santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • აჩრდილები სამოთხეში
    ავტორი: ერიხ მარია რემარკი მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი სერია: იკითხე კლასიკა "მკითხველის წინაშეა რამდენიმე თაობის საყვარელი მწერლის, ე.წ. „დაკარგული თაობის“ წარმომადგენლის – ერიხ მარია რემარკის შესანიშნავი რომანი. ჟურნალისტი და მწერალი, მშვენიერი მსახიობი, გენიალური ქირურგი, წარმატებული ბიზნესმენი, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე გმირი და ლეგენდა – ყველანი „ამერიკულ სამოთხეში“ მოხვდნენ, გამოქცეულნი ევროპიდან, სადაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებს. ამ, ერთი შეხედვით, კეთილდღეობაში ვერ პოულობენ სულიერ სიმშვიდეს. მათ აერთიანებთ მძიმე ტვირთი: თითოეულმა დაკარგა ოჯახი, მეგობრები, საყვარელი საქმე, დაკარგა სამშობლო... და, მიუხედავად წარმატებისა სიყვარულსა თუ პროფესიაში, აჩრდილებივით არსებობენ ემიგრანტები ახალ სამყაროში, ერთი იმედით – ოდესმე შინ დაბრუნდებიან. რომანი „აჩრდილები სამოთხეში“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე."
    16.95
    ახალი ბრძოლა
    ავტორი: ბერთ ნიქსი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია:ლიბერქიდსი   ერდასის სამეფოში მხოლოდ რჩეულებს ჰყავთ საკუთარი მეომარი ცხოველი. აბეკე, კონორი, მეილინი და როლანი, სწორედ ასეთები არიან. თუმცა ოთხფეხა მეგობრების დამორჩილების უნარი დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს მათ - მეგობრებმა თავიანთი ნიჭი სამეფოსა და, მთლიანად, დედამიწის გადასარჩენად უნდა გამოიყენონ.და აი, ისინი გზაში არიან! მტრის ტერიტორიაზე შეღწევა, ბოროტ ძალებთან შერკინება ადვილი არ იქნება. დიდი თავგადასავალი გრძელდება!
    12
    ბაბილონი
    ავტორი: იასმინა რეზა მთარგმნელი: ნინო ციმაკურიძე სერია: ლიტერატურული ოდისეა სულაკაურის გამომცემლობა თანამედროვე ფრანგი მწერლის, იასმინა რეზას შემოქმედება მრავალფეროვანია: წერს რომანებს, ნოველებს, პიესებსა და სცენარებს, იღებენ ფილმებში. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო. მისი ცნობილი რომანის, „ბაბილონის“, მთავარი პერსონაჟი, პარიზის გარეუბანში მცხოვრები სამოცი წლის ბიოლოგი ელიზაბეტ ჟოზი შინ „გაზაფხულის დღესასწაულს“ მართავს. გაზაფხულის პირველ დღეს პარიზში თოვს, მოდიან სტუმრები, თანდათან აეწყობა საუბარი, იცინიან, წარსულს იხსენებენ, კამათობენ, ერთმანეთს თავს აწონებენ – შაბათი საღამოს ჩვეულებრივი წვეულებაა. მაგრამ იმ ღამით მომხდარი ტრაგედია ცხადყოფს, რატომ უკავშირდება რომანის სათაური ბიბლიურ ფსალმუნს, რომელიც გვიყვება მარტოობაზე, საყვარელი ადამიანებისა თუ ადგილებისგან შორს ყოფნაზე. ეს არის რომანი ასაკოვან ხალხზე, რომლებიც ვეღარ დაიბრუნებენ ახალგაზრდობას; ადამიანებზე, რომლებსაც ერთი უნებლიე ჟესტი ან დაუფიქრებელი ნაბიჯი მარტოობისთვის გაწირავს; თანამედროვე სამყაროში გაბატონებულ გულგრილობასა და ადამიანური თანაგრძნობის ნაკლებობაზე. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვართ, რას ვფიქრობთ, რანი გავხდებით? სადღაც ვიმყოფებით, რაიმე პეიზაჟის ფონზე, იმ დღემდე, როდესაც იქ აღარ ვიქნებით“, – გვეუბნება ავტორი. „ბაბილონი“ 2016 წელს, გამოსვლისთანავე, „რენოდოს“ ლიტერატურული პრემიით აღინიშნა.
    12.9
    ბაბუაწვერას ღვინო
    ავტორი: რეი ბრედბერი სერია: იკითხე კლასიკა წიგნი ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ. „არ მინდა თქმა, რომ ბრედბერი ბავშვობისგან რომანტიკულ მითს არ ქმნის; პირიქით, სწორედ ამას აკეთებს. თავისთავად, ბავშვობა ბევრი ჩვენგანისთვის მითია. გვეჩვენება, რომ გვახსოვს, რაც თავს გადაგვხდენია იმ დროს, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის. მიზეზი უბრალოა: მაშინ ყველა შერეკილი ვიყავით – ბავშვობაში იბადება მითი“. – სტივენ კინგი
    12.95
    ბავშვი, რომელიც ძაღლების ენაზე ლაპარაკობდა
    ავტორი: ჟოანა გრუდა მთარგმნელი: თამარ ხოსრუაშვილი ჟოანა გრუდა თეატრის მსახიობი და მთარგმნელია. იგი პოლონეთში დაიბადა და ორი წლის ასაკში მშობლებთან ერთად გემით ჩავიდა კანადის ქალაქ ტრუა-რივიერში, სადაც ამჟამად ცხოვრობს. წიგნში “ბავშვი, რომელიც ძაღლების ენაზე ლაპარაკობდა” იგი მოგვითხრობს ნამდვილ ამბავს მამამისის, პოლონელი ებრაელის შესახებ, რომელმაც საოცარი ცხოვრება გამოიარა – ისეთი, რომელსაც ვერანაირი ფანტაზია ვერ გამოიგონებსო, აღნიშნავენ ჟურნალისტები. ამ ცხოვრებაში იყო მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდის ვარშავა, დევნილი კომუნისტური პარტია, პოლონელებისა და რუსი კომუნისტების ურთიერთობა სტალინის პერიოდში, შემდეგ ომი, ოკუპირებული პარიზი, საფრანგეთის პროვინციებში დამალვა, გათავისუფლება, ნანგრევებად ქცეულ პოლონეთში დაბრუნება. ეს არის ამბავი ბავშვზე, რომელმაც მრავალი სახელი და გვარი, გამოგონილი ბიოგრაფია, ოჯახი, საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა, რომელიც ზოგჯერ საკუთარი მოხერხებულობის, თვითგადარჩენის ინსტინქტის და ზოგჯერ უბრალოდ შემთხვევითობის წყალობით გადარჩა ცოცხალი. საოცარია ბავშვის თვალით აღქმული ისტორიული მოვლენები, ომი – არაჰუმანური და ჰუმანური, დამპყრობელი – მტრული და მეგობრული, თანამემამულეები – პატრიოტები და გამომრჩენები, პოლიტიკური მრწამსი – კეთილშობილური და მიუღებელი...
    10
    ბარბაროსების მოლოდინში
    ავტორი: ჟ. მ. კუტზეე მთარგმნელი: მეგი გავისონია მცხუნვარე მზის გულზე გადაჭიმული იმპერიის სასაზღვრო გარნიზონში ჩაგუბებული სიმშვიდე ამ წიგნის პირველივე წინადადებიდან ირღვევა. ადამიანი თვალებზე აფარებული შავი შუშის დისკოებით, აპოკალიფსის რომელიღაც მხედარივით ჩამოიქროლებს და თან მივიწყებული მტრის ხატსა და ახალ წესრიგს მოიტანს. იმპერიის გასაძლიერებლად ყველა ხილული თუ გამოგონილი საფრთხე უნდა განადგურდეს, აღიგავოს მიწისაგან და ისევე მიეცეს დავიწყებას, როგორც იმის ხსოვნა, რომ ოდესღაც, ეს ქვიშის კუბოში ჩაწოლილი უდაბნო, უკიდეგანოდ გადაჭიმული ოკეანის სანაპირო იყო. ნობელის პრემიის ლაურეატ ჯ. მ. კუტზეეს „ბარბაროსების მოლოდინში“ გამომცემლობა „პინგვინის“ სერია „მეოცე საუკუნის საუკეთესო წიგნების“ ოცეულშია შეტანილი. 1982 წელს ნაწარმოები ნომინირებული იყო ფილიპ დიკის პრემიაზე, ხოლო ნობელის პრემიის კომიტეტის კომენტარი ამგვარი გახლდათ: „ჯოზეფ კონრადის საუკეთესო ტრადიციით შექმნილი პოლიტიკური ტრილერი, რომელშიც მიამიტი იდეალისტი ჯოჯოხეთის კარიბჭეს შეაღებს“.
    14.9
    ბასრი საგნები
    ავტორი: გილიან ფლინი მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე სერია: TOP თრილერი კამილ პრიკერი, ჩიკაგოს ერთ-ერთი რიგითი გაზეთის არც ისე მოწინავე რეპორტიორი, ბრწყინვალე კარიერასა და მაღალ ხელფასზე ოცნებობს და მარჯვე შემთხვევაც მიეცა - ერთ პატარა ქალაქში ვიღაც მანიაკი პატარა გოგონებს ხოცავს და კამილმა მკითხველს სენსაციური ამბები ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა და კარგად იცის, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ არ არის წმინდა სულის... ისიც დიდი მონდომებით შეუდგება მკვლელობების დეტალების გამოქექვას და მისი კოშმარიც აქედან იწყება, კოშმარი, რომლისგანაც თავის დაღწევას, ვინ იცის, მოახერხებს?
    13.95
    ბაჰარესთანი
    ავტორი: აბდ ორ-რაჰმან ჯამი სერია: სხვა კლასია   „ბაჰარესთანი“ სპარსული ლიტერატურის კლასიკოსის აბდ ორ-რაჰმან ჯამის (1414-1492) უმთავრეს დიდაქტიკურ თხზულებად ითვლება, რომელშიც გადმოცემულია სხვადასხვა სახის შეგონებანი, შუა საუკუნეების აღმოსავლური მისტიციზმის თვალსაჩინო წარმომადგენელთა მოსაზრებები და უაღრესად მახვილგონივრული იგავ-არაკები, ამ თხზულებაშივე მოცემულია ჯამის წინამორბედ პოეტთა ერთგვარი ანთოლოგია.   ჯამის მონუმენტური და მრავალშრიანი მხატვრული სამყაროს სრულყოფილად შეცნობა „ბაჰარესთანის“ გარეშე წარმოუდგენელია. ამავდროულად ამ ნაწარმოებს სპარსული ლიტერატურის ცნობილ წიგნთა თანავარსკვლავედში საპატიო ადგილი უჭირავს და ექვსი საუკუნის შემდეგაც ინარჩუნებს დიდ მხატვრულ მნიშვნელობას და პოეტურ ძალმოსილებას.   „ბაჰარესთანის“ წინამდებარე თარგმანი, რომელიც ქართულ ენაზე პირველად შესრულდა, ითვალისწინებს ჯამის შემოქმედების კვლევის ქართულ, სპარსულ და ევროპულ ტრადიციებს. გარდა ამისა, თარგმანში აღდგენილია დედნისეულ ტექსტში ირანული ცენზურის მიერ წაშლილი ცალკეული ეროტიკული და სკაბრეზული პასაჟები.   სპარსულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო გიორგი ხულორდავამ
    21.95
    ბებიამ მთხოვა, თქვენთვის მეთქვა, რომ ბოდიშს იხდის
    ავტორი: ფრედრიკ ბაკმანი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე სერია: წლის ბესტსელერი ელსას, საოცრად საზრიან გოგონას, თავისი სუპერგმირი ჰყავს - ბებია, სხვათა აზრით, უხიაგი, სინამდვილეში კი სიმართლის მთქმელი და წესების მოყვარულების, პედანტების დაუძინელბელი მტერი... კიდევ, ბებიას ზღაპრების მოყოლა უყვარს: მის ზღაპრულ ქვეყანაში რაინდებიც არიან და ურჩხულებიც, პრინცებიც და პრინცესებიც, კეთილებიც და ბოროტებიც, მაგრამ, როგორც ყველა ზღაპარში, იმ ქვეყანაშიც სიყვარული და მეგობრობა იმარჯვებს. ბებიამ ასწავლა ელსას თანაგრძნობა, მეგობრობა, ერთგულება და, რაც მთავარია, მიტევება.
    14.95
    ბელგრადის ბიოგრაფია
    მილორად პავიჩი თარგმნა გურამ გოგიაშვილმა   რა არის ის, რაც ბელგრადს, ამ უძველეს ქალაქს, სხვა ქალაქთაგან გამოარჩევს, ან უფრო სწორედ – რის გამოა ის ასე საინტერესო მილორად პავიჩისათვის, გარდა იმისა, რომ მშობლიური ქალაქია და მისი ცხოვრების ყველა ეპიზოდიც ამ ქალაქს უკავშირდება?   ამ წიგნში არის ისტორიაც, გროტესკიც, უფრო კი ფარული სევდა და სინანული, რომლითაც გამსჭვალულია თხრობის მანერაც და ცალკეული პასაჟებიც; ამ წიგნში ყველას თავისი ბელგრადის წარმოდგენა შეუძლია, „ყველაზე ლამაზ ადგილას გაშენებული ყველაზე მახინჯი ქალაქისა“, რომელსაც წარსული უფრო აქვს, ვიდრე აწმყო, თუმცა მისი შეცნობა და დანახვა ადამიანურ ძალთა შინაგანი, უხილავი პლასტებითაა შესაძლებელი.
    11.95
    ბერენი და ლუთიენი
    ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი სერია: პორტალი მთარგმნელი: გიორგი გომართელი ბედისწერა ბერენისა და ლუთიენის სიყვარულს ემუქრება! ასე ხდება, როცა შეყვარებულთაგან ერთი მოკვდავი ადამიანია, მეორე კი მშვენიერი უკვდავი ელფი, ხოლო მამას, ელფთა დიდებულ მბრძანებელს, შვილის რჩეული თვალში არ მოსდის. ბედის გადაწერა კიმხოლოდ დიდი განსაცდელის დათმენით, შეუსრულებლის შესრულებითაა შესაძლებელი. და აი, დავალებაც ლუთიენის მამისაგან ბერენს: მხოლოდ იმ შემთხვევაში მიათხოვებს ასულს, თუკი...
    19.95
    ბეჭდის საძმო - ბეჭდების მბრძანებელი #1
    ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი სერია: პორტალი მთარგმნელი: ნიკა სამუშია უძველეს დროში ელფმა მჭედლებმა ჯადოსნური ბეჭდები დაამზადეს, ხოლო საურონმა, ბნელმა მეუფემ, ძალაუფლების ბეჭედი გამოჭედა და მასში საკუთარი ძალა ჩააქსოვა, რათა მისი მეშვეობით სხვა ბეჭდები ემართა. მაგრამ საურონს ძალაუფლების ბეჭედი წაართვეს და თუმცა მთელ შუახმელეთში ეძებდა, ვერსად იპოვა.მრავალი საუკუნის შემდეგ, როგორც ,,ჰობიტშია" მოთხრობილი, ბეჭედი ბილბო აბგელს ჩაუვარდა ხელში. ასე იწყება ჯ.რ.რ. ტოლკინის კლასიკური ამბავიმ რომელიც ,,ორ ციხე-კოშკსა" და ,,მეფის დაბრუნებაში" გრძელდება.
    25
    ბილიარდი ათის ნახევარზე
    ავტორი:  ბიოლი ჰაინრიხ სერია:  თანამედროვე კლასიკა მთარგმნელი:  დავით კაკაბაძე   ჰაინრიხ ბიოლი (1917-1985) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გერმან ელი პროზაიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი „ბილიარდი ათის ნახევარზე“ მწერლის საუკეთესო ნაწარმოებთა რიცხვშ ია. 1959 წელს დასტამბულ ამ რომანში, ფემელების ოჯახის სამი თაობის ცხოვრების მაგალითზე, აღწერილია გერმანიის კატაკლიზმებით აღსავსე ისტორიის ცალკეული ეპიზოდები 1907-დან 1958 წლამდე; ჩვენ თვალწინ გაიელვებს მთელი ნახევარი საუკუნე, რომელმაც დაიტია ორი მსოფლიო ომი და მილიონობით ადამიანის ტრაგედია. თუმცა, რომანის „გარეგანი“ მოქმედება მხოლოდ ერთ დღეში ვითარდება.
    27
    ბირმული დღეები
    ავტორი: ჯორჯ ორუელი სერია: ლიტერე ინვენტე მთარგმნელი: ია ქვაჩახია     ამჯერად მკითხველს მასპინძლობს ულამაზესი ბირმა! ორუელი, რომელიც რამდენიმე წელიწადი თავად ცხოვრობდა ბირმაში და ადგილობრივ პოლიციაშიც მსახურობდა, კარგად იცნობს ამ ქვეყანას და გვიამბობს სამშობლოდან კოლონიაში გადმოხვეწილი მარტოსული ინგლისელის – ჯონ ფლორის სულისშემძვრელ ისტორიას. ფლორის გულით უყვარს ეს სამოთხის დარი ქვეყანა, რომელიც იმპერიალიზმის, კორუფციისა და სიღატაკის მსხვერპლია. პერსონაჟი გაუბედავად, მაგრამ მაინც უპირისპირდება ბირმაში გაბატონებულ, იმპერიალისტური და მომხვეჭელური ჟინით, ქსენოფობიითა და რასიზმით შეპყრობილ თანამემამულეებს და, ამ ბრძოლით უზომოდ დაღლილი, ეძებს გულის სწორს, რომელიც ამ რთულ ყოფას მასთან ერთად გაიზიარებს. თქვენ წინაშე წარდგებიან გენიოსის მახვილი თვალით დანახული ინგლისელი, ინდოელი, ჩინელი და ბირმელი პერსონაჟები; გაეცნობით ადგილობრივ კოლორიტს, ტრადიციებს; თვალწინ გადაგეშლებათ ავტორის ოსტატური კალმით აღწერილი ტროპიკული ქვეყნის დაუვიწყარი პანორამა; გახდებით ბანანების, ორქიდეებისა და ბამბუკის საუფლოში გაღვივებული დრამატული ვნებების მოწმენი... რეალისტური პროზის მოყვარულებს – და არა მხოლოდ მათ – უდავოდ დიდი სიამოვნება ელით!
    16.95
    ბიძია ტომის ქოხი
    ავტორი: ჰარიეტ ბიჩერ სტოუ მთარგმნელი: მიხეილ კლიმიაშვილი სერია: იკითხე კლასიკა ბიძია ტომი შავკანიანი მონაა, როგორც უწოდებენ "ნიგერი",ანუ ზანგი - მონათმფლობელურ საზოგადოებაში სრულიად უუფლებო,პირუტყვთან გათანაბრებული არსება. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ დაინახონ მოსი ფაქიზი სული და მხურვალე მოყვასისადმი ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე გული, რომელიც სასტიკად აღიაზიანებს მოძალადე უმრავლესობას.თუმცა სულ მალე, წიგნის გამოსვლიდან თხუთმეტიოდე წელიწადში,აღმოჩნდება,რომ ეს შეუბრალებელი,სასტიკი ხალხი სულაც არ ყოფილა "უმრავლსობა".უბრალოდ,კეთილ ადამიანებს სჭირდებოდათ გამოფხიზლება...
    12.95
    ბიჭი ბოლო მერხზე
    ავტორი: ონალი რაუფი მთარგმნელი: მაია წითაძე სერია:საოცრება სულაკაურის გამომცემლობა ალექსას კლასში, ბოლო მერხთან, დიდხანს იდგა ცარიელი სკამი. ახლა იქ ახალი მოსწავლე, აჰმეტი ზის. ის ცხრა წლისაა (როგორც დანარჩენები), მაგრამ ძალიან უცნაური ბიჭია – არავის ელაპარაკება, არც იღიმება. მალე თანაკლასელები მასზე სიმართლეს იგებენ: აჰმეტი სულაც არ არის უცნაური. ის ლტოლვილია, რომელიც ნამდვილ ომს გამოექცა. მის ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო არ იყო, სახლებს ბომბებს უშენდნენ და აჰმეტის ოჯახიც იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი ათასობით კილომეტრის იქით, უცხო ქვეყანაში მოეძებნა. ალექსა, ჯოზი, მაიკლი და ტომი რაც უფრო მეტს იგებენ ახალი თანაკლასელის შესახებ, მით უფრო უძლიერდებათ სურვილი, მას ოჯახის პოვნაში დაეხმარონ, და მსოფლიოში უდიადესი გეგმის განხორციელებას იწყებენ… მეგობრები ხომ სწორედ იმისთვის არსებობენ, რომ ერთმანეთის დასახმარებლად ყველაფერი იღონონ.  
    12.9
    ბიჭის შესახებ
    ავტორი: ნიკ ჰორნბი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: წლის ბესტსელერი უილი 38 წლის მამაკაცია. არც ცოლ-შვილი ჰყავს და არც სამსახური ჰქონია როდისმე, მაგრამ მამამისის შექმნილ ყველაზე ცნობილ საშობაო სიმღერაზე საავტორო უფლება საშუალებას აძლევს უზრუნველად იცხოვროს. უსაქმურობას მოწყენილობა მოაქვს და ერთ დღესაც უილი გადაწყვეტს, ყოველდღიურობა გაიხალისოს. მარტოხელა მშობლების კლუბში გაწევრება კი გართობის ორიგინალური ხერხია! იქ მარტოხელა ქალბატონები არიან და მათთან სასიყვარულო კავშირი იქნებ საინტერესოც იყოს?! კლუბში ამბობს, რომ ცოლმა მიატოვა და ახლა 2 წლის ვაჟს მარტო ზრდის... მარკუსი 12 წლის ბიჭია. მშობლები დაშორდნენ, თავად დედასთან – ფიონასთან ერთად ცხოვრობს. ბიჭს სკოლაშიცა და სახლშიც პრობლემები აქვს. თანატოლები დასცინიან და მტრობენ. დედა კი, რომელზეც უზომოდ არის მიჯაჭვული, სულ წევს და ტირის. ერთ დღესაც, ფიონა თავის მოკვლას გადაწყვეტს. აქედან იწყება ყველაფერი... ამ უდარდელი კაცისა და საოცრად დარდიანი ბიჭის გზები ნიკ ჰორნბის დაუვიწყარ ამბავში გადაიკვეთება.  
    13
    ბიჭის ცხოვრება
    ავტორი: რობერტ მაკკამონი გამომცემლობა: წიგნები ბათუმში მთარგმნელი: სალომე ჯაფიაშვილი ყდა: რბილი
    18.9
    ბნელი ადგილები
    ავტორი: გილიან ფლინი მთარგმნელი: ირაკლი ლომოური „ბნელი ადგილები“ გილიან ფლინის მეორე რომანია, რომელმაც მკითხველთა დიდი ყურადღება და საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა. 2015 წელს წიგნის, „ბნელი ადგილების“ მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა. ფილმში მთავარ როლს შარლიზ თერონი ასრულებს. ოცდაოთხი წლის წინ... – კანზასის პატარა ქალაქი კინაკი გაუგონარი სისასტიკით ჩადენილმა დანაშაულმა შეძრა: 15 წლის ბიჭმა, ბენ დეიმ, დედა და ორი და დახოცა. მკვლელს სასწაულით გადაურჩა დეების ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი – 7 წლის ლიბი, რომელსაც ამ ტრაგედიამ მთელი ცხოვრება დაუმახინჯა... ახლა... – მრავალი წლის შემდეგ ლიბი დეი, რომელიც ძმის სასამართლო პროცესზე მთავარი მოწმე იყო, გადაწყვეტს, პირადად შეხვდეს მას და პასუხი მიიღოს იმ კითხვებზე, რომლებიც ამდენი წელია მოსვენებას არ აძლევენ. არადა, წარსულში დაბრუნება ძალიან საშიშია! იქ ბევრი სისხლიანი საიდუმლო იმალება!  
    14
    ბნელი კოშკი #7
    ავტორი: სტივენ კინგი მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი სერია: პორტალი "„ბნელი კოშკი“ სერიის მეშვიდე და ბოლო წიგნია. მეექვსე ნაწილით ის იდუმალი მწერალი გავიცანით, ბნელ კოშკთან ერთად როლანდის კა-ტეტის ბედისწერა რომაა. თავგადასავალი გრძელდება, უფრო სწორად, სუზანას მშობიარობით იწყება. ალისფერი მეფის დამქაშები მის ნაშიერს ელოდებიან... შეძლებენ ჯეიკი და მამა კალაჰენი მის გამოხსნას? ვინ არის არსება, რომელიც სუზანამ შობა? რა გეგმები აქვს უოლტერს, იმავე რენდალ ფლეგს? გადაარჩენენ თუ არა ჩვენი გმირები თავიანთ შემქმნელს? რა ბედი ეწევა მსროლელსა და მის კა-ტეტს? და, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევს თუ არა როლანდ დისქეინი ბნელ კოშკს? „ბნელი კოშკი“ ბევრ საინტერესო ფაქტს ახდის ფარდას, მაგრამ ამოხსნის ბნელი კოშკის იდუმალებას?"
    32.95
    ბნელი კოშკი 2 სამის გამორჩევა
    ინგლისურიდან თარგმნა ნინო შეყილაძემ. ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის რომანების ციკლი ”ბნელი კოშკი” ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორის, ვესტერნისა და, გარკვეულწილად, მელოდრამის წარმატებული ნაზავია, რის გამოც მან იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ ჟანრების მოყვარულთა შორის. ნაწარმოებში მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი, რომელიც მას ბნელი კოშკის ძიების გზაზე გადახდ ება, თავად ბნელი კოშკი კი როლანდს ყველა სამყაროს შემაკავშირებელ ღერძად ესახება, რომელმაც ისინი ნგრევისა და ქაოსისაგან უნდა იხსნას. ”სამის გამორჩევა” ციკლის მეორე წიგნია. პირველი წიგნის, ”მსროლელის”, ბოლოს შავსამოსიანი კაცი როლანდს ტაროს კარტით უმკითხავებს და მომავალს უწინასწარმეტყველებს. იგი როლანდს ყურადღებას სამ უჩვეულო კარტზე - ”პატიმარზე”, ”ჩრდილების ქალბატონზე” და ”სიკვდილზე” ამახვილებინებს. ”სამის გამორჩევა” სწორედ ამ წინასწარმეტყველების ახდენაზე მოგვითხრობს - როლანდის მეორე ნაბიჯზე კოშკის ძიების რთულსა და ხიფათით სავსე გზაზე.
    14.9
    ბნელი კოშკი: კალას მგლები (5)
    "კალას მგლები" ციკლის მეხუთე წიგნია. ავტორი მკითხველს ამჯერადაც საინტერესო და იდუმალებით მოცულ სამყაროში ეპატიჟება. რა არის კალა და რა სურთ მათ მის მცხოვრებლებს? ვინ არის უცნაური მღვდელი, საკუთარ თავს მამა კალაჰენს რომ უწოდებს? რა მაგიური ძალა იმალება მის ეკლესიაში? საით მიდის გამოქვაბული, რომლისაც ყველას ეშინია? რა უნდა სუზანას სხეულში დაბადებულ მიას? ბოლოს და ბოლოს, ვინ არიან თანდერკლეპიდან ჩამოსული მგლები, რომლებიც კალელებს შიშის ზარს სცემენ?
    21.95
    ბნელი კოშკი: მსროლელი (1)
    ავტორი:  სტივენ კინგი მთარგმნელი: ნიკა სამუშია   ამერიკელი მწერლის სტივენ კინგის რვა წიგნისაგან შემდგარი სერია „ბნელი კოშკი“ ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორისა და ვესტერნის მოყვარულებისთვის გამორჩეული საკითხავია. „ბნელ კოშკში“ მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი. მისი მიზანია, იპოვოს ბნელი კოშკი - ყველა სამყაროს შემაკავშირებელი ღერძი, რომელიც სამყაროებს ნგრევისა და ქაოსისგან იცავს. თავად ავტორი ამ სერიას თავისი შემოქმედების მწვერვალს უწოდებს. „მსროლელი“ სერიის პირველი წიგნია. მასში მკითხველი ეცნობა მთავარ გმირს, რომელსაც მეტოქის, ძლევამოსილი ჯადოქრის, შავსამოსიანი კაცის შეპყრობა განუზრახავს, რათა მისი დახმარებით ბნელ კოშკამდე მიაღწიოს. "ბნელი კოშკის" სერია მრავალ ენაზე ითარგმნა და მის მიხედვით ფილმის გადაღებაც იგეგმება.
    18.95
    ბნელი კოშკი: სუზანას სიმღერა (6)
    მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი   წიგნი კალაში გაჩხერილი როლანდისა და კა-ტეტის დანარჩენი წევრების მანებთან საუბრით იწყება. შეძლებს თუ არა მსროლელი ამჯერადაც დახშული კარის გაღებას და მისი საშუალებით იმ სამყაროში გადასვლას, საითაც სუზანა/მია წავიდა? ვინ არის ის იდუმალი ავსული, რომელიც მიას სხეულს დაეპატრონა? დაეხმარებიან, თუ არა კარის გაღებაში მსროლელს მანელი ქენთაბი და მისი თანამოძმენი? ვინ არის ის იდუმალი მწერალი, რომელსაც, ბნელ კოშკთან ერთად, როლანდის კა-ტეტის ბედისწერა ხელთ უპყრია?
    21.95