santaesperanza
ბიზნესმოდელების ნავიგატორი
ავტორი: გასმანი ოლივერ; ფრანკერბერგერი კაროლინ; ცზიკი მიქაელა  სერია: ლურჯი ოკეანე   მსოფლიოში ძლიერი, სტაბილური და მაღალის დონის კომპანიების წარმატების განმსაზღვრელი, ძირითადად, ის 55 ბიზნესმოდელია, რომელიც წიგნშია წარმოდგენილი. კომპანიის ტრანსფორმაციის, წარმატებული ცვლილებებისა თუ სერიოზული შედეგების მიღწევის ძირითად პრინციპებს სწორედ "ბიზნესმოდელების ნავიგატორში" გაეცნობით.
17.95
ფასდაკლება
ბიძაჩემი ნაპოლეონი
ავტორი: ირაჯ ფეზეშქზადი   სპარსულიდან თარგმნა თეა შურღაიამ. „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (1973) დღემდე ყველა თაობის ირანელის საყვარელი საკითხავია. რომანის ფრთიან გამოთქმებად ქცეულ ფრაზებს ყველა ირანელი ცნობს. წიგნის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ირანში შესვლის პერიოდში ხდება. თუმცა ძირითადი მოვლენები სხვა ფრონტზე ვითარდება – ერთ დიდ ოჯახში, რომელსაც განდიდების სენით შეპყრობილი „პატრიარქი“ მართავს. რა თქმა უნდა, ეს ისტორიაც სიყვარულით იწყება... ირაჯ ფეზეშქზადი (1927-2022) თეირანში დაიბადა. იურიდიული განათლება ირანსა და საფრანგეთში მიიღო. ერთხანს მოსამართლედაც იმუშავა. საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა მოთხრობების გამოქვეყნება დაიწყო. ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ მწერალი საფრანგეთში დარჩა, სადაც ჟურნალისტად მუშაობდა. მისი ყველაზე გამორჩეული და გახმაურებული რომანია „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ – სოციალური სატირა, რომელსაც კრიტიკოსები „თანამედროვე სპარსული ლიტერატურის შედევრს“ უწოდებენ.
19.47 29.95
ბიჭი, რომელიც იმას აკეთებდა, რაც უნდოდა
სერია: Liberkids   ალფი მურს თავისი დღის განრიგი აქვს,უფრო სწორად,მამის,სტივენის მიერ შემუშავებული პუნქტები,რომლებიც ბიჭს ყოველ მომდევნო მოქმედებას კარნახობს:გაღვიძებიდან დაწყებული,პიჟამის ჩაცმითა და დაძინებით დამთავრებული.ალფი მხოლოდ ძილის წინ არ იცავს განრიგს,თუმცა,ვინ იცის?!..მთავარი მაინც ის არის,რომ ბიჭი სრულიად ბედნიერია - ფიქრობს,რომ ასეთი განრიგი ცხოვრებას უმარტივებს... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს,დღეს კი არა,ღამეს,ყველაფერი (განრიგიც) თავდაყირა დგება - მშობლები სტუმრად მიდიან...
11.95
ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია
შეადგინა თამაზ ვასაძემ   ეს წიგნი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი განსაკუთრებულად დრამატული, საბედისწერო ეპოქის ლიტერატურული ანარეკლია.   ლიტერატურა ისტორიის ყველაზე მართალი მოწმეა, ყველაზე უანგარო, საიმედო შემნახველია და წიგნში წარმოდგენილი ქართული ლიტერატურის მრავალფეროვანი ნიმუშებიც უტყუარად ამეტყველებენ ჩვენს უახლოეს ისტორიულ წარსულს.   ქართველი მწერლების მოთხრობები შესაძლებლობას გვაძლევენ, უშუალოდ მივადევნოთ თვალი საბჭოთა საქართველოს ისტორიის ეტაპებს, უშუალოდ ვიგრძნოთ და დავინახოთ საქართველოს ცხოვრება კომუნისტური რეჟიმის პირობებში, ამ რეჟიმის სხვადასხვანაირად გამოვლენილი ავადმყოფური ბუნება. მოთხრობების პერსონაჟთა სახეები, მათი ხვედრი მკვეთრად აღიბეჭდავს ადამიანის ბედს საბჭოთა საქართველოში.   კრებულში შესულია ლეო ქიაჩელის, ნიკოლო მიწიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, დემნა შენგელაიას, გიორგი ლეონიძის, ოთარ ჩხეიძის, რეზო ჭეიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გურამ რჩეულიშვილის, შოთა ჩანტლაძის, რევაზ ინანიშვილის, ჯემალ თოფურიძის, ნოდარ წულეისკირის, ჯემალ ქარჩხაძის, ვლადიმერ სიხარულიძის, ირაკლი ქასრაშვილისა და ნუგზარ შატაიძის მოთხრობები.
19.7
ბოჰემის მნათობები
ავტორი: რამონ მარია დელ ვალიე-ინკლანი მთარგმნელი: მერი ტიტვინიძე   "თავისებურად წარიმართა რამონ მარია დელ ვალიე-ინკლანის, როგორც პიროვნების, ისე შემოქმედის ბედი. დაიბადა გალისიის პატარა ქალაქ ვილანუოვა დე აროსა-პონტევედროში, კეთილშობილი წარმომავლობის, დიდი კულტურული ტრადიციების ოჯახში, ბრწყინვალე განათლება მიიღო და შემოქმედების გზაც აქედანვე გაიკვლია.„ბოჰემის მნათობები“ გამოცემისთანავე შედევრად აღიარეს და სიურრეალიზმის ერთ-ერთ პირველ ნიმუშად გამოაცხადეს. მალე პიესის მიხედვით ფილმიც შეიქმნა, კრიტიკოსებმა კი ნაწარმოები შეაფასეს, როგორც თეატრის ინტელექტუალიზაციის პირველი მცდელობა. „სონატები“ იმ დროს გამოქვეყნდა, როცა ესპანეთი ღრმა სულიერ კრიზისს განიცდიდა, აპათია, სკეფსისი უკვე საშიშ სახეს იღებდა. სწორედ ამაზე მიანიშნებდა ვალიე-ინკლანი: „დღეს კასტილია ცხოვრობს ისე, რომ მზერა წარსულისკენ აქვს მიპყრობილი, ხოლო როცა სულ წარსულისკენ იმზირები, თანამედროვეობის შეგრძნება ქრება“.ესპანურიდან თარგმნა, შესავალი წერილი და ბოლოთქმა დაურთო მერი ტიტვინიძემ.
12
გამშვები პუნქტი
ავტორი: ირაკლი შამათავა   ირაკლი შამათავა აფხაზეთიდანაა. დევნილობა მისი სტატუსია, რომელსაც საერთაშორისო სამართლის ფორმა და ძალა აქვს. დევნილობა მისი შინაგანი მდგომარეობაცაა, გარესამყაროს მიმართ ემპირიული პოზიცია, რაც მის შემოქმედებით ენერგიად იქცა.   კრებულში თავმოყრილი მოთხრობები ამ დრამატული მდგომარეობის მხატვრული ანაბეჭდებია. ახალგაზრდა მწერალი „ბავშვობადაკარგული თაობის“ სახელით იხსენებს უახლესი წარსულის ყველა იმ ნიუანსს, რამაც არა მხოლოდ ამ თაობის, არამედ მთელი ქვეყნის სულიერ-სოციალური კრიზისი განაპირობა.   მუდმივი ომის რეჟიმში მყოფი ადამიანის თავგადასავალი, ფატალურ სიღრმეებთან ერთად ისეთ სინათლესაც გულისხმობს, რომელსაც სწორედ მწერლები ამჩნევენ და უყვებიან მკითხველს, როგორც ადამიანური შესაძლებლობების, გამძლეობის, სიყვარულის გადამდებ მაგალითებს.   ძალადობრივი სამყარო გლობალური ფონია, რომელზეც ირაკლი შამათავას მოთხრობების პერსონაჟები იძერწება. ამ ექსტრემალურ მოზაიკაში მტრისა და მოყვრის ცნებები ახალ განზომილებაში გადადის. აფხაზი და ქართველი იმ საერთო შინაარსის სათავესთან იკვეთება, სადაც ისტორია ყველაზე ზუსტი და შეუვალია. სწორედ ამ ერთიანობაზე მეტყველებს ის, რომ კრებული ორენოვანია – ქართული და აფხაზური. ეს მწერლის მკაფიო პოზიციაა. მისი შეტყობინებაა – ომს სიყვარული ამარცხებს.   ეს კი ასე ჟღერს – ქართულადაც და აფხაზურადაც. (ნინო სადღობელაშვილის წინასიტყვაობიდან)   ამ წიგნისათვის ავტორს 2020 წელს გადაეცა გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია.
12.95
გამშვები პუნქტი
ავტორი: ირაკლი შამათავა გამომცელობა: ინტელექტი
12.95
გაუგე
ავტორი: გელა ჩარკვიანი   გელა ჩარკვიანის „გაუგე“ პირველი წიგნია, რომელიც ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოიცემა. ის წლების განმავლობაში იწერებოდა და გელა ჩარკვიანის ბიოგრაფიასავით მრავალფეროვანი და საინტერესოა.   აქ, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოსვლებთან ერთად, ყოველდღიურ ჩანაწერებსაც შევხვდებით, იუმორით, ირონიით, თვითირონიით გაზავებულ Gelasi-ს. „ნაგერალებისა“ და „ნაცნობ ქიმერათა ფერხულის“ 80-ს გადაცილებული ავტორი კვლავაც ძიების, აღმოჩენის, ძველ განცდებთან მიბრუნების, სიზმრების გადმოწერის პროცესშია, ოღონდ ამ ყველაფერს სიკვდილის მუდმივი მოლოდინი (მონატრებულ ადამიანებთან შეხვედრის სურვილი) ახლავს.   „გაუგე“ ის კოდური სიტყვაა, რომელიც გელა ჩარკვიანის, როგორც მწერლის, პოზიციას ზუსტად მიემართება. გაგება, მიღება და გაზიარება – ადამიანთა გასხვავებულობების, ეპოქალური განწყობების, ინდივიდის პასუხისმგებლობისა სამშობლოს და სამყაროს წინაშე.
14.95
გაცოცხლებული ძველი ტფილისი (ორი წყარო დედაქალაქის ისტორიისთვის)
ავტორი: ალექსანდრე ქიშმიშევი, სტეფანე ქიშმიშევი მთარგმნელი: მიხეილ შალვაშვილი სერია: არტანუჯის წყაროები XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე აღბეჭდილ ფოტოებზე ჩვენი დედაქალაქი თუ „ძველი თბილისია“, მაშინ წინამდებარე წიგნში აღწერილი მოვლენები, ხატოვნად რომ ვთქვათ, „ძველთაძველ თბილისს“ განეკუთვნება, რადგან მისი მშენებლობა, რაც ფოტოებმა დამთავრებული სახით შემოგვინახა, გაცილებით ადრე დაიწყო. წიგნი მოიცავს რუსულ ენაზე დაწერილ ორ ბიოგრაფიულ ნაშრომს – სტეფანე ქიშმიშევის ”40-იანი წლების თბილისსა“ და ალექსანდრე ქიშმიშევის  ”პირად მოგონებებს“. ორივე მათგანი თბილისის ისტორიის მ. ვორონცოვის მეფისნაცვლობის პერიოდს (1845-1853 წწ.) ასახავს. მთარგმნელმა მიხეილ შალვაშვილმა, წიგნში მოყვანილი ფაქტების გადასამოწმებლად, ძირითად წყაროდ აღნიშნული პერიოდის გაზეთი ”Кавказ“-ი გამოიყენა. აღნიშნული წყაროები ბევრ სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს თბილისის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.
16.95
გემი დავლანდე
ავტორი: ილია ჭანტურია     „გემი დავლანდე“ ილია ჭანტურიას სადებიუტო რომანია. Წიგნში მოვლენები 1905 წელს ვითარდება, როდესაც რევოლუციის ტალღა მთელს რუსეთის იმპერიას ედება და მათ შორის საქართველოსაც. Საქართვლო ხდება ნაწილი იმ აჯანყების, რომელიც მომავალში საფუძვლად დაედება როგორც ქვეყნის პირველ რესპუბლიკას, ამასთანავე ბოლშევიკურ რევოლუციასაც.
13.95
გვამის შემგინებელი
ავტორი : უილიამ ფოლკნერი   ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ   დეტექტიური რომანის დაწერის იდეა ფოლკნერს ბევრად უფრო ადრე გაუჩნდა, ვიდრე უშუალოდ „გვამის შემგინებელზე“ მუშაობას შეუდგებოდა; ისიც საინტერესოა, რომ ჩვენებური გაგებით ამ სერიოზული მწერლისთვის, ასეთი რამ სრულიადაც არ იყო უცხო ხილი: მას ეკუთვნის წმინდა დეტექტიური ჟანრის მოთხრობების კრებული „მხედრის გამბიტი“, ერთი ლიტერატურული პრემიაც კი ჰქონდა მიღებული „დეტექტივისტთა“ საჟურნალო კონკურსში და ჰოლივუდში რ. ჩანდლერის რომანის მიხედვით წერდა ფილმის სცენარს...    თუმცა, „გვამის შემგინებელი“ იმდენად დეტექტიური რომანი არ არის, რამდენადაც კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება მწერალს „კალამი გაექცეს“ და თავდაპირველმა ჩანაფიქრმა წერის პროცესში ტრანსფორმაცია განიცადოს: ამ ნაწარმოებში თითქოს აქცენტები გადაადგილდა და მთავარი ხაზი სხვა სიუჟეტს დაეთმო, რომლის მოვლენებიც 16 წლის ბიჭის ცნობიერებაში აირეკლება, ხოლო მკვლელობის საიდუმლოც და მისი ამოხსნაც უკვე თავისთავად კი აღარაა იმდენად მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელობას მთავარი გმირის, ჩიკ მელისონის „გამოცდის“ თვალსაზრისით იძენს. თვით ფოლკნერის სიტყვებით რომ ვთქვათ, რომანი „ჩვეულებრივი დეტექტივიდან იმის არცთუ ურიგო კვლევად იქცევა, ერთ ღამეში როგორ დაკაცდა თექვსმეტი წლის ბიჭი“.
18.9
გზავნილი უკრაინიდან
ავტორი: ვოლოდიმირ ზელენსკი ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ ერთ მშვენიერ დღეს, ერთმანეთისთვის საყვარელი ადამიანები კვლავაც ერთად იქნებიან. ჩვენი დროშა ისევ აღიმართება ოკუპირებულ ქალაქებში. ჩვენი ერი კვლავ გაერთიანდება და ისევ გვექნება მშვიდობა. სამყარო შავ-თეთრ ფერებში აღარ იოცნებებს. ის მხოლოდ ლურჯ და ყვითელ ფერებში იოცნებებს.“   ეს წიგნი, რომელიც აერთიანებს ვოლოდიმირ ზელენსკის საგანგებოდ ამ წიგნისთვის შექმნილ წინათქმას და მის ყველაზე შთამბეჭდავ გამოსვლებს, პრეზიდენტის მიერ მოყოლილი უკრაინის ისტორიაა. ეს იმ ერის ისტორიაა, რომელიც გმირულად იცავს თავს რუსეთის აგრესიისგან. და იმ ხალხის ამბავი, დემოკრატიისთვის ბრძოლაში წინ რომ მიუძღვის სამყაროს. ყველაზე მეტად კი ეს არის საბრძოლო ყიჟინა თითოეული ჩვენგანისთვის, რათა ფეხზე წამოვდგეთ და თავისუფლებისთვის ვიბრძოლოთ. როდისღა, თუ არა დღეს?     
29.95
გილგამეშიანი - ძველი შუამდინარული ეპოსი
თარგმანი: ზურაბ კიკნაძე    "თითოეული ამბავი ხდება თავის ჩაკეტილ დროში, წინ არ უძღვის, ან არ მოსდევს მეორეს. შუმერულ მწერლობაში არ ყოფილა ცდა ამ ციკლების გაერთიანებისა ერთ თხრობით ნაკად. მათი მონადური არსებობა შეიძლება შევადაროთ ისევ კლასიკური შუმერის ერთმანეთისგან განცალკევებულ, თავის საზღვრებში ჩაკეტილ და დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოს, რომელთა გაერთიანებას ამაოდ ცდილობდნენ შუმერის ბელადები, ვიდრე სარგო აქადელმა თავის იმპერიაში არ მოაქცია და ერთიან ისტორიულ დროში არ ჩართო ისინი."ვ
12.9
გული ფრიალებს
ავტორი: დონალ რაიანი ,გული ფრიალებს“ დონალ რაიანის პირველი წიგნია, რომელიც 2012 წელს გამოიცა. მწერალმა კრიტიკოსები გააოცა მოულოდნელი წერის მანერით და რეგისტრთა მრავალფეროვნებით. რომანმა ავტორს სხვადასხვა საერთაშორისო პრიზი მოუტანა. რომანი წარმოადგენს ერთგვარ ჯაჭვს, სადაც თითოეული რგოლი თითოეული თავია და თითოეული პერსონაჟი. სწორედ ადამიანთა ეს ერთობლიობა ცდილობს მიაწვდინოს თავისი ხმა მკითხველს.
8.4
დასასრულის შემდეგ
ავტორი: ფარიბა ვაფი სერია: ინტელექტი 25 წლისაა ფარიბა ვაფი (1963), აზერბაიჯანული წარმოშობის ირანელი მწერალი ქალი, ნოველების რამდენიმე კრებულისა და რამდენიმე რომანის ავტორია.   ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი ამბობს: „ვიყო თურქი და ვწერო სპარსულად, ჩემთვის იმ სიზმარს ჰგავს, ბოლომდე რომ ვერ ახსნი და მისი რაღაც ნაწილი ხელიდან გისხლტება. როცა თურქი ვარ, ერთი ადამიანი ვარ, ხოლო როცა სპარსელი – სხვა. თუმცა იმ საფეხურამდე მივედი, რომ შემიძლია ამ ორის მორიგება. შემიძლია, სპარსულად თავრიზელ ქალზე ვწერო, თავრიზზე ვწერო, საკუთარ სიზმრებზე ვწერო...“   ფარიბა ვაფის ყურადღების საგანი ქალის შინაგანი სამყაროა, რომლის შეცნობის პროცესი მწერლისთვის ზოგადად ადამიანური ურთიერთობების გაანალიზების მცდელობად იქცევა. ცალკეულ ინდივიდებს შორის დარღვეული კავშირების კვლევას კი მრავალი სუბიექტურ-ობიექტური სირთულისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოუწყობლობის ჩვენებამდე მივყავართ. ფარიბა ვაფის საინტერესო სამწერლო მანერა გამოარჩევს – ქალის ფსიქიკის უღრმეს შრეებში „შეტყუებული“ და გამყოლისგან მიტოვებული მკითხველი ხშირად ამოუხსნელი კითხვების წინაშე რჩება.   „დასასრულის შემდეგ“ 2014 წელს გამოიცა ირანში. მისი ქართული თარგმანი ამ რომანის პირველი თარგმანია უცხო ენაზე.   სპარსულიდან თარგმნა მზია ბურჯანაძემ
22.95
დიდი დაცემა
ავტორი: პეტერ ჰანდკე     ნობელიანტი ავსტრიელი მწერლის, პეტერ ჰანდკეს ვრცელი მოთხრობა „დიდი დაცემა“ გამომცემლობა Suhrkamp-მა 2011 წელს გამოსცა.   „დღე, რომელიც დიდი დაცემით დასრულდა, ავდრიანი დილით დაიწყო. კაცი კი, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ, ძლიერმა ჭექა-ქუხილმა გამოაღვიძა,“ – ასე იწყებს ამბის თხრობას ავტორი, რომლის გმირი, მარტოსული და ცივილიზაციას განრიდებული ყოფილი მსახიობი, მრავალწლიანი პროფესიული კრიზისისა და განმარტოების შემდეგ, ამოკით შეპყრობილის როლის შესრულებას თანხმდება და ერთ ავდრიან დილით კვლავ დიდი ქალაქის ხმაურიანი ცენტრისკენ მიმავალ გზას დაადგება... ამ დღის ბოლოს საყვარელ ქალთან შეხვედრასა და საზეიმო ღონისძიებაზე დასწრებას აპირებს, სადაც მას საპატიო ჯილდო უნდა გადასცენ.   ...არც ერთი ხდება და არც მეორე: „ნაცვლად ამისა – დიდი დაცემა“. სწორედ ამ ფრაზით ასრულებს პეტერ ჰანდკე თავისი გმირის ერთდღიანი თავგადასავლის თხრობას, რომელიც მკითხველს უამრავ მოულოდნელობასა და მძაფრ განცდას ჰპირდება, ბევრ საფიქრალს უჩენს და მორიგ თავსატეხსაც, როგორც ეს ჰანდკეს ზოგადად სჩვევია: რაზე მიანიშნებს ავტორი სათაურით „დიდი დაცემა“? ქრისტიანულ-მეტაფიზიკურ კონტექსტზე თუ ალბერ კამიუს „დაცემაზე“? ან, იქნებ, ამერიკულ GREAT FALLS-ზე, რომელიც ამ ნაწარმოების შექმნის ადგილად სახელდება.   გერმაულიდან თარგმნა მზია გალდავაძემ
19.95
დღე, რომელსაც ვზეიმობთ
ავტორი: ო'ჰენრი მტარგმნელი: მაია ცერცვაძე კრებული ო' ჰენრის სიკეთითა და იუმორით სავსე 16 ნოველას აერთიანებს/. წიგნში წაიკითხავთ, როგორ შეიძლება გაქრეს ქალაქში შეძენილი თავდაჭერილობა და დახვეწილობა მშობლიურ ფერმაში დაბრუნებისას და ამის გამო როგორ ელის გაურანდავ სოფლის ბიჭად ქცეული კაცი უზადო ცოლისაგან გაკიცხვას. როგორ შეიცვვალა მაიორის ცხოვრება მას შემდეგ, რაც მისი მომაბეზრებლად მაღალფარდოვანი თავაზიანობა და საუბარი სცენაზე გარდასახა ახალგაზრდა მსახიობმა; შეიტყობთ იმ უცნაური ქალის გეგმის შესახებ, თაყვანისმცემელი რომ არასდროს ყოლია.  
14.95
ენკანტო
ასაკი: 3-6 წლამდე სერია: Disney   მიმზიდველი ამბები და სათამაშოები ერთ კომპლექტში! კომპლექტში შედის წიგნი, 6 სადღესასწაულო ორნამენტები, 4 ფიგურა და სათამაშო მოედანი, რომელიც ბავშვებს გმირების გაცოცხლებას და წარმოსახვის განვითარებაში დაეხმარება.
37.95
ესავის ხელები
ავტორი: დათო ქარდავა     „გროტესკი, რომლითაც დათო ქარდავას ნოველებია გაჯერებული, არამხოლოდ ახალისებს მკითხველს, არამედ უტოვებს სრულიად განსაკუთრებულ ფიქრს, სევდასაც, და სწორედ ამის გამო, თავი შეიძლება რამდენჯერმეც წაგაკითხოთ.   კიდევ რა გამოარჩევს ამ კრებულს? – სინამდვილე, მკაფიო და წრფელი სინამდვილე, გაუყალბებელი ამბები, რომლებსაც, ცხადია, ავტორი იგონებს, მაგრამ „გამომგონებლობის“ ასეთი ოსტატობით ხდებიან ისინი ნამდვილი და დასაჯერებელი“.
8.95
ექსოდოსი
ავტორი: ზურაბ ქარუმიძე   Exodus – ქართულად „წიგნი გამოსვლათა“, ძველი აღთქმის ის ნაწილია, რომელშიც ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლა და ორმოცწლიანი ხეტიალია აღწერილი. და, რა თქმა უნდა, წიგნს, რომელშიც საქართველო „ცარცით მოხაზულ წრეში დგას და აქეთ-იქიდან ორნი ექაჩებიან გასაგლეჯად – პოლიტიკური ობერონი და ფინანსური ტიტანია...“, შემთხვევით არ ჰქვია ეს სახელი. მთავარი გმირის თავგადასავალი ძალიან ჰგავს მისი სამ შობლოს ამბავს, რომელიც თავისი „ეგვიპტიდან“ გამოდის, მაგრამ ვერ გამოსულა, აგერ უკვე ოცდაათ წელზე მეტია. იმ „ეგვიპტიდან“, რომლის სიმბოლოც ორთავიანი არწივია. ის „ვერ დაფრინავს, რადგან, როგორც კი აფრენას მოინდომებს, ერთი თავი იქით ექაჩება, მეორე კი – აქეთ, ერთი – დასავლეთით, მეორე – აღმოსავლეთით. ამ არწივს ცალი ფეხით ნაჯახი უპყრია, ხოლო მეორით – ჯვარი. დროდადრო იგი საკუთარი თავის დანახვას ცდილობს, მაგრამ, როგორც კი მისი თავები ერთმანეთს შეხედავენ, ეგრევე იწყებენ ერთმანეთის კორტნას და მიდის დიდი არეულობა: იწყება კურთხევა ნაჯახით და თავის გახეთქვა ჯვრით! როგორ გითხრა: ესაა ნაჯახის ტოტალური კულტი, საცა წმინდა ჯვარიც ნაჯახის ფუნქციას ასრულებს, ანუ ამათი სალოცავი ესაა – ნაჯახზე ჯვარცმული მშიერი ახალგაზრდა იდიოტი, რომელმაც მამის მკვლელობაჩაიდინა, იმის დასტურად, რომ მშვენიერება იხსნის მსოფლიოს!“ წიგნის მთავარი გმირიც, რომელსაც ამ პოსტმოდერნისტული თამაშებით, ალუზიებითა და ინტერტექსტებით მდიდარ ტექსტში მეგზურად თვალებდათხრილი ვირისთავი მოევლინება, გრძელ, მძიმე გზას გადის საკუთარი თავის გადასალახად და მასში ჩაბუდებული შიშებისგან გასათავისუფლებლად. ამ გზის ბოლოს ინიციაციის უკანასკნელი საფეხურია – ვირისთავი მას თვალებს დათხრის. ამის შემდეგ კი გმირს ყოვლისმცოდნე მთხრობელი ანაცვლებს და ბოლო ნაწილში სწორედ ის გვიამბობს სახედარზე შემჯდარ ხნიერ მამაკაცზე, რომ განკურნებულა და თავიდან უპოვია საკუთარი თავი.
14.95
ვარდი ნაწვიმარ სილაში. წერილები გალაკტიონზე
ავტორი: თეიმურაზ დოიაშვილი   ამ წიგნში გალაკტიონის პოეზიისა და ცხოვრების არაერთი საიდუმლოა გაცხადებული. თურმე: პოეტის პირველი კრებული (1914) მითოპოეტური სიუჟეტის მქონე რომანია ლექსებად; „მე და ღამე“ – რეალური მისტიკური განცდის ანარეკლი, ხოლო „ვარდი სილაში“ – დაპირისპირებულ საწყისთა ღვთაებრივი სინთეზის სიმბოლო... თურმე: თებერვლის საბედისწერო დღეებში გალაკტიონი სამშობლოს დამოუკიდებლობას ედგა დარაჯად; ოციან წლებში დააარსა თავისუფალი ლიტერატურული ჯგუფი „ირმიგალი“. და კიდევ: საბურველი ჩამოეცალა ამაღლებული სიყვარულის ფსევდო-ლეგენდას, რომელიც ბოლო დრომდე მალავდა პოეტის პიროვნულ დრამას...   გალაკტიონის ეპოქალური წიგნი “Crâne aux fleurs artistiques“ (1919) ქართული მოდერნისტული პოეზიის მწვერვალია, რომელმაც სათავე დაუდო თვისებრივად ახალ პოეტურ აზროვნებას და სალექსო ნოვაციებს. ეს იყო ქართულ-ევროპულ კულტურათა სინთეზის ღრმად გაცნობიერებული ცდა, ერთგვარი ჰიჯრა დასავლეთისაკენ, რასაც ცხადყოფს ამ კრებულში შესული შედევრების ინტერტექსტობრივი კვლევა.   ტოტალიტარიზმის პირობებში გალაკტიონი იძულებული იყო კონიუნქტურული ლექსებიც ეწერა. მძიმე ხარკის გაღებით გადაურჩინა მან ერსა და ქვეყანას თავისი გენია – სამარადისოდ აღმართა პირამიდებზე მაღალი ტაძარი პოეზიისა.   გალაკტიონის ბოლო პერიოდის ლირიკამ, რთული სისადავის პოეტიკამ არსებითად განსაზღვრა ქართული პოეზიის შემდგომი განვითარება: ყველა მეტ-ნაკლებად საყურადღებო სტილური ტენდენცია მეოცე საუკუნის შუა წლებიდან დღემდე, პირდაპირ თუ შუალობით, გალაკტიონის გვიანდელ ლირიკას უკავშირდება.
24.95
ვაშლის ერთი ნაკბეჩი
ავტორი: ქამურანი   აზერბაიჯანულიდან თარგმნა ოქტაი ქაზუმოვმა     ქამურანი (ქამრან ზაქირის ძე კირიაკოვი) დაიბადა 1992 წლის 1 დეკემბერს ქ. მარნეულში. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სა ხე­ლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანი­ტარულ ფაკულტეტზე,  ფილოსოფიის განხრით, ხოლო  2018 წელს კულტურის ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი მიიღო.     ფილოსოფიით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაინტე­რესდა, ხოლო მხატვრული ლიტერატურის გაცნობის შემ­დეგ გადაწყვიტა, რომ თავისი ფილოსოფიური ხასიათის დაკვირვებები მხატვრულ ლიტერატურაში გამოეცადა. სხვადასხვა ბეჭდვით ორგანოში სტატიები და მოთხრობები გამოაქვეყნა. „ვაშლის ერთი ნაკბეჩი“ ავტორის პირველი რომანია
14.95
ვეფხისტყაოსანი (საკოლექციო)
შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემის გამორჩეული საკოლექციო გამოცემა პალიტრა L- ის საკოლექციო გამოცემების სერიის ფარგლებში გამოიცა. ტექსტი შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. შინაარსის მხრივ, ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით.
14.95
ვეფხისტყაოსანი (სასკოლო გამოცემა,ნოდარ ნათაძის კომენტარებით)
,,ვეფხისტყაოსნის" სასკოლო გამოცემაში შესულია ყველა სტროფი, რომელსაც შეიცავს 1966 წლის საიუბილეო გამოცემა და რამდენიმე ათეული სხვა.ტექსტში ამ სხვა სტროფთა შეტანის მიზეზი და საფუძველი შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში განმარტებულია სასკოლო გამოცემის კომენტარში.
12