santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ბებია. სურათები სოფლის ცხოვრებიდან
    ავტორი: ბოჟენა ნემცოვა   ინგლისურიდან თარგმნა ბარბარე მიქელაძე-ჭიჭინაძემ     მოჩითული თავშალი, ხელით ნაქსოვი ქვედაკაბა და მოწნული კალათა – ასეთი დაამახსოვრდებათ შვილიშვილებს მათთან სტუმრად ჩასული ბებია, რომელიც პირველად იხილეს. თუმცა აღმოჩნდება, რომ დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი ამბები წინ ელოდებათ, რადგან მათი ბებია შეძლებს, გარშემო არა მხოლოდ საკუთარი ოჯახი შემოიკრიბოს, არამედ სიკეთე და სიყვარული აჩუქოს ყველას, ვინც გზად გადაეყრება.   მე-19 საუკუნის კლასიკოსი ჩეხი მწერლის, ბოჟენა ნემცოვას რომანი „ბებია“ ადამიანური ურთიერთობების, ოჯახის, საზოგადოების იმ ნატიფ, ფაქიზ და მშვენიერ ისტორიას ეძღვნება, რომელიც გარდასულ ეპოქასთან ერთად ჩაბარდა წარსულს. ახლა ამ ეპოქას ზოგჯერ ნოსტალგიით, ზოგჯერ ღიმილით იგონებენ. თუმცა, ესაა უნიკალური ადამიანური გამოცდილება, დროსთან და სამყაროსთან ჰარმონიაში მყოფი ცხოვრების ანაბეჭდები.   ნემცოვას რომანის გმირი, მტრედებდაკოსებულ-შლაპიანი ბებია ამ დროისა და ცხოვრების მკაფიო სახე-სიმბოლოა, რომელიც ბევრს საკუთარ წინაპრებსაც გაახსენებს და, როგორც დასაწყისში ავტორი ამბობს, ამ წიგნსაც ისეთი გატაცებით წააკითხებს, როგორითაც ის იწერებოდა.
    39.9
    ბიჭი, რომელიც იმას აკეთებდა, რაც უნდოდა
    სერია: Liberkids   ალფი მურს თავისი დღის განრიგი აქვს,უფრო სწორად,მამის,სტივენის მიერ შემუშავებული პუნქტები,რომლებიც ბიჭს ყოველ მომდევნო მოქმედებას კარნახობს:გაღვიძებიდან დაწყებული,პიჟამის ჩაცმითა და დაძინებით დამთავრებული.ალფი მხოლოდ ძილის წინ არ იცავს განრიგს,თუმცა,ვინ იცის?!..მთავარი მაინც ის არის,რომ ბიჭი სრულიად ბედნიერია - ფიქრობს,რომ ასეთი განრიგი ცხოვრებას უმარტივებს... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს,დღეს კი არა,ღამეს,ყველაფერი (განრიგიც) თავდაყირა დგება - მშობლები სტუმრად მიდიან...
    11.95
    საიდუმლო შვიდეული: საიდუმლო შვიდეულის თავგადასავალი(წიგნი 2)
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: გიორგი რობაქიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    14 კრისტალის თეორია
    ავტორი: ნილს სიმეონი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი „ფინეთის პატარა სოფლის მახლობლად, უცნაურ ტყეში, სადაც მუდმივად ზამთარია, ცხოვრობს უგო – პატარა ბიჭი, რომელსაც გარესამყაროსთან ურთიერთობას უკრძალავენ. სასახლეში გამოკეტილი უგოს ერთადერთი იმედი ინგეა – კეთილი და მამაცი გოგონა, რომელიც არც კი იცნობს მას, მაგრამ ძალებს არ იშურებს მის დასახსნელად. ბავშვების ხიფათით სავსე თავგადასავალი კი მას მერე იწყება, როცა ინგე უგოსგან უცნაურ შეტყობინებას მიიღებს. შეძლებენ კი ბავშვები, გაუმკლავდნენ დიდ ბოროტებას, რომელიც მხოლოდ მათ კი არა, მთელ კაცობრიობას ემუქრება მეცნიერების სახელით?”
    12.9
    8 წლიდან – ესეც ვითომ ზღაპრები
    ავტორი: ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი მთარგმნელი: რუსუდან მახათაძე რად აქვს ასეთი ხახა ვეშაპს რატომაა აქლემი კუზიანი რად აქვს ასეთი ტყავი მარტორქას რატომაა ავაზა ხალებიანი რატომ აქვს სპილოს გრძელი ხორთუმი თქმულება ბებერ კენგურუზე როგორ გაჩნდნენ ჯავშნოსნები როგორ დაიწერა პირველი წერილი როგორ შეიქმნა ანბანი ზღვასთან მოთამაშე კიბორჩხალა თავის ჭკუაზე მოსეირნე კატა ფეხებბაკუნა პეპელა
    6.9
    აბა, გინდა იყო რომაელი ჯარისკაცი?
    ავტორი: ჯორჯია ამსონ-ბრედშოუ სერია: Liber Kids იცი, როგორ უნდა შეუტიო ქალაქს? ხმალს თუ მოიქნევ ისე, რომ თავი არ წაიცალო? შეგიძლია კატაპულტის ხმარება? თუ არა, მაშინ, ეს წიგნი წაიკითხე!
    9.95
    აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები
    ავტორი: ნიკოლოზ ლოლაძე   წიგნში მოთხრობილია ქალაქზე, სადაც ურჩხული დაიდებს ბინას. უხილავი ურჩხული საზარელ ხმას გამოსცემს და მობინადრეთა მყუდროებას არღვევს. ამ ამბავს განსაკუთრებით განიცდიან პატარა მეგობრები, მაქსი და ენი. ბავშვები, სწავლის პარალელურად, დამოუკიდებლად იწყებენ გამოძიებას. მათ ბევრი საინტერესო, მისტიკური და ხიფათით სავსე თავგადასავალი გადახდებათ თავს. რატომ დაიდო ბინა ურჩხულმა მაინც და მაინც ამ ქალაქში, რა სურს მას? რა აღმოჩნდება მისტერ სმითის იდუმალ სარდაფში? – ამ კითხვებზე პასუხი 13 წლის ავტორის წიგნად ქცეული ფიქრები და სათქმელია. ბავშვებსაც შეუძლიათ დიდებთან ერთად ფიქრი, ბრძოლა და გამარჯვება.   მაშ, წინ – მაქსისთან და ენისთან ერთად თქვენც იმოგზაურეთ მისტიკურ ქალაქში
    24.95
    ადამიანი-კონტროლერი
    ავტორი: დევიდ ბედიელი სერია: ლიბერქიდსი   ფრედი და ელი ტყუპია. მათ ძალიან უყვართ ვიდეოთამაშები და უფრო ეხერხებათ კიდეც, ვიდრე სხვა რამ, მაგალითად, ფეხბურთი ან სკოლის ყოჩებთან ურთიერთობა. ერთ მშვენიერ დღეს და-ძმას კომპიუტერის ეკრანზე მისტერი მენი ეცხადება – იდუმალებით მოცული კაცი; იგი მათ ვიდეოთამაშების კონტროლერს უგზავნის, რომელიც სხვა კონტროლერებს არ ჰგავს. დაბნეული და გაოცებული ბავშვები ცდილობენ, გამოიცნონ, რა შეუძლია ამ უცნაურ ხელსაწყოს. მალე საიდუმლო გასაღებსაც პოულობენ და კონტროლერის დახმარებით სურვილების ასრულებას იწყებენ...  
    12
    ავგუსტი და მე
    ავტორი: რ.ჯ. პალაციო მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი „ავგუსტი და მე“ რ.ჯ. პალაციოს ბესტსელერის „საოცრების“ გაგრძელებაა, უფრო სწორად, როგორც ავტორი ამბობს, არა გაგრძელება, არამედ დამატება. „საოცრება“ ავგი პულმანის ისტორიაა, „ავგუსტი და მე“ კი სამი პერსონაჟის მიერ მოთხრობილი საკუთარი ამბავი. ამ სამ ამბავში მხოლოდ გაკვრით არის ნახსენები ავგუსტი, თუმცა თავისდა უნებურად, სწორედ ეს ხდება ჯულიანის, ქრისტოფერისა და შარლოტის გარდაქმნის მიზეზი. „ავგუსტი და მე“ სიკეთისა და სიმამაცის საოცარ ამბავს აგრძელებს. ეს წიგნიც აუცილებლად დაგაფიქრებთ, გულს აგიჩუყებთ, გაგამხნევებთ, და რაც მთავარია, დაგიმტკიცებთ, რომ ყოველთვის ჯობია, აირჩიოთ სიკეთე.
    12.9
    ავრორა Z კორპუსიდან
    ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ამ წიგნში შეხვდებით ყველასთვის საყვარელი ნორვეგიელი მწერლის, ანე-კატარინე ვესტლის ახალ გმირს: ძალიან ჭკვიან, საქმიანსა და კეთილ გოგონა ავრორას, რომელიც პატარა ქალაქის გარეუბანში, მაღალ კორპუსში დედ-მამასთან და ჩვილ ძმასთან ერთად ეს-ესაა გადავიდა საცხოვრებლად. ავრორას ოჯახი მთელ კორპუსში გამორჩეულია – თუ სხვაგან ბავშვების მოვლასა და საოჯახო საქმეებს, ჩვეულებისამებრ, დედა უძღვება, ხოლო მამა სამსახურში დადის, მათთან პირიქითაა: ავრორას დედა დილიდან საღამომდე სამსახურშია, მამა კი უვლის ჩვილ ბავშვს, ამზადებს სადილებს, რეცხავს, აუთოებს… ეს ამბავი, როგორც ხშირად ხდება, მეზობლების მთავარ საჭორაო თემად იქცა, თუმცა ავრორა ძალიანაც სახალისოდ ატარებს დღეებს მზრუნველ მამასთან ერთად – ეხმარება კიდეც და მშვენივრადაც ერთობა; თუ როგორ, ამას წიგნიდან შეიტყობთ.
    8.9
    აი, როგორ და რატომ
    ავტორი: რადიარდ კიპლინგი მთარგმნელები: თამარ ჯაფარიძე, ნელი საყვარელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა როგორ გაუჩნდა სპილოს ხორთუმი? რატომ აქვს აქლემს კუზი ან ავაზას ლაქები? როგორ გაჩნდა ამქვეყნად არმადილი ან რატომ აქვს მარტორქას ნაოჭიანი ტყავი? კიპლინგის ზღაპართა სამყაროში ბევრ ისეთ კითხვაზე აღმოაჩენთ პასუხს, მხოლოდ ცნობისმოყვარე ბავშვებს რომ ებადებათ. ამ წიგნში მოთხრობილი ორიგინალური ამბები სახალისოცაა, უცნაურიც და ამავე დროს საოცრად დამაჯერებელი.
    7.9
    ანდაზები – არაკები (6-7 წლიდან)
    ავტორი: ირმა მალაციძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  
    7.9
    ანე ფრანკის დღიური (11-13) წელი
    ავტორი: ანე ფრანკი მთარგმნელი: ნელი ამაშუკელი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ანე ფრანკის დღიური პირველად 1947 წელს ჰოლანდიაში დაიბეჭდა სახელწოდებით „თავშესაფარი“. იგი ოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა. ამ ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა პიესები და კინოფილმები, დაიწერა მრავალი გამოკვლევა… დღიურის ავტორი არა რომელიმე ცნობილი მწერალი, არამედ 13 წლის ჩვეულებრივი ებრაელი გოგონა ანე ფრანკია. ცნობილია, რომ ფაშისტებმა მეორე მსფოლიო ომის დროს დაახლოებით 5,7 მილიონი ებრაელი გაანადგურეს. ანეს მამამ, ოტო ფრანკმა საკუთარი ფირმის უკანა ნაწილი სათანადოდ მოაწყო და იქ შეხიზნა ცოლ-შვილი. ოთხ კედელში გამოკეტილი 13 წლის ანე გულწრფელად აქსოვდა დღიურში საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს, ხან ემოციის გამომწვევ, ხანაც ღიმილის მომგვრელ შთაბეჭდილებებს. თუ სიკვდილს ვერ გაექცეოდა, ანეს უნდოდა, მისი დღიური მასთან ერთად დაღუპულიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ანე დაიღუპა და გადარჩა დღიური – კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დროის მამხილებელი დოკუმენტი.
    9.9
    ანტონის პატარა საჩუქარი #4
    ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ტყის პატარა სახლში მომხდარ საოცარ ამბებს დასასრული არ უჩანს. ერთიც ვნახოთ და, ღამით აქ ვიღაცამ გადმობარგება და დასახლება განიზრახა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რადგან ამ სახლში დიდედა და რვა ბავშვი დახვდა. რა მოხდა ამის შემდეგ? როგორ დაიმეგობრეს ტყის სახლის ბინადრებმა უცნაური სტუმარი  და რა საჩუქარი მიუძღვნა მან დიდედას? წაიკითხეთ ანე-კატარინე ვესტლის მიერ შექმნილი ამ არაჩვეულებრივი სერიის მეოთხე წიგნი და ბევრ საინტერესო და სახალისო ამბავს შეიტყობთ.
    8.9
    არაჩვეულებრივი ოთხეული
    ავტორი: ჰილარი მაკკეი მთარგმნელი: მაია წითაძე ამ წიგნის გმირებს მშობლიური სახლიდან შორს გამგზავრება მოუწევთ. მართალია, ბავშვები თავიდან სადღაც გაქცევას გეგმავენ, მაგრამ… აი, რა მოხდება და რატომ, სად აღმოჩნდებიან ისინი მოულოდნელად და რა საკვირველია, სასაცილო თუ სახიფათო თავგადასავლები გადახდებათ, ამას წიგნის წაკითხვისას შეიტყობთ. იმასაც მიხვდებით, რატომ არის თითოეული მათგანი ისეთივე გამორჩეული და არაჩვეულებრივი, როგორიც ყველა ბავშვი. იმედია, ოთხივენი – ნაომი, რუთი, რეიჩელი და ფიბი – თქვენი ნამდვილი მეგობრები გახდებიან.
    9.9
    ატუსა და მატუსა
    ავტორი: ლელა ცუცქირიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა აბა, თუ მიხვდები, ვინ არ არიან ატუსა და მატუსა? ყველაზე ცელქი ტყუპები, რომლებსაც თვალის დახამხამებაში შეუძლიათ ბებოს საწოლი მეკობრეების გემად აქციონ, ბალიშები – მფრინავ ხალიჩებად, ბაბუას ხელჯოხი – ცხენად, ხოლო კარადა – ციხესიმაგრედ; ასევე, შეუძლიათ ბებია, ბაბუა და მათი მეგობრები ფეხბურთის სათამაშოდ აიყოლიონ, ბაბუას დაბადების დღეზე კი, ტორტის ნაცვლად, პატარა ძამიკო კოკოტო მორთონ. ონავარი ტყუპებისა და მათი საყვარელი ბებია-ბაბუის მხიარულ, კეთილ ამბებს თანამედროვე ქართველი ავტორის, ლელა ცუცქირიძის წიგნში  წაიკითხავთ.
    8.9
    ატუსა და მატუსა
    ავტორი: ლელა ცუცქირიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცეემლობა
    8.9
    აღდგომა
    ავტორი: თინათინ გოგოჩაშვილი გამომცემლობა: ხრონიკონი ენა: ინგლისური/ქართული ყდა: მაგარი  
    20
    სიახლე
    ახალი წელი აგვისტოში
    ავტორი: დიანა ანფიმიადი "აგვისტოს ბუღს გაექეცი და სოფლის სიგრილეს აფარებ თავს? სწორი გადაწყვეტილებაა. რა შეიძლება იყოს ზაფხულზე, თავისუფლებაზე, სოფელზე და ბებიასთან ჩახუტებაზე ტკბილი და სანატრელი?! პატარა ოლღას არდადეგები სავსეა ფერადი და თავგადასავლებიანი დღეებით, ტყაშმაფასა და ოჩოკოჩის, მინდვრის ბატონისა და მინდიას სულმოუთქმელად მოსასმენი ამბებით, რომლებსაც ბებიასავით ვერავინ ჰყვება, და გემრიელობებით, რომელთა მსგავსსაც ამქვეყნად, ბებიას გარდა, ვერავინ აცხობს. თუმცა შენც შეგიძლია დაიკაპიწო ხელები და სამზარეულოს მიაშურო - ამ წიგნში ბებია თავის საიდუმლოებებს გაგიმხელს და ამ ცოდნით შეიარაღებული თავს ნამდვილ ჯადოქრად იგრძნობ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ამ წიგნში წაიკითხავ, რომ თითოეული დღე შეგიძლია ჯადოსნურ დღედ აქციო, მითუმეტეს, თუ ისეთი თანამოაზრე გყავს, როგორიც მოსიყვარულე და ხალისიანი ბებიაა."
    15.95
    ბავშვი ჩვეულებრივი და გაიძვერა გმირები
    ავტორი: გრეგ ჯეიმზი მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე სერია: ლიბერქიდსი   "არ გ ჯერა? მერფ კუპერი სწორედ ამის მაგალითია. „მომიყვანეთ ბავშვი ჩვეულებრივი!“ ყველა გმირს როდი აქვს სუპერძალა მას აქეთ რაც ბავშვი ჩვეულებრივი გახდა მეგობარ სუპერვირებთან ერთად ბოროტმოქმედებზე ნადირობს. თუმცა გმირობა ყოველთვის ადვილი არ არის... შორს, გასაიდუმლოებულ ციხეში, მსოფლიოს ყველაზე საშიშმა ნაძირალამ ოცდაათწლიანი დუმილი დაარღვია. რა თქვა პირველად? -"
    12.95
    ბალადა გატეხილ ცხვირზე
    ავტორი: ერნე სვინგენი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი არნე სვინგენი თანამედროვე ნორვეგიელი მწერალია. ის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია და მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობს ნორვეგიაში. ამ წიგნის დამსახურებით კი მწერალმა მრავალ ქვეყანაში გაითქვა სახელი. „ბალადა გატეხილ ცხვირზე“ სიმამაცის, შიშის, სპორტისა და მუსიკის შესახებ მოთხრობილი ამბავია, მაგრამ ყველაზე მეტად ისეთი დღეების შესახებ, როცა მოულოდნელად აცნობიერებ, რომ შენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ცამეტი წლის ბარტს მეტად რთული ცხოვრება აქვს, მაგრამ ის ყოველთვის ოპტიმისტად რჩება, რადგან  ერთი რამ ზუსტად იცის: გულგატეხილობითა და მოწყენით ვერაფერს შეცვლის. დედას სურს, ბარტმა კრივი ისწავლოს, რათა თავის დაცვა შეძლოს, მაგრამ ბიჭს თავდაცვა სხვაგვარად ესმის: ეს არის დადებითი განწყობა და… ოპერა.
    12.9
    ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი
    ავტორი: რუდოლფ რასპე მთარგმნელი: მზია ერისთავი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ვინ არ იცნობს ბარონ მიუნჰაუზენს და მის საოცარ თავგადასავლებს?! სამფეხა ადამიანებთანაც უცხოვრია და ყველის კუნძულზეც ; ირემიც უნახავს, თავზე ხე რომ ამოუვიდა და ორჯერ მთვარეზეც უმოგზაურია… სად აღარ ყოფილა, რა ფათერაკი არ გადახდენია თავს, მაგრამ თავისი მოხერხებულობის წყალობით ყოველთვის უპოვია გამოსავალი. ბარონი მიუნჰაუზენი – დიდცხვირა, ჩია ბერიკაცი ნამდვილად ცხოვრობდა გერმანიაში XVIII საუკუნეში და მართლაც უყვებოდა თავის მეზობლებს საოცარ ისტორიებს. ამ ცრუპენტელა ბარონის დაუჯერებელი ამბები რუდოლფ ერიხ რასპემ შეკრიბა და წიგნად გამოსცა. ეს წიგნი დროთა განმავლობაში საბავშვო კლასიკად იქცა, ბარონი მიუნჰაუზენი ბავშვების საყვარელი გმირი გახდა და აგერ უკვე მერამდენე თაობას აკვირვებს და ამხიარულებს თავისი არაჩვეულებრივი თავგადასავლებით. მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
    7.9
    ბასკერვილების ძაღლი
    ავტორი: ართურ კონან დოილი მთარგმნელი: ელგუჯა მაღრაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სერ ჩარლზ ბასკერვილის გვამი მისსავე საგვარეულო მამულში, დევონშირში, იპოვეს. ექიმი მორტიმერის გადმოცემით, გარდაცვლილს შიში ჩასდგომოდა თვალებში. სიკვდილის მიზეზი ბურუსით იყო მოცული, მხოლოდ ერთადერთი და საკმაოდ უცნაური სამხილი იპოვეს: უზარმაზარი ცხოველის ნაკვალევი. ჰოლმსის თხოვნით, უოტსონი ბასკერვილ-ჰოლში მიემგზავრება და ცდილობს გაარკვიოს, რა კავშირია იმ ლეგენდებსა და სიმართლეს შორის, ბასკერვილების საგვარეულოს რომ უკავშირდება. გამოძიებისას უოტსონის სიცოცხლეც კი საფრთხეშია, თუმცა მას შერლოკ ჰოლმსი იხსნის თავისი განუმეორებელი ინტუიციისა და გამჭრიახობის წყალობით. „ბასკერვილების ძაღლი“ ართურ კონან დოილის ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელი და მომაჯადოებელი ნაწარმოებია. მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
    9.9
    ბერძნულ-რომაული მითები
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე; მაკა მიქელაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა     მითები ახალი არ არის, ამიტომ, შესაძლოა, უკვე არაერთი მითოლოგიური წიგნი წაგიკითხავს და იცი, რომ ჭექა-ქუხილის ღმერთი ზევსია, სიყვარულისა – აფროდიტე, სიბრძნისა – ათენა, ომისა – არესი… მაგრამ ის თუ იცი, როგორ გაჩნდა სიყვარულის ყვავილი ვარდი? როგორ დაარსდა ულამაზესი ქალაქი რომი და ვინ ან რამ იხსნა იგი განადგურებისგან? როგორ გაჩნდა ფარშავანგი და რატომ ტირის ტირიფი? წაიკითხე ეს პატარა, საინტერესო ამბები ღმერთების, გმირებისა და უბრალო მოკვდავების შესახებ და ყველა ამ კითხვაზე პასუხი გეცოდინება.
    8.9