santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ბედუინი
    ავტორი: ნეფერტარი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    14.9
    ბელზებელი
    ავტორი:  ელენე ჯაფარიძე   რომანი „ბელზებელი“ ერთ პატარა, მიყრუებულ დაბაში მცხოვრები ადამიანების შესახებ მოგვითხრობს. დროის სხვადასხვა პერიოდში ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი ამბავი ვითარდება – 13 წლის არჩის, რომელიც მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრიდან გარბის და ახალგაზრდა ნელის, რომელსაც თავისი ინგლისურის მასწავლებელი უყვარდება.   რომანი „ბელზებელი“ ოცნებებსა და უკიდეგანოდ ძლიერ შიშზეა. შიშზე, რომელიც ყველგან და ყველაშია და დაბრკოლებებს უქმნის მთავარ გმირებს ბედნიერების მოპოვებაში. მოახერხებენ თუ არა ისინი თავი დააღწიონ შიშის მარწუხებს? საკუთარ თავში და გარემოში მყოფი ბელზებელი დაამარცხონ? თუ სამუდამოდ დაემშვიდობებიან იმედს და ბელზებელის უსასრულო ტყვეობაში აღმოჩნდებიან? რომანი „ბელზებელი“ ერთ პატარა, მიყრუებულ დაბაში მცხოვრები ადამიანების შესახებ მოგვითხრობს. დროის სხვადასხვა პერიოდში ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი ამბავი ვითარდება – 13 წლის არჩის, რომელიც მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრიდან გარბის და ახალგაზრდა ნელის, რომელსაც თავისი ინგლისურის მასწავლებელი უყვარდება.   რომანი „ბელზებელი“ ოცნებებსა და უკიდეგანოდ ძლიერ შიშზეა. შიშზე, რომელიც ყველგან და ყველაშია და დაბრკოლებებს უქმნის მთავარ გმირებს ბედნიერების მოპოვებაში. მოახერხებენ თუ არა ისინი თავი დააღწიონ შიშის მარწუხებს? საკუთარ თავში და გარემოში მყოფი ბელზებელი დაამარცხონ? თუ სამუდამოდ დაემშვიდობებიან იმედს და ბელზებელის უსასრულო ტყვეობაში აღმოჩნდებიან?
    17.5
    ბესტსელერი
    ავტორი: ბექა ადამაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    ბეტონების იქით
    ავტორი: მათე ბაღაშვილი   "ბეტონების იქით" - „ბეტონების იქით“ ავტობიოგრაფიული ფაქტებითა და ილუზიებით ნაკარნახები ნაწარმოებია და ის გარეუბნელი ბიჭის ამბავს გვიყვება _ მის მეხსიერებაში ჩარჩენილ ყველაზე მძაფრ და მნიშვნელოვან თავგადასავლებს. ამბავი გეტოში ცხოვრების თავისებურებებზე, იქ დამკვიდრებულ სოციალურ-კულტურულ ღირებულებებზეა. შეუცნობლისადმი შიშზეა, აკრძალულ სამყაროზეა, რომლისგანაც ბიჭს ბეტონის გრძელი კედელი ყოფს. და რა ხდება მაშინ, თუ ბუნდოვანების გაფანტვის, კითხვებზე პასუხების მიღების, შიშის დაძლევისა და წარსულის ტყვეობისგან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად ბეტონის კედლის გადალახვას მიიჩნევ?
    11.95
    ბინიტა – გზა კაცრიელი
    ავტორი: საბა სავანელი   ეს საბა სავანელის რომანის „ბინიტა – გზა უკაცრიელის“ მეორე ნაწილია. დაბრუნების იმედი დაკარგა, დონდო მიემგზავრება მის მოსაძებნად. ქალაქი ქალაქს მისდევს - მათი შეხვედრა მოულოდნელი აღმოჩნდება. პირისპირ მდგომი ორი ადამიანი თავისუფლების სიყვარულით იმუხტება, თუმცა ერთი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ემხრობა, ხოლო მეორეს უმრავლესობის არჩევანის დაცვა აუცილებელ ვალდებულებად უღიარებია. დედამიწა „კაცრიელია“, ხოლო სრული თავისუფლება მხოლოდ უკაცრიელ სამყაროში მიიღწევა. დათმო თავისუფლება თუ დაარღვიო კანონები – პერსონაჟები რთული გადაწყვეტილების წინაშე დგებიან.   
    9.95
    ბინიტა. გზა უკაცრიელი
    ავტორი: საბა სავანელი   ამბის მთავარი პერსონაჟი 18 წლის ხელოვანი გოგოა. ერთი შეხედვით, თითქოს არაფრით გამორჩეულ მოზარდს, გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ადამიანები ერთმანეთს უნდა გაფრთხილებოდნენ, თავიანთი უპირატესობით სხვისი უფლებები არ უნდა შეელახათ; ვერ წარმოედგინა, რომ თავისი ქვეყნის მიწაზე უსაფრთხოდ გადაადგილებას მავთულხლართებით შეუზღუდავდნენ, და ერთხელაც შესაძლოა არსებობის უფლებაც კი წაერთმიათ. რა ხდება მაშინ, როცა უცნაურ და უკაცრიელ გზაზე აღმოჩნდები, სადაც გგონია, რომ ცხოვრება დამთავრდა?! ყველაზე საინტერესო სწორედ აქ იწყება...
    15.95
    ბნელ წყლებში
    ავტორი: ირმა ტაველიძე სერიის დასახელება ET CETERA   გა­სუ­ლი საუ­კუ­ნის მი­წუ­რულს პრო­ვინ­ციუ­ლი თეატ­რის და­სი ჟან ჟენეს „მოახ­ლეების“ დად­გმი­სთ­ვის ემ­ზადე­ბა. რე­პე­ტი­ციე­ბი დაწყებუ­ლია, რო­ცა იან­ვრის ერთ დი­ლას თეატ­რი­სკენ მიმა­ვალი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გო­ნე­ბას კარგავს და მთელ თვეს საავად­მყო­ფო­ში ატა­რებს. თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გო­გო­ნე­ბის ხში­რი სტუმ­რო­ბით გა­ბეზრებული ალექ­სან­დრე თავის სა­ფიქ­რალს მის­ცე­მია. თან­და­თან ირ­კვე­ვა, რომ მი­სი წარ­სუ­ლი მტკივ­ნეულ, ვერდავიწ­ყე­ბულ ამ­ბებს ინახავს, მო­მა­ვალში კი არანაკლებ მტკივ­ნეუ­ლი მოულოდ­ნე­ლო­ბაა... „ბნელ წყლებ­ში“ ირ­მა ტა­ვე­ლი­ძის პირ­ვე­ლი რო­მა­ნია. ირ­მა ტავე­ლი­ძე ავ­ტო­რია მოთხრობე­ბის ორი კრე­ბულისა („ავტო­ბიოგ­რა­ფია ფრან­გულად“ და „აღ­მო­სავ­ლე­თის გა­მო­გო­ნე­ბა“) და ესეე­ბის წიგ­ნისა („სტა­ლი­ნის ნაძ­ვე­ბი და სხვა ტექ­სტე­ბი“) .  
    14.95
    ბნელია გზა - პირველყოფილი წყვდიადი
    ავტორი: გიორგი ხარაიშვილი სიბნელის შვილებმა ყველაზე უკეთ იციან სინათლის ფასი...“ პატარა სოფლელი ბიჭი, მამის სახელოვან საბრძოლო მოგონებებსა და ზღაპრებზე რომ გაიზარდა, საკუთარი გზის პოვნას ცდილობს, სახელსა და დიდებაზე ოცნებობს. მოკლე დროში კაელი, პროფესიონალ მებრძოლად ქცეული, თავისი სამყაროს ბედის განმსაზღვრელი მოვლენების შუაგულში აღმოჩნდება - ორად გახლეჩილი სამყარო, თეთრი და შავი ტაძარი, სიგიჟის მთები, შავი მხედრები, მაქციები, მაგუსები და არაქნუსები....
    24.95
    ბოლო ზარი
    ავტორი: ლაშა ბუღაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს, ნინჩოს, ოცდაერთი წლის კრიმინალი ნადრიკუჩა უყვარს. ამავე დროს ნინჩოს მოხიბვლას მისი კლასელი დემურიც ცდილობს. რით ერთობიან თბილისელი თინეიჯერები, რატომ უნდა სკოლის აფეთქება ნუციკოს, ვის შეუყვარდება დემური და რით დასრულდება ეს ყველაფერი, შეიტყობთ ლაშა ბუღაძის რომანიდან “ბოლო ზარი”.
    10.9
    ბოლოს იყო სიტყვა
    ავტორი: ჯაბა ზარქუა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    11.9
    ბორიაყი
    ავტორი: ოთარ ჩხეიძე სერია: 10 რომანი დიქტატურაზე „ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“ 1974 წელს გამოქვეყნდა. ამ დროს თითქოს უკვე მიმცხრალია საბჭოური რეპრესიები, უფრო სწორად, სიკვდილით აღარ უსწორდებიან თავისუფალ სიტყვას, მაგრამ მაინც ძალიან სახიფათოა 1924 წლის აჯანყებაზე წერა, მეოცე საუკუნის ოციანი წლების სრული და ობიექტური სურათის აღდგენა.   თავიდანვე აბსურდულად გამოიყურება ნიკუშა ჩაჩანიძის სურვილი, გაემგზავროს გორის სოფლებში ხალხური მუსიკალური ნიმუშების მოსაძიებლად, შეადგინოს თავისი სამოქმედო გეგმა და მარშრუტი და ასე იაროს კარდაკარ იმ არეულ დროში, როცა აღარავინ აღარავის ენდობა და ხალხი ისეა დაშინებული, უცხოს კი არა, კარი ლამის ერთმანეთს არ გაუღონ. უკვე საბჭოთა ხელისუფლებას ფეხი მყარად აქვს მოკიდებული საქართველოში, ქვეყანა დამარცხებულია და წელში გატეხილი. ამიტომაც ხდება, რომ ვერც მასპინძლები იჯერებენ ნიკუშა ჩაჩანიძის მოგზაურობის ნამდვილ მიზანს და მას, როგორც მხსნელს, როგორც ქვეყნის გასათავისუფლებლად რაღაც არარსებული შეთქმულების ერთ-ერთ თავკაცს, ისე უყურებენ...   ოთარ ჩხეიძის შემოქმედება იმიტომ არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებისა, რომ მასთან ყველაფერს მსჭვალავს ეროვნული, ქართული ხასიათი. ამ არტისტიზმს კი საოცარი იქნებოდა გულგრილი დაეტოვებინა ქართული კინემატოგრაფი. არადა, მხოლოდ ქართული კინოს ნამდვილი გენიოსი გიორგი შენგელაია მიხვდა, რა სიღრმისა და მნიშვნელობის ფილმი შეიძლებოდა შექმნილიყო ოთარ ჩხეიძის რომანის მიხედვით. გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ მართლაც ყოველმხრივ უნიკალური ფილმია, რასაც, პირველ ყოვლისა, ლიტერატურული პირველწყაროს – გენიალური „ბორიაყის“ დიდი მხატვრული ღირებულება განაპირობებს“, – გიორგი ლობჟანიძე.
    29.95
    ბრინჯაოს ქალაქი
    ავტორი: გიორგი კვიტატიანი   პირველად ქაოსი მაშინ შეირხა, როდესაც სისხლისფერი სინათლით ამოვსებულ სიშავეში აკეს ყურს ძვლების მსხვრევის ხმა მისწვდა, ყნოსვა კი დამწვარი ხორცის სუნმა დაუხშო. ქაოსი შეირხა, იმძლავრა, აზვირთდა და ყველასა და ყველაფრის წამლეკავ ძალად დაიწყო ფორმირება, უნებართვოდ გამოპარვა და ზოგჯერ ამ ძალის მფლობელისთვისაც შემზარავი გამოვლინება. ყველამ ვიცით, როგორ დასრულდა იკარუსის ამბავი — ინტერესითა და ამბიციით გათამამებულმა როგორ გადაწყვიტა მზეს შეხებოდა და, შედეგად, საშინელი ტანჯვა იგემა… მაგრამ რა იქნებოდა, აგონიაში კი არა, ღიმილით თუ დაიფერფლებოდა? იქნებ, ასე გრანდიოზულადაც ჰქონდა წასვლა დაგეგმილი? წარსულის ტრაგედიით გატანჯული აკეც მის მსგავსად ცდილობს შეეხოს მზეს და მაგიითა და მისტერიებით სავსე ეს გახრწნილი სამყარო, იდუმალებით მოცული არქაული არსება კაბალები და მათი მომთვინიერებელი რჩეული კაბალერები, ერთმანეთის ზიზღითა და მცდარი რწმენებით დაბრმავებული სახელმწიფოები, თვალწარმტაცი ქალაქები და მათ ქვეშ დამარხული საუკუნოვანი საიდუმლოები, არანაკლებ გახრწნილი მეთოდებით ამოატრიალოს. დაე, შესრულდეს შემქმნელის ნება და, უსახელო აკემ, იპოვოს პასუხები თავის ამბიციებზე! დაე, ცეცხლმა უყოს პირი ყოველივეს!
    26.9
    ბუნების კარი 2ტ
    ავტორი: იაკობ გოგებაშვილი  
    25
    ბუნკერი
    ავტორი: ივა ფეზუაშივილი გამომცემლობა: ინტელექტი ქმარდაკარგული მილა მომავალს გენას გარეშე დაგეგმავს. მათი ქალიშვილი ზემა სისტემის ნაწილი ხდება და გადაწყვეტს, რომ შურისძიებაა ერთადერთი, რასაც უნდა ემსახუროს. ლაზარე კი – ოჯახის უმცროსი წევრი, რომელსაც მემარცხენე იდეების გატარება ცხოვრების წესად უქცევია, ერთხელაც თავისი პრინციპების დათმობის წინაშე დგება.   ივა ფეზუაშვილის ახალ რომანში ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ... წიგნისთვის ავტორს 2020 წელს წინანდლის პრემია გადაეცა. წიგნისთვის ავტორს 2021 წელს გადაეცა „საბასა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სპეციალური პრემია: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში. ივა ფეზუაშვილი პირველი ავტორია, ვინც განახლებული ფორმატის, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) მფლობელი გახდა ამ რომანისთვის 2022 წელს. სხვა წლებისგან განსხვავებით, ჟიურიმ ამჯერად მხოლოდ ერთი, მთავარი გამარჯვებული დაასახელა. 
    12
    გადამალვა
    ავტორი: ალეკო შუღლაძე სერიის დასახელება ET CETERA   ალეკო შუღლაძე 90-იანებში გამოჩნდა და მაშინვე მიიზიდა მკითხველი თავისი იოლად გამოსარჩევი წერის მანერით, რომელშიც ლაღი იუმორი, ხედვის პარადოქსალურობა და ეგზისტენციალური სიმძიმეები ორგანულად ერწყმოდა ერთმანეთს. მოთხრობების კრებული „გაქცევის მცდელობა“, რომანი „სამსარა“, მანიფესტების ციკლი, გაბნეული ლიტერატურულ პერიოდიკაში... და ამის შემდეგ ის ლიტერატურული სივრციდან გაქრა. გადაიმალა. 15 წლით...     რომან „გადამალვაში“ კი მთელი ეს პერიოდია ჩაწნეხილი: 15 წლის განმავლობაში ნაფიქრი, განცდილი და თავს გადამხდარი. ეს წიგნი კონტრასტების წიგნია. ალეკო შუღლაძე ინარჩუნებს თავის სტილს, რომლითაც ლიტერატურაში მოვიდა და ახალ ტონალობებს სძენს მას. ესაა რომანი, სადაც სიკვდილს და ავადმყოფობას ებრძვიან, სადაც ადამიანები ურთიერთთანადგომას სწავლობენ ამ ბრძოლაში, სადაც სტერეოტიპებისა და კომპლექსებისგან თავისუფლდებიან. შოთა იათაშვილი
    14.95
    გადამწვარი ხიდები
    ავტორი: ნათია ჯაგოდნიშვილი "გადამწვარი ხიდები"" ახალგაზრდა კაცის უცნაურ ბედისწერაზე გვიყვება. ეს ამბავი დიდ და ამაღელვებელ სიყვარულზეა... 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გეგა ცეცხლაძის თავისუფლება ასეთია: თავისუფალია საყვარელი საქმისგან, საყვარელი ქალისგან, უფლებებისგან, იმედებისგან, ოცნებებისგან... ტვირთად აკიდებული წარსულით შუა გზაზე ბედის ანაბარად მიტოვებულს საკუთარი სიცოცხლის გამართლების ერთი მიზეზიც კი აღარ დარჩენია... და როცა წასასვლელიც არსაით აქვს, საქმეში კვლავ ბედისწერა ერევა! ბედისწერამ კი დანდობა არ იცისო და... გეგა ანას შეახვედრა! ახლა შეუძლებელი შესაძლებელი უნდა გახდეს; ახლა სიმართლე უნდა ითქვას და, როცა უკვე უკან დასახევი გზაც აღარ არის, უნდა ადგე და... ყველა ხიდი გადაწვა!"
    14.95
    გამოსვლის წიგნი
    ავტორი: ირაკლი კაკაბაძე გამომცემლობა: ინტელექტი
    9.9
    განზომილება
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე   განზომილება დაუმთავრებელი რომანია, რომელსაც ჯემალ ქარჩხაძე მრავალი წლის მანძილზე წერდა. რომანში 80-იანი წლების მიწურულის საქართველოა ასახული, როდესაც საბჭოთა სისტემა საბოლოოდ იშლება და საზოგადოება სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდება ახალი რეალობების წინაშე. რომანი რამდენიმე თავისთავად დასრულებული ნაწილიგან შედგება. განზომილება სავსეა მხატვრული და ენობრივი ექსპერიმენტებით და იძლევა უზარმაზარ რესურსს ინტელექტუალური და ფილოსოფიური განსჯისათვის.
    26.9
    განჯადოება
    ავტორი: ბესო ხვედელიძე გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა კატმანდუს ტრიბჰუვანის აეროპორტში ახლად ჩასული ალექსი თითქოს ბავშვობისდროინდელ ძველ სახლს უბრუნდება. გატეხილი და ძალაგამოცლილი სხეული იმედით ევსება – სწორედ აქ უნდა დაიწყოს მისი ფერფლიდან აღდგენა, მისი გათავისუფლება იმ წნეხისგან, რომლადაც მას უიღბლო ევროპული სიყვარული და ნაცრისფერი თბილისი ექცა. მისთვის ნეპალი ის განსაწმენდელია, სადაც ცოდვილებს მაღალი მთები და ბუნების ნამდვილი შვილები ელიან, რათა გულში ჩაიკრან და საკუთარ თავში ჩაახედონ
    6.9
    განჯის კარი
    ავტორი: აბო იაშაღაშვილი გამომცემლობა: ნეკერი
    9.9
    გაორება
    ავტორი: ქეთი ბარნაბიშვლილი   ყოფილი მოდელი და მსახიობი, თეო გელაშვილი მოულოდნელ მოსაწვევს მიიღებს – უცნობი არტისტი პერსონალურ გამოფენაზე ეპატიჟება. თეოს მოსაწყენ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, თუმცა პოლიციელ მეუღლესთან ურთიერთობის უღიმღამო სიმშვიდეს ისეთი ვნებათაღელვა და ქარტეხილები ენაცვლება, რომ ქალს უზარმაზარი დილემის წინაშე აყენებს... არჩევანის გაკეთება უწევთ სხვა პერსონაჟებსაც – სიყვარული მათ წალეკვით, ან ისეთი ტრანსფორმაციებით ემუქრება, რომელსაც ყველა ვერ უძლებს...   „გაორება“ არის რომანი, რომელსაც წინასწარ ვერ მოჰყვები, ის წაკითხვისას თავად უნდა განიცადო. რომანი იმ სულიერ გრადაციებზე მოგვითხრობს, საკუთარი თუ სხვისი პიროვნების შეცნობის გზაზე მყოფი ადამიანი რომ გაივლის, მით უფრო, როდესაც ის მგზნებარედ შეყვარებულია.   ტრადიციად ქცეული გამოცდილება, ურთიერთობები, იმის მოლოდინი, რომ თითქოს აქაც ყველაფერი ბანალურად უნდა წარიმართოს, არ მართლდება. რომანის მთავარი გმირები სწორედ ერთმანეთთან ყოფნით აღმოაჩენენ, თუ რამდენად მარტოსულები არიან. რაც უნდა პარადოქსული იყოს, ვირტუალური ნაცნობობა მათ ნამდვილი ცხოვრების ვნებას უღვივებს. მძაფრი ემოციები და შთაბეჭდილებები, მოულოდნელი სიუჟეტური პასაჟები, ერთგვარად ნაცნობი, თუმცა მაინც იდუმალი პერსონაჟები – ეს ყველაფერი ქეთი ბარნაბიშვილის რომანს ჩამთრევად საკითხავ ტექსტად აქცევს. თხრობის მსუბუქი და ექსპრესიული მანერა კი გაგიჩენთ განცდას, რომ მხოლოდ კი არ კითხულობთ, არამედ ამ წიგნს ფილმადაც უყურებთ.
    14.95
    გარდასულები
    ავტორი: იაგო თვალაბეიშვილი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი - 2018 მცემლობა: პალიტრა L
    11.95
    გასაბერი ანგელოზი
    ავტორი: ზაზა ბურჭულაძე
    12.9
    გასტონის კრეპერია
    ავტორი: მაკა ცხვედიანი გამომცელობა: ინტელექტი
    11.95