santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ბუდენბროკები (ტომი I)
            ავტორი:თომას მანი სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   „ბუდენბროკები“ მარტო თომას მანის სიცოცხლეში ათასორასჯერ გამოიცა. რომანი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და მსოფლიოს კლასიკურ ლიტერატურაში ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. „ბუდენბროკები“ ეპიკური ტილოა, სადაც დიდი ოსტატის კალმით აისახა ერთი ბურჟუაზიული ოჯახის ოთხი თაობის ცხოვრება, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ერთი ოჯახის დეგენერაციისა და გადაშენების პროცესი.  
    16.95
    ბუდენბროკები (ტომი II)
    ავტორი:თომას მანი სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   „ბუდენბროკები“ მარტო თომას მანის სიცოცხლეში ათასორასჯერ გამოიცა. რომანი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და მსოფლიოს კლასიკურ ლიტერატურაში ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. „ბუდენბროკები“ ეპიკური ტილოა, სადაც დიდი ოსტატის კალმით აისახა ერთი ბურჟუაზიული ოჯახის ოთხი თაობის ცხოვრება, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ერთი ოჯახის დეგენერაციისა და გადაშენების პროცესი.  
    10
    ბუზთა ბატონი
    მთარგმნელი: ნინო ქაჯაია 1980 წლის ბუკერისა და 1983 წლის ნობელის პრემიების ლაურეატი, ბრიტანელი მწერალი, უილიამ გოლდინგი (1911-1993) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ლიტერატორია. მან უკვე 40 წელს გადაცილებულმა დაწერა რომანი „ბუზთა ბატონი” (1954) – უამრავი სიმბოლიკით დატვირთული ერთგვარი ლიტერატურული პაროდია, „რობინზონიადას” ერთ-ერთი ვარიანტი, რომელშიც ველური კუნძულის ერთადერთი ცივილიზებული წარმომადგენლები ბავშვები არიან.
    12.9
    ბუზთა ბატონი
    ავტორი: უილიამ გოლდინგი მთარგმნელი: ნინო ქაჯაია სერია: მსოფლიო ბიბლიოთეკა   1980 წლის ბუკერისა და 1983 წლის ნობელის პრემიების ლაურეატი, ბრიტანელი.მწერალი, უილიამ გოლდინგი (1911-1993) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი.ლიტერატორია. მან უკვე 40 წელს გადაცილებულმა დაწერა რომანი „ბუზთა ბატონი” (1954) – უამრავი.სიმბოლიკით დატვირთული ერთგვარი ლიტერატურული პაროდია, „რობინზონიადას” ერთ-ერთი ვარიანტი, რომელშიც ველური.კუნძულის ერთადერთი ცივილიზებული წარმომადგენლები ბავშვები არიან. ამ რომანით მწერალმა არაერთი სტერეოტიპი დაანგრია და უკაცრიელ კუნძულზე.მოხვედრილი სკოლის მოსწავლეების მაგალითზე შეულამაზებლად ასახა ადამიანის ქვეცნობიერში.ცივილიზებულობის მიღმა მიმალული ურჩხული. „ბუზთა ბატონი“ გოლდინგის პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია. მის გამოქვეყნებას თავიდან დიდი წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ 60-იანი წლების დასაწყისში.ბესტსელერად იქცა და კრიტიკოსებიც დაინტერესდნენ. 1963 წელს პიტერ ბრუკმა, ხოლო 1990 წელს ჰარიჰუკმა.რომანის მიხედვით ფილმები გადაიღეს.
    17.9
    ბულბული
    ავტორი: კრისტინ ჰანა სერიაომებსა და ადამიანებზე ომი ყველაფერს ანგრევს – ქალაქებს, სოფლებს, ურთიერთობებს... 1939 წელი. საფრანგეთში ნაცისტური გერმანია შეიჭრა. ომმა პატარა ქალაქ კარივომდეც მიაღწია. აქ ორი პარიზელი და ცხოვრობს, დედის სიკვდილისა და მამის გულგრილობის გამო გაუცხოებული... მათ იმდენი რამ აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი... მაგრამ წინ ჯერ შიში, შიმშილი, დამცირება, ფარული ბრძოლა და ტანჯვა ელით... და კიდევ, ერთმანეთის პოვნის, აღმოჩენის სიხარული და რწმენა, რომ სამშობლოს სიყვარული დაადამიანური ურთიერთობები ბოროტებას ყოველთვის დაამარცხებს. “როცა გვიყვარს, ვხვდებით, ვინ გვინდა ვიყოთ, ომში კი იმას ვხვდებით, თუ რას წარმოვადგენთ''. „ბულბული“ ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერი, 2015 წლის Goodreads Choice Awards-ის გამარჯვებული ნაწარმოებია, რომელიც იმავე წელს ამაზონის წლის საუკეთესო წიგნი გახდა და 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.
    16
    ბულბული
    ავტორი: კრისტინ ჰანა მთარგმნელი გია ბერაძე სერია წლის ბესტსელერი   ომი ყველაფერს ანგრევს – ქალაქებს, სოფლებს, ურთიერთობებს... 1939 წელი. საფრანგეთში ნაცისტური გერმანია შეიჭრა. ომმა პატარა ქალაქ კარივომდეც მიაღწია. აქ ორი პარიზელი და ცხოვრობს, დედის სიკვდილისა და მამის გულგრილობის გამო გაუცხოებული... მათ იმდენი რამ აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი... მაგრამ წინ ჯერ შიში, შიმშილი, დამცირება, ფარული ბრძოლა და ტანჯვა ელით... და კიდევ, ერთმანეთის პოვნის, აღმოჩენის სიხარული და რწმენა, რომ სამშობლოს სიყვარული და ადამიანური ურთიერთობები ბოროტებას ყოველთვის დაამარცხებს.
    15
    ბუნების კარი 2ტ
    ავტორი: იაკობ გოგებაშვილი  
    25
    ბუნებრივები
    ავტორი: ჯენიფერ ლინ ბარნსი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერთინს   17 წლის კეისის სხვათა აზრების წაკითხვის უნარი აქვს... თავად ამისთვის ყურადღება იქამდე არ მიუქცევია, სანამ კარზე FBI-მ არ მიუკაკუნა...ისინი იწყებენ მოზარდის ნიჭის გამოკვლევას, რათა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.
    11
    ბუნკერი
    ავტორი: ივა ფეზუაშივილი გამომცემლობა: ინტელექტი ქმარდაკარგული მილა მომავალს გენას გარეშე დაგეგმავს. მათი ქალიშვილი ზემა სისტემის ნაწილი ხდება და გადაწყვეტს, რომ შურისძიებაა ერთადერთი, რასაც უნდა ემსახუროს. ლაზარე კი – ოჯახის უმცროსი წევრი, რომელსაც მემარცხენე იდეების გატარება ცხოვრების წესად უქცევია, ერთხელაც თავისი პრინციპების დათმობის წინაშე დგება.   ივა ფეზუაშვილის ახალ რომანში ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ... წიგნისთვის ავტორს 2020 წელს წინანდლის პრემია გადაეცა. წიგნისთვის ავტორს 2021 წელს გადაეცა „საბასა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სპეციალური პრემია: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში. ივა ფეზუაშვილი პირველი ავტორია, ვინც განახლებული ფორმატის, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) მფლობელი გახდა ამ რომანისთვის 2022 წელს. სხვა წლებისგან განსხვავებით, ჟიურიმ ამჯერად მხოლოდ ერთი, მთავარი გამარჯვებული დაასახელა. 
    12
    ბუტერბროდი ჭვავის პურით
    ავტორი: ჩარლზ ბუკოვსკი   თქვენ წინ რომანის მთავარი გმირი ჰენრი ჩინასკი დგას, ბიჭი დიდი შინაგანი ბრძოლებით, თიტქოს დაუძლეველი პრობლემებით, ტკივილით, ბრაზით, სინაზით და სიყვარულით _ ყველაფრით, რასაც განიცდის ადამიანი, როცა იზრდება, ყველა იმ ვნებით თუ სურვილით, რომელთა წინაშეც ბავშვობა და თინეიჯერობა არ არსებობს. ჰენრის ამბავი არავის დატოვებს გულგრილს, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იმავე ასაკში მთავარ მტრად თუ მოწინააღმდეგედ საკუთარი თავი და სამყარო არ ჰყოლია. როგორ დასრულდა ჰენრისთან ეს ტოტალური კონფლიქტი? ან დასრულდა კი? მიირთვით ბუტერბროდი ჭვავის პურით და ეძებეთ პასუხი.
    16.95
    გაბო - მაგიური ცხოვრების მოგონებანი
    ავტორი: პანტოხა ოსკარ; ბუსტოსი მიგელ; კამარგო ფილიქე; კორდობა ტატიანა მთარგმნელი: თეა გვასალია წიგნი, რომელიც არის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის ცხოვრების გზის ამსახველი გრაფიკული შედევრი. წიგნი - კომიქსი, რომელიც გადმოსცემს გაბიერლ გარსია მარკესის ცხოვრების განვლილ გზას.
    17
    გადაკვეთა
    ავტორი: მაიკლ კონელი მთარგმნელი: მანანა კვესელავა სერირია:Top თრილერი   ექვსი თვის წინ ჰარი ბოსხმა დაასწრო და, სანამ ოფიციალურად დაითხოვდნენ, ლოს-ანჯელესის პოლიციის განყოფილებიდან ნებით წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ სამსახური იძულებით დატოვა, არც თამაშგარე ყოფნა გამოდგა ურიგო – ადვოკატ ჰელერის თხოვნით მის ერთ-ერთ საქმეზე დაიწყო მუშაობა და ჩახლართული მკვლელობის საქმის გამოძიების შუაგულში აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ბრალდებას ეჭვმიტანილის დანაშაულზე ვითომ უტყუარი მკვლელობები აქვს. „ბნელ მხარეს გადასვლა“ (ასე უწოდებენ ყოფილი პოლიციელის ადვოკატთან მუშაობას მისი ყოფილი კოლეგები) ჰარის თავისი პროფესიული პრინციპების ღალატის საფრთხის წინაშე აყენებს.  
    13.95
    გადამალვა
    ავტორი: ალეკო შუღლაძე სერიის დასახელება ET CETERA   ალეკო შუღლაძე 90-იანებში გამოჩნდა და მაშინვე მიიზიდა მკითხველი თავისი იოლად გამოსარჩევი წერის მანერით, რომელშიც ლაღი იუმორი, ხედვის პარადოქსალურობა და ეგზისტენციალური სიმძიმეები ორგანულად ერწყმოდა ერთმანეთს. მოთხრობების კრებული „გაქცევის მცდელობა“, რომანი „სამსარა“, მანიფესტების ციკლი, გაბნეული ლიტერატურულ პერიოდიკაში... და ამის შემდეგ ის ლიტერატურული სივრციდან გაქრა. გადაიმალა. 15 წლით...     რომან „გადამალვაში“ კი მთელი ეს პერიოდია ჩაწნეხილი: 15 წლის განმავლობაში ნაფიქრი, განცდილი და თავს გადამხდარი. ეს წიგნი კონტრასტების წიგნია. ალეკო შუღლაძე ინარჩუნებს თავის სტილს, რომლითაც ლიტერატურაში მოვიდა და ახალ ტონალობებს სძენს მას. ესაა რომანი, სადაც სიკვდილს და ავადმყოფობას ებრძვიან, სადაც ადამიანები ურთიერთთანადგომას სწავლობენ ამ ბრძოლაში, სადაც სტერეოტიპებისა და კომპლექსებისგან თავისუფლდებიან. შოთა იათაშვილი
    14.95
    გადამალული გვამები
    ავტორი:  კეროლაინ კეპნესი სერია: TOP თრილერი ჯო გოლდბერგი, გამყიდველი წიგნის მაღაზიიდან _ ალბათ გახსოვთ კეროლაინ კეპნესის პირველი რომანი ”შენ“. ის ისევ გამოჩნდა! მის დაბრუნებას კი თვით სტივენ კინგი შეხვდა შეძახილით: ”როგორც იქნა, ბრუნდება ხმა, ძლიერ ჰიპნოზური და დიდი ზემოქმედების უნარით!“ ის ხმა ახლა ქართულადაც გაისმა! ამასობაში, ჯო გოლდბერგმა 4 გვამის გადამალვა მოასწრო. მკვლელო- ბები მისი სიყვარულის ერთგვარი უკუჩვენებებია. და არა მარტო ჟანრის, ცხოვრების მორალიც ეგ არის _ როცა ყველაფერს ახლიდან იწყებ, სწორედ მაშინ ამოიფრქვევა გადამალული წარსული. ჯო გოლდბერგის გვამებიც ამოტივტივებას იწყებს! სრულიად უდროოდ! ის ხომ სიგიჟემდე შეყვარებულია!"
    15.95
    გადამწვარი ხიდები
    ავტორი: ნათია ჯაგოდნიშვილი "გადამწვარი ხიდები"" ახალგაზრდა კაცის უცნაურ ბედისწერაზე გვიყვება. ეს ამბავი დიდ და ამაღელვებელ სიყვარულზეა... 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გეგა ცეცხლაძის თავისუფლება ასეთია: თავისუფალია საყვარელი საქმისგან, საყვარელი ქალისგან, უფლებებისგან, იმედებისგან, ოცნებებისგან... ტვირთად აკიდებული წარსულით შუა გზაზე ბედის ანაბარად მიტოვებულს საკუთარი სიცოცხლის გამართლების ერთი მიზეზიც კი აღარ დარჩენია... და როცა წასასვლელიც არსაით აქვს, საქმეში კვლავ ბედისწერა ერევა! ბედისწერამ კი დანდობა არ იცისო და... გეგა ანას შეახვედრა! ახლა შეუძლებელი შესაძლებელი უნდა გახდეს; ახლა სიმართლე უნდა ითქვას და, როცა უკვე უკან დასახევი გზაც აღარ არის, უნდა ადგე და... ყველა ხიდი გადაწვა!"
    14.95
    გადასახლება და სამეფო
    ავტორი: ალბერ კამიუ მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი გამომცემლობა: აგორა კრებულში შესულია ექვსი მოთხრობა: "მოღალატე და ცოლი", "განდგომილი ანუ დაბინდული გონება", მუნჯები", "სტუმარი", "იონა, ანუ ხელოვანი მუშაობისას" და "ქვა, რომელიც იზრდება". ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა. "გადასახლება და სამეფო" (L'Exil et le royaume) პირველად 1957 წელს გამოქვეყნდა. ითვლება, რომ ბოლო მოთხრობა "ქვა, რომელიც იზრდება" ყველაზე ცხადად გამოხატავს კამიუს იდეალებს.
    15
    გადაუხადე სხვას
    ავტორი: ქეთრინ რაიან ჰაიდი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე სერია:წლის ბესტსელერი ტრევორ მაკკინი სულაც არ ყოფილა გამორჩეული მოსწავლე.უსიხარულო ბავშვობა,მარტოხელა,ალკოჰოლიკი დედა და სკოლასა თუ ცხოვრებაში წარმატების ბევრად ნაკლები შანსი,ვიდრე მის თანაკლასელებს...ასეთი მონაცემებით,თითქოს ვერც სამყაროს შეცვლი და ვერც რამე ღირებულს შექმნი.მაგრამ ტრევორს ადამიანების მაინც სჯერა,სწამს,რომ თუ სიკეთეს დათესავ,კეთილი საქმეები გამრავლდება და აი,საზოგადოებათა მცოდნეობაში მიღებული კლასგარეშე დავალება ტრევორისთვის ის შთაგონება აღმოჩნდა,რომელმაც მის გულში ჩათესილი იმედის თესლი აღმოაცენა...
    11.95
    გაზაფხულზე დაკარგული
    ავტორი: აგათა კრისტი თარგმანი: პაატა ჩხეიძე უზრუნველი ცხოვრება, გულისხმიერი ქმარი, საამაყო შვილები... სხვა რა სჭირდება ქალს ბედნიერებისა და კმაყოფილებისთვის? ჯოან სკუდამო - რისთვის ეს მოცემულობაა (მხოლოდ!) მისაღები და ამის იქით ალბათო - ბებსა და ვარაუდებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს, მისწრაფებებსა და ვნებებს არ განიხილავს, არც კი გაიფიქრებს, რომ საკუთარი ხელითა და სურვილით შექმნილის იქითაც არსებობს ცხოვრება, არასოდეს მიუშვებს გრძნობებს ნებაზე, არც კი დაუშვებს, რომ... მოკლედ, ჯოანი ეჭვს მანამ გააქრობს, სანამ მის გაცნობიერებას მოასწრებს. და ერთ დღესაც თუ დაიკარგე, ჯოან სკუდამორიც რომ იყო, რა უნდა გააკეთო... საკუთარ თავზე ფიქრის გარდა? და რა შეიძლება დაასკვნა ისეთი, რაც მანამდე არ იცოდი? აგათა კრისტის ” გაზაფხულზე დაკარგული “ თვითკმაყოფილი ქალის ფსიქო - ლოგიურ პორტრეტს გვიხატავს. ქალს გაუთვალისწინებელი ” დაკარგვა “ დაფიქრებას აიძულებს და აღმოჩენამდეც კი მიიყვანს, მაგრამ... და იქნებ ზოგჯერ ადამიანის გაცნობიერებული არჩევანია, არ გაუსწოროს თვალი სიმართლეს და იყოს მუდმივად... ” დაკარგული“?
    14.95
    გაზაფხულის თოვლი
    ავტორი: იუკიო მიშიმა სერია: ლიტოდისეა მთარგმნელი: თათია მემარნიშვილი   „გაზაფხულის თოვლი“ (1966) იუკიო მიშიმას საყოველთაოდ ცნობილი ტეტრალოგიის პირველი წიგნია. მიშიმა (1925-1970) მეოცე საუკუნის იაპონური მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორია. საკუთრივ იაპონური კულტურის, სამურაების, სიზმრების, ხილვების, სულის რეინკარნაციისა და სილამაზის მისტიფიკაციის ფონზე ვითარდება სასიყვარულო დრამა, იხატება ახალგაზრდების პორტრეტები, რომელთა უმრავლესობა სწორედ ახალგაზრდული რყევების, ეჭვებისა და მგრძნობელობის გამო დრამატიზმითაა დაღდასმული. დანარჩენი სამყაროსგან თითქოს უცხო, გამორჩეული, მძაფრად ინდივიდუალისტური კულტურის ფონზე ცხადი ხდება მარადიული ღირებულებების ერთობა – სიყვარულის დამანგრეველი ძალა, ახალგაზრდული სასიცოცხლო ენერგია, რომელიც ამავე დროს ზუსტად თავისი უზღვავი ძალის წყალობით, სიკვდილისკენ მიილტვის.
    22.9
    გაიბზარა წკარუნით სარკე
    ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე   პატარა სოფელ სენტ-მერი-მიდის მყუდროება დაირღვა _ ახალშეძენილ დიდ სახლში ცნობილი რეჟისორი და მისი კინოვარსკვლავი მეუღლე დაბინავდნენ. ახალმოსახლეობის აღსანიშნავად და საქველმოქმედო ღონისძიების ჩასატარებლად ცოლ-ქმარმა უამრავი სტუმარი დაპატიჟა, მაგრამ ზეიმი ტრაგედიად იქცა _ სოფლის მკვიდრი ერთი კეთილი დიასახლისი მოწამლეს... ვინ ჩაუყარა საწამლავი სასმელში? იქნებ ქალი შეცდომით მოკლეს და მსხვერპლი სულ სხვა ვინმე უნდა ყოფილიყო? ამ თავსატეხის ამოხსნაში მთავარ ინსპექტორ დერმოტ კრედოკს დაეხმარება შეუდარებელი მის მარპლი _ მხოლოდ ამ მახვილგონიერ და ადამიანის ბუნების უზადო მცოდნე მოხუც ქალს შეუძლია უცნაური მკვლელობის გახსნა.
    15.95
    გაიცანი დიდი ადამიანები ტ I
    გაიცანი დიდი ადამიანები - ხუთტომეული ყველა დროის ყველაზე გამოჩენილი მოღვაწეების ცხოვრებისა და მემკვიდრეობის შესახებ ამ წიგნის ფურცლებზე შეხვდები და კარგად გაიცნობ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან, ღვაწლით გამორჩეულ ადამიანებს, წაიკითხავ მათი ცხოვრების გზის შესახებ და გაიგებ, როგორ იბრძოდნენ და იცავდნენ სამშობლოს, აღადგენდნენ დანგრეულს და აშენებდნენ ახალ ქვეყანას, ავრცელებდნენ განათლებას და კულტურას. თითოეულ ტომში ხუთი განსაკუთრებული ამბავია ხუთი დიდი მოღვაწის შესახებ - გზა ბავშვობიდან ისტორიაში დამკვიდრებამდე. გაიარე ეს გზა მათთან ერთად და დაიმახსოვრე მათი საქმეები.
    22
    გალაკტიონი - 200 ამბავი #37
    შემდგენელი: ნათია სიხარულიძე სერია: თან საკითხავი გალაკტიონი მხოლოდ გენიალური პოეტი, ქართული პოეზიის უდიდესი რეფორმატორი როდი იყო. ზნეობისაგან განძარცვულ, პრაგმატიზმით სნეულ საუკუნეში მან დაამტკიცა, რომ შეიძლებოდა იდეალებით და იდეალისთვის არსებობა.გალაკტიონი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, მის შესახებ არსებულ მოგონებებსა და გადმოცემებში რთულია გავარკვიოთ, სად გადის ზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის, თუმცა ეს გამონაგონიც საინტერესოა, რადგან ცხადყოფს ხალხის განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და სიყვარულს.
    16.95
    გალაკტიონი უცენზუროდ
    ამ წიგნის იდეის ავტორი თავად გალაკტიონია, რომელსაც სურდა ერთად შეეკრიბა თავისი ეპიგრამები – ცენზურაგაუვლელი ლექსები.   გალაკტიონს არაერთ სკაბრეზულ ლექსსა და გამონათქვამს მიაწერენ. ის, რასაც ჩვენ მოგითხრობთ, დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა, ძირითადად, პოეტის ჩანაწერებს, აგრეთვე, სანდო მოგონებებსა და გადმოცემებს. ამბები საჭირო ფონს, ინფორმაციულ კონტექსტს ქმნის ეპიგრამების, მახვილსიტყვაობისა თუ არაორდინარული პერსონაჟის უცნაური ქცევის აღსაქმელად.   გალაკტიონის ეპიგრამების მთავარი ობიექტი მეფისტოფელური ეპოქაა – დამთრგუნველი, მოძალადე, ფარისევლური და ცინიკური ერთდროულად. პოეტის კონკრეტული სამიზნე უკულტურობაა, სულიერების დეფიციტი, ობივატელთა თვითკმაყოფილება, უფრო ხშირად კი – კოლეგა-მწერლების არცთუ ღირსეული საქციელი – მათი დაუსრულებელი ინტრიგები.   გალაკტიონის უცენზურო სტრიქონები ადამიანური გაღიზიანების, წყენის ნაყოფია და, ამდენად, სუბიექტურიც. ამიტომ მასთან სიტუაციები ჰიპერბოლიზებულია, შტრიხები – გროტესკულსკაბრეზული. პოეტი ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც გაურბოდა ბილწსიტყვაობას. სკაბრეზსა და ინვექტივას მხოლოდ ეპიგრამებსა და სატირულ შაირებში მიმართავდა, როგორც ჟანრის დამახასიათებელ სტილურ ელემენტებს.   წიგნს დამატების სახით ერთვის პოეტის მიერ სხვადასხვა დროს შეკრებილი სახუმარო ამბები, დიალოგები, ანეკდოტები.   ტექსტი გაფორმებულია გალაკტიონის ჩანახატებით. 
    24.95
    გალაქტიონი და თბილისი
    გალაკტიონის თბილისისადმი სიყვარულზე დიდიხანს შეგვიძლება ვილაპარაკოთ. მის შემოქმედაბაში ამ ქალაქს გასაკუთრებული ადგილი უჭირავს. წიგნში წარმოდგენილია პოეტის შემოქმედებით მემკვიდრეობაში დაგროვილი უამრავი ჩანაწერი, მოგონება, თუ განცდა, რომელიც თბილისს უკავშირდება. გამოცემა მოგვითხრობს პოეზიის მეფისა და თბილისის სიყვარულზე და იმ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც სხვადასხვა ფონდსა და კოლექციებში ინახება. წიგნში წარმოდგენილი ექსპონატები, ფოტოები, ასევე გალაკტიონის მიერ შესრულებული ჩანახატები დაცულია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.
    48