კატალოგი
-
მხატვრული ლიტერატურა
კრიტიკა/პუბლიცისტიკა
პოეზია/პოემა/პიესა
საბავშვო წიგნები
ენციკლოპედია
ხელოვნება
თეატრი, კონო და მუსიკა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გამოცემები
ქართული ხელოვნება
ფილოსოფია
ბიზნესი
ისტორია
სოციალური მეცნიერებები
ჰობი
მედიცინა/ჯანმრთელობა
უცხოენოვანი ლიტერატურა
საკანცელარიო ნივთები
დამხმარე სახელმძღვანელოები
სასკოლო სახელმძღვანელოები
სამაგიდო თამაში
ფაზლი
აქსესუარები/სუვენირები
სასაჩუქრე ბარათი
მისალოცი ბარათი
არქიტექტურა
ზურაბ ნიჟარაძე გრაფიკული კონტრაპუნქტი
ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021), საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი. ეგრეთწოდებული 50-იანელი მხატვრების წარმომადგენელი. ზურაბ ნიჟარაძის თითქმის 60-წლიანი მოღვაწეობა მოიცავს სხვადასხვა დარგს: დაზგურსა და მონუმენტურ ფერწერას, გრაფიკას, წიგნის ილუსტრაციებს, ანიმაციასა და თეატრალურ მხატვრობას.
ალბომში შესულია ფართო საზოგადოებისთვის ჯერაც უცნობი ჩანახატები, რომლებიც 7 თავშია გადანაწილებული – ზოგადი ჩანახატები, მითოლოგიური თემები, დეტალები, პორტრეტები, შიშველი ფიგურები, წიგნის ილუსტრაციები და თეატრალური ესკიზები.
ზურაბ ნიჟარაძის ჩანახატები, ესკიზები, ქაღალდის ნაგლეჯებზე შესრულებული პატარა შედევრები წარმოადგენენ წიგნის ძირითად ბირთვს და იმ ძვირფას მასალას, რომელიც განვითარებას პოულობს მის უფრო დიდ და ცნობილ ნამუშევრებში. ვფიქრობთ, ეს წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება დამწყები მხატვრებისთვის.
75
საკუთარი ნახატი
ავტორი: ქრისტინე კაკაბაძე, ნეობარისაშვილი და ნინო ძანძავა
მას შემდეგ, რაც 1929 წელს ვირჯინია ვულფმა ქალებისთვის „საკუთარი ოთახის“ საჭიროების შესახებ დაწერა, საკუთარი სივრცისა და დროის ნაკლულობის პარადიგმა დღესაც კვლავ აქტუალური რჩება.
გამომცემლობა მელანი წარმოგიდგენთ სინერგიულ ნამუშევარს, რომელიც დედებისა დ შვილების, და ამავედროს ორი მეგობრის შემოქმედებაცაა. მათ ერთანეთისგან დამოუკიდებლად შექმნეს ნამუშევრები, ხოლო გამომცემელმა ისინი ერთ კონცეფციაში მოქცევით დააკავშირა. ქრისტინე კაკაბაძისა და ნინო ძანძავას მიერ პანდემიის განმავლობაში შექმნილი ნახატები მოხდენილად აირეკლავს თანამედროვე მშობლობის და დედობის სირთულეებსა და შესაძლებლობასაც.
"საკუთარი ნახატი" წარმოადგენს უჩვეულო ექსპერიმენტს, როცა ტექსტი ხდება ილუსტრაციის კომენტარი და არა პირიქით. გამოცემა ნახარებით ყვება ერთი თაობის წარმომადგენელი ორი დედისა და მათი შვილების ყოველდღიურობას.
19.5
ფიროსმანი
სერია: დიდი მხატვრები
ნიკო ფიროსმანი- მხატვარი, რომელმაც ქართულ ხელოვნებაში ახალი ეპოქა შექმნა და უცხოელი განსწავლული და წარმატებული მხატვრები გააოგნა. დაგვიტოვა აბსოლუტურად ინდივიდუალური შემოქმედება, რომელიც მსოფლიომ აღიარა და დააფასა. მაგრამ ეს მხოლოდ მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მოხდა.
25
ქართული ანბანი 33 ემოცია
ქართული ანბანი - 33 ემოცია მწერალ ეკატერინე ტოგონიძესთან და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მომზადდა. ეს არის ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ანთოლოგია, 33 ავტორის დამოკიდებულება. გამოცემისთვის საზედაო ასოები რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ შეიქმნა. ამ ასონიშნების მეშვეობით თავიდან დაინახავთ ქართული დამწერლობის მაგიას, თავიდან შეიყვარებთ ჩვენს უნიკალურ ანბანს!
40