santaesperanza
ბიზნესმოდელების ნავიგატორი
ავტორი: გასმანი ოლივერ; ფრანკერბერგერი კაროლინ; ცზიკი მიქაელა  სერია: ლურჯი ოკეანე   მსოფლიოში ძლიერი, სტაბილური და მაღალის დონის კომპანიების წარმატების განმსაზღვრელი, ძირითადად, ის 55 ბიზნესმოდელია, რომელიც წიგნშია წარმოდგენილი. კომპანიის ტრანსფორმაციის, წარმატებული ცვლილებებისა თუ სერიოზული შედეგების მიღწევის ძირითად პრინციპებს სწორედ "ბიზნესმოდელების ნავიგატორში" გაეცნობით.
17.95
კმარა მობოდიშება, დაო
ავტორი: რეიჩელ ჰოლისი სერია: ლურჯი ოკეანე   წიგნში „კმარა მობოდიშება, დაო“ რეიჩელ ჰოლისი გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდებს. ის უამრავ ქალს იცნობს, რომლებიც საკუთარი თავის სხვათა მოსაზრებების საფუძველზე შეფასებას მიეჩვივნენ, ნაცვლად იმისა, რომ წარმოაჩინონ, ვინ არიან და რა სურთ თავად. ჰოლისი მთელი მსოფლიოს ქალებს მოუწოდებს, უარი არ თქვან საკუთარ ოცნებებზე და, ამასთან, შეახსენებს მიზეზებს, რომლებიც უნდა დაივიწყონ, ქცევებს, რომლებიც უნდა გამოიმუშაონ, და უნარებს, რომლებიც უნდა შეიძინონ განვითარებისა და თავდაჯერებულობის მიღწევის გზაზე.
15.95
ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება
ავტორი: მარკ მენსონი მთარგმნელი: დავით ახალაძე სერია: ლურჯი ოკეანე საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თავის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება''. გვასწავლის: 1. როგორ გავუსწოროთ თვალი სამყაროში არსებულ გამოწვევებს? 2. როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი სირთულეების გადალახვის შემდეგ? 3. როგორ შევეგუოთ იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში სულაც არაა ყველაფერი, ისე, როგორცადაც ჩვენ წარმოგვიდგენია.
16.95
ყველაფერი ტრა*შია
ავტორი: მარკ მენსონი მთარგმნელი: დავით ახალაძე სერია: ლურჯი ოკეანე ჩვენ ვენ საინტერესო დროში ვცხოვრობთ. მატერიალურად ასეთი წელგამართულები ადრე არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ რატომღაც გვეჩვენება, რომ საქმე ძალიან, ძალიან ცუდადაა. რა ხდება? ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ გაუგებრობაში გაგვარკვიოს, მარკ მენსონია. წიგნში „ყველაფერი ტრა შია“ მენსონი უამრავ ფსიქოლოგიურ კვლევასა და ფილოსოფოსთა (პლატონით დაწყებული, ტომ უეიტსით დამთავრებული) მარადიულ სიბრძნეზე დაყრდნობით, კრიტიკულად აანალიზებს რელიგიებს, პოლიტიკას, ფულს, გართობასა და ინტერნეტს. მენსონი ერუდიციისა და იუმორის ჩვეული ნაზავით მოგვიწოდებს, უფრო გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავთან და გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებას რწმენის, ბედნიერების, თავისუფლებისა და თვით იმედის მიმართ.  
16.95
AI Books - ფინანსური ტექნოლოგიები და ბლოკჩეინი - Fintech and Blockchain
სერია: ლურჯი ოკეანე მთარგმნელი: ხათუნა ბიბილაშვილი     AI Books ლურჯი ოკეანისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ერთობლივი, უნიკალური პროექტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტების დამუშავებასა და ორენოვანი წიგნების გამოცემას გულისხმობს. პროექტის მიზანი მკითხველისათვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სწრაფად ცვალებად გარემოში უახლეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ფინანსური ტექნოლოგიები და ბლოკჩეინი პროექტის მეორე წიგნია, რომელიც ფინტექის, ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) სამყაროს მრავლისმომცველ გზამკვლევს წარმოადგენს. წიგნი გაგაცნობთ ციფრული გადახდების სისტემების, მობილური ბანკინგის, ინვესტიციებისა და ქონების მართვის, ონლაინდაკრედიტებისა და სადაზღვევო სექტორის მნიშვნელოვან დეტალებს. AI Books is a unique, joint project implemented by Blue Ocean and Business and Technology University (BTU), which involves processing texts generated by Artificial Intelligence and creating and publishing bilingual books. The goal of the project is to provide readers with access to the most recent information and incisive content about the rapidly changing business and technology environment. The second book of the project is FinTech and Blockchain, which delves into the exciting world of FinTech, Blockchain, and AI, discovering the intricacies of digital payment systems, mobile banking, investment and wealth management, online lending, and the insurance technology sector.
9.95
HBR-ის გზამკვლევი გუნდის მართვაში
მსგავსი შემთხვევა, ალბათ, თქვენც გქონიათ - შეხვედრას ესწრებით და საკუთარ თავს ეწუწუნებით: "ამ გუნდს გადაწყვეტილების მისაღებად მთელი საუკუნე რატომ სჭირდება?" თუმცა, როგორც ლიდერს, არსებული ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა შეგიძლიათ. თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად ნაყოფიერად იმუშავებენ გუნდის წევრები და როგორ შედეგს მიაღწევენ. გუნდურობის ექსპერტ მერი შაპიროს "HBR-ის გზამკვლევი გუნდის მართვაში" დაგეხმარებათ კონცეტრირდეთ, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველ დეტალებსა და ადამიანებზე და აირიდოთ ის საფრთხეები, რომლებიც წარსულში გამოგიცდიათ. პრაქტიკული სავარჯიშოებით, გუნდური დისკუსიის კონკრეტული სტრუქტურითა და თანმიმდევრული რჩევებით, სახელმძღვანელო დაგეხმარებათ: სწორად შეარჩიოთ გუნდის წევრები დაისახოთ მკაფიო და გონივრული მიზნები იყოთ გახსნილი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის ხელი შეუწყოთ ადამიანებს, იგრძნონ პასუხისმგებლობა ამოიცნოთ და გამოასწოროთ არასწორი ქმედება გუნდში შეინარჩუნოთ მოტივაცია და მიზანი მერი შაპირო 20 წელზე მეტია, კონსულტანტად და პრაქტიკოს ტრენერად მუშაობს. იგი სიმონსის კოლეჯის კეიგენ თრასთის სახელობის პროფესორი ლიდერობის განვითარებაში და სიმონსის მენეჯმენტის სკოლის პრაქტიკის პროფესორია.        გაგზავნა
22.95
HBR-ის გზამკვლევი პროექტის მართვაში
გაქვს იდეა, რომელსაც შემოსავლისა და პროდუქტიულობის ამაღლების წახალისება შეუძლია, მაგრამ როგორ უნდა გადმოიბირო დაინტერესებული მხარეები მის გასახორციელებლად? როგორ და ისეთი ბიზნესკეისი უნდა შეადგინო, რომელიც შენი იდეის ღირებულებას სრულად წარმოაჩენს. ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის: შესაძლოა, არ ხარ დარწმუნებული, თუ რა ტიპის მონაცემებს ენდობიან დაინტერესებული მხარეები. ან, შესაძლოა, ციფრული მონაცემების დამუშავება გაფრთხობს. პროექტის მართვის ექსპერტ რეიმონდ შინის „HBR-ის გზამკვლევი შენი ბიზნესკეისის ასაგებად“ გამართული კეისის შესადგენად აუცილებელი რჩევებითა და მეთოდებით მოგამარაგებს. ისწავლი, როგორ: ახსნა, როგორ წაადგება შენი იდეა ბიზნესს მოარგო შენი კეისი სტრატეგიულ მიზნებს შექმნა გუნდი, რომელიც წარმატებით შეძლებს შენი იდეის ფორმირებასა და გამოცდას გამოითვალო უკუგება ინვესტიციაზე გააანალიზო რისკები და პერსპექტივები წარუდგინო შენი კეისი დაინტერესებულ მხარეებს პროექტის მართვის პროფესიონალი რეიმონდ შინი საკონსულტაციო კომპანია „პროდაქტ ენდ პროცეს ინოვეიშენის“ პრეზიდენიტია, რომლის საქმიანობაც პროექტის მართვას, პროდუქტის განვითარებასა და პროცესის გაუმჯობესებას მოიცავს. ემი გალო „ჰარვარდის ბიზნეს რევიუს“ მოწვეული რედაქტორი და „HBR-ის გზამკვლევი სამუშაო სივრცეში კონფლიქტის მოსაგვარებლად“ ავტორია.
22.95
HBR-ის გზამკვლვევი-შენი ბიზნესკეისის ასაგებად
გაქვს იდეა, რომელსაც შემოსავლისა და პროდუქტიულობის ამაღლების წახალისება შეუძლია, მაგრამ როგორ უნდა გადმოიბირო დაინტერესებული მხარეები მის გასახორციელებლად? როგორ და ისეთი ბიზნესკეისი უნდა შეადგინო, რომელიც შენი იდეის ღირებულებას სრულად წარმოაჩენს. ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის: შესაძლოა, არ ხარ დარწმუნებული, თუ რა ტიპის მონაცემებს ენდობიან დაინტერესებული მხარეები. ან, შესაძლოა, ციფრული მონაცემების დამუშავება გაფრთხობს. პროექტის მართვის ექსპერტ რეიმონდ შინის „HBR-ის გზამკვლევი შენი ბიზნესკეისის ასაგებად“ გამართული კეისის შესადგენად აუცილებელი რჩევებითა და მეთოდებით მოგამარაგებს. ისწავლი, როგორ: ახსნა, როგორ წაადგება შენი იდეა ბიზნესს მოარგო შენი კეისი სტრატეგიულ მიზნებს შექმნა გუნდი, რომელიც წარმატებით შეძლებს შენი იდეის ფორმირებასა და გამოცდას გამოითვალო უკუგება ინვესტიციაზე გააანალიზო რისკები და პერსპექტივები წარუდგინო შენი კეისი დაინტერესებულ მხარეებს პროექტის მართვის პროფესიონალი რეიმონდ შინი საკონსულტაციო კომპანია „პროდაქტ ენდ პროცეს ინოვეიშენის“ პრეზიდენიტია, რომლის საქმიანობაც პროექტის მართვას, პროდუქტის განვითარებასა და პროცესის გაუმჯობესებას მოიცავს. ემი გალო „ჰარვარდის ბიზნეს რევიუს“ მოწვეული რედაქტორი და „HBR-ის გზამკვლევი სამუშაო სივრცეში კონფლიქტის მოსაგვარებლად“ ავტორია.
22.95
POST კორონა
ავტორი: სკოტ გელოუეი სერია: ლურჯი ოკეანე მთარგმნელი: ანი ნემსიწვერიძე "სკოტ გელოუეი გვარწმუნებს, რომ პანდემია არა იმდენად ცვლილებების მაუწყებელი, რამდენადაც უკვე არსებული ტენდენციების დამაჩქარებელია. „Post კორონაში” ის კრიზისის სურათს წარმოგვიდგენს და ჩვენ წინაშე გაჩენილ შესაძლებლობებს გვკარნახობს: ზოგი ბიზნესფერო, როგორიცაა მძლავრი ტექნოლოგიური მონოპოლიები, კრიზისის წყალობით აყვავდება, ზოგი _ მაგალითად, უმაღლესი განათლება _ იძულებული იქნება, საკუთარი ღირებული შეთავაზების შესანარჩუნებლად იბრძოლოს, რაც ფუჭი მცდელობაა, თუკი ერთმანეთს მხარში არ ამოვუდგებით. კიდევ: პანდემიამ დააჩქარა ხელისუფლებასა და საზოგადოებაში გამოკვეთილი ტენდენციების გამოვლენა, რაც განუზომლად ზრდის ნაპრალს ამერიკის როგორც შესაძლებლობათა ქვეყნის იმიჯსა და ჩვენი კეთილდღეობის დაქვეითების მაუწყებელ სავალალო რეალობას შორის. "
14.95
PR-ის საფუძვლები
ავტორი: თორნიკე გურული გამომცემლობა: აზროვნების აკადემია ყდა: რბილი წიგნი საინტერესოა PR-ის ფაკულტეტის სტუდენტებისთის, დაინტერესებული მკითხველისთვის, მსხვილი და მცირე კორპორაციების თანამშრომლებისთვის, გაყიდვების სფეროს მენეჯერებისთვის და რეპუტაციაზე მზრუნველი ორგანიზაციებისთვის.
28
REWork - ბიზნესი ცრურწმენების გარეშე
ავტორი:  ჯეისონ ფრაიდი     წაიკითხეთ ეს წიგნი და გაიგებთ, რატომაა გეგმები საქმისთვის საზიანო, რატომ არ გჭირდებათ გარეინვესტორები და რატომ უნდა უგულებელყოთ კონკურენცია. REWork-ი წარმოადგენს შესანიშნავ სახელმძღვანელოს მათთვის, ვისაც ოდესმე საკუთარი საქმის წამოწყებაზე უოცნებია.
16.95
ალქიმია არაორდინარული იდეების ძალა
ავტორი: რორი საზერლენდი სერია: ლურჯი ოკეანე    "აღმოაჩინეთ ალქიმია ჩვეული „ყოფითი“ აზროვნების მიღმა! როგორც TED-ის სუპერვარსკვლავი და სარეკლამო ინდუსტრიის ლეგენდა რორი საზერლენდი გვიჩვენებს, თითქოსდა ალოგიკური და რაციონალურობას მოკლებული გადაწყვეტილება ხშირად საუკეთესო გზაა ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად. ბიჰევიორისტული მეცნიერების მაგალითებსა და ბრენდინგის მაგიით შთაგონებულ შოკის მომგვრელ ისტორიებზე დაყრდნობით, „ალქიმიის“ ავტორი გვარწმუნებს იმაში, თუ რაოდენ მცდარია ეკონომისტების, საქმიანი წრეებისა და პოლიტიკოსების სტერეოტიპული მიდგომები აქტუალური საკითხების გადაჭრისას. იმისათვის, რომ იყო ბრწყინვალე, უნდა იყო ირაციონალური. "
19.95
ატომური ჩვევები
ავტორი: ჯეიმს ქლიერი სერია: ლურჯი ოკეანე ჯეიმს ქლიერის „ატომური ჩვევები“ კარგი ჩვევების გამომუშავებისა და ცუდისგან გათავისუფლების მარტივ და ნაცად გზას გასწავლით. ეს რევოლუციური სისტემა გასწავლის, როგორ გახდე ყოველდღე ერთი პროცენტით უკეთესი. ეს წიგნი არის გზამკვლევი, რომელიც ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებასა და კარგი ჩვევების გამომუშავებაში დაგეხმარებათ.
19.95
ახალ მიზანს ახალი ფორმულა სჭირდება
ავტორი:მარშალ გოლდსმითი უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სატატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი, - ასე ფიქორბს მარშალ გოლდსმითი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და აღიარებული ბიზნესმოაზროვნე. წიგნი ერთგვარი სახელმძღვანელოა, რომელშიც გოდლმისთი წარმატების თანმდევ ფუნდამუნტურ პრობლემებს განიხილავს. ის გამოჰყოფს ოც ძირითად ქცევასა და ჩვევას რაც ხელ უშლის წარმატებული ლიდერებს შემდგომი მიზნების მიღწევაში და გვთავაზობს ინტერპერსონალური განვითარების შვიდსაფეხურიან მეთოდს...
14.95
ბაზრის სტრატეგიული მართვა
ავტორი: დევიდ ააკერი, კრისტინ მურმენი სერია: ლურჯი ოკეანე თანამედროვე ბრენდინგის მამად წოდებული დევიდ ააკერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო, "ბაზრის სტარტეგიული მართვა", მოიცავს 21-ე საუკუნის ბიზნესსამყაროში ორიენტირებისათვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა სტარტეგიული მარკეტინგი, ბაზრის სტარტეგიული ანალიზი, ინოვაციები, მდგრადი უპირატესობის მოპოვება და აშ.
24.95
ბედნიერების ხელოვნება
სერია: ლურჯი ოკეანე ბედნიერებისკენ ყოველი ჩვენგანი ისწრაფვის, მაგრამ იყო ბედნიერი, იოლი როდია. ხშირად ბედნიერების განცდაში წვრილმანი და უმნიშვნელო ფაქტორები გვიშლის ხელს. ზოგჯერ რაღაცას ვკარგავთ და მხოლოდ მაშინ ვიგებთ, რომ ბედნიერები ვყოფილვართ, უბრალოდ ვერ ვხედავდით და ვერ ვაფასებდით. ეს წიგნი სწორედ "ბედნიერების ხელოვნებას" გვასწავლის. ამ წიგნის თითოეული თავი დაგვეხმარება პოზიტიური აზროვნების გამომუშავებაში, ჩვენი ქვეცნობიერის სიღრმეებში ჩაწვდომაში. ასევე, სტრესული სიტუაციების დროს ემოციების მართვასა შინაგანი რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, გავიაზროთ ბედნიერება.
14.95
ბრენდინგი მარტივად
ავტორი: ბილ ჩიარავალე; ბარბარა ფინდლი ჩენქი ბრენდინგი დღეს აქტუალური თემაა და აი, რატომ: იგი გზას უკვალავს მარკეტინგის წარმატებას. ახალი ბრენდის შექმნა გსურთ, არსებულის გაძლიერება თუ თქვენი ბრენდის შელახული სახელის გამოსწორება, ეს წიგნი დაგეხმარებათ ბრენდის თქვენთვის სასურველი იმიჯის შექმნაში და წაგიძღვებათ ბრენდინგის მთელ პროცესში. მაშ, რას ელოდებით? დღესვე მოჰკიდეთ ხელი თქვენი ბრენდის მართვის სადავეებს!
15
გადაწყვეტილების მიღების უფლება:ცხოვრების წესი
ავტორი: ჯონ შოლი   ჯონ შოლის ბესტსელერი - "გადაწყვეტილების მიღების უფლება:ცხოვრების წესი" - ერთ მარტივ,მაგრამ ძლიერ პრინციპზე დგას: უფლებამოსილი თანამშრომლები კლიენტებს ჩინებულ მომსახურებას უწევენ და უკმაყოფილო მომხმარებელს აქცევენ ბედნიერ მომხმარებლად, რომელიც კვლავ და კვლავ დაბრუნდება. გადაწყვეტილების მიღების უფლება ის გარანტირებული ინვესტიციაა, რომელიც თქვენი კომპანიისა და პირადად თქვენს წარმატებას უზრუნველყოფს.
14.95
გამართული ანტრეპრენერობა
  თარგმანი: ხათუნა ბასილაშვილი ”ანტრეპრენერობა არა მხოლოდ აზროვნების წესი, არამედ უნარ-ჩვევების ნაკრებია. ეს 24 ნაბიჯი პრაქტიკული ეტაპობრივი პროცესია, რომლის დროსაც თქვენი შემოქმედებითი შემართება წარმატებისა და გავლენიანობის მაქსიმუმის მიღწევას ემსახურება“. _ მიჩ კაპორი, დამფუძნებელი, Lotus Development Corporation ”მართალია, ანტრეპრენერობის სულისკვეთება ხშირ შემთხვევაში ინტუიციით მოქმედებას ნიშნავს, მაგრამ საკუთრივ საქმიანობის პროცესი ასეთი არ გახლავთ. ეს წიგნი გაგაცნობთ მდგრადი კომპანიის შექმნის შანსის გასაზრდელად საჭირო ისეთ სისტემურ მიდგომას, რომელიც ქვეყნიერებას შეცვლის“. _ ჯოი იტო, დირექტორი, MIT Media Lab
29.95
გაყიდვები მარტივად
სერია: სერია მარტივად ეს არის პრაქტიკული სახელმძღვანელო გაყიდვების უახლესი სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების შესახებ. მიუხედავად თქვენი უნარების დონისა, ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ გაყიდვებში, თუ როგორ უნდა მოიძიოთ პოტენციური მომხმარებელი, დაყოთ გაყიდვების პროცესი საფეხურებად და ა.შ; თქვენ გაიგებთ: გაყიდვების მეთოდებს, პოტენციური კლიენტების ძებნის უახლეს მეთოდებს, გაყიდვების პრეზენტაციების საუკეთესო ტექნოლოგიებს, წესებს თქვენი დროის უკეთეს დასაგეგმად და ა.შ
14.95
გონს მოეგე დაო
ავტორი: რეიჩელ ჰოლისი სერია: ლურჯი ოკეანე   "იუმორითა და ცხოვრებისეული სიბრძნით გაჯერებული წიგნით,ცნობილი ონლაინსახე,TheChiSite.com-ის დამფუძნებელი დირექტორი რეიჩელ ჰოლისი გვეხმარება,გავთავისუფლდეთ იმ ტყუილების ტყვეობიდან,რომლებიც ხელს გვიშლის ვიყოთ ბედნიერი.უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად გაცემული რჩევებითა და საკუთარი პრობლემების გულახდილად გაზიარებით,რეიჩელ ჰოლისმა ასობით გულშემატკივარი და გამომწერი შეიძინა."გონს მოეგე დაოს" თითოეული თავი იწყება ცალკეული ტყუილით,რომლისაც ჰოლისს ოდესღაც სჯეროდა - ტყუილით,რომელმაც დააზარალა მისი ფსიქიკა,..."
15.95
სიახლე
გუნდების გუნდი
ავტორი: გენერალი სტენლი, მაკქრისტალი ტანტუმ კოლინსის, დევიდ სილვერმანისა, და კრის ფუსელის სერია: ლურჯი ოკეანე   "რა მოხდება, თუ პატარა გუნდის მოქნილობას, ადაპტურობასა და შეჭიდულობას დიდი ორგანიზაციის ძალასა და შესაძლებლობებს შევუხამებთ? როდესაც გენერალმა სტენლი მაკქრისტალმა 2003 წელს ერაყშის პეციალურ დავალებათა ძალების გაერთიანებული რაზმის მეთაურობა ჩაიბარა, ის მალევე მიხვდა, რომ ჩვეული სამხედრო ტაქტიკა უშედეგო იყო. რიცხოვნობით, აღჭურვილობითა და მომზადებით გაერთიანებულ რაზმს დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მტრის მხარეს სისწრაფე და მოქნილობა რჩებოდა. გენერალმა მაკქრისტალმა და მისმა კოლეგებმა საუკუნოვანი გამოცდილება უარყვეს, რათა ჩამოეყალიბებინათ „გუნდების გუნდი“, რომელიც უაღრესად გამჭვირვალე კომუნიკაციას გადაწყვეტილების მიღების დეცენტრალიზაციას შეახამებდა. ნაკლები იერარქიით, მეტი სისწრაფითა და მეტი მოქნილობით, სპეციალურმა რაზმმა უპირატესობა მოიპოვა."
16.95
ემოციური ინტელექტი
ავტორი: დანიელ გოლმენი სერია: ლურჯი ოკეანე   "არის თუ არა IQ ჩვენი ბედისწერა? არც იმდენად, როგორც გვგონია. დენიელ გოლმენის ეპოქალური მსოფლიო ბესტსელერი გვარწმუნებს, რომ ადამიანის ინტელექტზე ჩვენი წარმოდგენა მეტისმეტად ვიწროა, რადგან ის ვერ იტევს უნარ-ჩვევების მთელ წყებას, რომლებიც ღრმა კვალს ტოვებს ჩვენს ნამოქმედარზე. დღეს, ამ წიგნის პირველი გამოსვლიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ, ცნება „ემოციური ინტელექტი" ჩვენი ყოველდღიური ლექსიკის ნაწილად ქცეულა. დენიელ გოლმენი გვისახელებს ფაქტორებს, რომელთა გამოც ხშირად, მაღალი IQ-ის - გონებრივი ინტელექტის კოეფიციენტის - მქონე ადამიანები მარცხდებიან, ხოლო ერთობ მოკრძალებული IQ-ის მქონენი გასაოცრად მაღალ შედეგებს აღწევენ. ეს ფაქტორები - თვითშეგნება, თვითდისციპლინა და ემპათია, რომლებსაც გონების სისხარტის სხვადასხვაგვარი სახეობა ერწყმის, დაბადებისას როდი ვლინდება. თუმცა ემოციური ინტელექტი ბავშვობაში ყალიბდება, ის შეიძლება გამუდმებით ვხვეწოთ და ვაძლიეროთ მთელი ცხოვრების განმავლობაში და ეს უთუოდ, არაერთ წარმატებას მოგვიტანს ჯანსაღი ცხოვრების სტილის, ადამიანებთან ურთიერთობებისა თუ პროფესიული საქმიანობის სფეროებში.''
24.95
ემოციური ინტელექტი
ემოციური ინტელექტის შესახებ თუ სხვა არაფერი წაგიკითხავთ, გაეცანით ამ 10 ნაშრომს ექსპერტებისგან. თქვენთვის ჰარვარდ ბიზნეს რევიუს ასეული სტატიიდან ყველაზე მნიშვნელოვანი შევარჩიეთ თქვენი სოციალური და ემოციური უნარ-ჩვევების და თქვენი პროფესიული წარმატების გასაუმჯობესებლად. "HBR-ის 10 აუცილებელი საკითხავი ემოციური ინტელექტის შესახებ" დაგეხმარებათ: გააკონტროლოთ ემოცია და მართოთ განწყობილება იმოქმედოთ სხარტად და მიიღოთ ემპათიური გადაწყვეტილება მართოთ კონფლიქტი და გააწონასწოროთ ემოციები გუნდში იმოქმედოთ მოქნილად რთულ სიტუაციაში უკეთ შეიმეცნოთ საკუთარი სუსტი და ძლიერი მარეები, საჭიროებები. ღირებულებები და მიზნები განივითაროთ ემოციური სისხარტე
19.9