1 ნაწ. 2 (მოსწავლის რვეული)

მშობლიური ენის კვალზე 1 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:  ნ. გირდელაძე, გ. ჩხენკელი, ლ. მანგოშვილი   სავარჯიშოების რვეული არის წერის დედანი, რომელიც  გათვლილია საანბანო პერიოდზე. ყოველი ასოს ნიმუშების შემდეგ გამოყოფილია თავისუფალი სივრცე და  ერთვის რამდენიმე ცარიელი გვერდიც. ანბანის შემდგომ პერიოდში შესასრულებელი წერითი დავალებები მოცემულია მოსწავლის წიგნში.
10
მშობლიური ენის კვალზე 1 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი:  ნ. გირდელაძე, გ. ჩხენკელი   მოსწავლის წიგნი არის პირველკლასელთა სახელმძღვანელო, რომელიც „სულაკაურის გამომცემლობის„ მიერ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 1912 წლის გამოცემის მიხედვითაა შედგენილი. სახელმძღვანელო ჩინებულად ასრულებს ორ მთავარ დანიშნულებას: ინარჩუნებს გოგებაშვილის მემკვიდრეობას; პასუხობს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტის მოთხოვნებს. ამ მიზნის მისაღწევად, მოსწავლის წიგნს დაემატა: სავარჯიშოების რვეული; წერის დედანი; მასწავლებლის წიგნი, გოგებაშვილისეული მეთოდის ანალიზით, სამოქმედო გეგმის დაწვრილებითი აღწერითა და დამატებითი სამუშაო მასალით.
12
ქართული 1 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:   თინათინ კუხიანიძე, მარინა ბედოშვილი, ბაკურ სულაკაური, მარინე მახათაძე   ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პირველსა და მეორე კლასებში შევქმენით ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების კარგად გააზრებული, ინოვაციური სახელმძღვანელოები (დამხმარე კურსი). ავტორების, პედაგოგებისა და მშობლების საერთო მიზანია, შევაყვაროთ მოსწავლეებს მშობლიური ენა, გავუღვივოთ ინტერესი ლიტერატურისადმი, გავხადოთ შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილეები და ინიციატორები. ჩვენ შევეცადეთ, მშობლიური ენისა და ლიტერატურის სამყარო წარმოგვეჩინა მოსწავლეებისთვის საინტერესო კუთხით. სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ ქართული ენისა და ლიტერატურის სამყაროში!
10
ქართული 1 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი: თინათინ კუხიანიძე, მარინა ბედოშვილი, ბაკურ სულაკაური, მარინე მახათაძე   ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პირველსა და მეორე კლასებში შევქმენით ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების კარგად გააზრებული, ინოვაციური სახელმძღვანელოები (დამხმარე კურსი). ასობით საბავშვო ლიტერატურის შედევრი გადაიხედა, ადაპტირდა, გადაიწერა კომიქსებად, ითარგმნა, გახმოვანდა სტუდიებში, დაიხატა ცნობილი ილუსტრატორების მიერ. ეს ყველაფერი გამოიცადა რეალურ საკლასო სივრცეებში და ასე წარდგა თქვენ წინაშე. ავტორების, პედაგოგებისა და მშობლების საერთო მიზანია, შევაყვაროთ მოსწავლეებს მშობლიური ენა, გავუღვივოთ ინტერესი ლიტერატურისადმი, გავხადოთ შემოქმედებითიპროცესის თანამონაწილეები და ინიციატორები. ჩვენ შევეცადეთ, მშობლიური ენისა და ლიტერატურის სამყარო წარმოგვეჩინა მოსწავლეებისთვის საინტერესო კუთხით, მიგვეწოდებინა მათთვის საინტერესო მასალა, რომელიც გაუზრდის ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს საგნისადმი; განსაკუთრებულსა და დასამახსოვრებელს გახდის თითოეულ გაკვეთილს. ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ორგანიზებულობის, ანალიზის, ინტერპრეტაციის, შეფასებისა და რეფლექსიის უნარების ფორმირებას. ყურადღებას გაამახვილებინებს მათ ტოლერანტობაზე, კაცთმოყვარეობაზე, საკუთარი მოვალეობების შეგნებაზე და ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებაზე. და ბოლოს: ბევრი ვიფიქრეთ, როგორ ჩაგვერთო თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლების პირველივე წლებში. მასწავლებლებო, მშობლებო და მოსწავლეებო, ტელეფონებით ძალიან მარტივად დაასკანერეთ სახელმძღვანელოში მოცემული QR-კოდები და აღმოაჩინეთ მათ ქვეშ დაფარული აუდიოწიგნები თუ ნაწყვეტები მულტფილმებიდან და ფილმებიდან. სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ ქართული ენისა და ლიტერატურის სამყაროში!
12
ხელოვნება 1 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი: ნ. იოსელიანი, ს. ქებურია, მ. იოსელიანი   სახელმძღვანელოში მთავარი აქცენტი გაკეთდა ხელოვნების ნაწარმოების აღქმის უნარის ჩამოყალიბებაზე. პატარები სწავლობენ ჯერ მთლიანობაში აღქმას და შემდეგ დეტალების აღმოჩენას. მოსწავლის წიგნში შერჩეული ილუსტრაციები ზუსტად პასუხობს გაკვეთილში განსახილველ თემას. მაგ. თუ გაკვეთილში საუბარია ძირითად ფერებზე, ავტორების სურათებშიც მკაფიოდ ამოიცნობა ეს სამი ფერი; იქ, სადაც ფორმაზე იქნება საუბარი, მოსწავლეები ადვილად ამოიცნობენ ილუსტრაციებში ამა თუ იმ  ფორმას. მასწავლებლისთვის ყველა გაკვეთილში მითითებულია, თუ  რაზე უნდა გამახვილდეს მოსწავლის ყურადღება კონკრეტული ილუსტრაციების დათვალიერებისას და რა შეკითხვებით უნდა მიიყვანოს ბავშები ამ აღმოჩენამდე. ყველა გაკვეთილს ახლავს სხვადასხვა სირთულის აქტივობა. მათი სიმრავლე საშუალებას მოგცემთ, მოარგოთ ისინი ხელმისაწვდომ მასალასა და, მოსწავლეთა უნარებს; ასევე, შეიძლება, ერთსა და იმავე გაკვეთილზე მოსწავლეებს, მათი უნარების ან თუნდაც სურვილის გათვალისწინებით, შესთავაზოთ სხვადასხვა სირთულის აქტივობა.
8