santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ბერძნულ-რომაული მითები
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე, მაკა მიქელაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა გამომცმელობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ბზობა
    ავტორი: თინათინ გოგოჩაშვილი ილუსტრატორი: შოთა თეთრაძე გამომცემლობა: ხრონიკონი ენა: ინგლისური/ქართული ყდა: მაგარი
    20
    ბიბო და სხვა მოთხრობები (7-9)
    ავტორი: რევაზ ინანიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა     რევაზ ინანიშვილი ამბობდა, რომ ბავშვებს სიყვარული და სიბრალული პატარაობიდანვე უნდა გავუღვივოთ, რათა სხვა ღირებულებები თავისთავად ჩამოყალიბდეს მათ სულში. მისი ყველა მოთხრობა ამ მოსაზრების დასტურია. ამ წიგნით გაიცნობთ ოთხი წლის ბიჭუნა ბიბოს, რომელსაც დიდი ადამიანივით აწუხებს საფიქრალ-სადარდელი; შიო პაპას, რომელსაც თავისი სახედარი მსოფლიოს ყველა საუკეთესო ავტომობილს ურჩევნია; თეთრცხვირიან და შავცხვირიან ციყვებს, პატარა მელუკას, რომელსაც საოცარი თავგადასავალი გადახდება… რევაზ ინანიშვილის სამყაროში შებიჯებისთანავე მიხვდებით, რას ნიშნავს სიკეთე, უბრალოება და სილამაზე; როგორ უნდა იყოთ სულ მცირე რამით გახარებული და ბედნიერი. მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.  
    8.9
    ბიძია თომას ქოხი (11-13)
    ავტორი:ჰარიეტ ბიჩერ სტოუ მთარგმნელი: მიხეილ კლიმიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
    9.9
    ამოწურულია
    ბიძია რიმუსის ზღაპრები (7-8)
    ავტორი: ჯოელ ჰარისი მთარგმნელი: ლოლა ქადაგიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
    4.9
    ბიძია სევას ამბები (9-11)
    ავტორი: დავით ჯავახიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ბიძია სევას უმცროსი მეგობარი, რვა წლის ცოტნე, სასაცილო და საოცარ ამბებს გვპირდება. არ გეგონოს, რომ ის ან წიგნის სხვა გმირები ავტორმა გამოიგონა. ბიძია სევა მართლა ცხოვრობდა ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, თითქმის მთელი ქალაქი იცნობდა და მართლა ისეთი მხიარული იყო, როგორიც ამ წიგნშია.  
    9.9
    ბიჭი და ძაღლი და სხვა მოთხრობები
    ავტორი: არჩილ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ამ კრებულში თავმოყრილია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწერლის, არჩილ სულაკაურის მოთხრობები: „ბიჭი და ძაღლი“, „გაბო“, „მტრედები“, „ძველი ამბავი“ და სხვები. მწერლის განსაკუთრებული თხრობის მანერა, უმცირესი წვრილმანების დანახვის უნარი, ანალიტიკური თვალთახედვა, ადამიანის ფსიქიკის სიღრმეთა წვდომა გამორჩეულს ხდის ამ მოთხრობებს. აქ გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად შეხვდებით რეალურ გმირებსაც, მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილს („ღამე ყაბახზე“), პირველ ქართველ ფიზიოლოგ ივანე ბერიტაშვილს („ბრმა ლეკვები ივანე ბერიტაშვილისთვის“)… ჰუმანიზმით სავსე, გულის ამაჩუყებელი ამბავია გადმოცემული მოთხრობაში „ბიჭი და ძაღლი“. ეს არის ამბავი უანგარო სიყვარულზე, ბიჭისა და ძაღლის თავდადებულ მეგობრობაზე. არჩილ სულაკაურის მოთხრობები დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის თანამედროვეთა შორის და შემდგომ თაობებშიც. ისინი მრავალ ენაზეა ნათარგმნი.
    10.9
    ბიჭი, რომელიც (შემთხვევით) გახდა ცნობილი
    ავტორი: დევიდ ბედიელი სერია: ლიბერქიდსი   "ბილი სმითი არაფრით გამორჩეული ბავშვია, სახელიც უბრალო და უინტერესო აქვს. მისი ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება _ შემთხვევით ძალიან პოპულარული ხდება. ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მალე ბილი დაეჭვდება _ ნუთუ მართლა უნდა, რომ ყველაზე პოპულარული ბავშვი იყოს? იქნებ „ძველი“ ბილის ცხოვრება უფრო საინტერესოა? ამ კითხვებზე პასუხს დევიდ ბედიელის ამ შესანიშნავ წიგნში ამოიკითხავთ!''
    11.95
    ბიჭი, რომელიც ვარსკვლავებთან ცხოვრობდა
    ავტორი: ჯორდი სიერა ფაბრა სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი ერთ ჩვეულებრივ დღეს, ბავშვთა ფსიქიატრი დევიდ როხასი ახალ პაციენტს გაიცნობს. ეს საქმე მაშინვე იქცევა მისი კარიერის ყველაზე უჩვეულო შემთხვევად. პოლიციის მიერ ნაპოვნი ბიჭი არ ლაპარაკობს, არ ჭამს. ვერ ეგუება სინათლეს. გარშემო მისთვის ყველაფერი უცხო და უჩვეულოა. ფსიქიატრი მიზნად დაისახავს, დაკარგული ბავშვის საიდუმლო ამოხსნას. მის მიერ ძლივს ნათქვამი რამდენიმე სიტყვით, ლაბირინთიდან გასასვლელი რუკის შედგენას იწყებს. თანამედროვე ესპანური საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ჯორდი სიერა ფაბრას ეს მოთხრობა, ისეთ სამყაროში შემავალ კარს გვიხსნის, რომლის შეღებასაც არასდროს მოვინდომებდით, რადგან არ გვინდა ვაღიაროთ, რომ მის მიღმა მართლაც არსებობს რაღაც.  
    7.9
    ბიჭი, ჩიტი და ოსტატი ალბერტო
    ავტორი: მატილდა ვუდსი მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე   "როდესაც ალორაში მოხვდები, მაშინვე უნდა ასწიო თავი და შეხედო ცას, რომ დაინახო ჯადოსნური სამყარო ყოველ დღე და ყოველ ღამე". LiberKids 8-12 წლის ბავშვების ჯგუფია, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში პოპულარულ როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ლიტერატურას. მათ მიერ შემოთავაზებულ ნაწარმოებებს გამომცემლობა "პალიტრა L" გამოსცემს. მატილდა ვუდსის "ბიჭი, ჩიტი და ოსტატი ალბერტო" სწორედ მათი არჩეული წიგნია. წიგნების შერჩევაში აქტიურად მონაწილეობენ მასწავლებლებიცა და მშობლებიც.
    9.95
    ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი ( 7-9 წლიდან)
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   თვალტანადი, გამჭრიახი, შესაშური ზომა-წონის დარბაისელი მამაკაცი – ეს კარლსონია, დაბალ-დაბალი, ჩასუქებული, გამოუსწორებლად ონავარი და ბაქია კაცუნა, რომელიც ზურგზე მიმაგრებული პროპელერით დაფრინავს და სახურავზე შემოსკუპებულ პატარა, მწვანედარაბებიან სახლში ცხოვრობს. გაგიკვირდა, რაც ახლა წაიკითხე? არადა, შენი მოტყუება არავის უფიქრია. სტოკჰოლმის ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე ჩვეულებრივი სახლის სახურავზე ცხოვრობს არაჩვეულებრივი კაცუნა – კარლსონი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს სრულიად ჩვეულებრივ სტოკჰოლმელ ბიჭუნას, სვანტე სვანტესონს ესტუმრება. სწორედ იმ დღეს დაიწყება ამ ორის უჩვეულო მეგობრობა. მალე კარლსონი ყველას დაარწმუნებს, რომ ის არც მოჩვენებაა და არც ბიჭუნას ფანტაზიის ნაყოფი. ის ნამდვილი, მსოფლიოში უბადლო მამაკაცია, რომელთან მეგობრობაზე, გართობასა და თავგადასავლებზე ალბათ არც შენ იტყოდი უარს. მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.    
    8.9
    ბრაითშტორმი
    ავტორი: ვაშტი ჰარდი მთარგმნელი: გიორგი გომართელი სერია: ლიბერკიდსი "„მამათქვენი აღარ დაბრუნდება...“, მიახალა ანჩხლმა და უგულო მისის ფოუჩერმა ტყუპს, ართურსა და მოდის, რომლებიც ბოლო წუთამდე ელოდნენ მამას შორეული ექსპედიციიდან. ეჭვი არ იყო, ცნობილი მკვლევარ-მოგზაური ერნესტ ბრაითშტორმი სამხრეთ პოლუსამდე მიღწევის მცდელობისას დაიღუპა. ახლა ბავშვების ჯერია , როგორმე გაყინულ სამხრეთამდე უნდა მიაღწიონ და მამაზე სიმართლე გაიგონ. თანაც სამეცნიერო წრეებში ამბობენ, დაღუპვამდე მეცნიერმა მეორე ექსპედიციის წევრებს საჰაერო ხომალდის საწვავი მოპარა და
    12.95
    ბულერბიელი ბავშვები (9-11)
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ჯენეტ ბაჯელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   შვედეთის პატარა სოფელ ბულერბიში სულ სამი სახლი დგას: ერთში 7 წლის ლიზა ცხოვრობს თავის უფროს ძმებთან, ლასესა და ბოსესთან ერთად, მეორე სახლში ორი გოგონა – ბრიტა და ანა, მესამეში კი – ბიჭუნა ულე. ეს ბავშვები მეგობრები არიან – სულ ერთად თამაშობენ, სკოლაში დადიან, მშობლებს ეხმარებიან… წაიკითხეთ ამ ექვსი არაჩვეულებრივი ბავშვის ყოველდღიური ამბები და იხალისეთ მათთან ერთად.
    10.9
    ბურატინოს თავგადასავალი
    ავტორი: ალექსეი ტოლსტოი მთარგმნელი: ლილი მჭედლიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში წაიკითხავთ გამოჩენილი რუსი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ალექსეი ტოლსტოის ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობას ხის ბიჭუნაზე, რომელიც მეარღნე კარლომ შეშის ნაპობისგან გამოთალა და სახელად ბურატინო დაარქვა. მხიარულ, ხმაურიან და გულუბრყვილო ბურატინოს უამრავი ფათერაკი გადახდება თავს: სასტიკი და დაუნდობელი კარაბას ბარაბასი დასჯის და ლურსმანზე ჩამოკიდებს, გაიძვერა მელია ალისა და მისი ფლიდი მეგობარი კატა ბაზილიო კი სულელების ქვეყანაში შეიტყუებენ… თუმცა, საბოლოოდ, ბურატინო მაინც იპოვის ოქროს გასაღებს, რაშიც მას ბებერი, კეთილი კუ ტორტილა დაეხმარება.
    8.9
    ბურატინოს თავგადასავალი
    ავტორი: ალექსეი ტოლსტოი მთარგმნელი: ლილი მჭედლიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მშვენიერი  ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში წაიკითხავთ გამოჩენილი რუსი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ალექსეი ტოლსტოის ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობას ხის ბიჭუნაზე, რომელიც მეარღნე კარლომ შეშის ნაპობისგან გამოთალა და სახელად ბურატინო დაარქვა. მხიარულ, ხმაურიან და გულუბრყვილო ბურატინოს უამრავი ფათერაკი გადახდება თავს: სასტიკი და დაუნდობელი კარაბას ბარაბასი დასჯის და ლურსმანზე ჩამოკიდებს, გაიძვერა მელია ალისა და მისი ფლიდი მეგობარი კატა ბაზილიო კი სულელების ქვეყანაში შეიტყუებენ… თუმცა საბოლოოდ ბურატინო მაინც იპოვის ოქროს გასაღებს, რაშიც მას ბებერი, კეთილი კუ ტორტილა დაეხმარება.
    7.9
    განძის კუნძლი
    ავტორი: რობერტ ლუის სტივენსონი მთარგმნელი: ალექსანდრე გამყრელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   დიდ საიდუმლოს ინახავს მოხუცი მეკობრის, ბილი ბოუნზის ძველი ზანდუკი, რომლის ხელში ჩაგდებასაც ბევრი მეკობრე ცდილობს. საბოლოოდ, ზანდუკში საგულდაგულოდ დამალულ განძის კუნძულის რუკას პატარა, უშიშარი ბიჭი, ჯიმ ჰოკინზი დაეუფლება და აქედან იწყება კიდეც მისი ფათერაკებით აღსავსე, საინტერესო თავგადასავალი ზღვასა თუ ხმელეთზე.
    9.9
    გედის საყვირი
    ავტორი: ე. ბ. უაითი მთარგმნელები: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   თეთრი გედი ლუი მესაყვირე გედების ოჯახში ცხოვრობს. მისი და-ძმები მხიარული კუჭკუჭითა და ყივილით ავსებენ არემარეს, ლუის კი ეს არ შეუძლია – უხმო მოევლინა ქვეყნიერებას. ლუის ძალიან უნდა, სასიყვარულო ბალადები უმღეროს სერენას – ულამაზეს გედს მთელ ტბაში, მაგრამ არაფერი გამოსდის. სატრფოს გულის მოგებაში მას წერა-კითხვის ცოდნაც კი ვერ ეხმარება… ბოლოს ლუის მამა გადაწყვეტს შვილის დახმარებას და მისთვის ნამდვილ თითბრის საყვირს მოიპარავს. ლუი ბედნიერია. სჯერა, რომ ახლა ნამდვილად შეძლებს, სერენას თავი შეაყვაროს… თუმცა აჯობებს, ამბის დასასრული თავად წაიკითხოთ. „ჩვენ და ჩვენს შვილებს გაგვიმართლა, რომ ეს წიგნი არსებობს“ – ჯონ აპდაიკი (მეოცე საუკუნის ამერიკელი მწერალი)
    8.9
    გმირი ღამის ავტობუსში
    ავტორი: ონჯალი რაუფი სერია: საოცრება მთარგმნელი: მაია წითაძე რაც თავი მახსოვს, სულ შარში ვეხვევი. თუმცა, ამას დიდად არ ვდარდობ – საუკეთესო იდეები სწორედ სასჯელის მოხდისას, სკოლის დირექტორის კაბინეტში მომდის. ბოლო დროს ჩემი აღარავის სჯერა, თუნდაც სიმართლეს ვამბობდე. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უსახლკარო მოხუცს ოინი მოვუწყვე… ყველას ერთი მჩაგვრელი ბიჭი ვგონივარ. ვერ წარმოუდგენიათ, რომ მეც შეიძლება გავხდე გმირი. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი – ჰექტორი – მართლაც აბეზარი ბიჭია. მაგრამ ერთ დღეს ისეთ ამბავს შეესწრება, რომ მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება. მას შემდეგ ჰექტორს ახალ მეგობრებთან ერთად ბევრი დაბრკოლების გადალახვა და არაერთი საიდუმლოს ამოხსნა მოუწევს… წაიკითხე თანაგრძნობის, სიკეთისა და მეგობრობის ეს უჩვეულო და საინტერესო თავგადასავალი და დარწმუნდი, რომ ყველას შეუძლია გახდეს უკეთესი ადამიანი.  
    12.9
    გოგო, კატა და ლოცმანი
    ავტორი: მატილდა ვუდსი მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე სერია: ლიბერკიდსი   ჩრდილოეთის ზღვის სიახლოვეს, ტალღების ხმაურში ცხოვრება - უკვე თავგადასავალია! და ეს შენი თავგადასავალიც იქნება, თუკი ამ წიგნს გადაფურცლავ! დიდი სანაოსნო მოგზაურობა გელის. თუმცა სანამ ცნობილ კაპიტანთან, მის ნაბოლარა შვილთან, კატასთან და ლოცმანთან ერთად ზღვაში გახვალ, მანამდე ზღვიდან გამორიყული, დამსხვრეული გემებისგან აშენებულ პატარა სოფელში მოგიწევს ცხოვრება. იქაური სახლები ზღვის ამბებს მოგიყვებიან, შეიძლება იმ ტავერნაშიც აღმოჩნდე, რომელსაც "ჩაძირული გველთევზა" ჰქვია და სადაც კაპიტანი ბრიტი სწორედ ამ წუთებში შვილის შეძენას ზეიმობს, წინასწარმეტყველი ფრეიდის სპირსი კი ზღვის ნაპირზე დგას, ყურზე ნაჟარა მიუდვია და ახალ წინასწარმეტყველებას ისმენს - ალბათ სწორედ შენ შესახებ - ჩრდილოეთ პოლუსს კიდევ ერთი მოგზაური ბავშვი უახლოვდება!
    12.95
    გრძელფეხება მამილო
    ავტორი: ჯინ უებსტერი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ჯუდი აბეტი ობოლთა თავშესაფრის მკვიდრი გოგონაა, რომლის ერთფეროვანი, მოსაწყენი ცხოვრება ერთ მშვენიერ დღეს სრულიად იცვლება – საიდუმლო მეურვე საუკეთესო კოლეჯში სწავლას უფინანსებს და სანაცვლოდ ერთადერთ რამეს ითხოვს: გოგონამ ახალი ცხოვრების ამბები წერილებით უნდა შეატყობინოს. ამ პირობას ჯუდი ბეჯითად ასრულებს და ყოველ ახალ ამბავს, განცდასა და ფიქრს იმ ადამიანს უზიარებს, ვისი სახეც არასდროს უნახავს; არც გვარი და სახელი იცის და, ხუმრობით თუ ცოტა ირონიითაც, „გრძელფეხება მამილოს” დაარქვა… მაინც ვინაა სინამდვილეში გრძელფეხება მამილო? ნუთუ ჯუდი ვერასდროს გაიგებს, რა ჰქვია კაცს, რომელმაც მისი გული და გონება ახალი ფიქრებით ააფორიაქა და ის სამყარო აჩუქა, რომელზე ოცნებასაც ვერ ბედავდა?
    10.9
    გრძელფეხება მამილო
    ავტორი: ჯინ ვებსტერი მთარგმნელი: ლია გუგუნავა გამომცემლობა: დიოგენე ყდა: რბილი  
    16.95
    გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია, მეფე ბუთხუზ პირველი და სხვები (6 წლიდან)
    ავტორი: თამრი ფხაკაძე  სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში
    ავტორი: ირმა მალაციძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ასაკი: 6+ გახსოვთ ამქვეყნად ყველაზე ტკბილი ქვეყანა სატკბილეთი? იქ ისევ ფორთოხლის მზე და ბანანის მთვარე ანათებს, ქუჩებში ირისია დაგებული, შოკოლადის ჯებირებს შორის კი ლიმონათის მდინარე მოედინება. ოღონდ ქვეყანას უკვე მეფე კარამელიუსის ღირსეული მემკვიდრე დედოფალი რაფაელა მართავს, რომელიც სატკბილეთელი ბავშვებისთვის გასართობ ქალაქს შოკოლენდს ააშენებს. შოკოლენდი ისეთი დიდებული და კაშკაშაა, მას პლანეტა კექსიდანაც კი შეამჩნევენ. ეს საოცარი ამბები ირმა მალაციძის ახალ წიგნშია მოთხრობილი. აქ კეთილ სატკბილეთელებსაც შეხვდებით და დედოფალ ხურმინას, შინდის-ხანს, ბატონ არვიცენას და პლანეტა კექსის სხვა ბინადრებსაც გაიცნობთ.
    8.9
    დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში
    ავტორი: ირმა მალაციძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სატკბილეთი ზღაპრული ქვეყანაა, სადაც ყველაფერი ტკბილი და გემრიელია. აქ სახლები მურაბის ქილებს ჰგავს, ციდან ტკბილი წვიმა მოდის, შოკოლადის ჯებირებს შორის კი ლიმონათის მდინარე მოედინება. დღისით ფორთოხლის მზე ანათებს, ღამით ბანანის მთვარე ამოდის. თავისუფალ დროს აქ სულ ცეკვა-თამაშში ატარებენ და ეჭვადაც არა აქვთ, რომ სამწერეთის ბოროტი და შურიანი მეფე ნესტარ მეორე სატკბილეთის დაპყრობას აპირებს. მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული. მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.  
    7.9