santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • გაუპიროვნება
    ავტორი: ნატა შაველაშვილი     და ვინ ხარ შენ? ადამიანი, რომელიც შენ შექმენი თუ ის ვინც სხვებმა შეგქმნეს და „შენ“ დაარქვეს. დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც გიფიქრია იმაზე, რომ ეს ის საქმე არ არის რასაც უნდა აკეთებდე, ეს ის ადამიანები არ არიან ვისთანაც უნდა მეგობრობდე, ეს ის სამსახური არ არის სადაც უნდა მუშაობდე, ეს ის ქალაქი არ არის სადაც უნდა ცხოვრობდე, ეს ის ადამიანი არ არის ვინც გინდოდა, რომ ყოფილიყავი და ყოველთვის არსებობს სიტყვა,განცდა და ემოცია- „ ისე, რომ მოვქცეულიყავი როგორც მე მინდოდა რა იქნებოდა დღეს....“ და რა მოხდება მაშინ როცა ყველანი ვინც გიცნობდნენ აღმოაჩენენ, რომ შენ არ არსებობდი. უბრალო პროექცია იყავი მათ სამყაროში, იდეა რომელსაც ხორცი მათვე შეასხეს და თითოეულმა ისეთი შეგქმნეს როგორიც უნდოდათ, რომ ყოფილიყავი. მათი სურვილებისა და მახასიათებლების ნაკრები, რომელიც ერთ იდეაში მოაქციეს - დიახ, ეს შენ ხარ - ადამიანი პიროვნების გარეშე.
    33
    გველები მაზუთის გუბეებში
    ავტორი: ბექა ახალაია   ბექა ახალაიას რომანი „გველები მაზუთის გუბეებში“ ოთხი ნაწილისგან შედგება. თითოეულ ნაწილს საკუთარი მთავარი გმირი ჰყავს და ყველა მათგანი ნაწარმოების სხვა ნაწილში მეორეხარისხოვანი პერსონაჟის სახით გვხვდება. ეს ხერხი, ერთი მხრივ, შინაარსობრივად კრავს რომანს, მეორე მხრივ კი, პერსონაჟების სხვა კუთხით დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, როგორი მნიშვნელოვანია ამბის აღსაქმელად ხედვის კუთხის ცვლილება.   წიგნის ოთხი თავის მთავარ გმირებს – ოთხ სხვადასხვა ასაკის, სრულიად სხვადასხვა პროფესიის, ხასიათისა და მისწრაფების მამაკაცს – ერთი რამ აერთიანებს: თითოეული მათგანის ცხოვრებაში ხდება რაღაც ისეთი, რაც მათი საზოგადოების დიდ ნაწილთან, ზოგჯერ კი საკუთარ ოჯახთან დაპირისპირების მიზეზი ხდება. საბოლოოდ კი, ყოველი მათგანი ახერხებს ამ ბრძოლაში საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩეს.   წიგნის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მეოთხე თავია – ახალგაზრდა მწერლის ამბავი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს, ახლად გაღვიძებული, აღმოაჩენს, რომ თავს გადამხდარი სრულიად უბრალო და, ცოტა არ იყოს, უხერხული ამბის შემთხვევით გასაჯაროების შემდეგ, „ქართველი მწერლის ზოგადი, შეურყვნელი სახის დამცრობის მცდელობის გამო“, არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, რეალურ ცხოვრებაშიც წარმოუდგენელი თავდასხმების სამიზნე გამხდარა და ცდილობს, ამ მიზანმიმართულ კამპანიას მშობლიურ კუთხეში გახიზვნით გაერიდოს. იქაურობასთან უამრავი საინტერესო ადამიანი და ამბავია დაკავშირებული, რომლებიც მკითხველის თვალწინ ცოცხლდება და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.   ბექა ახალაიამ 2017 წელს სადებიუტო პოეტური კრებულით „საბას“ პრემია მოიპოვა. „გველები მაზუთის გუბეებში“ კი მისი პირველი რომანია.
    18.95
    გზაზე ერთი კაცი მიდიოდა
    ავტორი: ოთარ ჭილაძე  გამომცემლობა: არეტე
    25
    სიახლე
    გოა მშვიდობისა
    ავტორი: ბესო ხვედელიძე კარგია, როდესაც კოლეგაზე არა კოლეგიალური სოლიდარულობის გამო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მისი ტექსტის მხატვრული ღირებულებების გამო წერ. ასეთი რამ, რა თქმა უნდა, ვიყოთ გულწრფელები, იშვიათად ხდება ცხოვრებაში – და ეს კონკრეტული შემთხვევა, საბედნიეროდ, სწორედაც რომ ასეთია. ამიტომ სიამოვნებით ვიყენებ ამ შესაძლებლობას. გოა მშვიდობისა, ბესო ხვედელიძის ნეპალური სერიის მორიგი ეპიზოდია. მეც, ბევრი სხვასავით, ამ სერიის ერთგული მკითხველი და გულშემატკივარი ვარ და აქედან გამომდინარე, თითოეულ ეპიზოდს მისი გამოჩენისთანავე ვკითხულობ. „გოა მშვიდობისა”, ჩემი აზრით, ნეპალური სერიის ყველაზე მნიშვნელოვანი და ესთეტიკურად სრულყოფილი ტექსტია. რთულია, განსაზღვრო ამ ტექსტის ჟანრი. ის ერთდროულად რომანიცაა, მოგზაურის ჩანაწერებიც, თვითშემეცნების ეგზისტენციალური ტრაქტატიც, ტურისტული გზამკვლევიც და მემუარებიც. ნებისმიერ შემთხვევაში ბესოსა და ალექსას ახალ თავგადასავალს მიყოლილი მკითხველი პირველ რიგში ნამდვილ ლიტერატურაში მოხვდება სამოგზაუროდ. Bon voyage! დავით ქართველიშვილი
    12.9
    სიახლე
    გოგონა მთვარიდან
    ავტორი: უჩა თხელიძე ეს წიგნი კარგო შენზე არის, და ეს შენც იცი. შენ წახვედი და შევეჩვიე მეც მარტოობას. ახლა როდესაც მარტოდ ყოფნის ხიბლიც კი ვიცი, გაგიკვირდება, შენით მიყვარს ეს მარტოობაც. ეს წიგნი მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის. იგი ორ ნაწილადაა გაყოფილი, პროზად და პოეზიად. თუმცა რეალურად ეს ორი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განუყოფელია. ორივე მათგანს ერთი ადრესატი ჰყავს. ჩემთვის ეს ლექსები ყველაზე მუსიკალური რამაა, რაც შემიძლია გავიხსენო. ისინი ინახავენ მოგონებებს, რომლებმაც შემაძლებინეს ფრენა. ამავდროულად, იმ მოგონებებსაც, რომლებმაც ძირს დამანარცხეს. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს ბოლოს ხომ მაინც ყველაფერი ტკბილად გაგონდება, არა!? ამიტომაც მიყვარს სიგიჟემდე. მაგიური რეალიზმის ჟანრის მოთხრობაში კი მოყოლილია, სასიყვარულო ურთიერთობა. დროის, როგორც პიროვნების და ბიჭის თავგადასავალი, რომელიც დაკარგული სიყვარულის დაბრუნებას ცდილობს. სტუმრობა ზეცასა და მიწისქვეშეთის სამეფოში. შეხვედრა კიდევ სხვა მაგიურ პერსონაჟებთან და ჭიდილი სიკვდილთან, რომლისაც დროსაც კი ეშინია. ავტორი  
    15
    გოგონა ცრემლიანი თვალებით
    ავტორი: ბექა გელაშვილი   ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბევრი კარგი მოგონების დაგროვებაა. ყველაფერი დაინგრევა, დაიწვება, დამთავრდება. ყველაფერს მიწა, ცეცხლი ან დრო შთანთქავს. ადამიანი, თვით ადამიანიც კი გაქრება, ადამიანისგან შექმნილ განსხვავებულ და საოცარ მოგონებებს კი დედამიწა იქამდე შეინახავს, სანამ იარსებებს. სიკვდილის წინ თუ გვექნება ის რამდენიმე წამი, საკუთარ წარსულს თვალი რომ გადავავლოთ, ღრმად მწამს, ჩვენი საყვარელი ადამიანები და მათთან გატარებული მნიშვნელოვანი წუთები გაგვახსენდება. წიგნის დიდი ნაწილი რეალურ ამბავზეა აგებული. შეცვლილია პერსონაჟის სახელები. საკუთარ თავზე შეყვარებული ახალგაზრდა მამაკაცი ადამიანებისადმი მიყენებული ტკივილით საზრდოობს. ყოველი გატეხილი გულის შემდეგ, მის სხეულში არსებული დანაწევრებული სული შვებას გრძნობს. მთავარი პერსონაჟის არაფრისმომცემი ცხოვრება იქამდე მიმდინარეობს ეგოისტურად, სანამ არ შეხვდება ადამიანებს, რომლებიც მას მიწაზე დაანარცხებენ.    
    15
    გოდორი
    ავტორი: ოთარ ჭილაძე  ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება… სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია… ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შემქმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს.“ - წერდა ოთარ ჭილაძე, ქართული ლიტერატურის სინდისი, რომლიც პროზაც, პოეზიაც და წერილებიც მწერლის პასუხისმგებლობისა და სინდისიერების უზადო ნიმუშია.
    25
    გორა მბორგალი
    ავტორი: ჭაბუა ამირეჯიბი   ,,პატიმარს უფლება სრულიად არაფრისა ჰქონდა. ყველაფერი აკრძალული იყო და როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია ასეც გახლდათ. ყველაფერი შეიძლებოდა და ამის გამო იყო ის დრო მშვენიერი! ამაში ცუდი არაფერია. განა ვინმეს, სადმე, როდისმე, ვისთვისმე და რისიმე უფლება ნებაყოფლობით მიუცია? უფლება შეიძლება მოიპოვო, მოიტაცო, მიითვისო, გამოსძალო, ეშმაკობით ჩაიგდო ხელში, მოიპოვო, მაგრამ თუ ჭკუამყოფელი ხარ, საჩუქრად არ უნდა მოელოდე, რადგან ისტორიამ დაამტკიცა..."
    29.9
    გროსმაისტერი
    ავტორი: სოფო არდია   რამდენი ადამიანიცაა — იმდენი ისტორიაა. მთავარია, შენი ისტორია იმ ერთისას დაემთხვას... ეს ისტორია კი ერთ ჭკვიან მანიპულატორ ადამიანზეა, რომელიც სხვებით თამაშობდა და თავისი მიზნის მისაღწევად არაფერს იშურებდა. ის ყველაზე ცნობილი იყო იმ დროს, ყველაზე პოპულარული... მაგრამ სინამდვილეში მას მაინც არავინ იცნობდა.
    17
    გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა
    ავტორი: ნატო დავითაშვილი „გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა“ ნ. დავითაშვილის „იროელთა ქრონიკების“ ბოლო წიგნიცაა და პირველიც.როგორც ქრონიკების მე-7 წიგნი,ეს ბოლოა და ამით სრულდება დიდი თავგადასავალი.თუმცა „ნისლთა მოსვლა“ ყველაფრის დასაწყისიცაა,ჯადოსნური გასაღები,რომლითაც ექვსი სხვა კარი იღება.„ამბავი ლილე იროელისა“,„როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“,„აიას გზა“,„ლურჯი სუფრის მოცეკვავე“,„ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“,„ნისლებში და ნისლებს მიღმა“ - 6 წიგნი და 6სამყარო, რომელთა დასაწყისიც და დასასრულიც ახლა ხელში გიჭირავთ.
    19.95
    გულივერის მოგზაურობა
    ავტორი:ჯონათან სვიფტი მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე,გია ჭუმბურიძე სერია: გაკვეთლების მერე საკითხავი წიგნში მოთხრობილია ქირურგ ლემუელ გულივერის მოგზაურობა ფანტასტიკურ, გამოგონილ ქვეყნებში. მწერლის მახვილგონიერება გმირის თავგადასავ­ლებს მსოფლმხედველობრივი განსჯის ასპარეზად აქცევს, იუმორი კი ფილოსოფიურ გადახვევებს სილაღეს ანიჭებს.  
    24.95
    დაბადების დღე
    ავტორი: ნინო სადღობელაშვილი გამომცემლობა: ინტელექტი ყდა: რბილი
    11.95
    დაბადების დღე #3.4
    ავტორი:  ნიკოლას მაჩაბელი გამომცემლობა: პალიტრა L
    4
    დაბრუნება
    ავტორი: ნატო დავითაშვილი   ეს არის წიგნი ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელიც შესაძლებელია, ასეთიც იყოს _ ადამიანებითა და სხვებით დასახლებული.
    9.9
    დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი
    ავტორი:  ზურაბ ქარუმიძე
    20.95
    დავით აღმაშენებელი წიგნი I-II
    ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია
    30
    დავით აღმაშენებელი წიგნი III-IV
    ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია
    30
    დავითიანი
    დავით გურამიშვილის ,, დავითიანის" წინამდებარე გამოცემა შედგენილია პარალელური ტექსტების პრინციპით. წიგნის მარცხენა გვერდზე მიდის ორიგინალი, ხოლო მარჯვნივ - თანამედროვე პროზაული ტექსტი. ასეთი გამოცემა, ერთი მხრივ, შეუწყობს ხელს ,, დავითიანის" სწავლებას სკოლებში, ხოლო მეორე მხრივ მისცემს საშუალებას ქართული ლიტერატურითა და ისტორიით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს დაუბრკოლებლად აღიქვან ამ გამორჩეული შედევრის ძირითადი ტექსტი.
    12
    დავითიანი (საკოლექციო)
    ავტორი: დავით გურამიშვილი ქართველი პოეტი. მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი „დავითიანი“ პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა სამშობლოს წინაშე.
    14.95
    დამალობანა
    ავტორი: ელენე ჯაფარიძე სულაკაურის გამომცემლობა ანიკოსა და მისი ოჯახის ამბავი 1992 წელს იწყება, როცა ის, რვა წლის გოგონა, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ტოვებს აფხაზეთს და იწყებს გრძელსა და მძიმე სვლას. მისი არსებობა სავსეა ტკივილით, შიშით, უსამართლობით, სიყვარულით და უზარმაზარი იმედით. ჭუბერის უღელტეხილი ანიკოს ცხოვრების ყველაზე ძნელი გზა არ არის. მას წინ კიდევ უამრავი სირთულე და ტკივილი ელოდება: სამშობლოს დატოვება, უცხო ქვეყანაში გადასახლება და ბრძოლა იქ ადგილის დასამკვიდრებლად; დიდი და მოულოდნელი სიყვარული, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. მებრძოლი და იმედიანი ხასიათი ეხმარება ახალგაზრდა ქალს, მაშინაც კი არ დაკარგოს ოპტიმიზმი, როცა ყველაზე ძალიან უჭირს. შეძლებს კი ის, რომ წარსულის აჩრდილებს სამუდამოდ დააღწიოს თავი? მოახერხებს, რომ უზარმაზარი იმედგაცრუების შემდეგ არ დაემალოს რეალობას?
    10.9
    დამარხული ვაზი
    ავტორი:  არტურ იურკევიჩი; მალხაზ ჯაჯანიძე   ყველაფერი, რაც ამ წიგნში წერია, მართლა მოხდა. აფხაზეთში, საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში, ომი მართლა იყო, 16 წლის მახოს და მის მეგობრებს მართლა მოუხდათ მშობლიური კერის მიტოვება და, სიცოცხლისა და ღირსების შესანარჩუნებლად, იარაღის ხელში აღება, მალხაზის უფროსი ძმა მართლა ბრძოლით მიიკვლევდა გზას გასაჭირში ჩავარდნილი უმცროსი ძმის დასახსნელად; მშვენიერი ამრაც მართლა ანათებდა... აქ ვერ იხილავთ ვერც პოლიტიკას, ვერც ჰეროიზმს... ეს არის სიყვარულით, ტკივილით, სინანულით, მონატრებით დაწერილი წიგნი... „ეს იმ ომზე დაწერილი ერთადერთი წიგნია, რომელიც წავიკითხე. წავიკითხე ტკივილითა და ტანჯვით, განვიცადე გმირების ბედის ყოველი შემობრუნება. და წამითაც ვერ შევძელი წიგნის გადადება მანამ, სანამ არ დავამთავრე. ეს არის ისტორია, რომლისგანაც ვერ თავისუფლდები.“ – გოგი ხარაბაძე. „ომი, როგორც ყველგან და ნებისმიერ დროს, სწრაფად ცვლის ადამიანს. ამბავი, რომელიც რომანის მთავარ გმირს თავს გადახდა, ამის დასტურია. ეს საინტერესო რომანი ადამიანის სიყვარულით და ომის სიძულვილით არის გაჟღენთილი.“ – გურამ ოდიშარია. „ამ წიგნმა მომძებნა მაშინ, როცა გულუბრყვილოდ მეგონა, რომ აფხაზეთის ომზე დაწერილი ყველა წიგნი უკვე წაკითხული მქონდა. და აი, აღმოვაჩინე, რომ მათ შორის საუკეთესოს შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი და, რაც მთავარია, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი კარგი წიგნის ავტორი არა რომელიმე აფხაზი ან ქართველი, არამედ ლატვიელი მწერალი იქნებოდა. არტურ იურკევიჩს, გარდა ნიჭისა და ცოდნისა, აქვს განსაკუთრებული უნარი, დაინახოს და იგრძნოს კავკასიური სამყარო, რომელიც მისთვის საკმაოდ შორეული და უცნობია. მას ამ წიგნზე მუშაობის დროს, ძალიან მნიშვნელოვანი თანაავტორი ჰყავდა მალხაზ ჯაჯანიძის სახით, რომელიც წიგნში მოთხრობილი ამბის რეალური მონაწილეა. ზოგჯერ ყველაზე კარგ წიგნი ყველაზე დაუჯერებელ ისტორიას უკავშირდება; შეუძლებელი კი არაფერია, თუ საქართველოსთან ისეთი სიყვარული გაკავშირებს, როგორიც არტურ იურკევიჩს აქვს, დაისეთი თავგადასავალი გადაგხდება, როგორიც მალხაზ ჯაჯანიძეს გადახდა...“ – დათო ტურაშვილი
    13.95
    დამწყები (მაქსიმალისტური რომანი)
    ავტორი:  შოთა იათაშვილი გამომცემლობა: პალიტრა L  
    18.95
    დარეკე! დაუბარე!
    ავტორი: ზვიად კვარაცხელია   „დარეკე! დაუბარე!“ ექოების წიგნია. ყორნების ნახმევის მოხელთება მწერლების საქმეა. ეს ფრინველები კი, უფრო ხშირად, მარადისობის საზღვრებს, საიქიო-სააქაოს ჯებირებს დასტრიალებენ. სწორედ ეს ექოები ისმის ზვიად კვარაცხელიას ახალ წიგნში ისევე მკაფიოდ, სულისშემძვრელი სევდითა და თვალუწვდენელი იმედით, როგორც ეს მხოლოდ ყორნებს შეუძლიათ.     „დარეკე! დაუბარე!“ დოკუმენტური ნოველების, ჩანაწერებისა და ლიტერატურული პორტრეტების კრებულია. თითოეულ წერილს თუ ნოველას ჰყავს თავისი პერსონაჟი – საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები, მწერლები, მოღვაწეები თუ ყველასთვის უცნობი, უჩინო ადამიანები.     ამ წიგნში გაცოცხლებული საზოგადოება ერთგვარი „იდეალური მოდელია“, რომლის მეშვეობითაც ზვიად კვარაცხელია მკითხველში იმედს აღვივებს – პიროვნული შესაძლებლობების, თავგანწირვის, სიყვარულის იმედს.  
    15.95
    დაშლა
    ავტორი: დავით გაბუნია გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
    9.9