santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • პინოკიოს თავგადასავალი
    ავტორი: კარლო კოლოდი მთარგმნელი: ნოდარ ლადარია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა იყო და არა იყო რა… – იყო ერთი მეფე! – მაშინვე იტყვიან ჩემი პატარა მკითხველები. არა, ბავშვებო, ვერ გამოიცანით. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხის მორის გადანაჭერი…~ მსოფლიოში ყველა ბავშვმა იცის, რა მოხდა შემდეგ… მაგრამ ალბათ ყველა კიდევ ერთხელ სიამოვნებით წაიკითხავს ცელქი პინოკიოს თავგადასავალს, დაათვალიერებს სახალისო ნახატებს და ისიამოვნებს მშვენიერი ქართული თარგმანით.
    8.9
    პინოკიოს თავგადასავალი
    ავტორი: კარლო კოლოდი მთარგმნელი: ნოდარ ლადარია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „იყო და არა იყო რა… – იყო ერთი მეფე! – მაშინვე იტყვიან ჩემი პატარა მკითხველები. არა, ბავშვებო, ვერ გამოიცანით. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხის მორის გადანაჭერი…“ მსოფლიოში ყველა ბავშვმა იცის, რა მოხდა შემდეგ… მაგრამ ალბათ ყველა კიდევ ერთხელ სიამოვნებით წაიკითხავს ცელქი პინოკიოს თავგადასავალს, დაათვალიერებს სახალისო ნახატებს და ისიამოვნებს მშვენიერი ქართული თარგმანით.
    7.9
    პირველი სიტყვები – იპოვე ნახატები, ისწავლე სიტყვები
    ასაკი: 12 თვიდან ამ წიგნში პატარებს უკვე ნაცნობი თუ უცნობი სიტყვების აღმოჩენა შეუძლიათ. ილუსტრაციები და მათ გვერდით მიწერილი სახელწოდებები სიტყვების სწავლის პროცესს გაამარტივებს და ბავშვებს ლექსიკას განუვითარებს. მყარი მუყაოსგან დამზადებული წიგნი გამძლეა და პატარებს მისი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში შეეძლებათ. გვერდები 16
    10.9
    პიტერ პენი (7-9)
    ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი მთარგმნელი: ნოდარ ლადარია სერია: მოსწავლის ბიბლიოთკა   „იყო და არა იყო რა… – იყო ერთი მეფე! – მაშინვე იტყვიან ჩემი პატარა მკითხველები. არა, ბავშვებო, ვერ გამოიცანით. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხის მორის გადანაჭერი…“ მსოფლიოში ყველა ბავშვმა იცის, რა მოხდა შემდეგ… მაგრამ ალბათ ყველა კიდევ ერთხელ სიამოვნებით წაიკითხავს ცელქი პინოკიოს თავგადასავალს, დაათვალიერებს სახალისო ნახატებს და ისიამოვნებს მშვენიერი ქართული თარგმანით.  
    9.9
    პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში
    ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი მთარგმნელი:  ნინო საძაგლიშვილი   „პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში“ არის წიგნი, რომელშიც ჯეიმს ბარი გვაცნობს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟს − პიტერ პენს. მისი დაბადების ისტორიას ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა მშობლიურ ენაზე. როგორც ყველა ბავშვი, პიტერიც, ოდესღაც ჩიტი იყო და კენსინგტონის ბაღების კუნძულზე ცხოვრობდა − ადგილას, საიდანაც დედიკოებსა და მამიკოებთან მიჰყავთ ფრინველებს ბავშვები. მაგრამ როგორ აღმოჩნდა პიტერ პენი ისევ კუნძულზე? შეძლო თუ არა ფერიებთან დამეგობრება? ან გაუჩნდა თუ არა მშობლებთან დაბრუნების სურვილი? „პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში“ საბავშვო წიგნების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც დიდი სიამოვნებით წაიკითხავს როგორც 11 წლის ბავშვი, ასევე ზრდასრული ადამიანი. ბავშვი დატკბება პიტერის თავგადასავლითა და მაგიური სამყაროთი, ზრდასრულს კი თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება დაეხმარება ტექსტში დაფარული სიმბოლოების გააზრებაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ილუსტრაციები, რომლებიც დარია ცინცაძემ შექმნა. სწორედ ასეთია ის მომაჯადოებელი სამყარო, რომელშიც პიტერი გაიზარდა. და, ვინ წარმოიდგენდა, რომ თავგადასავალი მხოლოდ ახლა იწყება!..
    22
    პოლიანა
    ავტორი: ელინორ პორტერი მთარგმნელი: ანი აბულაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
    12.9
    პოპი და სემი: ძილისპირული ამბები
    მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი ასაკი: 2+ ● წიგნი მთლიანად ილუსტრირებულია. ● წიგნი აერთიანებს ერთმანეთისგან განსხვავებულ ათ ისტორიას. ● სასაჩუქრე გამოცემა. პატარა კოხტა ფერმაში ისევ დიდი მხიარულებაა – პოპი, სემი და მათი ოთხფეხა მეგობრები ახალ თავგადასავლებში ეხვევიან.  
    19.9
    პოპი, სემი და ცხოველები
    მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი ასაკი: 2+ ● წიგნი მთლიანად ილუსტრირებულია. ● წიგნი აერთიანებს ერთმანეთისგან განსხვავებულ ათ ისტორიას. ● სასაჩუქრე გამოცემა. პოპი და სემი პატარა, კოხტა ფერმაში ცხოვრობენ. წაიკითხეთ აქ მოთხრობილი მხიარული ამბები და თქვენც აუცილებლად შეგიყვარდებათ პატარა გოჭუნები, თხები, ძაღლები და სხვა შინაური ცხოველები.
    19.9
    სიახლე
    პოპის და სემის საკითხავი ამბები
        ასაკი: 4+ მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი   ამ წიგნში პოპის და სემის საყვარელი 17 საკითხავი ამბავია თავმოყრილი. წაიკითხე ეს ფერადი წიგნი და კეთილი ჯადოქრების, ჭკვიანი ფერიების, ონავარი ჭინკებისა და სხვა ზღაპრული არსებების მხიარული თავგადასავლები შენც ძალიან შეგიყვარდება.  
    19.9
    სიახლე
    პოპის და სემის საყვარელი ზღაპრები
    სერია: პატარა ამბები ამ ფერად წიგნში პოპის და სემის საყვარელი ზღაპრებია თავმოყრილი. გადაშალე და შენც ნამდვილად მოგეწონება პრინცესებისა და უფლისწულების, დათვებისა და გოჭების, ფერიებისა და ჯადოსანი ქონდრისკაცების ჯადოსნური ამბები, რომლებიც აქამდე არასდროს წაგიკითხავს. არ გჯერა? მაშ, გამოიცანი, ვის დაარქვეს დებმა მტვრიანა; ვისი სახელია წითელჰუდა ან სინამდვილეში ვინაა ფართალ-ფურთალა?!
    19.9
    პრინცესა ანაბელი
    მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი   ანა მორცხვი და ზრდილობიანი გოგონაა, დედ-მამას ყოველთვის უჯერებს და უფროსებთან თავაზიანად იქცევა. აი, მისი ანარეკლი – მხიარული, ონავარი და თავნება ანაბელი კი… თუმცა, ვინ თქვა, რომ ანაბელი მხოლოდ ანარეკლია? ამ წიგნში სარკიდან გადმოსული პრინცესა ანაბელისა და ანას მეგობრობის შესახებ წაიკითხავ და მათთან ერთად გაეხვევი უცნაურ, დაუჯერებელ და სასაცილო თავგადასავლებში. წაიკითხე მხიარული ამბები ყველასთვის საყვარელი საბავშვო ავტორისაგან.
    8.9
    პრინცესების აკადემია
    ავტორი: შენონ ჰეილი სერია: ლიბერქიდსი       ეს ამბავი ერთ პატარა სოფელში დაიწყო – იმ დღეს, როდესაც ხმა გავრცელდა, მეფის ქურუმმა ბრძანა, მომავალი პრინცესა სწორედ ამ სოფელში ცხოვრობსო. ჰოდა, ახლა უფლისწულმა სოფლის გოგონებიდან უნდა აირჩიოს საცოლე. მანამდე კი მეფის დესპანმა მთაზე აკადემია დაარსა, სადაც თითოეული გოგონა ისწავლის, როგორ გახდეს პრინცესა. ვის გაუმართლებს? რომელს აირჩევს უფლისწული? ერთი შეხედვით თითქოს მარტივად გამოსაცნობია, მაგრამ მოულოდნელობა სწორედ იქ „ჩასაფრებულა“, სადაც არ ელით.  
    12
    პროექტი "იდეალური მშობლები"
    ავტორი: სტიუარტ ფოსტერი სერია: ლიბერკიდსი   იძებნება ორი ზრდასრული (ან ერთი), რომლებიც მზად არიან იზრუნონ 11 წლის ბიჭზე. ბიჭიც პირობას დებს, რინ ასევე მოექცევა მათ. არ განიზილება თანაცხოვრება: ძაღლთან, ან ზაზუნასთან. გასაუბრებბა გაიმართება 4 აპრილს დილის 10 საათიდან საუნსის პარკის ფანჩატურთან. თუ ბევრი ხალხი დაგხვდათ, გთხოვთ, დაიცადოთ
    11.95
    პროფესიები (დახატე და წაშალე)
    ასაკი: 3+ წიგნი + კალამი   ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი პროფესიების თემაზე შექმნილ სახალისო დავალებებს აერთიანებს. მათი დახმარებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები გაეცნობიან პროფესიებს და ისწავლიან კალმის სწორად ჭერას.
    9.9
    ჟირაფუკა
    ავტორი და ილუსტგინდა იცოდე, რა განსხვავებაა ბევრ მეგობარსა და სუუულ უმეგობრობას შორის? მაშინ წაიკითხე წიგნი თავნება ჟირაფ ფუკაზე და თან ყურადღებით დაათვალიერე ულამაზესი ილუსტრაციები.ფუკას ყველაფერი აქვს - დედა და მამა თავს დასტრიალებენ, სურვილებს უსრულებენ, ეზოში ყველა სათამაშო მის ხელშია, მაგრამ ის მაინც მოწყენილი და სევდიანია, სანამ...რა ხდება და როგორ იცვლება ფუკა, რა მოუტანს მას ბედნიერებას? ეს ძალიან გულის ამაჩუყებელი და აღმაფრთოვანებელი ამბავია, რომელიც აუცილებლად დააინტერესებს პატარა მკითხველს.რატორი: ქეთევან მეზურნიშვილი  
    15.95
    რა დროა ახლა? (დაწერე და წაშალე)
    გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა 22-გვერდიანი წიგნი + კალამი. ამ ფერად წიგნში „რა დროა ახლა?“ იპოვით სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სახალისო დავალებებს, რომელთა დახმარებითაც ბავშვები თამაშ-თამაშით, ადვილად ისწავლიან საათის ცნობას, კვირის დღეებს, წელიწადის დროებს; ასევე — კალენდრის გამოყენებასა და სკოლის დღიურის, დღის განრიგისა თუ ანკეტის შევსებას.
    9.9
    რიცხვები (დაწერე და წაშალე)
    გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა 22-გვერდიანი წიგნი + კალამი. წიგნი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომლებიც ახლა სწავლობენ რიცხვებს. იგი გაფორმებულია ფერადი ილუსტრაციებით და საინტერესო ფორმატია ბავშვებისთვის რიცხვების შესასწავლად; თან ახლავს კალამი, რომლის დახმარებითაც ამ წიგნების გამოყენება მრავალჯერადად არის შესაძლებელი.
    9.9
    რიცხვები წიგნი + ფაზლი
    ასაკი: 2+ ყუთში პატარები იპოვიან ფაზლსა და წიგნს. წიგნში წაიკითხავენ სახალისო ლექსებს. ფაზლის სწორად დაწყვილებით კი სწრაფად და ადვილად ისწავლიან რიცხვებსა და 10-მდე თვლას. წიგნი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან. სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    19.9
    რკინიგზის ბავშვები
    ავტორი: ედიტ ნესბტი მთარგმნელი: ანა აბულაშვი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   რთ საღამოს რობერტას, პიტერისა და ფილისის მამა ორ უცხოს მიჰყავს სადღაც, ბავშვებს კი დედასთან ერთად ლონდონიდან სოფელში, რკინიგზასთან ახლოს მდებარე სამსაკვამურიან სახლში უწევთ გადასვლა. მათი ცხოვრება თავდაყირა დგება, თუმცა იწყება თავგადასავლებით სავსე დღეები. მალე კეთილი ბავშვები მეგობრებს შეიძენენ, ნამდვილ გმირობებს ჩაიდენენ და ბოლოს მამას გაუჩინარების ამბავსაც ახდიან ფარდას. წაიკითხეთ ედიტ ნესბიტის, კლასიკოსი ინგლისელი საბავშვო მწერლის, პოპულარული წიგნი. ნესბიტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო მწერალია, „რკინიგზის ბავშვები“ – მისი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოები. წიგნს უკვე ათწლეულებია, მთელ მსოფლიოში გატაცებით კითხულობენ. „რკინიგზის ბავშვები“ 9-11 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ედიტ ნებსიტის წიგნები სხვა ასაკის მოზარდებშიც დიდ ინტერესს იწვევს. „რკინიგზის ბავშვების“ ქართული თარგმანი პირველად 2021 წელს გამოიცა „საბავშვო ბიბლიოთეკის“ სერიის ფარგლებში. მისი განახლებული გამოცემა ამავე სერიას ეკუთვნის. 
    12.9
    რობინ ჰუდი
    მთარგმნელი: ვალენტინა ტატიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა შავ-თეთრი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი შერვუდის ტყის ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ. იქ ლეგენდარული რობინ ჰუდი ცხოვრობს, რომელიც თავის მეგობარ ჯონთან ერთად მდიდარ, გაზულუქებულ დიდგვაროვნებს ძარცვავს და ღარიბ, ჩაგრულ ხალხს მფარველობს, რითაც მათ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს. რობინ ჰუდი სათავეში უდგება „კანონგარეშე“ გამოცხადებულ ადამიანებს, რათა ინგლისში გამეფებულ საყოველთაო უსამართლობას შეებრძოლოს. როდესაც ნოთინგჰემის მხდალმა შერიფმა რობინის მამა მოკლა, უძლეველმა მშვილდოსანმა დაიფიცა, რომ შურს იძიებდა. მისიის შესასრულებლად ის სანდომიან ქალიშვილ მერიენს, ასევე  განდევნილ თანასოფლელებს შეეკვრება და მათთან ერთად იბრძვის ბოროტი შერიფის წინააღმდეგ.
    8.9
    რობინზონ კრუზო
    ავტორი: დანიელ დეფო მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა გამოჩენილი ინგლისელი მწერლის, დანიელ დეფოს სახელგანთქმული რომანის, „რობინზონ კრუზოს“ სიუჟეტი ეფუძნება რეალური პიროვნების, შოტლანდიელი მეზღვაურის, ალექსანდრ სელკირკის თავგადასავალს, რომელიც გემის კაპიტანმა ურჩობისთვის დასაჯა და უკაცრიელ კუნძულზე დატოვა. სელკირკი ოთხი წლის შემდეგ შემთხვევით იპოვეს სხვა გემის მეზღვაურებმა. მას ლაპარაკიც კი თითქმის დავიწყებული ჰქონდა. თავისი პროტოტიპისგან განსხვავებით, მოხერხებული, გამჭრიახი და შრომისმოყვარე რონბინზონ კრუზო უჩვეულო შემართებას და სულიერ სიმტკიცეს ავლენს. იგი უკაცრიელ კუნძულზე მშვენივრად მოეწყობა, აქ სხვებსაც კი დაასახლებს და თავს კუნძულის გუბერნატორად გამოაცხადებს.  
    9.9
    რობინზონ კრუზო (11-12)
    ავტორი: დანიელ დეფო  მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    როგორ გავხდეთ დრაკონივით ზრდილობიანი?
    ავტორი: სტეფანკა სეკანინოვა  მარტინ შოიდრი   ანცი კონკია რომ მშვენიერ და დახვეწილ პრინცესად გადააქციო, რამდენიმე ჯადოსნურ თაგვზე მეტია საჭირო. სამეფო ეტიკეტის გაკვეთილები გვჭირდება. საბედნიეროდ, კონკია სწრაფად სწავლობს და მზად არის, ალუბლის კურკების პირიდან სროლაც შეწყვიტოს. ისწავლე კონკიასთან ერთად თავის მოვლა, მისალმების წესები, სპაგეტის ჭამა და შეიტყვე, რისთვის არის საჭირო ყველა ეს კოვზი, ჩანგალი და ბევრი სხვა რამ. პატარა საყვარელი დრაკონი სიამოვნებით დაგეხმარება. ვინ იცის, იქნებ პრინცმა და მკაცრმა დედოფალმაც ისწავლონ მხიარული კონკიასაგან რაღაც მნიშვნელოვანი... მოიცადე და ნახავ!   მხატვარი: მარტინ შოიდრი მთარგმნელი: ანა აბელიანი
    29.95
    როგორ დავხატოთ 101 სასაცილო ადამიანი
    ისწავლე ადამიანების ხატვა! ეს ძალიან ადვილია!
    7.9