santaesperanza
საღამო არის ჩემი წიგნი
ავტორი: რაინერ მარია რილკე მთარგმნელი: ირმა შიოლაშვილი   "ამ პატარა კრებულში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი პოეტის რაინერ მარია რილკეს 50 ლექსია შესული. რილკეს შემოქმედებას წლების განმავლობაში დიდი სიფრთხილითა და დაფიქრებით თარგმნიდა პოეტი ირმა შიოლაშვილი. საბოლოოდ, ამ თარგმანებმა ერთად მოიყარა თავი კრებულში, რომელიც, ლიტერატორ გიორგი ლობჟანიძის შეფასებით, „დიდი ცოდნის, გერმანული და ქართული პოეტური ტრადიციების უფაქიზეს ნიუანსებში წვდომისა და დიდი სულიერი თანაზიარობის შედეგია... ის ლექსებიც კი, რომლებიც ქართველი მკითხველისათვის, სხვადასხვა და ხშირად გენიალური მთარგმნელების წყალობით, უკვე კარგად ცნობილია, ამ თარგმანებით რაღაცით განსხვავებულად და ახლებურად იკითხება".
7.95
სიმშვიდე დაფნის ხეებში
ჩემი პოეტობის ამბავი   მამაჩემის შემხედვარეს, ისე შემიყვარდა ლექსები, რომ ბავშვობიდან რაღაც-რაღაცების წერა დავიწყე. დავწერდი და ლეიბის ქვეშ ვმალავდი. მე-4 კლასში რომ ვიყავი (გოგოები და ბიჭები ჯერ ერთად ვსწავლობდით), ჩემი ერთი კლასელი ჩამივარდა გულში – სანდრო (სანდრიკა) ახმეტელი, თუ არ ვცდები, დიდი სანდრო ახმეტელის შვილიშვილი. მე და სანდრიკა შესვენებებზე ერთად ვთამაშობდით ხოლმე „დაჭერობანას“. ახლაც მაქვს ერთი ფოტო, მთელი კლასია გადაღებული – მე მარცხნივ ვდგავარ, სანდრიკა კი – მარჯვნივ. დავიგვიანეთ და სხვა ადგილი აღარ შეგვხვდა. მერე, გოგონები და ბიჭები რომ გაგვყვეს, ერთმანეთს ვეღარ ვნახულობდით.   ხანი გავიდა. მერვე კლასი რომ დავამთავრეთ, ატესტატები დაგვირიგეს. მეორე დღეს გავიგე, რომ სანდრიკა ტრამვაის გაუტანია. ტრამვაიზე ახტომა სდომებია, მაგრამ სახელურზე ხელი ასცდენია, მეორე ხელში ატესტატი შემორჩენოდა. ასეთი გულისტკივილი იშვიათად თუ განმიცდია. ღამეები არ მეძინა. ვტიროდი და გამოსათხოვარ ლექსებს ვუძღვნიდი.   ერთ დღეს გაგვქურდეს. სახლში ისეთი არაფერი გვქონდა, რომ გული დაგვწყვეტოდა. თუმცა, ის მცირედი, რაც გვქონდა, ჩვენთვის მაინც საჭირო იყო. იმ სიდუხჭირეში ლეიბებს, ბალიშებს, დანა-ჩანგალს რომ წაიღებენ და ზედ წიგნებს და რვეულებს მიაყოლებენ, მაინც ძნელია. ჩემი ლექსების რვეულიც გაქრა. ვინ იცის, რომელ ნაგვის ყუთში უკრეს თავი ან სულაც ღუმელში დაწვეს.   მედეა ზაალიშვილის წიგნიდან – „ცაში გამოკიდებული სახლი“
11.95
სიცოცხლის დაზღვევა
ავტორი: ნინო თარხნიშვილი   „სიცოცხლის დაზღვევა“ ნინო თარხნიშვილის მინიატიურებისა და ოდების კრებულია, მწვავე სოციალური თემებითა და რეალობის სისასტიკით, (თვით)ირონიითა და გულწრფელი, მძაფრი ემოციებით სავსე.   ადამიანები, ნივთები, რუტინა – ის ყველაფერი, რასაც ნინო თარხნიშვილი თავის მინიატიურებსა და ოდებში აღწერს, ერთი შეხედვით, ყოველდღიური, არაფრით გამორჩეული ამბებია. ასეთი ისტორიებს ყველა შეიძლება გადაეყაროს ცხოვრების გზაზე: პოეტიც და ბუღალტერიც, ჟურნალისტიც და დიასახლისიც. მაგრამ მთავარი ის არის, როგორ მოაქვს ავტორს ეს თითქოს არაფრით გამორჩეული ადამიანებისა და ნივთების ამბები მკითხველთან, როგორ ცოცხლდება მკითხველის გონებაში წითელურიკიანი მეყვავილისა თუ ვიტრინაში გამოკიდებული კაბის, პაკისტანელი ქვრივი ქალისა თუ წითელი ტახტის სურათები.    ის, რასაც ნინო თარხნიშვილი თავის პატარა მინიატიურებში ატევს, დიდი და მნიშვნელოვანი თემებია და ოსტატობაც ხომ სწორედ ესაა – სათქმელისთვის ზუსტი სიტყვების მოძებნა.
19.95
უილიამ შექსპირი - პოემები
ავტორი: უილიამ შექსპირი „თუკი დღეს უილიამ შექსპირის მნიშვნელობა პირველ რიგში მისი უდიდესი დრამატურგიული მიღწევებით განისაზღვრება, თანამედროვეთა თვალში იგი პირველ რიგში პოეტი იყო, თანაც საოცრად ჰარმონიული და თავისუფლად მოაზროვნე. მისი პოეტური ტექსტები აზრისა და გრძნობების ნამდვილი გამოხატულებაა, რომელშიც ადამიანური ვნებები ღვივის, ხოლო სამყარო მთავარი გმირების ბედისწერას ატრიალებს. საშუალება გვაქვს ქართულ ენაზე გავეცნოთ დიდი ინგლისელი პოეტის ყველა პოემის ტექსტს, რომელიც არაჩვეულებრივად და დიდი პროფესიონალიზმით თარგმნეს: მედეა ზაალიშვილმა, ჯემალ აჯიაშვილმა და გიორგი ნიშნიანიძემ." - გიორგი კაკაბაძე  
23.9
უილიამ შექსპირი - სონეტები
ინგლისურიდან თარგმნა რეზო თაბუკაშვილმა
50
ფაუსტი
ავტორი: გოეთე იოჰან მთარგმნელი: დავით ონიაშვილი   გოეთეს ფილოსოფიური დრამა „ფაუსტი“ გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი მწვერვალია, რომელზეც ავტორი 60 წლის განმავლობაში მუშაობდა. ნაწარმოების მთავარი გმირი, ცნობილი ჯადოქარი და მისანი, ზოგადსაკაცობრიო მისწრაფებებს გამოხატავს. ეს გახლავთ შემეცნების დაუძლეველი წყურვილი, ცხოვრების ემპირიული მხარის შეცნობა და სწორედ ამის გამო იგი ახალი ეპოქის მთავარი გმირების: ჰამლეტის, დონ ჟუანისა და ჰონ კიხოტის გვერდით იკავებს ადგილს.
27
ფიგაროს ქორწინება
ავტორი: ბომარშე მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი  
8.4
ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება
ავტორი: ეკა ქევანიშვილი გამომცემლობა ინტელექტი ყდა:რბილი  
7.95
ყვავების ფოსტა
ავტორი: თემურ ელიავა   მრუმე, მოელვარე ტკივილებით დაბზარული, ზოგჯერ საბედისწეროდ კარნავალური – ასეთია მხატვრული სამყარო თემურ ელიავას პოეტურ კრებულში „ყვავების ფოსტა“. თითოეული ლექსი დასასრულისწინა ვნებითაა დამუხტული, თითქოს პოეტის ლირიკული ალტერეგო ამ ფორმით – თამაშით, გამოწვევით ცდილობს გადალახოს ამსოფლიური თავგადასავალი.   ვერსიფიკაციული მრავალფეროვნება ნარატიულ ლანდშაფტსაც ემთხვევა – თემურ ელიავა კოლხეთის პოეტურ მითოსს ქმნის, უფრო სწორად – ამ მითოსის საკუთარ ხმაში გაღვიძებით, გახსენებით, ახალ სასიმღერო ნაკადს სთავაზობს სამყაროს. თითქმის ყველა ლექსი იმღერება, პოეტი კი თავის მსმენელად მარტოობას ასახელებს.
11.9
შედევრები
„დავით წერედიანი შედევრებს თარგმნიდა და მისი თარგმანები გვარწმუნებდა, რომ შედევრების თარგმნა შესაძლებელია ისე, რომ ნებისმიერი მკითხველი მიხვდეს – ეს შედევრია და მორჩა!   გოეთეს „თხმელნართა მეფე“, არტურ რემბოს „ოფელია“ და ლორკას „შავი ნაღვლის რომანსი“ – ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოეტები და მათი დაუვიწყარი პოეტური სამყარო წერედიანის თარგმანში. წავაკითხოთ სხვადასხვა თაობის მკითხველს. დარწმუნებული ვარ, ყველა მიხვდება, რომ დიდი პოეზიაა. „ძაფი ნერვისა“ მთარგმნელმა არათუ მოიხელთა (თავისთვის) ან თანამედროვეთა ემოციური მონუსხვისთვის, არამედ მომავლის მკითხველთან გასდო ხიდი – იმასთან, ვინც ნამდვილმა პოეზიამ უნდა დაარწმუნოს, რომ ამქვეყნად უცვალებელი, ფერუმკრთალი ფასეულობებიც არსებობს. რომ ზოგჯერ თარგმანში არაფერიც არ იკარგება, მისხალიც კი – შედევრების დავით წერედიანისეულ თარგმანში.“ – ზვიად კვარაცხელია
19.95
შენ მარტო არ ხარ
ავტორი: ლაშა მარგიანი "მათთვის, ვისაც არც მიწა ჰყოფნის და არც ცა, ვისაც მაინცდამაინც ადამიანი სჭირდება
35
შეშლილობის გამოცდილება
ზაურ გერგედავას პოეზია ექსპრესიული, მტკივნეული რეფლექსიის გამოძახილია. მასში მკაფიოდ აქცენტირებული მოქალაქეობრივი პოზიცია არქეტიპულ შრეებსაც იტევს და მითოსურ სივრცეებში განფენს თანადროულ ვნებებს და ტკივილებს. გაისმის კოლხური ფოლკლორის პოლიფონია, რომელიც ამ პოეზიას რიტუალურ იერსაც სძენს.
14.95
შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსი
ავტორი: ლია სტურუა
11.95
ჩემი ცხოვრების ყველა სიყვარული
მოს ეტინგერი ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ადამიანია თანამედროვე ისრაელში. ის ოცდაათამდე პოეტური და პროზაული კრებულის ავტორია და ოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც უდიდესი წარმატებით უძღვება სატელევიზიო გადაცემას, რომელსაც მთელ ქვეყანაში ნებისმიერი ასაკის უამრავი მაყურებელი ჰყავს. ამოს ეტინგერის ლექსებზე შექმნილია სიმღერები, მათ შორის ისეთებიც, რომელიც ნებისმიერ ებრაელს ზეპირად ახსოვს. ის საქართველოში მხოლოდ ერთხელ არის ნამყოფი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის წარსულსა და აწმყოს იმდენი თბილი და კეთილი სიტყვა მიუძღვნა თავის გადაცემებში, რომ ისრაელიდან ტურისტების მომრავლება საქართველოში აშკარად მისი დამსახურებაცაა. ქართულად ახლახან ითარგმნა ამოს ეტინგერის პოეტური კრებული და ვფიქრობთ, ეს წიგნი გულგრილს არავის დატოვებს და მოგვცემს იმის შესაძლებლობას, უკეთ ვიცოდეთ, როგორია ცოცხალი კლასიკოსის სიტყვა და ლექსი.
13
ცუდი დრო პოეზიისთვის
ავტორი: ბერტოლდ ბრეხტი მთარგმნელი: ზვიად რატიანი გამომცემლობა: მელანი     ბერტოლტ ბრეხტის (1898-1956) რჩეული ლექსების კრებულით XX საუკუნის ეს ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და ხელოვნების ფუნქციის ძირეულად გარდამქმნელი გერმანელი მწერალი და დრამატურგი ქართველ მკითხველს შედარებით სისტემური სახით პირველად წარუდგება, როგორც პოეტი. ბრეხტის სახელი რამდენადაც მჭიდროდ დაუკავშირდა გვიანსაბჭოთა ქართული თეატრის რამდენიმე ლეგენდარულ დადგმას, იმდენადვე მისი არანაკლებ მნიშვნელოვანი და უსაშველო მოცულობის პოეტური შემოქმედება შემოიფარგლა თითო-ოროლა ლექსის გადმოთარგმნით. შესაძლოა, ცივი წყლის გადასხმასავით გამომაფხიზლებელი იყოს წინამდებარე კრებულისთვის შერჩეული ლექსები, რადგან ისინი დაშორებულია რიტმისა და რითმის კლასიკურ სტანდარტებს და ერთგვარი უსამკაულობა და, საერთოდაც, არალირიკულობა ახასიათებთ. ეს ლექსები შეიქმნა დროში, რომელიც – ბრეხტის მშრალი ფორმულირებით – „ცუდია პოეზიისათვის“.
17
წამისყოფა
ავტორი: თამარ ჟღენტი   ოცდამეერთე საუკუნის ქართულმა პოეზიამ ერთი აშკარა მახასიათებელი შემოგვთავაზა: ბანოვანთა რიცხობრივი უპირატესობა, რომელსაც ახლახან კიდევ ერთი ახალი სახელი და გვარი შეემატა: თამარ ჟღენტი.   კანონიკური ლექსი თუ ვერლიბრი? – ისევ აქტიურია ეს შეკითხვა და ავტორი პასუხობს: ორივე!   სხვაგან წაგვიყვანა:   თითქოს განთიადს მზემ დაუბარა: „ჩემს ამოსვლამდე – ცა გალილეო!“ ისე გალურჯდა, – ვერ დაუფარავს აღფრთოვანება ყრმა გალილეოს. უცნობი ლოგოსიც მოგვაწონა: გასისხლთესლება. საცხოვრისიც დიდი ბრიტანეთის სამეფო. თამამი სტრიქონი წაგვაკითხა: პირველი ლექსი უსათუოდ ქალმა დაწერა. მინდა არ დავეთანხმო, მაგრამ როგორ?   ვახტანგ ჯავახაძე
14.95
წელიწადის დროები
ავტორი: ამაღლობელი რატი  ადამიანი, მთელი წელიწადის განმავლობაში სინათლისა და სიბნელის, სითბოსა და სიცივის, ყვავილობისა და ჭკნობის, სიცოცხლისა და სიკვდილის მონაცვლეობასთან ერთად ზამთრისა და ზაფხულის, შემოდგომისა და გაზაფხულის პოლარულობებს განიცდის... წინამდებარე წიგნიც მსგავსი წრე-ბრუნვის, მსგავსი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის მიხედვითაა და თანმიმდევრობითაა აგებული - სამყაროდან „მე“-მდე, „მე“-დან სამყაროსკენ
16
სიახლე
წერა
ავტორი: სერგო წურწუმია სერგო წურწუმიას მკითხველი პროზაიკოსად იცნობს. რჩეული ლექსების კრებული „წერა“ სხვაგვარად წარმოგვიდგენს მას – მოაზროვნეს, სივრცის პოეტს, მელოდიური ლექსების ავტორს, უმშვენიერესი ბგერწერისა და ფერწერის შემოქმედს.   სერგო წურწუმიას პოეტურ შემოქმედებას რეფრენად გასდევს ერთგვარი მეტაფიზიკური აღქმა კოსმოსისა, დაძლევა მხოლოდ ფიზიკური მოცემულობისა და უფრო მეტად ფილოსოფიური, მჭვრეტელობითი აზროვნება. ეს არის მისი მსოფლშეგრძნება. მისი შემოქმედება აღსავსეა ღვთისადმი მადლიერების გრძნობით, კაცთა მიმართ და სამყაროს მიმართ სიყვარულით.   იგი უმღერის მარადიულისა და მშვენიერის ამაღლებულ იდეებს! თან გვაჯერებს, რომ ამ სოფელში არაფერი მიეცემა დავიწყებას, რომ ყოველივე მარადიულისთვისაა გადანახული.
8.95
წვეთოვანი ბედნიერება
ავტორი: ქეთი ჯოლბორდი   „ეს კრებული სახეებით და მეტაფორებითაა გადავსებული. იმდენად, რომ ისინი თითქოს მათთვის გამოყოფილ სივრცეებში ვერ ეტევიან და ამიტომ ერთმანეთს ნაწილობრივ ფარავენ, რაც საკმაოდ ხშირად ბუნდოვანს ხდის კონკრეტულ ლექსებს, ზემოქმედებს სინტაქსზე. თუმცა ამ ჭარბ სისავსეს, სურათ-ხატების კალეიდოსკოპურობას საბოლოო ჯამში მოაქვს მკვეთრი და ზუსტი ემოცია, განწყობილება... აყალიბებს ავტორის ხელწერას... ქეთი ჯოლბორდის პოეტური ესთეტიკა ჰერმეტულია, და მასში ინტიმური და მეტაფიზიკური ბევრგან ერთმანეთშია გადახლართული, რაც ლექსიკური დიაპაზონის მომხიბვლელ სიფართოვესაც იწვევს. „წვეთოვანი ბედნიერების“ კითხვა წვეთ-წვეთობით, მცირე დოზებითაა მიზანშეწონილი. და მართალია წიგნი ხუთნაწილიანია, მაგრამ მისი სრულად დაძლევის შემდეგ რჩება მთლიანობის განცდა და ჩნდება უკან მიბრუნების სურვილი, რადგან ის სიღრმეები, რაც მხატვრული გამოსახვის ხერხების ასეთმა სიუხვემ გააჩინა, სხვანაირ გაშინაგანებას ითხოვს.“ – შოთა იათაშვილი
14.95
ხიდჩატეხილობა
პიესების კრებული ,,ხიდჩატეხილობა“, რომელიც ექვს სხვადასხვა დროს დაწერილ პიესას აერთიანებს. ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც თემატურად და ჟანრულად, ასევე არსობრივადაც. წიგნში წინაა წამოწეული აქტუალური თემები ქართული საზოგადოების შესახებ.
15
ხუთი პიესა
ამ კრებულში თავმოყრილია თანამედროვე ებრაელი ქალების მიერ დაწერილი ხუთი პიესა, რომელთა მთავარი გმირებიც სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენელი ქალები არიან. როგორ ხედავენ და განიცდიან საზოგადო თუ პირად პრობლემებს დიდი მოღვაწეების ცოლები, მარტოხელა დედები, რელიგიური სკოლის მოსწავლეები ან ორთოდოქსი მორწმუნეების ოჯახში გაზრდილი დები? – კრებულში თავმოყრილი პიესების ავტორები ცდილობენ, მკითხველისა და მაყურებლის ყურადღება ამ აქტუალური საკითხებისკენ მიმართონ. განსაკუთრებული ხედვითა და იუმორით გამორჩეული ეს თანამედროვე პიესები წარმატებით იდგმება ისრაელში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, საქართველოშიც. წიგნი გამოიცემა საქართველოში ისრაელის საელჩოს დახმარებით.
16.95
„მსახურთა შემოდგომა“ და სხვა პიესები
ავტორი: ნინო ხარატიშვილი გერმანულიდან თარგმნეს ნინო ბურდულმა და ანა კორძაია-სამადაშვილმა   გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, დრამატურგისა და თეატრის რეჟისორის, ნინო ხარატიშვილის ის პიესები, რომლებსაც ქართველი მკითხველი ამ კრებულში წაიკითხავს, გერმანიაში სხვადასხვა თეატრის სცენაზე უკვე დადგმულია და ცნობილია გერმანელი მკითხველისა თუ მაყურებლისთვის. ოთხი პიესიდან ერთ-ერთი, „მსახურთა შემოდგომა“, ქართულ სცენაზეც დაიდგა და სამეფო უბნის თეატრის პროგრამის ნაწილია, ასევე მზადდება „ფედრა, ალმოდებულის“ როგორც ქართულ, ისე გერმანულ სცენაზე დადგმაც.   ნინო ხარატიშვილი პიესებს ბავშვობიდან წერს. მანამ, სანამ მისი სადებიუტო რომანი, „ჟუჟა“ დაიბეჭდებოდა და გერმანულენოვანი წიგნების საუკეთესო ოცეულში მოხვდებოდა, ის გერმანულმა პუბლიკამ სწორედ საავტორო პიესებითა და მათი დადგმებით გაიცნო – 2008 წელს ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის პრიზი მიიღო წლის საუკეთესო პიესის ნომინაციაში „ლივ შტაინისთვის“; ასევე, იმავე წელს დაჯილდოვდა როლფ მარეს პრემიით წლის საუკეთესო დადგმის კატეგორიაში პიესისთვის „აგონია“. მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, გიოტინგენში, ზაარბრიუკენსა თუ თბილისში.   ამ განსხვავებული ეპოქებისა და შინაარსის, შესაბამისად, სხვადასხვანაირი ენით დაწერილ, ერთმანეთთან ერთი შეხედვით თითქოს სრულიად არაფრით დაკავშირებულ პიესებს ერთი მნიშვნელოვანი საერთო აქვთ – მათი მთავარი გმირები გამორჩეული ქალები არიან. თითოეული მათგანი დაუვიწყარ სახეს ქმნის და საკუთარი ბრძოლისუნარიანობით, გაბატონებულ წესებთან დაპირისპირების სურვილითა თუ სიყვარულის უნარით გვამახსოვრებს თავს.    
19.9