santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • სიახლე
    სამოთხე
    ავტორი: აბდულრაზაკ გურნა   აბდულრაზაკ გურნას „სამოთხე“ ისტორიული რომანია, რომელიც პირველად 1994 წელს გამოიცა. რომანი კარგად მიიღეს კრიტიკოსებმა და წიგნმა იმავე წელს ბუკერის პრემია დაიმსახურა. ეს შთამბეჭდავი ნაწარმოები ირონიული სათაურით „სამოთხე“, მკითხველს უშველებელი კონტინენტის ბუნებრივ წალკოტში ითრევს, რომელიც სრული ევროპული კოლონიალიზმის ზღვარზე იმყოფება. მოქმედება კოლონიალურ ჩრდილო აფრიკაში მიმდინარეობს. ეს ის დროა, როდესაც ინგლისელები ადგილობრივ მკვიდრთ საკუთარი მიწებიდან ყრიან, ხოლო გერმანელები კონტინენტის ერთი კიდიდან მეორემდე რკინიგზის გაყვანას გეგმავენ. მთავარი მოქმედი გმირი თორმეტი წლის იუსუფია, რომელსაც მამა მდიდარ ვაჭარს ვალების სანაცვლოდ უთმობს.   იუსუფი ძია აზიზის, ექსპლუატატორი მდიდარი ვაჭრის, რომელიც ბიჭს თავიდან თავისი ნამდვილი ბიძა ჰგონია, მაღაზიაში მუშაობს. შემდეგ სავაჭრო ქარავანთან ერთად უწევს მოგზაურობა და ჯერ კიდევ უმწიფარი იუსუფი შეეჯახება აფრიკას, სადაც სასტიკი ტომობრივი ომები მიმდინარეობს, ხალხი ცრურწმენებით ცხოვრობს, გავრცელებულია უამრავი დაავადება და ბავშვთა მონური შრომა ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება. ყველაფერთან ერთად, იუსუფს უიმედოდ უყვარდება ამინა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბევრად უფროს აზიზზე ძალით გაათხოვეს.   ზანზიბარში გაზრდილი მწერალი, რომელიც შემდეგ ინგლისური ლიტერატურის პროფესორი გახდა, ადვილად ახერხებს ერთ ქვაბში ჩაყაროს და ზრდასრული ცხოვრების ისტორიად აქციოს აფრიკელი მუსლიმების, ინდოელი ვაჭრების, ევროპელი ფერმერებისა და ადგილობრივი ტომების შუღლისა და მტრობის ამბავი. აბდულრაზაკ გურნა, რომლის ნაწარმოებები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ხშირად აერთიანებს გეოგრაფიასა და ადამიანების ამბებს, თუმცა, იმავდროულად, თითოეული ამბავი განსაკუთრებულად რჩება. არადამაჯერებლობა, ერთ საკითხზე მრავალი სხვადასხვა მოსაზრების არსებობა და ირონია გურნას ხელწერაა, რაც მის ნაწარმოებებს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.   „სამოთხე“ დაწერილია კაცის მიერ, რომელსაც აფრიკა და აფრიკელები უყვარს, ამიტომ ნაწარმოები ბევრად ახლოს მიდის მკითხველის გულთან, ვიდრე ევროპელი ავტორების მიერ შექმნილი წიგნები. გურნას მიერ დახატული აფრიკა ნამდვილია, ხალისიანი, ლამაზი, მრავალფეროვანი, ხალხი საინტერესო, მათ მიმართ მკითხველი ძალიან ადვილად იმსჭვალება თანაგრძნობით. „სამოთხეში“ მოქმედება მიმდინარეობს პირველ მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც გერმანელები გახდნენ დომინანტი ჯგუფი აღმოსავლეთ აფრიკის იმ ნაწილში, რომელსაც ახლა ტანზანია ეწოდება. წიგნის პერსონაჟები გერმანელებს „ევროპელებს“ ეძახდნენ. აფრიკელებმა იცოდნენ, რომ ისინი სხვებზე დაუნდობლები და სასტიკები იყვნენ.   იუსუფის, რომელიც ევროპის კოლონიალური მმართველობის ბოლო პერიოდში გაიზარდა, ორაზროვან ბუნებას ავტორი იუველირის სიზუსტით აღწერს. ბიჭის მოულოდნელი გადაწყვეტილება წიგნს ერთი ამოსუნთქვით, გნებავთ, ერთი ხელის მოსმით, მაგრამ ძალიან გონივრულად ამთავრებს. იუსუფის არჩევანი, არის შეგნებული არჩევანი და გვაფიქრებს მიზეზებზე, რამაც აიძულა ახალგაზრდა კაცი ნებაყოფლობით შეერთებოდა გერმანულ არმიას.   ავტორის 2021 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვების დროს ჟიურიმ სხვა მოსაზრებებთან ერთად ეს შესანიშნავი რომანიც გაითვალისწინა.   ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა
    27.95
    სამყაროს მშვიდი გულგრილობა
    ავტორი: პეტერ   შტამი   პეტერ შტამი რომანში „სამყაროს მშვიდი გულგრილობა“ მოგვითხრობს უჩვეულო ამბავს. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ერთ დღეს თავის ახალგაზრდა მე-ს შეხვდება და იწყებს მის თვალთვალს. თითქოს ყველაფერი მეორდება, თან არც მეორდება... ისმის კითხვა: შეუძლია ადამიანს გაექცეს ბედს თუ უნდა შეურიგდეს სამყაროს მშვიდ გულგრილობას?
    11.9
    სინათლის მეომრის გზამკვლევი
      პაულო კოელიო თანამედროვეობის ერთ-ერთი პოპულარული ავტორია. მისი ნაწარმოებები 81 ენაზეა თარგმნილი და 225 მილიონზე მეტი ტირაჟითაა გაყიდული. ამ წიგნში არ დაგხვდებათ ჩვეულებრივი ამბავი დასაწყისითა და დასასრულით, სიცილის ან ცრემლის მომგვრელი ჩახლართული სიუჟეტი; მაგრამ თუ გსურთ, ხელთ გქონდეთ გზამკვლევი, რომელიც ცხოვრების მძიმე წუ- თებს შეგიმსუბუქებთ, მაშინ პაულო კოელიოს ეს ნაწარმოები სწორედ შესაფერისია. მწერალი მინიშნებებით ცდილობს იმ გზის ჩვენებას, რომელსაც უნდა მისდიოს ადამიანმა, და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საყოველთაო ღირებულებებს. "სინათლის მეომარია ის, ვისაც შეუძლია სიცოცხლის სასწაულს ჩაწვდეს, უკანასკნელ წუთამდე იბრძოლოს... ეს ყველას შეუძლია. და იმის მიუხედავად, რომ თავს სინათლის მეომრად არავინ მიიჩნევს, ჩვენ ყველანი სწორედაც სინათლის მეომრები ვართ."
    12.9
    ტარას ბულბა
    ავტორი; ნიკოლაი გოგოლი მთარგმნელი: ივანე ახალშენიშვილი „პატარა როდია მდინარე დნესტრი, იქ ბევრი ყურე, ლელიანი, მეჩეჩი და ღრმა ადგილია; ლაპლაპებს, ბზინავს მდინარის სარკისებრი ზედაპირი, ხმიანობენ გედები. ამაყი კოკონაც სწრაფად მიჰქრის; მრავლად იცის ლელიანებში და ნაპირებზე ღალღა, წითელჩიჩახვიანი ტურუხტანი და სხვა მრავალი ფრინველი. სწრაფად მიცურავდნენ კაზაკები თავიანთი ვიწრო ორსაჭიანი ნავებით, მწყობრად უსვამდნენ ნიჩბებს, გვერდს უვლიდნენ მეჩეჩებს, აფრთხობდნენ, აფორიაქებდნენ ფრინველებს და თავიანთ ატამანზე ლაპარაკობდნენ“.
    8
    ტომ ჯონსის, ნაპოვარას ამბავი
    ავტორი: ჰენრი ფილდინგი ინგლისურიდან თარგმნა თაკო ჭილაძემ   მე-18 საუკუნის ინგლისელი დრამატურგისა და მწერლის, ჰენრი ფილდინგის რომანი „ტომ ჯონსის, ნაპოვარას ამბავი“ 1749 წელს, ლონდონში დაიბეჭდა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. ის მოგვიანებით სომერსეტ მოემმა მსოფლიოს ათ საუკეთესო წიგნს შორის მოიხსენია.    პოლიტიკური სატირით განთქმული ფილდინგი ხშირად დარჩენილა შემოსავლის გარეშე, თუმცა მეცენატ რალფ ალენს ის არასდროს მიუტოვებია (მწერლის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილების სწავლის საფასურსაც კი იხდიდა). სწორედ რალფ ალენია „ტომ ჯონსის“ მთავარი პროტაგონისტის – ოლვორთის პროტოტიპი.   სკვაირ ოლვორთის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც საკუთარ სახლში უცხო ჩვილს აღმოაჩენს. მშობლებისგან მიტოვებულ ჩვილს ოლვორთი ტომ ჯონსს დაარქმევს და მის აღზრდას იკისრებს. ეს კომედიური რომანი აღმზრდელობით და პიკარესკულ ხასიათსაც იტევს. ის 18 თავისგან შედგება, თუმცა სიცოცხლით, სიცილით და ბასრი ირონიით სავსე თავს მოუბეზრებლად წაგაკითხებთ და სამუდამოდაც დაგამახსოვრებთ.
    44.95
    ტრაქტატი ლობიოს დაჩურჩვის შესახებ
    ავტორი; ვიესლავ მიშლივსკი   ლობიოს დაჩურჩვა თანამეინახესთან ერთად – პასტორალური სამყაროს, გნებავთ, ფილოსოფიური ნადიმის მეტაფორაა, რომელშიც ერთმანეთზე უფრო ძნელი და მტკივნეული საკითხებია გაცხადებული.   ვიესლავ მიშლივსკის ამ რომანში თავი მოიყარა მე-20 საუკუნის უმთავრესმა პრობლემებმა (ომი, დევნილობა, შიმშილი, ღმერთის ძიება და ა. შ.); რომანის პროტაგონისტის საგულისხმო პროფესია – ელექტრიკოსობა – ტექსტის ძაბვის ხარისხიცაა: მისი (და მთელი ეპოქის) თავგადასავალი „ბუნებრივი განათების“ ფონზე იკითხება – ლამპის გამჭვირვალე ალიდან ელექტრონათურის მძლავრ სხივამდე.   რომანი „ტრაქტატი ლობიოს დაჩურჩვის შესახებ” დაჯილდოებულია პრესტიჟული პოლონური პრემიით „ნიკე“.   პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა
    22.9
    ტრიუმფალური თაღი საკოლექციო
    ავტორი: ერიხ მარია რემარკი ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის! – ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის "ტრიუმფალური თაღის" გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან, რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ. ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი, რომლისკენაც სწრაფვა, ამავდროულად, გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს. ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა. ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი. ...და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, "ტრიუმფალური თაღის" დასასრულს ომი მხოლოდ იწყება.
    14.95
    უსურვილო უბედურება
    პეტერ ჰანდკე – ავსტრიელი მწერალი, დაიბადა 1942 წლის 6 დეკემბერს გრიფენში. უკიდურესად შეჭირვებული ბავშვობა გაატარა იუგოსლავია-სლოვენიის საზღვართან ახლოს. სწავლობდა სამართალმცოდნეობას გრაცში. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია, მათ შორის: გერჰარტ ჰაუპტმანის პრემია (1967), შილერის პრემია (1973), გეორგ ბიუხნერის პრემია (1973), 2019 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.   „უსურვილო უბედურება“1972 წელს გამოიცა და მასში მწერლის დედის ცხოვრება და მისი ტრაგიკული აღსასრულია გადმოცემული.   მოთხრობის სათაური „უსურვილო უბედურება“ ("Wunschloses Unglück") პერიფრაზია გერმანული გამოთქმისა „უსურვილო ბედნიერება“(Wunschloses Glück), რაც უმაღლეს ბედნიერებას ნიშნავს, ბედნიერებას, რომელიც აღარაფერს გვიტოვებს სანატრელს. შესაბამისად, „უსურვილო უბედურება“ უკიდურესი უბედურება იქნება, უბედურება, როცა სურვილის თავიც არ გაქვს.   ეს მოთხრობა ერთ-ერთი უადრესი გერმანულენოვანი პოსტმოდერნისტული თხზულებაა.   გერმანულიდან თარგმნა რუსუდან ბრეგაძემ
    11.95
    უხმო ქვითინი (ქართველთა გადასახლება)
    ავტორი: ილჰან აკინი   ვაგრძელებთ ტრადიციას და ქართულ საზოგადოებას ვაცნობთ ეთნიკურად ქართველ მწერალს ილჰან აკინს, რომელიც 20-მდე რომანის ავტორია. ილჰან აკინი (წინაპართა ქართული გვარი ბერიძე) დაიბადა თურქეთის დუზჯეს პროვინციის სოფელ მუნჯურლუში. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, არაბულ, ქართულ და ჰინდის ენებზე. მწერლის რომანებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „უხმო ქვითინი - ქართველთა გადასახლება“, „წმინდა ბარბარე & ნიკომედია,“ „ოქროს საწმისი“ და სხვ. ილჰან აკინის რომანი „უხმო ქვითინი - ქართველთა გადასახლება“ ქართველ მუჰაჯირთა მიგრაციის მძიმე წლებზე მოგვითხრობს. მწერალმა ისტორიის მწარე ფურცლებს - ქართველთა მუჰაჯირობას რომანის სახე მისცა და ამ წიგნში აჭარიდან გადასახლებული ერთი ოჯახის ფონზე განზოგადებულად აღწერა მე-19 საუკუნის ბოლოს ოსმალეთში გადასახლებული ქართველების სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა და ის ხვედრი, რომელიც ისტორიამ მათ არგუნათ. რომანში უამრავი სიტყვა მოცემულია ქართულად და ფრჩხილებში მათ განმარტებები ახლავს. ეს ის სიტყვებია, ხეხილის, ყურძნის თუ სიმინდის ჯიშებია, რომელიც ავტორს ბავშვობიდან მახსოვრობაში ჩარჩენია, რომელთაც უფრთხილდება და ესათუთება. ილჰან აკინის ეს რომანი 2014 წელს გამოიცა „დუზჯეს ქართული კულტურის ასოციაციის“ ფინანსური მხარდაჭერით. მისასალმებელია, რომ წიგნი სწრაფად გაიყიდა და 2015 წელს ხელმეორედ დაიბეჭდა. ქართული საზოგადოება განებივრებული არ არის მუჰაჯირობის, დედასამშობლოს ფესვებს მოწყვეტილი ემიგრანტების თემაზე დაწერილი მხატვრული ნაწარმოებებით. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი მკითხველი ინტერესით შეხვდება ამ რომანს.
    9.5
    ფასდაკლება
    ფუკოს ქანქარა
    ავტორი: უმბერტო ეკო  ფუ­კოს ქან­ქა­რა“ ცნო­ბი­ლი იტა­ლიე­ლი მწერ­ლი­სა და მეც­ნიე­რის, უმ­ბერტო ეკოს (1932-2016) მეო­რე რო­მა­ნია, რო­მე­ლიც ავ­ტო­რის სა­დე­ბიუ­ტო „ვარ­დის სა­ხელ­ზე“ არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლია მთელ მსოფ­ლიო­ში. ერ­თ-ერ­თი მი­ლა­ნუ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბის რე­დაქ­ტო­რე­ბი ოკულ­ტუ­რი მეც-ნიე­რე­ბე­ბით, საი­დუმ­ლო სა­ზო­გა­დოე­ბე­ბით, მსოფ­ლიო შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბით ერ­თო­ბიან. ასე, თამაშ­-თა­მა­შით, მოი­ფიქ­რე­ბენ „გეგ­მას“, მაგ­რამ მე­ტისმე­ტი მოს­დით: ვი­ღაც მარ­თლა დაი­ჯე­რებს მათ შეთ­ხზულ ის­ტო­რიას და დაუნ­დო­ბელ ბრძო­ლას იწ­ყებს საი­დუმ­ლოს გა­სა­ღე­ბის ხელ­ში ჩა­საგ­დებად...
    19.47 29.95
    ქარბუქი
    ვლადიმირ სოროკინის „ქარბუქი“ პოსტმოდერნისტული რომანია, რომლის მთავარი პერსონაჟი ქარბუქია. იგი სუბიექტიცაა და ობიექტიც, სცენაც და დეკორაციაც.   ექიმმა გარინმა როგორმე უნდა ჩააღწიოს და ჩაიტანოს ვაქცინა სოფელ დოლგოეში, სადაც შავჟამიანობა მძვინვარებს. თუ სნეულებს არ აცრის, ეპიდემია მთელ ქვეყანაში გავრცელდება და ადამიანებს ზომბებად აქცევს. გზა რთულია – ქარბუქი ბობოქრობს, სტიქია, როგორც ადამიანთა ბედის განმსაზღვრელი. ეს არის მეტაფიზიკური მოგზაურობა იქ, სადაც უძრაობაა, დრო კი გაყინული.   რომანი სტილიზებულია მეცხრამეტე საუკუნის ლექსიკით. კითხვისას თანდათან ცხადდება, რომ მოქმედება წარსულში კი არ ხდება, არამედ მომავალში.   ვლადიმირ სოროკინი მრავალი რომანისა და პიესის ავტორია, მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი წიგნები საბჭოთა კავშირის პერიოდის შემდეგ 2002 წელს კიდევ ერთხელ გახდა ცენზურის მსხვერპლი, როდესაც ვლადიმერ პუტინთან ასოცირებულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ მის წინააღმდეგ დიდი კამპანია წამოიწყო და ე. წ. პატრიოტულ-მართლმადიდებლური ორგანიზაციების წევრებმა მისი წიგნები რუსეთში საჯაროდ დაწვეს.
    19.5
    ქონდრისკაცები
    ავტორი: ჰაროლდ პინტერი ინგლისურიდან თარგმნა რუსუდან მახათაძემ     კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე თავის ჩანაწერებში წერს: „მიხარია, რომ ქართულმა თეატრმა ჯერ კიდევ 80-იან წლებში პატივი მიაგო ჰაროლდ პინტერს: ნანა ხატისკაცმა რუსთაველის თეატრის პატარა სცენაზე დადგა მისი „კარისკაცი“, იმდროინდელი ქართული რეპერტუარისთვის უჩვეულო, დახვეწილი, შავი იუმორითა და ტრაგიზმით სავსე სპექტაკლი.     ორი ძმა და კარისკაცი ავთო მახარაძე, მერაბ თავაძე და ბორის წიფურია... სამი ადამიანი, აბსურდულ სიტუაციაში ჩართული, ერთმანეთში ჩახლართული ბედით, ერთმანეთზე ბატონობის წყურვილით შეპყრობილნი. ნანამ, რომელიც სულით ხორცამდე რეჟისორი და ნამდვილი ნოვატორი იყო, მხატვრული ინტუიციით შექმნა ის სივრცე, რომელიც თურმე არსებითი იყო პინტერის დრამატურგიაში. სპექტაკლში ბატონობდა პინტერისეული დუმილი, პერსონაჟთა უეცარი გაჩუმება, რომლის საშუალებითაც ადამიანები ურთიერთობენ და გამოხატავენ აგრესიას ერთმანეთის მიმართ. დუმილი, რომელიც თავის თავში იტევს ტყუილს. რეჟისორმა ამოატივტივა პიესის არსი: ყველაზე ბანალურ  სიტუაციაში – ორი ძმის ურთიერთობაში – გამოააშკარავა ადამიანის შემაშფოთებელი მისწრაფება, დაიმორჩილოს მეორე ადამიანი, ძალაუფლების მოპოვების წყურვილი – ადამიანის იმპერატიული მოთხოვნილება.     სამწუხარო ის არის, რომ სპექტაკლი მაყურებელმა თითქმის ვერ ნახა. ის გენერალური რეპეტიციის მერე აკრძალეს; როგორც ჩანს, ცენზურამ მასში საბჭოთა სინამდვილისთვის შეუფერებელი ტენდენციები დაინახა“.
    16.95
    ჩემი არ გესმით
    ავტორი: დოქტორი ტარა პორტერი სერია: liberteens
    14.95
    ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი
    ავტორი: ნინო ხარატიშვილი მთარგმნელი: ნინო ბურდული გამომცემლობა: ინტელექტი
    14.95
    წლები
    ავტორი: ანი ერნო სერია: ლიტერე ინვენტე   "2022 წელს ანი ერნო გახდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი „გამბედაობისა და კლინიკური სიმძაფრისთვის, რომლითაც იგი ახსნის პირადი მეხსიერების ფესვებს, გაუცხოებას და კოლექტიურ იძულებას“. თავის უმთავრეს ნაწარმოებში, 2008 წელს გამოქვეყნებულ მემუარულ რომანში, „წლები“, საზოგადოების და ქალის ურთიერთობას აღწერს. რომანი არა მხოლოდ ერთი ქალის, არამედ მთელი თაობის ცხოვრების ანონიმური ისტორიაა, როგორც ერნო ამბობს, „ვირჯინია ვულფიდან სამოცდაათი წლის შემდეგ და მარგერიტ დიურასიდან ოცი წლის შემდეგ“. მწერალი მიჰყვება ურთიერთგამომრიცხავ შთაბეჭდილებებს მუდამ გაუგებარ რეჟიმში გა ტარებული ცხოვრებიდან და მას „უპიროვნო“ და კოლექტიური ავტობიო გრაფიის ფორმად აქცევს, "
    14.95
    ხაზარული სიტყვის კონა
    ავტორი: მილორად პავიჩი   თარგმნა გურამ გოგიაშვილმა   „ყველაფერი იმით დაიწყო, რომ არახაზობრივი ტექნიკით დაიწერა ხაზარული სიტყვისკონა (1984), რომლის ქვესათაურიც – რომანი-ლექსიკონი – უმალ მიანიშნებს ამ ნაწარმოების ბუნებას. სიტყვისკონის წაკითხვა შეიძლება ისე, თითქოს ლექსიკონს იყენებდე. ბევრი ვეცადე თუ ცოტა, მაინც მივაღწიე იმას, რომ თითოეული სიტყვა-სტატია გინდ მეორე სიტყვა-სტატიამდე წაეკითხა მკითხველს, გინდ მერე, არცრა დარღვეულიყო. საკითხავიც სწორედ აქ გაჩნდა: სად არის რომანის თავი და სად არის ბოლო?   ეს წიგნი 1984 წელს გამოჩნდა როგორც მამრული, ისე მდედრული ვერსიის სახით, და მკითხველს თავად შეეძლო არჩევა, რომელი ვარიანტი უნდა წაეკითხა. მკითხველები ხშირად მეკითხებოდნენ, მამრულ და მდედრულ ცალეულებს რა განასხვავებს ერთმანეთისგანო. საქმე ის არის, რომ მამრი სოფელ-ქვეყანას თავისი თავის გარეთ გრძნობს, სამყაროშია თვითონ, მდედრს კი თავის თავში დააქვს სამყარო. სწორედ ეს სხვაობა გახდა რომანის მამრული და მდედრული ვარიანტების შექმნის მიზეზი.   კითხვის ახალი, ინტერაქტიული ორგანიზაციის საჭიროება რომ ვიგრძენი, ბუნებრივია, შესატყვისი ნაწარმოებების შექმნის მოთხოვნილებაც გამიჩნდა და როგორც ხაზარულ სიტყვისკონაზე მუშაობისას, ისე მომდევნო ჩემი რომანების წერის დროს სულ იმის ცდაში ვიყავი, რომ ლიტერატურული მერმისის შესახვედრად მევლო“. (ავტორის შესავლიდან).  
    29.95
    ჰიპნოზი
    ავტორი: ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტ მთარგმნელი: ლელა ზურებიანი სერია: პორტალი   "ამერიკელი მწერალი, პოეტი და ესეისტი ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი (1890-1937) საშინელებათა, მისტიკისა და ფენტეზის ჟანრში წერდა. ის ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. სიცოცხლეში მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა სიკვდილის შემდეგ უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე მასობრივი კულტურის ფორმირებაზე. მისი შემოქმედება იმდენად უნიკალურია, რომ ლავკრაფტის ნაწარმოებებს ცალკე ქვეჟანრად ყოფენ – „ლავკრაფტის საშინელებებად“"
    14.95
    (თითქმის) სიყვარულის ამბავი
    ავტორი: სარვინაზ თაში მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი სერია: ლიბერთინს   პიტერ პარკერი და გვენ სტეისი, არჩი და ვერონიკა, ალთუნა და ნოთი... და... გრეჰემი და როქსი? გრეჰემი და როქსი საუკეთესო მეგობრები არიან ბევრი საერთო ინტერესით. და კიდევ, გრეჰემს როქსანა უყვარს, თუმცა ამის თქმას ვერ ახერხებს. მაგრამ გარემოება რაღაცებს თავად ალაგებს. მათი საყვარელი კომიქსის, „ალთენას ქრონიკების“, შემქმნელი ნიუ-იორკის კომიკ-კონზე შეხვედრას მართავს! გრეჰემმა ბილეთები უნდა იშოვოს ამ ღონისძიებაზე საყვარელი გოგონას დასაპატიჟებლად და იდეალური გეგმის განსახორციელებლად - სწორედ აქ უთხრას...
    13.95
    - მიშველე! - ბოდიში...
    ავტორი:  ფრედერიკ ბეგბედერი ოქტავი ბრუნდება! სარეკლამო სააგენტოს ყოფილი რედაქტორი „99 ფრანკიდან“. Talent scout მისი ახალი პროფესიაა. ეს საოცნებო სამუშაოა. ოქტავმა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი გოგონები უნდა „დაკეროს“. და აი, თოვლსა და დოლარებში ჩაფლული, სრულყოფილების ძიებაში, რუსეთის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში დაეხეტება. „ბატონებო, ჩვენი მიზანი მარტივია: სამ მილიარდ ქალს უნდა გაუჩნდეს სურვილი, დაემსგავსოს ერთს.“ ოქტავის ამოცანაც იმ ერთადერთის პოვნაა. თუმცა ყველაფერი ასე მარტივიც არ არის. ოქტავი საკუთარ ბედისწერას შეხვდება: სანქტ-პეტერბურგელ მოზარდს, ლენა დოიჩევას, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდება და ეს იქნება პირველი და უკანასკნელი სიყვარული მის ცხოვრებაში. „მიშველე! ბოდიში...“ გვიამბობს იმ კაცის ამბავს, რომელსაც ისევე როგორც რუსეთს, ჰგონია, თავისუფალია და სულ ბოლოს მიხვდება, რომ თავისუფლება საერთოდაც არ არსებულა.
    12
    13 პატარა ლურჯი კონვერტი
    ავტორი: მორინჯონსონი სერია: ლიბერთინსი წერილენი კონვერტში - ერთდორულად საინტერესო და იდუმალი ფენომენია, ხოლო თუ გარკვეულ მინიშნებებს - საიდუმლოს ამოხსნისკენ მიმავალ გზაზე საორიენტაციო ნიშნებსაც - შეიცავს, მით უფრო შთამბეჭდავ ამბავთან გვაქვს საქმე. მორინ ჯონსონის ,,13 პატარა ლურჯი კონვერტი" სწორედ ასეთი ამბავია - ერთდროულად იდუმალი, სევდიანი, სახალისო და საინტერესო... ამდენად, ჯინისთან ერთად უნდა გახსნა თითოეული კონვერტი და მიჰყვეთ წერილების ინსტრუქციებს - თქვენ დაუვიწყარი თავგადასავალი გელით! გაუყევით გზას შთამბეჭდავი მოგზაურობისკენ!
    13.95
    1984
    ავტორი: ჯორჯ ორუელი მთარგმნელი: დათო აკრიანი გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი
    14
    1984
    ავტორი: ჯორჯ ორუელი სერია: აკრძალული წიგნების თარო მთარგმნელი: ლალი ყუშიტაშვილი ცნობილ ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს დისტოპიური რომანის „1984“ დაწერისკენ ორი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის, აღზევებამ უბიძგა. თემატური სიმდიდრე, სათქმელის შეულამაზებლად გადმოცემა, სატირის ოსტატურად გამოყენება და თხრობის სადა, კლასიკური მანერა „1984“-ს ნამდვილ ლიტერატურულ შედევრად აქცევს. პოლიტიკური თემების, სლოგანების – ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა – ბელადების სახეების მაგ., „უფროსი ძმა“, და ჩაგვრის სხვადასხვა სახის წარმოჩინების გამო, წიგნი სხვადასხვა ქვეყანაში – საბჭოთა კავშირი, ჩინეთი – იკრძალებოდა, უფრო მეტიც, წვავდნენ. უცნაურია, მაგრამ 1981 წელს ის ფლორიდაშიც აიკრძალა. უკიდეგანოდ დიდ ქვეყანას, ოკეანიას, პარტიის ერთპიროვნული ლიდერი „უფროსი ძმა“ მართავს, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტში ერევა. „ის ყველგან იყო და გამუდმებით გიცქერდა მონეტიდან, მარკებიდან, წიგნის ყდებიდან, დროშებიდან, სიგარეტის კოლოფებიდან... გიცქერდა და ჩაგძახოდა – ძილში თუ ღვიძილში, მუშაობის თუ ჭამის დროს, შინ თუ გარეთ, აბაზანაში თუ საწოლში – მას ვერსად გაექცეოდი“. ამ სამყაროს წიაღში გაზრდილი მთავარი გმირი უინსტონ სმიტი, პარტიის დაბალი რანგის მუშაკი, ბედავს და პარტიის წინააღმდეგ სუსტ ამბოხს იწყებს – საიდუმლო მოსაზრებებს დღიურს ანდობს, რაც მძიმე „ფიქრდანაშაულია“. მალე მას სიყვარული ეწვევა და თავის შეყვარებულთან, ჯულიასთან ერთად ცდილობს განსხვავებულად იცხოვროს, დატკბეს თავისუფლებითა და სიყვარულით, თუმცა ეს აკრძალულია და სასტიკად ისჯება; რადგან ისინი ცხოვრობენ სივრცეში, სადაც არსებობის ერთადერთ შესაძლებლობად ორაზროვნება მიიჩნევა – „სრული სიმართლე უნდა გცოდნოდა და კარგად შეკერილი სიცრუე გელაპარაკა... ლოგიკით ლოგიკა გაგენადგურებინა, უარი გეთქვა ზნეობაზე და თან სხვებისთვის ზნეობა გექადაგა...“. ჯორჯ ორუელი უმნიშვნელოვანესი რომანით კაცობრიობას აფრთხილებს, რომ უკონტროლო ძალაუფლებამ სწორედ  ასეთი სახე შეიძლება მიიღოს.
    19.95
    21-ე დღე
    ავტორი: კეს მორგანი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერთინს დედამიწაზე დამნაშავე მოზარდების ასეული მარტო არ არის... უელსი ცდილობს, გუნდის ერთიანობა შეინარჩუნოს... კლარკი სხვა კოლონისტებს ეძებს... ბელამის უპირველესი მიზანი კი დის გადარჩენაა და სულერთია, ეს რის ფასად დაუჯდება... მაგრამ ვინ არის საშა და რამ მოიყვანა ასეულთან? ამასობაში კოლონია დედამიწაზე დასაბრუნებლად ემზადება, მაგრამ დაიტევს კი სამგზავრო ხომალდები ამდენ ადამიანს? გლასი და ლუკი მძიმე განსაცდელის წინაშე დგანან. მოერევა სიყვარული მრისხანებას, თუ გლასს დედასთან ერთად მოუწევს.
    13
    33 ზღაპარი
    ავტორი: ჰერმან ჰესე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა „ჰერმან ჰესეს ზღაპრები ამ ჟანრის იმ სახეობას განეკუთვნებიან, რომელსაც, ჩვეულებრივ, ხელოვნურ.ზღაპარს უწოდებენ და რომელიც ხალხური ზღაპარივით მთელი ერის.სპონტანური და გაუცნობიერებელი შემოქმედების შედეგი კი არ არის, არამედ პოეტური.ინდივიდუალობის ნებას ექვემდებარება. იგი, მართალია, ერთობ ხშირად გადმოიღებს.ხოლმე ფოლკლორული ზღაპრის ცალკეულ ელემენტს, მოტივსა და.თხრობის მანერას, მაგრამ თითქმის ყოველთვის ანადგურებს მის არსს.და საბოლოოდ მაინც თვით ხელოვანის სუბიექტური ძალვისა.და შემოქმედი გონის გაცნობიერებული მოქმედების პროდუქტია“.
    14.9