santaesperanza
ბუნება 2 ნაწ. 1 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი:  მ. ბლიაძე, რ. ახვლედიანი, შ. ტყემალაძე, თ. შუბლაძე   ე-2 კლასის „ბუნების“ სახელმძღვანელო  დაფუძნებულია სრულიად ახალ კონცეფციაზე და წარმოადგენს ინოვაციურ პროდუქტს. მოსწავლის წიგნის საგაკვეთილო ტექსტურ ნაწილში გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებანი. სახელმძღვანელო აერთიანებს მრავალფეროვან ვიზუალურ მასალასა და დავალებებს. თითოეული თემის ბოლოს შეგხვდებათ რუბრიკები – „რა შევიტყვე“,  „რამ დამაფიქრა“ და „გაიგე მეტი“, რომლებიც  ხელს უწყობს მოსწავლეთა რეფლექსიას და უძლიერებს მოტივაციას. სახელმძღვანელოში მოსწავლეთათავის გასაგებადაა მოცემული კომპლექსური დავალებები, ხოლო თითოეული თავის ბოლოს – შემაჯამებელი რუბრიკა – „ჩემი მიღწევები“.
8
ბუნება 2 ნაწ. 2 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:  მ. ბლიაძე, რ. ახვლედიანი, შ. ტყემალაძე, თ. შუბლაძე მე-2 კლასის „ბუნების“ სახელმძღვანელო  დაფუძნებულია სრულიად ახალ კონცეფციაზე და წარმოადგენს ინოვაციურ პროდუქტს. მოსწავლის რვეულში მოცემულია: სახელმძღვანელოების თემატიკის შესაბამისი მრავალფეროვანი დავალებები კომპლექსური დავალებები შესრულების ეტაპებითა და საჭირო რესურსებით.
8
ბუნება 2 ნაწ. 2 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი:  მ. ბლიაძე, რ. ახვლედიანი, შ. ტყემალაძე, თ. შუბლაძე   მე-2 კლასის „ბუნების“ სახელმძღვანელო  დაფუძნებულია სრულიად ახალ კონცეფციაზე და წარმოადგენს ინოვაციურ პროდუქტს. მოსწავლის წიგნის საგაკვეთილო ტექსტურ ნაწილში გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებანი. სახელმძღვანელო აერთიანებს მრავალფეროვან ვიზუალურ მასალასა და დავალებებს. თითოეული თემის ბოლოს შეგხვდებათ რუბრიკები – „რა შევიტყვე“,  „რამ დამაფიქრა“ და „გაიგე მეტი“, რომლებიც  ხელს უწყობს მოსწავლეთა რეფლექსიას და უძლიერებს მოტივაციას. სახელმძღვანელოში მოსწავლეთათავის გასაგებადაა მოცემული კომპლექსური დავალებები, ხოლო თითოეული თავის ბოლოს – შემაჯამებელი რუბრიკა – „ჩემი მიღწევები“.
8
ინგლისური 2 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:  ნ. თამარაშვილი   კურსი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: მოსწავლის წიგნი; სამუშაო რვეული; მასწავლებლის წიგნი; აუდიო მასალა; ვიდეომასალა; ფლეშკარდები; პოსტერები მოსწავლის რვეულში წარმოდგენილია: ყოველი ორი თემატური ერთეულის შემდეგ, Check up ტიპის დავალებები; კემბრიჯის გამოცდისთვის მოსამზადებელი ტესტები (Young Learners English -Starters), რომელიც სრულ შესაბამისობაშია უცხოური ენის საერთაშორისო ევროპულ სტანდარტთან; სამუშაო რესურსი “My Picture Dictionary”, რომელიც თემატური ერთეულების მიხედვითაა შედგენილი.  
12
ინგლისური 2 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი:  ნ. თამარაშვილი   კურსი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: მოსწავლის წიგნი; სამუშაო რვეული; მასწავლებლის წიგნი; აუდიო მასალა; ვიდეომასალა; ფლეშკარდები; პოსტერები მოსწავლის წიგნში წარმოდგენილია რვა თემატური ერთეული, რომელიც სრულ თანხვედრაშია მოსწავლის რვეულთან. ყოველი ორი თემის შემდეგ წარმოდგენილია „ბონუს“ გაკვეთილი. ეს გაკვეთილი მოსწავლეებს სთავაზობს აქტივობებს ასო-ბრეგებზე მუშაობისთვის და პროექტებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განავითარებლად.
12
მათემატიკა 2 ნაწ. 1 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:  ბ. სულაკაური, ს. ცხვედიანი, მ. ტატიშვილი, მ. მახათაძე, დ. ხუროშვილი, მ. რამინაშვილი   მოსწავლის რვეული დატვირთულია ისეთი  სავარჯიშოებით, რომლებიც მოსწავლეებს მათემატიკური უნარების, აზროვნებისა და ლოგიკური კავშირების დამყარებაში ეხმარება. სავარჯიშოების რვეული ზუსტად მიჰყვება მოსწავლის წიგნის სტრუქტურას. რვეულის თითოეული პარაგრაფის დასაწყისში მოცემულია რუბრიკა „ჭიაყელა“ ზეპირი ანგარიშის განმტკიცებისა და რეფლექსიისათვის. პარაგრაფების  ბოლოს მოცემულია საშინაო დავალება. დავალებაზე დართული „სახლი“ ცარიელი ფანჯრით მოსწავლეს ეხმარება შესრულებული დავალების მონიშვნაში, რაც მას მოტივაციას უმაღლებს და  თვითკონტროლის, ორგანიზებულობისა და პასუხისმგებლობის უნარებს უვითარებს. იმისათვის, რომ მოსწავლეებს მეტი მოტივაცია ჰქონდეთ დავალების შესასრულებლად, მას ახლავს „სახლი“ ცარიელი ფანჯრით, რომელსაც მოსწავლე დავალების შესრულების შემდეგ ავსებს. თითოეულ პარაგრაფს ერთვის შემაჯამებელი დავალებების ნაწილი, და  თვითშეფასების რუბრიკა, რაც ეხმარება მოსწავლეს  სწავლის პროცესის მართვის და მიღწევების ანალიზის პროცესში. მრავალფეროვან სავარჯიშოებში გათვალისწინებულია შესაბამისი ასაკის მოსწავლეთა  ინტერესები და შესაძლებლობები,  ეხმარება მათ დამოუკიდებლად მუშაობის უნარების გამომუშავებასა და ცოდნის გაღრმავებაში.
10
მათემატიკა 2 ნაწ. 2 (მოსწავლის რვეული)
ავტორი: ბ. სულაკაური, ს. ცხვედიანი, მ. ტატიშვილი, მ. მახათაძე, დ. ხუროშვილი, მ. რამინაშვილი მოსწავლის რვეული დატვირთულია ისეთი  სავარჯიშოებით, რომლებიც მოსწავლეებს მათემატიკური უნარების, აზროვნებისა და ლოგიკური კავშირების დამყარებაში ეხმარება. სავარჯიშოების რვეული ზუსტად მიჰყვება მოსწავლის წიგნის სტრუქტურას. რვეულის თითოეული პარაგრაფის დასაწყისში მოცემულია რუბრიკა „ჭიაყელა“ ზეპირი ანგარიშის განმტკიცებისა და რეფლექსიისათვის. პარაგრაფების  ბოლოს მოცემულია საშინაო დავალება. დავალებაზე დართული „სახლი“ ცარიელი ფანჯრით მოსწავლეს ეხმარება შესრულებული დავალების მონიშვნაში, რაც მას მოტივაციას უმაღლებს და  თვითკონტროლის, ორგანიზებულობისა და პასუხისმგებლობის უნარებს უვითარებს. იმისათვის, რომ მოსწავლეებს მეტი მოტივაცია ჰქონდეთ დავალების შესასრულებლად, მას ახლავს „სახლი“ ცარიელი ფანჯრით, რომელსაც მოსწავლე დავალების შესრულების შემდეგ ავსებს. თითოეულ პარაგრაფს ერთვის შემაჯამებელი დავალებების ნაწილი, და  თვითშეფასების რუბრიკა, რაც ეხმარება მოსწავლეს  სწავლის პროცესის მართვის და მიღწევების ანალიზის პროცესში. მრავალფეროვან სავარჯიშოებში გათვალისწინებულია შესაბამისი ასაკის მოსწავლეთა  ინტერესები და შესაძლებლობები,  ეხმარება მათ დამოუკიდებლად მუშაობის უნარების გამომუშავებასა და ცოდნის გაღრმავებაში.
10
მათემატიკა 2 ნაწ. 2 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი:  ბ. სულაკაური, ს. ცხვედიანი, მ. ტატიშვილი, მ. მახათაძე, დ. ხუროშვილი, მ. რამინაშვილი   მოსწავლის წიგნი 7-8 წლის მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესების გათვალისწინებითაა შედგენილი. სახელმძღვანელო  ბავშვებს უვითარებს ლოგიკური აზროვნებისა და მათემატიკური მსჯელობის უნარებს, რასაც მოსწავლე ადვილად იყენებს რეალურ ცხოვრებაში. კომპლექსურ დავალებებში ჩართული მათემატიკური თამაშები სახალისოსა და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს. მოსწავლის წიგნი 8 თავისგან შედგება. თითოეულ თავში 8-10 პარაგრაფია. ყოველი თავის ბოლოს მოცემულია შემაჯამებელი სავარჯიშოები „რა ვისწავლე“. პარაგრაფებს მითითებული აქვს ნომერი და ეთმობა 2 გვერდი, რაც (მოსწავლის რვეულისა და დიფერენცირების ფურცლებთან ერთად) 2 საგაკვეთილო საათს მოიცავს. ყოველი პარაგრაფის დასაწყისში მოცემულია ვიზუალური მასალით ან ტექსტით ახსნილი თეორიული მასალა, რომელიც  გამოყოფილია სავარჯიშოებისაგან. სავარჯიშოების ბლოკში  მოცემულია როგორც ახალ მასალასთან დაკავშირებული, ისე განვლილი საკითხების განმამტკიცებელი დავალებები. დაწყებით კლასებში, მეთოდიკის მიხედვით, მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ხშირად იყენებდნენ თვალსაჩინოებებს.  მოსწავლეებს სჭირდებათ საგნებით მანიპულაციები, რისთვისაც წიგნს ახლავს რესურსების კონვერტი. კონვერტში მოთავსებულია: სხვადასხვა ფერის ათეულებისა და ერთეულების უჯრები ციფრები და მოქმედებათა ნიშნები ქართული ფულის ერთეულები ასეულის ცხრილი და სხვა
10
ქართული 2 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:  თ. კუხიანიძე, მ. ბედოშვილი, ნ. გორდელაძე   ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პირველსა და მეორე კლასებში შევქმენით ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების კარგად გააზრებული, ინოვაციური სახელმძღვანელოები (დამხმარე კურსი). ავტორების, პედაგოგებისა და მშობლების საერთო მიზანია, შევაყვაროთ მოსწავლეებს მშობლიური ენა, გავუღვივოთ ინტერესი ლიტერატურისადმი, გავხადოთ შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილეები და ინიციატორები. ჩვენ შევეცადეთ, მშობლიური ენისა და ლიტერატურის სამყარო წარმოგვეჩინა მოსწავლეებისთვის საინტერესო კუთხით. სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ ქართული ენისა და ლიტერატურის სამყაროში!
10
ქართული 2 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი: თინათინ კუხიანიძე, მარინა ბედოშვილი, ნინო გორდელაძე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პირველსა და მეორე კლასებში შევქმენით ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების კარგად გააზრებული, ინოვაციური სახელმძღვანელოები (დამხმარე კურსი). ასობით საბავშვო ლიტერატურის შედევრი გადაიხედა, ადაპტირდა, გადაიწერა კომიქსებად, ითარგმნა, გახმოვანდა სტუდიებში, დაიხატა ცნობილი ილუსტრატორების მიერ. ეს ყველაფერი გამოიცადა რეალურ საკლასო სივრცეებში და ასე წარდგა თქვენ წინაშე. ავტორების, პედაგოგებისა და მშობლების საერთო მიზანია, შევაყვაროთ მოსწავლეებს მშობლიური ენა, გავუღვივოთ ინტერესი ლიტერატურისადმი, გავხადოთ შემოქმედებითიპროცესის თანამონაწილეები და ინიციატორები. ჩვენ შევეცადეთ, მშობლიური ენისა და ლიტერატურის სამყარო წარმოგვეჩინა მოსწავლეებისთვის საინტერესო კუთხით, მიგვეწოდებინა მათთვის საინტერესო მასალა, რომელიც გაუზრდის ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს საგნისადმი; განსაკუთრებულსა და დასამახსოვრებელს გახდის თითოეულ გაკვეთილს. ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ორგანიზებულობის, ანალიზის, ინტერპრეტაციის, შეფასებისა და რეფლექსიის უნარების ფორმირებას. ყურადღებას გაამახვილებინებს მათ ტოლერანტობაზე, კაცთმოყვარეობაზე, საკუთარი მოვალეობების შეგნებაზე და ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებაზე. და ბოლოს: ბევრი ვიფიქრეთ, როგორ ჩაგვერთო თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლების პირველივე წლებში. მასწავლებლებო, მშობლებო და მოსწავლეებო, ტელეფონებით ძალიან მარტივად დაასკანერეთ სახელმძღვანელოში მოცემული QR-კოდები და აღმოაჩინეთ მათ ქვეშ დაფარული აუდიოწიგნები თუ ნაწყვეტები მულტფილმებიდან და ფილმებიდან.
12
ხელოვნება 2 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი: ნ. იოსელიანი, ს. ქებურია, მ. იოსელიანი სახელმძღვანელოში მთავარი აქცენტი გაკეთდა ხელოვნების ნაწარმოების აღქმის უნარის ჩამოყალიბებაზე. პატარები სწავლობენ ჯერ მთლიანობაში აღქმას და შემდეგ დეტალების აღმოჩენას. მოსწავლის წიგნში შერჩეული ილუსტრაციები ზუსტად პასუხობს გაკვეთილში განსახილველ თემას. მაგ. თუ გაკვეთილში საუბარია ძირითად ფერებზე, ავტორების სურათებშიც მკაფიოდ ამოიცნობა ეს სამი ფერი; იქ, სადაც ფორმაზე იქნება საუბარი, მოსწავლეები ადვილად ამოიცნობენ ილუსტრაციებში ამა თუ იმ  ფორმას. მასწავლებლისთვის ყველა გაკვეთილში მითითებულია, თუ  რაზე უნდა გამახვილდეს მოსწავლის ყურადღება კონკრეტული ილუსტრაციების დათვალიერებისას და რა შეკითხვებით უნდა მიიყვანოს ბავშები ამ აღმოჩენამდე. ყველა გაკვეთილს ახლავს სხვადასხვა სირთულის აქტივობა. მათი სიმრავლე საშუალებას მოგცემთ, მოარგოთ ისინი ხელმისაწვდომ მასალასა და, მოსწავლეთა უნარებს; ასევე, შეიძლება, ერთსა და იმავე გაკვეთილზე მოსწავლეებს, მათი უნარების ან თუნდაც სურვილის გათვალისწინებით, შესთავაზოთ სხვადასხვა სირთულის აქტივობა
8