santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • 4 რომანი
    ავტორი: მილორად პავიჩი   წიგნში მილორად პავიჩის ოთხი რომანია შესული:   „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში“ – რომანი თავგანწირულ სიყვარულსა და სიძულვილზე, ღალატზე, ერთგულებასა და შურისძიებაზე, წარმატებასა და ბედნიერებაზე.  მთარგმნელები: ელზა და გიორგი მეტრეველები   „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“ თავისებური ლიტერატურული თამაშია – მწერალი თამაშობს სიტყვებით, ბედ-იღბლით, ლიტერატურული პერსონაჟებით, მწერლებით, მხატვრებით, მუსიკოსებით. პავიჩი ამ წიგნშიც არახაზობრივი პროზის ოსტატია, რთულიც და ერთგვარად დამაბნეველიც.  მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი.   განსხვავებულია პავიჩის 2004 წელს გამოცემული დეტექტიური რომანის – „უნიკალური ეგზემპლარის“ კომპოზიცია: წიგნს ასი დასასრული აქვს, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს, მისთვის სასურველი ვერსია აირჩიოს. შესაბამისად, ყველა, ვინც ამ წიგნს გადაშლის, უნიკალური ეგზემპლარის მფლობელი გახდება.  მთარგმნელი: სალომე ბენიძე.   თავისი მეუღლისა და შთაგონების წყაროს – იასმინა მიხაილოვიჩისადმი მიძღვნილი „სხვა სხეულის“ მთავარი პერსონაჟი ანა თავის მიჯნურთან ერთად XVIII საუკუნის ვენეციაში ცხოვრობს. ისინი ფერისმცვალებელი ქვის ბეჭდისა და ფეხიანი სასმისის ძირზე წარწერილი უცნაური გამონათქვამის საიდუმლოს გამოცნობას ცდილობენ; თითქმის სამასი წლის შემდეგ სერბი მწერალი და მისი ცოლი ლიზა კვლავ წააწყდებიან ქვის ბეჭდის, გამონათქვამისა და „ღვთისმშობლის ცრემლთა“ გამოცანა-საიდუმლოს. მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი.  
    44.95
    Windows on the World
    ავტორი:  ფრედერიკ ბეგბედერი  ეს წიგნი მოგვითხრობს ყველაზე მასშტაბური ტერაქტის შესახებ, ხსნის მის გამომწვევ მიზეზებს და საუბრობს მოსალოდნელ შედეგებზე. windows on the world – ი სიუჟეტის მიუხედავად, სულაც არ არის დრამატული და დამთრგუნველი. რომანის წაკითხვისას არაერთხელ გადაიხარხარებთ ხმამაღლა და გულიანად, თუმცა ფინალი ნებისმიერს შეძრავს.
    14.95
    ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებანი
    ავტორი: ულრიხ პლენცდორფი გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ   ულრიჰ პლენცდორფმა თავისი რომანი ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებები 1970-იანი წლების სოციალისტური გდრ-ის ახალგაზრდული სლენგით დაწერა. მისი მთავარი პერსონაჟი ედგარ ვიბოც ჩვიდმეტი წლის ახალგაზრდაა; ავტორი მას გოეთესეული ვერტერის ნაკვთებსაც ანიჭებს და, ამავდროულად, სელინჯერის ჰოლდენთან (თამაში ჭვავის ყანაში) და დეფოს რობინზონთან (რობინზონ კრუზო) პარალელებს ავლებს.   ეს ეგრეთ წოდებული „მონტაჟური რომანია“, ანუ შინაარსითა და ენობრივი სტრუქტურით ერთმანეთისგან განსხვავებული ტექსტური მონაკვეთებისაგანაა შემდგარი და მწვავე სოციალურ კრიტიკას შეიცავს. პროვინციულ გარემოში დაბადებულ-გაზრდილი ედგარი ხუთი წლის ასაკში მიატოვა მამამ. გოეთეს ახალგაზრდა ვერტერის ვნებების წაკითხვის შემდეგ ბიჭი სულ უფრო მეტ შინაგან სიახლოვეს განიცდის ამ წიგნის პერსონაჟთან და ყალბ პროვინციულ სტერეოტიპებს ემიჯნება. ყოფილი სანიმუშო მოსწავლე მასწავლებელთან შეკამათების შემდეგ სკოლასა და მშობლიურ პატარა ქალაქს ტოვებს და ბერლინში მიემგზავრება, სადაც საბავშვო ბაღის გვერდით მიტოვებულ ფარდულში დაიდებს ბინას. იქ მას საბავშვო ბაღში აღმზრდელი შარლოტე (შარლი) შეუყვარდება...
    12
    ბერტა ისლა
    ავტორი: ხავიერ მარიასი მთარგმნელი: ლანა კალანდია ხავიერ მარიასი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესპანელი ავტორია. 15 რომანის, მოთხრობების, ნოველების, ესეების, თარგმანების ავტორი მწერალი არაერთი ესპანური და საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. 2006 წელს აირჩიეს ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრად, რაც ყველაზე დიდი აღიარებაა ესპანურენოვან სამყაროში. 2021 წელს კი, როგორც უცხოელი ავტორი, კიდევ ერთი ავტორიტეტული  ორგანიზაციის – ლიტერატურის სამეფო აკადემიის (დიდი ბრიტანეთი) წევრად აირჩეს.    „ბერტა ისლა“ მარიასის  თავისთავად გამორჩეულ შემოქმედებაშიც კი სრულიად გამორჩეული ტექსტია. ეს არის ნაწარმოები ყველაფერზე, რაც ადამიანისათვის ახლობელი და მნიშვნელოვანია – სიყვარულზე, სიძულვილზე, შიშზე, გაბედულებაზე, ბედნიერებაზე, უბედურებაზე, ერთგულებაზე, ღალატზე, მოდერნული ტიპის ადამიანის დაბადებაზე დიქტატურის წიაღში... „ბერტა ისლაში“ ეს მარადიული საკითხები ერთდროულად ფილოსოფიისა და ლიტერატურის პრიზმაშია გატარებული,  რაც გასაკვირი არ არის – ხავიერ მარიასმა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანელი ფილოსოფოსის ვაჟმა, თავადაც ბრწყინვალე ფილოსოფიური და ლიტერატურული განათლება მიიღო, ეს ცოდნა კი შემდეგ მისი ლიტერატურული ნაწარმოებების მძლავრ  შენაკადად იქცა.      შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ სწორედ „ბერტა ისლას“ გამოსვლის შემდეგ გამოჩნდა მსოფლიო პრესაში ფრაზა – Nobel laureate in waiting. ლიტერატურის მოყვარულები და სპეციალისტები  მთელ მსოფლიოში თითქმის დარწმუნებული არიან, რომ ეს დღე შორს არ არის და ლიტერატურის ოლიმპოს დაპყრობამდე ათვლა დაწყებულია. თუმცა, ამავე ლიტერატურის მოყვარულებმა მარიასი უკვე დიდი ხანია, რაც ყველაზე ძვირფასი დაფნის გვირგვინით – სიყვარულით, აღტაცებითა და მკითხველისათვის დამახასიათებელი ერთგულებით შეამკეს.   
    34.95
    ფასდაკლება
    ბიძაჩემი ნაპოლეონი
    ავტორი: ირაჯ ფეზეშქზადი   სპარსულიდან თარგმნა თეა შურღაიამ. „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (1973) დღემდე ყველა თაობის ირანელის საყვარელი საკითხავია. რომანის ფრთიან გამოთქმებად ქცეულ ფრაზებს ყველა ირანელი ცნობს. წიგნის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ირანში შესვლის პერიოდში ხდება. თუმცა ძირითადი მოვლენები სხვა ფრონტზე ვითარდება – ერთ დიდ ოჯახში, რომელსაც განდიდების სენით შეპყრობილი „პატრიარქი“ მართავს. რა თქმა უნდა, ეს ისტორიაც სიყვარულით იწყება... ირაჯ ფეზეშქზადი (1927-2022) თეირანში დაიბადა. იურიდიული განათლება ირანსა და საფრანგეთში მიიღო. ერთხანს მოსამართლედაც იმუშავა. საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა მოთხრობების გამოქვეყნება დაიწყო. ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ მწერალი საფრანგეთში დარჩა, სადაც ჟურნალისტად მუშაობდა. მისი ყველაზე გამორჩეული და გახმაურებული რომანია „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ – სოციალური სატირა, რომელსაც კრიტიკოსები „თანამედროვე სპარსული ლიტერატურის შედევრს“ უწოდებენ.
    19.47 29.95
    გვამის შემგინებელი
    ავტორი : უილიამ ფოლკნერი   ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ   დეტექტიური რომანის დაწერის იდეა ფოლკნერს ბევრად უფრო ადრე გაუჩნდა, ვიდრე უშუალოდ „გვამის შემგინებელზე“ მუშაობას შეუდგებოდა; ისიც საინტერესოა, რომ ჩვენებური გაგებით ამ სერიოზული მწერლისთვის, ასეთი რამ სრულიადაც არ იყო უცხო ხილი: მას ეკუთვნის წმინდა დეტექტიური ჟანრის მოთხრობების კრებული „მხედრის გამბიტი“, ერთი ლიტერატურული პრემიაც კი ჰქონდა მიღებული „დეტექტივისტთა“ საჟურნალო კონკურსში და ჰოლივუდში რ. ჩანდლერის რომანის მიხედვით წერდა ფილმის სცენარს...    თუმცა, „გვამის შემგინებელი“ იმდენად დეტექტიური რომანი არ არის, რამდენადაც კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება მწერალს „კალამი გაექცეს“ და თავდაპირველმა ჩანაფიქრმა წერის პროცესში ტრანსფორმაცია განიცადოს: ამ ნაწარმოებში თითქოს აქცენტები გადაადგილდა და მთავარი ხაზი სხვა სიუჟეტს დაეთმო, რომლის მოვლენებიც 16 წლის ბიჭის ცნობიერებაში აირეკლება, ხოლო მკვლელობის საიდუმლოც და მისი ამოხსნაც უკვე თავისთავად კი აღარაა იმდენად მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელობას მთავარი გმირის, ჩიკ მელისონის „გამოცდის“ თვალსაზრისით იძენს. თვით ფოლკნერის სიტყვებით რომ ვთქვათ, რომანი „ჩვეულებრივი დეტექტივიდან იმის არცთუ ურიგო კვლევად იქცევა, ერთ ღამეში როგორ დაკაცდა თექვსმეტი წლის ბიჭი“.
    18.9
    გილგამეშიანი - ძველი შუამდინარული ეპოსი
    თარგმანი: ზურაბ კიკნაძე    "თითოეული ამბავი ხდება თავის ჩაკეტილ დროში, წინ არ უძღვის, ან არ მოსდევს მეორეს. შუმერულ მწერლობაში არ ყოფილა ცდა ამ ციკლების გაერთიანებისა ერთ თხრობით ნაკად. მათი მონადური არსებობა შეიძლება შევადაროთ ისევ კლასიკური შუმერის ერთმანეთისგან განცალკევებულ, თავის საზღვრებში ჩაკეტილ და დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოს, რომელთა გაერთიანებას ამაოდ ცდილობდნენ შუმერის ბელადები, ვიდრე სარგო აქადელმა თავის იმპერიაში არ მოაქცია და ერთიან ისტორიულ დროში არ ჩართო ისინი."ვ
    12.9
    გული ფრიალებს
    ავტორი: დონალ რაიანი ,გული ფრიალებს“ დონალ რაიანის პირველი წიგნია, რომელიც 2012 წელს გამოიცა. მწერალმა კრიტიკოსები გააოცა მოულოდნელი წერის მანერით და რეგისტრთა მრავალფეროვნებით. რომანმა ავტორს სხვადასხვა საერთაშორისო პრიზი მოუტანა. რომანი წარმოადგენს ერთგვარ ჯაჭვს, სადაც თითოეული რგოლი თითოეული თავია და თითოეული პერსონაჟი. სწორედ ადამიანთა ეს ერთობლიობა ცდილობს მიაწვდინოს თავისი ხმა მკითხველს.
    8.4
    დასასრულის შემდეგ
    ავტორი: ფარიბა ვაფი სერია: ინტელექტი 25 წლისაა ფარიბა ვაფი (1963), აზერბაიჯანული წარმოშობის ირანელი მწერალი ქალი, ნოველების რამდენიმე კრებულისა და რამდენიმე რომანის ავტორია.   ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი ამბობს: „ვიყო თურქი და ვწერო სპარსულად, ჩემთვის იმ სიზმარს ჰგავს, ბოლომდე რომ ვერ ახსნი და მისი რაღაც ნაწილი ხელიდან გისხლტება. როცა თურქი ვარ, ერთი ადამიანი ვარ, ხოლო როცა სპარსელი – სხვა. თუმცა იმ საფეხურამდე მივედი, რომ შემიძლია ამ ორის მორიგება. შემიძლია, სპარსულად თავრიზელ ქალზე ვწერო, თავრიზზე ვწერო, საკუთარ სიზმრებზე ვწერო...“   ფარიბა ვაფის ყურადღების საგანი ქალის შინაგანი სამყაროა, რომლის შეცნობის პროცესი მწერლისთვის ზოგადად ადამიანური ურთიერთობების გაანალიზების მცდელობად იქცევა. ცალკეულ ინდივიდებს შორის დარღვეული კავშირების კვლევას კი მრავალი სუბიექტურ-ობიექტური სირთულისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოუწყობლობის ჩვენებამდე მივყავართ. ფარიბა ვაფის საინტერესო სამწერლო მანერა გამოარჩევს – ქალის ფსიქიკის უღრმეს შრეებში „შეტყუებული“ და გამყოლისგან მიტოვებული მკითხველი ხშირად ამოუხსნელი კითხვების წინაშე რჩება.   „დასასრულის შემდეგ“ 2014 წელს გამოიცა ირანში. მისი ქართული თარგმანი ამ რომანის პირველი თარგმანია უცხო ენაზე.   სპარსულიდან თარგმნა მზია ბურჯანაძემ
    22.95
    დიდი დაცემა
    ავტორი: პეტერ ჰანდკე     ნობელიანტი ავსტრიელი მწერლის, პეტერ ჰანდკეს ვრცელი მოთხრობა „დიდი დაცემა“ გამომცემლობა Suhrkamp-მა 2011 წელს გამოსცა.   „დღე, რომელიც დიდი დაცემით დასრულდა, ავდრიანი დილით დაიწყო. კაცი კი, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ, ძლიერმა ჭექა-ქუხილმა გამოაღვიძა,“ – ასე იწყებს ამბის თხრობას ავტორი, რომლის გმირი, მარტოსული და ცივილიზაციას განრიდებული ყოფილი მსახიობი, მრავალწლიანი პროფესიული კრიზისისა და განმარტოების შემდეგ, ამოკით შეპყრობილის როლის შესრულებას თანხმდება და ერთ ავდრიან დილით კვლავ დიდი ქალაქის ხმაურიანი ცენტრისკენ მიმავალ გზას დაადგება... ამ დღის ბოლოს საყვარელ ქალთან შეხვედრასა და საზეიმო ღონისძიებაზე დასწრებას აპირებს, სადაც მას საპატიო ჯილდო უნდა გადასცენ.   ...არც ერთი ხდება და არც მეორე: „ნაცვლად ამისა – დიდი დაცემა“. სწორედ ამ ფრაზით ასრულებს პეტერ ჰანდკე თავისი გმირის ერთდღიანი თავგადასავლის თხრობას, რომელიც მკითხველს უამრავ მოულოდნელობასა და მძაფრ განცდას ჰპირდება, ბევრ საფიქრალს უჩენს და მორიგ თავსატეხსაც, როგორც ეს ჰანდკეს ზოგადად სჩვევია: რაზე მიანიშნებს ავტორი სათაურით „დიდი დაცემა“? ქრისტიანულ-მეტაფიზიკურ კონტექსტზე თუ ალბერ კამიუს „დაცემაზე“? ან, იქნებ, ამერიკულ GREAT FALLS-ზე, რომელიც ამ ნაწარმოების შექმნის ადგილად სახელდება.   გერმაულიდან თარგმნა მზია გალდავაძემ
    19.95
    დღე, რომელსაც ვზეიმობთ
    ავტორი: ო'ჰენრი მტარგმნელი: მაია ცერცვაძე კრებული ო' ჰენრის სიკეთითა და იუმორით სავსე 16 ნოველას აერთიანებს/. წიგნში წაიკითხავთ, როგორ შეიძლება გაქრეს ქალაქში შეძენილი თავდაჭერილობა და დახვეწილობა მშობლიურ ფერმაში დაბრუნებისას და ამის გამო როგორ ელის გაურანდავ სოფლის ბიჭად ქცეული კაცი უზადო ცოლისაგან გაკიცხვას. როგორ შეიცვვალა მაიორის ცხოვრება მას შემდეგ, რაც მისი მომაბეზრებლად მაღალფარდოვანი თავაზიანობა და საუბარი სცენაზე გარდასახა ახალგაზრდა მსახიობმა; შეიტყობთ იმ უცნაური ქალის გეგმის შესახებ, თაყვანისმცემელი რომ არასდროს ყოლია.  
    14.95
    ვეფხისტყაოსანი (საკოლექციო)
    შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემის გამორჩეული საკოლექციო გამოცემა პალიტრა L- ის საკოლექციო გამოცემების სერიის ფარგლებში გამოიცა. ტექსტი შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. შინაარსის მხრივ, ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით.
    14.95
    ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი
    ავტორი: მაია ენჯელოუ სერია: აკრძალული წიგნების თარო ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა   ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი ცნობილი ამერიკელი პოეტის, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომანია. წიგნი იწყება სამი წლის მაიასა და მისი ძმის ჩასვლით სტემპსში, არკანზასის შტატის პატარა ქალაქში, სადაც მათი ბებია ცხოვრობდა და აღწერს პოეტის ცხოვრებას თექვსმეტ წლამდე, როდესაც ენჯელოუ დედა ხდება.   ნაწარმოები მოგვითხრობს, თუ როგორ იპოვა საკუთარი თავი და ადგილი ავტორმა, რომელიც ერთდროულად იმდროინდელი ამერიკული საზოგადოების სამ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა – იყო „შავკანიანი, ღარიბი და ქალი, თანაც ულამაზო ქალი“. უჩვეულო გულწრფელობითა და დიდი ოსტატობით დაწერილი რომანი ორი წლის განმავლობაში იყო ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერების სიის სათავეში, თუმცა რასიზმის, არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და სექსუალურობის თემების წინ წამოწევის გამო დღემდე შედის იმ წიგნების ხუთეულში, რომლებიც ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში ყველაზე ხშირად იკრძალებოდა.    
    19.95
    ვოროშილოვგრადი
    ავტორი: სერგეი ჟადანი მთარგმნელი: ზურაბ ქუთათელაძე გამომცემლობა ინტელექტი სერგეი ჟადანის რომანი „ვოროშილოვგრადი“ ბესტსელერად იქცა გამოცემისთანავე და იმავე წელს გახდა BBC-ის უკრაინული კონკურსის გამარჯვებული. რომანი თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, პოლონურ და რუსულ ენებზე.   რომანის მთავარი გმირი – გერმანი, ერთ დღეს იგებს, რომ უგზო-უკვლოდ დაიკარგა მისი უფროსი ძმა და მიემგზავრება დონბასში – თავის მშობლიურ ქალაქში, რომელიც სიმინდის ყანებითაა გარშემორტყმული და დასახლებულია მეგაზეებით, ბოშებითა და კონტრაბანდისტებით. გერმანის ცხოვრება მთლიანად იცვლება, მას, ნებით თუ უნებლიეთ, ჩაითრევენ მაფიოზური საქმის გარჩევებში, ჩახლართულ ურთიერთობებსა და ფანტასტიკურ ხეტიალში – რეალურსა თუ სიზმრისეულში. ქორწილები, დაკრძალვები, სხვადასხვა რიტუალი და ადათ-წესი, მითებით შეკაზმული წარსულისა და აწმყოს აბსურდები, მატერიალური და მისტიკური სამყაროების სიახლოვე – აი, ეს არის „ვოროშილოვგრადი“, რომელიც ამქვეყნად ყველას თავისი აქვს.
    18
    იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში / ფარდა: პუაროს უკანასკნელი საქმე
    ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე "ერკიულ პუაროს პირველი და უკანასკნელი საქმე. იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში. აგათა კრისტის პირველი წიგნია ერკიულ პუაროს, კაპიტან ართურ ჰასტინგსისა და ინსპექტორ ჯეპის შესახებ. გაზეთი The Times 1921 წლის 3 თებერვალს წერდა: ”ამბობენ, ავტორმა სანაძლეო დადო, რომ ისეთ დეტექტიურ ამბავს გამოიგონებდა, მკითხველი ბოლო გვერდამდე ვერ მიხვდებოდა, ვინ იქნებოდა მკვლელი. მკითხველმა უნდა აღიაროს, რომ აგათა კრისტიმ ნაძლევი მოიგო“. ფარდა: პუაროს უკანასკნელი საქმე. ლეგენდარული ბელგიელი მაძებრის, ერკიულ პუაროს ტრიუმფალური კარიერის საბოლოო წერტილია. პატარა ბელგიელმა პირველი საქმე მრავალი წლის წინათ სთაილზში გამოიძია და სთაილზშივე გახსნა უკანასკნელიც. ართრიტით გატანჯულმა, როცა იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენოდა, იპოვა იდეალური მკვლელი _ მისტერ იქსი."
    15.95
    მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა
    ავტორი: ბოჰუმილ ჰრაბალი მთარგმნელი:  სულხან მუხიგულაშვილი სერია:  დიოგენეს ბიბლიოთეკა   პატარა ადამიანი და მისი უკიდეგანო სამყარო, რეალობის კომიკურობა და უკიდურესი ტრაგიზმი - ეს დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914 - 1997) საყვარელი თემებია, რომლებსაც ავტორი ამ პატარა, მაგრამ მის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანეს რომანში კიდევ ერთხელ უბრუნდება. ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა, რომელიც თავის Love-story-ს ჰყვება, თუმცა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ მთავარი გმირის გამორჩევა რთულია: ყველა პერსონაჟი - მზეთუნახავი მანჩინკა, ბოშა ქალები, ახალგაზრდა მუშები ფერად-ფერადი ხელთათმანებით თუ ჰანტას რკინიგზელი ბიძა, რომელიც ხეხილის ბაღში ვაგონეტზე შემომდგარა - მწერლისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.
    12.95
    მოკლე წერილი, ხანგრძლივი დამშვიდობება
    „როგორც იქნა, ეს დღეც დადგა!" – ასეთი იყო ელფრიდე იელინეკის რეაქცია, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2019 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში პეტერ ჰანდკეს მიენიჭა.   ჰანდკე დამკვირვებელია და არა – ჩასაფრებული მოთვალთვალე, იგი აღმწერია და არა – შემფასებელი: შეუდარებლად თვალმახვილი დამკვირვებელი და გასაოცრად სიტყვამახვილი აღმწერი. თავადვე ამბობს, რომ ნამდვილი ხელოვანის ნაწარმოებში ადამიანმა უნდა შეძლოს ცხოვრების მდინარების შეცნობა, ამგვარი ნაწარმოების შექმნას კი მხოლოდ მაშინ მოახერხებს, თუ სიცოცხლეში, სამჯერ-ოთხჯერ მაინც, თავად გაივლის მეტამორფოზას, და ამ, ზოგჯერ ძალიან მტკივნეულ განსაცდელს გაუმკლავდება.   ჰანდკეს ვრცელი მოთხრობის „მოკლე წერილი, ხანგრძლივი დამშვიდობება“ მთავარი გმირი მაძიებელია, რომელსაც სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნება სურს, რადგან სასურველი ჭეშმარიტებები მისთვის დაფარულია. ის გარბის ავსტრიიდან, თავისი ტრავმირებული ბავშვობიდან, დედის თვითმკვლელობით გაჩენილი უზარმაზარი და აუტანელი სიცარიელიდან და იწყება თავგადასავლებით სავსე ამერიკული მოგზაურობა, რომელიც სინამდვილეში საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობა და იმავდროულად საკუთარი თავის გამალებული ძიებაა. მთხრობლის მიერ აღწერილი ყველა ეპიზოდის უკან – როგორც კულისებს მიღმა – სრულიად სხვა, უფრო ღრმად ეგზისტენციალური პრობლემები იმალება და ბევრი დეტალი აშკარად მიგვანიშნებს ცალკეულ მომენტებზე მწერლის ავტობიოგრაფიიდან.   გერმანულიდან თარგმნა მზია გალდავაძემ
    18.95
    ფასდაკლება
    მტრის ხატის შექმნა
    ავტორი: უმბერტო ეკო     იტალიურიდან თარგმნეს ხათუნა ცხადაძემ, დარეჯან კიკოლიაშვილმა და ნათია ბერიშვილმა. თქვენ წინაშეა უმბერტო ეკოს (1932-2016) ესეების კრებული „მტრის ხატის შექმნა და სხვა შემთხვევითი ტექსტები“. შემთხვევითი იმიტომ, რომ კრებულში შესული ესეების უმეტესობა დაწერილია შეკვეთით, როგორც ჟურნალების თემატური ნომრებისთვის, ასევე სხვადასხვა კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე. ასე რომ, სხვადასხვა თემას სხვადასხვა შემთხვევა განსაზღვრავდა: რატომ იქმნიან ადამიანები დღემდე მტრის ხატს? როდის უჩნდება ადამიანის ემბრიონს სული? როგორ აისახება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი დიპლომატიურ სამსახურზე?.. უსაზღვრო ერუდიცია ხელს არ უშლის ავტორს, ამა თუ იმ თემაზე მსუბუქი ტონით ისაუბროს, ანუ თავადაც იხალისოს და მკითხველიც გაართოს.
    11.02 16.95
    ფასდაკლება
    მუსიკა ქარში
    ავტორი:რეზო ჭეიშვილი      ჩემი ჭკუით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული წიგნი ბოლო ას წელიწადში. ჩემთვის, ისევ და ისევ, თორემ სხვისთვის რა ვიცი. ამ წიგნის ტონი სრულიად უცხოა ჩვენებური წიგნებისთვის. ომის და ომისშემდგომი ქუთაისი. სიმინდი, ბაბუა, ლეკის ბიჭი, პორფილი, დაუმთავრებელი სახლი. ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს. ასეთი ქუთაისი კარგა ხანს მმართავდა. სულ არ გავდა იმას, რასაც თვალს მოვკრავდი ხოლმე. იქ რომ მოვხვდებოდი, აუცილებლად გადავხტებოდი ხოლმე ამ წიგნში და ვადარებდი. ეგეთი ქვეყანაა საქართველო. გააკეთებ ასეთ რაღაცას და არის ეს რაღაცა ჩუმად, ვითომ ასეთი წესია... აკა მორჩილაძე
    12.97 19.95
    ნაპოვნი დრო
    ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა.   მარსელ პრუსტის შედევრმა „დაკარგული დროის ძიებაში“, რომელიც 3000-ზე მეტ გვერდს მოიცავს და 7 ტომადაა დაყოფილი, შეცვალა არა მხოლოდ ფრანგული, არამედ მსოფლიო ლიტერატურა.    პრუსტი ძირეულად ცვლის რომანის სტრუქტურისა და სიუჟეტის ტრადიციული ქარგას: მოგვითხრობს სპონტანურ მოგონებათა, ასოციაციათა, ქვეცნობიერ მინიშნებათა კვალდაკვალ; მოვლენათა გადმოცემისას არ იცავს დროულ თანმიმდევრობას. მკითხველი პრუსტისეულ უდროო დროში ვარდება: წარსულის ფრაგმენტსა და დღევანდელ შეგრძნებას გამოჰყავს დროის ბრუნვიდან. დრო დამარცხებულია ამ რომანში, დრო ხელახლაა ნაპოვნი.    მთხრობელს (პრუსტსაც), რომელსაც წერა სურს, ყურადღება გაფანტული აქვს ამქვეყნიური ამაოებით, ზეპურ საზოგადოებაში ტრიალით, ფუქსავატობით და ამ მდგომარეობაში მყოფი გადაქანცულია უამრავი ძიებით. თვალნათლივ ხედავს, რომ არანაირი ლიტერატურული ნიჭი არ გააჩნია, რომ ვერაფერს დაწერს, რადგან ის თვისებანი, რაც მწერალს უნდა ჰქონდეს, მხოლოდ დროდადრო აქვს. გადაწყვეტს, ხელი აიღოს მწერლად გახდომის განზრახვაზე. თუმცა გერმანტების წვეულებაზე მისული ეზოში ფეხს წამოჰკრავს ცუდად დაგებულ ფილაქანს და წამსვე სენ-მარკის ეკლესიის ეზო ახსენდება ვენეციაში, სადაც სწორედ ამგვარად წაბორძიკდა. ლაქიას ჩაი მოაქვს და კოვზი გაწკარუნდება ლამბაქზე, რაც შუა მინდორში გაჩერებული მატარებლის შეკეთების ხმაურს აგონებს, როდესაც საყვარელ ბებიასთან ერთად მგზავრობდა. ბიბლიოთეკაში ფორთოხლის წვენს მოართმევენ და ხელსახოცი სწორედ ისევეა გახამებული, როგორც ბალბეკში პირველად ჩასვლისას დახვდა. ეს სამი ნიშანი იდუმალი კავშირია წარსულსა და აწმყოს შორის. და ის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას იღებს – ჩაიკეტება, წერას დაიწყებს და კვლავ იპოვის დაკარგულ დროს. სასწორის ერთ მხარეს წერა იდება, მეორეზე – სხვა ყველაფერი. წერით უმაქნისი, უბედური, ამაო სიცოცხლე ქმედით, ბედნიერ სიცოცხლედ იქცევა. 
    24.95
    ოქროს ქვიშა
    არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ   ოქროს ქვიშა ცნობილი თანამედროვე ლიბიელი მწერლის, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, იბრაჰიმ ალ-ქუნის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად მიიჩნევა. რომანის მთავარი გმირი – ტუარეგი ბედუინი უხაიადი მკითხველს თავისი ცხოვრების ისტორიით საოცრად თვალსაჩინოდ უსურათებს უდაბნოს დღემდე უცვლელ ცხოვრების წესს და მორალურ კოდექსს, სიცოცხლისა და სიკვდილის კანონზომიერებას და ფილოსოფიას, კლასიკური სუფიზმის დოქტრინას დღევანდელობაში.
    12
    რუსული დღიური ჯონ სტაინბეკი
    ინგლისურიდან თარგმნა თამარ სუბელიანმა   ჯონ სტაინბეკმა, 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ამერიკელმა მწერალმა, ცივი ომის პერიოდში იმოგზაურა საბჭოთა კავშირში ცნობილ ამერიკელ ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად.   სტაინბეკმა და კაპამ 1947 წელს ორი თვე დაჰყვეს საბჭოთა კავშირში და მოინახულეს მოსკოვი, სტალინგრადი, კიევი, უკრაინის რამდენიმე სოფელი და საქართველოს ქალაქები.„რუსული დღიური“ ამ მოგზაურობას აღწერს. მწერალი გულახდილად მოგვითხრობს თავის შთაბეჭდილებებსა და იმ მიზანზე, რომელიც მოგზაურობას საფუძვლად დაედო. იმხანად, იმის მიუხედავად, რომ ამერიკული ჟურნალ-გაზეთები ბევრს წერდნენ საბჭოთა კავშირზე, თურმე ამერიკელ მკითხველს არავინ უყვებოდა საბჭოთა კავშირის მოქალაქეების ყოველდღიურ ამბებს და არც მათი ცხოვრების ამსახველი ფოტოები იბეჭდებოდა სადმე.   სტაინბეკსა და კაპას სურდათ ამერიკელებისთვის ეჩვენებინათ, როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში უბრალო ადამიანები – რას ჭამდნენ, როგორ ეცვათ, როგორ ერთობოდნენ, როგორ კვდებოდნენ, რაზე ლაპარაკობდნენ...
    14.6
    საბრალონი
    ავტორი: ვიქტორ ჰიუგო თარგმანი: ივანე მაჭავარიანი სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
    27.95
    საიდუმლო კუნძული
    ავტორი: ჟიულ ვერნი   სინამდვილეში, მას არასოდეს უმოგზაურია, თუმცა მილიონობით მკითხველს სამყარო წიგნივით გადაუშალა და ფანტასტიკური მოგზაურობისა და თავგადასავლების დაუვიწყარი ეპიზოდები შესთავაზა. ეს ჟიულ ვერნია - სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის ფუძემდებელი და სათავგადასავლო რომანების ავტორი. ჟიულ ვერნი მისი მთავარი წიგნებით დაუვიწყარ მოგზაურობას, თავგადასავლებსა და შთაბეჭდილებებს გპირდებათ. დაემგზავრეთ კაპიტან ნემოსა და პროფესორ არონაკსს წყალქვეშა უკიდეგანო სამყაროსკენ - იქ საოცარი აღმოჩენები გელოდებათ; ინჟინერ სმიტს კი უკაცრიელ, საიდუმლო კუნძულზე გაჰყევით; რობერტ და მერი გრანტები მამას - კაპიტან  გრანტს ეძებენ... გაიგეთ, სად ჩაუშვებენ ღუზას და იპოვიან თუ არა მამას; ჩრდილოეთი პოლუსი ახლოს მოგეჩვენებათ, თუ შეუპოვარი და გაბედული კაპიტან ჯონ ჰატერასის საოცარ თავგადასავალს გაეცნობით; ამის მერე კი აღარც აფრიკის სანაპიროებისკენ „პილიგრიმით” მგზავრობის შეგეშინდებათ, თუნდაც გემს თხუთმეტი წლის კაპიტანი მართავდეს. რაც მთავარია, თითოეული “მგზავრობისას” ფათერაკები და მოულოდნელობები ჩვეულებრივი ამბავია, უჩვეულო და წარმოუდგენელი სიტუაციები კი ის თილისმა, რომელიც მკითხველს ჟიულ ვერნისეული ლიტერატურის მოყვარულად აქცევს.
    17.95