santaesperanza
იგივე მარად
ავტორი: პაატა ჩხეიძე   „სამყარო მრავალფეროვანია და სწორედ ამ მრავალფეროვნებაშია მისი ხიბლი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ყოველდღიურობა მოსაწყენ არსებობად გადაიქცეოდა, ადამიანები კი ერთნაირად ჩაცმული, ერთნაირად მოფიქრალი ბიოლოგიური ორგანიზმები ვიქნებოდნენ. ხალხი მაშინ ხდება საზოგადოება, როდესაც განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად  ერთმანეთთან საუბარსა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას სწავლობს – ასე იყო ყველგან, სადაც დიდი ხელოვნება, დიდი ლიტერატურა, დიდი აღმოჩენები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სოციალური დოქტრინები ყალიბდებოდა, მათ შორის კონსერვატიზმიც, რომელსაც ეძღვნება კიდეც წინამდებარე კრებული. ხოლო თუ ვინმეს უნდა დაეწერა წიგნი დასავლურ კონსერვატიზმსა და მის მამებზე, ეს უდავოდ პაატა ჩხეიძე უნდა ყოფილიყო, ვისი ცხოვრებისეული კრედოც, ერთი შეხედვით, ძალზე მარტივად, მაგრამ მრავლისმთქმელად ჟღერს – იგივე მარად. თუმცა უსამართლობა იქნება ამ კრებულის მხოლოდ პოლიტიკური ფილოსოფიის ჭრილში განხილვა, რადგან შიგნით არაერთ საიტერესო ესეის წააწყდებით პოეზიაზე, პროზაზე, ფერწერაზე, რომლებშიც ბევრი ორიგინალური მიგნება თუ მოსაზრებაა გამოთქმული, მაგრამ რამდენადაც ეს მაინც პაატა ჩხეიძის, გავბედავ და ვიტყვი, ყველაზე პირადი წიგნია, რაც აქამდე გამოუქვეყნებია, თითოეულ ამ ესეიში გამოსჭვივის ნამდვილი კონსერვატორის მსოფლმხედველობა, იმ კონსერვატორისა, რომელსაც ისტორიისა და ტრადიციის უწყვეტობის სჯერა, და რომელსაც ინტელექტუალური ნათესავობა აკავშირებს ედმუნდ ბერკთან, ჯონ ადამსთან, ჯორჯ სანტაიანასთან, ტომას ელიოტთან თუ სხვებთან...“ – დავით ხიზამბარელი
14.95
იდეიდან პირველ მილიონამდე
ავტორი: გაი კავასაკი   გაი კავასაკი სტივ ჯობსის უახლოესი პარტნიორი იყო და მის გვერდით Apple-ის დაარსების დღიდან იმყოფებოდა. კომპანია გაიმ სტივთან ერთად დატოვა და უკანაც მასთან ერთად დაბრუნდა. როცა კომპანია Apple-ში საქმე გამოსწორდა, მან თავისი ვენჩურული კომპანია (Garage Technology Ventures) შექმნა და მალე ტექნოლოგიების ბიზნესში წამყვანი პოზიცია დაიკავა. დღეს ბიზნესსამყაროში გაი კავასაკი აღიარებულია ექსტრემალური ბიზნესმეთოდების ავტორად, რომელსაც წარმატება მუდამ თან სდევს; მისი წიგნები მრავალ ენაზე ითარგმნა.
14.95
იდეოლოგია და არარეგლამენტირებული გამოცდილება
ავტორი: დევი დუმბაძე საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა. www.sa-ga.org : კრიტიკული თეორიის მიზანია, გაანალიზოს იმის პირობები, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს საზოგადოება საუკეთესოსკენ. წარსულში ხშირად კრიტიკული საქმიანობა დაიყვანებოდა შრომის გათავისუფლების მოთხოვნაზე. ადორნოს თანახმად, გათავისუფლება უნდა მოიცავდეს შრომისგან გათავისუფლებასაც, რათა დამყარდეს ისეთი პირობები საზოგადოებაში, რომ ყველამ შეძლოს საკუთარი გამოცდილების განვითარება ძალდატანებისა და რეგლამენტის გარეშე. თუ იდეოლოგიამ საგნობრივი ხასიათი მიიღო, მას უპირისპირდება არარეგლამენტირებული გამოცდილების მოთხოვნა, მისთვის ბრძოლა კი ნიშნავს საუკეთესოსკენ სწრაფვას. გამოცემას დართული აქვს თეოდორ ვ. ადორნოს ტექსტი »თეზისები მოთხოვნილების შესახებ
8.9
იდიოტი
მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი   ადამიანთა მისწრაფება, ერთმანეთის ცხოვრებაში თუნდაც ძალადობრივად დაიმკვიდრონ ადგილი, თავად მიშკინსაც თავმბრუდამხვევ ქარტეხილებში შეითრევს. სიკვდილით დასჯის საშინელება, ქალის ვნებით შეპყრობა, პირადი სარგებლისათვის სხვების ბედისწერით მანიპულირება თუ მომაკვდინებელი სენი, რომელიც ღმერთის წინააღმდეგ პროტესტს აღძრავს, ცხოვრებისაგან გაუცხოებულ თავადს მტკივნეული, მივიწყებული განცდებისა და საფიქრალის მორევში ითრევს და უამრავი განსხვავებული პერსონაჟის სატკივართან აახლოებს. მშვიდი ცხოვრება თუ სხვისი სულის გადარჩენის მძიმე პასუხისმგებლობა? – სწორედ ეს დილემა გამოკვეთს ყველაზე მკაფიოდ ფიოდორ დოსტოევსკის უმთავრეს ფილოსოფიურ საზრუნავს: რა არის ადამიანი?
27.9
იდიოტი
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: რუსუდან ქებულაძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
24.95
იდუმალი მოწინააღმდეგე
ავტორი: აგათა კრისტი წიგნი ინგლისურიდან თარგმნა პაატა ჩხეიძემ. დიდ ბრიტანეთში სამსახურისა და ფულის გარეშე დარჩენილი, ფანტაზიითა და ენთუზიაზმით სავსე ტომი და ტაპენსი გადაწყვეტენ, დააარსონ საზოგადოება „ახალგაზრდა ავანტიურისტები“. ისინი მზად არიან ნებისმიერი თავგადასავლისათვის და მართლაც მალე, შემთხვევითობის წყალობით, მრავალ სახიფათო და იდუმალებით მოცულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან...
13.95
იეროფანტის ყოვლად უნიჭო წარმოდგენა
ავტორი: ქვიშის კატა (ნინა ჩაგანავა)   „ძაღლები ადამიანებს ჰგვანან. მათი მეგობრები და მოკავშირეები არიან. იერარქიის ნაწილად ქცეული, სოციალური შინაური ცხოველები ოჯახური პირამიდის ძირს თავს ბედნიერად გრძნობენ. ყურადღების გამოჩენაზე ერთგულებით, აღტაცებითა და სიყვარულით გვპასუხობენ. ძაღლები არაჩვეულებრივი არსებები არიან.   აი, კატები პირიქით, თავისთვის ცხოვრობენ. იერარქიის სოციალურ ნაწილს არ წარმოადგენენ (ან იქ მხოლოდ „გავლით არიან“). ისინი ნახევრად შინაურ ცხოველებად შეიძლება მივიჩნიოთ. ილეთებსაც არ ასრულებენ. მეგობრულები კი არიან, მაგრამ – საკუთარ ყაიდაზე. ძაღლები ჩვენ მოვათვინიერეთ, ხოლო კატებმა გადაწყვეტილება თავად მიიღეს. რაღაც იდუმალი, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, მათ ხალხთან ურთიერთობა მოეპრიანათ. პირადად ჩემთვის კატა ბუნების სახე და მისი არსის თითქმის ზუსტი გამოვლინებაა. კატები ის ცოცხალი არსებები არიან, რომლებიც ადამიანს უყურებენ და წყვეტენ, მოსწონთ თუ – არა“.   კლინიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტი – ჯორდან ბ. პეტერსონი
7.9
იესოს სახარება
ავტორი: ჟოზე სარამაგუ მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა „იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე.
14.9
იესოს სახარება
ავტორი: ჟოზე სარამაგუ მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე სერია: მსოფლიო კლასიკა სარამაგუმ წერა 58 წლის ასაკში დაიწყო. ის მრავალი რომანის, პოემის, ზღაპრისა და სხვა ლიტერატურული.ნაწარმოების ავტორია. მისი ყველაზე ცნობილი რომანი, „იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად.მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია.იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე. „იესოს სახარებას“ მალევე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასება. ვატიკანმა.ნაწარმოებს “მკრეხელური” უწოდა, მწერალი კი კანონიკურ სახარებათა პაროდიის დაწერისთვის მწვალებლად.შერაცხა. თუმცა, იყო სხვაგვარი აზრიც – ლისაბონის კარდინალის სიტყვით, „არ არსებობს გონიერი მორწმუნე, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება“. ასეა თუ ისე, „იესოს სახარებამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ავტორის.ბიოგრაფიაში და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ გახდა სარამაგუ პირველი.პორტუგალიურენოვანი მწერალი, რომელსაც ნობელის პრემია.მიანიჭეს ლიტერატურაში.
24.9
იზრუნე საკუთარ თავზე
ავტორი: ემა რიდ ტურელი სერია: ლურჯი ოკეანე მთარგმნელი: ნელი ტეტუნაშვილი   "ყველამ ვიცით, როგორი გრძნობაა, როდესაც ადამიანებს მოვწონვართ, მხარს გვიჭერენ, როდესაც სხვებისთვის მისაღები ვართ. ეს ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. ცხადია, ისიც სავსებით ბუნებრივია, რომ გარშემომყოფების მხარდაჭერისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დახმარების გაწევის სურვილი გვაქვს. პრობლემა მაშინ ჩნდეbა, როცა ამ დროს საკუთარი საჭიროებები გვავიწყდება. ემა რიდ ტურელი როგორც ფსიქოთერაპევტი და კლინიკური პრაქტიკოსი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს სხვებზე მორგებულ ადამიანებთან. თავის ნოვატორულ, მოზომილ და ღრმაშინაარსიან წიგნში, ასეთი ადამიანების ცხოვრებისეულ ისტორიებზე დაყრდნობით, ის გვთავაზობს სხვებზე მორგების ალტერნატივებს, პრობლემის გააზრებისა და გადაჭრის გზებს, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და უკეთესი ცხოვრების სტილის პოვნაში დაგეხმარებათ. "
16.95
იისფერი
ავტორი: ელის უოლერი სერია: აკრძალული წიგნების თარო მთარგმნელი: გია ბერაძე ელის უოკერის იისფერს ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციამ ყველაზე ხშირად აკრძალული და გასაჩივრებული წიგნების 2000-2009 წლების ასეულში მეჩვიდმეტე ადგილი მიანიჭა. წიგნი ძალიან ხშირად ყოფილა ცენზურის სამიზნე გამჭვირვალედ აღწერილი სექსუალური თემებისა და ძალადობის ამსახველი სცენების გამო.მოქმედება ვითარდება ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სოფელში. ორიგინალური ფორმითა და დიდი მწერლური ოსტატობითაა მოთხრობილი აფროამერიკელი ქალების მძიმე და წინააღმდეგობრივი ცხოვრება 1930-იან წლებში...
19.95
იისფერი ჰიბისკუსი
ავტორი: ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა „იისფერი ჰიბისკუსი“ ნიგერიელი ინგლისურენოვანი მწერლის, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის – Women's Prize for Fiction-ის „გამარჯვებულთა-გამარჯვებულის“ რომანია. წიგნში მოქმედება დასავლეთ ნიგერიაში მიმდინარეობს. მთხრობელი, თხუთმეტი წლის კამბილი, ტკივილით სავსე პირქუშ ცხოვრებას აღწერს. ქვეყანაში გამეფებული სამხედრო ტირანია, ადამიანების მიმართ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებები, უფლებების ფეხქვეშ გათელვა და ამავე დროს, ოჯახური ძალადობა, რელიგიური პირფერობა და მორჩილების იძულება ანგრევს თხუთმეტი წლის კამბილის შინაგან სამყაროს, მაგრამ ის ცდილობს ცხოვრებას თავი გაართვას და შავ-თეთრის გარდა სხვა ფერებიც დაინახოს...
29.95
იკიგაი
ავტორი: ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი მთარგმნელი:  ანა ალბუთაშვილი იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. ყველას უნდა ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? ამ კითხვაზე პასუხი ამ წიგნში გელოდებათ. ვინც იპოვის საკუთარ იკიგაის, მიიღებს ყველაფერს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს, ის გაპოვნინებთ ცხოვრების აზრს, ის თქვენი უშრეტი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება. ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!
17.95
იკიგაი თინეიჯერებისთის
ავტორი: ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი სერია: libertins   "იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. შემთხვევითი არ არის, რომ ეს წიგნი შენს ხელში აღმოჩნდა. მან მოგძებნა, რადგან მზად ხარ, შეუდგე მისიას - დაიწყო შენი ცხოვრების ყველაზე საოცარი მოგზაურობა. შენ შეაბიჯებ იდუმალ სამყაროში, სადაც ზოგჯერ არ გეცოდინება, რა უნდა გააკეთო, ზოგჯერ კი გეგონება, რომ დაიკარგე. გზის გაგრძელება ამად ღირს, რადგან ბოლოში გელის დიდებული ჯილდო: შენი ცხოვრების აზრი. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!''
14.95
ილია და თბილისი
ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და შემოქმედება ეპოქაა, ერის ისტორია და მომავალია, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობას უყრის საძირკველს და სამომავლო ფუნდამენტსაც ამაგრებს. თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისიაა – შეინახოს, დაიცვას და ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთზი
48
ილია ჭავჭავაძე
კრებული სარჩევი: პროზა:  გლახის ნაამბობი კაცია ადამიანი?! ოთარაანთ ქვრივი მგზავრის წერილები სარჩობელაზედ ნიკოლოზ გოსტაბაშვილი წერილები:  ქვათა ღაღადი ერი და ისტორია რა გითხრათ? რით გაგახაროთ? კატკოვის პასუხად მეცხრამეტე საუკუნე სიტყვა წინამძღვარიანთ-კარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე პოეზია:
15
ილია ჭავჭავაძე - 180 ამბავი #6
შემდგენელი: თამაზ ჯოლოგუა სერია: თან საკითხავი წიგნი ეძღვნება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავს და მასში შესულია 180 ამბავი ილიას ცხოვრებიდან. ცნობები ამოკრებილია ილია ჭავჭავაძის შესახებ არსებული მემუარული ტექსტებიდან. მოგონებათა ავტორები (კოტე აბხაზი, იაკობ მანსვეტაშვილი, არტურ ლაისტი, იონა მეუნარგია, ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვ.), ამბის თვითმხილველნი თუ მონაწილენი, ილიას პიროვნებას წარმოაჩენენ სხვადასხვა რაკურსითა და სხვადასხვა ვითარებაში. მოგონებები დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით – ილია ჭავჭავაძის ბავშვობიდან დაკრძალვამდე და კიდევ რამდენიმე ამბავი, რომლებშიც ჩანს დიდი მოღვაწის მიერ თანამედროვეთა ხსოვნაში დატოვებული კვალი.
11.9
ილიადა
ავტორი: ჰომეროსი მთარგმნელი: ლევან ბერძენიშვილი „თანამედროვე მსოფლიო კარგად იცნობს მხატვრული ლიტერატურის ე. წ. „კანონს“, ანუ იმ დიადი წიგნების ჩამონათვალს, რომელთაც გადამწყვეტი და წარუშლელი გავლენა მოუხდენიათ დასავლურ კულტურაზე… როგორც უნდა აიგოს „თავისუფალ ხელოვნებათა“ კონცეფციაზე დაყრდნობილი „ლიტერატურის კანონი“, ვინც უნდა ჩამოწეროს დიად ნაწარმოებთა და ავტორთა სია, რომელ კულტურასაც უნდა ეკუთვნოდეს ამ სიის ინიციატორი, რომელ ენაზეც უნდა წერდეს და რომელ კონტინენტზეც უნდა მოღვაწეობდეს, რომელ უნივერსიტეტშიც უნდა შეუდგნენ მხატვრული ლიტერატურის შესწავლას, მაინც ვერავინ ვერ აუვლის გვერდს პირველ ევროპელ ავტორს, მსოფლიო პროფესიული ლიტერატურის ფუძემდებელს და გენიალურ პოეტს, ჰომეროსს. იგი ამგვარ სიაში, როგორც წესი, პირველია. ჰომეროსმა შექმნა გალერეა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გმირებისა, რომლებიც მოულოდნელი და იდუმალი ბმებით ერთიან ანსამბლს ქმნიან. პოეტი მათ ხატავს როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომლებიც სხვადასხვა ხმას გამოსცემენ, მაგრამ ერთად აჟღერებულნი თანახმიანობას, სიმფონიას ქმნიან.“
15.9
ილის ქალაქი (6 წლიდან)
ავტორი: თურბიორნ ეგნერი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე სერია: მოსწამლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
8.9
ილუზიის მომავალი; სიზმართხილვის შესახებ;მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი
ავტორი : ზიგმუნდ ფროიდი მთარგმნელი : ვახტანგ გორგიშელი გამოცემა აერთიანებს ზიგმუნდ ფროიდის სამ ნაშრომი – „მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“, „სიზმართხილვის შესახებ“, „ილუზიის მომავალი“ „მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“ – ნაშრომი რომელიც მასობრივ გაერთიანებათა სოციალურ-ფსიქოლოგიურ ანალიზს ეძღვნება. აღნიშნული ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ იგი წარმოადგენს ფსიქოანალიზიდან, როგორც თერაპიული მეთოდოლოგიიდან, ფსიქოანალიზზე, როგორც ფილოსოფოსობის ფორმაზე გადასვლას. ასეთი გადასვლა ხორციელდება ფსიქოანალიზის დებულებათა გამოყენებით სოციალური მოვლენებისა და პროცესების ასახსნელად. ფროიდი ცდილობს ინდივიდუალურ-ფსიქიკური დონე დაუკავშიროს საზოგადოებრივ ფენომენთა სტრუქტურულ და დინამიურ ასპექტებს. ფროიდის თანახმად, პიროვნების ფსიქოლოგია ფართო გაგებით სოციალურ („მასობრივ“) ფსიქოლოგიასაც წარმოადგენს, რადგან ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში ყოველთვის მყოფობს „სხვა“. „მასების ფსიქოლოგია“ ადამიანს განიხილავს, როგორც სოციალური ერთობის ნაწილს, ანუ როგორც ბრბოს შემადგენელ ნაწილს. „სიზმართხილვის შესახებ“ გახლავთ „სიზმართა განმარტების“ შემოკლებული ვერსია, რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1901 წელს და სიზმრის წარმოქმნის ფსიქიკური პროცესის, სიზმრის გამომწვევი მოტივებისა და მისი ფარული შინაარსის ცხადად ქცევის პრობლემებს ეხება. „ილუზიის მომავალი“ ფროიდის გვიანდელი პერიოდის ნაშრომია, რომელიც 1927 წელს გამოქვეყნდა და რომელიც მისი მოძღვრების განვითარების უკანასკნელ პერიოდს ეკუთვნის. ამ პერიოდში ის ოდნავ შორდება ფსიქიკის ყველა ასპექტის განმარტებას სექსუალური ინსტინქტებით და შეავსებს მას სიკვდილისკენ ლტოლვის, განადგურების იდეებით. ურყევი ათეისტი – ფროიდი, დარწმუნებულია, რომ რელიგია – ილუზიაა. ამაში ის ღრმად არის დარწმუნებული. დარწმუნებულია იმაშიც, რომ მხოლოდ მეცნიერების საშუალებითაა ჭეშმარიტება მიღწევადი, მაგრამ თუ გონებაც ილუზიაა, ის მზად არის ამ ილუზიის შედეგები მიიღოს.  
20
ილუსტრირებული ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
ავტორი: ჯ.კ როულინგი გამოცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა ილუსტრირებული მაგარი ყდა სუპერ გარეკანით
59.9
ილუსტრირებული ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
ავტორი: ჯ.კ როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ილუტრირებული მაგარი ყდა სუეპერ გარეკანით
59.9
იმ დრო - 70 ამბავი #27
ავტორი: გელა ჩარკვიანი სერია: თან საკითხავი როგორ ვცხოვრობდით „იმ დროს“, როცა საქართველო სსრკ-ს შემადგენლობაში შედიოდა და როგორც ამ წიგნის ავტორი ამბობს, „ერის მთავარი ფუნქცია – სახელმწიფოებრიობის საშუალებით საკუთარი ბედის განკარგვა, წართმეული ჰქონდა“. გელა ჩარკვიანი სოციალისტური რესპუბლიკის პირველი პირის ოჯახში დაიბადა და საკუთარ თავზე გამოსცადა სისტემის სიკეთენი და მარწუხები, პოლიტიკური პირამიდის წვერზე ყოფნის ფუფუნებაც და ის ხილული/უხილავი წინაღობებიც, რომელიც რკინის ფარდის მიღმა გაღწევის გზაზე შეიძლება შეხვედროდა საბჭოთა ადამიანს. ამ წიგნიდან გაიგებთ, როგორი იყო საბჭოური სნობიზმი, სად უნდა შეეღწია საბჭოთა ადამიანს იმისათვის, რომ აესრულებინა თავისი ოცნებები და რა მაგიური ძალა ჰქონდა სიტყვა „ბაზას“. რა საფრთხეებს შეიცავდა სიტყვა невыездной და რისი ცოდნა მოეთხოვებოდა საბჭოთა მოზარდს, არტეკის პრესტიჟულ ბანაკში მოსახვედრად; და კიდევ ბევრი საინტერესო რამ 70 წლიანი რეჟიმის შესახებ გელა ჩარკვიანის ახალ წიგნში.
9.95
იმპერატორი
ავტორი: რიშარდ კაკუშცინსკი   უამრავი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელის, ორჯერ ნობელის პრემიის ნომინანტის, პოლონელი მწერლისა და ჟურნალისტის, რიშარდ კაპუშცინსკის წიგნი დააინტერესებს მკითხველს, რომელსაც ნამდვილი ამბების შეტყობა სურს XX საუკუნის მსოფლიოს შესახებ. ტექსტი ეთიოპიის იმპერატორს, ჰაილე სელასიე I-ს, მისი გარემოცვის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება, თუმცა ბევრი დეტალი ჩვენს სინამდვილესაც სულ სხვა თვალით დაგანახვებთ.
9.9