santaesperanza
Taste Of Georgia
If you want to understand Georgia, you should first try to unravel the mystery of its taste. Nothing tells you more about the traditions, customs, past or present of a country that the taste of its food. This book will be your guide on an unforgettable culinary journey, opening up Georgia through its seven kingdoms of taste, each one unique in its own way.
32.9
Вкус Грузии
Чтобы понять Грузию, вам прежде всего стоит попробовать разгадать тайну её вкуса. Ничто не говорит так много о традициях, обычаях, прошлом или настоящем страны, как ее национальная кухня. Эта книга станет вашим путеводителем в незабываемом кулинарном путешествии, открывая для вас Грузию через семь царств вкуса, каждое из которых по-своему уникально
32.9
აზიური სამზარეულო
მთარგმნელი: ნინო მესტვირიშვილი წიგნში წარმოდგენილია მდიდარი და თვითმყოფადი აზიური სამზარეულოს ცნობილი და პოპულარული რეცეპტები. წიგნი სრულად ილუსტრირებულია, ყველა კერძს ახლავს მომზადების ტექნოლოგიის ამსახველი დეტალური ფოტოები და სასარგებლო რჩევები, რაც მომზადების პროცესს გაამარტივებს. აზიური სამზარეულო გემოების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სწორედ ამ განსხვავებულობისა და ეგზოტიკურობის დამსახურებაა, რომ ის მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
35
ეთნო ტაბლა/ethno tabla
„ეთნო ტაბლა“ წარმოადგენს კულინარიული წიგნების ციკლის („მესხური ტაბლა“, „კოლხური ტაბლა“, „თუშური ტაბლა“ და „ქისტური ტაბლა“) ნაწილს, რომლებიც შექმნილია მოცემული რეგიონების როგორც  ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის მიზნით.    „ეთნო ტაბლას“ კულინარიული წიგნი შეიცავს ძველ, ტრადიციულ ადგილობრივ რეცეპტებს და ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. სწორედ ამიტომ, ეს ორენოვანი კულინარიული გზამკვლევი, გახდება შესანიშნავი სუვენირი ვიზიტორებისთვის.
25
ლია ბებია და გურული სამზარეულო / Grandma Lia s Gurian Cookbook
ავტორი: დოლიძე ლია / Dolidze Lia ენა: ქართულ-ინგლისური ,,ამ კერძს ბებიაც ამზადებდა"-ვინ იცის, რამდენჯერ მითქვამს ეს ფრაზა და თვალწინ დამდგომია წინსაფრიანი,ქურასთან მოფუსფუსე ჩემი ბებია.ფრაზა რომელიც ინახასვს ბავშვობის განუმეორებელ სითბოს,სიყვარულსა და იმ ყველაზე მთავარს, უხილავ და ფაქიზ ძაფს,რომელსაც ,,თაობებს შორის კავშირი" ჰქვია.,,ლია ბებია და გურული სამზარეულო" გახდება ის წიგნი,რომელიც თქვენს ოჯახებს გურული სამზარეულოს განუმეორებელ გემოებთან ერთად, ბებიას სითბოთიც აავსებს.
49.95
სპაგეტი
100 - ზე მეტი უგემრიელესი რეცეპტი. სპაგეტი; ლინჯინი; ბუკატინი; ტალიეტელე; პეტუჩინი; პაპარდელე; სპაგეტის სახლში მომზადების წესები იდეალური საჩუქარი საპეგეტის მოყვარულთათვის.
18
ტაფაზე მომზადებული კერძები
ამ წიგნში 50-ზე მეტი გემრიელი და გამორჩეული კერძი გელოდებათ,მათი თავისებურება ის გახლავთ,რომ თითოეული ტაფაზე მზადდება.ეს კერძები ოჯახურ სადილებსა თუ სხვადასხვა წვეულებაზე ტანაბრად დაიმსახურებს მოწონებას.აქ თავმოყრილია რეცეპტები,რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია ტრადიციული და პოპულარული.ახლა თქვენც შეგიძლიათ მათი მომზადება.
23
ქართული ტრადიციული კერძები
ავტორი:  მ.სიმონიძე, ლ.ყირმელაშვილი ხალხური სამზარეულო, მასში გამოყენებული პროდუქტები, კერძების ტიპები და მათი მომზადების ტექნოლოგია ნათლად ასახავს ხალხის კულტურულ ისტორიას. ქართული სამზარეულო მრავალფეროვანია და რთულიც კი. იგი მოიცავს მრავალგვარი საკაზმისა და საწებლის, ნიგვზის, სუნელების და სხვადასხვა მცენარეების გამოყენების მთელ სისტემას. განუმეორებელია საქართველოს თითოეული კუთხისთვის...
17.9
ქეთოს და აჩოს ფორმულა 51
ავტორი:არჩილ ზამბახიძე, ქეთევან პაპავა. ავტორები ტელეკომპანია „ფორმულას“ დილის ეთერით მაყურებლებს ადვილად მოსამზადებელ და საინტერესო კერძებს უზიარებენ უსაზღვროდ საინტერესო ისაა, რომ პირდაპირი ეთერი ცოცხალი ორგანიზმია, არასოდეს იცი ზუსტად რამდენი დრო გაქვს მოსამზადებლად და როგორც წესი, მუდმივ ტონუსში ხარ, შესაბამისად, რეცეპტებიც ამ რეალობასაა მორგებული – მალ-მალე, ადვილად მოსამზადებელი და უდავოდ ძალიან გემრიელი! ექსპერიმენტულმა კულინარიულმა თავგადასავალმა ძალიან გაამართლა და ყველა კერძი ერთმანეთზე უკეთესი გამოვიდა, ამიტომ, ერთ მშვენიერ დღესაც, გადავწყვიტეთ, გამოგვეცა იმ რეცეპტების კრებული, რომელიც დილის ეთერში მომზადდა! საბოლოოდ შევარჩიეთ 51 კერძის უნიკალური ფორმულა და გიზიარებთ ფოტოებთან ერთად. ჩვენი სხვა წიგნებისგან განსხვავებით, სადაც სურათებში მთავარი აქცენტი კერძებზე კეთდებოდა, ახლა ობიექტივში ჩვეულებრივი ადამიანები მოვახვედრეთ, მათი ნამდვილი ემოციებითა და გულწრფელი გამომეტყველებით, და, რაც მთავარია, ეს ფოტოები, არც მეტი, არც ნაკლები – მობილური ტელეფონით გადავიღეთ იმის საილუსტრაციოდ, რომ მთავარია იდეის გჯეროდეს და შედეგზე ნებისმიერ შემთხვევაში გახვალ!
31.95
ხაჭაპური
საქართველოში ხორბალი და სხვა მარცვლეული კულტურები უძველესი დროიდან ხარობს. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ჩვენში ცხობის კულტურის მდიდარი და მრავალფეროვანი ტრადიციები, რომელიც ქვეყნის ყველა კუთხეში ოდითგანვე განსაკუთრებულ რიტუალს წარმოადგენდა. ქართულ ღვეზლებში ყველაზე პოპულარული ხაჭაპურია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხაჭაპურსა და ყველით დამზადებულ სხვა ცომეულს ყველთან ერთად კარტოფილი, ისპანახი, მოხარშული კვერცხი და სხვა ინგრედიენტები.
22.95