santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • Maid in Tiflis
    ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    15.9
    MOX
    ავტორი: დათო სამნიაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    12.9
    ObOle
    ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    13.9
    TERRA IBERICA
    ავტორი: TERRA IBERICA   ამ უცნაურ და სახალისო რომანში მოქმედება ხდება XVII საუკუნის ესპანეთში, თუმცა იქაური ამბები ჰგავს თანამედროვე რეალობას. მსუბუქი თხრობა, ამბის სწრაფი განვითარება და მხიარული კომედიურობა ახლავს პიესის ფორმით დაწერილი რომანის თექვსმეტივე სცენას. წიგნი რეალიზმის, პოსტმოდერნიზმის, ავანტიურისტული რომანისა და ბაროკოს სტილის ნაზავია. ავტორმა უცნაურად შეაქსოვა ერთმანეთში დასავლეთი და აღმოსავლეთი, ,,დონ კიხოტი" და ,,ვეფხისტყაოსანი", საქართველოს კი მისცა საშუალება დასხლტომოდა თავის მძიმე ისტორიას...
    13
    XXI საუკუნის ქართული მოთხრობა
    "საბოლოოდ, 63 ავტორის 63 მოთხრობა, ამგვარად და ამჟამინდელ საუკუნესთან გადაძახილივით, ანუ 21-21-ად გადანაწილდა სამ ტომში და საბოლოოდ მივიღეთ 21-ე საუკუნის ქართული მოთხრობის მშვენიერი სამტომეული, რომელსაც შინაარსიდან გამომდინარე უკვე აქვს სამომავლო პრეტენზია, დაამშვენოს ნებისმიერი ქართული ოჯახის (თუ დაწესებულების) ბიბლიოთეკა, როგორც ღირებულმა და სოლიდურმა ლიტერატურულმა წონითმა კატეგორიამ, ამავდროულად, ზუსტი და მკაფიო წარმოდგენა შეუქმნას გადამშლელ-წამკითხველს, თუ სად ვართ და ვიმყოფებით ამ კრიზისულ ჟანრში (მოთხრობა), რას ვამბობთ მისი საშუალებით, ანუ რა თემები იკენწლებოდა თავისუფალი საქართველოს 21-ე საუკუნის პირველ 21-წლეულში. ავტორები სხვადასხვაა – ასაკი, სქესი, მსოფლმხედველობა, წერის სტილი და თხრობის ენა სრულიად განსხვავებული და მკვეთრად ინდივიდუალისტურია,"
    25
    XXI საუკუნის ქართული მოთხრობა
    25
    აბა, გინდა იყო ნინძა?
    ავტორი: ჯორჯია ამსონ-ბრედშოუ სერია: Liber Kids   შეგიძლია სიმაგრის კედელს გადააფრინდე? იცი, როგორ უნდა ისროლო ნინძას ვარსკვლავები მომაკვდინებელი სიზუსტით? წაიკითხე და აღმოაჩინე ნინძუცუს საიდუმლოებანი, ოღონდ არავის არაფერი უთხრა!
    9.95
    აბრეშუმის გზა
    ავტორი: ბესო ხვედელიძე სერია: რჩეული მოთხრობები გამომცემლობა:  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    11.9
    ადამიანთა სევდა
    გოდერძი ჩოხელის რომანი “ადამიანთა სევდა” სამყაროს, დედამიწას, გუდამაყარს… – ყველაფერს “დალოცვილი მწერლის” – უხილავი შემოქმედის ხელით დაწერილ დიდ წიგნად წარმოგვიდგენს. ფიქრი სიკვდილ–სიცოცხლეზე, სულის არსზე, კაცისა და უფლის, კაცისა და დედამიწის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემებზე ამ ნაწარმოებს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს მწერლის მსოფლმხედველობის გასაცნობად. “ადამიანთა სევდის” არსს თვითონ გვიხსნის გოდერძი ჩოხელი” “– რა არის სიცოცლხე? – სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. – სიკვდილი? – სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.”
    8
    ადიბასი
    ავტორი: ზაზა ბურჭულაძე
    11.9
    აველუმი
    ავტორი: ოთარ ჭილაძე  "ჩვენს წინაშეა არაჩვეულებრივად მრავალფეროვანი, უნივერასლური ნაწარმოები, პოეზიის, სასიყვარულო ისტორიის, ფილოსოფიის, საკუთრივ ისტორიის, პუბლიცისტკის აფორიტიკის მხატვრული წნული. და ალბათ, შემთხვევითი არ არის,ეს მნიშვნელოვანი წიგნი აღოსავლეთ ევროპაში გარდატეხის ჟამს სწორედ საქართველოდან რომ მოვიდა..." ქრისტინე ლიჰტენფელდი
    25
    ავტორორტრეტი
    ავტორი: ირაკლი ჩარკვიანი "ავტოპორტრეტი" ირაკლი ჩარკვიანის ლიტერატურულ შემოქმედებას აერთიანებს - სხვადასხვა დროს გამოცემულ ლექსებს და მოთხრობებს. ამ ლექსებიდან ბევრი თავის დროზე იქცა ჰიტად და მათი პოპულარობა სულ უფრო მატულობს. თითქოს აქამდე ყველასთვის ცნობილი ირაკლი ჩარკვიანისგან, ეს კრებული მოულოდნელი შეხვედრაა მკითხველთან, შეხვედრა სიტყვის კოსმოსში, სადაც ყოველი ადამიანური შესაძლებლობა შეუცნობლის, უსასრულოს და ხანდახან შეუძლებლისკენაც მიემართება.
    15
    აიას გზა
    ავტორი: ნატო დავითაშვილი   „ყველაზე ფერადი თევზებიც კი მარტო წყალშია ლამაზი. არის ტექსტები, რომელიც განსაკუთრებულ სიტუაციაში განსაკუთრებულად აღიქმება. ნატო დავითაშვილის წიგნებს არც ნათურა უხდება, არც ქალაქის ხმაური, ღამე, სანთლის შუქზე უნდა იკითხო, არსად უნდა გეჩქარებოდეს – წინ დიდი გზაა, საუკუნეებს, ათასწლეულებს უნდა გადაახტე და იმ ადამიანებამდე მიხვიდე, რომლებიც პირველყოფილ მისტიკასთან ერთად ცხოვრობდნენ.   „აიას გზა“ ასეთი წიგნია, უკან დაბრუნების წიგნი. ძალიან ძნელია აღწერო თაობა, რომელსაც არათუ შენ, არამედ შენამდე ათი საუკუნით ადრე დაბადებული ხალხიც კი არ მოსწრებია. რანაირები იყვნენ ისინი? რას ამბობდნენ? როგორ ამბობდნენ? ზუსტად ეს არასდროს გვეცოდინება, დაახლოებით კი მხოლოდ ფენტეზის მწერალმა შეიძლება წარმოიდგინოს.   „აიას გზა“ იმ ეპოქაზეა, როდესაც ადამიანების გარშემო სამყარო ჩვეულებრივ კანონებს აღარ ემორჩილება. მოწამლული მიწის წინააღმდეგ გაერთიანებული ადამიანები სტიქიას და საკუთარ ბედისწერას ებრძვიან (რა თქმა უნდა, იმარჯვებენ! რომ არ გაემარჯვათ, ჩვენ ახლა აქ არ ვიქნებოდით). ცეცხლოვანი ზღვა; მდინარე-მოჩვენება; ოჩოკოჩი, რომელიც ნისლებს მწყემსავს და მთიდან მთაზე მიერეკება; შებოჭილი ტყე, სადაც მონადირეებს რაღაც ძალა მშვილდის მოზიდვის საშუალებას არ აძლევს... ეს ყველაფერი დღეს არის ფენტეზი, თორემ პირველყოფილ ეპოქაში ადამიანებს არათუ სჯეროდათ მათ მიღმა არსებული სამყაროსი, არამედ მასთან ერთად თანაარსებობასაც ახერხებდნენ.   ეს წიგნი, მთელი ამ ძველი ამბებით, გულადი და კეთილი ადამიანებით ძალიან ჰგავს სულების გამოძახებას, როდესაც გინდა, რამე აკრძალულიც კი ჩაიდინო, ოღონდ ხელშესახებად იგრძნო, რომ სადღაც სხვა სამყაროც არის და იქ ის ადამიანები არიან, რომლებიც გიცნობენ.“
    19.9
    აკუმი
    ავტორი: ნანა აბულაძე გამომცემლობა: ინტელექტი გიფიქრიათ ოდესმე, რა მოხდებოდა, ადამიანს სქესი საერთოდ რომ არ ჰქონდეს? ჰო, ჰო, ასე: თქვენს საახლობლოში იბადება ჩვილი და ის არც გოგოა და არც ბიჭი. გიფიქრიათ? აი, ნანა აბულაძის სადებიუტო რომანში, რომელიც ახლა ხელში გიჭირავთ, სწორედ ეს ხდება. ამ წიგნში ერთი ქართველი და ერთი უცხოელი მეცნიერი ამ ანომალიის კვლევითაა დაკავებული, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარი იმ ცხრა მთავარი პერსონაჟის ამბებია, რომლებიც სქესთან, გენდერთან, სექსუალობასთან, აუსრულებელ (და ასრულებულ) სურვილებთან, სულიერ ძიებებთან და კიდევ მრავალ სხვა რამესთან (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან. როგორ უნდა მოჰყვე ამ ყველაფრის შესახებ? ერთი ტექსტით? ერთ ტექსტში კიდევ სხვა ტექსტების შემოყვანით? თუ ასეც და ისეც? „აკუმი“ სწორედ ამგვარი რომანია (და რაკი ამ ბოლო წინადადებიდან საერთოდ არ ირკვევა, მაინც - როგორი, ამიტომ, გეთაყვა, გადმოაბრუნეთ წიგნი და პირველ გვერდზე გადაშალეთ. ნუთუ ის მაინც არ გაინტერესებთ, სიტყვა „აკუმი“ რას ნიშნავს?!).
    13.95
    ალაჰი ჩემი მეგობარია
    ავტორი: ვახტანგ ვახტანგაძე სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა    ახალგაზრდა თბილისელი კაცი საკუთარი თავის, ადგილის, დანიშნულებისა და, რაც მთავარია, მეტი თავისუფლების ძიებაში სხვა ქვეყანაში და სულ სხვა ხალხში ხვდება. განსხვავებებთან ერთად, ბევრ მსგავსებასაც აღმოაჩენს მასსა და სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის წარმომადგენელთა შორის. ამ ძიებაში ის უახლოვდება ორ რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს, რომლებთან შეხვედრა მის სულიერ ფორმირებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს. რა ელის მთავარ გმირს? იპოვის თუ არა იმას, რასაც ეძებს? - ამ კითხვებზე პასუხს მთავარ გმირთან ერთად მოგზაურობისას იპოვით. „კინოკადრები და მოულოდნელი ეპიზოდები ერთმანეთს ენაცვლებიან და საინტერესო საკითხავს ქმნიან. ახალგაზრდა მწერალი ვახო ვახტანგაძე მოგვითხრობს დინამიკურად, ჩამთრევად, საინტერესოდ.“ - დიანა ანფიმიადი. „ერთადერთი რამ უნდა გააკეთოს მკითხველმა: არ გადაახტეს ცალკეულ პასაჟებს და წიგნი გულდასმით წაიკითხოს ბოლომდე." - რამაზ ჭილაია
    11.95
    ალექსანდრე ყაზბეგი
    სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L წიგნში შესულია ალექსანდრე ყაზბეგის რომანი და მოთხრობები: "ელგუჯა", "მამის მკვლელი", მოძღვარი"
    19.95
    ალფას ვიბრაცია
    ავტორი: ნინო ამირეჯიბი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა L
    9.95
    ამ რომანში ყველა კვდება
    ავტორი: ბექა ადამაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    14.9
    ამბავი ლილე იროელისა
    ავტორი: ნატო დავითაშვილი „ამბავი ლილე იროელისა“ ყველა ასაკის მკითხველისთვისაა, ყველა ადამიანისთვისაა, ვისაც უნდა, ცოტა ხნით მაინც მოწყდეს ერთფეროვან რეალობას და უცხო სამყაროებში იმოგზაუროს, იმ ბავშვებისთვისაა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კითხვა მაინცდამაინც არ უყვართ, სინამდვილეში კი, მკითხველობის სიხარულის აღმოსაჩენად ლილეს გაცნობას ელოდებიან, იმ მოზარდებისთვისაცაა, რომლებმაც უკვე შეიყვარეს კითხვა და მუდმივად ახალ შეგრძნებებს ეძებენ, იმ ზრდასრულებისთვისაც, ჯადოსნური თავგადასავლები რომ წარსულში დატოვეს და იმათთვისაც, ვისაც არასოდეს განელებია უცნობი მიწების, ცებისა და ზღვების აღმოჩენის წყურვილი.  
    14.95
    ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა
    ავტორი: ბესო სოლომანაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ბესო სოლომანაშვილის რომანი „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, რომელსაც ავტორი „ალუზიურ მისტიფიკაციას“ უწოდებს, მოგვითხრობს 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, როდესაც ქვეყანამ 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ბოლშევიკებმა აქ თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს.
    15.9
    ანას მომენტი
    ავტორი: მარი ბექაური გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    11.9
    ანგელოზთა საკითხავი
    ავტორი: გაბრიელ ტანიე თქვენ წინაშეა გაბრიელ ტანიეს  ახალი რომანი „ანგელოზთა საკითხავი“, წიგნი, რომელიც ბევრ უმნიშვნელოვანეს და დღევანდელობისთვის საჭირბოროტო თემას აერთიანებს, წიგნი, რომელიც სავსეა გასაოცარი ადამიანური ისტორიებით.  „ანგელოზთა საკითხავი“ რწმენის, სამართლიანობისა და უსამართლობის, ძალაუფლების იარაღად ქცეული რელიგიის, მარგინალიზებული ადამიანების, ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისა და თავად ეკლესიის შიგნით არსებული  პრობლემების უმტკივნეულესი და ძალიან მგრძნობიარე თემების კალეიდოსკოპია.   ავტორი ბეწვის ხიდზე გადის და მკითხველს სთავაზობს  სულისშემძვრელ ამბავს სიყვარულზე, რწმენაზე, ადამიანურ სისუსტეებზე, ჭეშმარიტებასა და ფსევდო ღირებულებებზე, ამბავს, რომელიც თავის თავში აერთიანებს უამრავ შენაკადს, პლასტსა და სიღრმეს. მთავარ სიუჟეტურ ხაზში ჩართული, როგორც პარალელური ისტორიები, ისე ბიბლიური ალუზიები და  ირეალური ამბები, სარკეა დღევანდელი საქართველოსი, სარკე, რომელიც ავტორმა მოგვაწოდა და გვთხოვს − გავბედოთ და შიგ ჩავიხედოთ!
    26.95
    ანთოლოგია - დროთა კავშირი (XX საუკუნის ქართული ფანტასტიკური მოთხრობები)
    კრებული გამომცემლობა: მედუზა კრებულში, “დროთა კავშირი”, 1967-1984 წლებში გამოცემული ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის გამორჩეული ნიმუშებია თავმოყრილი. აქ წაიკითხავთ ამბებს ხელოვნურ ტვინზე, რომლის გამოთვლებზეც მთლიანი კაცობრიობის ბედია დამოკიდებული; კოსმოსური მისიის სახიფათო თავგადასავალზე, რომელიც თავგანწირვის ისტორიას გვიყვება; უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელ ბოროტმოქმედებზე, რომელთა საქმიანობამ დედამიწელთა კულტურაზე წარუშლელი კვალი დატოვა; ქართველ გმირზე, რომელიც უტოპიურ სამყაროში ამოყოფს თავს; წარსულში მოგზაურობის ამბავზე, რომელიც სამეცნიერო გამოგონების არასწორ ხელებში ჩავარდნის საშიშროებას ამხელს; პოსტაპოკალიფსურ რეალობაზე, რომელიც ატომური იარაღის დამანგრეველი ძალის საზარელ შედეგს გვაჩვენებს; და ქართველ ექიმზე, რომელიც კოსმოსში მოგზაურობიდან დაბრუნებული, პოსტპანდემიურ დედამიწაზე ამოყოფს თავს. სამეცნიერო ფანტასტიკური ამბები მრავალფეროვან, ჩამთრევ ისტორიებს გვიყვებიან მოგზაურობაზე — იქნება ის დროში, კოსმოსში თუ ადამიანის შინაგან სამყაროში. თავად მათი კითხვაც ერთგვარი მოგზაურობაა გასული საუკუნის 60-80-იანი წლების საქართველოში. ეს უნიკალური კულტურული არტეფაქტები გვანდობენ იმას, თუ რაზე დარდობდნენ ან რაზე დარდი ევალებოდათ საბჭოთა რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყნის შვილებს. სწორედ გულწრფელი განცდებისა და პარტიის მიერ ნაკარნახევი დირექტივების ეს უცნაური ნაზავი აქცევს კრებულს აუცილებელ საკითხავად ყველასთვის, ვინც საქართველოს უახლოესი წარსულით ინტერესდება.
    16.9
    ანტონ ფურცელაძე
    სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L წიგნში შესულია ანტონ ფურცელაძის მოთხრობები: ,,მაცი ხვიტია", ,,მართა", ,,ჩვენებური საქმის ბოლო", ,,ქიტესა"
    15.95