santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • საიდუმლო შვიდეული: წინ, საიდუმლო შვიდეულო (წიგნი 5)
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: მაია წითაძე გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    სალამურას თავგადასავალი
    ავტორი: არჩილ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ქონდარეთის ჯიუტმა და ძილისგუდა უფლისწულმა სიზმარში ნანახ ციცინათელების მწყემსთან თამაში მოინდომა. ღამის შიკრიკებმა ციცინათელების მზეთუნახავი მწყემსი მოიტაცეს და უფლისწულს მიჰგვარეს. მეგობრის გადასარჩენად სალამურამ ქვეყნიერება მოიარა და რა არ გადახდა თავს – ჯამბაზობაც ისწავლა და მუშტი-კრივიც… წაიკითხე ყველა დროის საუკეთესო ქართული ლიტერატურული ზღაპარი – არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ – და უფრო მეტს შეიტყობ სიკეთესა და მეგობრობაზე.  
    12.9
    საოცრება
    ავტორი: რ.ჯ. პალაციო მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი ავგუსტ პულმანი დეფორმირებული სახით დაიბადა, რის გამოც სკოლაში არ დადიოდა. ახლა კი მეხუთე კლასში უნდა დაიწყოს სწავლა. თუ ოდსმე სკოლიდან სკოლაში გადასულხარ, გეცოდინება, რა სიძნელეები ელის მას. ავგუსტი ხომ ჩვეულებრივი ბიჭია, მხოლოდ სახე აქვს უჩვეულო. დაიჯერებენ მისი თანაკლასელები, რომ გარეგნობის მიუხედავად, ავგუსტი მათნაირი ბავშვია? ეს არის წიგნი, რომელსაც ვერ მოსწყდები და აქ არიან გმირები, რომლებსაც პირველიდან ბოლო გვერდამდე უგულშემატკივრებ.
    12.9
    სარკისმიღმეთი და რა იხილა იქ ელისმა (9-10)
    ავტორი: ლუის კეროლი მთარგმნელი: გიორგი გიკოელი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  სულაკაურის გამომცემლობა  
    7.9
    სატკბილეთის ქვეყანა
    ავტორი: ირმა მალაციძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სატკბილეთი ზღაპრული ქვეყანაა, სადაც ყველაფერი ტკბილი და გემრიელია. აქ სახლები მურაბის ქილებს ჰგავს, ციდან ტკბილი წვიმა მოდის, შოკოლადის ჯებირებს შორის კი ლიმონათის მდინარე მოედინება. დღისით ფორთოხლის მზე ანათებს, ღამით ბანანის მთვარე ამოდის. თავისუფალ დროს აქ სულ ცეკვა-თამაშში ატარებენ და ეჭვადაც არა აქვთ, რომ სამწერეთის ბოროტი და შურიანი მეფე ნესტარ მეორე სატკბილეთის დაპყრობას აპირებს.  
    7.9
    საუკეთესო პენალტი
    ავტორი: ალესანდრა ბერელო მთარგმნელი: ნანა ზარდიაშვილი სერია: ლიბერქიდსი     დანიელს, იტალიაში კამერუნიდან ჩამოსვლისას, ერთადერთი ოცნება ჰქონდა: საფეხბურთო სამყაროში მოხვედრილიყო. ახლა უკვე თბილი სახლი აქვს, ერთგული მეგობრები ჰყავს და აღარც მისი ოცნება ჩანს აუხდენელი. მიზანდასახულ ილარიასა და ასევე უერთგულესი მეგობრისა და თანაგუნდელის, მატიას გვერდით, შეუძლებელი არაფერი, მათ შორის, არც ეროვნული ჩემპიონატის მოგება და არც საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის საგზურის დამსახურება. დაბრკოლებას, რომელიც „ვირტუსის“ გუნდის მოთამაშეთა წარმატებას აფერხებს, „ატლეტიკო“ ჰქვია. ამ გუნდის კაპიტანს – ნიკის კი ნებისმიერ ფასად სურს გამარჯვება. ნიკისა და მის მეგობრებს ჩემპიონატში „ვირტუსის“ წინსვლა აცოფებთ. მატიას, თავის მხრივ, სხვა პრობლემები აქვს. მისგან ბევრს ელოდებიან, ეს კი ენერგიას აცლის და მოტივაციას აკარგვინებს. არც დანიელია უკეთეს დღეში. აშანტაჟებენ. თამაშსა და თამაშს შორის ბევრი რამ ხდება: საშინელი მუქარა გაისმის, ვიღაცას ცდუნება სძლევს. თუმცა მატია, დანიელი და მისი მეგობრები გულდასმით მალავენ. ამჯერად სამივე დამოუკიდებლად ცდილობს საიდუმლოს ამოხსნას და იმის დამტკიცებას, რომ ოცნების ასრულების მოკლე გზის ძებნა გამართლებული არ არის.  
    9.95
    საძაგელი მამიდა
    ავტორი: დევიდ უოლიამსი სერია: ლიბერქიდსი   სტელა საქსბი „საქსბი-ჰოლის“ ერთადერთი მემკვიდრეა, მაგრამ ძნელია, მამიდა ალბერტასა და მის ბავარიულ ბუს წინ აღუდგე. მამიდა, ალბათ, ყველას მოსიყვარულე და მზრუნველი წარმოგიდგენიათ, მაგრამ ცდებით. თუ ის არ გაძლევს უფლებას საყვარელ ტელეგადაცემას უყურო, გაიძულებს ჭამო საზიზღარი ჭარხლის წვნიანი, დაგცინის, ყველაზე გემრიელ შოკოლადს თვითონ მიირთმევს, გაიძულებს თავისი მოქსოვილი, ჩხვლეტია ჯემპრი ჩაიცვა და თუ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ეს სასტიკი ქალია, შენ კი პატარა ობოლი გოგონა ხარ, რა უნდა გააწყო?  
    12
    სახიფათო ზაფხული
    ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ყოველ ზაფხულს დედა მუმინი მუმინტროლს სათამაშო აფრიან ნავს უკეთებს. წლევანდელი ზაფხულიც ამ ტრადიციით დაიწყო, თუმცა სულ სხვანაირად გაგრძელდა. ცეცხლისმფრქვეველმა მთამ მუმინების ხეობის ბინადარებს მოულოდნელი განსაცდელი დაატეხა თავს, ისინი წყლის დინებას ჩამოყოლილ უცნაურ სახლში დაბინავდნენ და საოცარი თავგადასავალიც დაიწყო. იმოგზაურეთ მუმინებთან ერთად. ნახეთ, რა მოხდება სიურპრიზებით სავსე ზაფხულის ბუნიობის ღამეს; როგორ დაბრუნდება მშობლებთან დაკარგული მუმინტროლი; დაესწარით მამა მუმინის პიესის გენერალურ რეპეტიციას; შეიბრალეთ ოცდაოთხი ტყის პატარა არსების მამობილი სნუსმუმრიკი და, რაც მთავარია, გაიხარეთ მუმინტროლითან ერთად, რომელიც თავის სათამაშო აფრიან ნავს იპოვის…
    7.9
    სახურავის ბინადარი კარლსონი
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთრაგმნელი: ნატო კვარაცხელია გამომცმელობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: მაგარი სრული ტექსტი  
    29.9
    სახურავის ბინადარი კარლსონი ისევ მოფრინდა (7-8 წლიდან)
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
    8.9
    სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ ოინბაზობს (7-8 წლიდან)
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
    8.9
    სიბრძნე სიცრუისა
    ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მე-17 საუკუნის დიდი ქართველი მოღვაწისა და მწერლის, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ ავტორის პირველ ლიტერატურულ ქმნილებად მიიჩნევა, რომელიც მას „ჭაბუკობის ჟამს“ დაუწყია და ბერად შედგომამდე დაუსრულებია. კრებულში შესულია სულხან-საბა ორბელიანის 150-ზე მეტი იგავ-არაკი, რომლებიც დაწერილია მოქნილი, ადვილად გასაგები, დახვეწილი ენით, მოკლე ფრაზებითა და სხარტი გამოთქმებით ავტორს მოქმედ პირებად გამოჰყავს ცხოველები და ფრინველები, მოქმედება კი გადააქვს უცხო ქვეყნებსა და ქალაქებში, თუმცა, იგავებში აღწერილი მოვლენებიცა და პერსონაჟთა ხასიათებიც ქართულია.
    7.9
    სიყვარულით, ელლი
    ავტორი: კატო ჯავაიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა     ყველაზე ჯადოსნური ამბები მაშინ ხდება, როცა ფიქრობ, რომ შენი არავის ესმის. დედის გარდაცვალების შემდეგ ლილესაც ეგონა, რომ მასზე აღარავინ ზრუნავდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა ლილეს ცხოვრებაში საოცარი გოგონა – ელლი. მან მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ელლის დახმარებით ლილემ სხვა ადამიანები გაიცნო. მათ ასწავლეს, რომ ზოგჯერ უბრალოდ „თვალი უნდა აგეხილოს“. შემდეგ კი დაინახავ, რა საოცარია სამყარო. ნახავ, რამდენი უცნაური და მოულოდნელი ამბავი ხდება ირგვლივ. და კიდევ უამრავი რამ, რასაც ამ წიგნში თავად წაიკითხავ.         ყველაზე ჯადოსნური ამბები მაშინ ხდება, როცა ფიქრობ, რომ შენი არავის ესმის. დედის გარდაცვალების შემდეგ ლილესაც ეგონა, რომ მასზე აღარავინ ზრუნავდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა ლილეს ცხოვრებაში საოცარი გოგონა – ელლი. მან მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ელლის დახმარებით ლილემ სხვა ადამიანები გაიცნო. მათ ასწავლეს, რომ ზოგჯერ უბრალოდ „თვალი უნდა აგეხილოს“. შემდეგ კი დაინახავ, რა საოცარია სამყარო. ნახავ, რამდენი უცნაური და მოულოდნელი ამბავი ხდება ირგვლივ. და კიდევ უამრავი რამ, რასაც ამ წიგნში თავად წაიკითხავ.
    9.9
    სოფის სამყარო
    ავტორი: იუსტაინ გორდერი მთარგმნელები: დავით აკრიანი, ნოდარ მანჩხაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ნორვეგიელი მწერალი იუსტაინ გორდერი – საბავშვო წიგნების, რომანებისა და მოთხრობების ავტორი – 1952 წელს დაიბადა ოსლოში. მისი ყველაზე ცნობილი რომანია „სოფის სამყარო“, რომელიც მეოცე საუკუნის 90-იანი წლების ბესტსელერად იქცა. ეს არის წიგნი, რომელიც გამოსვლისთანავე სამოცამდე ენაზე ითარგმნა და მილიონიანი ტირაჟებით გამოიცა ბევრ ქვეყანაში. 1994 წელს ამ წიგნისთვის მწერალმა გერმანიის ლიტერატურული პრემია მიიღო. „სოფის სამყარო“ თრილერის ჟანრში დაწერილი რომანია და ამავე დროს, ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელო. წიგნში მოთხრობილია თოთხმეტი წლის სოფი ამუნდსენის ამბავი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ორწინადადებიან უცნაურ წერილს მიიღებს: „ვინ ხარ შენ? როგორ შეიქმნა სამყარო?“ ასე იწყება სოფის თავგადასავალი, მისი ფილოსოფიური მოგზაურობა სოკრატედან სარტრამდე, ინტელექტისა და ფანტაზიის საკვირველი ნაზავი, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, ბავშვის თვალით შეხედოს სამყაროს.  
    14.9
    სოფის სამყარო
    ავტორი: იუსტაინ გორდერი მთარგმნელი: დავით აკრიანი; ნოდარ მანჩხაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „სოფის სამყარო“ თრილერის ჟანრში დაწერილი რომანია და, ამავე დროს, ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელო. წიგნში მოთხრობილია თოთხმეტი წლის სოფი ამუნდსენის ამბავი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ორწინადადებიან უცნაურ წერილს მიიღებს: „ვინ ხარ შენ? როგორ შეიქმნა სამყარო?“ ასე იწყება სოფის თავგადასავალი, მისი ფილოსოფიური მოგზაურობა სოკრატედან სარტრამდე, ინტელექტისა და ფანტაზიის საკვირველი ნაზავი, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, ბავშვის თვალით შეხედოს სამყაროს.
    19.9
    სული-ჩიტი
    ავტორი: თამარ გეგეშიძე სერია: გაკვეთილების მერე საკითხავი გამომცემლობა: ინტელექტი
    15.95
    ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები (7-9)
    ავტორი: ჯანი როდარი მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   „ნაყინის სახლი“, „შოკოლადის გზა“, „მსუნაგეთის სამეფო“, „გაქცეული ცხვირი“, „უჩინმაჩინი ტონინო“ – ეს და კიდევ ბევრი სხვა მოკლე და სხარტი  ზღაპარი, როგორც ყველა ბავშვისთვის საყვარელი იტალიელი მწერალი, ჯანი როდარი მოგვითხრობს, თურმე ვინმე სინიორ ბიანკის ტელეფონით უამბია თავისი პატარა გოგოსთვის, რომელიც უზღაპროდ ვერაფრით იძინებდა, დედას კი უკვე მოყოლილი ჰქონდა, რა ზღაპრებიც იცოდა, თანაც ზოგიერთი – სამ-სამჯერ. ეს სინიორ ბიანკი წამლებით ვაჭრობდა და კვირაში ექვსი დღე გზას ადგა: ხან აღმოსავლეთში იყო, ხან – დასავლეთში, მაგრამ სადაც უნდა ყოფილიყო, ყოველ საღამოს შინ ტელეფონით რეკავდა და თავის გოგონას ზღაპარს უყვებოდა. ამ წიგნში სწორედ სინიორ ბიანკის ზღაპრებია თავმოყრილი.
    11.9
    ტირიფებში მოშრიალე ქარი
    ავტორი: კენეტ გრემი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა კენეტ გრემის „ტირიფებში მოშრიალე ქარი“ 1908 წელს გამოქვეყნდა და იმთავითვე დაიმკვიდრა სახელი, როგორც საბავშვო ლიტერატურის კლასიკურმა ნაწარმოებმა. ამ საინტერესო ამბის უცნაური პერსონაჟების – ვირთაგვას, თხუნელას, მაჩვისა და ამპარტავანი გომბეშო გომბის მეგობრობა და ერთგულება მკითხველისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა. დახვეწილი, შავ-თეთრი ილუსტრაციებით დამშვენებული ეს გამოცემა უდავოდ დაიმსახურებს თანამედროვე ბავშვების მოწონებას.
    6.9
    ტრეისი ბიკერი - ჩემი თავგადასავალი
    ავტორი: ჟაკლინ  უილსონი მთარგმნელი: მაია წითაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    ტუვა გლიმერდალიდან
    ავტორი: მარია ფარი მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა გლიმერდალს, სადაც ტუვა ცხოვრობს, გარშემო დაბურული, წიწვოვანი ტყე აკრავს და იქაურობა თოვლითაა დაფარული. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არაა, მხოლოდ სათხილამურო ბილიკის თავზე, ყორღანის წვერს რომ ეძახიან, პატარა შავ წერტილს შენიშნავ. სწორედ ეს შავი წერტილი გახლავს ტუვა, რომელიც ახლა თხილამურებით მთის წვერიდან დაშვებასა და შთამბეჭდავი, სუნთქვის შემკვრელი სალტოს გაკეთებას აპირებს. წითურთმიან, ონავარსა და საოცრად გამბედავ ტუვას ციგა ჯადოსნური მარხილივით ფრენა-ფრენით დაჰყავს. იგი ერთადერთი ბავშვია მთელ გლიმერდალში, ამიტომ მისი ყველაზე ახლო მეგობარი, არც მეტი და არც ნაკლები, 74 წლის გუნვალდია. ტუვას დაბადების დღე წელს აღდგომას ემთხვევა. ის ათი წლისა ხდება, ჰოდა, გადაწყვეტილი აქვს, დაბადების დღე ისე აღნიშნოს, რომ მთები შეაზანზაროს. თუმცა მანამდეც ისეთ ამბებს დაატრიალებს, დარწმუნდები, რომ ტყუილად არ შეურქმევიათ იქაურებს მისთვის „გლიმერდალის პატარა ჭექა-ქუხილი“.
    9.9
    უკანასკნელი მოჰიკანი
    ავტორი: ჯეიმზ ფენიმორ კუპერი მთარგმნელი: ალექსანდრე გამყრელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ამერიკელი მწერალი ჯეიმს ფენიმორ კუპერი ინდიელთა შესახებ დაწერილი არაერთი ცნობილი წიგნების ავტორია. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი „უკანასკნელი მოჰიკანი“ ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებზე მოგვითხრობს. წიგნში ინგლისსა და საფრანგეთს შორის ინდიელთა მიწების დაპატრონებისათვის გაჩაღებული ომის ერთი ეპიზოდია აღწერილი. მთავარი გმირი, ნეტი ბამპო, იგივე ქორის თვალი, მისი ძმადნაფიცი ინდიელი – ჩინგაჩგუკი და ამ ინდიელის შვილი უნკასსი ომში ინგლისის მხარეს იბრძვიან.
    10.9
    უკანასკნელი ფოთოლი და სხვა მოთხრობები
    ავტორი: ო. ჰენრი მთარგმნელები: პორფილე იაშვილი, ნელი ლარიონი, მაია ნათაძე, მაია ცერცვაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ორიგინალური, ჩახლართული სიუჟეტი მოულოდნელი დასასრულით – სწორედ ასეთია ამერიკელი ნოველისტის, ო. ჰენრის მოთხრობები. ო. ჰენრიმ მოთხრობების წერა ოჰაიოს ციხეში დაიწყო, სადაც 3 წელი გაატარა ფულის გაფლანგვის ბრალდებით. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. სიკვდილამდე ათი  კრებული გამოსცა, რომლებშიც 600-ზე მეტი მოთხრობა შევიდა. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ბოლო წლები სიღარიბეში გაატარა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ამ კრებულში ო. ჰენრის 24 მოთხრობაა შესული. თითოეული მოთხრობა უბრალო ამერიკელების ცხოვრებას ეხება, სითბოთი და იუმორითაა გაჯერებული და ხშირ შემთხვევაში დღესაც – საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც აქტუალურია.
    7.9
    ულისი
    ავტორი: ინგუნ თონი მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი ულისი ათი წლის გოგონაა. რაც თავი ახსოვს, დედასთან ერთად მწვანე სახლში ცხოვრობს, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება: მათ ოჯახში პატარა, საყვარელი ძამიკო იანი ჩნდება და იანთან ერთად მისი მამიკოც – სისუფთავისა და წესრიგის მოყვარული აინარი, რომელიც გოგონას პატარა ბავშვივით ექცევა. ამას ისიც ემატება, რომ იანისა და აინარის გამო დედას თითქმის აღარ ახსოვს ულისის არსებობა.
    12.9
    უუუ კულელე და სხვა მოთხრობები (6-7 წელი)
    ავტორი: ლელა ცუცქირიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ღამით, ძილის წინ, ალბათ დაგილანდავს კედელზე მოთამაშე ჩრდილი და შემკრთალხარ. სულ ტყუილად! პატარა, უწყინარ ჩრდილს ვინმეს შეშინება არც უფიქრია – შენთან დამეგობრების იმედით თამაშობს ხოლმე კედელზე… წიგნში დახატულ დიდ, საშიშ არსებას თუ დაუფრთხიხარ? ეგეც სულ ტყუილად! აბა, წარმოიდგინე, წიგნიდან რომ გადმოვიდეს, რა პატარა იქნება – მუხლამდეც ვერ მოგწვდება! საბავშვო მწერლის, ლელა ცუცქირიძის მოთხრობების ამ კრებულში მარტო ადამიანებს კი არა, ცხოველებს, მცენარეებს  და ნივთებსაც უყვართ, ნანობენ, უხარიათ და ოცნებობენ… გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ აქ მაცივარი აისბეგობაზე ოცნებობს; ტაფა მამალივით ყივის; პატარა ტყეს დიდობა სურს; ციცქნა ღრუბელს კი ძალიან უნდა, ერთხელ მაინც დაიგრუხუნოს საშიშად…
    9.9