santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა
    „მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა“ თბილისის მუზეუმების გაერთიანების ისტორიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური კვლევითი პუბლიკაციაა, რომელიც ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. პუბლიკაციაში წარმოდგენილია ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი პირადი წერილები, მდიდარი ფოტომასალა და სხვადასხვა საარქივო დოკუმენტი. გამოცემა აერთიანებს თბილისის მუზეუმების გაერთიანება – მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმის ფონდში დაცულ ექსპონატებს, საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს უშიშროების არქივში დაცულ მასალებს. მერაბ კოსტავას შესახებ მსგავსი მასშტაბის კვლევითი პუბლიკაცია პირველად გამოიცა. პუბლიკაცია ორენოვანი გამოცემაა, რომელიც თავისი ფორმით, შინაარსითა თუ მნიშვნელობით, საეტაპო კვლევას წარმოადგენს. გამოცემაში შესულია კონსტანტინე გამსახურდიას, ციცინო მაღლაფერიძის, რუსუდან ქუთათელაძის, მანანა ტაბიძის, ნინი სანადირაძის სტატიები და სხვა მნიშვნელოვანი უცნობი მასალები. გამოცემა მიზნად ისახავს მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელობის გააზრებასა და უახლესი ისტორიის იმ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის გახსენებას, რომელიც სამუზეუმო ფონდებსა და საარქივო მასალებშია დაცული.
    100
    მოგზაურის ჩანაწერები
    წიგნი დაფუძნებულია ცნობილი ველო-მოგზაურისა და გინესის არაერთგზის რეკორდსმენის, ჯუმბერ ლეჟავას მოგზაურობის დროინდელ ჩანაწერებზე. მისი მიღწევებისა და რეკორდების დიდი ნაწილი 1990-1992 წლებში მოგზაურობამდე იქნა დამყარებული.   რაც შეეხება მოგზაურობას, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მან ეს პროცესი 50 წლის შემდგომ ასაკში დაიწყო, რაც უდიდესი გამოწვევა იყო მისი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობისათვის.   საბოლოოდ, 1993 წელს დაწყებული მოგზაურობა 9 წლის შემდეგ, 2002 წლის 3 ნოემბერს დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში, ჯუმბერ ლეჟავამ ველოსიპედით იმოგზაურა დედამიწის ყველა კონტინენტზე, მოიარა 238 ქვეყანა და ორჯერ იყო ანტარქტიდაზე.   წიგნის მეშვეობით მკითხველი პირველად გაეცნობა ამ საოცარ, ცხოვრებისეულ თავგადასავალს.
    29.95
    მოგონებები - გენერალი გიორგი მაზნიაშვილი
    გიორგი მაზნიაშვილის "მოგონებანი" მკითხველისათვის არა მარტო საინტერესოდ საკითხავი წიგნი, არამედ საუკეთესო პირველწყარო იქნება საქართველოს ისტორიის მეტად მნიშვნელოვანი პერიოდის შესასწავლად. ეს წიგნი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს: როგორი იყო რეალურად საქართველოს რამდენიმეწლიანი დამოუკიდებლობა, რამდენად სურდა და რა იღონა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოს კეთილდღეობისათვის, იყო თუ არა საფრთხილო დღეს ასე მტკივნეული აფხაზეთის საკითხი ჯერ კიდევ მაშინ და სხვა.
    12
    მუხრანი - 90 ამბავი #33
    შემდგენელი: ნანა მაჭავარიანი სერია: თან საკითხავი ამ წიგნით მკითხველი გაეცნობა ნათესავებისა და მეგობრების თვალით დანახულ მუხრან მაჭავარიანს. პოეტის ცხოვრების გზა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. თამამ და ნოვატორულ შემოქმედებას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა ლიტერატურულ ასპარეზზე მისი გამოჩენიდან მოყოლებული... მუხრანს არ დაჰკლებია კრიტიკის ქარ-ცეცხლი და თვით უახლოეს მეგობართაგან დაუმსახურებელი შეურაცხყოფა. ამის შესახებ თავად პოეტი უბადლო იუმორით წერდა: „საქართველოში მე იმდენად გავხდი საქები, სახელს იხვეჭენ ჩემი ლანძღვით ავაზაკები... P. S. სულაც არ მიკვირს ეს ამბავი, მე სხვათაშორის, – – ყველას თავისი აქვს მუღამი სახელის შოვნის.“
    13.9
    ნაპოლეონი
    ავტორი: ჟან ტიულარი მთარგმნელი: მარინა ბალავაძე ფრანგები ამბობენ, ნაპოლეონზე იმდენი წიგნი დაიწერა, რამდენი დღეც მისი გარდაცვალებიდან გავიდაო. მორალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, ნაპოლეონის საზოგადოების საპატიო პრეზიდენტმა, ჟან ტიულარმა ორმოცი წელი შეალია ნაპოლეონის ბიოგრაფიის კვლევას და, არაერთი ფუნდამენტური ნაშრომის გამოცემის შემდეგ, საზოგადოებას შესთავაზა წიგნი, რომელიც წარმოადგენს ლეგენდარული პიროვნების მიერ გატარებული ცხოვრების ერთიან ანალიზს, რომელიც სცილდება უბრალო ბიოგრაფიის ჩარჩოებს.
    18.4
    ნიკოლოზ ბარათაშვილი - 100 ამბავი #49
    შემდგენელი: მაია ცერცვაძე სერია: თან საკითხავი ამ წიგნში თავმოყრილია უმთავრესად ის „ამბები“, ნიკოლოზ ბარათაშვილის პირველმკვლევრებმა რომ მოიძიეს, ჩაიწერეს, გამოაქვეყნეს და შემდგომი კრიტიკული შესწავლისათვის დაგვიტოვეს. დიდი ჯაფა ადგათ მათ, რადგან მარცვალ-მარცვალ უნდა ეგროვებინათ ცნობები უდროოდ და უსახელოდ გამქრალი პოეტის ჯერ კიდევ ცოცხალ თანამედროვეებსა თუ მათ შთამომავლებთან – ასე შეაკოწიწეს მისი ბიოგრაფია. ეს არის უნიკალური და მეტად ღირებული მასალა ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების საკვლევად – ამონარიდები მემუარებიდან, დღიურებიდან, პირადი წერილებიდან... ისინი გვაცნობს რომანტიკოსი პოეტის გარეგნობას, ხასიათს, ოჯახურ გარემოს, სანაცნობო წრეს, ინტერესებს, მსოფლაღქმას, სულიერ დრამას... გაცოცხლებულია მისი ცხოვრების ფრაგმენტები ბავშვობიდან გარდაცვალებამდე, საქართველოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ეპიზოდები...
    15.95
    ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2022
    ავტორი: კახმეგ კუდავა   10 დეკემბერი. ქალაქ სტოკჰოლმის რატუშის თავზე აღმართულია შვედეთის სახელმწიფო დროშა. დარბაზი სავსეა საპატიო სტუმრებით. მიმდინარეობს სამეფო მეცნიერებათა აკადემიის საზეიმო სხდომა. ორკესტრს ნიშანს აძლევს დირიჟორი. შვედეთის მეფე ასრულებს სასიამოვნო მისიას: ლაურეატებს გადასცემს ნობელის პრემიას! ასეა ყოველწლიურად – XX საუკუნის პირველივე წლიდან.ნობელის პრემია ყველაზე მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ჯილდოა, ამიტომაც უდიდესია მისდამი ინტერესი.   ინტელექტუალური სამყაროს ფავორიტი – ნობელის პრემიის ლაურეატი, წესდების თანახმად, ვალდებულია პრემიის მიღებიდან ექვს თვეში წაიკითხოს სანობელო ლექცია. ჟანრი განსაზღვრული არ არის. ეს უნიკალური გამოცემა აერთიანებს 1901-2022წლებში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღებისას წაკითხულ ყველა ლექციას. წიგნში შესულია ნობელიანტების საბანკეტო სიტყვებიც.
    49.95
    ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
    წიგნში წარმოდგენილია ლიტერატურის დარგში ყველა იმ ნობელის პრემიის ლაურეატის შემოქმედებითი ბიოგრაფია, რომელსაც პრემია 1901-2022 წლებში მიენიჭა. „ამბობენ იულიუს კეისარი იმიტომ ატარებდა დაფნის გვირგვინს, რომ სიქაჩლე დაეფარაო. საინტერესოა რას ფარავს ნობელის დიდების გვირგვინი? მხოლოდ სიქაჩლეს ხომ არა? ვფიქრობ, ნობელიანტი ზედმეტი სერიოზულობით არ უნდა მოეკიდოს ლაურეატობას. საბედნიეროდ, განგებამ ყველაზე ბუნებრივად შემახსენა ჩემი პიროვნების მოკრძალებული სიდიადე!“ – უილიამ გოლდინგი
    49.95
    ოთარ ჩხეიძე - 100 ამბავი #43
    სერია: თან საკითხავი ამ წიგნში ოთარ ჩხეიძის უკომპრომისო ცხოვრებისა და შემოქმედების ამბავია მოთხრობილი. მიუხედავად იმისა, რომ იგი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდანვე ლიტერატურულ წრეებშიც და ფართო მკითხველთა შორისაც დიდ მწერლად და მოუთვინიერებელ პატრიოტად იყო მიჩნეული – იქნებ სწორედ ამიტომაც – მისმა მასშტაბურმა აღიარებამ დიდი ხნით დაიგვიანა. დრამატული ცხოვრების კვალდაკვალ შექმნილ მრავალფეროვან შემოქმედებას (რომანების ციკლი „მატიანე ქართლისა“, ნოველები, დრამატურგია, ლიტერატურული წერილები და პორტრეტები, პუბლიცისტიკა, პოლიტიკური წერილები) ოთარ ჩხეიძე თავისივე ურყევი პრინციპით ამთლიანებდა სამწერლო, საზოგადოებრივ და პედაგოგიურ ასპარეზზე: „დროზე მაშინ ითქმის, როცა გიკრძალავენ“. ამბავს ამბავი არ ეზედმეტებაო, – ამბობდა ოთარ ჩხეიძე და ჩვენ წინაშეა 100 თანსაკითხავი ამბავი როგორც ერთი მართალი კაცის, ისე იმ ხალხისაც, ვინც მონობიდან თავისუფლებაზე გაღწევისა იწამა, რადგან ოთარ ჩხეიძის თქმისა არ იყოს, „ის გადარჩება, ვისაც ძალა შესწევს ურჩობისა“.
    11.95
    ოთარ ჭილაძე - 65 ამბავი #32
    სერია: თან საკითხავი წიგნი შეადგინეს მანანა ჯანელიძემ და სალომე ნიკოლეიშვილმა.  გამოცემაში შესული ამბების ავტორები:  ვახტანგ ჯავახაძე, თამაზ ჭილაძე, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, ტარიელ ჭანტურია, მაკა ჯოხაძე, ლევან ბრეგაძე, მანანა კვაჭანტირაძე, ემზარ კვიტაიშვილი, ლალი ავალიანი, ზურაბ კიკნაძე, ირაკლი სამსონაძე, დონალდ რეიფილდი, შუქია აფრიდონიძე, გიგი სულაკაური, ქეთევან შენგელია, ლაშა თაბუკაშვილი, აკა მორჩილაძე, ივანე ამირხანაშვილი, ცისანა გენძეხაძე, ბესო ხვედელიძე, არჩილ ქიქოძე, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, ზვიად კვარაცხელია, ვახტანგ ღლონტი, თამარ შაიშმელაშვილი, ფარნა-ბექა ჭილაძე, რაულ ჩილაჩავა, ლელა ჯიყაშვილი, ია სულაბერიძე. „მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს...“ – 1968 წელს დაწერილ ლექსში ოთარ ჭილაძემ თავისი იმწუთიერი შეგრძნებაც აღწერა და თითქოს ის მომავალიც განჭვრიტა, რაც მას, როგორც მწერალს და კაცს უნდა გაევლო. ოთარ ჭილაძის შესახებ მოთხრობილი ეს ამბები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ „აველუმის“ ავტორის არსებაში ერთდროულად ცხოვრობდა „სიყვარულის იმპერიის“ შემქნელი ოდისევსიც დაასკეტიც, რომელსაც ყოველდღიურად, თხუთმეტი საათი შეეძლო ემუშავა, თვეების განმავლობაში. ბავშვობა, ოჯახი, აღიარება სტუდენტობიდანვე, შემოქმედებითი ლაბორატორია, ლიტერატურული ურთიერთობები, მეხის გავარდნასავით გაჩენილი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და საკაცობრიო მნიშვნელობის რომანები, პატრიოტიზმი, როგორც „ჯილდო და სასჯელი“, აღიარება ევროპაში და ურთიერთობების გაწყვეტა რუს კოლეგებთან, რომლებმაც 90-იანი და 2000-იანი წლების რუსულ აგრესიაზე ხმა არ ამოიღეს – ეს და კიდევ არაერთი თემა და შტრიხია ამ წიგნში, რომელზეც სხვადასხვა თაობის 30-მდე ავტორი ჰყვება. 
    11.9
    პავლე ინგოროყვა - 125 ამბავი #35
    ავტორი: როსტომ ჩხეიძე სერია: თან საკითხავი  „პავლე ინგოროყვა იმ რჩეულ პიროვნებათა შორის იგულისხმება, რომელთა ბიოგრაფიაც უშუალოდ გადაჯაჭვია ქვეყნის ცხოვრებას, მის ისტორიულ მდინარებაში მომხდარ უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ-კულტურულ მოვლენებს. იშვიათია ასეთი მღელვარე, ასეთი დრამატიზმით აღსავსე ბიოგრაფია მეცნიერისა და მწერლისა. და ეს იშვიათობა ძალდაუტანებლად აირეკლება აქაც – პატარ-პატარა ამბებად დალაგებულ კომპოზიციურ ქარგაში. პავლე ინგოროყვას დაბადებიდან ახლახან 125 წელი გავიდა. წიგნშიც, ამ თარიღის აღსანიშნავად, სწორედ 125 ამბავია წარმოდგენილი“. – როსტომ ჩხეიძე
    13.95
    რაც მაგონდება და როგორც მაგონდება
    ავტორი: ლანა ღოღობერიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    20.9
    როგორ გავხდი ის, ვინც ვარ
    ავტორი: მიშელ ობამა მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი სერია: ლურჯი ოკეანე ბავშვობაში უბრალო მისწრაფებები მქონდაო. ყველაზე მეტად ძაღლი უნდოდა; კიდევ _ ორსართულიანი სახლი შიდა კიბით... სახლი, რომელშიც მხოლოდ ერთი ოჯახი _ მისი ოჯახი იცხოვრებდა; კიდევ უნდოდა, მამას ოთხკარიანი ფურგონი ჰყოლოდა ორკარა ”ბიუკის“ ნაცვლად; ჯერ კიდევ ”კიკინებიანი“ გოგონა იყო, როცა დამაჯერებლად ამბობდა, რომ გავიზრდები, პედიატრი გამოვალო. უფროს ძმას კი მუდმივად უჩიჩინებდა, რადაც უნდა დაგიჯდეს, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება უნდა მიიღოო; წერს, ამბიციური ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, რას ვუმიზნებდიო. სამიზნეები კი ”კიკინებთან“ გამომშვიდობების კვალდაკვალ გამოიკვეთა და გოგონამ უკვე მკვეთრად პრაგმატულად დაალაგა, დახვეწა და განახორციელა სამომავლო გეგმები, და ერთ დღესაც ზესახელმწიფოს _ ამერიკის შეერთებული შტატების _ პირველი ლედი გახდა. ”ამ სტატუსმა ისეთი გასაქანი მომცა, რომლის მსგავსს ვერც წარმოვიდგენდი; უამრავი გამოწვევის წინაშე დამაყენა და ქედის მოხრა მასწავლა, ზეცაშიც ამაფრინა და მიწაზეც დამანარცხა“, _ ამბობს მიშელ ობამა, რომელმაც პიროვნებად ჩამოყალიბების ფაქტორები (ადამიანებიც), მისწრაფება-ოცნებების, ინტერესებისა და, ზოგადად, მსოფლმხედველობისა და ღირებულე-ბების განსაზღვრის მიზეზ-შედეგები გაიხსენა, კარგად გააანალიზა და... დაწერა ”როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“.
    24.95
    საინტერესო ადამიანები
    ია ანთაძის ინტერვიუები გამომცემლობა: სეზან ფაბლიშინგი ინტერვიები ალექსანდრე ლორთქიფანიძე; რობი კუხიანიძე; ნათია ფურცელაძე;რუსუდან ფეტვიაშვილი; ბესიკ ხარანაული; დავით გზირიშვილი; კონსტანტიე თედელური; ნატა გაგუა; დიმიტრი თუმანიშვილი; გიორგი ოვაშვილი; ნაჯა ონაშვილი; ზურაბ კიკნაძე; გულნარა ჩაფიძე; ლანა ღოღობერიძე; გოგი მაღალაშვილი; ლადო აფხაზავა; ანა კორძაია-სამადაშვილი; მარინა ჯანაშია; ნინო სურგულაძე; გია ყანჩელი; ამდრო დგებუაძე; ნონა გაფრინდაშვილი; ნუცა კუხიანიძე; ზურა მხეიძე; გაგა ნიჟარაძე; მაია ჩიბურდანიძე; ლუკა ნაჭყებია; ნატალია ქუთათელაძე; სოფო კევლიშვილი; მალხაზ მაყაშვილი; ბიძინა კულაუმბეგოვი; ნანი ბრეგვაძე.
    40
    სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში
    ავტორი: მაია ასათიანი ცნობილი ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში საკუთარი ცხოვრების გარდამტეხ მოვლენებზე მოგვითხრობს. იხსენებს 90-იან წლებს, როდესაც პირველად შედგა ფეხი დიდ ჟურნალისტიკაში; უმნიშვნელოვანეს წარმატებებს, გარეშე თვალისთვის დაფარულ პირად ცხოვრებასა და მისთვის ძვირფას ადამიანებს. ავტორი საკუთარ პროფილს გვიხატავს და გვაჩვენებს, როგორია მისი სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში.
    11.9
    ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან
    ავტორი: მარიამ ჭანჭალეიშვილი,თამთა მელაშვილი გამომცემლობა: ზოლიანი კატა  
    25.95
    ჩემი ავტობიოგრაფია
    ინგლისურიდან თარგმნა ივანე ჩხიკვაძემ   „ჩემი ავტობიოგრაფია“ – ეს არის შესანიშნავი ამბავი კაცზე, რომელიც მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად. წიგნში ბევრი საინტერესო ეპიზოდია. სერ ალექს ფერგიუსონის ისტორია გოვანში, გლაზგოს გემთმშენებელთა უბანში იწყება. ის გულწრფელად აღწერს თავის ცხოვრებასა და სამწვრთნელო მოღვაწეობას. წიგნში მოთხრობილია ალექს ფერგიუსონის მიერ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარებული 27 წელი. სერ ალექს ფერგიუსონი პროვოკაციულად აღწერს თავის მეტოქეობას „ლივერპულთან“, „არსენალთან“, „ჩელსისთან“ და მოგვიანებით „მანჩესტერ სიტისთან“. ხშირად ხუმრობს არსენ ვენგერსა და ჟოზე მოურინიოსთან დაპირისპირებაზეც.   „ჩემი ავტობიოგრაფია“ უამრავ ახალ ამბავს მოგვითხრობს და გატაცებით იკითხება. 
    21.2
    ჩემი ბავშვობის უცხო მუზეუმში
    ავტორი: ლადო კილასონია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
    10.9
    ჩემი შემობრუნება
    ავტორი:იოჰან კრუიფი   „ის ერთ-ერთი იყო – საუკეთესოთა შორის.“ – სერ ბობი ჩარლტონი   „თუ მოინდომებდა, შეეძლო ნებისმიერ პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშე ყოფილიყო.“ – ერიკ კანტონა   „კრუიფმა ისტორიაში ყველაზე მეტი გააკეთა, ამ ლამაზ თამაშში სილამაზე რომ შეეტანა.“ – გარი ლინეკერი   „ყველაზე უფრო გავლენიანი ადამიანი ფეხბურთში – ძალიან მოკლედ, ასე დავახასიათებდი იოჰან კრუიფს, რომელმაც შექმნა ეპოქები ფეხბურთელის, მწვრთნელის და ფილოსოფოსის რანგში. მან თავისი სტილით, აზროვნებითა და მიდგომებით უფრო მეტი გააკეთა ფეხბურთისთვის, ვიდრე ვინმე სხვამ. შემთხვევითი არ არის, რომ თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ამბობს მის შესახებ, „იოჰან კრუიფამდე ფეხბურთის შესახებ არაფერი ვიცოდი“ – ასეთ სიტყვებს უბრალოდ, ადამიანების პატივისცემის ნიშნად არ ამბობენ, ასეთ სიტყვებს იწვევს შეგრძნებები, რომელიც შენში იმ ადამიანივით დიდხანს ცოცხლობს, ვისზეც საუბრობ.   ბედნიერი ვარ, რომ მის მიმართ ნათქვამი ყველა სიტყვა თუ შეფასება საკუთარ თავზე გამოვცადე, იმ რამდენიმე შეხვედრაზე, როცა მასთან ერთად ფეხბურთსა თუ სხვა თემებზე ვისაუბრე. მიხარია, რომ იოჰან კრუიფის ავტობიოგრაფია ქართველი მკითხველისთვის იქნება ხელმისაწვდომი და გულშემატკივარი კიდევ უფრო ახლოს გაიცნობს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელს. მისი ისტორიები, მოსაზრებები და დამოკიდებულებები ქმნის და აყალიბებს გემოვნებას, რაც არა მხოლოდ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს, არამედ გულშემატკივარსაც სჭირდება. ჩემთვის და ჩვენი ფონდისთვის მნიშვნელოვანი იყო ეს წიგნი ქართულად თარგმნილიყო. განაკუთრებულ მადლობას ვუხდი გამომცემლობა „არტანუჯს“, რომელიც სპორტული ლიტერატურის თარგმნის და პოპულარიზაციის მიმართულებით დიდ სამუშაოს ასრულებს.“ – შოთა არველაძე   ინგლისურიდან თარგმნა გიორგი არონიამ.
    24.95
    ჩემი წუთისოფელი
    ავტორი: ვახუშტი კოტეტიშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    19.9
    წერილები წარსულიდან
    წიგნში წარმოდგენილია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების სამუზეუმო ფონდებსა და საცავებში დაცული მასალები, რომელიც ხშირად ცდება პირადული მიმოწერის შინაარსს და ეპოქალურ მნიშვნელობას იძენს. გამოცემაში თავმოყრილია: ილია ჭავჭავაძის, ოლღა გურამიშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, მარჯორი უორდროპის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ოლღა ოკუჯავას, მელიტონ ბალანჩივაძის, ზაქარია ფალიაშვილის, კალისტრატე ცინცაძის, ივანე რატიშვილის, ილია ზურაბიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ვახტანგ ჭაბუკიანის, გალინა კუზნეცოვას, მერაბ კოსტავას, კოტე და სოსო წერეთლების, თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის დამთვალიერებელთა წერილები. წიგნში გამოყენებულია თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში დაცული საარქივო მასალები და დღემდე გამოუქვეყნებელი წერილები საქართველოს უახლესი წარსულიდან. ყდა: რბილი გამომცემლობა: თბილისის მუზეუმების გაერთიანება  
    53
    ჯანყი გურიაში
    სერია – ისტორიული რომანი   საგანგებო ფორმატის – ე. წ. ჯიბის წიგნი, რომლის ტარება და გაცნობა მკითხველს ნებისმიერ ადგილზე შეუძლია. გამოჩენილი ქართველი მწერლების თვალით დანახული წარსული – ორიგინალურად წარმოდგენილი ისტორიული რეალიები, ლიტერატურულ პერსონაჟებად გარდაქმნილი რეალური პიროვნებები, მათი საოცარი თავგადასავლები და მიმზიდველი სიუჟეტები, რაც გულგრილს არავის დატოვებს.
    5.6