santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ანბანი და ციფრები
    დეტალური აღწერა: თამაში მოცემულია 66 ბარათი, 33 ბარათზე მოცემულია გამოსახულება, დარჩენილ 33 ბარათზე ასო-ბგერები. ბარათების დაწყვილებით მიიღებთ ქართულ ანბანს. თამაშს მეშვეობით ბავშვები: • აღიქვამენ ფერებს. • სწავლობენ ახალ სიტყვებს. • თანდათან აცნობიერებენ, რომ სიტყვები შედგება ასოებისგან. • სწავლობენ ასოების ცნობას. ბარათის მეორე მხარეს მოცემულია :  • 20 ბარათზე სხვადასხვა რაოდენობს გამოსახულება • 20 ბარათზე შესაბამისი ციფრები • ბარათების დაწყვილებით მიიღებთ ციფრებს 1 დან -20-ის ჩათვლით. თამაშის მეშვეობით ბავშვები სწავლობენ: • თვლას • ციფრების ცნობას. დარჩენილ 20 ბარათზე გამოსახულებებით აწყობილია, მარტივი არითმეტიკული განტოლებები: • 10 ბარათზე მიმატების მაგალითი. • 10 ბარათზე გამოკლების მაგალითი.
    16.5
    ანდაზები – არაკები (6-7 წლიდან)
    ავტორი: ირმა მალაციძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  
    7.9
    ანე ფრანკის დღიური (11-13) წელი
    ავტორი: ანე ფრანკი მთარგმნელი: ნელი ამაშუკელი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ანე ფრანკის დღიური პირველად 1947 წელს ჰოლანდიაში დაიბეჭდა სახელწოდებით „თავშესაფარი“. იგი ოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა. ამ ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა პიესები და კინოფილმები, დაიწერა მრავალი გამოკვლევა… დღიურის ავტორი არა რომელიმე ცნობილი მწერალი, არამედ 13 წლის ჩვეულებრივი ებრაელი გოგონა ანე ფრანკია. ცნობილია, რომ ფაშისტებმა მეორე მსფოლიო ომის დროს დაახლოებით 5,7 მილიონი ებრაელი გაანადგურეს. ანეს მამამ, ოტო ფრანკმა საკუთარი ფირმის უკანა ნაწილი სათანადოდ მოაწყო და იქ შეხიზნა ცოლ-შვილი. ოთხ კედელში გამოკეტილი 13 წლის ანე გულწრფელად აქსოვდა დღიურში საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს, ხან ემოციის გამომწვევ, ხანაც ღიმილის მომგვრელ შთაბეჭდილებებს. თუ სიკვდილს ვერ გაექცეოდა, ანეს უნდოდა, მისი დღიური მასთან ერთად დაღუპულიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ანე დაიღუპა და გადარჩა დღიური – კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დროის მამხილებელი დოკუმენტი.
    9.9
    ანტონის პატარა საჩუქარი #4
    ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ტყის პატარა სახლში მომხდარ საოცარ ამბებს დასასრული არ უჩანს. ერთიც ვნახოთ და, ღამით აქ ვიღაცამ გადმობარგება და დასახლება განიზრახა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რადგან ამ სახლში დიდედა და რვა ბავშვი დახვდა. რა მოხდა ამის შემდეგ? როგორ დაიმეგობრეს ტყის სახლის ბინადრებმა უცნაური სტუმარი  და რა საჩუქარი მიუძღვნა მან დიდედას? წაიკითხეთ ანე-კატარინე ვესტლის მიერ შექმნილი ამ არაჩვეულებრივი სერიის მეოთხე წიგნი და ბევრ საინტერესო და სახალისო ამბავს შეიტყობთ.
    8.9
    არაჩვეულებრივი ოთხეული
    ავტორი: ჰილარი მაკკეი მთარგმნელი: მაია წითაძე ამ წიგნის გმირებს მშობლიური სახლიდან შორს გამგზავრება მოუწევთ. მართალია, ბავშვები თავიდან სადღაც გაქცევას გეგმავენ, მაგრამ… აი, რა მოხდება და რატომ, სად აღმოჩნდებიან ისინი მოულოდნელად და რა საკვირველია, სასაცილო თუ სახიფათო თავგადასავლები გადახდებათ, ამას წიგნის წაკითხვისას შეიტყობთ. იმასაც მიხვდებით, რატომ არის თითოეული მათგანი ისეთივე გამორჩეული და არაჩვეულებრივი, როგორიც ყველა ბავშვი. იმედია, ოთხივენი – ნაომი, რუთი, რეიჩელი და ფიბი – თქვენი ნამდვილი მეგობრები გახდებიან.
    9.9
    სიახლე
    ასტრიდ ლინდგრენი
    ავტორი: მარია იზაბელ სანჩეს ვეგარა ილუსტრატორი: ლინზი ჰანტერი მთარგმნელი ინგა ანთიძე ასაკი: 5+   გაეცანი გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებას, დიზაინერებიდან და ხელოვანებიდან დაწყებული მეცნიერების ჩათვლით. მათ დაუჯერებელ რაღაცებს მიაღწიეს, თუმცა თითოეულმა ბავშვური ოცნებებით დაიწყო.   ასტრიდს ადრეული ასაკიდან შეუყვარდა ზღაპრები. ბუნებაში გაზრდილი ისე ცხოვრობდა, როგორც მოუსვენარი პატარა გოგონა უნდა ცხოვრობდეს: სწავლობდა ტყის სამყაროს, თამაშობდა და ცელქობდა და-ძმასთან ერთად. პეპი გრძელწინდაც ამ გამოცდილებების შედეგად დაიბადა და დღემდე ბავშვურ მხიარულებას გვახსენებს. პატარების უსაყვარლესი ავტორის ამ შთამაგონებელი ამბის ბოლო გვერდებზე საინტერესო ფაქტებს წაიკითხავ და ფოტოებსაც დაათვალიერებ.    
    24.95
    ატუსა და მატუსა
    ავტორი: ლელა ცუცქირიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა აბა, თუ მიხვდები, ვინ არ არიან ატუსა და მატუსა? ყველაზე ცელქი ტყუპები, რომლებსაც თვალის დახამხამებაში შეუძლიათ ბებოს საწოლი მეკობრეების გემად აქციონ, ბალიშები – მფრინავ ხალიჩებად, ბაბუას ხელჯოხი – ცხენად, ხოლო კარადა – ციხესიმაგრედ; ასევე, შეუძლიათ ბებია, ბაბუა და მათი მეგობრები ფეხბურთის სათამაშოდ აიყოლიონ, ბაბუას დაბადების დღეზე კი, ტორტის ნაცვლად, პატარა ძამიკო კოკოტო მორთონ. ონავარი ტყუპებისა და მათი საყვარელი ბებია-ბაბუის მხიარულ, კეთილ ამბებს თანამედროვე ქართველი ავტორის, ლელა ცუცქირიძის წიგნში  წაიკითხავთ.
    8.9
    ატუსა და მატუსა
    ავტორი: ლელა ცუცქირიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცეემლობა
    8.9
    ამოწურულია
    აფრიკული ზღაპრები (6 წლიდან)
    ავტორი: სხვადასხვა მთარგმნელები: ჯ. გორდაძე, ლ. წივწივაძე, ლ. მალაზონია, ი. კელენჯერიძე, თ. ნადარეიშვილი, ნ. ქართველიშვილი, თ. ჯიჯეიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    6.9
    აღდგომა
    ავტორი: თინათინ გოგოჩაშვილი გამომცემლობა: ხრონიკონი ენა: ინგლისური/ქართული ყდა: მაგარი  
    20
    აღმოაჩინე და შეისწავლე კოსმოსი და მზის სისტემა
      აქტივობები : წიგნი 205-ნაწილიანი ფაზლი ასაკი: 6 + წინ საინტერესო თავგადასავალი გელოდება! წაიკითხე წიგნი, წარმოიდგინე, რომ ნამდვილი ასტრონავტი ხარ და იმოგზაურე კოსმოსში, შეისწავლე ეს ამოუცნობი, უკიდეგანო სამყარო.  
    44.9
    აღმოაჩინე და შეისწავლე ცხოველები
    ასაკი: 6-12 აქტივობა : 205-ნაწილიანი ფაზლი წიგნში  „აღმოაჩინე და შეისწავლე ცხოველები” ბავშვები ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობენ ჩვენი პლანეტის ცხოველთა სამყაროს შესახებ, გაიცნობენ თითოეული კონტინენტის ფაუნას, აღმოაჩენენ აქამდე მათთვის უცნობ სახეობებს, გაიგებენ, რომელ მათგანს ემუქრება გადაშენების საფრთხე ადამიანის მიერ მიყენებული ზიანის გამო და ისწავლიან, როგორ დაიცვან ბუნება. წიგნს თან ახლავს 205-ნაწილიანი ოვალური ფაზლი. მისი აწყობისას პატარები იოლად ნახავენ, რომელ კონტინენტზე ბინადრობს ცხოველისა თუ ფრინველის ესა თუ ის სახეობა. ფაზლის აწყობა, ამავე დროს, ხელს შეუწყობს მათი წარმოსახვისა და მოტორული უნარების განვითარებას . სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    44.9
    სიახლე
    ახალი წელი აგვისტოში
    ავტორი: დიანა ანფიმიადი "აგვისტოს ბუღს გაექეცი და სოფლის სიგრილეს აფარებ თავს? სწორი გადაწყვეტილებაა. რა შეიძლება იყოს ზაფხულზე, თავისუფლებაზე, სოფელზე და ბებიასთან ჩახუტებაზე ტკბილი და სანატრელი?! პატარა ოლღას არდადეგები სავსეა ფერადი და თავგადასავლებიანი დღეებით, ტყაშმაფასა და ოჩოკოჩის, მინდვრის ბატონისა და მინდიას სულმოუთქმელად მოსასმენი ამბებით, რომლებსაც ბებიასავით ვერავინ ჰყვება, და გემრიელობებით, რომელთა მსგავსსაც ამქვეყნად, ბებიას გარდა, ვერავინ აცხობს. თუმცა შენც შეგიძლია დაიკაპიწო ხელები და სამზარეულოს მიაშურო - ამ წიგნში ბებია თავის საიდუმლოებებს გაგიმხელს და ამ ცოდნით შეიარაღებული თავს ნამდვილ ჯადოქრად იგრძნობ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ამ წიგნში წაიკითხავ, რომ თითოეული დღე შეგიძლია ჯადოსნურ დღედ აქციო, მითუმეტეს, თუ ისეთი თანამოაზრე გყავს, როგორიც მოსიყვარულე და ხალისიანი ბებიაა."
    15.95
    ბავშვი ჩვეულებრივი და გაიძვერა გმირები
    ავტორი: გრეგ ჯეიმზი მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე სერია: ლიბერქიდსი   "არ გ ჯერა? მერფ კუპერი სწორედ ამის მაგალითია. „მომიყვანეთ ბავშვი ჩვეულებრივი!“ ყველა გმირს როდი აქვს სუპერძალა მას აქეთ რაც ბავშვი ჩვეულებრივი გახდა მეგობარ სუპერვირებთან ერთად ბოროტმოქმედებზე ნადირობს. თუმცა გმირობა ყოველთვის ადვილი არ არის... შორს, გასაიდუმლოებულ ციხეში, მსოფლიოს ყველაზე საშიშმა ნაძირალამ ოცდაათწლიანი დუმილი დაარღვია. რა თქვა პირველად? -"
    12.95
    ბალადა გატეხილ ცხვირზე
    ავტორი: ერნე სვინგენი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი არნე სვინგენი თანამედროვე ნორვეგიელი მწერალია. ის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია და მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობს ნორვეგიაში. ამ წიგნის დამსახურებით კი მწერალმა მრავალ ქვეყანაში გაითქვა სახელი. „ბალადა გატეხილ ცხვირზე“ სიმამაცის, შიშის, სპორტისა და მუსიკის შესახებ მოთხრობილი ამბავია, მაგრამ ყველაზე მეტად ისეთი დღეების შესახებ, როცა მოულოდნელად აცნობიერებ, რომ შენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ცამეტი წლის ბარტს მეტად რთული ცხოვრება აქვს, მაგრამ ის ყოველთვის ოპტიმისტად რჩება, რადგან  ერთი რამ ზუსტად იცის: გულგატეხილობითა და მოწყენით ვერაფერს შეცვლის. დედას სურს, ბარტმა კრივი ისწავლოს, რათა თავის დაცვა შეძლოს, მაგრამ ბიჭს თავდაცვა სხვაგვარად ესმის: ეს არის დადებითი განწყობა და… ოპერა.
    12.9
    ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი
    ავტორი: რუდოლფ რასპე მთარგმნელი: მზია ერისთავი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ვინ არ იცნობს ბარონ მიუნჰაუზენს და მის საოცარ თავგადასავლებს?! სამფეხა ადამიანებთანაც უცხოვრია და ყველის კუნძულზეც ; ირემიც უნახავს, თავზე ხე რომ ამოუვიდა და ორჯერ მთვარეზეც უმოგზაურია… სად აღარ ყოფილა, რა ფათერაკი არ გადახდენია თავს, მაგრამ თავისი მოხერხებულობის წყალობით ყოველთვის უპოვია გამოსავალი. ბარონი მიუნჰაუზენი – დიდცხვირა, ჩია ბერიკაცი ნამდვილად ცხოვრობდა გერმანიაში XVIII საუკუნეში და მართლაც უყვებოდა თავის მეზობლებს საოცარ ისტორიებს. ამ ცრუპენტელა ბარონის დაუჯერებელი ამბები რუდოლფ ერიხ რასპემ შეკრიბა და წიგნად გამოსცა. ეს წიგნი დროთა განმავლობაში საბავშვო კლასიკად იქცა, ბარონი მიუნჰაუზენი ბავშვების საყვარელი გმირი გახდა და აგერ უკვე მერამდენე თაობას აკვირვებს და ამხიარულებს თავისი არაჩვეულებრივი თავგადასავლებით. მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
    7.9
    ბასკერვილების ძაღლი
    ავტორი: ართურ კონან დოილი მთარგმნელი: ელგუჯა მაღრაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სერ ჩარლზ ბასკერვილის გვამი მისსავე საგვარეულო მამულში, დევონშირში, იპოვეს. ექიმი მორტიმერის გადმოცემით, გარდაცვლილს შიში ჩასდგომოდა თვალებში. სიკვდილის მიზეზი ბურუსით იყო მოცული, მხოლოდ ერთადერთი და საკმაოდ უცნაური სამხილი იპოვეს: უზარმაზარი ცხოველის ნაკვალევი. ჰოლმსის თხოვნით, უოტსონი ბასკერვილ-ჰოლში მიემგზავრება და ცდილობს გაარკვიოს, რა კავშირია იმ ლეგენდებსა და სიმართლეს შორის, ბასკერვილების საგვარეულოს რომ უკავშირდება. გამოძიებისას უოტსონის სიცოცხლეც კი საფრთხეშია, თუმცა მას შერლოკ ჰოლმსი იხსნის თავისი განუმეორებელი ინტუიციისა და გამჭრიახობის წყალობით. „ბასკერვილების ძაღლი“ ართურ კონან დოილის ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელი და მომაჯადოებელი ნაწარმოებია. მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
    9.9
    ბებე - მაწანწალების უფლისწული
    ავტორი: თამრი ფხაკაძე მალე მაწანწალების უფლისწულს, მოხერხებულ, მახვილგონიერ და კეთილ ბიჭუნას, რომელთან ერთადაც დიდ თავგადასავალში გაეხვევით. წიგნის გმირებთან ერთად წარმოუდგენელ ქალაქში გადასახლდებით, სადაც ხან ცრუპენტელების ქუჩაზე აღმოჩნდებით, ხან ჭორისუბანში, ხან ალალმართალთა შესახვევში ამოყოფთ თავს და ხან ტრაბახის გამზირზე... ვის არ გაიცნობთ: დოდი ღვეზელყლაპიას, ბიცოლა დარიჩინას, ყაჩაღების უფროს ბარნაბას, პოლიციელ კაპიტონს, ქალბატონ ღვარღვარას გულჩვილთა ქუჩიდან, ფოსტალიონ ჩიტოს...
    19.95
    ბემბი - მოძრავი ნახატებით
    ილუსტრირებული, სამგანზომილებიანი წიგნი პატარებისთვის.
    11.95
    ბერძნულ-რომაული მითები
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე; მაკა მიქელაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა     მითები ახალი არ არის, ამიტომ, შესაძლოა, უკვე არაერთი მითოლოგიური წიგნი წაგიკითხავს და იცი, რომ ჭექა-ქუხილის ღმერთი ზევსია, სიყვარულისა – აფროდიტე, სიბრძნისა – ათენა, ომისა – არესი… მაგრამ ის თუ იცი, როგორ გაჩნდა სიყვარულის ყვავილი ვარდი? როგორ დაარსდა ულამაზესი ქალაქი რომი და ვინ ან რამ იხსნა იგი განადგურებისგან? როგორ გაჩნდა ფარშავანგი და რატომ ტირის ტირიფი? წაიკითხე ეს პატარა, საინტერესო ამბები ღმერთების, გმირებისა და უბრალო მოკვდავების შესახებ და ყველა ამ კითხვაზე პასუხი გეცოდინება.
    8.9
    ბერძნულ-რომაული მითები
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე, მაკა მიქელაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა გამომცმელობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ბზობა
    ავტორი: თინათინ გოგოჩაშვილი ილუსტრატორი: შოთა თეთრაძე გამომცემლობა: ხრონიკონი ენა: ინგლისური/ქართული ყდა: მაგარი
    20
    ბიბლია ბავშვებისთის
    ბიბლია ბავშვებისათვის - მომზადებულია იაკობ გოგებაშვილის „საღმრთო ისტორიის" და "ახალი აღთქმის" აკადემიური ტექსტის მიხედვით. ეს შესანიშნავი საბავშო გამოცემა ილუსტრირებულია „გელათის ოთხთავის“, „ჯრუჭის ფსალმუნის“ და „ყანჩაეთის გულანის“ მინიატურებით. წიგნი დაიბეჭდა უწმიდესისა და უნეტერესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.
    50
    ბიბო და სხვა მოთხრობები (7-9)
    ავტორი: რევაზ ინანიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა     რევაზ ინანიშვილი ამბობდა, რომ ბავშვებს სიყვარული და სიბრალული პატარაობიდანვე უნდა გავუღვივოთ, რათა სხვა ღირებულებები თავისთავად ჩამოყალიბდეს მათ სულში. მისი ყველა მოთხრობა ამ მოსაზრების დასტურია. ამ წიგნით გაიცნობთ ოთხი წლის ბიჭუნა ბიბოს, რომელსაც დიდი ადამიანივით აწუხებს საფიქრალ-სადარდელი; შიო პაპას, რომელსაც თავისი სახედარი მსოფლიოს ყველა საუკეთესო ავტომობილს ურჩევნია; თეთრცხვირიან და შავცხვირიან ციყვებს, პატარა მელუკას, რომელსაც საოცარი თავგადასავალი გადახდება… რევაზ ინანიშვილის სამყაროში შებიჯებისთანავე მიხვდებით, რას ნიშნავს სიკეთე, უბრალოება და სილამაზე; როგორ უნდა იყოთ სულ მცირე რამით გახარებული და ბედნიერი. მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.  
    8.9