santaesperanza
ფასდაკლება
მტრის ხატის შექმნა
ავტორი: უმბერტო ეკო     იტალიურიდან თარგმნეს ხათუნა ცხადაძემ, დარეჯან კიკოლიაშვილმა და ნათია ბერიშვილმა. თქვენ წინაშეა უმბერტო ეკოს (1932-2016) ესეების კრებული „მტრის ხატის შექმნა და სხვა შემთხვევითი ტექსტები“. შემთხვევითი იმიტომ, რომ კრებულში შესული ესეების უმეტესობა დაწერილია შეკვეთით, როგორც ჟურნალების თემატური ნომრებისთვის, ასევე სხვადასხვა კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე. ასე რომ, სხვადასხვა თემას სხვადასხვა შემთხვევა განსაზღვრავდა: რატომ იქმნიან ადამიანები დღემდე მტრის ხატს? როდის უჩნდება ადამიანის ემბრიონს სული? როგორ აისახება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი დიპლომატიურ სამსახურზე?.. უსაზღვრო ერუდიცია ხელს არ უშლის ავტორს, ამა თუ იმ თემაზე მსუბუქი ტონით ისაუბროს, ანუ თავადაც იხალისოს და მკითხველიც გაართოს.
11.02 16.95
ფასდაკლება
მუსიკა ქარში
ავტორი:რეზო ჭეიშვილი      ჩემი ჭკუით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული წიგნი ბოლო ას წელიწადში. ჩემთვის, ისევ და ისევ, თორემ სხვისთვის რა ვიცი. ამ წიგნის ტონი სრულიად უცხოა ჩვენებური წიგნებისთვის. ომის და ომისშემდგომი ქუთაისი. სიმინდი, ბაბუა, ლეკის ბიჭი, პორფილი, დაუმთავრებელი სახლი. ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს. ასეთი ქუთაისი კარგა ხანს მმართავდა. სულ არ გავდა იმას, რასაც თვალს მოვკრავდი ხოლმე. იქ რომ მოვხვდებოდი, აუცილებლად გადავხტებოდი ხოლმე ამ წიგნში და ვადარებდი. ეგეთი ქვეყანაა საქართველო. გააკეთებ ასეთ რაღაცას და არის ეს რაღაცა ჩუმად, ვითომ ასეთი წესია... აკა მორჩილაძე
12.97 19.95
მუჭში დამალული კენჭები
ავტორი: ზაზა ხალვაში „ეს წიგნი ზაზა ხალვაშის ავტოპორტრეტია – თავისუფალი, ყოველდღიური, სახელდახელო ფუნჯით მოხაზული ავტოპორტრეტი. ტეხილ შტრიხებში ვხედავთ ზაზას ისეთს, როგორსაც გარედან ვერ ვამჩნევდით, მაგრამ  ვგრძნობდით, წარმოვიდგენდით, ვვარაუდობდით. და, ამავე დროს, აქ ზაზა არის ისეთიც, როგორიც უდავოდ იყო, როგორსაც ვხედავდით. ამიტომ ორმაგი რაკურსით ვხედავთ მის სახეს: ერთი მხრივ, დაეჭვებული, სკეპტიკური, ფრთხილი; მეორე მხრივ, პირდაპირი, მართალი, უშუალო. ამ ორერთიან ჭრილში ვხედავთ საინტერესო შემოქმედს, ღირსეულ პიროვნებას, ნამდვილ მოქალაქეს, რომლის შინაგანი სამყარო შენ თვალწინ იხსნება თანმიმდევრული დინამიკით – ფაქტი, მოვლენა, განცდა, განსჯა, თხრობა, დაფიქრება – დაბოლოს, ხვდები, რომ კითხულობ ზაზა ხალვაშის ავტობიოგრაფიულ პროზას.“ – ივანე ამირხანაშვილი
19.95
მცველნი გრალისა
ავტორი: გრიგოლ რობაქიძე   გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ   გრიგოლ რობაქიძის რომანი „მცველნი გრაალისა“ 1937 წელს გერმანულ ენაზე იენში, დიდერიხსის გამომცემლობაში დაიბეჭდა. ქართული საზოგადოება რომანს მხოლოდ ნაწილობრივ გაეცნო 1989 წელს ნაირა გელაშვილის პიესის – „გრაალის მცველნი“ – სახით, რომელიც  მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რეჟისორმა დავით ანდღულაძემ დადგა.   „მცველნი გრალისა“ მოდერნისტული მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს. რომანი სავსეა მაღალესთეტიკური, უაღრესად შთამბეჭდავი სახეებით. მოქმედება ვითარდება საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, თუმცა სამშობლოს ბედის უღრმესი განცდითა და შთაგონებით განმსჭვალული პერსონაჟის, ლევან ორბელის ხილვებში წარმოგვიდგება საქართველოს ისტორიის ოქროს ხანა, ცოცხლდება ქვეყნისა და ხალხისთვის სანუკვარი თქმულებები და მისტერიები.   შენარჩუნებულია ნაწარმოების ავტორისეული დასათაურება, რომელიც დასტურდება გრიგოლ რობაქიძის არაერთი პირადი წერილითა და თანამედროვეთა მოგონებებით. 
16.95
მჯერა-არ მჯერა
ავტორი: ტორესა მოსი   „მჯერა-არ მჯერა“ საახალწლო ზღაპარია და როგორც ყველა კარგ ზღაპარში, აქაც ზღვარი, ჩვეულებრივ და ჯადოსნურ სამყაროს შორის, იშლება. საერთაშორისო კონგრესზე, რომელსაც ყველა ქვეყნის თოვლის პაპები ესწრებიან, საკუთარ საქმიანობაში ტექნოლოგიების დანერგვას გადაწყვეტენ. როგორია საგანგებოდ თოვლის პაპისთვის შექმნილი სმარტფონი და ხელოვნური ინტელექტი? როგორ იცვლება თოვლის პაპის ცხოვრება? რა საფრთხე ემუქრება ახალ წელს და როგორ შეიძლება დავეხმაროთ თოვლის პაპას? ამ რთულ კითხვებზე პასუხების ძიება, დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდება და რაც ყველაზე მთავარია, შეგიძლია ამ ამბების მონაწილე, თავადაც გახდე. როგორ? ამ კითხვაზე პასუხს Toresa Mossy-ს ახალ წიგნში იპოვით, მხოლოდ მისი გადაშლა და წაკითხვაა საჭირო.
11.95
ნადგომი წყალი
ავტორი: მიშა ანდღულაძე გამომცემლობა: ინტელექტი ყდა: მაგარი  
14.95
ნათლისქრობა
ავტორი: გურამ გეგეშიძე   წვდომა, ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად ადამიანის წინაშე მდგარი პრობლემების პირუთვნელი ანალიზი, აურაცხელი, მეტისმეტად საინტერესო პერსონაჟები, სისხლსავსე ხასიათები, მრავალფეროვნება სამყაროსი, რაც საერთოდ ახასიათებს გურამ გეგეშიძის შემოქმედებას; იდეათა სიმდიდრე, თვალსაწიერის სიფართოვე, სულის შემძვრელი დრამატიზმით აღსავსე ისტორიები ბევრ საფიქრალს უჩენს განათლებულ, ლიტერატურის გამგებ და მცოდნე მკითხველს, რომელთა შორის უამრავი პატივისმცემელი და დამფასებელი ჰყავს. „ხოცვა ნადირთა მცირეთა“, ანუ წვრილმანი თემებით გატაცება მას არ ახასიათებს, ამ მხრივ ეს წიგნი გამოირჩევა და გურამ გეგეშიძის სხვა რომანებთან და ბრწყინვალე მოთხრობებთან ერთად, ჩვენი ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს წარმოადგენს.   ნათლისქრობა დამაგვირგვინებელი თხზულებაა გურამ გეგეშიძის მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ვფიქრობ, კიდევ ერთი სიახლეც, რომელიც ამ დიდ მწერალს ყოველი ახალი ნაწარმოებით შემოაქვს ჩვენს ლიტერატურულ ცნობიერებაში. (ნუგზარ წერეთელი)
21
ნაპოვნი დრო
ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა.   მარსელ პრუსტის შედევრმა „დაკარგული დროის ძიებაში“, რომელიც 3000-ზე მეტ გვერდს მოიცავს და 7 ტომადაა დაყოფილი, შეცვალა არა მხოლოდ ფრანგული, არამედ მსოფლიო ლიტერატურა.    პრუსტი ძირეულად ცვლის რომანის სტრუქტურისა და სიუჟეტის ტრადიციული ქარგას: მოგვითხრობს სპონტანურ მოგონებათა, ასოციაციათა, ქვეცნობიერ მინიშნებათა კვალდაკვალ; მოვლენათა გადმოცემისას არ იცავს დროულ თანმიმდევრობას. მკითხველი პრუსტისეულ უდროო დროში ვარდება: წარსულის ფრაგმენტსა და დღევანდელ შეგრძნებას გამოჰყავს დროის ბრუნვიდან. დრო დამარცხებულია ამ რომანში, დრო ხელახლაა ნაპოვნი.    მთხრობელს (პრუსტსაც), რომელსაც წერა სურს, ყურადღება გაფანტული აქვს ამქვეყნიური ამაოებით, ზეპურ საზოგადოებაში ტრიალით, ფუქსავატობით და ამ მდგომარეობაში მყოფი გადაქანცულია უამრავი ძიებით. თვალნათლივ ხედავს, რომ არანაირი ლიტერატურული ნიჭი არ გააჩნია, რომ ვერაფერს დაწერს, რადგან ის თვისებანი, რაც მწერალს უნდა ჰქონდეს, მხოლოდ დროდადრო აქვს. გადაწყვეტს, ხელი აიღოს მწერლად გახდომის განზრახვაზე. თუმცა გერმანტების წვეულებაზე მისული ეზოში ფეხს წამოჰკრავს ცუდად დაგებულ ფილაქანს და წამსვე სენ-მარკის ეკლესიის ეზო ახსენდება ვენეციაში, სადაც სწორედ ამგვარად წაბორძიკდა. ლაქიას ჩაი მოაქვს და კოვზი გაწკარუნდება ლამბაქზე, რაც შუა მინდორში გაჩერებული მატარებლის შეკეთების ხმაურს აგონებს, როდესაც საყვარელ ბებიასთან ერთად მგზავრობდა. ბიბლიოთეკაში ფორთოხლის წვენს მოართმევენ და ხელსახოცი სწორედ ისევეა გახამებული, როგორც ბალბეკში პირველად ჩასვლისას დახვდა. ეს სამი ნიშანი იდუმალი კავშირია წარსულსა და აწმყოს შორის. და ის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას იღებს – ჩაიკეტება, წერას დაიწყებს და კვლავ იპოვის დაკარგულ დროს. სასწორის ერთ მხარეს წერა იდება, მეორეზე – სხვა ყველაფერი. წერით უმაქნისი, უბედური, ამაო სიცოცხლე ქმედით, ბედნიერ სიცოცხლედ იქცევა. 
24.95
ნარცისიზმი, ინცესტი, ოიდიპოსის კომპლექსი
ავტორი:  ერიხ ფრომი   ამ წიგნში გაერთიანებულია მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის ორი შესანიშნავი ნაშრომი: ,,ნარცისიზმი, ინცესტი, ოიდიპოსის კომპლექსი" და ,,სიზმრები და მათი ახსნა".ნაშრომში ,,სიზმრები და მათი ახსნა" ორიგინალურადაა განხილული სიზმრების ბუნება და მათი ახსნის ხელოვნება. წიგნი განკუთვნილია ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირთა ფართო წრისათვის.
8.5
ნაცნობ ქიმერათა ფერხული
ნაცნობ ქიმერათა ფერხული გელა ჩარკვიანის პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბიოგრაფიაა. უფრო სწორად, ავტობიოგრაფია, რომელიც საკმაოდ არაორდინარული და ხშირად დრამატული მოვლენების უშუალო მონაწილის მიერ იწერება. წიგნს უამრავი პერსონაჟი ჰყავს. თხრობის პროცესში ისინი კონტრასტულად ენაცვლებიან ერთმანეთს, მაგრამ არსებობს ადგილი, სივრცე, სადაც ავტორი მათ შეკრებას ახერხებს: საბჭოთა საქართველოს უმაღლესი ხელისუფალის ოჯახი და ქვეყნის მეორე პრეზიდენტის კანცელარია.   გელა ჩარკვიანის მრავალმხრივი პერსონის როლებიც განსხვავებულია ამ ავტობიოგრაფიულ საგაში: ის ჯერ კომუნისტი უფლისწულია, შემდეგ არატრადიციული საბჭოთა ახალგაზრდა, რომელსაც აკრძალული მუსიკა და ქალაქური ანდერგრაუნდი იზიდავს; მოგვიანებით – რკინის ფარდის მიღმა არსებული თავისუფალი დასავლური სამყაროს პოპულარიზატორი და არაერთი საზოგადოებრივი ინიციატივის ავტორი; გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი და მისი საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი; პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერი და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.   ავტორი გულწრფელად გვიყვება ადამიანურ ისტორიებს, „ივენთებს“, რომლებმაც სხვადასხვა დროს მასზე გავლენა იქონიეს და ამ ყველაფერთან ერთად გვიზიარებს პროფესიონალის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ამ წიგნს განსაკუთრებულად საჭიროს და ღირებულს ხდის.  
29.9
ნინოშვილის 25
ავტორი:  ილია ჭანტურია     „ნინოშვილის 25“ ილია ჭანტურიას სადებიუტო პროზაული კრებულია. მოთხრობების უმეტესობაში სიუჟეტი ავტორის მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში ვითარდება. წიგნის მთხრობელები ახალგაზრდა გოგო-ბიჭები არიან – ეს ის თაობაა, რომელმაც აგვისტოს ომი გადაიტანა, მათმა მშობლებმა და უფროსმა და-ძმებმა კი სამოქალაქო ომი და დევნილობა გამოიარეს.   ქალაქი უმოძრაობაშია, პერსონაჟებს კი სურთ გაარღვიონ მოჯადოებული წრე. მათ ორი გზა აქვთ: განაგრძონ ბრძოლა ან შეეგუონ ამ უმოძრაობას. ავტორი ძირითადად საზოგადოების სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფ, მარგინალიზებულ და ჩაგრულ ნაწილს გვაჩვენებს, რომლებიც ხშირად თვითონვე ხდებიან მჩაგვრელები.   რაც ყველაზე საგულისხმოა, წიგნში მოცემული სოციალური თუ საზოგადოებრივი პრობლემები მხოლოდ ავტორის მშობლიურ ქალაქს არ მოიცავს, ის ბუნებრივად განზოგადდება და მთელ ქვეყანაში მიმდინარე რეალურ მდგომარეობას აირეკლავს.“ – ალექსანდრე ლორთქიფანიძის ბოლოსიტყვაობიდან
10.95
ოდნავ უფრო თავმოყვარე ქვეყანაში
ავტორი: ზაზა ბიბილაშვილი   „ოდნავ უფრო თავმოყვარე ქვეყანაში“ ზაზა ბიბილაშვილის ორნაწილიანი კრებულის მეორე წიგნია, რომელშიც სხვადასხვა დროს დაწერილი წერილებია თავმოყრილი. ამ წერილებს ერთი იდეა აერთიანებს – რა გვიშლის ხელს წარმატებაში და როგორი უნდა იყოს ხვალინდელი საქართველო.
17.95
ოთარაანთ ქვიარი
ავტორი: ირაკლი დეისაძე გამომცელობა: ინტელექტი
11.9
ოთხი მხარე და ოთხი სვეტი
ავტორი:ნატო დავითაშვილი   „ნატო დავითაშვილი წლების წინ გავიცანი, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თავად ოდესმე რამეს თუ დავწერდი. გამოსაცემად ვნახე, როგორ ამზადებდა წიგნს – ფუსფუსებდა, ზრუნავდა, სიტყვებს უფრთხილდებოდა. იმის შემდეგ ლილე იროელის, მისი ფრთოსანი ლომების, მითოლოგიური თუ ჯადოსნური პერსონაჟებისა და თავგადასავლების გულშემატკივარი ვარ, რადგან ვხვდები, რამხელა ძალა, ნებისყოფა და ფანტაზია სჭირდება ერთი პერსონაჟის ისე განვითარებას, რომ მასზე რამდენიმე წიგნი დაწერო, შეუნარჩუნო მკითხველის ინტერესი და დატოვო ის ძალიან მამაც, კეთილშობილ და სამართლიან გმირად, რომელიც ხშირად ახალგაზრდა მკითველისთვის მაგალითის მიმცემი ხდება.   ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქართულ სალიტერატურო სივრცეში არსებობს წიგნი (წიგნები), სავსე მითოლოგიური, ზღაპრული, მაგიური გამონაგონით. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რეალობით დაღლილმა მკითხველმა მას თავი შეაფაროს, გამოგონილი სამყაროს მშვენიერებით დატკბეს და შეუერთდეს მთავარი პერსონაჟის მარადიულ რბოლას მზისკენ“, – თამარ გეგეშიძე.
17.9
ორი დაბადება
ავტორი: სოფიო კუბლაშვილი   რაც უფრო ღრმად შეჰყვები რომანის მდინარებას, მით უფრო რწმუნდები, რომ სიზმრებს მიჰყვები – აფორიაქებულს, დანოტიოვებულს ალაგ ცრემლით, ალაგ ჟინიანი ვნებით. ცივი პრაგმატული გოლდე, გაბახებული ბახა, ქალაბიჭა რონინა, კალთამადლიანი მადლია, მასავით ადრე დაქალებული ეთერი, მძვინვარე ასანა... ერთმანეთში ირევიან მათი ლანდები, დაუსრულებლად მოგზაურობენ დროში და მერე ილექებიან კელის არეულ გონებაში.   მკითხველი განუწყვეტლივ ცდილობს თხრობის ლოგიკის გაშიფვრას, გმირებს შორის კავშირების მოძებნას, რომლებიც თითქოს აშკარაა, მაგრამ ამავე დროს ოსტატურადაა შენიღბული. კარგი დეტექტივიცაა ამიტომ ეს რომანი, ფილოსოფიური წიაღსვლებიც არ აკლია, სასიყვარულო ინტრიგებიც; თითქოს საქართველოში ხდება მოქმედება, მაგრამ დანამდვილებით ვერც იტყვი; ჰიბრიდული გარემოა, ისეთივე უცნაური, როგორიც თავად პერსონაჟების სახელები.   დარწმუნებული ვარ, მკითხველი დიდ სიამოვნებას მიიღებს და დაუფიქრებლად გაჰყვება კელის ზმანებებს. თუმცა იყო კი ეს სიზმარი?! იქნებ რეალურად მოხდა?! ვინ იცის...“, – ზურაბ გურული.
19.95
ორსის ორდენის სამხეცე
ავტორი: ნატო დავითაშვილი გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
12.9
ოქროს გუნდი და სხვა
ავტორი: გურამ ფანჯიკიძე   გურამ ფანჯიკიძის საფეხბურთო ნონფიქშენი გასული საუკუნის 70-80-იან წლებში იწერებოდა და დღესაც საინტერესო და ემოციური საკითხავია.  ესაა თვითმხილველის მიერ მოყოლილი დიდი სპორტული ეპოქის ამბები, თავისი კაშკაშა გმირებითა და ახდენილ-აუხდენელი ოცნებებით.  ეს წიგნები, რომელმაც ახლა ერთად მოიყარა თავი, საბჭოთა სინამდვილეში რამდენიმე თაობისთვის მსოფლიო საფეხბურთო მოვლენების გაცნობისა და გააზრების მნიშვნელოვანი წყარო იყო.  თბილისის „დინამოს“ ტრიუმფულ სვლაზე საუბრობს თუ მარადონას ფენომენზე,  გურამ ფანჯიკიძეს ყოველთვის აინტერესებს პროცესი და განწყობები, რამაც ეს დიდი წარმატებები შეამზადა.  ამიტომ, დაწერიდან 40-50 წლის შემდეგაც გურამ  ფანჯიკიძის იმდროინდელ ბესთსელერებს ახლაც ინტერესით  წაიკითხავს სხვადასხვა თაობის მკითხველი,  რადგან ტიტულების, ვარსკვლავებისა და სტატისტიკის მიღმა არსებობს მხოლოდ ის (ისინი) – რისი დანახვა და გაზიარებაც მხოლოდ მწერალს შეუძლია.
34.9
ოქროს ქვიშა
არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ   ოქროს ქვიშა ცნობილი თანამედროვე ლიბიელი მწერლის, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, იბრაჰიმ ალ-ქუნის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად მიიჩნევა. რომანის მთავარი გმირი – ტუარეგი ბედუინი უხაიადი მკითხველს თავისი ცხოვრების ისტორიით საოცრად თვალსაჩინოდ უსურათებს უდაბნოს დღემდე უცვლელ ცხოვრების წესს და მორალურ კოდექსს, სიცოცხლისა და სიკვდილის კანონზომიერებას და ფილოსოფიას, კლასიკური სუფიზმის დოქტრინას დღევანდელობაში.
12
პირადი წერილები
თარგმნა გვანცა ჯობავამ   ირაკლი ჩარკვიანის ლიტერატურული მემკვიდრეობა – პოეზია, მოთხრობები, რომანი – წარმოუდგენელია მისი პერსონის, ავტობიოგრაფიული ნაკადის გარეშე. უფრო მეტიც, ავტორი თვითონვე ცდილობს, ღრმად ჩაიძიროს საკუთარ თავში და შეუბრალებლად გულწრფელი იყოს. რაღაცის შელამაზებას კი არ ეცადოს, არამედ ყველაზე ნამდვილი სიტყვებით გამოხატოს ის განცდები და შეგრძნებები, რომელიც სხვადასხვა დროს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გარემოში ეუფლება.   პირადი წერილებიც ამ ნაკადის განუყოფელი ნაწილია. ოღონდ აქ გაცილებით მეტი რეალური პერსონაჟი და გეოგრაფიული პუნქტია. ერთმანეთს ენაცვლება აღელვებული და მგრძნობიარე ხელით შევსებული ფურცლები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ერთადერთ მისამართზე, ერთადერთ ადრესატთან:   საქართველო, თბილისი, ნიკოლაძის ქუჩა, ირაკლი ჩარკვიანს...
14.95
პოემები
ავტორი: პაატა შამუგია     „პოემა მარგინალური სალექსო ფორმა გახდა, თუმცა ჩემთვის, რატომღაც, გამოხატვის საკვანძო მომენტად იქცა ეპიკურ სივრცეში შესვლა და სათქმელის ისე გადახსნა, თითქოს დრო გაჩერებული იყოს. მას შემდეგ, რაც „ეკონომიური ლექსები“ გამოვეცი, ვფიქრობ, დადგა დრო, მკითხველმა სრულიად არაეკონომიურ „ფორმაშიც მნახოს“.   რთული სათქმელია, ვის რას მისცემს პოემები აქ და ახლა. ის კი ვიცი, ასე ერთიანად თავმოყრამ თავად მე რომ მომცა საშუალება, სხვა ყველაფერთან ერთად, თვალი გავადევნო ამ პოემების ავტორის (სწორედ ასე, მესამე პირში, გაუცხოებულად) პიროვნულ, ესთეტიკურ თუ მსოფლმხედველობრივ ცვლილებებს, ხედვების აყირავებისა თუ პირადი კრიზისების პანორამას წლიდან წლამდე, პოემიდან პოემამდე.   არსებობს უძველესი ეგვიპტური ტრაქტატული პოემა, პაპირუსზე იერატიკული ხელწერით შესრულებული, რომელსაც ჰქვია „იმედგაცრუებული კაცის საუბარი საკუთარ სულთან“. მანდ ერთ დიდ კითხვას სვამს დიდი და ჩვენთვის უცნობი ეგვიპტელი: „ხარ თუ არა ადამიანი? სანამ ცოცხლობ, იქამდე მაინც...". ჩავთვალოთ, რომ ამ კითხვაზე პასუხის ძიებაა ყველა ეს პოემა, და ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას განცდილი გარდაუვალი მარცხი, ესეც უნდა ითქვას.“ – პაატა შამუგია    
18.95
პულოვერში
ავტორი: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძის „პულოვერში“ იმ წიგნებს მიეკუთვნება, რომელსაც ხშირად უნდა მიუბრუნდე, კარგად რომ გაიაზრო ყველა ის თემა და პრობლემა, რაზეც ავტორი წერს და გაფიქრებს.   სხვადასხვა მედიუმისთვის მომზადებულ, ასევე, ონლაინ-გამოცემებში დაბეჭდილ ესეიებსა და პუბლიცისტურ წერილებში თითქმის ყველაფერია, რაც თანამედროვე სამყაროში პატარა და დროში გამოცდილი ქვეყნის შვილებს გადასარჩენად გვჭირდება. ისე, რომ საუკუნეების განმავლობაში გათავისებული ღირებულებებიც არ დავკარგოთ და უწყვეტი ცვლილებების ეპოქაშიც შევინარჩუნოთ სიცოცხლისუნარიანობა.   ამბებს ამბები ცვლის, ავტობიოგრაფიულ თხრობაში ლაღად და ორიგინალურად შემოდის ყველასთვის ნაცნობი პროფილები, მათი ცი ტატები, მათი სივრცე; მთავარი აქცენტები მკვეთრდება, ზოგან მინიშნებულია, ერთმანეთს ავსებს რეტრო და „საუკუნე უახლესი“, თავისი აუცილებელი ნიშნებით. ავტორი ცდილობს, გულსა და გონებაში გაატაროს ყველაფერი, რაც მის მეხსიერებას და ყოველწუთიერ შეგრძნებებს შემორჩენია. ცდილობს, თავისუფალ ადამიანზე დაწეროს და იმ გარემოზე, რომელიც ამ თავისუფლებას აფერხებს და აგულიანებს კიდეც...
14.95
რკინის თეატრი
ავტორი: ოთარ ჭილაძე  
25
როგორ გავხდეთ დრაკონივით ყოჩაღი!
ავტორი: სტეფანკა სეკანინოვა ვერონიკა ზაქაროვა მხატვარი: ვერონიკა ზაქაროვა მთარგმნელი: ანა აბელიანი აუ! აუ! როგორ მტკივა! ყური უგდე ამ კვნესას. გამოქვაბულის ბინადარ პატარა დრაკონს კბილი აწუხებს – და არც კი იცის, რომ მალე მასზე თითისტოლა, მაგრამ შეუპოვარი პრინცესა იზრუნებს. აბა, აბა, პატარა დრაკონო! დროა, კბილის პასტა და ჯაგრისი მოიმარჯვო და საქმეს შევუდგეთ... ასე და ამგვარად, ჩვენი მტირალა, ჭუჭყიანი პატარა მეგობარი ბეჯით და დამჯერ დრაკონად გადაიქცევა! პრინცესას წყალობით, ხელების სწორად დაბანასა და კბილების სათანადოდ გახეხვას ისწავლის, აღარც ნივთებს მიმოფანტავს უწესრიგოდ. ბევრ მწვანე ბოსტნეულს შეჭამს და სიზარმაცესაც ვარჯიშით მოერევა... გინდა დრაკონთან ერთად შენც ისწავლო ჯანსაღი ცხოვრების წესები? ჰოო? მაშ, ყური ვუგდოთ პატარა პრინცესას...
29.9
რუსეთის კავკასიური პოლიტიკა და საქრთველო ერეკლე მეორის არჩევანი (რუს)
ავტორი: ვახტანგ გურული
24.95