santaesperanza
ქართული ანბანი 33 ემოცია
ქართული ანბანი - 33 ემოცია მწერალ ეკატერინე ტოგონიძესთან და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მომზადდა. ეს არის ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ანთოლოგია, 33 ავტორის დამოკიდებულება. გამოცემისთვის საზედაო ასოები რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ შეიქმნა. ამ ასონიშნების მეშვეობით თავიდან დაინახავთ ქართული დამწერლობის მაგიას, თავიდან შეიყვარებთ ჩვენს უნიკალურ ანბანს!
40
ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა
წიგნი-ალბომი ასახავს ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურებს პირველი პალეოგრაფიული ძეგლებიდან დღემდე. მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ ამ წიგნისთვის შექმნილ ტექსტებზე დაფუძნებულია აკა მორჩილაძის სტატიები.   „ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა“ არის წიგნი-ალბომი. ის შექმნილია მრავალი წლის მანძილზე შეგროვებული უნიკალური ვიზუალური მასალის საფუძველზე. წიგნი-ალბომი ასახავს ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურებს პირველი პალეოგრაფიული ძეგლებიდან დღემდე. მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ ამ წიგნისთვის შექმნილ ტექსტებზე დაფუძნებულია აკა მორჩილაძის სტატიები. წიგნი პოპულარული ენით, მოკლედ და საინტერესოდ მოგვითხრობს ქართული ანბანის წარსულსა და დღევანდელობაზე
59
ქართული კინოს წარსულიდან
ავტორი: გერმანე გოგიტიძე   საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა. www.sa-ga.org : გერმანე გოგიტიძე (1886-1960) 1925 წელს ბერლინში ვიზიტისას კითხვით მიმართავს გერმანელ კინოკლასიკოს ფრიც ლანგს – გადაიღებს თუ არა იგი »ვეფხისტყაოსანს«? ეს გამოცემა აერთიანებს გოგიტიძის გამოუქვეყნებელი კინომემუარების თარგმანს, კრიტიკულ წერილებს და საარქივო მასალებს 19 ფოტოთი. გამოცემას დართული აქვს გოგიტიძის სრული ბიოგრაფია, რომელიც აღწერს მის ცხოვრებისა და მოღვაწეობის აქამდე უცნობ ფაქტებს. ეს წიგნი არის პირველი მონოგრაფია ქართული კინოწარმოების პიონერზე და იგი უფრო ახლოს გაგვაცნობს ქართული კინოს ისტორიის საწყის ეტაპებს.
12
ქართული პლაკატი
ავტორი: მარიამ გაჩეჩილაძე   წიგნი წარმოგვიდგენს ქართული პლაკატის ხელოვნების ჩასახვისა და განვითარების ისტორიას XIX საუკუნის მეორე ნახევ რიდან XX საუკუნის დასასრულამდე. გამოცემა გვაცნობს როგორც პოლიტიკურ და სარეკლამო ხასიათის პლაკატებს, ისე კინოფილმების, თეატრისა და სხვა ტიპის წარმოდგენებისთვის შესრულებულ აფიშებს.   გრაფიკის ამ მონუმენტური სახეობის ისტორიულ ჭრილში განხილვა ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ აირეკლება მასში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი ისტორიულ-კულტურული მოვლენები.   უხვად ილუსტრირებული გამოცემის გაცნობა საკმარისია იმისათვის, რათა ცხადად დავინახოთ პლაკატის როლი ჩვენს ცხოვრებაში. ამ წიგნის დახმარებით აშკარა ხდება გრაფიკული ხელოვნების ამ ერთ-ერთი წამყვანი დარგის ადამიანზე ზემოქმედების ძალა, ასევე ის, თუ პოლიტიკური ვითარების შესაბამისად რაოდენ მძლავრ იარაღს წარმოადგენდა პლაკატი მასების „დასამოძღვრად“ და სამართავად.   სარეკლამო ხელოვნებას ათწლეულების განმავლობაში გამორჩეული მხატვარ-გრაფიკოსები ემსახურებოდნენ. თითოეულმა მათგანმა საკუთარი შემოქმედებით, ინდივიდუალური ხელწერითა და ინოვაციური მიდგომებით გრაფიკის ამ მიმართულების განვითარებაში განუსაზღვრელი წვლილი შეიტანა.
69.95
ქართული შრიფტი გრაფიკის-დიზაინერებისთვის
70
ქსოვილები საქართველოდან
ალბომი გამომცემლობა: ხელოვნების სასახლე ყდა: მაგარი გვერდები: 600 ზომა: 27.00*32.00 სმ  
280
ძველი თბილისის სურათები/ THE scethbook of old Tbilisi
ტექსტის ავტორი: აკა მორჩილაძე პროექტის ავტორი და დიზაინერი: სოფია კინწურაშვილი ქართული და ინგლისურენოვანი ტექსტი წიგნში თავმოყრილია მოკლე ისტორიები თბილისზე. აკა მორჩილაძისთვის დამახასიათებელი სტილი, წინა საუკუნეების თბილისური ცხოვრების თანამონაწილეობის  შეგრძნება და არა მარტო ისტორიული ფაქტები, მრავაფეროვანი ვიზუალური მასალა, ძველი თბისლისის განუმეორებელ ხიბლს გვაგრძნობინებს.
38.9
ძველი ტფილისის ევროპული გრავიურები - EURPOEAN GRAVURES
ავტორი: სულხან სალაძე გამომცემლობა: არტანუჯი ყდა: მაგარი „ძველი ტფილისის ევროპული გრავიურები“ თბილისის შესახებ არსებული ევროპული გრავიურების  ალბომია, რომელიც აერთიანებს თბილისის ჩანახატებს, 1673 წლიდან XIX საუკუნის ბოლომდე. ალბომში შეტანილი ასამდე გრავიურა, ძველი თბილისის ხედების გარდა ქალაქსა და მის მცხოვრებთა ყოფასაც ასახავს. გრავიურების დიდი ნაწილი უნიკალურია და საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი. ბევრი მათგანი პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე. ალბომი საინტერესო წყარო იქნება ძველი თბილისის ისტორიით დაინტერესებული საზოგადოებისათვის.
49.95