santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • 99 ფრანკი
    ავტორი: ფრედერიკ ბეგბედერი სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ წიგნში აღწერილი გარემო და მოვლენები ავტორის პირადი გამოცდილების ანარეკლია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს რომანისადმი ინტერესს. ბეგბედერი ცინიკურად აღწერს იმ გამოჩენილ ადამიანთა ზღვარგადასულ სიმდიდრეს, რომელთაც კეთილდღეობა დანარჩენი მსოფლიოს უბედურებისა და სულიერი გაღატაკების ხარჯზე მოიპოვეს.
    16.95
    AI Books - თანამშრომელთა მოტივაცია - Employee Motivation
    სერია: AI Books   "AI Books ლურჯი ოკეანისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ერთობლივი, უნიკალური პროექტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტების დამუშავებას, ქართულ ენაზე თარგმნასა და ორენოვანი წიგნების გამოცემას გულისხმობს. პროექტის მიზანი მკითხველისათვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სწრაფად ცვალებად გარემოში უახლეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. თანამშრომელთა მოტივაცია პროექტის პირველი წიგნია, რომელიც სიღრმისეულად გაგაცნობთ თანამშრომელთა მოტივაციას, მის თეორიებს, სახეობებს, მასზე მოქმედ ფაქტორებს და იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომელთა გამოყენებითაც ორგანიზაციები და ადამიანები მას ერთიორად გაზრდიან. AI Books is a unique, joint project implemented by Blue Ocean and Business and Technology University (BTU), which involves processing texts generated by Artificial Intelligence, translating them into Georgian, and creating and publishing bilingual books. The goal of the project is to provide readers with access to the most recent information and incisive content about the rapidly changing business and technology environment. The first book of the project is Employee Motivation, which provides a comprehensive examination of employee motivation, exploring the theories, types, and factors that influence it, as well as the techniques and strategies that organizations and individuals can use to enhance it. "
    11.95
    Bon voyage, პეტრო!
    ავტორი: ელენე ჯაფარძე   „ბონ ვოიაჟ, პეტრო“ ტკივილით აღსავსე სიყვარულზე, მეგობრობაზე, ოცნების უკიდეგანო ძალაზე გვიყვება – ძალაზე, რომელიც გამოუვალ სიტუაციებშიც კი ეძლევა ადამიანს, რათა უსამართლობასა და ტკივილთან გამკლავებაში დაეხმაროს. ამ რომანში საბედისწეროდ იკვეთება ორი ადამიანის – თინის და პეტროს გზები, მათი წარსული და აწმყო, მათი ძველი თუ ახალი სატკივარი… თინი, რომელსაც შვილი საავადმყოფოში უწევს და ცდილობს, უსაშველო დარდს მარტო გაუმკლავდეს… პეტრო – ფრანგი ბებიის შვილიშვილი, რომელიც თავის ტყუპისცალ პაოლასთან ერთად მთლად დაუცველი დარჩა სასტიკი რეალობის წინაშე, რომელიც 90-იანი წლების სამოქალაქო ომისა და შემდგომი პერიოდის მოვლენების სახით დაატყდა თავს… წარსულის ტრავმებით დაღდასმულ თინის და პეტროს ბედისწერა მოულოდნელ შეხვედრას უმზადებს, თუმცა მანვე გადახლართა ამ ორი გმირის წარსული და არავინ იცის, რომ მათ მომავალსაც ემუქრება.  
    11.9
    DE PROFUNDIS
    ავტორი: ოსკარ უაილდი მთარგმნელი  ზურაბ სონღულაშვილი სერია: MAGNUM OPUS „DE PROFUNDIS ოსკარ უაილდმა პატიმრობის დროს დაწერა. იმ ჯოჯოხეთური შეგრძნებებიდან, ციხეში რომ განიცდიდა, თავშესაფარი ლიტერატურა აღმოჩნდა. ასე დაიბადა DE PROFUNDIS, საყვედურად იმ პიროვნების მიმართ, რომლის გამოისობითაც ამოყო თავი მისთვის დაუჯერებელ გარემოში, იმ საბედისწერო მეგობრობის გამო, არც პურიტანულმა საზოგადოებამ რომ აპატია და არც სასამართლომ დაინდო. ოსკარ უაილდს ეპისტოლე ამ ჟანრის კვალობაზე საკმაოდ გაუგრძელდა, საბოლოოდ კი აღსარებად გარდაისახა. ამიტომაც ძალდაუტანებლად შემოვიდა თხრობაში მისი შემოქმედებითი ლაბორატორია და შემოგვრჩა არაერთი საგულისხმო თუ ძალზე მნიშვნელოვანი რეალია, შტრიხი და დეტალი. უაილდი იესო ქრისტეს ფენომენს მანამდეც უკვირდებოდა, ციხის საკანში კიდევ უფრო დაუახლოვდა და მისი მოძღვრებაც უფრო ხელშესახებად განიცადა. მან უფაქიზესად მოხაზა იესო ქრისტეს კაცებრივი არსებობის მანამდე შეუმჩნეველი თუ ჯეროვანი დაფასების გარეშე დარჩენილი შტრიხები. ოსკარ უაილდი იესო ქრისტეს პირველ რომანტიკოს პოეტად მოიხსენიებდა, მის ცხოვრებას კი უმშვენიერესად აღიარებდა ყველა პოემას შორის. დარწმუნებით აცხადებდა, ბერძნული ტრაგედიები, ყველა ერთობლივ, მთელი თავიანთი სიდიადითა და ტრაგიზმით, არაფერია იმასთან შედარებით, რაც ქრისტემ გადაიტანაო. სახარებაში – იმ ოთხ პროზაულ პოემაში – ჩაფლობისა და გათავისების შემდგომ შეიცნო და შეიმეცნა არა მხოლოდ ტკბობა ცხოვრებითა და ტკბობა ხელოვნებით, არამედ ის, რაც უკვე გაცილებით უფრო შესანიშნავი ეჩვენებოდა: ტანჯვის არსი და მისი სილამაზე. ოსკარ უაილდი რომელ ჟანრსაც ხელს მოჰკიდებდა, ყველგან საუკეთესო ნიმუშებს ქმნიდა – ასეთია მისი ლექსები, მისი პოემა, მისი რომანი, მისი პიესები, მისი ლიტერატურული ზღაპრები, მისი ესეები, მისი აფორიზმები. და რაკიღა აღსარების ჟანრსაც შეახო ხელი, აქაც შედევრი დაგვიტოვა.“ – როსტომ ჩხეიძე    
    17.95
    Flight from the USSR
    ავტორი: Dato Turashvili   The bestselling novel of Dato Turashvili is based on the most tragic and scandalous story of Soviet Georgia of 1980s. Seven young people hijacked an airplane to escape from the Soviet Union, which was an exceptional action, because at that time even a thought of escaping from the Soviet Union was criminal! The Soviet government condemned most of these young people to death for their naive even if dangerous attempt. The public opinion was split. A part of the public considered the youngsters to be just ordinary terrorists. The other part would argue that living under the Soviet regime was so unbearable that this could even justify the hijacking of a plane. Flight from the USSR gives an opportunity to the reader to closely follow the leading characters, and learn more about their motifs and intentions than it would be possible by just reading dry court documents. Flight from the USSR was staged in Georgian Free Theatre and is one of the most successful plays. 1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც  მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა. ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა. სიკვდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო. „თვითმფრინავის ბიჭების საქმე“ თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ. დათო ტურაშვილის წიგნი „ჯინსების თაობა“ სწორედ ამ ტრაგიკულ ისტორიას ეძღვნება. .
    15.9
    GENERATION "პ"
    ავტორი: ვიქტორ პელევინი მთარგმნელი: შოთა იათაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა  
    15.9
    happy sovieticus
    8.4
    HOMO FABER
    ავტორი: მაქს ფრიში მთარგმნელი: დალი ფანჯიკიძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    12.9
    La porta segreta
    ავტორი: მაია ცირამუა "La porta segreta" მოულოდნელობებით სავსე რომანია. წიგნის პირველსა და მეორე ნაწილებში რომანის მთავარი საიდუმლოს ამოსაცნობად საჭირო მინიშნებები გვხვდება, თუმცა, შესაძლოა, მკითხველმა კვანძის საბოლოო გახსნამდე მაინც ვერ მოარგოს გასაღები იმ კარს, რომლის შეღებაც საბოლოოდ კრავს სიუჟეტს. კარის მიღმა აღმოჩენილი სურათი კი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ სტერეოტიპებსა და მანკიერ, არაჰუმანურ ჩვევებზე, რომელთა ჩარჩოებსაც, სამწუხაროდ, ვერ გასცდა ჩვენი საზოგადოება.    რომანის მთავარი გმირები ქალები და ბავშვები არიან, სხვადასხვა, ხშირად მძიმე ისტორიით, უკან მოტოვებული ბრძოლებითა და რთული გამოწვევებით სავსე ცხოვრების გზით. ვეცნობით იმ ქალებსაც, რომელმაც გადარჩენა მოახერხეს და მათაც, ვინც ეს ვერ შეძლო – ძალადობისა და საზოგადოების აუტანელი წნეხის მსხვერპლი გახდა. რომანში არა მხოლოდ მთავარი გმირების სახეები და ხასიათებია გამოკვეთილი, არამედ, კიდევ უამრავი სხვა საინტერესო პერსონაჟი გვხვდება, რომლებსაც ავტორი ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე შტრიხით, მაგრამ ძალიან ცოცხლად აღწერს.
    24.9
    Lilos Angeles
    ავტორი: გიორგი კეკელიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    Lucrecia515
    ავტორი: ლაშა ბუღაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    11.9
    Maid in Tiflis
    ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    15.9
    MAUS
    ავტორი: არტ შპიგელმანი მთარგმნელი: მიხეილ ციხელაშვილი
    18.9
    MOX
    ავტორი: დათო სამნიაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    12.9
    ObOle
    ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    13.9
    Playlist - ის საიდუმლო
    ავტორი: მიშელ ფალკოფი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერთინს   აი, რა იცის სემმა: იყვნენ წვეულებაზე, იჩხუბეს, მეორე დილით კი საუკეთესო მეგობარი გარდაცვლილი ნახა. მას მეგობრისგან დარჩა მეხსიერების ბარათზე საგანგებოდ მისთვის ჩაწერილი სიმღერები და წერილი: "მოუსმინე და ყველაფერს მიხვდები". მოკლედ - დიდი საიდუმლო, რაც სემმა უნდა ამოხსნას. იმისთვის, რომ გაიგოს, რა მოხდა, სემი მხოლოდ მოგონებებსა და ჰეიდენის დატოვებულს ენდობა. ამასობაში, გამოჩნდება ვიღაც, ვინც ღამღამობით, ჰეიდენის სახელით, უცნაურ შეტყობინებებს უგზავნის. გადაწყვეტილება მიღებულია: უნდა გაარკვიოს, ვინ არის დამნაშავე ჰეიდენის სიკვდილში. ეჭვმიტანილი ბევრია, დაწყებული ჰეიდენის მშობლებიდან, ძმიდან თუ "შარიანი სამეულიდან", დამთავრებული ახალგაცნობილი უცნაური გოგონათი და რაც მთავარია, თავად სემით! რაც მეტს იგებს, მით უფრო ბუნდოვანდება სურათი. უკან დახევა კი შეუძლებელია - უნდა შეაკოწიწოს და აღადგინოს ის ამბავი, მის მეგობარს რომ გადახდა თავს. იქნებ ამ გზით საკუთარი ცხოვრებაც შეცვალოს. ვერასოდეს მიხვდები, თუ არ მოუსმენ!
    13.95
    TERRA IBERICA
    ავტორი: TERRA IBERICA   ამ უცნაურ და სახალისო რომანში მოქმედება ხდება XVII საუკუნის ესპანეთში, თუმცა იქაური ამბები ჰგავს თანამედროვე რეალობას. მსუბუქი თხრობა, ამბის სწრაფი განვითარება და მხიარული კომედიურობა ახლავს პიესის ფორმით დაწერილი რომანის თექვსმეტივე სცენას. წიგნი რეალიზმის, პოსტმოდერნიზმის, ავანტიურისტული რომანისა და ბაროკოს სტილის ნაზავია. ავტორმა უცნაურად შეაქსოვა ერთმანეთში დასავლეთი და აღმოსავლეთი, ,,დონ კიხოტი" და ,,ვეფხისტყაოსანი", საქართველოს კი მისცა საშუალება დასხლტომოდა თავის მძიმე ისტორიას...
    13
    v ანუ ვენდეტა
    ავტორი: ალან მური მთარგმნელი: ლუკა გრიგოლია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    22.9
    XXI საუკუნის ქართული მოთხრობა
    "საბოლოოდ, 63 ავტორის 63 მოთხრობა, ამგვარად და ამჟამინდელ საუკუნესთან გადაძახილივით, ანუ 21-21-ად გადანაწილდა სამ ტომში და საბოლოოდ მივიღეთ 21-ე საუკუნის ქართული მოთხრობის მშვენიერი სამტომეული, რომელსაც შინაარსიდან გამომდინარე უკვე აქვს სამომავლო პრეტენზია, დაამშვენოს ნებისმიერი ქართული ოჯახის (თუ დაწესებულების) ბიბლიოთეკა, როგორც ღირებულმა და სოლიდურმა ლიტერატურულმა წონითმა კატეგორიამ, ამავდროულად, ზუსტი და მკაფიო წარმოდგენა შეუქმნას გადამშლელ-წამკითხველს, თუ სად ვართ და ვიმყოფებით ამ კრიზისულ ჟანრში (მოთხრობა), რას ვამბობთ მისი საშუალებით, ანუ რა თემები იკენწლებოდა თავისუფალი საქართველოს 21-ე საუკუნის პირველ 21-წლეულში. ავტორები სხვადასხვაა – ასაკი, სქესი, მსოფლმხედველობა, წერის სტილი და თხრობის ენა სრულიად განსხვავებული და მკვეთრად ინდივიდუალისტურია,"
    25
    XXI საუკუნის ქართული მოთხრობა
    25
    Абӷьыц цқьа | Аԥсны иазку ажәабжьқәа реизга
    სხვადასხვა ავტორი მთარგმნელი: ირმა ოსია Ауааԥсыра, асахьаркыратә текстқәа Аԥсны атемазы иаԥы­зҵаз, аибашьра аамышьҭахь ииыз роуп. Риира арыцхә ала, урҭ ахыннатә, ахәрақәеи, агәаареи, агәамҵреи ала иарку иҳаҩсхьоу аамҭа аԥхьа игылоуп, ирымоуп ирыциз алшарақәа, иԥырҟәаҟәар ажәытә агәреибамгарала иарку акәырша. Иахьа урҭ ирылшоит ицәажәар рхы иақәиҭны, ргәаартрала, мчыла ирыдыргало астереотипқәеи, аполитикеи, алозунгқәа иреиԥшу аҳәоуқәеи рыда. Урҭ ирылшоит иаартны аҳәара, аибашьра зхазгаз, аха зҳәара рылымшо, ихьаау агәалашәара змоу, адамыӷа зну, ихәу, игәырҩо ауаа раасҭа. Авторцәа рҿы, урҭ абиԥара ҿыц рхаҭарнакцәа, иҳаҩсхьоугьи, ԥхьаҟатәигьы ишәарҭам, иҭынчу, еибакапануа аицынхара ауп. Даараӡа иҷыдоу ахадара амоуп урҭ рзы, урҭ ргәаанагарала изакәыи Аԥсны, иабаҟоу, иазакәытә ҭыԥуи иааннакыло аҿыц ахәыцрақәа рқәыԥшыраҿы, ахшыҩтәи, агәытәи ақәыԥшыраҿы. Екатерина Тогониӡе ადამიანები, რომლებმაც მხატვრული ტექსტები აფხაზეთის თემაზე შექმნეს, ომის შემდეგ არიან დაბადებულნი. დაბადების თარიღით ისინი იმთავითვე უსწრებენ ტრამვებით, წყენით, ბრაზით ჩაკირულ წარსულს და ფლობენ თანდაყოლილ შესაძლებლობას, გაარღვიონ ძველი უნდობლობით ჩაკეტილი წრე. დღეს მათ შეუძლიათ ილაპარაკონ თავისუფლად, ლაღად, თავსმოხვეული სტერეოტიპების, პოლიტიკისა და ლოზუნგებად ქცეული ფრაზების გარეშე. მათ ხელეწიფებათ თქვან ის, რისი თქმაც უჭირს ომგამოვლილ, მწარე მეხსიერებით დაღდასმულ, დანაღმულ და დამძიმებულ ადამიანს. ავტორებში, რომლებიც ახალ თაობას წარმოადგენენ, წარსული და მომავალი ხომ ყველაზე უსაფრთხო და მშვიდი წონასწორობით თანაარსებობს. ამდენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორია აფხაზეთი მათ ცნობიერებაში, სად არის, რა ადგილი უჭირავს ახალი აზროვნების სივრცეში, გონებისა და გულის რუკაზე.                                 ეკატერინე ტოგონიძე  
    9.9
    ფასდაკლება
    ა ქიუს ნამდვილი ამბავი
    ავტორი: ლუ სსუინი     ჩინურიდან თარგმნეს ზურაბ მამნიაშვილმა („ა ქიუს ნამდვილი ამბავი“) და ელისო ელისაშვილმა („შეშლილის დღიური“). თანამედროვე ჩინური ლიტერატურის ფუძემდებელ ლუ სსუინს (1881-1936) ჩინელები დღემდე „ერის სულს“ უწოდებენ. მწერლის მოკლე რომანის, „ა ქიუს ნამდვილი ამბის“ მთავარი გმირი XX საუკუნის ჩინელთა ტრაგიკული ჩამორჩენილობისა და სულიერი დაცემის სიმბოლოდ იქცა. რომანის კვალდაკვალ ცნება აქიუიზმიც კი გაჩნდა. ეს არის ერთგვარი სოციალური მანკი, დაბეჩავებულის სულიერი ანესთეზიის მეთოდი, რომელიც ამართლებს მონურ ყოფას, უსამართლობასა და თვითნებობას. ა ქიუს რწმენით „ეს ცხოვრება, ალბათ, ასეა მოწყობილი და ზოგჯერ აუცილებელია, ადამიანი სადმე შეაგდონ ხოლმე, ზოგჯერაც – საიდანმე გამოაგდონ... ზოგჯერ აუცილებელია, თავიც წააცალონ...“. წიგნში, რომანის გარდა, შესულია ლუ სსუინის ცნობილი მოთხრობა „შეშლილის დღიური“.
    8.42 12.95
    სიახლე
    აბა, გინდა იყო ვიკინგი?
    ავტორი: ჯორჯია ამსონ-ბრედშოუ სერია: Liber Kids იცი, როგორ უნდა გადაურჩე გემის ჩაძირვას? შეგიძლია საბრძოლო ცულის მარჯვედ ხმარება? წაიკითხე ეს წიგნი და გახდი უძლეველი ვიკინგი! ეპიკური და სახიფათო თავგადასავალი გელის, ძალიან მოგეწონება!
    9.95
    აბა, გინდა იყო ნინძა?
    ავტორი: ჯორჯია ამსონ-ბრედშოუ სერია: Liber Kids   შეგიძლია სიმაგრის კედელს გადააფრინდე? იცი, როგორ უნდა ისროლო ნინძას ვარსკვლავები მომაკვდინებელი სიზუსტით? წაიკითხე და აღმოაჩინე ნინძუცუს საიდუმლოებანი, ოღონდ არავის არაფერი უთხრა!
    9.95