santaesperanza
გოგოობის კანონი
ავტორი: ლია ლიქოკელი   „ადამიანებთან ნაკლებად გამომდის ხოლმე და ამიტომაც ვიპოვე ჩემთვის უფრო მოსახერხებელი ენა პოეზიის, ტექნიკურადაც უფრო იოლი და ისედაც... და აღმოვაჩინე, რომ ეს არის უნივერსალური ენა, რომლითაც შეგიძლია მოყვე არა მარტო შენი თავი (მე უფრო ასე გამომდის ხოლმე: შიგნიდან ვყვები), მთელი დანარჩენი სამყარო, რომელიც შენ ხარ, შენში რამდენადაც შემოდის“ - წერს ერთგან პოეტი ლია ლიქოკელი, რომელმაც ქართულ პოეზიაში გამოჩენის პირველი დღიდანვე მკითხველთა დიდი სიყვარული მოიპოვა. ლია ლიქოკელის პოეტური ენა კვლავ აგრძელებს არსებობას, ვითარდება, აღსანიშნებს ახალ აღმნიშვნელებს არგებს, ივსება და იცვლება, ისევე, როგორც დედამიწაზე არსებული ყველა ენა. „გოგოობის კანონი“ ლიას ახალი წიგნია, აქ ავტორი გარემომცველი სამყაროდან სულ უფრო და უფრო საკუთარი თავისკენ ინაცვლებს, საკუთარ თავს უღრმავდება, ადამიანს - როგორც სამყაროს მიკრომოდელს... ლექსს - ამ საოცარი მიკროკოსმოსის ცენტრალურ ფიგურას.
17.9
გოდერძი ჩოხელი - მოთხრობები
ავტორი:  გოდერძი  ჩოხელი ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული, თვალსაჩინო მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებულში თავმოყრილი 11 არაჩვეულებრივი მოთხრობა გაჟღენთილია სიკეთით, ზნეობით, ჰუმანურობისა და მიმტევებლობის განცდით და, რაც მწერლის შემოქმედების უმთავრესი მოტივია, უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარულით, რომელიც „დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!“
22.95
გოდოლი
ავტორი: ფრანც კაფკა თარგმნა რუსუდან კანჯიანომ რომანს ,,გოდოლი'' შეიძლება ეწოდოს ხორცშესხმული თეოლოგია, თუმცა, ეს არის უწინარესად, ხსნის მაძიებელი კაცის ობოლი სულის უგზოუკვლო ფარფატისა, რომელიც ცდილობს, ქვეყნიერების საგნებში ჩასწვდეს უზენაეს საიდუმლოს, ხოლო  ქალებში - იპოვოს უფლის ბეჭედი, რომელიც მათშია შთასახული.
20
გოდორი
ავტორი: ოთარ ჭილაძე  ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება… სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია… ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შემქმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს.“ - წერდა ოთარ ჭილაძე, ქართული ლიტერატურის სინდისი, რომლიც პროზაც, პოეზიაც და წერილებიც მწერლის პასუხისმგებლობისა და სინდისიერების უზადო ნიმუშია.
25
გოეტეს ცხოვრების რომანი - ბელადი
ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია    
30
გოლემი
ავტორი: გუსტავ მაირინკი სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე გამომცემლობა: წიგნები ბათუმში  
16.9
გონდოლინის დაცემა
ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი სერია: პორტალი მთარგმნელი: გიორგი გომართელი "ღმერთების შუღლის ქარტეხილში მოქცეულა გონდოლინი, თვალწარმტაცი ქალაქი, რომლის მდებარეობა მტრისთვის ჯერჯერობით უცნობია. მორგოთს, ბოროტების განსახიერებას, გამორჩეულად სძულს გონდოლინის მეფე, ტურგონი, და ამაოდ ცდილობს საგულდაგულოდ დამალული ქალაქის აღმოჩენას. ამ დროს ღმერთებს ცხარე კამათი გაუმართავთ და უმრავლესობა მორგოთთან დაპირისპირებული ულმოს მხარდაჭერაზე უარს ამბობს. ულმოს ერთადერთი იმედი ტუორია _ სწორედ მას ავალებს გონდოლინის დაცვას! დაპირისპირების დასასრული შემზარავია. მორგოთი ქალაქზე ყველაფერს შეიტყობს და მის გასანადგურებლად ბალროგების, დრაკონებისა და ურიცხვი ორკის ლაშქარს გაგზავნის."
24.95
გონება და გრძნობა
ავტორი:ჯეინ ოსტინი მთარგმნელი:გია ბერაძე ორი და, ორი სრულიად განსხვავებული ხასიათი: ერთი მხრივ, მშვიდი და წინდახედული ელინორი, რომლის ხვედრი სხვათა ნუგეშისცემაა, მეორე მხრივ კი, მგრძნობიარე და იმპულსური მარიანა. დიდი ტკივილისა და მრავალი განსაცდელის შემდეგ რწმუნდებიან დები, რომ გრძნობა მხოლოდ საღ აზრთან ერთად იძლევა ბედნიერების შანსს საზოგადოებაში, რომელშიც ფული და სოციალური სტატუსი ბატონობს. სწორედ ორი დის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვიამბობს ჯეინ ოსტინის პოპულარული რომანი "გონება და გრძნობა".
14.95
გონება და გრძნობა Sense and Sensibility (ინგლისური)
ავტორი: ჯეინ ოსტინი
11.95
გონების ხმა
ავტორი:ჯეინ ოსტინი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე რა ხდება, როცა მამა შვილებს ერთმანეთისგან განასხვავებს - ერთ ქალიშვილს აღმერთებს, ხოლო მეორეს უგულებელყოფს? რა ხდება, როცა დედას სიკვდილის შემდეგ დიასახლისობა უფროს ქალიშვილს ერგება, ის კი მამის გამფლანგველობას წაახალისებს და უმცროს დაზე მბრძანებლობს? რა ხდება, როცა ენ ელიოტი ხარ და, მიუხედავად იმისა, რო, თავდავიწყებით გიყვარდება ფრედერიკ უენტუორთი, იძულებული ხარ გონების ხმას მოუსმინო და უარი თქვა შენს რჩეულზე? და რა მოხდება, თუ სიყვარული დროს გაუძლებს და ყველა მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა?
12.95
გონის ფენომენოლოგია
ავტორი: გეორგ ჰეგელი „გონის ფენომენოლოგიაში“ გეორგ ჰეგელის ფილოსოფიის თითქმის ყველა პრობლემაა თავმოყრილი და ის სისტემის ერთგვარი შესავალიცაა. წიგნში გადმოცემულია გონის განვითარების ისტორია, თუ რა გზით რა საშუალებით, რა საფეხურების გავლით ამაღლდა მარტივი, უშუალო, გრძნობადი ცნობიერება აბსოლუტური ცოდნის თვალსაზრისამდე. ამ ნაშრომით ჰეგელი გაემიჯნა თავის დიდ თანამედროვეთ, ფიხტესა და შელინგს და მის ცხოვრებაში დამთავრდა ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი - იენის პერიოდი. 1808 წლიდან იწყება ნიურნბერგის ხანა.    მთარგმნელი: შალვა პაპუაშვილი
53.9
გონს მოეგე დაო
ავტორი: რეიჩელ ჰოლისი სერია: ლურჯი ოკეანე   "იუმორითა და ცხოვრებისეული სიბრძნით გაჯერებული წიგნით,ცნობილი ონლაინსახე,TheChiSite.com-ის დამფუძნებელი დირექტორი რეიჩელ ჰოლისი გვეხმარება,გავთავისუფლდეთ იმ ტყუილების ტყვეობიდან,რომლებიც ხელს გვიშლის ვიყოთ ბედნიერი.უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად გაცემული რჩევებითა და საკუთარი პრობლემების გულახდილად გაზიარებით,რეიჩელ ჰოლისმა ასობით გულშემატკივარი და გამომწერი შეიძინა."გონს მოეგე დაოს" თითოეული თავი იწყება ცალკეული ტყუილით,რომლისაც ჰოლისს ოდესღაც სჯეროდა - ტყუილით,რომელმაც დააზარალა მისი ფსიქიკა,..."
15.95
გორა მბორგალი
ავტორი: ჭაბუა ამირეჯიბი   ,,პატიმარს უფლება სრულიად არაფრისა ჰქონდა. ყველაფერი აკრძალული იყო და როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია ასეც გახლდათ. ყველაფერი შეიძლებოდა და ამის გამო იყო ის დრო მშვენიერი! ამაში ცუდი არაფერია. განა ვინმეს, სადმე, როდისმე, ვისთვისმე და რისიმე უფლება ნებაყოფლობით მიუცია? უფლება შეიძლება მოიპოვო, მოიტაცო, მიითვისო, გამოსძალო, ეშმაკობით ჩაიგდო ხელში, მოიპოვო, მაგრამ თუ ჭკუამყოფელი ხარ, საჩუქრად არ უნდა მოელოდე, რადგან ისტორიამ დაამტკიცა..."
29.9
გორგია
პლატონი მთარგმნელი: მაგდა მჭედლიძე გამომცემლობა: აზროვნების აკადემია დიალოგი, რომლის სახელწოდებაც გორგიას, რიტორიკის მამად აღიარებული სოფისტის სახელს ატარებს, რიტორიკის ზნეობრივ-პოლიტიკურ ასპექტებს განიხილავს დემოკრატიულ სახელმწიფოში (ძვ. წ. V ს-ის ათენში). როგორ ვიცხოვროთ, რათა ბედნიერები ვიყოთ? – ეს არის მთავარი კითხვა სოკრატესა და, მასთან ერთად, პლატონისათვის. როგორი ცხოვრებაა ღირსეული თავისუფალი მოქალაქისათვის? რას უნდა ესწრაფოდე კაცი: წარმატებულ პოლიტიკურ კარიერას, რაც ძალაუფლების, სიმდიდრის, საკუთარი და ახლობლების უსაფრთხოების გარანტიას მოგცემს თუ ძიებას იმისა, რა არის ჭეშმარიტი, მართალი და ამ ძიების შედეგად შეცნობილი სამართლიანობის პრაქტიკულ ხორცშესხმას, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასი დაგიჯდეს?
22
გოჭი სახელად ბატიბუტი
ავტორი: ჰელენ პიტერსი   მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა ბედის ანაბარა დარჩენილ ციცქნა გოჭს დახმარება სჭირდება. თუ ვინმე არ უშველის, ან შიმშილი მოკლავს, ან და-ძმები გაჭყლეტენ… ჯეინს ბევრი არ უფიქრია. უსუსური არსება მეზობლის ფერმიდან მალულად წამოიყვანა, შეიფარა დაუმკურნალა. ბატიბუტი გადარჩა, თუმცა, გოგონას არ შეუძლია, გოჭუნა სამუდამოდ დაიტოვოს… ერთქარიშხლიან ღამეს კი უბედურება ხდება და ყველაფერი იცვლება…
8.9
გრეი
ავტორი: ე.ლ. ჯეიმზი „გრეი“ ბრიტანელი მწერლის, ე. ლ. ჯეიმზის მეოთხე ეროტიკული რომანია. მილიარდერი კრისტიან გრეისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ანასტასია სტილის ვნებიანი ურთიერთობა გრძელდება. ამჯერად კრისტიანი მოგვითხრობს თავის უჩვეულო, განსხვავებულ გრძნობებზე, რომლებიც ანასტასიას მიმართ უჩნდება. პირველად ცხოვრებაში გოგონასთან დაუოკებელი ვნების გარდა უჩვეულო სიმშვიდეც ეუფლება და მისი დაკარგვის შიში იპყრობს. ეს ის არ არის, რაც მანამდე სხვა მორჩილებთან განუცდია. ნუთუ ეს სიყვარულია? გრეის უჭირს ამის აღიარება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრი რამე გააკეთა ანასტასიასთან ერთად „პირველად ცხოვრებაში“.
29.9
გრიმვუდი
ავტორი: ნადია შირინი სერია: Liberkids   დატოვა ქალაქის ყველაზე მრისხანე კატა _ ნენსიმ ტედს ხელი ჩაჰკიდა და ქალაქიდან წაიყვანა. და-ძმამ საიმედო თავშესაფრად გრიმვუდი აირჩია, თუმცა აქ ქურდბაცაცა არწივი და ბასრკლანჭიანი ბუ ხვდებათ _ ხიფათი და განსაცდელი არ მთავრდება...
11.95
გროსმაისტერი
ავტორი: სოფო არდია   რამდენი ადამიანიცაა — იმდენი ისტორიაა. მთავარია, შენი ისტორია იმ ერთისას დაემთხვას... ეს ისტორია კი ერთ ჭკვიან მანიპულატორ ადამიანზეა, რომელიც სხვებით თამაშობდა და თავისი მიზნის მისაღწევად არაფერს იშურებდა. ის ყველაზე ცნობილი იყო იმ დროს, ყველაზე პოპულარული... მაგრამ სინამდვილეში მას მაინც არავინ იცნობდა.
17
გრუფალო და სხვა ამბები
ავტორი: ჯულია დონალდსონი, აქსელ შეფლერი „ – რა გრუფალო, რის გრუფალო? – რა არ გაგიგონია?“ ჰკითხეთ თქვენს პატარებს, მათ თუ გაუგონიათ. გააცანით გრუფალო და ეს ძალიან გულუბრყვილო, სასაცილო არსება უთუოდ შეუყვარდებათ. გრუფალოს მხიარულ ამბებთან ამ ფერად წიგნში პატარა გრუფალიკოს, „წიგნისჭია“ ჩარლი ბინის, კოპწია, კეთილი ახმახისა და სხვების საინტერესო ამბებსაც წაიკითხავთ
19.9
გრძელთმიანი კნუტი-ბიჭი
ავტორი: ეთგარ კერეთი მთარგმნელი: თეონა თხელიძე ყველაფერი დაიწყო ზოოპარკში, გაგრძელდა საჰაერო ხომალდზე და დასრულდა სტემპერის ქუჩის მეორე სართულზე – გრძელთმიანი კნუტი-ბიჭის ბუნებრივ გარემოში. ჩვენი გმირი სამზარეულოს კარებთან დგას, ხელში რვეული უჭირავს და კითხულობს ინსტრუქციას, როგორ უნდა აღვზარდოთ ისეთი გამორჩეული ცხოველი, როგორიცაა გრძელთმიანი კნუტი-ბიჭი. გრძელთმიანი კნუტი-ბიჭი მახვილგონივრული და ამაღელვებელი ზღაპარია, რომელიც მამა-შვილის ურთიერთობას უკვირდება და გვამოგზაურებს ბავშვის უსასრულო წარმოსახვებში.
28.9
გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა
ავტორი: ნატო დავითაშვილი „გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა“ ნ. დავითაშვილის „იროელთა ქრონიკების“ ბოლო წიგნიცაა და პირველიც.როგორც ქრონიკების მე-7 წიგნი,ეს ბოლოა და ამით სრულდება დიდი თავგადასავალი.თუმცა „ნისლთა მოსვლა“ ყველაფრის დასაწყისიცაა,ჯადოსნური გასაღები,რომლითაც ექვსი სხვა კარი იღება.„ამბავი ლილე იროელისა“,„როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“,„აიას გზა“,„ლურჯი სუფრის მოცეკვავე“,„ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“,„ნისლებში და ნისლებს მიღმა“ - 6 წიგნი და 6სამყარო, რომელთა დასაწყისიც და დასასრულიც ახლა ხელში გიჭირავთ.
19.95
გრძელი გზა შინისაკენ
ავტორი: სარუ ბრაიერლი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: ლიტერე ინვენტე   ინდოელი მწერალი და ბიზნესმენი სარუ ბრაიერლი ავსტრალიაში გაიზარდა, მაგრამ არასოდეს დავიწყებია ის მატარებელი, რომელმაც ჩვეული ცხოვრებისგან, სახლისგან, დედისა და და-ძმებისგან შორს წაიყვანა. დედობილმა ოთახში ინდოეთის რუკა ჩამოუკიდა, რათა არ დავიწყებოდა, საიდან იყო. ბიჭი ყოველ დილას შეჰყურებდა რუკას და ფიქრობდა თავის სამშობლოზე, ოჯახზე, იმაზე, თუ როგორ დაიკარგა და იმაზე, თუ ბედნიერი შემთხვევის წყალობით, როგორ იპოვა ავსტრალიელი მოყვარული მშობლები. ავტობიოგრაფიულ რომანში მწერალი მოგვითხრობს, როგორ იპოვა Google Earth-ის წყალობით თავისი პატარა ქალაქი და ოჯახი და როგორ დაუბრუნდა 25 წლის განშორების შემდეგ თავის ფესვებს, როგორ გაიარა გრძელი გზა შინისაკენ, რომელიც მონატრებითა და დარდით, თუმცა კი იმედით იყო სავსე.
14
გრძელი დღის შემოღამება
თარგმნა გოდერძი რუხაძემ ავტორი: იუჯინ ონილი   „ნობელის პრემიის ლაურეატის იუჯინ ო’ნილის შედევრი „გრძელი დღის შემოღამება „ ხშირად სახელდება მე-20 საუკუნის ამერიკული საუკეთესო პიესების შორტლისტში – ტენესი უილიამსის „ტრამვაი სახელად სურვილი! „ და არტურ მილერის „კომივოიაჟორის სიკვდილ „-თან ერთად. „გრძელი დღის შემოღამება „ რამდენადმე ავტობიოგრაფიულია, დაწერილია ორმოციანი წლების დასაწყისში და ო‘ნილის შემოქმედების მწვერვალადაც კია მიჩნეული. პიესას პულიცერის პრემია მიენიჭა. 1962 წელს ამერიკელმა კინორეჟისორმა სიდნი ლიუმეტმა, რეჟისორმა პოპულარული ფილმისა „12 გაბრაზებული მამაკაცი „ (1957) გადაიღო ფილმი ამ პიესის მიხედვით ოთხგზის ოსკაროსანი ქეთრინ ჰეპბერნისა და თეატრის ცნობილი მსახიობის რალფ რიჩარდსონის მონაწილეობით, რომელთაც 1962 წელს საერთაშორისო კინოფესტივალზე კანში თავიანთი როლების საუკეთესო შესრულებისათვის პრიზები დაიმსახურეს. ფილმს ჩვენს ეკრანებამდე არ მოუღწევია, მაგრამ ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელია მისი ნახვა. დაინტერესებულ მკითხველსა და მაყურებელს ვურჩევთ სრული ესთეტიკური განცდისათვის ჯერ გოდერძი რუხაძის შესანიშნავად თარგმნილი პიესა წაიკითხოს და შემდეგ ნახოს ფილმი.“ – ბეგო ბეჟუაშვილი
15.95
გრძელფეხება მამილო
ავტორი: ჯინ უებსტერი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ჯუდი აბეტი ობოლთა თავშესაფრის მკვიდრი გოგონაა, რომლის ერთფეროვანი, მოსაწყენი ცხოვრება ერთ მშვენიერ დღეს სრულიად იცვლება – საიდუმლო მეურვე საუკეთესო კოლეჯში სწავლას უფინანსებს და სანაცვლოდ ერთადერთ რამეს ითხოვს: გოგონამ ახალი ცხოვრების ამბები წერილებით უნდა შეატყობინოს. ამ პირობას ჯუდი ბეჯითად ასრულებს და ყოველ ახალ ამბავს, განცდასა და ფიქრს იმ ადამიანს უზიარებს, ვისი სახეც არასდროს უნახავს; არც გვარი და სახელი იცის და, ხუმრობით თუ ცოტა ირონიითაც, „გრძელფეხება მამილოს” დაარქვა… მაინც ვინაა სინამდვილეში გრძელფეხება მამილო? ნუთუ ჯუდი ვერასდროს გაიგებს, რა ჰქვია კაცს, რომელმაც მისი გული და გონება ახალი ფიქრებით ააფორიაქა და ის სამყარო აჩუქა, რომელზე ოცნებასაც ვერ ბედავდა?
10.9