santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ტრანსპორტი (დახატე და წაშალე)
    ასაკი: 3+ წიგნი + კალამი   ეს ფერად-ფერადი წიგნი ტრანსპორტის თემაზე შექმნილ სახალისო დავალებებს აერთიანებს. მათი დახმარებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები გაეცნობიან სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის ხეობებს. ისწავლიან კალმის სწორად ჭერას და გაიუმჯობესებენ მოტორულ უნარებს.
    9.9
    ტრანსპორტი-მეტყველების ბარათები
    მეტყველების ბარათები პატარებს სამეტყველო უნარების განვითარებაში დაეხმარება. ასაკი: 12-18 თვე 25 ბარათი + ინსტრუქცია
    14.9
    ტრეისი ბიკერი - ჩემი თავგადასავალი
    ავტორი: ჟაკლინ  უილსონი მთარგმნელი: მაია წითაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    ტუვა გლიმერდალიდან
    ავტორი: მარია ფარი მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა გლიმერდალს, სადაც ტუვა ცხოვრობს, გარშემო დაბურული, წიწვოვანი ტყე აკრავს და იქაურობა თოვლითაა დაფარული. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არაა, მხოლოდ სათხილამურო ბილიკის თავზე, ყორღანის წვერს რომ ეძახიან, პატარა შავ წერტილს შენიშნავ. სწორედ ეს შავი წერტილი გახლავს ტუვა, რომელიც ახლა თხილამურებით მთის წვერიდან დაშვებასა და შთამბეჭდავი, სუნთქვის შემკვრელი სალტოს გაკეთებას აპირებს. წითურთმიან, ონავარსა და საოცრად გამბედავ ტუვას ციგა ჯადოსნური მარხილივით ფრენა-ფრენით დაჰყავს. იგი ერთადერთი ბავშვია მთელ გლიმერდალში, ამიტომ მისი ყველაზე ახლო მეგობარი, არც მეტი და არც ნაკლები, 74 წლის გუნვალდია. ტუვას დაბადების დღე წელს აღდგომას ემთხვევა. ის ათი წლისა ხდება, ჰოდა, გადაწყვეტილი აქვს, დაბადების დღე ისე აღნიშნოს, რომ მთები შეაზანზაროს. თუმცა მანამდეც ისეთ ამბებს დაატრიალებს, დარწმუნდები, რომ ტყუილად არ შეურქმევიათ იქაურებს მისთვის „გლიმერდალის პატარა ჭექა-ქუხილი“.
    9.9
    ტყეში- მოძრავი ნახატებით
    ჟანრი: შემეცნებითი ლიტერატურა ბავშვებისთვის ასაკი: 3-6 წლამდე
    27.95
    ამოწურულია
    უბედური ქორბუდა და სხვა მოთხრობები (7-8)
    ავტორი: იროდიონ ევდოშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
    6.9
    უკანასკნელი მოჰიკანი
    ავტორი: ჯეიმზ ფენიმორ კუპერი მთარგმნელი: ალექსანდრე გამყრელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ამერიკელი მწერალი ჯეიმს ფენიმორ კუპერი ინდიელთა შესახებ დაწერილი არაერთი ცნობილი წიგნების ავტორია. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი „უკანასკნელი მოჰიკანი“ ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებზე მოგვითხრობს. წიგნში ინგლისსა და საფრანგეთს შორის ინდიელთა მიწების დაპატრონებისათვის გაჩაღებული ომის ერთი ეპიზოდია აღწერილი. მთავარი გმირი, ნეტი ბამპო, იგივე ქორის თვალი, მისი ძმადნაფიცი ინდიელი – ჩინგაჩგუკი და ამ ინდიელის შვილი უნკასსი ომში ინგლისის მხარეს იბრძვიან.
    10.9
    უკანასკნელი ფოთოლი და სხვა მოთხრობები
    ავტორი: ო. ჰენრი მთარგმნელები: პორფილე იაშვილი, ნელი ლარიონი, მაია ნათაძე, მაია ცერცვაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ორიგინალური, ჩახლართული სიუჟეტი მოულოდნელი დასასრულით – სწორედ ასეთია ამერიკელი ნოველისტის, ო. ჰენრის მოთხრობები. ო. ჰენრიმ მოთხრობების წერა ოჰაიოს ციხეში დაიწყო, სადაც 3 წელი გაატარა ფულის გაფლანგვის ბრალდებით. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. სიკვდილამდე ათი  კრებული გამოსცა, რომლებშიც 600-ზე მეტი მოთხრობა შევიდა. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ბოლო წლები სიღარიბეში გაატარა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ამ კრებულში ო. ჰენრის 24 მოთხრობაა შესული. თითოეული მოთხრობა უბრალო ამერიკელების ცხოვრებას ეხება, სითბოთი და იუმორითაა გაჯერებული და ხშირ შემთხვევაში დღესაც – საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც აქტუალურია.
    7.9
    უკეთესი დღე
    მე ალექსი ვარ, ექიმი, ახალგაზრდობის მენტალური ჯანმრთელობის ელჩი და მსურს ყველა ჩვენგანმა დაიწყოს პოზიტიურად ფიქრი და ლაპარაკი მენტალურ ჯანმრთელობაზე. მაშ, გავფანტოთ საწვიმარი ღრუბლები და სულიერ ჯანმრთელობაზეც ისევე ვიზრუნოთ, როგორც სხეულებზე ვზრუნავთ. ამ წიგნში თავი მოვუყარე ე.წ. სამაშველო რგოლებსა და სხვადასხვა პრაქტიკულ ტექნიკას, რათა დაგეხმარო მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში, იქნება ეს გონების დასვენება ყოველდღიური საფიქრალისგან, სუფთა ჰაერზე გასეირნება უხასიათობასთან გასამკლავებლად თუ წარმოსახვის უნარის გააქტიურება მაშინ, როცა რაიმე პოზიტიურზე გინდა გადაერთო. ყოველდღიურად უამრავ წნეხსა თუ შფოთვასთან გიწევს შეჯახება და თუ ამ ყველაფერს ვერ უმკლავდები, არ იდარდო, რადგან ეს სახელმძღვანელო განგიმტკიცებს თავდაჯერებას და მომავალსაც თამამად გაუსწორებ თვალს. გახსოვდეს, ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის უკეთესი დღის იმედი უნდა გქონდეს.
    11.95
    ულისი
    ავტორი: ინგუნ თონი მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი ულისი ათი წლის გოგონაა. რაც თავი ახსოვს, დედასთან ერთად მწვანე სახლში ცხოვრობს, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება: მათ ოჯახში პატარა, საყვარელი ძამიკო იანი ჩნდება და იანთან ერთად მისი მამიკოც – სისუფთავისა და წესრიგის მოყვარული აინარი, რომელიც გოგონას პატარა ბავშვივით ექცევა. ამას ისიც ემატება, რომ იანისა და აინარის გამო დედას თითქმის აღარ ახსოვს ულისის არსებობა.
    12.9
    უუუ კულელე და სხვა მოთხრობები (6-7 წელი)
    ავტორი: ლელა ცუცქირიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ღამით, ძილის წინ, ალბათ დაგილანდავს კედელზე მოთამაშე ჩრდილი და შემკრთალხარ. სულ ტყუილად! პატარა, უწყინარ ჩრდილს ვინმეს შეშინება არც უფიქრია – შენთან დამეგობრების იმედით თამაშობს ხოლმე კედელზე… წიგნში დახატულ დიდ, საშიშ არსებას თუ დაუფრთხიხარ? ეგეც სულ ტყუილად! აბა, წარმოიდგინე, წიგნიდან რომ გადმოვიდეს, რა პატარა იქნება – მუხლამდეც ვერ მოგწვდება! საბავშვო მწერლის, ლელა ცუცქირიძის მოთხრობების ამ კრებულში მარტო ადამიანებს კი არა, ცხოველებს, მცენარეებს  და ნივთებსაც უყვართ, ნანობენ, უხარიათ და ოცნებობენ… გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ აქ მაცივარი აისბეგობაზე ოცნებობს; ტაფა მამალივით ყივის; პატარა ტყეს დიდობა სურს; ციცქნა ღრუბელს კი ძალიან უნდა, ერთხელ მაინც დაიგრუხუნოს საშიშად…
    9.9
    უფარფლებო თევზი, სახელად რიტო
    ავტორი: დავით ალთუნაშვილი ამ წიგნში რიტოს გაიცნობ, პატარა, გონიერ თევზს, რომელიც უცბად იქცევს ყველას ყურადღებას ერთი, მისგან დამოუკიდებელი, მიზეზის გამო _ რიტოს, სხვა თევზებისგან განსხვავებით, ფარფლები არ აქვს და ცურვა არ შეუძლია. წარმოიდგინე, როგორ უნდა იცხოვროს უზარმაზარ ოკეანეში თევზმა, რომელიც ვერ ცურავს! ვერ წარმოიდგინე, არა? ამ წიგნში წაიკითხავ, რომ იქ, სადაც არის მეგობრობა, ერთმანეთზე ზრუნვა და ცოდნა, ყველაფერი შესაძლებელია _ უფარფლებოდ ცურვაც, უფეხებოდ სიარულიც და, რაც მთავარია, სრული თანასწორობა.რიტოსთან, ბოკისთან და სხვა წყალქვეშა ბინადრებთან ერთად ნამდვილად დაუვიწყარი და ჯადოსნური თავგადასავალი გელის.
    15.95
    უფლისწული და მათხოვარი
    ავტორი: მარკ ტვენი მთარგმნელი: თამარ დიასამიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მარკ ტვენი ყველა დროის მოზარდი მკითხველის საყვარელი ავტორია. ამ წიგნში წაიკითხავთ საოცრად შთამბეჭდავ ამბავს უფლისწულსა და მათხოვარზე. ეს ორი ცნობისმოყვარე ბიჭუნა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, თუმცა განსხვავებული საზოგადოებრივი სტატუსი აქვთ. ერთი მათგანი, ტომ კენტი, ლონდონის ჯურღმულებში მცხოვრები ღარიბი ბიჭია, მეორე, ედვარდ ტიუდორი კი – ტახტის მემკვიდრე. ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ ისინი როლებს ცვლიან და სწორედ აქ იწყება მათი ახალი, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება.
    8.9
    უფლისწული და მათხოვარი
    ავტორი: მარკ ტვენი სერია: მოსწავლის არჩევანი „ყველაფერი, რაც მართალი არ არის, ტყუილია და მეტი არაფერი“. „სავსე კუჭს არავითარი ფასი არა აქვს, როდესაც გონება და გული დამშეულია... ცოდნა გულს ალბობს და გულკეთილობას და მოწყალებას კვებავს“. „მართალია, ამ წყალობას ფასი არა აქვს, მაგრამ მე მაინც დავაფასებ იმ სიყვარულისთვის, რომლითაც მთავაზობენ მას. მე მირჩევნია ეს ჩემი საბრალო, სასაცილო, წმინდა ხელითა და მართალი გულით უთხოვნელად ნაბოძები პატივი მოშურნე, ანგარებიან ხელისუფალთა წინაშე დამცირებით მოპოვებულ ნამდვილ პატივს“. სერიაში "მოსწავლის არჩევანი" შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლას-გარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები – კითხვარები და კროსვორ-დები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი.
    11.95
    ამოწურულია
    უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები (9-10)
    ავტორი: ნინო ნაკაშიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
    7.9
    უშბა და მეგობრები
    ავტორი: ნინო ლომიძე   უშბა მქვია. ოთხი ფეხი მაქვს. ფუმფულა კუდი, დაცქვეტილი ყურები და გრძელი ბეწვი. დედა ამბობს, მგელს ჰგავხარო. მე არ ვიცი, ვგავარ თუ არა მგელს. კუდზე თეთრი მწვერვალი მაქვს. თეთრი სამკუთხედი. ამიტომ დამარქვეს უშბა, თოვლიანი მწვერვალის სახელი.   ამ წიგნში ჩემს მეგობრებს გაგაცნობ: დარიკოს, ბრუნოს, კიდოს, ჩაქვის, ღომის, პელეს, ვენიკოს და მოხუც რიჩის. მიყვარს მეგობრები. მიყვარს სეირნობა, სირბილი, კითხვების დასმა, ბალახების სუნი, მოხუც რიჩისთან საუბარი, დარიკოსთან ერთად, ახალი ამბების გაგება, ნაგვის სურნელოვანი მანქანა, ძამიკო ბუბა, დაიკო ანა, კატა ფოსო და დედა.   როცა ვკოტრიალობ, ბალახის სიმღერას ვუსმენ, დაჭერობანას ვთამაშობ, აფრენილ ჩიტებს შევყურებ და გუბეებში ვტყაპუნობ, გული სიხარულით მევსება. შენ როდის გევსება გული სიხარულით?   ია გიგოლაშვილის ილუსტრაციებით
    34.95
    უჩვეულო დანა
    ავტორი: ფილიპი პულმანი მთარგმნელი: ნიკა სამუშია ეს-ესაა, უილმა ადამიანი მოკლა და გაიქცა. გაქცევა მის სამყაროზე ბევრად შორს წაიყვანს – ქალაქისკენ, რომელიც ავის მომასწავებლად შფოთავს, და, გოგოსკენ, რომელსაც ლაირა ჰქვია. მათი ბედისწერა უცნაურადაა დაკავშირებული – ერთად უნდა იპოვონ ყველა სამყაროში არსებული უძლიერესი იარაღი… არაერთი ჯილდოს მფლობელი, ბესტსელერი შედევრი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მთხრობელისაგან. „ყველაზე ამბიციური ნამუშევარი „ბეჭდების მბრძანებლის“ შემდეგ…  რამდენადაც დიდებული ტექსტია, იმდენადვე იწვევს ინტელექტუალურ  აღმაფრენას“.
    15.9
    უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (9-10)
    ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  სულაკაურის გამომცემლობა
    6.9
    უჩინარი ბავშვი – მუმინები (წიგნი მე-4)
    ავტორი :ტუვე იანსონი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური „ზოგჯერ ცოტა უცნაურად კი იქცევიან, მაგრამ, საერთოდ, წესიერი ხალხია.“ სნუსმუმრიკი გაზაფხულის სიმღერას იგონებს, ტყის ციცქნა არსება კი სახელის დარქმევას სთხოვს; ტუუტიკი უჩინარ ბავშვს მოუყვანს მუმინებს; ფილიფიონკას კატასტროფის ეშინია; მუმინტროლი ციცქნა გველეშაპს იპოვის… „უჩინარი ბავშვი“ მუმინების სერიის ერთადერთი წიგნია, რომელიც მოთხრობებს აერთიანებს. ფინელი მხატვარი და მწერალი ტუვე იანსონი 25 წლის განმავლობაში ქმნიდა მუმინების სამყაროს. მუმინების ხეობაში სიყვარულით, მზრუნველობითა და თანაგრძნობით მასპინძლობენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ არსებებს –  სნორკებს, ჰემულებს, ფილიფიონკებსა თუ მიმლებს და ყველაზე უჩვეულო, უკარება, მარტოსულ სტუმარსაც კი თავს შინ აგრძნობინებენ. ტუვე იანსონის უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებზე აგებული მსოფლმხედველობა მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველს ხიბლავს.
    11.9
    ფაზლი - კოსმოსი
    დეტალური აღწერა: 35 ნაწილიანი ფაზლი კოსმოსი ზომა: 322x230მმ
    11
    ფაზლი - პრინცესა
    11
    ფაზლი - ქალაქი
    35 ნაწილიანი ფაზლი ქალაქი ზომა: 322x230მმ
    11
    ფაზლი - ცხოველები
    35 ნაწილიანი ფაზლი ცხოველები ზომა: 322x230მმ
    11
    ფანჯრებიანი წიგნი - სახლი
    სიურპრიზებით სავსე ფანჯრებიანი წიგნი პატარებს დაეხმარება, 1-დან 6-მდე ისწავლონ თვლა. ფანჯრებს მიღმა დამალული ნივთები კი მათ ინტერესს გააღვივებს და უფრო მეტი ხალისით ისწავლიან. 
    16.9