santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • მეცნიერება – მოკლე ისტორია
    მთარგმნელი: ლაშა გველესიანი „მეცნიერების დიდი თავგადასავალი“ – ასე უწოდებენ უილიამ ბაინემის შესანიშნავ ნაშრომს, რომელიც მკითხველს ამოგზაურებს მეცნიერების ისტორიაშიმესოპოტამიის უძველესი ცივილიზაციებიდან ციფრულ რევოლუციამდე. ავტორთან ერთად შეისწავლით კოსმოსს, მოინახულებთ დედამიწის შრეებს, აღმოაჩენთ ადამიანის ორგანიზმსა თუ უმცირეს ცოცხალ არსებებს; შეიტყობთ, როგორ განვითარდა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა, როგორ შეისწავლეს ფიზიკოსებმა ელექტროენერგია, მიზიდულობის ძალა თუ ატომების სტრუქტურა… როგორ გამოიკვლიეს გენეტიკოსებმა დნმ-ის მოლეკულა და გზა გაუხსნეს აღმოჩენების ახალ წყებას. „მეცნიერების – მოკლე ისტორია“ გასაგები ენითაა დაწერილი და იოლად აღსაქმელია როგორც მოზარდებისთვის, ისე უფროსებისთვის. მასში განხილული ურთულესი და ღრმა საკითხები ყველა თაობის მკითხველისთვის საინტერესოა.
    15.9
    მზეო დაბრუნდი, დაბრუნდი
    ნოდარ დუმბაძის ლექსების კრებული
    14.95
    მზიანი დღის სიტყვების წიგნი
      ასაკი: 2+ როტრაუტ სუზან ბერნერის ილუსტრაციებით დეტალიზებულ, ფერად ილუსტრაციებზე პატარა ფიგურების პოვნა, არც ისე მარტივი, მაგრამ ძალიან სახალისო თავსატეხია, რომლითაც პატარები სიამოვნებით გაერთობიან. წიგნში მოცემულ 100-ზე მეტ ფიგურას თავისი სახელი აქვს მიწერილი, რაც ბავშვებს სიტყვების შესწავლას გაუადვილებს, ნახატების პოვნა კი ყურადღების კონცენტრაციის, დაკვირვებულობისა და დეტალებზე ორიენტირების უნარებს განვითარებაში დაეხმარება.
    16.9
    მთები - წიგნი მოძრავი ნახატებით
    თუ გსურს მეტი შეიტყო მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მთათა სისტემების შესახებ, მაშინ ეს წიგნი უნდა გადაშალო. ყოველ გვერდზე მოძრავი ნახატები დაგხვდება, ცხოველები და ფრინველები კი მთების შესახებ მოულოდნელი ფაქტებით გაგაკვირვებენ და იმ ადგილებზე მოგიყვებიან, სადაც თავად ბინადრობენ.
    27.95
    მილი-მოლი-მენდი (6-7) წლიდან
    ავტორი: ჯოის ლანკასტერ ბრისლი მთარგმნელი: მაია წითაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ამ წიგნში გაიცნობ პატარა, ჭკვიან და ძალიან საქმიან გოგონას, მილისენტ მარგარეტ ამენდას, იგივე მილი-მოლი-მენდის, რომელიც სოფელში, ლერწმით დახურულ თეთრ კოპწია სახლში დედ-მამასთან, პაპა-ბებიასთან, ძიასა და ბიცოლასთან ერთად ცხოვრობს. კოპწია სახლში ყველას თავისი საქმე აქვს, მათ შორის მილი-მოლი-მენდისაც. ალბათ იკითხავ, ასეთ პატარა გოგონას თამაშის გარდა სხვა რა საქმე უნდა ჰქონდესო? გეტყვით: მილი-მოლი მენდის დედა, მამა, ბებია, პაპა, ძია თუ ბიცოლა მუდამ სადღაც გზავნიან ხოლმე. მასაც მიაქვს და მოაქვს ნივთები, ამბები და, საერთოდ, ყველაფერი, რასაც კი დაავალებენ, თანაც ნებისმიერ დავალებას მშვენივრად ართმევს თავს. საქმეებს რომ მორჩება, მერე თავის პატარა მეგობართან, სუზანთან ერთად თამაშობს. გოგონები ყოველდღე ნაირ-ნაირ გასართობს იგონებენ და მხიარულად ატარებენ დროს. მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
    8.9
    მილი-მოლი-მენდის ახალი თავგადასავალი (6 წლიდან)
    ავტორი: ჯოის ლანკასტერ ბრისლი მთარგმნელი: მაია წითაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    მიმბო-ჯიმბო მეგობარს სტუმრობს
    ავტორი: იაკობ მარტინ სტრიდი მთარგმნელი: თამარ კაკუბავა   ვინ არიან საუკეთესო მეგობრები, რომლებსაც შეუძლიათ სტუმრად ეწვიონ პატარა გოგონას შორს, უცხო ქვეყანაში შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს? ესენი არიან მიმბო-ჯიმბო და მუმბო-ჯუმბო!   ჩვენ უნდა წავიდეთ საცურაო აუზზე, შემდეგ მუზეუმში და ბოლოს შევაგროვოთ ველური წაბლი.
    21.95
    მიმბო-ჯიმბო ხელოვნების ნიმუშს ქმნის
    ავტორი: იაკობ მარტინ სტრიდი მთარგმნელი" თამარ კაკუბავა   დღეს მიმბო-ჯიმბომ ხელოვნების ნიმუში უნდა შექმნას. მან უნდა გამოიყენოს საღებავები, ჩოგბურთის ჩოგანი, ზარბაზანი და მუმბო-ჯუმბო. ეს ძალიან რთულია.
    21.95
    მინდა ვიყო საოცარი ცხოველი
    ყოველი გვერდის გადაშლისას აღმოაჩინეთ ცხოველების ეს წარმოსახვითი პერსონაჟები. წიგნი "მინდა ვიყო...", შესანიშნავი ილუსტრაციებით, პირველი ძირითადი სიტყვებითა და გამოსახულებებით, აუცილებლად მოეწონებათ თქვენს პატარებს!
    19.95
    მინდა ვიყო ყოჩაღი დამხმარე
    ყოველი გვერდის გადაშლისას აღმოაჩინეთ საოცარი და მისაბაძი უფროსები. წიგნი "მინდა ვიყო...", შესანიშნავი ილუსტრაციებით, პირველი ძირითადი სიტყვებითა და გამოსახულებებით, აუცილებლად მოეწონებათ თქვენს პატარებს!
    19.95
    მიო, ჩემო მიო (9-11)
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ეს არის ასტრიდ ლინდგრენის უმშვენიერესი ზღაპარი პატარა ბიჭზე. მისი სახელია ბოსე, სტოკჰოლმის ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობს და ჰგონია, რომ არავის უყვარს… ბიჭი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში შორეული ქვეყნის უფლისწულია, ბოსე კი არა, მიო ჰქვია და ბავშვების გადასარჩენად სასტიკ მხედარ კიტოს უნდა შეებრძოლოს… წაიკითხე ეს საოცარი თავგადასავალი და შეიყვარე მამაცი და კეთილი მიო! მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
    8.9
    მისტერ პოპერის პინგვინები
    ავტორირი: ჩარდ ეთუოტერი, ფლორენს ეთუოტერი მთარგმნელი: ანა კოპაძე   მისტერ პოპერი ერთი უბრალო მღებავი და მეოცნებე კაცია _ ის ერთ პატარა ამერიკულ ქალაქში ცხოვრობს და პოლარულ ექსპედიციებზე ოცნებობს. და აი, ერთ დღეს ფოსტალიონს ამანათი მოაქვს _ უბრალო კი არა, ალბათ, ამქვეყნად ყველაზე უცნაური ამანათი სამხრეთ პოლუსიდან. მისტერ პოპერს ცნობილმა მკვლევარმა საჩუქრად პინგვინი გამოუგზავნა. სულ მალე კი პოპერების ხელმოკლე ოჯახში ერთის ნაცვლად თორმეტი პინგვინი დაბაჯბაჯებს. ერთ დღესაც მათ ერთიანად შეცვალეს პოპერების ცხოვრება, თუ როგორ, ამას ამ მხიარული წიგნიდან შეიტყობთ. ამ წიგნის მოტივებზე გადაიღეს ფილმიც ცნობილი კომიკოსის, ჯიმ კერის, მონაწილეობით.
    11.95
    მიწის მთხრელები
    ავტორი: ტერი პრეტჩეტი მთარგმნელი: ბექა არაბული სერია: ლიბერკიდსი   მაღაზიიდან გამოქცევის შემდეგ ნომებს ისევ საფრთხე ემუქრებათ... ცოტა უცნაური, მაგრამ მიზანდასახული პაწაწინა არსებები გადარჩენის გზებს ეძებენ. ფიქრობენ, რომ მათი ყველაზე დიდი მტერი ადამიანია, გულგრილი და უგრძნობი ადამიანი, რომელიც მხოლოდ თავის გეგმებზე ფიქრობს და ირგვლივ ვერავის ამჩნევს... მაგრამ იქნებ ცდებიან? ეს ჯერ არავინ იცის... მათ ჯერ ახალი თავშესაფარი უნდა იპოვონ, მერე კი ნომების წარმომავლობის საიდუმლოს ამოსახსნელად წასული თავისიანების ამბავი შეიტყონ
    9.95
    მოდი, ერთად დავითვალოთ
    ავტორი:  კრისტინ როშიფტე მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე ეს არის წიგნი-თავსატეხი, რომელშიც შეგიძლია დაითვალო ადამიანები, მათ ცხოვრებას მიჰყვე, მათი განცდები გაიაზრო და მიხვდე, რომ ბევრის ამბავი ერთიმეორეს უკავშირდება. წიგნში უამრავი დიდ-პატარა საიდუმლოა. ცნობისმოყვარე, დაკვირვებული მკითხველი მათ აუცილებლად ამოიცნობს და შენც ამბებს უფრო გულმოდგინედ თუ მიჰყვები, იქნებ, საკუთარი თავიც აღმოაჩინო!
    34.95
    მოემზადე სკოლისთვის (დაწერე და წაშალე)
    ასაკი: 5+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი ამ ფერადი, მხიარული ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სავარჯიშოებია თავმოყრილი. ბავშვებმა უნდა გააყოლონ ფლომასტერი ხაზებს, დაასრულონ ნახატები, დააკავშირონ ფიგურები ერთმანეთს, ამოიცნონ ფერები, იპოვონ ნახატებზე დაშვებული შეცდომები… ყველა ეს სავარჯიშო მათ გონებას გაუვარჯიშებს და ნატიფი მოტორიკის დახვეწა-განვითარებაში დაეხმარება.
    9.9
    მოთხრობები
    ავტორი: გოდერძი ჩოხელი ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული, თვალსაჩინო მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებულში თავმოყრილი 11 არაჩვეულებრივი მოთხრობა გაჟღენთილია სიკეთით, ზნეობით, ჰუმანურობისა და მიმტევებლობის განცდით და, რაც მწერლის შემოქმედების უმთავრესი მოტივია, უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარულით, რომელიც „დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!“
    22.95
    სიახლე
    მოკლე კატოს თავგადასავალი
    ავტორი: ზიარა არსენიშვილი მოკლე კატო დიდ ქალაქში ცხოვრობს, საბავშვო ბაღში დადის და, როგორც ბავშვების უმრავლესობას, ნაყინი და ლიმონათი უყვარს.  ნაყინი რომ არ ჰყვარებოდა, ალბათ ეს საოცარი თავგადასავალიც არ გადახდებოდა თავს. მამაცი კატო უკვდავების წყაროს საძებნელად ცხრა მთასა და ბარს გადაივლის და ვის აღარ შეხვდება: მზეთუნახავ კისკისას, კატა შავრასა და თაგუნა თიკოს, მეტმეცნიერს, ბერ ქედანსა და ყვავ ობოლას…  შემდეგ ოქროს  ვერძი ცაშიც კი ააფრენს…
    15.9
    მოლი ანუ თითქმის დაუჯერებელი ამბავი (9-10 წელი)
    ავტორი: გია პაპუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მოლი შოტლანდიური სეტერია, რომელიც თბილისის გარეუბანში მცხოვრებ ერთ კეთილ ოჯახს შეეკედლება. გიორგი პაპა და მისი გულისხმიერი შვილიშვილები ძაღლს დიდი სიყვარულით მიიღებენ და მასთან ერთად არაერთი საინტერესო თავგადასავალი გადახდებათ: გაიცნობენ მოლის მეგობარ მაწანწალა ძაღლებს და საიდუმლოებით მოცულ „ძია ბობის“; გაემგზავრებიან შირაქში, სადაც თავიანთი თვალით ნახავენ მწყემსებისა და მათი ერთგული მეცხვარე ძაღლების ყოფას…  გიორგი პაპა ცდილობს, გამოიცნოს, როგორ მოხვდა შოტლანდიური სეტერი ქუჩაში და რატომ აირჩია მაინცდამაინც მისი დიდი ოჯახი. მოლის წარსული ბოლომდე საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა ერთი თითქმის დაუჯერებელი ამბავი…  მაშ, ასე, ყური დაუგდეთ ცხოველებს, რადგან ამ წიგნში ისინიც ლაპარაკობენ  
    8.9
    მორტენი, დიდედა და ქარიშხალა
    ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ამ წიგნში ბევრი პერსონაჟია, რომლებსაც წინა წიგნებიდანაც იცნობთ, მათ შორის – ულე ალექსანდრე, მისი ძველი მეზობლები და ტყის სახლის ყველა ბინადარი, სამოვრის მილისა და ვარდოს ჩათვლით, თუმცა ეს წიგნი ყველაზე მეტს მაინც მორტენის შესახებ გვიყვება, რომელიც დიდედასთან ერთად ჯერ მეტად უჩვეულო საშობაო საჩუქარს მოიფიქრებს მშობლებისთვის, მერე კი ერთ მასავით ჭკვიანსა და კეთილ ბიჭს, პეტერ ბენედიქტს დაუმეგობრდება, რომლის შესახებაც ადრე ნამდვილად არაფერი გსმენიათ.
    8.9
    მოუსმინე გარეულ ცხოველებს
    ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 18 თვიდან მოუსმინე და გაიმეორე! როგორ ღრიალებს ლომი? როგორ კივის მაიმუნი? გადაშალეთ ხმოვანი წიგნი, წაუკითხეთ თქვენს პატარას მხიარული ამბები და გააცანით გარეული ცხოველები. ცხოველების ხმიანობის გასაგებად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს.   გაფრთხილება: წიგნები უსაფრთხოა 3 წლამდე ბავშვებისთვის. შეიცავს ელემენტებსა და ელექტრომოწყობილობებს, რომლებიც აზიანებს გარემოს. ამიტომ არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, ჩააბარეთ სპეციალურ გადამამუშავებელ ცენტრებში. წიგნში გამოყენებული ელემენტები ხელახლა არ იტენება. დაცლილი ელემენტები გამოცვალოს მხოლოდ უფროსმა. არ მისცეთ ბავშვს წიგნის გამოყენების უფლება, თუ ელემენტების ხუფი მჭიდროდ არაა დახურული. ელემენტის ბუდის დამცავ ხუფზე ამოხრახნეთ ჭანჭიკი და მოხსენით ხუფი. ამოიღეთ ძველი ელემენტები. ბუდეში მითითებული პოლუსების შესაბამისად ჩასვით AG13/LR44 ტიპის 3 ახალი ელემენტი. დაახურეთ ხუფი და ჩახრახნეთ ჭანჭიკი.
    22.9
    მოუსმინე ტრანსპორტის ხმებს
    ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 18 თვიდან მოუსმინე და გაიმეორე! როგორ ბღუის ტრაქტორი? როგორ გუგუნებს მატარებელი? გადაშალეთ ხმოვანი წიგნი, წაუკითხეთ თქვენს პატარას მხიარული ამბები და გააცანით ტრანსპორტის სახეობები. ტრანსპორტის ხმიანობის გასაგებად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს.   გაფრთხილება: წიგნები უსაფრთხოა 3 წლამდე ბავშვებისთვის. შეიცავს ელემენტებსა და ელექტრომოწყობილობებს, რომლებიც აზიანებს გარემოს. ამიტომ არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, ჩააბარეთ სპეციალურ გადამამუშავებელ ცენტრებში. წიგნში გამოყენებული ელემენტები ხელახლა არ იტენება. დაცლილი ელემენტები გამოცვალოს მხოლოდ უფროსმა. არ მისცეთ ბავშვს წიგნის გამოყენების უფლება, თუ ელემენტების ხუფი მჭიდროდ არაა დახურული. ელემენტის ბუდის დამცავ ხუფზე ამოხრახნეთ ჭანჭიკი და მოხსენით ხუფი. ამოიღეთ ძველი ელემენტები. ბუდეში მითითებული პოლუსების შესაბამისად ჩასვით AG13/LR44 ტიპის 3 ახალი ელემენტი. დაახურეთ ხუფი და ჩახრახნეთ ჭანჭიკი.
    22.9
    მოუსმინე ფერმის ცხოველებს
    ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 18 თვიდან მოუსმინე და გაიმეორე! როგორ ყივის მამალი? როგორ ბღავის ცხვარი? გადაშალეთ ხმოვანი წიგნი, წაუკითხეთ თქვენს პატარას მხიარული ამბები და გააცანით ფერმის ცხოველები. ცხოველების ხმიანობის გასაგებად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს.   გაფრთხილება: წიგნები უსაფრთხოა 3 წლამდე ბავშვებისთვის. შეიცავს ელემენტებსა და ელექტრომოწყობილობებს, რომლებიც აზიანებს გარემოს. ამიტომ არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, ჩააბარეთ სპეციალურ გადამამუშავებელ ცენტრებში. წიგნში გამოყენებული ელემენტები ხელახლა არ იტენება. დაცლილი ელემენტები გამოცვალოს მხოლოდ უფროსმა. არ მისცეთ ბავშვს წიგნის გამოყენების უფლება, თუ ელემენტების ხუფი მჭიდროდ არაა დახურული. ელემენტის ბუდის დამცავ ხუფზე ამოხრახნეთ ჭანჭიკი და მოხსენით ხუფი. ამოიღეთ ძველი ელემენტები. ბუდეში მითითებული პოლუსების შესაბამისად ჩასვით AG13/LR44 ტიპის 3 ახალი ელემენტი. დაახურეთ ხუფი და ჩახრახნეთ ჭანჭიკი.
    22.9
    სიახლე
    მოუსმინე შინაურ ცხოველებს
    ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 18 თვიდან მოუსმინე და გაიმეორე! როგორ ყეფს ძაღლი? როგორ კნავის კატა? გადაშალეთ ხმოვანი წიგნი, წაუკითხეთ თქვენს პატარას მხიარული ამბები და გააცანით შინაური ცხოველები. ცხოველების ხმიანობის გასაგებად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს.   გაფრთხილება: წიგნები უსაფრთხოა 3 წლამდე ბავშვებისთვის. შეიცავს ელემენტებსა და ელექტრომოწყობილობებს, რომლებიც აზიანებს გარემოს. ამიტომ არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, ჩააბარეთ სპეციალურ გადამამუშავებელ ცენტრებში. წიგნში გამოყენებული ელემენტები ხელახლა არ იტენება. დაცლილი ელემენტები გამოცვალოს მხოლოდ უფროსმა. არ მისცეთ ბავშვს წიგნის გამოყენების უფლება, თუ ელემენტების ხუფი მჭიდროდ არაა დახურული. ელემენტის ბუდის დამცავ ხუფზე ამოხრახნეთ ჭანჭიკი და მოხსენით ხუფი. ამოიღეთ ძველი ელემენტები. ბუდეში მითითებული პოლუსების შესაბამისად ჩასვით AG13/LR44 ტიპის 3 ახალი ელემენტი. დაახურეთ ხუფი და ჩახრახნეთ ჭანჭიკი
    22.9
    მოძრავი ანბანი – A B C
    კლასი: I-II საგანი: ინგლისური ენა ყუთში დაგხვდებათ: წიგნი 10 დაფა მოძრავი ინგლისური ანბანი ყუთში თავმოყრილი რესურსების – ილუსტრირებული წიგნის, დაფებისა და ფერადი მოძრავი ინგლისური ანბანის – დახმარებით, ბავშვები შეძლებენ ასოების ანბანზე დალაგებას, დიდი და პატარა ასოების დაწყვილებას; სიტყვაში გამოტოვებული ასოს ჩასმას; სიტყვის პირველი ასოს მოძებნას და ა.შ. საინტერესო და მხიარული აქტივობები, რომელთა პირობები დაფებზევეა განმარტებული, ბავშვებს უცხო ენასთან პირველ შეხებას გაუადვილებს. მოძრავი ანბანი – ABC საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა ადვილად ამოიცნოს და დაიმახსოვროს ლათინური ასოები, წერაში გაწაფვამდე შეძლოს მისთვის კარგად ნაცნობი სიტყვების „დაწერა“ და ამოკითხვა.
    29.9