santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • 38, 44
    ავტორი: ნესტან ნენე კვინიკაძე     1990-იანი წლების მიწურულის და 2000-იანი წლების დასაწყისის თბილისი. ლექსო კინომცოდნეობას სწავლობს, მაია – სტომატოლოგიას; ლექსო „დისიდენტობანას“ თამაშობს, მაია – მკვდრების ისტორიებს თხზავს.   მაია ლექსოს თამაშში აღმოჩნდება. ერთმანეთის პარალელურად ვითარდება ორი ხაზი – რეალური, სადაც სტუდენტები სწავლობენ, თამბაქოს გამონაბოლქვში ფილმებს უყურებენ, ერთმანეთის სხეულებს შეიცნობენ, სექსუალობას იკვლევენ, და მეორე – „დისიდენტობანას“ თამაში: პროკლამაციების გავრცელების გეგმა, ადევნებები, ჩხრეკა, დაჭერები...   ნესტან ნენე კვინიკაძის „38, 44“ ქვეყნის უახლესი ისტორიის არაორდინარული შეჯამებაა, დრამატიზმით, იუმორით, ტრავმებითა და გაუხარჯავი ენერგიით დამუხტული წიგნი, სადაც ცოცხლებიც და მკვდრებიც საკუთარ თავს ეძებენ.
    16.95
    Adios Dostoyevsky
    ავტორი: ზაალ სამადაშვილი გამომცელობა: ინტელექტი
    9.95
    XXI საუკუნის ქართული მოთხრობა
    "საბოლოოდ, 63 ავტორის 63 მოთხრობა, ამგვარად და ამჟამინდელ საუკუნესთან გადაძახილივით, ანუ 21-21-ად გადანაწილდა სამ ტომში და საბოლოოდ მივიღეთ 21-ე საუკუნის ქართული მოთხრობის მშვენიერი სამტომეული, რომელსაც შინაარსიდან გამომდინარე უკვე აქვს სამომავლო პრეტენზია, დაამშვენოს ნებისმიერი ქართული ოჯახის (თუ დაწესებულების) ბიბლიოთეკა, როგორც ღირებულმა და სოლიდურმა ლიტერატურულმა წონითმა კატეგორიამ, ამავდროულად, ზუსტი და მკაფიო წარმოდგენა შეუქმნას გადამშლელ-წამკითხველს, თუ სად ვართ და ვიმყოფებით ამ კრიზისულ ჟანრში (მოთხრობა), რას ვამბობთ მისი საშუალებით, ანუ რა თემები იკენწლებოდა თავისუფალი საქართველოს 21-ე საუკუნის პირველ 21-წლეულში. ავტორები სხვადასხვაა – ასაკი, სქესი, მსოფლმხედველობა, წერის სტილი და თხრობის ენა სრულიად განსხვავებული და მკვეთრად ინდივიდუალისტურია,"
    25
    ასი ათას ერთი
    ავტორი: გიორგი შერვაშიძე   კრებული იწყება მონოპიესით „გივის ბაბლი“. ამ „ბაბლმა“ არ დაგაბნიოთ, ინგლისური სიტყვაა და ბუშტს, უფრო კი საპნის ბუშტს ნიშნავს და ჩვენი ყოფის, ნაჭუჭის აღსანიშნავად გამოიყენება. პიესა კი გივის სიმარტოვეზეა... და მონოპიესის მთელი ხიბლიც ხომ სწორედ ესაა?! ჰოდა, ჩვენი გივიც ამ თავის სიმარტოვეში ცხოვრობს და არის „კოხტად“... რატომ? იმიტომ, რომ მისი სამყარო გამოგონილია. დიახ, მას ჰყავს გამოგონილი საცოლე, სასიდედრო, მეგობარი და თვით ღმერთიც კი. და ამ გამოგონილ პერსონაჟებს კი, არც მეტი და არც ნაკლები, განასახიერებენ გასაბერი ადამიანები. დიახ, გასაბერია საცოლე ტასო, სასიდედრო მაკრინე, მეგობარი შამშე და, რა თქმა უნდა, კარადაში მცხოვრები ღმერთიც... (ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული. 2021 წელი)   კრებულში მეორეა აბსურდული ტრაგიკომედია „ასი ათას ერთი“. პიესაში იგივე ტრაგედია თამაშდება, რა ტრაგედიაც საუკუნეების წინ მეტეხის ხიდზე მოხდა. დიახ, ეს აბსურდული ტრაგიკომედია სწორედ ასი ათასი მოწამის ამბავს ეხმიანება და მისი აბსურდულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მოქმედება ოცდამეერთე საუკუნეშია და თან პირვანდელი ისტორიისგანაც სრულიად განსხვავდება... ხიდზე ოთხი ადამიანი დგას და გადასვლას ცდილობს. ხიდი შლაგბაუმით არის ჩაკეტილი და მის თავზე დაკიდებული მონიტორიდან მტარვალი სწყვეტს, ხიდზე ვინ გადავიდეს და ვინ არა... თუმცა, ასი ათასი მოწამის ამბისგან განსხვავებით, პიესის პერსონაჟებს სულ სხვა სატკივარი აქვთ და სულ სხვა დარდის მატარებლები არიან. ხატიც ყოველდღე ითელება... ეს ადამიანები ხომ დღევანდელ საზოგადოებას წარმოადგენენ, სრულიად დაცლილს ღირებულებებისა და მორალისაგან... (მ. თუმანიშვილის ფონდის კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2021“ ფინალისტი)   მესამე პიესაა ორმოქმედებიანი ტრაგიკომედია „პომადა და საცვლები“, სადაც მთავარი გმირი გარდაცვლილია და საკუთარ პანაშვიდს ესწრება. გოგი რომ გარდაიცვალა, სახლში არავინ იყო. ის უკვე გარდაცვლილი იპოვეს და ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ „კაიფში გაიპარა“. არადა, გოგი ნარკოტიკს არ მოიხმარდა. ამ უცნაურმა გარემოებამ კი მისთვის სამოთხის კარი დახურა... და მიუხედავად სიტუაციის ტრაგიკულობისა, არ დაიჯერებთ და ეს ერთობ სახალისო ამბავია. აბა, სახალისო არაა, როდესაც კუბოში ზიხარ, ყველასი გესმის, ყველას ხედავ და სიტუაციის კომიკურობაზეც შეგიძლია, უსასრულოდ „იღადაო“. ამ დაუსრულებელი გროტესკის კულმინაცია კი სწორედ მაშინ იწყება, როდესაც სცენაზე მდუმარებაში მყოფი, სასწაულმოქმედი იღუმენი პროკოპი ჩნდება და ცდილობს, გოგის სიკვდილის ჭეშმარიტი მიზეზი დაადგინოს, რათა წესი აუგოს და... (ლიტერატურული კონკურსის „წლის საუკეთესო პიესა“ ნომინანტი. 2021 წელი)
    11.95
    ახალი აღქმა
    ნანა აბულაძის „ახალი აღქმა“ ხუთი სხვადასხვა ბიბლიური პერსონაჟის თვალით დანახულ ამბავს აერთიანებს. მათ შორის  ქრისტიანული სამყაროს უდიდესი წმინდანებსაც შეხვდებით, რომლებზეც ბევრი რამ იცით, და იმ ქალებსაც, რომლებიც მხოლოდ ეპიზოდურად გაიელვებენ ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ „ახალი აღქმის“ ფურცლებზე  ყოველი მათგანის სახე თანაბრად ცოცხალი და დამაჯერებელია, ღვთისმშობელი მარიამი იქნება ეს თუ ლოტის ცოლი, მარიამ მაგდალელი, ანა წინასწარმეტყველი თუ სისხლმდინარე ქალი სახარებიდან.   დამაჯერებელი კი იმიტომაა ნანა აბულაძის მოთხრობები, რომ ბიბლიური სახისმეტყველებისა და სიმბოლოების, აპოკრიფული სახარებების, ეგზეგეტიკის, ძველი ქართულის, ძველი ისრაელის ეთნოგრაფიის, გეოგრაფიისა და ეკონომიკის ცოდნა უდევს საფუძვლად. ამასთან ერთად, მწერალი გამორჩეული ოსტატობით ცვლის ხედვის კუთხეს არამხოლოდ სიუჟეტური ინტერპრეტაციის ხარჯზე, არამედ ტრადიციული სიუჟეტის შიგნითაც.    გარდა მოთხრობიდან მოთხრობაში გადანაცვლებული პერსონაჟებისა, ამ კრებულს მუსიკაც ამთლიანებს – განსხვავებული ტემპისა და გამომხატველობის აღმნიშვნელი მუსიკალური ტერმინები კი ტექსტის რიტმს ემთხვევა და მის შინაარსთან ქმნის ჰარმონიას.    „ახალი აღქმა“ ნანა აბულაძის მეორე წიგნია. მისი დებიუტი 2020 წელს შედგა რომანით „აკუმი“, რომელმაც „საბას“ და „თავისუფალი ლიტერას“ პრემიები მოიპოვა.
    17.95
    ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია
    შეადგინა თამაზ ვასაძემ   ეს წიგნი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი განსაკუთრებულად დრამატული, საბედისწერო ეპოქის ლიტერატურული ანარეკლია.   ლიტერატურა ისტორიის ყველაზე მართალი მოწმეა, ყველაზე უანგარო, საიმედო შემნახველია და წიგნში წარმოდგენილი ქართული ლიტერატურის მრავალფეროვანი ნიმუშებიც უტყუარად ამეტყველებენ ჩვენს უახლოეს ისტორიულ წარსულს.   ქართველი მწერლების მოთხრობები შესაძლებლობას გვაძლევენ, უშუალოდ მივადევნოთ თვალი საბჭოთა საქართველოს ისტორიის ეტაპებს, უშუალოდ ვიგრძნოთ და დავინახოთ საქართველოს ცხოვრება კომუნისტური რეჟიმის პირობებში, ამ რეჟიმის სხვადასხვანაირად გამოვლენილი ავადმყოფური ბუნება. მოთხრობების პერსონაჟთა სახეები, მათი ხვედრი მკვეთრად აღიბეჭდავს ადამიანის ბედს საბჭოთა საქართველოში.   კრებულში შესულია ლეო ქიაჩელის, ნიკოლო მიწიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, დემნა შენგელაიას, გიორგი ლეონიძის, ოთარ ჩხეიძის, რეზო ჭეიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გურამ რჩეულიშვილის, შოთა ჩანტლაძის, რევაზ ინანიშვილის, ჯემალ თოფურიძის, ნოდარ წულეისკირის, ჯემალ ქარჩხაძის, ვლადიმერ სიხარულიძის, ირაკლი ქასრაშვილისა და ნუგზარ შატაიძის მოთხრობები.
    19.7
    გამშვები პუნქტი
    ავტორი: ირაკლი შამათავა   ირაკლი შამათავა აფხაზეთიდანაა. დევნილობა მისი სტატუსია, რომელსაც საერთაშორისო სამართლის ფორმა და ძალა აქვს. დევნილობა მისი შინაგანი მდგომარეობაცაა, გარესამყაროს მიმართ ემპირიული პოზიცია, რაც მის შემოქმედებით ენერგიად იქცა.   კრებულში თავმოყრილი მოთხრობები ამ დრამატული მდგომარეობის მხატვრული ანაბეჭდებია. ახალგაზრდა მწერალი „ბავშვობადაკარგული თაობის“ სახელით იხსენებს უახლესი წარსულის ყველა იმ ნიუანსს, რამაც არა მხოლოდ ამ თაობის, არამედ მთელი ქვეყნის სულიერ-სოციალური კრიზისი განაპირობა.   მუდმივი ომის რეჟიმში მყოფი ადამიანის თავგადასავალი, ფატალურ სიღრმეებთან ერთად ისეთ სინათლესაც გულისხმობს, რომელსაც სწორედ მწერლები ამჩნევენ და უყვებიან მკითხველს, როგორც ადამიანური შესაძლებლობების, გამძლეობის, სიყვარულის გადამდებ მაგალითებს.   ძალადობრივი სამყარო გლობალური ფონია, რომელზეც ირაკლი შამათავას მოთხრობების პერსონაჟები იძერწება. ამ ექსტრემალურ მოზაიკაში მტრისა და მოყვრის ცნებები ახალ განზომილებაში გადადის. აფხაზი და ქართველი იმ საერთო შინაარსის სათავესთან იკვეთება, სადაც ისტორია ყველაზე ზუსტი და შეუვალია. სწორედ ამ ერთიანობაზე მეტყველებს ის, რომ კრებული ორენოვანია – ქართული და აფხაზური. ეს მწერლის მკაფიო პოზიციაა. მისი შეტყობინებაა – ომს სიყვარული ამარცხებს.   ეს კი ასე ჟღერს – ქართულადაც და აფხაზურადაც. (ნინო სადღობელაშვილის წინასიტყვაობიდან)   ამ წიგნისათვის ავტორს 2020 წელს გადაეცა გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია.
    12.95
    გამშვები პუნქტი
    ავტორი: ირაკლი შამათავა გამომცელობა: ინტელექტი
    12.95
    გაუგე
    ავტორი: გელა ჩარკვიანი   გელა ჩარკვიანის „გაუგე“ პირველი წიგნია, რომელიც ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოიცემა. ის წლების განმავლობაში იწერებოდა და გელა ჩარკვიანის ბიოგრაფიასავით მრავალფეროვანი და საინტერესოა.   აქ, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოსვლებთან ერთად, ყოველდღიურ ჩანაწერებსაც შევხვდებით, იუმორით, ირონიით, თვითირონიით გაზავებულ Gelasi-ს. „ნაგერალებისა“ და „ნაცნობ ქიმერათა ფერხულის“ 80-ს გადაცილებული ავტორი კვლავაც ძიების, აღმოჩენის, ძველ განცდებთან მიბრუნების, სიზმრების გადმოწერის პროცესშია, ოღონდ ამ ყველაფერს სიკვდილის მუდმივი მოლოდინი (მონატრებულ ადამიანებთან შეხვედრის სურვილი) ახლავს.   „გაუგე“ ის კოდური სიტყვაა, რომელიც გელა ჩარკვიანის, როგორც მწერლის, პოზიციას ზუსტად მიემართება. გაგება, მიღება და გაზიარება – ადამიანთა გასხვავებულობების, ეპოქალური განწყობების, ინდივიდის პასუხისმგებლობისა სამშობლოს და სამყაროს წინაშე.
    14.95
    გემი დავლანდე
    ავტორი: ილია ჭანტურია     „გემი დავლანდე“ ილია ჭანტურიას სადებიუტო რომანია. Წიგნში მოვლენები 1905 წელს ვითარდება, როდესაც რევოლუციის ტალღა მთელს რუსეთის იმპერიას ედება და მათ შორის საქართველოსაც. Საქართვლო ხდება ნაწილი იმ აჯანყების, რომელიც მომავალში საფუძვლად დაედება როგორც ქვეყნის პირველ რესპუბლიკას, ამასთანავე ბოლშევიკურ რევოლუციასაც.
    13.95
    ესავის ხელები
    ავტორი: დათო ქარდავა     „გროტესკი, რომლითაც დათო ქარდავას ნოველებია გაჯერებული, არამხოლოდ ახალისებს მკითხველს, არამედ უტოვებს სრულიად განსაკუთრებულ ფიქრს, სევდასაც, და სწორედ ამის გამო, თავი შეიძლება რამდენჯერმეც წაგაკითხოთ.   კიდევ რა გამოარჩევს ამ კრებულს? – სინამდვილე, მკაფიო და წრფელი სინამდვილე, გაუყალბებელი ამბები, რომლებსაც, ცხადია, ავტორი იგონებს, მაგრამ „გამომგონებლობის“ ასეთი ოსტატობით ხდებიან ისინი ნამდვილი და დასაჯერებელი“.
    8.95
    ექსოდოსი
    ავტორი: ზურაბ ქარუმიძე   Exodus – ქართულად „წიგნი გამოსვლათა“, ძველი აღთქმის ის ნაწილია, რომელშიც ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლა და ორმოცწლიანი ხეტიალია აღწერილი. და, რა თქმა უნდა, წიგნს, რომელშიც საქართველო „ცარცით მოხაზულ წრეში დგას და აქეთ-იქიდან ორნი ექაჩებიან გასაგლეჯად – პოლიტიკური ობერონი და ფინანსური ტიტანია...“, შემთხვევით არ ჰქვია ეს სახელი. მთავარი გმირის თავგადასავალი ძალიან ჰგავს მისი სამ შობლოს ამბავს, რომელიც თავისი „ეგვიპტიდან“ გამოდის, მაგრამ ვერ გამოსულა, აგერ უკვე ოცდაათ წელზე მეტია. იმ „ეგვიპტიდან“, რომლის სიმბოლოც ორთავიანი არწივია. ის „ვერ დაფრინავს, რადგან, როგორც კი აფრენას მოინდომებს, ერთი თავი იქით ექაჩება, მეორე კი – აქეთ, ერთი – დასავლეთით, მეორე – აღმოსავლეთით. ამ არწივს ცალი ფეხით ნაჯახი უპყრია, ხოლო მეორით – ჯვარი. დროდადრო იგი საკუთარი თავის დანახვას ცდილობს, მაგრამ, როგორც კი მისი თავები ერთმანეთს შეხედავენ, ეგრევე იწყებენ ერთმანეთის კორტნას და მიდის დიდი არეულობა: იწყება კურთხევა ნაჯახით და თავის გახეთქვა ჯვრით! როგორ გითხრა: ესაა ნაჯახის ტოტალური კულტი, საცა წმინდა ჯვარიც ნაჯახის ფუნქციას ასრულებს, ანუ ამათი სალოცავი ესაა – ნაჯახზე ჯვარცმული მშიერი ახალგაზრდა იდიოტი, რომელმაც მამის მკვლელობაჩაიდინა, იმის დასტურად, რომ მშვენიერება იხსნის მსოფლიოს!“ წიგნის მთავარი გმირიც, რომელსაც ამ პოსტმოდერნისტული თამაშებით, ალუზიებითა და ინტერტექსტებით მდიდარ ტექსტში მეგზურად თვალებდათხრილი ვირისთავი მოევლინება, გრძელ, მძიმე გზას გადის საკუთარი თავის გადასალახად და მასში ჩაბუდებული შიშებისგან გასათავისუფლებლად. ამ გზის ბოლოს ინიციაციის უკანასკნელი საფეხურია – ვირისთავი მას თვალებს დათხრის. ამის შემდეგ კი გმირს ყოვლისმცოდნე მთხრობელი ანაცვლებს და ბოლო ნაწილში სწორედ ის გვიამბობს სახედარზე შემჯდარ ხნიერ მამაკაცზე, რომ განკურნებულა და თავიდან უპოვია საკუთარი თავი.
    14.95
    ვაშლის ერთი ნაკბეჩი
    ავტორი: ქამურანი   აზერბაიჯანულიდან თარგმნა ოქტაი ქაზუმოვმა     ქამურანი (ქამრან ზაქირის ძე კირიაკოვი) დაიბადა 1992 წლის 1 დეკემბერს ქ. მარნეულში. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სა ხე­ლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანი­ტარულ ფაკულტეტზე,  ფილოსოფიის განხრით, ხოლო  2018 წელს კულტურის ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი მიიღო.     ფილოსოფიით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაინტე­რესდა, ხოლო მხატვრული ლიტერატურის გაცნობის შემ­დეგ გადაწყვიტა, რომ თავისი ფილოსოფიური ხასიათის დაკვირვებები მხატვრულ ლიტერატურაში გამოეცადა. სხვადასხვა ბეჭდვით ორგანოში სტატიები და მოთხრობები გამოაქვეყნა. „ვაშლის ერთი ნაკბეჩი“ ავტორის პირველი რომანია
    14.95
    ვინ ეკითხება კურიერს
    ავტორი: ანუკი ნატაძე   ტექსტი მოურიდებლად აშიშვლებს ეროვნულ კლიშეებში გამომწყვდეული ქართველის რიოშ სულს. კითხვისას თვალწინ ჩაიქროლებენ ნაცნობი პერსონაჟები, რომლებიც თითქოს ბევრჯერ გვინახავს, სადღაც ძალიან ახლოს, იქნებ სულაც საკუთარი კარის ზღურბლზე. იუმორით აღსავსე მძაფრი სიუჟეტი სკაბრეზული მსოფლიო ლიტერატურის მკვეთრ და გემოვნებიან ტრადიციებშია გამოხატული და მისი გაცნობა მკითხველს არა მხოლოდ სიამოვნებას მოგვრის, არამედ დააფიქრებს კიდეც
    12.9
    ზამთრის ზღვა
      „ზამთრის ზღვა“ გაგა ნახუცრიშვილის პირველი რომანია.  რომანს სამი თაობის პერსონაჟები ჰყავს – საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული, ტოტალიტარული სისტემის რღვევაში მოყოლილი და დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ადამიანები. მათი ცხოვრება ისეთია, როგორიც ის დრო, რომელშიც ცხოვრობენ.  მთავარი გმირი ანდრო „ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული“ თაობიდანაა. ანდრო ბებიის ანდერძს ასრულებს და რეპრესირებული ოჯახის ტრაგიკულ ამბავს წერს, ის საკუთარ თავზეც გვიყვება – ჯერ იყო ომი, რომელიც თითქოს არც დაწყებულა და არც არასდროს დამთავრდება, ემიგრაცია, როგორც გადარჩენის მცდელობა, მეგობრობა, კიდევ ერთი გადარჩენის გზა და სიყვარული, რომელიც მას წარსულის დავიწყებასა და სინამდვილესთან დაბრუნებაში ეხმარება.
    11.3
    ზაოდი
    ავტორი: ელზა გურგენიძე   ზაოდი ქუთაისის ერთ-ერთ სამრეწველო გარეუბანს შეარქვეს საბჭოთა დროს და ეს სახელი შემორჩა ურბანულ ზეპირსიტყვიერებას, როგორც საბჭოთა ინდუსტრიის რუკაზე ჩაკარგული ფსევდო-ტოპოსი, ერთდროულად შემზარავიც და მომნუსხველიც, გამოუვალიც და გამოსავალიც.    სწორედ ეს ფსევდო-ტოპოსი აქცია ელზა გურგენიძემ რომანის მთავარ მეტაფორად. ზაოდი არის ადგილი, სადაც ეპიკური სიმძაფრით ვითარდება ტრაგიკომიკური მოვლენები. რომანი მოგვითხრობს ტოტალიტარული რეჟიმით ცნობიერება დაზიანებულ ადამიანებზე და სისტემასთან შეურიგებელ ტრაგიკული ბედის ინდივიდებზე.   ოსტატურად, ზომიერი იუმორით მოხელთებული ქუთაისური ატმოსფერო, თხრობის სილაღე, პერსონაჟების შთამბეჭდავი გალერეა – ეს და კიდევ მრავალი რამ „ზაოდს“ სულმოუთქმელად საკითხავ რომანად აქცევს.
    19.95
    იყო
    ავტორი: ტორესა მოსი   იყო ახალგაზრდა ქართველი მწერლის, ლიტერატურული პრემია საბას ლაურეატის, მუსიკოსის, სცენარისტისა და სამოქალაქო აქტივისტის, ტორესა მოსის მესამე რომანია.   ავტორი ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და მოქმედება კვლავ პატარა ქალაქ თელავში ვითარდება.   „წიგნი შესაქმისა თქმული პირველ მამათაგან ღმერთთა და კაცთათვის“ ძველი ქართული წარმართული წარმოდგენების ყველაზე ადრეული ლიტერატურული ქმნილება შეიძლება იყოს და ვინაიდან ისტორიას ყოველთვის აქვს გაგრძელება აწმყოში, მასაც თავისი ბედი ექნება, რომელიც მთავარი გმირის ბედს დაუკავშირდება. ანტიკვარების ერთი ჩვეულებრივი მაღაზია შესაძლოა მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენის ადგილად იქცეს. თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ.   წიგნში დრამას ძველი მითების სამყარო, დეტექტივი და თრილერი ენაცვლება. რეაქციონერული გაზეთი „ალაზნის სიო“ ანონიმი ავტორით „ღვარძლიანი ელიკო“, „ნემცების“ ოჯახი ელექტრონული მუსიკის წვეულებებით და „მენაპირე ბერების საძმო“ ერთ სივრცეში იყრის თავს და როცა წარსული აწმყოს გადაეჯაჭვება, იქ სადაც განსხვავებული იდეები დომინანტობისთვის იბრძვიან, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მართლაც, ყველაფერი მოხდება, რაც შეიძლება, რომ მოხდეს და ისიც, რაც რთულად წარმოსადგენია.
    17
    კავკასიური ნოველები
    ავტორი: გრიგოლ რობაქიძე     გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ   გრიგოლ რობაქიძის „კავკასიური ნოველები“ ორჯერ გამოიცა გერმანულ ენაზე – 1932 წელს გამომცემლობა „ინზელის“, ხოლო 1979 წელს – „ზურკამპის“ მიერ.   კრებულს, რომელშიც სამი ნოველა იყო შესული, დიდი პოპულარობა ხვდა წილად. აკრძალვის მიუხედავად, ქართველ მკითხველს მაინც მიუწვდებოდა ხელი ემიგრანტულ ჟურნალ „ბედი ქართლისაში“ გამოქვეყნებულ ნოველებზე – „ენგადი“ და „იმამ შამილ“. „წმინდა ხარის მოკვლა“ კი დღემდე უცნობი იყო და საგანგებოდ ითარგმნა თამარ კოტრიკაძის მიერ გერმანულოვანი გამოცემის წინათქმასთან ერთად, რითაც სრულყოფილად წარმოჩნდება „კავკასიური ნოველები“ – გამორჩეული ფურცელი გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებიდან
    8.4
    მანიფესტი
    ავტორი: გელა ჩქანავა   გელა ჩქვანავას მცირე რომანი „მანიფესტი“ ერთგვარ გრაფიკულ რუკასაც მოგვაგონებს, რომელზეც სიკვდილ-სიცოცხლის გადაკვეთის წერტილები მკაფიოდაა აღბეჭდილი. რომანის იდეური არქიტექტონიკა სწორედ ამ წერტილებს ემყარება – პერსონაჟების მოტივაციაც და ინსპირაციაც მათი დაძლევა, ამ ხილული თუ უხილავი საზღვრების გადალახვაა.   ძარცვის დროს, არასრულწლოვანი ყაჩაღების მიერ მოკლული ახალგაზრდა კაცის (მანქანის პატრონის) გასვენებისწინა დღეები მის უახლოეს სანათესაოში ახალი სასიცოცხლო ვნებების და საბედისწერო ურთიერთობების დასაწყისად იქცევა. ექსტრემალური, არაკონვენციური სიტუაცია ახალ სახიფათო კავშირებს ბადებს, და რაც უნდა პარადოქსული იყო, სიკვდილის შიშის და სიცარიელის დაძლევის ძალა სწორედ ამ კავშირებში ჩნდება.   მსუბუქი სარკაზმით და იუმორით სავსე თხრობა, მუდმივი დაძაბულობის სიხშირე და ფატალური დასასრულის მოლოდინი რომანს თვალმოუწყვეტლად საკითხავ ტექსტად აქცევს. „მანიფესტი“ ქალისა და მამაკაცის მარადიულ კონფლიქტს ეძღვნება, ომს, რომელიც ანგრევს კიდეც, თუმცა სიკვდილის შემდგომი სიცარიელის ჰარმონიად ქცევაც შეუძლია.
    15.95
    მე და ჩემი წილი მამა
    ავტორი: მანანა ამირეჯიბი   ამ წიგნის უმთავრესი თავისებურება ის არის, რომ ეს წიგნი-აღსარებაა... ავტორი შემაცბუნებელი გულახდილობით მოგვითხრობს თავის თავზე, თავისიანებზე, ნაცნობ-მეგობრებზე, ანუ საბოლოო ჯამში – ცხოვრებაზე. იმ ტექსტთაგან, რომელთა მთავარი „პერსონაჟი“ ცხოვრება, ანუ, როგორც ძველად იტყოდნენ, საწუთროა, ეს წიგნი ერთი რამით გამოირჩევა – აქ არ არის წუწუნი ამა სოფლის და მისთა მდგმურთა არასრულყოფილების გამო – ამ წიგნის ავტორი ცხოვრების ინტერესიანი დამკვირვებელი და მახვილგონიერი კომენტატორია – ჩინებული მთხრობელი, განგებისაგან იუმორის ნიჭით დაჯილდოებული, რაც მას, ძნელცხოვრებაგამოვლილს, სასოწარკვეთილებისაგან იცავს და, დარწმუნებული ვარ, მკითხველის სიმპათიასაც მოაპოვებინებს. (ლევან ბრეგაძის წინასიტყვაობიდან)
    11
    მეხამრიდი
    ავტორი: მართა ურუშაძე გამომცელობა: ინტელექტი
    14.95
    მკვდარი ქვიშის უდაბნო
    ავტორი: გელა ჩქვანავა   გელა ჩქვანავას მკვდარი ქვიშის უდაბნო აშიშვლებს სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანთა ნატურას და მათი ყველაზე ინტიმური – აღვირახსნილი, პათოლოგიური, ამბიციური ლტოლვები და ეფემერულობისთვის განწირული სურვილები სააშკარაოზე გამოაქვს.   აქ ყველა მარტოა საკუთარი ქვიშისფერი, უჩრდილო სიკვდილის – თვითრეფლექსიის საშუალების წინაშე, რასაც ქვეცნობიერად გაურბიან და მიელტვიან კიდეც სასოწარკვეთის მომენტებში. აქ ყველა თავის კაბალურ ტვირთს – წარსულ ცხოვრებასა და ცოდვებს – ატარებს ბედუინთა ტვირთასხმული აქლემებივით...  
    10.9
    მოთხრობები და პიესები
    ავტორი: დავით კლდიაშვილი სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L  წიგნში შესულია - მოთხრობები: სამანიშვილის დედინაცვალი, ქამუშაძის გაჭირვება, სოლომონ მორბელაძე, მიქელა, შერისხვა, მსხვერპლი, მრევლში, როსტომ მანველიძე, ბაკულას ღორები; პიესები: ირინეს ბედნიერება, დარისპანის გასაჭირი, უბედურება.  
    19.95
    მტრედების იონა
    ავტორი:  ბექა ახალაია     ოპტიკური ილუზიის თვალთახედვით, ამ წიგნს/პოეზიას ჯვრის ფორმა აქვს: ერთმანეთს მოულოდნელი ეფექტებით კვეთს ჰორიზონტის და ვერტიკალის სიმეტრია – მითის სიღრმიდან ყოფის მწვერვალამდე და ფსკერის სოციუმიდან წმინდანთა სამყოფელამდე. ჯვარცმის მისტერია პოეტურ პათოსსაც მსჭვალავს და შინაარსშიც ერევა. მკითხველს რჩება განცდა, რომ თვითონაც ამ აქტის მონაწილეა, მით უფრო, რომ პოეტს „ტკივილის შესამსუბუქებლად“ მისთვის პატარ-პატარა პოსტმოდერნისტული სიურპრიზებიც აქვს. მძაფრი (თვით)ირონია, ვერსიფიკაციული მრავალფეროვნება, ენობრივი ალუზიები და სიტუაციები კი მისტერიის სტრუქტურას იმგვარ პოეზიად გარდაქმნის, რომელიც აღარ იმღერება, არამედ იცხოვრება. ან, ითამაშება – უზადო ოსტატობით და სინამდვილესთან ეჭვმიუტანელი მსგავსებით. (ნინო სადღობელაშვილის წინასიტყვაობიდან.)
    11.95