santaesperanza
ბიბო და სხვა მოთხრობები (7-9)
ავტორი: რევაზ ინანიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა     რევაზ ინანიშვილი ამბობდა, რომ ბავშვებს სიყვარული და სიბრალული პატარაობიდანვე უნდა გავუღვივოთ, რათა სხვა ღირებულებები თავისთავად ჩამოყალიბდეს მათ სულში. მისი ყველა მოთხრობა ამ მოსაზრების დასტურია. ამ წიგნით გაიცნობთ ოთხი წლის ბიჭუნა ბიბოს, რომელსაც დიდი ადამიანივით აწუხებს საფიქრალ-სადარდელი; შიო პაპას, რომელსაც თავისი სახედარი მსოფლიოს ყველა საუკეთესო ავტომობილს ურჩევნია; თეთრცხვირიან და შავცხვირიან ციყვებს, პატარა მელუკას, რომელსაც საოცარი თავგადასავალი გადახდება… რევაზ ინანიშვილის სამყაროში შებიჯებისთანავე მიხვდებით, რას ნიშნავს სიკეთე, უბრალოება და სილამაზე; როგორ უნდა იყოთ სულ მცირე რამით გახარებული და ბედნიერი. მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.  
8.9
ბიზნეს ისტორიები საქართველოდან
„ბიზნესისტორიები საქართველოდან“ აერთიანებს იმ ადამიანების ამბებს, რომლებმაც შექმნეს და დაგვიტოვეს უზარმაზარი ფასეულობა და დაგვაჯერეს, რომ საქართველოსაც აქვს საამაყო ბიზნესისტორია:   • მიტროფანე ლაღიძე • ძმები ზუბალაშვილები • ნიკო ნიკოლაძე • აკაკი ხოშტარია • დავით სარაჯიშვილი • გივი ზალდასტანიშვილი • ილია ჭავჭავაძე • ძმები სიმენსები • მიქაელ არამიანცი • ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი • გიორგი ქართველიშვილი • გიორგი მაჩაბელი   ამ წიგნში თავმოყრილია ბიზნესისტორიები საქართველოდან. წაიკითხავთ ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილი მემკვიდრეობისა და გაბედული ნაბიჯების შესახებ, რაც ვიმედოვნებთ, თქვენთვის შთაგონების წყაროდ იქცევა და კარგი საქმეებისთვის საჭირო ენერგიად აქცევთ.   წიგნი გამოცემულია საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.
83
ბილიარდი ათის ნახევარზე
ავტორი:  ბიოლი ჰაინრიხ სერია:  თანამედროვე კლასიკა მთარგმნელი:  დავით კაკაბაძე   ჰაინრიხ ბიოლი (1917-1985) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გერმან ელი პროზაიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი „ბილიარდი ათის ნახევარზე“ მწერლის საუკეთესო ნაწარმოებთა რიცხვშ ია. 1959 წელს დასტამბულ ამ რომანში, ფემელების ოჯახის სამი თაობის ცხოვრების მაგალითზე, აღწერილია გერმანიის კატაკლიზმებით აღსავსე ისტორიის ცალკეული ეპიზოდები 1907-დან 1958 წლამდე; ჩვენ თვალწინ გაიელვებს მთელი ნახევარი საუკუნე, რომელმაც დაიტია ორი მსოფლიო ომი და მილიონობით ადამიანის ტრაგედია. თუმცა, რომანის „გარეგანი“ მოქმედება მხოლოდ ერთ დღეში ვითარდება.
27
ბინგო ცხოველები
ბინგო ცხოველები არის სათამაშო ლოტო, რომლითაც ბავშვები სწავლობენ ცხოველების ცნობას. ბინგო ცხოველები შეიცავს: 8 სათამაშო ბარათს, 20 სათამაშო ფიგურას, 96 სათამაშო ჩიპს და ინსტრუქციას. თითოეულ ბარათზე გამოსახულია ცხოველების ილუსტრაციები. სათამაშო ფიგურებზეც იდენტური ილუსტრაციებია გამოსახული. ბინგოს თამაშობს 2 დან - 8 მოთამაშემდე. თამაშის დაწყებამდე ყოველი მოთამაშე იღებს თითო სათამაშო ბარათს. თამაშის დაწყებამდე სათამაშო ფიგურები მაგიდაზე დაალაგეთ ისე, რომ ილუსტრაციები არ ჩანდეს, ანუ გამოსახულებებით ქვემოთ. ერთ-ერთი მოთამაშე ითავსებს წამყვანის როლს. წამყვანმა მაგიდაზე დალაგებული სათამაშო ფიგურებიდან უნდა აიღოს ერთი ფიგურა და ყველას დაანახვოს მასზე გამოსახული ცხოველი. მოთამაშეებმა თავიანთ სათამაშო ბარათზე უნდა მოძებნონ იდენტური ილუსტრაცია და მონიშნონ ჩიპით. თამაში გრძელდება ამ პრინციპით  მანამ, სანამ რომელიმე მოთამაშე პირველი არ შეავსებს სათამაშო ბარათის ყველა უჯრას. როდესაც რომელიმე მოთამაშე შეავსებს სრულად ყველა გამოსახუელბას, იძახის ბინგო  - გამარჯვებულიც სწორედ ეს მოთამაშეა. თუ მოთამაშე იტყუება რომ აქვს ბინგო, დისკვალიფიკაციას იღებს ამ რაუნდიდან და გრძელდება თამაში, ახალი გამარჯვებულის გამოვლენამდე.
25
ბინიტა – გზა კაცრიელი
ავტორი: საბა სავანელი   ეს საბა სავანელის რომანის „ბინიტა – გზა უკაცრიელის“ მეორე ნაწილია. დაბრუნების იმედი დაკარგა, დონდო მიემგზავრება მის მოსაძებნად. ქალაქი ქალაქს მისდევს - მათი შეხვედრა მოულოდნელი აღმოჩნდება. პირისპირ მდგომი ორი ადამიანი თავისუფლების სიყვარულით იმუხტება, თუმცა ერთი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ემხრობა, ხოლო მეორეს უმრავლესობის არჩევანის დაცვა აუცილებელ ვალდებულებად უღიარებია. დედამიწა „კაცრიელია“, ხოლო სრული თავისუფლება მხოლოდ უკაცრიელ სამყაროში მიიღწევა. დათმო თავისუფლება თუ დაარღვიო კანონები – პერსონაჟები რთული გადაწყვეტილების წინაშე დგებიან.   
9.95
ბინიტა. გზა უკაცრიელი
ავტორი: საბა სავანელი   ამბის მთავარი პერსონაჟი 18 წლის ხელოვანი გოგოა. ერთი შეხედვით, თითქოს არაფრით გამორჩეულ მოზარდს, გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ადამიანები ერთმანეთს უნდა გაფრთხილებოდნენ, თავიანთი უპირატესობით სხვისი უფლებები არ უნდა შეელახათ; ვერ წარმოედგინა, რომ თავისი ქვეყნის მიწაზე უსაფრთხოდ გადაადგილებას მავთულხლართებით შეუზღუდავდნენ, და ერთხელაც შესაძლოა არსებობის უფლებაც კი წაერთმიათ. რა ხდება მაშინ, როცა უცნაურ და უკაცრიელ გზაზე აღმოჩნდები, სადაც გგონია, რომ ცხოვრება დამთავრდა?! ყველაზე საინტერესო სწორედ აქ იწყება...
15.95
ბიოლოგია 7 კლასი მოსწავლის წიგნი
მ სეხნიაშვილი,  ნ კობახიძე გამომცემლობა კლიო
18
ბიოლოგია 7 კლასი მოსწავლის წიგნი
რუსუდან ახვლედიანი, ნატო შათირიშვილი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
18
ბირმული დღეები
ავტორი: ჯორჯ ორუელი სერია: ლიტერე ინვენტე მთარგმნელი: ია ქვაჩახია     ამჯერად მკითხველს მასპინძლობს ულამაზესი ბირმა! ორუელი, რომელიც რამდენიმე წელიწადი თავად ცხოვრობდა ბირმაში და ადგილობრივ პოლიციაშიც მსახურობდა, კარგად იცნობს ამ ქვეყანას და გვიამბობს სამშობლოდან კოლონიაში გადმოხვეწილი მარტოსული ინგლისელის – ჯონ ფლორის სულისშემძვრელ ისტორიას. ფლორის გულით უყვარს ეს სამოთხის დარი ქვეყანა, რომელიც იმპერიალიზმის, კორუფციისა და სიღატაკის მსხვერპლია. პერსონაჟი გაუბედავად, მაგრამ მაინც უპირისპირდება ბირმაში გაბატონებულ, იმპერიალისტური და მომხვეჭელური ჟინით, ქსენოფობიითა და რასიზმით შეპყრობილ თანამემამულეებს და, ამ ბრძოლით უზომოდ დაღლილი, ეძებს გულის სწორს, რომელიც ამ რთულ ყოფას მასთან ერთად გაიზიარებს. თქვენ წინაშე წარდგებიან გენიოსის მახვილი თვალით დანახული ინგლისელი, ინდოელი, ჩინელი და ბირმელი პერსონაჟები; გაეცნობით ადგილობრივ კოლორიტს, ტრადიციებს; თვალწინ გადაგეშლებათ ავტორის ოსტატური კალმით აღწერილი ტროპიკული ქვეყნის დაუვიწყარი პანორამა; გახდებით ბანანების, ორქიდეებისა და ბამბუკის საუფლოში გაღვივებული დრამატული ვნებების მოწმენი... რეალისტური პროზის მოყვარულებს – და არა მხოლოდ მათ – უდავოდ დიდი სიამოვნება ელით!
16.95
ბიტლზი
ავტორი: ტერი ბაროუზი „ბიტლზი დღიდან დღემდე“ ასახავს ჯგუფის განუმეორებელ მიღწევებსა და თანამედროვე კულტურაში შეტანილ წვლილს. ზუსტი ქრონოლოგია მიჰყვება ლეგენდარული ოთხეულის ცხოვრების დეტალებს:  მათი ბავშვობიდან _ პირველ კონცერტებამდე, ბიტლომანიიდან _ გვიანდელ, სრულყოფილ ალბომებამდე.   წიგნი დასურათებულია ჯგუფის ნაკლებად ცნობილი ფოტოებით და თან ახლავს ჩანართები, რომლებიც „ბიტლზის“ გარემოცვის, მათი დროისა და იმ ხელოვანთა შესახებ მოგვითხრობს, გავლენა რომ იქონიეს ჯგუფზე. ამგვარად, წიგნში მუსიკის ისტორიის ამ ეპოქის  მრავალფეროვანი სურათი წარმოგვიდგება.   ტერი ბაროუზი 50-ზე მეტი წიგნის ავტორია, ბევრი მათგანი როკ-მუსიკის შესახებ მოგვითხრობს, მათ შორის ოთხი ცნობილი წიგნი „ბიტლზსა“ და ჯონ ლენონს მიეძღვნა. ბაროუზის ნაწარმოებები შვიდ ენაზე ითარგმნა და ათზე მეტ ქვეყანაში დაიბეჭდა. იგი აქტიურად მოღვაწეობს, როგორც მუსიკოსი, ატარებს აუდიო-ვიზუალურ მუსიკალურ კურსებს და გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი წარმატებული ჩანაწერი.
22.9
ბიძია თომას ქოხი (11-13)
ავტორი:ჰარიეტ ბიჩერ სტოუ მთარგმნელი: მიხეილ კლიმიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
9.9
ამოწურულია
ბიძია რიმუსის ზღაპრები (7-8)
ავტორი: ჯოელ ჰარისი მთარგმნელი: ლოლა ქადაგიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
4.9
ბიძია სევას ამბები (9-11)
ავტორი: დავით ჯავახიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ბიძია სევას უმცროსი მეგობარი, რვა წლის ცოტნე, სასაცილო და საოცარ ამბებს გვპირდება. არ გეგონოს, რომ ის ან წიგნის სხვა გმირები ავტორმა გამოიგონა. ბიძია სევა მართლა ცხოვრობდა ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, თითქმის მთელი ქალაქი იცნობდა და მართლა ისეთი მხიარული იყო, როგორიც ამ წიგნშია.  
9.9
ბიძია ტომის ქოხი
ავტორი: ჰარიეტ ბიჩერ სტოუ მთარგმნელი: მიხეილ კლიმიაშვილი სერია: იკითხე კლასიკა ბიძია ტომი შავკანიანი მონაა, როგორც უწოდებენ "ნიგერი",ანუ ზანგი - მონათმფლობელურ საზოგადოებაში სრულიად უუფლებო,პირუტყვთან გათანაბრებული არსება. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ დაინახონ მოსი ფაქიზი სული და მხურვალე მოყვასისადმი ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე გული, რომელიც სასტიკად აღიაზიანებს მოძალადე უმრავლესობას.თუმცა სულ მალე, წიგნის გამოსვლიდან თხუთმეტიოდე წელიწადში,აღმოჩნდება,რომ ეს შეუბრალებელი,სასტიკი ხალხი სულაც არ ყოფილა "უმრავლსობა".უბრალოდ,კეთილ ადამიანებს სჭირდებოდათ გამოფხიზლება...
12.95
ბიჭი ადამიანია
ავტორი: ჯასტინ ბალდონი   "გაფრთხილება: ეს შეიძლება ყველაზე გულწრფელი წიგნი იყოს, რომელიც კი ოდესმე წაგიკითხავს. შეგიმჩნევია, რომ არსებობს დაუწერელი წესები, რომლებიც ბიჭებს კარნახობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, იფიქრონ და განიცადონ. არავინ იცის, საიდან მოდის ეს წესები, მაგრამ ერთ დღესაც _ ბამ! _ უცებ გრძნობ მათ უხილავ ძალას, რომელიც გაიძულებს მასკულინობის წესებს მიჰყვე, თუნდაც ეს სულაც არ გაბედნიერებდეს. ეს წიგნი ბიჭების კლუბის წესების დასწავლაზე არ არის, ის მათ დავიწყებას ეხება. მზად იყავი: ეს წიგნი შეულამაზებელი და გასაოცარია. აქ არ არის შეზღუდული თემები და ტყუილები. ზოგიერთი საკითხი შეიძლება ცოტა არაკომფორტული იყოს, მაგრამ ეს საკუთარი თავის გაცნობის - და რწმენის -მნიშვნელოვანი ნაწილია. არ იდარდო, ამ გზაზე მარტო არ ხარ, ასე რომ, მოდი, ერთად შევეცადოთ, ვიყოთ რაც შეიძლება ჭკვიანი, მამაცი და ძლიერი ადამიანები!"
14.95
ბიჭი ბოლო მერხზე
ავტორი: ონალი რაუფი მთარგმნელი: მაია წითაძე სერია:საოცრება სულაკაურის გამომცემლობა ალექსას კლასში, ბოლო მერხთან, დიდხანს იდგა ცარიელი სკამი. ახლა იქ ახალი მოსწავლე, აჰმეტი ზის. ის ცხრა წლისაა (როგორც დანარჩენები), მაგრამ ძალიან უცნაური ბიჭია – არავის ელაპარაკება, არც იღიმება. მალე თანაკლასელები მასზე სიმართლეს იგებენ: აჰმეტი სულაც არ არის უცნაური. ის ლტოლვილია, რომელიც ნამდვილ ომს გამოექცა. მის ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო არ იყო, სახლებს ბომბებს უშენდნენ და აჰმეტის ოჯახიც იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი ათასობით კილომეტრის იქით, უცხო ქვეყანაში მოეძებნა. ალექსა, ჯოზი, მაიკლი და ტომი რაც უფრო მეტს იგებენ ახალი თანაკლასელის შესახებ, მით უფრო უძლიერდებათ სურვილი, მას ოჯახის პოვნაში დაეხმარონ, და მსოფლიოში უდიადესი გეგმის განხორციელებას იწყებენ… მეგობრები ხომ სწორედ იმისთვის არსებობენ, რომ ერთმანეთის დასახმარებლად ყველაფერი იღონონ.  
12.9
ბიჭი და ძაღლი და სხვა მოთხრობები
ავტორი: არჩილ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ამ კრებულში თავმოყრილია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწერლის, არჩილ სულაკაურის მოთხრობები: „ბიჭი და ძაღლი“, „გაბო“, „მტრედები“, „ძველი ამბავი“ და სხვები. მწერლის განსაკუთრებული თხრობის მანერა, უმცირესი წვრილმანების დანახვის უნარი, ანალიტიკური თვალთახედვა, ადამიანის ფსიქიკის სიღრმეთა წვდომა გამორჩეულს ხდის ამ მოთხრობებს. აქ გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად შეხვდებით რეალურ გმირებსაც, მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილს („ღამე ყაბახზე“), პირველ ქართველ ფიზიოლოგ ივანე ბერიტაშვილს („ბრმა ლეკვები ივანე ბერიტაშვილისთვის“)… ჰუმანიზმით სავსე, გულის ამაჩუყებელი ამბავია გადმოცემული მოთხრობაში „ბიჭი და ძაღლი“. ეს არის ამბავი უანგარო სიყვარულზე, ბიჭისა და ძაღლის თავდადებულ მეგობრობაზე. არჩილ სულაკაურის მოთხრობები დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის თანამედროვეთა შორის და შემდგომ თაობებშიც. ისინი მრავალ ენაზეა ნათარგმნი.
10.9
ბიჭი, რომელიც (შემთხვევით) გახდა ცნობილი
ავტორი: დევიდ ბედიელი სერია: ლიბერქიდსი   "ბილი სმითი არაფრით გამორჩეული ბავშვია, სახელიც უბრალო და უინტერესო აქვს. მისი ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება _ შემთხვევით ძალიან პოპულარული ხდება. ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მალე ბილი დაეჭვდება _ ნუთუ მართლა უნდა, რომ ყველაზე პოპულარული ბავშვი იყოს? იქნებ „ძველი“ ბილის ცხოვრება უფრო საინტერესოა? ამ კითხვებზე პასუხს დევიდ ბედიელის ამ შესანიშნავ წიგნში ამოიკითხავთ!''
11.95
ბიჭი, რომელიც ვარსკვლავებთან ცხოვრობდა
ავტორი: ჯორდი სიერა ფაბრა სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი ერთ ჩვეულებრივ დღეს, ბავშვთა ფსიქიატრი დევიდ როხასი ახალ პაციენტს გაიცნობს. ეს საქმე მაშინვე იქცევა მისი კარიერის ყველაზე უჩვეულო შემთხვევად. პოლიციის მიერ ნაპოვნი ბიჭი არ ლაპარაკობს, არ ჭამს. ვერ ეგუება სინათლეს. გარშემო მისთვის ყველაფერი უცხო და უჩვეულოა. ფსიქიატრი მიზნად დაისახავს, დაკარგული ბავშვის საიდუმლო ამოხსნას. მის მიერ ძლივს ნათქვამი რამდენიმე სიტყვით, ლაბირინთიდან გასასვლელი რუკის შედგენას იწყებს. თანამედროვე ესპანური საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ჯორდი სიერა ფაბრას ეს მოთხრობა, ისეთ სამყაროში შემავალ კარს გვიხსნის, რომლის შეღებასაც არასდროს მოვინდომებდით, რადგან არ გვინდა ვაღიაროთ, რომ მის მიღმა მართლაც არსებობს რაღაც.  
7.9
ბიჭი, ჩიტი და ოსტატი ალბერტო
ავტორი: მატილდა ვუდსი მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე   "როდესაც ალორაში მოხვდები, მაშინვე უნდა ასწიო თავი და შეხედო ცას, რომ დაინახო ჯადოსნური სამყარო ყოველ დღე და ყოველ ღამე". LiberKids 8-12 წლის ბავშვების ჯგუფია, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში პოპულარულ როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ლიტერატურას. მათ მიერ შემოთავაზებულ ნაწარმოებებს გამომცემლობა "პალიტრა L" გამოსცემს. მატილდა ვუდსის "ბიჭი, ჩიტი და ოსტატი ალბერტო" სწორედ მათი არჩეული წიგნია. წიგნების შერჩევაში აქტიურად მონაწილეობენ მასწავლებლებიცა და მშობლებიც.
9.95
ბიჭის შესახებ
ავტორი: ნიკ ჰორნბი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: წლის ბესტსელერი უილი 38 წლის მამაკაცია. არც ცოლ-შვილი ჰყავს და არც სამსახური ჰქონია როდისმე, მაგრამ მამამისის შექმნილ ყველაზე ცნობილ საშობაო სიმღერაზე საავტორო უფლება საშუალებას აძლევს უზრუნველად იცხოვროს. უსაქმურობას მოწყენილობა მოაქვს და ერთ დღესაც უილი გადაწყვეტს, ყოველდღიურობა გაიხალისოს. მარტოხელა მშობლების კლუბში გაწევრება კი გართობის ორიგინალური ხერხია! იქ მარტოხელა ქალბატონები არიან და მათთან სასიყვარულო კავშირი იქნებ საინტერესოც იყოს?! კლუბში ამბობს, რომ ცოლმა მიატოვა და ახლა 2 წლის ვაჟს მარტო ზრდის... მარკუსი 12 წლის ბიჭია. მშობლები დაშორდნენ, თავად დედასთან – ფიონასთან ერთად ცხოვრობს. ბიჭს სკოლაშიცა და სახლშიც პრობლემები აქვს. თანატოლები დასცინიან და მტრობენ. დედა კი, რომელზეც უზომოდ არის მიჯაჭვული, სულ წევს და ტირის. ერთ დღესაც, ფიონა თავის მოკვლას გადაწყვეტს. აქედან იწყება ყველაფერი... ამ უდარდელი კაცისა და საოცრად დარდიანი ბიჭის გზები ნიკ ჰორნბის დაუვიწყარ ამბავში გადაიკვეთება.  
13
ბიჭის ცხოვრება
ავტორი: რობერტ მაკკამონი გამომცემლობა: წიგნები ბათუმში მთარგმნელი: სალომე ჯაფიაშვილი ყდა: რბილი
18.9
ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი ( 7-9 წლიდან)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   თვალტანადი, გამჭრიახი, შესაშური ზომა-წონის დარბაისელი მამაკაცი – ეს კარლსონია, დაბალ-დაბალი, ჩასუქებული, გამოუსწორებლად ონავარი და ბაქია კაცუნა, რომელიც ზურგზე მიმაგრებული პროპელერით დაფრინავს და სახურავზე შემოსკუპებულ პატარა, მწვანედარაბებიან სახლში ცხოვრობს. გაგიკვირდა, რაც ახლა წაიკითხე? არადა, შენი მოტყუება არავის უფიქრია. სტოკჰოლმის ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე ჩვეულებრივი სახლის სახურავზე ცხოვრობს არაჩვეულებრივი კაცუნა – კარლსონი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს სრულიად ჩვეულებრივ სტოკჰოლმელ ბიჭუნას, სვანტე სვანტესონს ესტუმრება. სწორედ იმ დღეს დაიწყება ამ ორის უჩვეულო მეგობრობა. მალე კარლსონი ყველას დაარწმუნებს, რომ ის არც მოჩვენებაა და არც ბიჭუნას ფანტაზიის ნაყოფი. ის ნამდვილი, მსოფლიოში უბადლო მამაკაცია, რომელთან მეგობრობაზე, გართობასა და თავგადასავლებზე ალბათ არც შენ იტყოდი უარს. მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.    
8.9
ბლოკნოტი
6