santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ჯაჯღანსები გისოსებში
    ავტორი: ფილიპ არდა მთარგმნელი – ციცო ხოცუაშვილი   არა, არა! არ შეშფოთდე. ჯაჯღანსები გარეთ არიან, ოღონდ ამჯერად ძალიან საშარო საქმეში გახვეულები. თუ ქალბატონი ჯაჯღანსის დედა, მარად ცხვირპირჩამომტირალი და ბუზღუნა დედილო ვაგლახი, შინნაკეთი მურაბებისა და ჯემ-­­კონფიტიურების კონკურსში იღებს მონაწილეობას, ამით ვითომ რა უნდა დაშავდეს?  ათასი რაღაც!  ამას დაუმატე ცხვირკბენია ციყვი, გაქცეული ფუტკრები, აფეთქებული რაკეტები და ჩამოცვენილი ბიპლანები და მიხვდები, რომ სანისა და მიმის საზრუნავი არ მოაკლდებათ. თანაც, ეს მხოლოდ მანამ, სანამ ჯაჯღანსები გისოსებს მიღმა ამოყოფენ თავს.  აი, იმის გაგებაც თუ გსურს, ციხეს როგორ დააღწევენ თავს, წიგნი ბოლომდე უნდა წაიკითხო.   
    10.9
    ჯაჯღანსები ხათაბალაში
    ავტორი: ფილიპ არდა მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სულაკაურის გამომცემლობა ეს სახალისო წიგნი უდარდელი, აუტანელი და.ახირებული ცოლ-ქმრის, ბატონი და ქალბატონი.ჯაჯღანსებისა და მათი პატარა შვილის, უფრო სწორად, სარეცხის.თოკიდან მოპარული და ნაშვილები ბიჭის, სანის სახალისო თავგადასავლებზე.მოგვითხრობს. ფურგონში მცხოვრებ მოხეტიალე ოჯახს ერთ ადგილზე დიდხანს.გაჩერება არ უყვარს, რადგან, როცა კი გაჩერდებიან, მუდამ.ხათაბალაში ეხვევიან. მაგრამ.საქმე ისაა, რომ ჯაჯღანსები არც ამ.ხათაბალების თავიდან ასარიდებლად.იწუხებენ თავს, რის გამოც მათ ამბავი კიდევ.უფრო სასაცილო და თავშესაქცევი ხდება. ჯაჯღანსების გარდა, ეს წიგნი ბევრ უცნაურ და სასაცილო.გმირს გაგაცნობთ. უჟმური ლორდი და უცნაური ლედი ლედი.,,ლა-ლა” დიიდები, ფეხსაცმლის მწმენდავი ბიჭი მიმი, რომელიც.სინამდვილეში გოგოა, ლორდ დიიდზე გადამტერებული.ლარი პატარსი და სხვა პერსონაჟები.ნებისმიერი ასაკის მკითხველს გაახალისებს. ჯაჯღანსების თავგადასავალი ცნობილი ილუსტრატორის, აქსელ შეფლერის.მიერ არის დასურათებული. მისი შესანიშნავი ილუსტრაციები.უკეთ გაგაცნობთ და ძალიან შეგაყვარებთ.ამ წიგნის ყველა გმირს.
    10.9
    ჯეინ ეარი (13-14)
    ავტორი: შარლოტ ბრონტე მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა პატარაობაშივე დაობლებული ჯეინი შეძლებული ბიძის სახლში ცხოვრობს, მაგრამ ულმობელი ბიცოლა და მისი გაზულუქებული შვილები ცუდად ეპყრობიან. გონიერ, შეუპოვარ და დაუმორჩილებელ გოგონას ათი წლის ასაკში მიაბარებენ საქველმოქმედო სასწავლებელში, სადაც ასევე მძიმე ცხოვრება აქვს. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჯეინი აღმზრდელად მუშაობას იწყებს თორნფილდჰოლში, რომელიც მისტერ როჩესტერს ეკუთვნის და აქედან იწყება მისი სიყვარულის ისტორიაც. თუმცა ფრინველივით თავისუფალი ბუნების ახალგაზრდა ქალს დამოუკიდებელი და ბედნიერი ცხოვრების გზაზე მრავალი სიძნელე აქვს გადასალახი.  „ჯეინ ეარი“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური რომანია, თავად მთავარი გმირი კი – ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ხასიათის, დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ქალი. ნაწარმოები დღემდე იმდენად პოპულარულია, რომ მისი არაერთი ეკრანიზაცია არსებობს. რომანი თავისი უშუალობით, პირდაპირობითა და მასში დასმული, დღემდე აქტუალური, ზოგადსაკაცობრიო საკითხებით, თანამედროვე მკითხველის გულსაც იოლად იპყრობს. 
    14.9
    ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში
    ავტორი: ჯანი როდარი მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „ამ წიგნში ჯელსომინოს თავგადასავალია მოთხრობილი. ეს ამბავი თავიდან ბოლომდე თვითონ მიამბო და სანამ მოყოლას დაამთავრებდა, კინაღამ დავყრუვდი~, – ასე იწყება ყველასათვის საყვარელი იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის საოცარი მოთხრობა უცნაურ ბიჭუნაზე, ჯელსომინოზე, რომელსაც „ისეთი ძლიერი ხმა აქვს, მისი ჩურჩულიც კი მშვენივრად ესმით რეაქტიული თვითმფრინავის მგზავრებს, ზღვის დონიდან და თვით ჯელსომინოს თავს ზემოთ ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე რომ დაფრინავენ…~ ჯელსომინო-ბიჭი ცრუთა ქვეყანაში მოხვდება, სადაც ყოფილი მეკობრე გამეფებულა და უბრძანებია, ერთი სიტყვა სიმართლე არავინ გამაგონოთო! აქ კატები ყეფდნენ, ძაღლები კი კნაოდნენ. ამ ქვეყნის გაზეთს „სამაგალითო მატყუარა“ ერქვა, რომელშიც ყველა ახალი ამბავი იწერებოდა, ოღონდ – სულ პირიქით. ერთხელაც აქაურმა ხელმწიფემ სხვა ქვეყნის მეფეს ომი გამოუცხადა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბრძოლის ნაცვლად, საფეხბურთო მატჩი ჩატარდა. რას ვიზამთ, ეს ხომ ცრუთა ქვეყანა იყო!
    11.9
    სიახლე
    ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული
    ავტორი: ნატო დავითაშვილი სრრია: გაკვეთილების შემდეგ საკითხავი   „ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული“ ჩვეულებრივი წიგნი არ გეგონოთ, რომელსაც უბრალოდ წაიკითხავთ, იქ მოყოლილ ამბავს გაიგებთ და პერსონაჟების ბედით დაინტერესდებით, მერე კი თქვენს კლასელებსა და მეგობრებს უამბობთ. ამ წიგნის ყველა მკითხველი მისი თანაავტორი ხდება და ვინ იცის, იქნებ ჯიბის კაცუნას თავგადასავალი ვერც გაგრძელდეს თქვენი ჩარევის გარეშე, მწვანე კუნძული კი წიგნის ფურცლებიდან საბოლოოდ გაქრეს.   ერთხელ მატარებლით მგზავრობისას ამ წიგნის ავტორმა, ნატო დავითაშვილმა, სათამაშოს დაკარგვის გამო ატირებული ბავშვი ცხვირსახოცისგან გაკეთებული თოჯინათი გაართო, რომელსაც ჯიბის კაცუნა დაარქვა. შემდეგ ამ ისტორიას წლების მანძილზე თავის მოსწავლეებს უყვებოდა და ისინი ამ მხიარული გმირის შესახებ სახალისო ზღაპრებსა და მოთხრობებს იგონებდნენ და წერდნენ, – ხან ზღვის პირას ათამაშებდნენ, ხან მთებში მიჰყავდათ, ხანაც საჰაერო ბურთით ასეირნებდნენ.   ახლა კი მოყოლილი თუ დაწერილი ამბები წიგნადაც გამოიცა, მაგრამ ამ წიგნის ფურცლებიდან ქრება მწვანე კუნძულის შესახებ ჩანაწერები, ჩანაწერებთან ერთად კი სახლები, ცხოველები და ადამიანებიც ქრებიან. მათ დასაბრუნებლად ჯიბის კაცუნას თქვენი დახმარება სჭირდება. მოემზადეთ, იგი ხან მწვანე კუნძულისკენ მიმავალი ცისარტყელას ხიდის აგებას მოგთხოვთ, ხან ნაყინის ფესტივალის ჩატარებას, ხანაც ზღვის ფსკერიდან ნივთების ამოტანას. თუმცა, თუ მეგობრობის, სიყვარულისა და სიკეთის ძალის გჯერათ, და გაკვეთილების შემდეგ საკითხავ წიგნებში მოგზაურობაც გიყვართ, ნამდვილად ყველაფერი გამოგივათ!
    10.4
    ჯუდი მუდი ცუდ გუნებაზეა (წიგნი პირველი)
    ავტორი: მეგან მაკდონალდი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი   გაიცანით ჯუდი მუდი – თავგუნება, განა ცუდი! არდადეგები დასრულდა, ჯუდის კი სულაც არ ეხალისება სკოლაში წასვლა. მაგრამ, აბა, ბუზღუნით რას გახდება?იქნებ არც ისეთი უინტერესო აღმოჩნდეს ახალი მასწავლებელი, მისტერ ჯოტი და მისი დავალებები…  
    10.9
    ჯუნგლის წიგნი
    ავტორი: რადიარდ კიპლინგი მაუგლი სულ პატარ ბიჭუნა იყო, როცა მგლებმა შეიფარეს. მას შემდეგ ერთად ცხოვრობდნენ. ჯუნგლი ადამიანის ნაშიერისთვის უსაფრთხო ადგილი ნამდვილად არ არის, თუმცა მაუგლის არაფრის ეშინია, სანამ თავისი მეგობრები დათვი ბალუ და შავი ავაზა ბაგირა ჰყავს გვერდით.
    27.95
    ჰაიდი
    ავტორი    იოჰანა შპირი მთარგმნელი:მთინათინ დიდებულიძე სერია: მე მიყვარს კითხვა   შვეიცარიელი მწერლის, იოჰანა შპირის ,,ჰაიდი'' გამოცემისთანავე მსოფლიო ბესტსელერად იქცა: ითარგმნა 30 ენაზე, გადაიღეს ფილმები და მულტფილმები, დაიდგა სპექტაკლები და მიუზიკლები. საბჭოთა პერიოდში მისი თარგმნა ვერავინ გაბედა, რადგან წიგნის მთავარი პერსონაჟები რელიგიური ადამიანები არიან. ,,ჰაიდის'' წარმატება განაპირობა მთავარმა მოქმედმა გმირმა _ კეთილმა გოგონამ, რომელიც მზესავით ანათებს და გარშემომყოფებს ცხოვრებას უხალისებს. რასაკვირველია, არც ისინი რჩებიან ვალში, რადგან სიკეთე გადამდებია, უანგარო მეგობრობას კი სასწაულის მოხდენა შეუძლია. ავტორი იყენებს ბესტსელერისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტს: იუმორს, ქალაქის უფერული ცხოვრებისა და ალპების ჯადოსნური ბუნების აღწერას, დანაშაულის აღიარების უპირატესობას, მონანიებას, მიტევებას... ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ნებისმიერი ასაკის ადამიანი იგრძნობს სულიერ სიმშვიდესა და უდიდეს სიამოვნებას.
    10.9
    ჰაიდი
    ავტორი: იოჰანა შპირი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა შვეიცარიელმა მწერალმა იოჰანა შპირიმ 1879 წელს, 52 წლის ასაკში დაწერა ობოლი გოგონას, ჰაიდის თავგადასავალი, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ცნობილი ნაწარმოები გახდა. იგი მრავალ ენაზე ითარგმნა და მალე მსოფლიო მნიშვნელობის საბავშვო ბესტსელერად იქცა. მოსწავლის ბიბლიოთეკა ,,ჰაიდის” სრული ტექსტის პირველ ქართულ თარგმანს გთავაზობთ. პატარა ობოლი გოგონა, ჰაიდი, შვეიცარიის მთებში პაპასთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად განსხვავებული ხასიათებისა, პაპა და შვილიშვილი მშვენივრად ეწყობიან ერთმანეთს და მეგობრულად ცხოვრობენ. გულკეთილი და მხიარული ჰაიდი მუდამ იმის ცდაშია, დაეხმაროს გარშემომყოფებს, სიყვარული და ბედნიერება აჩუქოს მათ. ისინიც სიყვარულითა და მადლიერებით პასუხობენ გოგონას.
    11.9
    ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრები (6 წლიდან)
    ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი მთარგმნელი: აკაკი გელოვანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე
    ავტორი: ჯ.კ როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    15.9
    ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი
    ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
    15.9
    ჰარი პოტერი და ნახევარ პრინცი
    ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    18.9
    ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
    ავტორი: ჯ.კ როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    15.9
    ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდერი
    ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამომცემლობ: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
    21.9
    ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
    ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    14.9
    ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი
    ავტორი: ჯ. კ. როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    17.9
    ფასდაკლება
    ჰარი პოტერის სრული კომპლექტი
    ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდერი ჰარი პოტერი და ნახევარ პრინცი ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩქრები ავტორი. ჯ.კ. როულინგი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
    100 124.3
    ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი
    ავტორი: მარკ ტვენი მთარგმნელი: თამარ დიასამიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს“, რომელიც მისი ცნობილი რომანის, „ტომ სოიერის თავგადასავლის“ გაგრძელებაა. ჰეკლბერი ფინს ქვრივი დუგლასი შეიფარებს. იქ ყოფნის დროს ჰეკი იძულებულია, თავისი ცხოვრების წესის საპირისპიროდ მოიქცეს: ჭამის წინ ხელები დაიბანოს, სუფთა ლოგინში ჩაწვეს და ა. შ. მას კი ისევ თავის კასრში ურჩევნია ცხოვრება, რადგან არაა შეჩვეული წესრიგსა და სისუფთავეს. ჰეკლბერი ფინს მრავალი ფათერაკი გადახდება თავს, სანამ მასავით თავგადასავლების მაძიებელ ტომ სოიერს არ შეხვდება. ეს ორი ავანტიურისტი ბიჭუნა ცდილობს, გაერიდოს ცივილიზებულ სამყაროს და ცხოვრება საინტერესო ისტორიებით გაამდიდროს.
    10.9
    ჰენზელი და გრეტელი
    12.95