santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ვაფლის გულები
    ავტორი: მარია ფარი მთარგმნელი: თამარ კალანდაძე-ტაბახმელაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   განუყრელი მეგობრები ლენა და თრილე მათილდეს ყურეში ცხოვრობენ. ლენას თავგადასავლები უყვარს და შარშიც ხშირად ეხვევა თრილესთან ერთად. ბავშვები ხან მეზობლის ჯაგლაგს გამოიხსნიან სასაკლაოდან; ხან, როგორც ბიბლიური ნოე – კიდობანში, კატარღაზე შინაურ ცხოველებს მოათავსებენ; ხანაც, მსოფლიო ომის გასახსენებლად, ყველა რადიოს დიდ ორმოში ჩამარხავენ… „ვაფლის გულების“ ავტორს, მარია ფარს ხშირად ადარებენ ასტრიდ ლინდგრენს და არცთუ უსაფუძვლოდ: მის წიგნში მოთხრობილი მხიარული, ხიფათიანი ამბები აუცილებლად გაგახსენებთ დიდ შვედ საბავშვო მწერალს, თუმცა, მეორე მხრივ, ახალგაზრდა ნორვეგიელი ავტორი სრულიად განსხვავებულ სამყაროს ქმნის, რომელშიც ბევრი სიკეთე, ერთგულება, სიყვარული და სევდაა. სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი ადამიანური თვისებები აერთიანებს „ვაფლის გულების“ ყველა პერსონაჟს – როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს.  
    8.9
    ველოტური დანიაში #6
    ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   დედა, მამა, დიდედა და რვა ბავშვი გადაწყვეტენ, ველოსიპედებით დანიაში გაემგზავრონ. მართალია, მორტენი და მინა ჯერ პატარები არიან და პედლებს ვერ სწვდებიან, დიდედამ კი ველოსიპედის მართვა არ იცის, მაგრამ მამა ისეთ რამეს მოიფიქრებს, ყველა ერთად შეძლებს წასვლას. ჩვენს მხიარულ ტურისტებს წინ საინტერესო მოგზაურობა ელით: ქალაქ ოდენსეს ზოოპარკში ლომების ღრიალი და სპილოების ბუკ-ნაღარა შეაშინებთ, შემდეგ ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახლ-მუზეუმს ეწვევიან, კოპენჰაგენში კი გასართობ პარკს „ტივოლის“ ესტუმრებიან. წაიკითხე ორიგინალური ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი და იმოგზაურე დანიაში ნაცნობ მხიარულ ოჯახთან ერთად.
    8.9
    ამოწურულია
    თავადის ქალი მაია და სხვა მოთხრობები (13-14)
    ავტორი: ლეო ქიაჩელი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
    6.9
    თევზი ხეზე
    ავტორი: ლინდა მალალი ჰანთი მთარგმნელი: მთარგმნელი: ლია ჯამბურია სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი ელის კლასელების უმეტესობა არანორმალურს ეძახის და დასცინის. მასწავლებლებიც ვერ უგებენ, რის გამოც გოგონა ხშირად ხვდება დირექტორის კაბინეტში… თუმცა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ელის ვერაფრით გაუგია, როგორ კითხულობენ სხვები, როცა მისთვის ასოები პეპლებივით დაფრინავენ… ერთ დღესაც სკოლაში ახალი მასწავლებელი, მისტერ დენიელსი მოდის და ყველაფერი იცვლება. ის ხვდება, რომ ელის დისლექსია, ანუ წერა-კითხვის უნარის დარღვევა, აქვს და დახმარება სჭირდება; მისი დამსახურებით, თანდათან მთელი სკოლა რწმუნდება, რომ ელი არანორმალური კი არა, პირიქით, ნიჭიერი მხატვარი და მოაზროვნე მოსწავლეა. „თევზი ხეზე“ არის წიგნი, რომელიც ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს. ეს საოცარი ამბავი ბავშვებსაც და მოზრდილებსაც უდავოდ დაგარწმუნებთ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობა“ პირობითი ტერმინია; რომ სინამდვილეში, როგორც ცნობილი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი იტყოდა: „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია“. სხვათა შორის, დისლექსია ბავშვობაში აინშტაინს და კიდევ ბევრ ცნობილ ადამიანს  ჰქონდა.
    12.9
    თეთრი ეშვი
    ავტორი: ჯეკ ლონდონი მთარგმნელი: ალექსანდრე გამყრელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ჩრდილოეთის უდაბურ მხარეში მშიერი მგლების ხროვა დაძრწის. მათ შორისაა კიჩი, ნახევრად მგელი, ნახევრად კი – ძაღლი. თუმცა, წიგნის მთავარი პერსონაჟი კიჩი კი არა, მისი ლეკვია – თეთრი ეშვი. ეს სახელი მას პირველმა პატრონმა, გულცივმა ინდიელმა, რუხმა თახვმა დაარქვა. თეთრი ეშვი ჯერ სამარხილე ძაღლი გახდა, შემდეგ კი ბოროტი და დაუნდობელი ლამაზო სმიტის ხელში მებრძოლ არსებად იქცა. თეთრი ეშვი ბოროტი იყო, როცა შეუბრალებელ პატრონებთან ცხოვრობდა, მზრუნველ უიდონ სკოტთან კი მას სიკეთის უნარი დაუბრუნდა.
    9.9
    თხუთმეტი წლის კაპიტანი
    ავტორი: ჟიულ ვერნი მთარგმნელი: იათო კოტეტიშვილი სერია: მოსწავლოს ბიბლიოთეკა დიკ სენდი ყველაზე მამაცი კაპიტანია ამქვეყნად. თუმცა, სანამ კაპიტანი გახდებოდა, ის იუნგად მსახურობდა ვეშაპებზე მონადირე ხომალდზე, კაპიტნისა და მეზღვაურების ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ კი გემის უფროსობა ითავა. უკვე კაპიტან დიკს არაერთი ფათერაკი გადახდა თავს ჯერ ოკეანეში ცურვისას, შემდეგ – აფრიკის სავანაში ხეტიალისას, სადაც მოღალატეთა „წყალობით“ აღმოჩნდა თანამგზავრებთან ერთად და ბოლოს ტყვეთა ბანაკშიც კი გამოკეტეს, საიდან თავის დაღწევაც არც ისე იოლია. „თხუთმეტი წლის კაპიტანი“ მთელ მსოფლიოში უამრავი თაობის საყვარელი საკითხავია. ეს არის წიგნი, რომელიც გვარწმუნებს, რომ სიკეთე, თავდადება და სიმამაცე მარადიული ფასეულობებია.
    10.9
    იავნანამ რა ჰქმნა და სხვა მოთხრობები (9-10)
    ავტორი: იაკობ გოგებაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
    9.9
    იაკობ გოგებაშვილი - მკვეხარა ქოთანი
    იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი (დ. 27 ოქტომბერი [ძვ. სტ. 15 ოქტომბერი] 1840, სოფ. ვარიანი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი ― გ. 14 ივნისი [ძვ. სტ. 1 ივნისი] 1912, თბილისი) ― ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
    16.95
    იგავ-არაკები (6 წლიდან)
    ავტორი: ეზოპე მთარგმნელი: რუსუდან გორგაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    იგავ-არაკები (7-9) წლიდან
    ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი     ამ წიგნში შესულია მე-17 საუკუნის გამოჩენილი მწერლისა და მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები ცნობილი წიგნიდან „სიბრძნე სიცრუისა“. კრებულში შეტანილ 56 იგავ-არაკში შეცვლილია მხოლოდ არქაული სიტყვები და გამარტივებულია რთული კონსტრუქციები, რომლებიც ბავშვებისთვის რთული აღსაქმელი იქნებოდა, ხოლო ავტორისეული თხრობის სტილი უცვლელადაა შენარჩუნებული. „იგავ-არაკები“ გაფორმებულია ორიგინალური ილუსტრაციებით, რაც მას ერთიორად მიმზიდველსა და სახალისო საკითხავს ხდის.
    9.9
    ილის ქალაქი (6 წლიდან)
    ავტორი: თურბიორნ ეგნერი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე სერია: მოსწამლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
    8.9
    ილუსტრირებული ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
    ავტორი: ჯ.კ როულინგი გამოცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა ილუსტრირებული მაგარი ყდა სუპერ გარეკანით
    59.9
    ილუსტრირებული ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
    ავტორი: ჯ.კ როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ილუტრირებული მაგარი ყდა სუეპერ გარეკანით
    59.9
    კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (11-13)
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: მედეა მთვრალაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა გულად ბავშვთა გაერთიანება „თეთრი ვარდები“ ისე ჰყავს შეპყრობილი თავგადასავლების ჟინს, რომ მის არც ერთ წევრს წამითაც არ ახსენდება მშობლები, რომლებიც თუმცა ბრაზობენ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც იმედოვნებენ, რომ მათ შვილებს არაფერი გაუჭირდებათ. `თეთრი ვარდების~ უშიშარ, კეთილშობილ რაინდს არა აქვს უფლება, დაინახოს, როგორ იტაცებენ ბანდიტები ცნობილ პროფესორსა და მის ჭორფლიან, ცხვირპაჭუა ბიჭუნა რასმუსს და დამნაშავეებს კვალში არ ჩაუდგეს, მით უმეტეს, თუ ერთგული და გაბედული მეგობრების იმედიც აქვს!    
    8.9
    კანარის ჩიტი
    ეს წიგნი, სრულად ილუსტრირებული საშობაო ზღაპარი ბავშვებისთვის, წმინდა ნინოს სახელობის ფოკის დედათა მონასტრის პროექტია. მისი ავტორი ცნობილი მწერალი, აკა მორჩილაძეა. ილუსტრატორი: ნანა მელქაძე დიზაინერი: მაკა ცომაია
    15
    კაცი და მისი უცნაური პიანინო
    ავტორი: გურამ პეტრიაშვილი ილუსტრატორი: თაკო ბაქრაძე გამომცემლობა: ინტელექტი
    17.95
    კეთილი ბებერი ბუები და სხვა მოთხრობები
    ავტორი: რევაზ ინანიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ამ წიგნში თავმოყრილია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის რჩეული მოთხრობები პატიოსან, მშრომელ, გულწრფელ ადამიანებზე. ამ ნაწარმოებებში ცხოველები და ფრინველებიც კი სიყვარულითა და სიკეთით სავსენი არიან. წიგნში შეხვდებით ბებერ ბუებს, რომლებმაც თავიანთ ფრთებქვეშ შეიფარეს და გაყინვას გადაარჩინეს პატარა ბიჭუნა; ასტრონომობაზე მეოცნებე მამაც ბიჭს, შიოს, რომელმაც საშინელ ავდარში ვაჟკაცურად გადალახა ადიდებული მდინარე; გულისხმიერ მასწავლებელს, რომელმაც პატარა, ღარიბ მოსწავლეს გული ნუგეშითა და რწმენით გაუთბო. წაიკითხეთ და თქვენც გაითბეთ გულები სიყვარულით, იმედით, ღვთიური და ადამიანური სიკეთით სავსე ამ არაჩვეულებრივი მოთხრობებით.
    8.9
    კეთილიონი
    ავტორი: არნფინ ქოლერუ მთარგმნელი:  სოფო ქარჩხაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: საოცრება ყდა: რბილი 10 წლის ფრანკის ცხოვრება იმ დღეს იცვლება, როცა ის და დედამისი 24 მილიონ კრონას მოიგებენ. დედა კი გადაწყვეტს, ბანკში შეინახოს ფული და არავის გაანდოს ეს ამბავი, მაგრამ პატარა დაბაში რაიმეს დამალვა ძალიან რთულია… ყველაფერი მაშინ აირევა, როცა ფრანკის დედა გადაწყვეტს, სიკეთის კონკურსი გამოაცხადოს, „კეთილიონის“ გამარჯვებული კი 1 მილიონით დააჯილდოოს.
    12.9
    კომეტა მუმინების ხეობაში (7-8)
    ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: დავით გაბუნია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
    7.9
    კორალაინი
    ავტორი: ნილ გეიმანი მთარგმნელი: ლელა ფიროსმანიშვილი ვისაც ხიბლავს იდუმალებით მოცული, ჯადოსნური თავგადასავლები და, ზოგადად, ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები, აუცილებლად უნდა წაიკითხოს თანამედროვე ბრიტანელი მწერლის, გრაფიკული რომანებისა და კომიქსების ავტორის, ნილ გეიმანის ბესტსელერი „კორალაინი“, რომელიც უკვე რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. ქართულ ენაზე პირველად გამოცემული „კორალაინი“ შეიძლება თქვენთვის შეუცვლელი თანამგზავრი აღმოჩნდეს საიდუმლო კარს მიღმა არსებულ მომიჯნავე ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით წააგავს ნამდვილს.
    12.9
    კოსმოსური საქმე
    ავტორი: სტიუარტ გიბსი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერკიდსი   მთვარეზე მომხდარი მკვლელობის საიდუმლო ამ იუმორისტულ და დაძაბულობებით აღსავსე კოსმოსურ თავგადასავალსT he New York Times Book Review-ის სიტყვებით, ,,აღმაფრთოვანებელ და ბრწყინვალე თრილერად“ აქცევს. მთვარის ბაზა „ალფაზე“ მცხოვრები 12 წლის დეშილ გიბსონი მთელ მსოფლიოშია ცნობილი, როგორც ერთ-ერთი პირველი ბინადარი მთვარეზე. დეშილი ლამის ჭკუიდან გადავიდეს, რადგან ბავშვებს მთვარის ზედაპირზე გასვლა ეკრძალებათ. ისინი ბაზაზე, პატარა ფართობზე არიან გამოკეტილნი და გასართობი ბევრი არაფერი აქვთ. დეშს მხოლოდ ერთი თანატოლი ჰყავს და ისიც მთელ თავის დროს ვირტუალურ სამყაროში და კომპიუტერულ თამაშებში ატარებს. და უცებ მთვარის ბაზა „ალფას“ მთავარ მეცნიერს მკვდარს პოულობენ. დეშს ეჭვები უჩნდება, მაგრამ მისი არავის სჯერა. ყველა თანხმდება, რომ დოქტორი ჰოლცი მთვარის ზედაპირზე აი, ასე, უბრალოდ, მუზარადის სათანადოდ მორგების გარეშე გავიდა. მაგრამ დეშმა იცის, რომ დოქტორი ჰოლცი მნიშვნელოვანი აღმოჩენის მიჯნაზე იდგა და რომ ამ საიდუმლომ, შეიძლება, ყველაფერი შეცვალოს...
    11.95
    ლოტა აურზაურის ქუჩიდან
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: თამარ ჩიქოვანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა პატარა ლოტა თავის და-ძმასთან და მშობლებთან ერთად სინამდვილეში აურზაურის კი არა, მექოთნეების ქუჩაზე ცხოვრობს. ამ ქუჩას ასე ლოტას მამა ეძახის, რადგან მიაჩნია, რომ თავისი შვილების გამო აქ სულ აურზაურია. ლოტა მართლაც რომ ერთი `აურზაურა~ გოგოა – ჯერ სკოლაშიც არ დადის, მაგრამ უკვე მარტო ცხოვრებაზე ფიქრობს და ბინასაც კი პოულობს. გაიცანით ჯიუტი და ონავარი ლოტა, რომელიც ხშირად და-ძმასაც და დედიკოსაც აბრაზებს, მაგრამ მაინც ძალიან გულკეთილი და საყვარელი გოგოა.
    8.9
    ლოტა აურზაურის ქუჩიდან (7-8)
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: თამარ ჩიქოვანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ლოტას დღიური - ბაჭიებით სავსე სახლი
    ავტორი: ალის პანტერმილერი     მე ლოტა მქვია. ათის ვარ, თანაც - საკმაოდ ნორმალური, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ორ ძმასთან შედარებით ნამდვილად ასეა . ჰოდა, მართლა ვერ გამიგია, ამ ბოლო დროს რატომ ხდება ჩემს თავს ამდენი უცნაურობა . მაგალითად, სკოლაში დაფაზე ისეთი სისულელე დავწერეეე!...და კიდევ, ჩემი საყვარელი ბლინები მოულოდნელად ისე გამწარდაააა!...ვაიმე! იქნებ, ეს სულაც დედაჩემის ნაჩუქარი ფლეიტის ბრალია? ეს ფლეიტა გულზე ნამდვილად არ მეხატება! ფლეიტაზე დაკვრას მირჩევნია, ბატკანს მოვუარო... მოკლედ, ასეთი გეგმა მოვიფიქრე...
    11.9