santaesperanza
გადაუხადე სხვას
ავტორი: ქეთრინ რაიან ჰაიდი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე სერია:წლის ბესტსელერი ტრევორ მაკკინი სულაც არ ყოფილა გამორჩეული მოსწავლე.უსიხარულო ბავშვობა,მარტოხელა,ალკოჰოლიკი დედა და სკოლასა თუ ცხოვრებაში წარმატების ბევრად ნაკლები შანსი,ვიდრე მის თანაკლასელებს...ასეთი მონაცემებით,თითქოს ვერც სამყაროს შეცვლი და ვერც რამე ღირებულს შექმნი.მაგრამ ტრევორს ადამიანების მაინც სჯერა,სწამს,რომ თუ სიკეთეს დათესავ,კეთილი საქმეები გამრავლდება და აი,საზოგადოებათა მცოდნეობაში მიღებული კლასგარეშე დავალება ტრევორისთვის ის შთაგონება აღმოჩნდა,რომელმაც მის გულში ჩათესილი იმედის თესლი აღმოაცენა...
11.95
გადაწყვეტილების მიღების უფლება:ცხოვრების წესი
ავტორი: ჯონ შოლი   ჯონ შოლის ბესტსელერი - "გადაწყვეტილების მიღების უფლება:ცხოვრების წესი" - ერთ მარტივ,მაგრამ ძლიერ პრინციპზე დგას: უფლებამოსილი თანამშრომლები კლიენტებს ჩინებულ მომსახურებას უწევენ და უკმაყოფილო მომხმარებელს აქცევენ ბედნიერ მომხმარებლად, რომელიც კვლავ და კვლავ დაბრუნდება. გადაწყვეტილების მიღების უფლება ის გარანტირებული ინვესტიციაა, რომელიც თქვენი კომპანიისა და პირადად თქვენს წარმატებას უზრუნველყოფს.
14.95
გაზაფხულზე დაკარგული
ავტორი: აგათა კრისტი თარგმანი: პაატა ჩხეიძე უზრუნველი ცხოვრება, გულისხმიერი ქმარი, საამაყო შვილები... სხვა რა სჭირდება ქალს ბედნიერებისა და კმაყოფილებისთვის? ჯოან სკუდამო - რისთვის ეს მოცემულობაა (მხოლოდ!) მისაღები და ამის იქით ალბათო - ბებსა და ვარაუდებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს, მისწრაფებებსა და ვნებებს არ განიხილავს, არც კი გაიფიქრებს, რომ საკუთარი ხელითა და სურვილით შექმნილის იქითაც არსებობს ცხოვრება, არასოდეს მიუშვებს გრძნობებს ნებაზე, არც კი დაუშვებს, რომ... მოკლედ, ჯოანი ეჭვს მანამ გააქრობს, სანამ მის გაცნობიერებას მოასწრებს. და ერთ დღესაც თუ დაიკარგე, ჯოან სკუდამორიც რომ იყო, რა უნდა გააკეთო... საკუთარ თავზე ფიქრის გარდა? და რა შეიძლება დაასკვნა ისეთი, რაც მანამდე არ იცოდი? აგათა კრისტის ” გაზაფხულზე დაკარგული “ თვითკმაყოფილი ქალის ფსიქო - ლოგიურ პორტრეტს გვიხატავს. ქალს გაუთვალისწინებელი ” დაკარგვა “ დაფიქრებას აიძულებს და აღმოჩენამდეც კი მიიყვანს, მაგრამ... და იქნებ ზოგჯერ ადამიანის გაცნობიერებული არჩევანია, არ გაუსწოროს თვალი სიმართლეს და იყოს მუდმივად... ” დაკარგული“?
14.95
გაზაფხულის თოვლი
ავტორი: იუკიო მიშიმა სერია: ლიტოდისეა მთარგმნელი: თათია მემარნიშვილი   „გაზაფხულის თოვლი“ (1966) იუკიო მიშიმას საყოველთაოდ ცნობილი ტეტრალოგიის პირველი წიგნია. მიშიმა (1925-1970) მეოცე საუკუნის იაპონური მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორია. საკუთრივ იაპონური კულტურის, სამურაების, სიზმრების, ხილვების, სულის რეინკარნაციისა და სილამაზის მისტიფიკაციის ფონზე ვითარდება სასიყვარულო დრამა, იხატება ახალგაზრდების პორტრეტები, რომელთა უმრავლესობა სწორედ ახალგაზრდული რყევების, ეჭვებისა და მგრძნობელობის გამო დრამატიზმითაა დაღდასმული. დანარჩენი სამყაროსგან თითქოს უცხო, გამორჩეული, მძაფრად ინდივიდუალისტური კულტურის ფონზე ცხადი ხდება მარადიული ღირებულებების ერთობა – სიყვარულის დამანგრეველი ძალა, ახალგაზრდული სასიცოცხლო ენერგია, რომელიც ამავე დროს ზუსტად თავისი უზღვავი ძალის წყალობით, სიკვდილისკენ მიილტვის.
22.9
გაიბზარა წკარუნით სარკე
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე   პატარა სოფელ სენტ-მერი-მიდის მყუდროება დაირღვა _ ახალშეძენილ დიდ სახლში ცნობილი რეჟისორი და მისი კინოვარსკვლავი მეუღლე დაბინავდნენ. ახალმოსახლეობის აღსანიშნავად და საქველმოქმედო ღონისძიების ჩასატარებლად ცოლ-ქმარმა უამრავი სტუმარი დაპატიჟა, მაგრამ ზეიმი ტრაგედიად იქცა _ სოფლის მკვიდრი ერთი კეთილი დიასახლისი მოწამლეს... ვინ ჩაუყარა საწამლავი სასმელში? იქნებ ქალი შეცდომით მოკლეს და მსხვერპლი სულ სხვა ვინმე უნდა ყოფილიყო? ამ თავსატეხის ამოხსნაში მთავარ ინსპექტორ დერმოტ კრედოკს დაეხმარება შეუდარებელი მის მარპლი _ მხოლოდ ამ მახვილგონიერ და ადამიანის ბუნების უზადო მცოდნე მოხუც ქალს შეუძლია უცნაური მკვლელობის გახსნა.
15.95
გაიცანი დიდი ადამიანები ტ I
გაიცანი დიდი ადამიანები - ხუთტომეული ყველა დროის ყველაზე გამოჩენილი მოღვაწეების ცხოვრებისა და მემკვიდრეობის შესახებ ამ წიგნის ფურცლებზე შეხვდები და კარგად გაიცნობ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან, ღვაწლით გამორჩეულ ადამიანებს, წაიკითხავ მათი ცხოვრების გზის შესახებ და გაიგებ, როგორ იბრძოდნენ და იცავდნენ სამშობლოს, აღადგენდნენ დანგრეულს და აშენებდნენ ახალ ქვეყანას, ავრცელებდნენ განათლებას და კულტურას. თითოეულ ტომში ხუთი განსაკუთრებული ამბავია ხუთი დიდი მოღვაწის შესახებ - გზა ბავშვობიდან ისტორიაში დამკვიდრებამდე. გაიარე ეს გზა მათთან ერთად და დაიმახსოვრე მათი საქმეები.
22
გაიცანი პადინგტონი
ავტორი: მაიკლ ბონდი მთარგმნელი: მაია წითაძე ასაკი: 3+ დათვი, სახელად პადინგტონი, შორეული, უღრანი პერუდან ჩამოვიდა ლონდონში და მას მერე ბრაუნებთან ცხოვრობს უინძორების ბაღების 32 ნომერში. პადინგტონის მხიარული თავგადასავლები და ფათერაკები საქვეყნოდაა ცნობილი, თუმცა, ამ წიგნში მხოლოდ სამ ძალიან სასაცილო ამბავს შეიტყობთ: როგორ გახდება საკუთარი ბაღის მფლობელი; როგორ მოიგებს ერთ ძალიან სახალისო კონკურსს; როგორ აღმოჩნდება ყველაზე უჩვეულო მოგზაურობაში საუკეთესო მეგობართან, მისტერ გრუბერთან ერთად.
19.9
გაიცანი ტიმი
მთარგმნელი: ნინო ილაშვილი   რა უნდა ქნა, როცა ისედაც ბევრი და-ძმა გყავს, რომლებსაც ყველაფერი უნდა გაუყო, და გატყობინებენ, რომ მალე კიდევ ერთი შემოგემატებათ? ან, როცა შენს ყველაზე საყვარელ სათამაშოს კარგავ, რომლის გარეშე დაძინებაც კი არ შეგიძლია? როცა საუკეთესო მეგობარს ებუტები და მის გარეშე ვერავისთან თამაშობ ხალისით? ბაჭია ტიმი ყოველთვის პოულობს საუკეთესო გამოსავალს და გულითად მადლობასაც იმსახურებს მშობლებისა და და-ძმებისაგან. მის ხალისიან ამბებს ამ ფერად წიგნში წაიკითხავ.
19.9
გაიცანი ტოპო-ტიპი
ილუტრირებული წიგნი ყველაზე პატარებისთვის   ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – ჭირვეულობს, იტყუება, თავის ნივთებს არ ალაგებს, არ ჭამს ან არ იძინებს, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს.  
19.9
გალაკტიონი - 200 ამბავი #37
შემდგენელი: ნათია სიხარულიძე სერია: თან საკითხავი გალაკტიონი მხოლოდ გენიალური პოეტი, ქართული პოეზიის უდიდესი რეფორმატორი როდი იყო. ზნეობისაგან განძარცვულ, პრაგმატიზმით სნეულ საუკუნეში მან დაამტკიცა, რომ შეიძლებოდა იდეალებით და იდეალისთვის არსებობა.გალაკტიონი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, მის შესახებ არსებულ მოგონებებსა და გადმოცემებში რთულია გავარკვიოთ, სად გადის ზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის, თუმცა ეს გამონაგონიც საინტერესოა, რადგან ცხადყოფს ხალხის განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და სიყვარულს.
16.95
გალაკტიონი უცენზუროდ
ამ წიგნის იდეის ავტორი თავად გალაკტიონია, რომელსაც სურდა ერთად შეეკრიბა თავისი ეპიგრამები – ცენზურაგაუვლელი ლექსები.   გალაკტიონს არაერთ სკაბრეზულ ლექსსა და გამონათქვამს მიაწერენ. ის, რასაც ჩვენ მოგითხრობთ, დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა, ძირითადად, პოეტის ჩანაწერებს, აგრეთვე, სანდო მოგონებებსა და გადმოცემებს. ამბები საჭირო ფონს, ინფორმაციულ კონტექსტს ქმნის ეპიგრამების, მახვილსიტყვაობისა თუ არაორდინარული პერსონაჟის უცნაური ქცევის აღსაქმელად.   გალაკტიონის ეპიგრამების მთავარი ობიექტი მეფისტოფელური ეპოქაა – დამთრგუნველი, მოძალადე, ფარისევლური და ცინიკური ერთდროულად. პოეტის კონკრეტული სამიზნე უკულტურობაა, სულიერების დეფიციტი, ობივატელთა თვითკმაყოფილება, უფრო ხშირად კი – კოლეგა-მწერლების არცთუ ღირსეული საქციელი – მათი დაუსრულებელი ინტრიგები.   გალაკტიონის უცენზურო სტრიქონები ადამიანური გაღიზიანების, წყენის ნაყოფია და, ამდენად, სუბიექტურიც. ამიტომ მასთან სიტუაციები ჰიპერბოლიზებულია, შტრიხები – გროტესკულსკაბრეზული. პოეტი ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც გაურბოდა ბილწსიტყვაობას. სკაბრეზსა და ინვექტივას მხოლოდ ეპიგრამებსა და სატირულ შაირებში მიმართავდა, როგორც ჟანრის დამახასიათებელ სტილურ ელემენტებს.   წიგნს დამატების სახით ერთვის პოეტის მიერ სხვადასხვა დროს შეკრებილი სახუმარო ამბები, დიალოგები, ანეკდოტები.   ტექსტი გაფორმებულია გალაკტიონის ჩანახატებით. 
24.95
გალაქტიონი და თბილისი
გალაკტიონის თბილისისადმი სიყვარულზე დიდიხანს შეგვიძლება ვილაპარაკოთ. მის შემოქმედაბაში ამ ქალაქს გასაკუთრებული ადგილი უჭირავს. წიგნში წარმოდგენილია პოეტის შემოქმედებით მემკვიდრეობაში დაგროვილი უამრავი ჩანაწერი, მოგონება, თუ განცდა, რომელიც თბილისს უკავშირდება. გამოცემა მოგვითხრობს პოეზიის მეფისა და თბილისის სიყვარულზე და იმ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც სხვადასხვა ფონდსა და კოლექციებში ინახება. წიგნში წარმოდგენილი ექსპონატები, ფოტოები, ასევე გალაკტიონის მიერ შესრულებული ჩანახატები დაცულია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.
48
გალვეიაში
ავტორი: ჟოზე ლუიშ პეიშოტუ მთარგმნელი: გურანდა ფაჩულია სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
12.9
გამართული ანტრეპრენერობა
  თარგმანი: ხათუნა ბასილაშვილი ”ანტრეპრენერობა არა მხოლოდ აზროვნების წესი, არამედ უნარ-ჩვევების ნაკრებია. ეს 24 ნაბიჯი პრაქტიკული ეტაპობრივი პროცესია, რომლის დროსაც თქვენი შემოქმედებითი შემართება წარმატებისა და გავლენიანობის მაქსიმუმის მიღწევას ემსახურება“. _ მიჩ კაპორი, დამფუძნებელი, Lotus Development Corporation ”მართალია, ანტრეპრენერობის სულისკვეთება ხშირ შემთხვევაში ინტუიციით მოქმედებას ნიშნავს, მაგრამ საკუთრივ საქმიანობის პროცესი ასეთი არ გახლავთ. ეს წიგნი გაგაცნობთ მდგრადი კომპანიის შექმნის შანსის გასაზრდელად საჭირო ისეთ სისტემურ მიდგომას, რომელიც ქვეყნიერებას შეცვლის“. _ ჯოი იტო, დირექტორი, MIT Media Lab
29.95
გამარჯვებული
ავტორი: მერი ლუ მთარგმნელი:  არჩილ კიკვაძე   ჯუნისა და დე ის ფათერაკებით სავსე გზა გრძელდება და ის ვეგასისკენ მიდის! ვეგასში ბევრი საიდუმლო მჟღავნდება – ფარდა ეხდება პოლკოვნიკ აიპერისის ბურუსით მოცულ მკვლელობას, იმსხვრევა რესპუბლიკის უძლეველობის მითი. დეი და ჯუნი საიდუმლო გვირაბებით შედიან კოლონიებში და აჯანყებულ პატრიოტებთან ამყარებენ კავშირს! ჯერ არავინ იცის, რომ პატრიოტების ლიდერი რესპუბლიკის უმაღლეს მმართველობასთან მოღალატეობრივ ალიანსშია. პრიმო ელექტორი მკვდარია. გაუმარჯოს ახალ ელექტორს! სარეკლამო-საინფორმაციო ბანერები ახალ ამბავს ატყობინებს ამერიკას. რესპუბლიკისა და ხალხის ბედი ახლა ლეგენდისა და გენიოსის ხელშია! ჯუნი და დეი შეთქმულების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან, ახლა მათ გამჭრიახობაზეა დამოკიდებული სამხედრო-პოლიტიკური შეთქმულების გამჟღავნება და ახალი ელექტორის მკვლელობის ჩაშლა.  
12
გამოიცანი, რას ვფიქრობ?!
დეტალური აღწერა: წამოიდგინე რომ შეგიძლია ადამიანის ფიქრების გამოცნობა ... კონცენტრირდი, დასვი სწორი კითხვები და მიაღწიე წარმატებას. დაკვირვებით,სწორი კითხვებით და ასოციაციის უნარებით, ბავშვებს შეუძლიათ გამოიცნონ, ცხოველები, საკვები, ტრანსპორტი და ა.შ. სასწავლო უნარები: • ვიზუალურიაღქმა. • ფერების აღქმა. • ხმის აღქმა. • სიტყვათა მარაგის გამოყენება. • კომუნიკაციის დამყარება. • ხმისიმიტაცია. • სოციალური ქცევა. • გუნდური მუშაობა. • სხეული ენის გამოყენება. • ინდივიდუალურიდა გუნდური ქმედებები. • იდეების და შემოქმედებითობისგანვითარება. თამაში განკუთვნილია 5+ ასაკითვის. მოთამაშეების რაოდენობა 2 - 6 მოთამაშე.
16.5
გამოსვლის წიგნი
ავტორი: იაკი კაბე  (ირაკლი კაკაბაძე)   იაკი კაბეს (ირაკლი კაკაბაძე) წიგნი აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომის სრულიად განსხვავებული მხრიდან დანახვის მცდელობაა. წიგნის მთხრობელი თერთმეტი წლის მოზარდია, რომელიც ბებია-ბაბუასთან დაბა განთიადში იზრდება. დრამატული და ტრაგიკული ამბების უწყვეტ სერიას სწორედ ის გვიყვება, მაგრამ რომანში არც ერთგან არ ისმის მისი ხმა – იგი მხოლოდ დამკვირვებელია და სხვათა ნათქვამის გამხმოვანებელი. 2020 წელს თურქულად ნათარგმნი „გამოსვლის წიგნი“, თურქეთში, წიგნების მაღაზიათა ქსელმა – „პანდორამ“ ბესტსელერების სიაში შეიყვანა. 2022 წლის ბოლომდე წიგნი ეგვიპტეში გამოიცემა. „ძალიან მძაფრი ამბავია თავისი თხრობის სტილით, შეგრძნებებით. აქ განთიადსაც თავისი სუნი აქვს, ეს არის სუნებით, გემოებით დანახული ამბავი. ვინც არ ყოფილა მდუმარე ბავშვი, მისთვის რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ატარო ასეთი ამბავი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები ამბებს არა მხოლოდ გონებით, სხეულითაც ინახავენ. მთლიანად სხეულის ენით არის მოყოლილი ეს ამბები. ვიზიარებ იმ ტკივილს, რომელიც ამ წიგნშია. როდესაც ადამიანი იწყებს წერას, ის წერას იწყებს ერთი დიდი სათქმელით, ზოგი ახერხებს ამას ერთი ტექსტით. ძალიან მიხარია, რომ ირაკლიმ შეძლო ამ წიგნის დაწერა და ამ ტკივილისგან გათავისუფლება“, – რუსუდან რუხაძე. „მას შემდეგ რაც ირაკლი კაკაბაძე აღმოვაჩინე, ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობი მის შემოქმედებას, მაგრამ ეს მცირე რომანი, ძალიან განსხვავებულია და ირაკლის სხვა ტექსტებს, უბრალოდ არ ჰგავს. ეს არ არის უბრალო რომანი, სინამდვილეში ჩვენი უახლესი ისტორიაა, რომელიც იმდენად ოსტატურადაა მოყოლილი, რომ ამ შთაბეჭდილებისგან, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გავთავისუფლდები. და მიუხედავად იმისა, რომ ოთხმოცდაათიანი წლების შესახებ ბევრი რამ ითქვა, ეს მაინც ძალიან მრავლისმთქმელი ტექსტია აფხაზეთის ომზე...“, – დათო ტურაშვილი. „წიგნმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, კითხვისაგან ასეთი ესთეტიკური სიამოვნება დიდი ხანია არ მიმიღია. ეს არის არაჩვეულებრივი, უნიკალური და მნიშვნელოვანი წიგნი პატარა ბავშვის სამყაროს ნგრევაზე, მოზღვავებულ ბოროტებაზე, განწირულობაზე, იმაზე, თუ როგორ არ უნდა დანებდე გასაჭირს. წიგნი ირაკლის ძალიან ბევრ კეთილისმსურველს და ბევრ მოშურნესაც გაუჩენს...“, – გიორგი კაკაბაძე. „მნიშვნელოვანია, რომ ამ წიგნის პერსონაჟი ბავშვია. ის გვიყვება ყველაფერს, რაც მის თვალწინ მოხდა… ამბები ერთი მეორეს ენაცვლება. აქ მოთხრობილია აფხაზებისა და ქართველების ცხოვრების ამბავი, ავტორი ყველას ბედს სწვდება, ბავშვის ენით ჰყვება და ვერსად იპოვით ყალბ სტრიქონს. წიგნი ერთი ამოსუნთქვით წასაკითხია. აღსანიშნავია, რომ „გამოსვლის წიგნი“ ირაკლიმ მისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, ემიგრაციაში ყოფნის დროს დაწერა. ბევრი სირთულის მიუხედავად მან მოახერხა, მკითხველი კიდევ ერთი არაჩვეულებრივი წიგნით გაეხარებინა“, – ზვიად კვარაცხელია.
27.95
გამოღვიძება
ავტორი: ქეით ჩოპინი სერია: აკრძალული წიგნების თარო ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა საზოგადოება ყველა დროში უწესებდა ადამიანებს ბედნიერების კრიტერიუმებს. ედნა პონტილიეს ყველაფერი ჰქონდა, რასაც მისი ეპოქა ბედნიერებად სახავდა, მაგრამ ერთ დღესაც გამოეღვიძა და აღმოაჩინა, რომ საკუთარი ცხოვრება არაფრად უღირს.   ეს სასიყვარულო რომანია. ეს არ არის მხოლოდ სასიყვარულო რომანი. ეს არის ამბავი საკუთარი თავის შეცნობისა, მათ შორის, სიყვარულითაც. ეს არის ამბავი, რომელიც ქეით ჩოპინმა, მეცხრამეტე საუკუნის მწერალმა, ფემინიზმის პირველი ტალღის აზვირთებასთან ერთად დაწერა. ავტორმა, რომელიც მის თანამედროვეებს არაერთხელ შეურისხავთ, რომელსაც მისი ეპოქის პრესა კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა, თუმცა თანამედროვე ამერიკელ კრიტიკოსთა და სწავლულთა შეფასებით, თითქმის ასი წლით გაუსწრო დროს.   ედნა პონტილიეს ბედნიერების თავისი გზა ჰქონდა, რაც ეპოქას არ მოეწონა და ამიტომაც ქეით შოპინის „გამოღვიძებამ“ მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკის რამდენიმე შტატის ბიბლიოთეკების თაროები დატოვა.     
22.95
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა
ავტორი გაბრიელ გარსია მარკესი   „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გაბრიელ გარსია მარკესის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული წიგნია, რომელიც 1981 წელს გამოიცა. რომანის მთავარი გმირი – სანტიაგო ნასარი წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის მსხვერპლია. ქორწინების პირველ ღამეს, ის მეუღლესთან დაასმინა ანხელა ვიკარიომ, მისმა ძმებმა კი შერცხვენილი სახელისა და ნამუსის აღსადგენად, ნასარის მოკვლა გადაწყვიტეს. ამ გადაწყვეტილების შესახებ მთელმა ქალაქმა იცის, თუმცა არავის უცდია მათი შეჩერება. ყველა დიდ სეირს ელოდება. სანტიაგო ნასარის სიკვდილისწინა სიზმრით დაწყებულ თხრობაში სხვა სიზმრებიც შემოგხვდებათ; საერთოდაც, ეს ტექსტი წინათგრძნობითაა განმსჭვალული – დასაწყისშივე „დაანონსებული მკვლელობის ქრონიკაში მარკესმა თანამედროვე სამყაროს სურათიც გააცხადა: მასობრივი საინფორმაციო ტერორის სინამდვილე, სადაც ადამიანი გამოცხადებული ქრონიკის ნაწილად, მსხვერპლად, საზოგადოება კი გულგრილ მაყურებლად, მეტიც – ხელშემწყობადაც კი იქცა.
19.9
გამოწერილი რვეული მათემატიკის
2.5
გამოწერილი რვეული რუსულის
2.5
გამოწერილი რვეული ქართულის
2.5
გამრავლების ტაბულა (დაწერე და წაშალე)
ასაკი: 7+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი. ამ წიგნის დახმარებით ბავშვები მარტივად ისწავლიან გამრავლების ტაბულას. სავარჯიშოებითა და ილუსტრაციებით გაფორმებული გვერდები, ასევე ფლომასტერი, რომლით ნაწერიც მარტივად იშლება, სწავლას უფრო სახალისოს გახდის.
9.9
სიახლე
გამქრალი ხეების კუნძული
ავტორი: ელიფ შაფაქი მთარგმნელი: ია ქვაჩახია "ეთნიკური შუღლის შედეგად ცეცხლში გახვეული კუნძული, ორად გაყოფილი ქალაქი, გაწყვეტილი ურთიერთობები... სწორედ ამ სისასტიკით სავსე სამყაროში ჩაისახა ორი სხვადასხვა ეროვნების მოზარდის სიყვარული. მათი ჩუმი, დაფარული და ბედნიერი სიყვარულის მოწმეა ლეღვის ხე, რომელიც ქალაქის ფერფლად ქცევისა და შეყვარებულების დაცილების მოწმედაც იქცა. ომმა შეყვარებულები დააშორა, მაგრამ მათ გრძნობას ვერაფერი დააკლო. ათწლეულების შემდეგაც სიყვარული ცოცხლობს და უბიძგებს ადამიანებს, არ გაწყვიტონ კავშირი თავიანთ მღელვარე ისტორიასთან. ელიფ შაფაქის ახალი გულში ჩამწვდომი რომანი სიყვარულზე, ტრავმაზე, განშორებასა და ძიებაზე, რომელიც, ავტორისავე თქმით, ეძღვნება ემიგრანტებსა და დევნილებს მთელ მსოფლიოში."
16.95