santaesperanza
ბლოკნოტი 250X175მმ /82 ფურცელი
20
ბლოკნოტი ტყავის ყდით
30
ბლოკნოტი/უჯრა А5/64ფურცელი
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი დიზაინის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ დიზაინს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
8
ბლოკნოტი/უჯრა А5/64 ფურცელი
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი დიზაინის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ დიზაინს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
8
ბლოკნოტი/უჯრა А5/64ფურცელი
9
ბლოკნოტი/უჯრა А5/80 ფურცელი
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი დიზაინის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ დიზაინს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
9
ბლოკნოტი/უჯრა А5/80 ფურცელი
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი დიზაინის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ დიზაინს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
9
ბლოკნოტი/უჯრა А5/80 ფურცელი
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი დიზაინის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ დიზაინს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
9
ბლოკნოტი/უჯრა А5/80ფურცელი
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი დიზაინის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ დიზაინს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
9
ბლოკნოტი/უჯრა А5/80ფურცელი
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი დიზაინის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ დიზაინს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
10
ბლოკნოტი/ცალხაზიანი А5/80ფურცელი
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი დიზაინის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ დიზაინს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
10
ბლუზი მტკვრის პირას
ავტორი: ბიძინა მაყაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა ყდა: რბილი
14.9
ბნელ წყლებში
ავტორი: ირმა ტაველიძე სერიის დასახელება ET CETERA   გა­სუ­ლი საუ­კუ­ნის მი­წუ­რულს პრო­ვინ­ციუ­ლი თეატ­რის და­სი ჟან ჟენეს „მოახ­ლეების“ დად­გმი­სთ­ვის ემ­ზადე­ბა. რე­პე­ტი­ციე­ბი დაწყებუ­ლია, რო­ცა იან­ვრის ერთ დი­ლას თეატ­რი­სკენ მიმა­ვალი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გო­ნე­ბას კარგავს და მთელ თვეს საავად­მყო­ფო­ში ატა­რებს. თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გო­გო­ნე­ბის ხში­რი სტუმ­რო­ბით გა­ბეზრებული ალექ­სან­დრე თავის სა­ფიქ­რალს მის­ცე­მია. თან­და­თან ირ­კვე­ვა, რომ მი­სი წარ­სუ­ლი მტკივ­ნეულ, ვერდავიწ­ყე­ბულ ამ­ბებს ინახავს, მო­მა­ვალში კი არანაკლებ მტკივ­ნეუ­ლი მოულოდ­ნე­ლო­ბაა... „ბნელ წყლებ­ში“ ირ­მა ტა­ვე­ლი­ძის პირ­ვე­ლი რო­მა­ნია. ირ­მა ტავე­ლი­ძე ავ­ტო­რია მოთხრობე­ბის ორი კრე­ბულისა („ავტო­ბიოგ­რა­ფია ფრან­გულად“ და „აღ­მო­სავ­ლე­თის გა­მო­გო­ნე­ბა“) და ესეე­ბის წიგ­ნისა („სტა­ლი­ნის ნაძ­ვე­ბი და სხვა ტექ­სტე­ბი“) .  
14.95
ბნელი ადგილები
ავტორი: გილიან ფლინი მთარგმნელი: ირაკლი ლომოური „ბნელი ადგილები“ გილიან ფლინის მეორე რომანია, რომელმაც მკითხველთა დიდი ყურადღება და საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა. 2015 წელს წიგნის, „ბნელი ადგილების“ მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა. ფილმში მთავარ როლს შარლიზ თერონი ასრულებს. ოცდაოთხი წლის წინ... – კანზასის პატარა ქალაქი კინაკი გაუგონარი სისასტიკით ჩადენილმა დანაშაულმა შეძრა: 15 წლის ბიჭმა, ბენ დეიმ, დედა და ორი და დახოცა. მკვლელს სასწაულით გადაურჩა დეების ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი – 7 წლის ლიბი, რომელსაც ამ ტრაგედიამ მთელი ცხოვრება დაუმახინჯა... ახლა... – მრავალი წლის შემდეგ ლიბი დეი, რომელიც ძმის სასამართლო პროცესზე მთავარი მოწმე იყო, გადაწყვეტს, პირადად შეხვდეს მას და პასუხი მიიღოს იმ კითხვებზე, რომლებიც ამდენი წელია მოსვენებას არ აძლევენ. არადა, წარსულში დაბრუნება ძალიან საშიშია! იქ ბევრი სისხლიანი საიდუმლო იმალება!  
14
ბნელი კოშკი #7
ავტორი: სტივენ კინგი მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი სერია: პორტალი "„ბნელი კოშკი“ სერიის მეშვიდე და ბოლო წიგნია. მეექვსე ნაწილით ის იდუმალი მწერალი გავიცანით, ბნელ კოშკთან ერთად როლანდის კა-ტეტის ბედისწერა რომაა. თავგადასავალი გრძელდება, უფრო სწორად, სუზანას მშობიარობით იწყება. ალისფერი მეფის დამქაშები მის ნაშიერს ელოდებიან... შეძლებენ ჯეიკი და მამა კალაჰენი მის გამოხსნას? ვინ არის არსება, რომელიც სუზანამ შობა? რა გეგმები აქვს უოლტერს, იმავე რენდალ ფლეგს? გადაარჩენენ თუ არა ჩვენი გმირები თავიანთ შემქმნელს? რა ბედი ეწევა მსროლელსა და მის კა-ტეტს? და, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევს თუ არა როლანდ დისქეინი ბნელ კოშკს? „ბნელი კოშკი“ ბევრ საინტერესო ფაქტს ახდის ფარდას, მაგრამ ამოხსნის ბნელი კოშკის იდუმალებას?"
32.95
ბნელი კოშკი 2 სამის გამორჩევა
ინგლისურიდან თარგმნა ნინო შეყილაძემ. ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის რომანების ციკლი ”ბნელი კოშკი” ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორის, ვესტერნისა და, გარკვეულწილად, მელოდრამის წარმატებული ნაზავია, რის გამოც მან იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ ჟანრების მოყვარულთა შორის. ნაწარმოებში მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი, რომელიც მას ბნელი კოშკის ძიების გზაზე გადახდ ება, თავად ბნელი კოშკი კი როლანდს ყველა სამყაროს შემაკავშირებელ ღერძად ესახება, რომელმაც ისინი ნგრევისა და ქაოსისაგან უნდა იხსნას. ”სამის გამორჩევა” ციკლის მეორე წიგნია. პირველი წიგნის, ”მსროლელის”, ბოლოს შავსამოსიანი კაცი როლანდს ტაროს კარტით უმკითხავებს და მომავალს უწინასწარმეტყველებს. იგი როლანდს ყურადღებას სამ უჩვეულო კარტზე - ”პატიმარზე”, ”ჩრდილების ქალბატონზე” და ”სიკვდილზე” ამახვილებინებს. ”სამის გამორჩევა” სწორედ ამ წინასწარმეტყველების ახდენაზე მოგვითხრობს - როლანდის მეორე ნაბიჯზე კოშკის ძიების რთულსა და ხიფათით სავსე გზაზე.
14.9
ბნელი კოშკი: კალას მგლები (5)
"კალას მგლები" ციკლის მეხუთე წიგნია. ავტორი მკითხველს ამჯერადაც საინტერესო და იდუმალებით მოცულ სამყაროში ეპატიჟება. რა არის კალა და რა სურთ მათ მის მცხოვრებლებს? ვინ არის უცნაური მღვდელი, საკუთარ თავს მამა კალაჰენს რომ უწოდებს? რა მაგიური ძალა იმალება მის ეკლესიაში? საით მიდის გამოქვაბული, რომლისაც ყველას ეშინია? რა უნდა სუზანას სხეულში დაბადებულ მიას? ბოლოს და ბოლოს, ვინ არიან თანდერკლეპიდან ჩამოსული მგლები, რომლებიც კალელებს შიშის ზარს სცემენ?
21.95
ბნელი კოშკი: მსროლელი (1)
ავტორი:  სტივენ კინგი მთარგმნელი: ნიკა სამუშია   ამერიკელი მწერლის სტივენ კინგის რვა წიგნისაგან შემდგარი სერია „ბნელი კოშკი“ ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორისა და ვესტერნის მოყვარულებისთვის გამორჩეული საკითხავია. „ბნელ კოშკში“ მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი. მისი მიზანია, იპოვოს ბნელი კოშკი - ყველა სამყაროს შემაკავშირებელი ღერძი, რომელიც სამყაროებს ნგრევისა და ქაოსისგან იცავს. თავად ავტორი ამ სერიას თავისი შემოქმედების მწვერვალს უწოდებს. „მსროლელი“ სერიის პირველი წიგნია. მასში მკითხველი ეცნობა მთავარ გმირს, რომელსაც მეტოქის, ძლევამოსილი ჯადოქრის, შავსამოსიანი კაცის შეპყრობა განუზრახავს, რათა მისი დახმარებით ბნელ კოშკამდე მიაღწიოს. "ბნელი კოშკის" სერია მრავალ ენაზე ითარგმნა და მის მიხედვით ფილმის გადაღებაც იგეგმება.
18.95
ბნელი კოშკი: სუზანას სიმღერა (6)
მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი   წიგნი კალაში გაჩხერილი როლანდისა და კა-ტეტის დანარჩენი წევრების მანებთან საუბრით იწყება. შეძლებს თუ არა მსროლელი ამჯერადაც დახშული კარის გაღებას და მისი საშუალებით იმ სამყაროში გადასვლას, საითაც სუზანა/მია წავიდა? ვინ არის ის იდუმალი ავსული, რომელიც მიას სხეულს დაეპატრონა? დაეხმარებიან, თუ არა კარის გაღებაში მსროლელს მანელი ქენთაბი და მისი თანამოძმენი? ვინ არის ის იდუმალი მწერალი, რომელსაც, ბნელ კოშკთან ერთად, როლანდის კა-ტეტის ბედისწერა ხელთ უპყრია?
21.95
ბნელი კოშკი: ჯადოქარი და ბროლი (4)
ავტორი: სტივენ კინგი მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი "ჯადოქარი და ბროლი" ციკლის მეოთხე წიგნია. მესამე წიგნის, "უნაყოფო მიწების", ბოლოს ბლეინი, კომპიუტერით მართული შეშლილი მატარებელი, როლანდსა და მის კა-ტეტს უცხადებს, რომ თუ გამოცანების შეჯიბრებაში ვერ დაამარცხებენ, ლიანდაგიდან გადავა. სწორედ ამ გამოცანების შეჯიბრებით იწყება "ჯადოქარი და ბროლი", რომელშიც ბევრ საინტერესო ამბავს ვიგებთ. რა მოხდა მას შემდეგ, რაც როლანდმა კაცობის გამოცდა ჩააბარა და მასწავლებელი დაამარცხა? ვინ არის სიუზენი, რატომ ერჩის მას კუდიანი რია? მეოთხე ნაწილში მრავალი საიდუმლო გამჟღავნდება.
22
ბნელი ხეივნები
ავტორი: ივან ბუნინი სერია: მსოფლიო კლასიკა   მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე 1870 წელს ვორონეჟში დაბადებული ივან ბუნინის საფლავი პარიზშია, სადაც გასაბჭოების შემდგომ, თეთრი ემიგრაციის ტალღას გაჰყვა და გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. ის პირველი რუსი მწერალია, რომელმაც ლიტერატურაში ნობელის პრემია დაიმსახურა, პრემიის გამცემი შვედეთის აკადემიის მოტივაცია კი ასე იყო  ფორმულირებული: „იმ მტკიცე ოსტატობისთვის, რომლითაც კლასიკური რუსული პროზის ტრადიციას აგრძელებს“. „ბნელი ხეივნები“ ემიგრაციაში, 1937-1944 წლებში დაწერილი მოთხრობების კრებულია. ყველა მოთხრობა ერთი იდეის – სიყვარულის გარშემო ერთიანდება, თუმცა რასაც მაშინ სიყვარულს უწოდებდნენ, თანამედროვე ენაზე მრავალნაირად ითარგმნება: ვნება, ღალატი, ტყუილი, ძალადობა… თავად ბუნინი ამ კრებულს თავისი შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევდა და, შეიძლება არც თუ ტყუილად, რადგან ქრონოლოგიურად დალაგებული მოთხრობები მისი არა მხოლოდ როგორც ავტორის, არამედ ადამიანის, კაცის ზრდის დინამიკასაც მიჰყვება: თუ თავიდან ახალგაზრდობის დროინდელ თავგადასავლებს გვიყვება და მომხდარს ასაკსა და გამოუცდელობას მიაწერს, კრებულის ბოლო ნაწილში აღსარება, პატიების თხოვნა და სასჯელის მოლოდინი ისმის.
22.9
ბნელი ჯიხურების ქუჩა
ავტორი: პატრიკ მოდიანო მთარგმნელი: ნატა ბალავაძე პატრიკ მოდიანო თანამედროვე ფრანგი მწერალია. რომანისთვის - "ბნელის ჯიხურების ქუჩა" - 1978 წელს მიიღო გონკურის პრემია. 2014 წელს მოდიანოს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში იმ ხელოვნების გამო, რომლითაც ის მეხსიერებით გამოიხმობს ყველაზე ძნელად მოსახელთებელ, ისტორიის წიაღში ჩაკარგულ ადამიანთა ბედს და ფარდას ხდის საფრანგეთის ოკუპაციის აქამდე უცნობს ფურცლებს.
11.7
ბნელია გზა - პირველყოფილი წყვდიადი
ავტორი: გიორგი ხარაიშვილი სიბნელის შვილებმა ყველაზე უკეთ იციან სინათლის ფასი...“ პატარა სოფლელი ბიჭი, მამის სახელოვან საბრძოლო მოგონებებსა და ზღაპრებზე რომ გაიზარდა, საკუთარი გზის პოვნას ცდილობს, სახელსა და დიდებაზე ოცნებობს. მოკლე დროში კაელი, პროფესიონალ მებრძოლად ქცეული, თავისი სამყაროს ბედის განმსაზღვრელი მოვლენების შუაგულში აღმოჩნდება - ორად გახლეჩილი სამყარო, თეთრი და შავი ტაძარი, სიგიჟის მთები, შავი მხედრები, მაქციები, მაგუსები და არაქნუსები....
24.95
ბოლო ზარი
ავტორი: ლაშა ბუღაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს, ნინჩოს, ოცდაერთი წლის კრიმინალი ნადრიკუჩა უყვარს. ამავე დროს ნინჩოს მოხიბვლას მისი კლასელი დემურიც ცდილობს. რით ერთობიან თბილისელი თინეიჯერები, რატომ უნდა სკოლის აფეთქება ნუციკოს, ვის შეუყვარდება დემური და რით დასრულდება ეს ყველაფერი, შეიტყობთ ლაშა ბუღაძის რომანიდან “ბოლო ზარი”.
10.9