santaesperanza
Business English Dialogues
ავტორი: ივერი შარაშენიძე   ვისთვის არის წიგნი განკუთვნილი? წიგნი დაეხმარება ბიზნეს ინგლისურის შესწავლის ნებისმიერ მსურველს, ვინც მიზნად ისახავს, თავდაჯერებულად შეაბიჯოს ბიზნესკომუნიკაციის სამყაროში და შეძლოს ინგლისურენოვან გარემოში წარმატებით მუშაობა და კომუნიკაცია.სტუდენტები, მეწარმეები, კორპორაციულ გარემოში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი პროფესიონალები და ბიზნესსფეროთი დაინტერესებული პირები, რეალურ ბიზნესმოდელზე დაფუძნებული დიალოგებით, შეძლებენ, გამოიმუშაონ საჭირო ლინგვისტური უნარები და გახდნენ კონკურენტუნარიანები ბაზარზე. წიგნში მოცემული ლექსიკური მასალა განკუთვნილია ინგლისური ენის B1-B2 დონის შემსწავლელთათვის.     რას გვთავაზობს წიგნი? 12 დიალოგს, რომლებიც ორიენტირებულია ბიზნესსამყაროს მნიშვნელოვან თემებზე. დიალოგები ასახავს:  გასაუბრების პროცესს, თანამშრომლებთან კომუნიკაციას, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აქციონერებთან, მარკეტინგულ კამპანიას, სამუშაო გარემოსა და ორგანიზაციული კულტურას. ასევე, მარკეტინგის საკონსულტაციო საკითხებს, საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციისა და საგადახადო თემებს, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, ფინანსური სახსრების მოძიების გზებსა და აუდიტორულ დასკვნას; ლექსიკურ დავალებებს, რომლებიც ბიზნესტერმინოლოგიის გამოყენებასა და ათვისებაზეა ორიენტირებული; თარგმნის ტიპის სავარჯიშოებს, რომელთა მიზანია შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენება; სალაპარაკო უნარებზე ორიენტირებულ თემატურ კითხვებს; მოცემული  დიალოგების თემატიკის შესაბამის მოსასმენ დავალებებს; შემაჯამებელ დავალებებს ყოველი ოთხი დიალოგის შემდეგ; 50 ყველაზე ხშირად გამოყენებად იდიომას, ახსნილს კონკრეტული მაგალითებითა და ტესტური დავალებებით.
16