santaesperanza
დაბადების დღე
ავტორი: ნინო სადღობელაშვილი გამომცემლობა: ინტელექტი ყდა: რბილი
11.95
დაბადების დღე #3.4
ავტორი:  ნიკოლას მაჩაბელი გამომცემლობა: პალიტრა L
4
დაბადების დღის ბიჭი
ავტორი: დევიდ ბედიელი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერი: ალიბერკიდსი   სემ გრინმა ნამდვილ დაბადების დღეზე ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი დაინახა და ჩაიფიქრა, დაბადების დღე ყოველდღე მქონდესო. და აუხდა! მას მერე დაიწყო და რა დაიწყო! წარმოიდგინეთ, ყოველდღე წერთ საჩუქრების სიას და, რასაც მოისურვებთ, ყველაფერს გჩუქნიან; ყოველ დილით მშობლების მორთმეული საყვარელი საუზმე გხვდებათ სასთუმალთან, საჩუქრები საჩუქრებზე მოაქვთ და სადღესასწაულო ჟრიამულიც არასდროს მთავრდება!
11.95
დაბრუნება
ავტორი: ნატო დავითაშვილი   ეს არის წიგნი ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელიც შესაძლებელია, ასეთიც იყოს _ ადამიანებითა და სხვებით დასახლებული.
9.9
დაბრუნება
ავტორი: იაა ჯასი მთარგმნელი: თამარ ლომაძე   „დაბრუნება” წარმოშობით განელი ამერიკელი მწერლის, იაა ჯასის სადებიუტო რომანია, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა და მკითხველთა დიდი ყურადღება მიიპყრო. მოქმედება ორ კონტინენტზე ვითარდება და სამ საუკუნეს მოიცავს. ეს არის ისტორია ორი ნახევარდისა და მათი შთამომავლების ბედზე: განაში, აფრიკაში, ორ სხვადასხვა სოფელში იბადება ორი და, ეფია და ესი, რომლებმაც არაფერი იციან ერთმანეთის შესახებ. ეფია ცოლად მიჰყვება ბრიტანელ კოლონიზატორს, ხოლო ესის შეიპყრობენ და მონად გაყიდიან. ავტორი ოსტატურად მოგვითხრობს უთანასწორობის, კოლონიალიზმისა და მონობის პრობლემებზე; განიხილავს ისტორიული უსამართლობის გრძელვადიან შედეგებს, რასობრივი იდენტობის სირთულეებსა და წარსულის როლს აწმყოს ფორმირებაში. თოთხმეტი პერსონაჟის ამბის კვალდაკვალ, მკითხველი დაფიქრდება იმ ღრმა კავშირებზე, რაც წინაპრებთან და ერთმანეთთან გვაახლოებს.
16.9
დაბრუნება
ავტორი: ერიხ მარია რემარკი  I მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთის ფრონტზე გადარჩენილ და შინ დაბრუნებულ გერმანელ ჯარისკაცებს ახალი რეალობა დახვდათ - საზოგადოება სულ სხვაგვარად ცხოვრობს,სხვა შეხედულებები და სხვა წესები დამკვიდრებულა, ბრძოლის ველზე კი ყველაფერი ცხადი და იოლი იყო - იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ.ახალ რეალობაში ცდილობენ საკუთარი თავისა და ადგილის პოვნას, მაგრამ ბევრს ხელი მოეცარა - ვინ არმიას დაუბრუნდა, მაგრამ გაწბილებული დარჩა, ვინ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.მხოლოდ ერთი მათგანი არ გატყდა...
12
დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი
ავტორი:  ზურაბ ქარუმიძე
20.95
დაე, იშრიალოს ასპიდისტრამ
ავტორი: ჯორჯ ორუელი მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე სერია: ლიტერე ინვენტე   გორდონ კომსტოკი ცხოვრებისგან უკვე შელახული 29 წლის მამაკაცი, ხელმოცარული პოეტია. მიწიერია, თუმცა ამ წიჭს არაფერში იყენებს. ის ჩვენი დროების ღვთაებას - ფულს ებრძვის, თავგამოდებით ებრძვის, სურს დაამარცხოს. სიდუხჭირისაგან დაბეჩავებული და გაბოროტებული, გამუდმებით ჩივის: ფული, ფული, ყველაფერში ფულია დამნაშავე და კიდევ ასპიდიტრა ფანჯრის რაფაზე - ობივატელის კეთილდღეობის სიმბოლო... საბოლოოდ კი მაინც დანებდა - დანებდა, რომ ახალ სიცოცხლეს მისცეს ამქვეყნად მოვლინების უფლება.
17.95
დავით აღმაშენებელი წიგნი I-II
ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია
30
დავით აღმაშენებელი წიგნი III-IV
ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია
30
დავით აღმაშენებელი. ნუმიზმატიკური მემკვიდრეობა
ავტორი: მაია პატარიძე   2021 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საქართველოში მოპოვებული დავით აღმაშენებლის გამოსახულებიანი სპილენძის ორი მონეტა შემოვიდა. ამ ტიპის მონეტა დღემდე უნიკუმად იყო ცნობილი, არსებული ერთადერთი ეგზემპლარი ბრიტანეთის მუზეუმში ინახებოდა.    ნაშრომში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ახლად აღმოჩენილი ნუმიზმატიკური ძეგლების ტიპოლოგიასა და იკონოგრაფიულ კვლევას. მოყვანილია ასევე კარგად ცნობილი ლონდონური ცალის ნუმიზმატიკურ-მეტროლოგიური ანალიზი.   წიგნში დეტალურად არის ნაჩვენები ამ მონეტების იკონოგრაფიული თავისებურებები, რაც  ზოგიერთი ისტორიული ფაქტის დაზუსტების საშუალებას იძლევა. ახალი ნუმიზმატიკური მასალის გამოჩენამ ახალი შტრიხები შესძინა ამ სამონეტო ტიპს და მკაფიოდ გამოკვეთა დავით აღმაშენებლის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ერთ-ერთი ხაზი, კერძოდ, მისი ჯვაროსნებთან ურთიერთობის საკითხი, რაც დღემდე მეცნიერთა შორის დიკუსიის საგანს წარმოადგენს.    წიგნში ასევე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული სახელოვან ქართველ მონარქთან დაკავშირებული სხვა არტეფაქტებიც, რომლებიც  ნუმიზმატიკურ ძეგლებთან ერთად ფართო ისტორიულ კონტექსტშია განხილული.
19.95
დავით წერედიანი 85 ამბავი
სერიის 63-ე წიგნი შეადგინეს მელანო კობახიძემ, მანანა ღარიბაშვილმა და ზვიად კვარაცხელიამ.   დავით წერედიანს მკითხველი იცნობს, როგორც აღიარებული შედევრების ბრწყინვალე მთარგმნელს, გენიალურ პოეტს, უზადო ლიტერატორსა და კრიტიკოსს, რომელსაც ქართული კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. ამ გამოცემაში კი გაიცნობთ მის პიროვნებას, რომელიც შემოქმედებასთან დაშორებული არასდროს ყოფილა.   ახლო მეგობრების, თანამშრომლების, ოჯახის წევრების, მასზე შეყვარებული ახალი თაობისა თუ მის გვერდით სხვადასხვა დროსა და გარემოებაში მოხვედრილი ადამიანების მოგონებებთან ერთად წიგნში პირველად იბეჭდება დავით წერედიანის აქამდე გამოუქვეყნებელი ბავშვობისდროინდელი ლექსი.    გამოცემაში შესული ამბების ავტორები: მანანა ღარიბაშვილი, მაიკო წერედიანი, ზვიად კვარაცხელია, როსტომ ჩხეიძე, გიორგი ლობჟანიძე, ზურაბ კიკნაძე, თეიმურაზ დოიაშვილი, რაიან  შერმენი, ვახტანგ ჯავახაძე, ივანე ამირხანაშვილი, ლევან ბრეგაძე, ბესიკ ხარანაული, პაატა ჩხეიძე,  ლელა დუმბაძე, ანი კოპალიანი,  თამარ ჯავახიშვილი, რატი ამაღლობელი, თამაზ ვასაძე,  მალხაზ ხარბედია, თამაზ ჯოლოგუა,  გუგა მგელაძე, ლეილა ქარჩხაძე, რისმაგ გორდეზიანი, თინათინ მამულაშვილი, ლელა შუბითიძე, ნათია სიხარულიძე, ლია ლორია,  ლია სტურუა, რუსუდან ჩოლოყაშვილი,  სოსო მეშველიანი, შოთა იათაშვილი, მანანა ფხაკაძე, მანანა მენაბდე, მარიამო ჯანელიძე, ნანა ტონია, ვალერი ასათიანი,  თამარ მიქაძე,  რუსუდან ღვინეფაძე, შარლოტა კვანტალიანი, გიორგი ხულორდავა,  ლალი გულისაშვილი,  მაკა ჯოხაძე, ემზარ კვიტაიშვილი, მანანა კვაჭანტირაძე, ნინო დარბაისელი, ჟაკლინ სირაძე, გიორგი კახიშვილი.
16.95
დავითგარეჯი – ისტორია და პოლემიკა
ავტორი: დავით მერკვილაძე   საბჭოთა რუსეთის მიერ ამიერკავკასიის ოკუპაციის შემდეგ საქართველოს სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს შორის ახალი საზღვრების გავლების შედეგად დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი (მონასტრები: ბერთუბანი, უდაბნო და ნაწილობრივ ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის მხარეს მოექცა. დღეს საზღვრის ეს მონაკვეთი არ არის დელიმიტიზირებული და ტერიტორია ამ სახელმწიფოებს შორის სადავოდ განიხილება.    აზერბაიჯანის წარმომადგენლები აღნიშნულ მონასტრებს ალბანური კულტურის ძეგლებად აცხადებენ, რომელიც ქართველებს თითქოს მოგვიანებით მიუთვისებიათ. თუმცა ამის დამადასტურებელი არც ერთი ისტორიული წყარო დასახელებული არ არის.   წინამდებარე ნაშრომში დეტალურად არის გაანალიზებული აღნიშნული შეხედულებების მეცნიერული უსაფუძვლობა. მეორე მხრივ, მოცემულია ამ მხარის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა უძველესი დროიდან დღემდე და ნაჩვენებია, რომ იგი მუდმივად შედიოდა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში და არასოდეს მის გარეთ არ მოიაზრებოდა
14.95
დავითი და გოლიათი
ავტორი: მალკოლმ გლედველი მთარგმნელი: გიორგი არონია    მალკომ გლედველი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ხუთი ბესტსელერის ავტორია. ის ხშირად წერს ჟურნალისთვის „ნიუ-იორკერი“. მის წიგნებს ამერიკულ უნივერსიტეტებში ასწავლიან მარკეტინგის, სოციოლოგიის, ისტორიის, პოლიტოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. გლედველი ასევე მოხვდა ჟურნალ „თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მოაზროვნე. გლედველის „დავითი და გოლიათი“ სრულიად მოულოდნელი წიგნია, ტექსტი, რომელიც კვებავს როგორც გონებას, ისე გულს. წიგნში თავმოყრილ ამბებს აერთიანებს იდეა,  რომ ხანდახან ნაკლოვანება უპირატესობაა და ხანაც პირიქით,  უპირატესობა - ნაკლია. თუმცა, ამ ამბებს კიდევ - რაღაც ისეთი აკავშირებს, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას და გავლენას ახდენს მკითხველზე, და აღაფრთოვანებს მას. „როცა ამ წიგნს კითხულობ, ისეთი განცდა გეუფლება, რომ მთებს გადადგამ, გოლიათებს მოერევი… ნამდვილად დამაინტრიგებელი და შთამაგონებელია“ - წერდნენ კრიტიკოსები.
20
დავითიანი
დავით გურამიშვილის ,, დავითიანის" წინამდებარე გამოცემა შედგენილია პარალელური ტექსტების პრინციპით. წიგნის მარცხენა გვერდზე მიდის ორიგინალი, ხოლო მარჯვნივ - თანამედროვე პროზაული ტექსტი. ასეთი გამოცემა, ერთი მხრივ, შეუწყობს ხელს ,, დავითიანის" სწავლებას სკოლებში, ხოლო მეორე მხრივ მისცემს საშუალებას ქართული ლიტერატურითა და ისტორიით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს დაუბრკოლებლად აღიქვან ამ გამორჩეული შედევრის ძირითადი ტექსტი.
12
დავითიანი (საკოლექციო)
ავტორი: დავით გურამიშვილი ქართველი პოეტი. მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი „დავითიანი“ პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა სამშობლოს წინაშე.
14.95
დაზაფრული ატლანტები
ავტორი: ნიკოლას მელინი სერია: ინტელექტი 25 წლისაა ნიკოლას მელინი, ესპანელი მწერალი, მცირე რომანებისა და მოთხრობების ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ავტორია. გამოირჩევა წერის განსხვავებული მანერით, ზუსტი და ინტენსიური თსხრობით მკითხველის ყურადღებას მიმართავს ადამიანის სიღრმისეულ, ფარულ პრობლემებზე. წერს კინოსცენარებსა და სტატიებს. ასევე, ის ესპანელ-ამერიკელი მწერლების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორია. ნიკოლას მელინის რომანი „დაზაფრული ატლანტები“ მოგვითხრობს ორ ახალგაზრდა ქალზე, რომლებიც ერთად არიან, თუმცა მათი ურთიერთობ ტკივილიანია ერთი მათგანი სირიელ ლტოლვილებს ეხმარება, რომლებიც დიდი ტანჯვით აღწევენ ევროპის ნაპირებს, სადაც მათ მაინცდამაინც დიდი სტუმართმოყვარეობით არ ეგებებიან. ლუსის ლტოლვილებზე ზრუნვაში ეხმარება იზაბელეც. სამწუხაროდ, სხვათა ტანჯვის გამზიარებლები, თავად ვერ აღწევენ მას თავს. ლუსის წარსული, ბავშვობაში გადატანილი მძიმე ჭრილობები არ აძლევს საშუალებას, თავისუფლება მოიპოვოს სიყვარულში, რაც ტკივილს აყენებს მის პარტნიორს და მის სიყვარულში ეჭვს უჩენს. იზაბელე, თავის მხრივ, დაზაფრულია ყოველ წამს ცხოვრებაში შემოჭრილი რეკლამებით და თავდაუშოგავად ცდილობს მათგან გათავისუფლებას. ეს ყველაფერი კი მათს ურთიერთობას ბზარს უჩენს.
13.95
დათვი, სახელად პადინგტონი (წიგნი 1)
ავტორი: მაიკლ ბონდი მთარგმნელი: თეა ბაკურაძე დათვი პადინგტონი შორეული, უღრანი პერუდან ჩამოვიდა. მისტერ და მისის ბრაუნებმა ის პირველად რკინიგზის სადგურზე ნახეს და მას შემდეგ მათი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა – ჩვეულებრივი დღეები დაუვიწყარ თავგადასავლებად იქცა, რადგან მათ  ოჯახს ახალი წევრი პადინგტონი შეემატა. 
8.9
დათუნია თამაშობს თოვლში
ასაკი: 3-5     თავგადასავლების მოყვარულ დათუნიას მეგობრებთან ერთად თოვლში სრიალი მოსწონს. მერე რა, თუ ზოგიერთმა სრიალი არ იცის… – მეგობრები ხომ იმისთვის არიან, რომ ერთმანეთს დაეხმარონ.  
10.9
დაიცავი შენი გული
ავტორი: სიუ დივინი სერია:ლიბერთინსი   ჩრდილოეთი ირლანდია. 2016 წელი. ბიჭი კათოლიკეა, ირლანდიელი და რესპუბლიკელი. როცა მამამისი,ყოფილი პოლიტპატიმარი, ოჯახიდან წავიდა, დედა კი გარდაიცვალა, ერთადერთი ოცნებაღა დარჩა _ როგორმე ჩააბაროს გამოცდები და წავიდეს დერიდან, სულერთია, სად... გოგონა პროტესტანტი და ინგლისელია, მამა და ძმა _ პოლიციელები... და როცა ბიჭს სასტიკად სცემენ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩრდილოირლანდიელები და ინგლისელები საუკუნეებია ვერ მორიგებულან რწმენის გამო, გოგონა უშველის. ერთ დღესაც ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და ორივეს ეჩვენება, რომ მათ შორის გადაულახავი წინააღმდეგობებია. არადა, ბევრს არ ითხოვენ _ მხოლოდ ერთად ყოფნა სურთ...
14.95
დაკარგული ნახევარი
ავტორი: ბრიტ ბენეტი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე სერია: წლის ბესტსელერი შეიძლება უკვე გიფიქრია, რას გრძნობ, როცა იდენტობასა და საკუთარ ცხოვრებას გართმევენ, მაგრამ რას ნიშნავს არჩევანი, რომლითაც საკუთარ თავზე თავად ამბობ უარს? ახალგაზრდა ამერიკელი ავტორის, ბრიტ ბენეტის, ბესტსელერი სწორედ ამ არჩევანის შესახებ გვიყვება. ???? „დაკარგული ნახევარი“ შთამბეჭდავი რომანია ტყუპ დაზე, რომლებიც ბავშვობაში განუყრელები იყვნენ, მერე კი ორ სხვადასხვა სამყაროში გადაწყვიტეს ცხოვრება - შავსა და თეთრში. დები პატარა სამხრეთულ დასახლებაში გაიზარდნენ და 16 წლის ასაკში გაიქცნენ სახლიდან. თუმცა ზრდასრულობაში არა მარტო მათი ყოველდღიურობაა განსხვავებული, არამედ ყველაფერი - მათი ოჯახები, საზოგადოება და მომავალიც. წლების შემდეგ ერთ-ერთი და თავის შავკანიან ქალიშვილთან ერთად კვლავ იმ სამხრეთულ დასახლებაში ცხოვრობს, საიდანაც თავის დაღწევა სცადა, მეორემ კი თეთრკანიანთა შორის თავის დამკვიდრება შეძლო. მიუხედავად ამისა, დების ბედი კვლავ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. და ვინ იცის, რა მოხდება, როცა მათი ქალიშვილების გზები გადაიკვეთება? წიგნი გამოცემისთანავე მოექცა „New-York Times"-ის ბესტსელერთა სიის სათავეში. ბენეტს წიგნის ეროვნულმა ორგანიზაციამ 35 წლამდე ასაკის მწერლების საპატიო წოდება მიანიჭა,„The Times"-მა კი ავტორი წლის 100 გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა. წიგნის გამოცემა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.
16.95
დაკარგული სინათლე
ავტორი: ჯილ სანტოპოლო სერია: წლის ბესტსელერი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე ორი სიცოცხლე. ორი სიყვარული. ერთი არჩევანი. ლუსი და გეიბი ერთმანეთს 2001 წლის 11 სექტემბერს შეხვდნენ და ამ საბედისწერო დღემ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ორივეს სურს რაღაც მნიშვნელოვანი, ადამიანებისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს და არც ერთი მათგანი არ აპირებს კარიერაზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი. გზები გაიყო – გეიბი ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილებში ფოტორეპორტაჟებზე მუშაობს, ლუსი – ნიუ-იორკში, ტელევიზიაში საბავშვო გადაცემის ავტორია. მონატრების, ეჭვიანობის, სინანულისა და შეხვედრების ცამეტი წელი გავიდა, სიყვარული არ გახუნებულა, მაგრამ მოუტანა კი მათ ბედნიერება? გვიან აღიარეს, რომ სიყვარული სინათლეა და როცა მას დათმობ, საზღაური მეტისმეტად მწარეა, ხანდახან სიცოცხლეც კი.
13
დაკრძალვის შემდეგ
ავტორი: აგათა კრისტი   რიჩარდ ებერნეთის დაკრძალვის შემდგომ ნათესავები ანდერძის გასაცნობად იკრიბებიან. მისი სიკვდილი უეცარი, თუმცა კი მოსალოდნელი იყო. გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივ სიკვდილს მიიჩნევენ, მაგრამ გარდაცვლილის დის, კორას, შეძახილის შემდეგ: „ის ხომ მოკლეს, არა?“ ოჯახის ადვოკატს ეჭვი ეპარება, რომ რიჩარდ ებერთენი მოკლულია და გადაწყვეტს, საქმე გამოიძიოს. მალე მძინარე კორას ნაჯახით კლავენ, მაგრამ არა გაძარცვის მიზნით. ადვოკატ ენტუისლს ისღა დარჩენია, ცნობილ მაძებარს, ერკიულ პუაროს სთხოვოს დახმარება.
15.95
დამალობანა
ავტორი: ელენე ჯაფარიძე სულაკაურის გამომცემლობა ანიკოსა და მისი ოჯახის ამბავი 1992 წელს იწყება, როცა ის, რვა წლის გოგონა, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ტოვებს აფხაზეთს და იწყებს გრძელსა და მძიმე სვლას. მისი არსებობა სავსეა ტკივილით, შიშით, უსამართლობით, სიყვარულით და უზარმაზარი იმედით. ჭუბერის უღელტეხილი ანიკოს ცხოვრების ყველაზე ძნელი გზა არ არის. მას წინ კიდევ უამრავი სირთულე და ტკივილი ელოდება: სამშობლოს დატოვება, უცხო ქვეყანაში გადასახლება და ბრძოლა იქ ადგილის დასამკვიდრებლად; დიდი და მოულოდნელი სიყვარული, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. მებრძოლი და იმედიანი ხასიათი ეხმარება ახალგაზრდა ქალს, მაშინაც კი არ დაკარგოს ოპტიმიზმი, როცა ყველაზე ძალიან უჭირს. შეძლებს კი ის, რომ წარსულის აჩრდილებს სამუდამოდ დააღწიოს თავი? მოახერხებს, რომ უზარმაზარი იმედგაცრუების შემდეგ არ დაემალოს რეალობას?
10.9