santaesperanza
სიახლე
ფილოსოფიის ნუგეში
ავტორი : ბოეთიუსი მთარგმნელი : გვანცა ფოფხაძე ანიციუს მანილუს სევერინუს ტორკვატუს ბოეთიუსის როლი და მნიშვნელობა დიდია ევროპული აზროვნების განვითარების ისტორიაში. როგორც მეცნიერმა, სრულიად ახალგაზრდამ მოიხვეჭა სახელი და აღიარება. ოციოდე წლისამ დაწერა თხზულებები არითმეტიკაში, მუსიკაში, გეომეტრიასა და ასტრონომიაში. ბოეთიუსის ხანმოკლე ცხოვრება იყო უწყვეტი და თავბრუდამხვევი წარ­მატებების გზა ყველა სფეროში: მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ფილოსოფიაში, პოლიტიკაში. ბრწყინვალე იყო ცხოვრებისეული კარიერაც – სრულიად ახალგაზრდას ირჩევენ კონსულად, გადადგომის შემდეგ ხდება სენატის პრინცეპსი და დასავლეთ რომის იმპერიის პირველი მინისტრი. ბედმა, რომელმაც იმდენი სიკეთე დააბერტყა რომაელ ფილოსოფოსს, „როგორც არასდროს არც ერთ მოკვდავს“, მოულოდნელად „გამყინავი მზერა“ მიაპყრო: ჩამოართვეს ქონება, გადაუსახლეს ოჯახი, დაატუსაღეს და სიწმინდეთა შეურაცხყოფის ბრალდებით კალვენციანოს საპყრობილეში გამოამწყვდიეს. 524 წელს 44 წლის ფილოსოფოსი წამებით მოკლეს.
39
ფილოსოფიის საწყისები
ავტორი: რენე დეკარტი   ახალი ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თვალსაჩინო წარმომადგენლის, რენე დეკარტის (1596-1650) ფილოსოფიურმა მოძღვრებამ უაღრესად დიდი ზეგავლენა მოახდინა მომდევნო პერიოდის დასავლეთ ევროპის აზროვნებაზე. დეკარტი შეეცადა დაეჭვების გზით აღმოეჩინა ერთი ცხადი და უდავო ჭეშმარიტება და ამ უკანასკნელის საფუძველზე აეგო ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის დედააზრი გონების უზენაესობაა. დეკარტის იშვიათმა ნიჭმა წარუშლელი კვალი დატოვა მეცნიერების მრავალ დარგში; დიდია მისი წვლილი მათემატიკის, ფიზიკის, ასტრონომიის, ბიოლოგიის, ფსიქოლოგიის განვითარებაში. დეკარტის მექანიკური ფიზიკიდან მიეცა დასაბამი ფრანგულ მატერიალიზმს, ხოლო მისი მეტაფიზიკა XVII-XVIII საუკუნეების იდეალიზმის საფუძველი შეიქნა. წინამდებარე ნაშრომში დეკარტი ეძიებს ფილოსოფიის იმ უდავო საწყისებს, რომელთაც ფილოსოფიას უნდა დასესხებოდა ყველა ის მეცნიერება, რაზედაც კი თავად ხელი მიუწვდებოდა. რენე დეკარტის შრომები – „მსჯელობა მეთოდის შესახებ“, „მეტაფიზიკური მედიტაციები“, „სულის ვნებანი“, „ფილოსოფიის საწყისები“ – მისი, როგორც ფილოსოფოსის უდიდესი გონიერებისა და განსჯითი ნიჭის ნაყოფი, ფილოსოფიური აზროვნების ბრწყინვალე ნიმუშებად რჩება. მისასალმებელია, რომ მსოფლიოს მრავალ ენაზე თარგმნილი რენე დეკარტის თხზულების „ფილოსოფიის საწყისების“ წინამდებარე პირველი ქართული თარგმანი შეემატება ჩვენი ეროვნული კულტურის საგანძურს.
11.9
ფილოსოფიის შესავალი
ავტორი: კარლ იასპერსი მთარგმნელი: ვახტანგ გორგიშელი   ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამოჩენილი ფილოსოფოსი კარლ იასპერსი ფართო მკითხველისთვის გვთავაზობს ფილოსოფიის შესავალს. იმავდროულად იგი გვთავაზობს საკუთარი ფილოსოფიური აზრის ცხად რეზიუმეს. იასპერსის აზრით, ფილოსოფიის წყარო უნდა ვეძებოთ „გაოცებასა, დაეჭვებასა და დაკარგულობის გაცნობიერებაში“, ფილოსოფიური ძიება კი უწყვეტი ცვალებადობისა და თვითაღმოჩენის პროცესია.
18.4
ფინანსების ასტროლოგია
ავტორი: რამაზ გიგაური   გამომცემლობა პალიტრა L იწყებს რამაზ გიგაურის ასტროლოგიური წიგნების სერიას „ადამიანი და ასტროლოგია“. ეს სერია ექვს წიგნს აერთიანებს: ადამიანებს საშუალება მიეცემათ ახლოს გაეცნონ ასტროლოგიას - ამ უძველეს და ძალიან საინტერესო სისტემას, სიღრმეში ჩასწვდნენ „ვარსკვლავთა მოძღვრებას“. ეს წიგნები საშუალებას იძლევა ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადე- ბული ადამიანი სხვადასხვა კუთხიდან დავინახოთ - გავიგოთ უფრო მეტი როგორც საკუთარ თავზე, ისე ჩვენთვის საინტერესო ადამია- ნებზე.
8.95
ფიროსმანი
სერია: დიდი მხატვრები ნიკო ფიროსმანი- მხატვარი, რომელმაც ქართულ ხელოვნებაში ახალი ეპოქა შექმნა და უცხოელი განსწავლული და წარმატებული მხატვრები გააოგნა. დაგვიტოვა აბსოლუტურად ინდივიდუალური შემოქმედება, რომელიც მსოფლიომ აღიარა და დააფასა. მაგრამ ეს მხოლოდ მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მოხდა.
25
ფიროსმანი
ალბომი გამომცემლობა: ბაკუ რსულაკაურის გამომცემლობა ენა: ინგლისური, ქართული ყდა: რბილი გვერდები: 128 ზომა: 21.00*27.50  
24.9
ფისო ფიო-ფიო და სხვები
ავტორი: ლელა ცუცქირიძე "ორნაწილიანი წიგნი პატარებისა და დიდებისთვის ფისო ფიო-ფიო, კეთილი ფუტკარი ზუუ, წიწილა წია-წია, ცელქი ჭუჭულები, დათუნიები დუდულა და დადალა, თიკანი კიკინა - ყველას ამ წიგნში გაიცნობ, ყველა შენი მეგობარი გახდება და ერთად ითამაშებთ. შენი ყოველი დღე ამბებითა და თავგადასავლებით აივსება. ამ წიგნთან ერთად მოწყენა გამორიცხულია. უფროსების საყურადღებოდ: წიგნის მეორე ნაწილი თქვენთვის არის განკუთვნილი და გაჩვენებთ, როგორ გადააქციოთ წიგნში მოთხრობილი ამბები სახალისო შემეცნებით თამაშებად და აქტივობებად. თითოეული მოთხრობისთვის შედგენილია კითხვები, დეტალურად არის აღწერილი თამაში და შემდგომი აქტივობა, რაც ძალიან დაგეხმარებათ ბავშვთან ან ბავშვების ჯგუფთან დროის შინაარსიანად გატარებაში. წიგნში აღწერილი აქტივობები გამოცდილია „ამონაშვილის აკადემიაში“. "
17.95
ფიქრები
ავტორი: მარკუს ავრელიუსი „ფიქრები“ დიდი რომაელი მოაზროვნის, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (121-180) თხზულებაა. ძველი რომაული მწერლობის ეს შედევრი ადამიანის წინაშე სვამს არა ერთსა და ორ მარადიულ კითხვას... „... გულისხმაყავ, რაოდენ მსწრაფლწარმავალი და მსწრაფლდავიწყებადია ყოველი, მარადისობის რა უსასრულო უფსკრული ძევს როგორც შენს წინ, ისე შენს უკან, რაოდენ ფუჭია სახელის ძიება და რაოდენ უმტკიცნო და ცნობასუსტნი არიან შენი მეხოტბენი; რა ვიწროა წრე, რომელიც გარეშემოსწერს და ზღვარს უსაზღვრებს შენს სახელსა და დიდებას, რადგან ჯერ მთელი მიწა რა არის, ეგ ერთი ციცქნა შავი წერტილი და შენი საცხოვრისი რა უნდა იყოს?“ „... წუთიერია ყველაფერი ამ საწუთროში. არავინ არ კარგავს არც წარსულს და არც მომავალს, რადგან ვის ძალუძს წაგვართვას ის, რაც არ გაგვაჩნია?“ „... დროა შეიცნო, რომ შენი სიცოცხლე წამია მხოლოდ, და თუ ამ წამით არ ისარგებლებ, ის გაქრება, ისევე როგორც გაქრები შენ, და აღარასოდეს შემოიქცევა უკან“. „... ყველაფერი აკეთე, ყველაფერზე იფიქრე და იმსჯელე ისე, თითქოს ყოველ წამს მოელოდე, რომ ეგ წამიც წარხდება და დასრულდება შენი სიცოცხლეც“.  
35
ფიქციები
ავტორი: ხორხე ლუის ბორხესი მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი სერია: ლიტოდისეა „ფიქციები“  ორი ნაწილისგან შედგება. პირველი -„ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“ პირველად 1941 წელს გამოიცა. 1944 წელს მას დაემატა მეორე ნაწილი „გამონაგონნი“.   კრებულში მწერლის ისეთი საკულტო მოთხრობებია შესული, როგორიცაა „ ტლონი, უქბარი და ორბის ტერციუსი“, „ბაბილონის ბიბლიოთეკა“, „პიერ მენარი – „დონ კიხოტის“ ავტორი“, „ ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“, „ფუნესი – მეხსიერების რაინდი“ და სხვ. მიუხედავად ფორმატის სიმცირისა, ეს მოთხრობები მკითხველზე თავზარდამცემ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან სრულიად სცდება ლიტერატურის ტრადიციულ საზღვრებს და უზარმაზარი ქარბორბალის მსგავსად ერთი ხელის მოსმით გადაისვრის მკითხველს ფანტაზიისა და ფილოსოფიური განსჯის წარმოუდგენელ ორომტრიალში.
12.9
ფლომასტერი 12 ფერი DELI
5
ფლომასტერი 12 ფერი Ergo fibre pens
9.5
ფლომასტერი 18 ფერი DELI
8
ფლომასტერი 24 ფერი Deli
12
ფლომასტერი 24ფერი DELI
12
ფლომასტერი რბილი წვერით 12 ფერი Deli
12
ფლომასტერი რბილი წვერით 12 ფერი Deli
12
ფოკუსი სარკეებით
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე     "აგათა კრისტის დეტექტიური რომანი „ფოკუსი სარკეებით“ პირველად 1952 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა სათაურით„მკვლელობები სარკეებით“. იმავე წელს სახელწოდებით „ფოკუსი სარკეებით“ რომანი გამოიცა დიდ ბრიტანეთშიც. ვინ არის მის მარპლი - სათნო, წყნარი მოხუცი თუ გამოძიების გენიოსი? ამ კითხვაზე მისი საოცარი ლოგიკური აზროვნება გვიპასუხებს, როცა სთოუნგეითსში, სიყმაწვილის მეგობრის მამულში, ეშმაკურად ჩაფიქრებული მკვლელობების საიდუმლოს ამოხსნის."
15.95
ფოლადის გული
ავტორი: ბრანდონ სანდერსონი მთარგმნელი: ირაკლი სულაძე სერია: ლიბერთინს   ცაზე განსაცდელის გამოჩენიდან ერთი წლის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანები ეპიკებად _ სასტიკ, შეუბრალებელ, ბოროტ არსებებად _ გარდაისახნენ. შეერთებული შტატების ხელისუფლება დანებდა. ქალაქებს ეპიკები დაეპატრონნენ! ახლა ნიუკაგო ბოროტი და დაუმარცხებელი ეპიკის _ ფოლადის გულის სამფლობელოა. დიდი ტრანსმუტაციის შემდეგ მან ძველი ქალაქი ფოლადად გადააქცია, მისმა ხელქვეითებმა კი მზე დააბნელეს.
14.95
ფორმები საბავშვო ბაღში
სერიაში მოცემულია: ასაკისთვის შესაბამისი და საინტერესო თემები მრავალფეროვანი აქტივობები მარტივი და გასაგები ინსტრუქციები სახალისო ილუსტრაციები.
3.9
ფორმები წიგნი + ფაზლი
ასაკი: 2+ აქტივობა: 10-ნაწილიანი ფაზლი ყუთში პატარები იპოვიან ფაზლსა და წიგნს. წიგნში წაიკითხავენ სახალისო ლექსებს. ფორმების მიხედვით ფაზლის დაწყვილებით კი უფრო სწრაფად და მარტივად დაიმახსოვრებენ ფორმებს. წიგნი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან. სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
19.9
ფორმებიანი ზღაპრები - მძინარე მზეთუნახავი
12.95
ფოსტა
ავტორი: ჩარლზ ბუკოვსკი სერია:  დიოგენეს ბიბლიოთეკა მთარგმნელი:ქეთი ქანთარია ამე­რი­კუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სი, ჩარლზ ბუ­კოვ­სკი (1920-1994) მრა­ვა­ლი რო­მა­ნის, მოთ­ხრო­ბი­სა და ლექ­სის ავ­ტო­რია, მაგ­რამ „ფოსტა“ – მწერ­ლის პირ­ვე­ლი ავ­ტო­ბიოგ­რა­ფიუ­ლი ნა­წარ­მოე­ბი, რო­მე­ლიც სამ კვი­რა­ში დაი­წე­რა და რომ­ლის მიძ­ღვნა­შიც ავ­ტო­რი აც­ხა­დებს: „ვა­სა­ღებ მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რად და არა­ვი­საც არ ვუძ­ღვნი“ – მაინც გა­მორ­ჩეულია. წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი ბუ­კოვ­სკის ალ­ტერ ეგო, ჰენ­რი ჩი­ნას­კია, რომე­ლიც ფოს­ტა­ში მუ შაობს. რო­მან­მა მწე­რალს დი­დი წარ­მა­ტე­ბა მოუ­ტა­ნა და ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ დაუმ­კვიდ­რა სა­პა­ტიო ად­გი­ლი ე. წ. „ბინ­ძუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის“ ჟან­რში. მიუ­ხე­და­ვად თხრო­ბის ხაზ­გას­მუ­ლად ნა­ტუ­რალის­ტუ­რი, ზოგ­ჯერ შო­კის მომ­გვრე­ლი მა­ნე­რი­სა, მწერ­ლის იუ­მო­რი და სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ უაღ­რე­სად სა­ღი და ირო­ნიუ­ლი და­მო­კი­დე­ბულე­ბა ამ რო­მანს დაუ­ვიწ­ყარ სა­კით­ხა­ვად აქ­ცევს
16.95
ფოსტალიონი
ავტორი: ბესო პაპასქუა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10.9
ფოტოგრაფია
ავტორი: სიუზენ ზონტაგი მთარგმნელი: გია ჭუმბურიძეზაზა ჭილაძე სერიის დასახელება: NONFICTION   „ფოტოგრაფია ელეგიური ხელოვნებაა, ასე ვთქვათ, ბინდბუნდის... ყოველი ცალკეული ფოტოსურათი სიკვდილის გარდუვალობის შეხსენებაა, memento mori. სურათის გადაღება სხვა ადამიანის (ან საგნის) მოკვდაობასთან, მოწყვლადობასთან, ცვალებადობასთან თანაზიარობაა. ამა თუ იმ ცხოვრებისეული მომენტის შერჩევითა და მისი გაქვავებით ნებისმიერი ფოტო დროის შეუქცევად დნობას ადასტურებს“.   ამერიკელი ფილოსოფოსისა და მწერლის, სიუზენ ზონტაგის (1933 – 2004) ესეების კრებული „ფოტოგრაფია“, გამოცემიდან თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგაც, ამ თემაზე დაწერილ წიგნებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია (ისევე, როგორც ავტორის ბიბლიოგრაფიაში). კრებულში შესული ექვსი ესე 1973-დან 1977 წლამდე New York Review of Books-ში ქვეყნდებოდა, 1977-ში კი წიგნად გამოიცა. ეს არ არის მხოლოდ ფოტოგრაფიაზე შექმნილი თეორიული ნაშრომი, ზონტაგის თვალსაწიერი, როგორც ყოველთვის, გაცილებით ფართოა, მისი ნააზრევის სიღრმე და ორიგინალობა კი მკითხველის ხედვას სამუდამოდ ცვლის.    წიგნი გამოცემულია პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფინანსური მხარდაჭერით.
19.95