santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ომისდროინდელი სიცრუეები
    ავტორი: ლუის ბეგლი ბავშვების ნაამბობს, რომლებიც საშინელ დევნასა და სისასტიკეს გადაურჩნენ, უდიდესი ძალა აქვს. მათ სიტყვებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია – ფაქტები თავად მეტყველებენ ყველაფერზე. ასეთია პატარა მაცეკის ამბავიც ლუის ბეგლის შესანიშნავ რომანში „ომისდროინდელი სიცრუეები“. ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში მცხოვრები ებრაელი ბიჭის ნაძალადევი ღიმილის უკან ბევრი რამ იმალება – საკუთარი დაუმარცხებლობის რწმენით შეპყრობილი გერმანელი ოფიცრები, ვარშავის გეტოს დაბომბვის საშინელი სურათი, უკრაინელ სადამსჯელო რაზმელთა სისასტიკე... მაგრამ მაცეკი თავის ისტორიას მაშინ გვიყვება, როცა უკვე ზრდასრული მამაკაცია, რომელიც მრავალი წელი ცდილობდა ბავშვობის დავიწყებას, ახლა კი თვალს გაუსწორებს იმ სულიერ იარებს, არასდროს რომ არ მოუშუშდება. მისი თავშესაფარი და ნუგეში კლასიკური ლიტერატურაა – „ენეიდა“ და დანტეს „ღვთაებრივი კომედია“, მისი „ჯოჯოხეთი“. წაკითხულს მაცეკი მახვილგონივრულ, მაგრამ სარკასტულ ინტერპრეტაციას უძებნის – მისთვის დანტეს ვერგილიუსი „ტექნიკური კვალიფიკაციის მქონე ებრაელს ჰგავს, რაიხისთვის აუცილებლად საჭიროს“ და მაინც, ის გამუდმებით იტანჯება, რადგან „კაცს, რომელსაც სევდიანი თვალები აქვს, სჯერა, რომ რაღაც სამუდამოდ შეიცვალა მასში ისე, როგორც ნაცემ ძაღლში, და ღმერთები ამას ვერ განკურნავენ“.
    9.95
    ომს არ აქვს ქალის სახე
    ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩის   რუსულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ   ომს არ აქვს ქალი სახე სვეტლანა ალექსიევიჩის პირველი წიგნია. ავტორი რამდენიმე წლის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომგამოვლილ ასობით ქალს გაესაუბრა და XX საუკუნის ამ უდიდესი ტრაგედიის მომსწრეთა ცოცხალი მონათხრობი დაგვიტოვა.   ჩვენ წინაშე იშლება ვეტერან მამაკაცთა ხედვისაგან სრულიად განსხვავებული, საბჭოური პათოსისაგან თავისუფალი, შეულამაზებელი სურათები ქალის თვალით დანახული და უფაქიზეს დეტალებში განცდილი ომისა, სადაც ყველაფერია – სულმდაბლობაც, ჭუჭყიც, მაგრამ დიდი ჭეშმარიტი გმირობაც და სისხლითა და ცრემლით გამოსყიდული გამარჯვებაც, რომელსაც საუკუნეები ვერ წაშლის. წიგნში შეგროვებული მასალები ომზე საბჭოური ლიტერტურის კლიშეებს ვერ ერგებოდა, ამიტომაც 1983 წელს დაწერილი წიგნი 1985 წელს კუპიურებით გამოიცა, სრული სახით კი მხოლოდ ბოლო წლების გამოცემებში შევიდა.
    18
    ორ სიყვარულს შორის
    ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე  
    14.95
    ორი მამაკაცი ბრიუსელიდან
    „ორი მამაკაცი ბრიუსელიდან“ ერიკ-ემანუელ შმიტის ნოველათა წინა კრებულების ღირსეული გამგრძელებელია. ამ წიგნში თავმოყრილ ხუთ ნოველაში მწერალი მისთვის ჩვეული სიფაქიზით ძერწავს პერსონაჟებს: ორი უცნობი მამაკაცის მზრუნველობითა და ყურადღებით განებივრებულ ქალს, რომლისთვისაც ცხოვრება ხშირად დამთრგუნველი და უფერულია; პროვინციელ ექიმს, რომლის სიცოცხლე აზრს კარგავს მისი მხსნელი ძაღლის სიკვდილის დღეს; მამაკაცს, რომელიც ახალშერთულ ცოლს მუდმივად მოუწოდებს თავისი ყოფილი, გარდაცვლილი ქმრის მეტი დაფასებისა და პატივისცემისკენ; მოსიყვარულე და მზრუნველ დედას, რომელიც მოულოდნელად შვილს შეიძულებს; წყვილს, რომლის ბედნიერება მკვლელობაზეა დაფუძნებული. მოკლედ, ეს გახლავთ ვარიაციები ერთ მარადიულ თემაზე – სიყვარულზე.
    14.9
    ორი ქალაქის ამბავი
    ავტორი: ჩარლს დიკენსი მთარგმნელი: ლელა დუმბაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
    29.9
    ორი ციხე-კოშკი - ბეჭდების მბრძანებელი #2
    ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი სერია: პორტალი მთარგმნელი: ნიკა სამუშია საძმო დაიმალა. ზოგი უძველეს ბოროტებასთან, საურონთან, უიმედო ომისთვის ემზადება, ზოგი მოღალატე ჯადოსან სარუმანს უნდა დაუპირისპირდეს. წყეული ძალაუფლების ბეჭდის წაღება მორდორში, საურონის ბნელ სამფლობელოში, ფროდოსა და სემს მარტო მოუწევთ. მათი მეგზური იქმნება მატყუარა და ბეჭდის წამწყმედ ძალას დამონებული გოლლუმი, რომელიც ბეჭდის დაბრინების სურვილითაა შეპყრობილი. ასე გრძელდება ბრწყინვალე თავგადასავალი, რომელიც ,, ბეჭდის საძმოში" დაიწყო და სულის შემძვრელად დასრულდება ,, მეფის დაბრუნებაში".
    25
    ორლანდო
    ავტორი: ვირჯინია ვულფი მთარგმნელი: ლელა დუმბაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
    19.9
    ორმოცდაათი ელფერით მუქი
    ავტორი: ე.ლ. ჯეიმზი   „ორმოცდაათი ელფერით მუქი“ ბრიტანელი მწერალი ქალის ე. ლ. ჯეიმზის (ნამდვილი სახელი და გვარია ერიკა მიჩელი) ეროტიკული ტრილოგიის მეორე წიგნია. ტრილოგია მოგვითხრობს ახალგაზრდა მილიარდერ კრისტიან გრეისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ანასტასია სტილის ყოვლის წამლეკავ ვნებასა და რთულ ურთიერთობებზე, რომელიც დიდ სიყვარულად უნდა იქცეს…
    19.9
    ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება
    ავტორი: ჯუნოუ დიაზი მთარგმნელი:თამარ ჯაფარიძე სერია: ლიტერე ინვენტე   გაინტერესებთ, როგორია თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი გმირი? მაშინ გაიცანით ოსკარ უაო – კომპიუტერული თამაშების ფანი, გულკეთილი, ჩაკეტილი და ყველასგან გარიყული, ზრდასრულობის მიჯნაზე მყოფი მეტისმეტად ჭარბწონიანი დომენიკელი ემიგრანტი. ფენტეზის, კომიქსებითა და როლური თამაშებით გატაცებული ოსკარი პრაქტიკულად ოთხ კედელშია გამოკეტილი და ებრძვის უამრავ კომპლექსს, ოცნებობს დიდი სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის დაწერაზე და ეშინია, არ წავიდეს ამ ქვეყნიდან უსიყვარულოდ.  
    17.95
    ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი
    ავტორი: ერიკ-ემანუელ შმიტი ეს არის ათი წლის ბიჭუნას ღმერთისადმი მიწერილი წერილები, რომლებიც დედა-როზამ ანუ ვარდისფერმა ქალბატონმა აღმოაჩინა. ის ხშირად სტუმრობდა ბიჭუნას ბავშვთა საავადმყოფოში. წერილები ოსკარის ცხოვრების თორმეტ პოეზიით აღსავსე და იუმორით გაჟღენთილ დღეზე მოგვითხრობს, მხიარული და უცნაური პერსონაჟებით დასახლებულ თორმეტდღიან სამყაროზე.   ეს თორმეტი დღე ბიჭუნასთვის შესაძლოა სიცოცხლის ბოლო თორმეტი დღე აღმოჩნდეს, რომელიც ბებერი, კეთილი, მოსიყვარულე, ტყუილების გუდა დედა-როზას წყალობით მარადისობად იქცევა.
    7.9
    ოსტატი და მარგარიტა
    ავტორი: მიხეილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" მსოფ.ლიტერატურის ისტორიაშია ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომლის არსის ამოხსნაზე დღემდე მსჯელობენ და კამათობენ კრიტიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები. ამ ნაწარმოებში ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვნის მისთვის საინტერესოს: სახელწოდება იმთავითვე გვაუწყებს, რომ ხელოვნების რაობაზე დაფიქრება და ამაღლებულ სიყვარულთან ზიარება მოგვიწევს; თქვენ წინაშეა მარადიული წიგნი მარადიულ საკითხზე.
    16.95
    ოსტატი და მარგარიტა
    ავტორი: მიხაილ ბულგაკოვი   მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი ცნობილი რუსი მწერალი, სატირიკოსი, დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი მიხაილ ბულგაკოვი (1891-1940) უკრაინაში, ქალაქ კიევში დაიბადა. 1921 წლიდან ის მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას შეუდგა. 1928 ან 29 წელს დაიწყო მუშაობა რომანზე, რომელსაც „რომანი სატანაზე“ უწოდა. ეს იყო სატირული ფანტასმაგორია შიგ ჩართული ნოველით ქრისტესა და პილატეზე. ბულგაკოვმა დაუმთავრებელი რომანი მალევე დაწვა, თუმცა მოგვიანებით ისევ მიუბრუნდა და ფაბულა შეცვალა. ნაწარმოებში ჯერ მარგარიტა გამოჩნდა, შემდეგ – ოსტატიც, 1937 წელს კი სახელწოდებაც გაჩნდა – „ოსტატი და მარგარიტა“. „ოსტატი და მარგარიტა“ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომელიც სამი მთავარი სიუჟეტური ხაზის გარშემო ვითარდება. ერთია თავად ოსტატისა და მარგარიტას ხაზი, მეორე – „წიგნი წიგნში“ – ახალი აღთქმის მოტივებზე მოთხრობილი ამბავი პილატესა და იეშუას ურთიერთობაზე; ხოლო მესამე – ეშმაკი ვოლანდისა და მისი უცნაური ამალის თავგადასავალი 20-30-იანი წლების საბჭოთა მოსკოვში. მწერალი სიცოცხლის ბოლო წუთამდე მუშაობდა თავისი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებზე. მძიმე სენით შეპყრობილი მეუღლეს ჰკარნახობდა, სად რა, როგორ უნდა ჩაესწორებინა. ბულგაკოვი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერლის ოცნება, „ოსტატი და მარგარიტა“ დაბეჭდილიყო, მისი გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ, 1966 წელს ასრულდა.
    20.9
    ოსტენდელი მეოცნებე
    ავტორი: ერიკ ემანუელ შმიტი სერია: იკითხე კლასიკა თარგმანი: მერაბ ფიფია კრებულის „ოსტენდელი მეოცნებე“ მთავარი გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათი ყოველდღიურობის მიღმა უფრო მნიშვნელოვანი რამ იმალება. ხუთივე ნოველაში მწერალი თავის საყვარელ ხერხს ყალბ ფინალს მიმართავს. ეს კი წრიულად განლაგებული სარკეებივით ატყუებს მკითხველს, რომელიც თავს იტეხს, პრინცთან რომანი შინაბერა ემა ვან ა.ის („ოსტენდელი მეოცნებე“) გამონაგონია თუ ძლიერი ქალის წარსული, სანამ თავად მწერალი არ მიიყვანს სიმართლემდე. აი, ასეთი ლაბირინთის შესანიშნავი ნიმუშია ნოველების კრებული „ოსტენდელი მეოცნებე“, სადაც ერიკემანუელ შმიტი ბრწყინვალე, დახვეწილ და მოულოდნელ სიუჟეტურ სვლებს გვთავაზობს.
    11.95
    ოქროს გალია
    ავტორი: შირინ ებადი კატეგორია: ნობელის პრემიის ლაურეატები   ინგლისურიდან თარგმნა სალომე ბენიძემ   შირინ ებადის ოქროს გალია 2011 წელს გამოვიდა. წიგნში ავტორის ბავშვობის მეგობრების, სამი ძმისა და ერთი დის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს. ეს არის ამბავი ოჯახისა, რომელიც პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა გაანადგურა. სამი ძმა: შაჰის გენერალი, კომუნისტი და ჰომეინის მომხრე, ისე გათიშა აზრთა სხვადასხვაობამ, რომ ურთიერთობის შენარჩუნება ვერც საერთო სისხლმა და სახლმა მოახერხა და ვერც ერთადერთმა დამ.   შირინ ებადის წიგნი ადამიანებზეა, ადამიანებზე, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ, მსხვერპლად ეწირებიან რეჟიმს, პოლიტიკას, ერთეულთა ინტერესებს; ოჯახებზეა, რომელთაც ჭერი თავზე ენგრევათ და ნანგრევებში მოყოლილებს მშველელი არ ჰყავთ. იმაზე, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში არა რომელიმე პოლიტიკოსი ან სულიერი ლიდერი, არამედ დედმამიშვილები და მეგობრები გაგვახსენდება, ისინი კი, შეიძლება, ჩვენივე დამსახურებით, ჩვენ გვერდით არ აღმოჩნდნენ.
    17.6
    ოქროს გალია
    ავტორი: შირინ ებადი სერი: აკრძალული წიგნების თარო   შირინ ებადის „ოქროს გალია“ 2011 წელს გამოიცა. წიგნში ავტორის ბავშვობის მეგობრების, სამი ძმისა და ერთი დის ამბავია მოთხრობილი, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს. რომანი გვიყვება ოჯახზე, რომელიც პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა გაანადგურა. სამი ძმა: შაჰის გენერალი, კომუნისტი და ხომეინის მომხრე ისე გათიშა აზრთა სხვადასხვაობამ, რომ ურთიერთობის შენარჩუნება ვერც საერთო სისხლმა და სახლმა მოახერხა და ვერც ერთადერთმა დამ.   შირინ ებადის წიგნი ადამიანებზეა, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ მსხვერპლად ეწირებიან რეჟიმს, პოლიტიკას, ერთეულთა ინტერესებს; ოჯახებზეა, რომელთაც ჭერი თავზე ენგრევათ და ნანგრევებში მოყოლილებს მშველელი არ ჰყავთ. იმაზე, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში არა რომელიმე პოლიტიკოსი ან სულიერი ლიდერი, არამედ დედმამიშვილები და მეგობრები გაგვახსენდება, ისინი კი, შეიძლება, ჩვენივე დამსახურებით, ჩვენ გვერდით არ აღმოჩნდნენ.   შირინ ებადიმ, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველმა, ყოფილმა მოსამართლემ და ადამიანის უფლებათა ცენტრის დამფუძნებელმა, მთელი სიცოცხლე ირანში ქალებისა და უმცირესობათა დაცვას მიუძღვნა. იგი გახდა პირველი ირანელი ქალი, რომელიც ნობელის პრემიით (2003 წ.) დაჯილდოვდა. თუმცა მოგვიანებით (2009 წ.) ირანის მთავრობამ მას ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი ჩამოართვა. ებადის მედალი და დიპლომი სხვა პირად ნივთებთან ერთად საბანკო შემნახველი ყუთიდან ამოიღეს. მოგვიანებით ებადის ქმარი ცოლის ღალატისთვის დააპატიმრეს და ჩაქოლვით სიკვდილი მიუსაჯეს. შემდეგ კი შირინ ებადის, დასავლეთის აგენტად გამოცხადების სანაცვლოდ, თავისუფლება შესთავაზეს. ებადი ქმარს დაშორდა და ემიგრაციაში წავიდა, მოგვიანებით კი თქვა: „ის, რომ სამშობლოსგან შორს ვარ, არ ნიშნავს, რომ ციხეში წასვლის მეშინია. თუკი ირანის ციხეში ვიჯდები, უსარგებლო ვიქნები ჩემი ხალხისთვის... აქ კი შემიძლია, რომ ჩემი ხალხის ხმა ვიყო და მთელ მსოფლიოს მოვუყვე, რა ხდება ჩემს ქვეყანაში“.   ინგლისურიდან თარგმნა სალომე ბენიძემ
    19.95
    ოქროს სახლი
    მთარგმნელი: სალომე ბენიძე სამშობლოდან გადახვეწილი სალმან რუშდი ასევე სამშობლოდან გადახვეწილი კაცის ამბავს გვიყვება. წარსულისგან გაქცეული ნერო გოლდენი, ვაჟებთან ერთად, კლოუნის მიერ მართულ ამერიკაში იშენებს ოქროს სახლს, ცხოვრებას გველის ტყავივით იცვლის და სწორედ მაშინ, როდესაც თავის სამშვიდობოს დაგულებით იწყებს ტკბობას, ქათმის ფეხებზე შემდგარი ქოხიდან გამოწვდილი კლანჭებით აფრინდებიან. ეს არის წიგნი ემპათიაზე, რომლის გამოხატვის არჩევანის წინაშე, პერსონაჟების გარდა, მკითხველიც დგება. მანაც უნდა განსაჯოს, დაიცვას, ბრალი დასდოს და განაჩენიც გამოუტანოს სახეცვლილებს და ცვლილების მომლოდინეებს, ზურგში დანაჩაცემულებს და დანის ჩამცემებს და მათაც, ვისთვისაც ეს ყველაფერი მხოლოდ ბოლივუდი იყო და ფილმის ფინალში უდარდელ ცეკვას გეგმავდა.
    22.9
    ფასდაკლება
    ოქროს ტაძარი
    ავტორი: იუკიო მიშიმა მთარგმნელი: დავით გოგინაშვილი   მე-20 საუკუნის იაპონური ლიტერატურის შედევრს, იუკიო მიშიმას (1925-1970) „ოქროს ტაძარს“ საფუძვლად კიოტოში მომხდარი ნამდვილი ამბავი უდევს. მწერალი ადამიანის ყველაზე რთულად ასახსნელი ინსტინქტების ჩვენებას ისე ახერხებს, რომ მკითხველს დამზაფრავი გულწრფელობით გამორჩეული მთავარი გმირის თანამზრახველად აქცევს. სილამაზის არსის შეცნობა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად ქცეულა ბუდისტი მორჩილისთვის, რომლის ფიქრებიც მუდმივად დასტრიალებს ოქროს ტაძარს – სრულყოფილების განსახიერებას. რამდენად ძლიერია განადგურების ვნება მაშინ, როცა საკუთარ არასრულყოფილებას ბოლომდე აცნობიერებ? წლების შემდეგ იუკიო მიშიმა სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს, მისი მთავარი გმირის ნააზრევი კი სულ სხვა მნიშვნელობას შეიძენს.
    11.67 17.95
    ოჯახური ლექსიკა
    ავტორი: ნატალია გიძბურგი მთარგმნელი: მადონა ბოკუჩავა სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იტალიელი ქალი ავტორი „დიოგენეში“ პირველად გამოიცემა. ნატალია გინძბურგი (1916 - 1991) პალერმოში დაიბადა. ბავშვობა და სიყმაწვილე ტურინში გაატარა. გინძბურგმა წერა ადრე დაიწყო, ახალგაზრდობიდან ლიტერატორებისა და გამომცემლების წრეში ტრიალებდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ აქტიურად მონაწილეობდა ანტიფაშისტურ მოძრაობაში. „ოჯახური ლექსიკა“ ნატალია გინძბურგმა 1963 წელს დაწერა. რომანმა იტალიის ყველაზე პრესტიჟული პრემია „სტრეგა“ მიიღო. წიგნში ნახსენები ადგილები, ამბები და მოქმედი გმირები ნამდვილია, მწერალს არაფერი გამოუგონია, თუმცა, როგორც თვითონ წერს: „მეხსიერება მყიფე რამაა და წიგნები, რომლებიც რეალობას ასახავს, სხვა არაფერია, თუ არა მკრთალი ანარეკლი და ნამსხვრევები იმისა, რაც გვინახავს ან გვსმენია“. ამ რომანმა ავტორს განსაკუთრებული პოპულარულობა მოუტანა. ეს არის იუმორით განზავებული, მსუბუქი და ლაკონური ენით დაწერილი მოგონებები დიდ ოჯახში გატარებულ ბავშვობასა და სიყმაწვილეზე, ომისწინა მღელვარე დროსა და ცხოვრების სირთულეებზე, რომლებიც ავტორმა ახლობლებთან ერთად გამოიარა.
    14.95
    ოჰ, უილიამ!
    ავტოირი: ელიზაბეტ სტრაუტი მთარგმნელი: გიორგი ხარაიშვილი სერია: წლის ბესტსელერი ლუსი ბარტონი მწერალია, თუმცა ყოფილი მეუღლის, უილიამის „ამოკითხვა"" ყოველთვის უჭირდა. აღიარებს კიდეც, უილიამი ჩემთვის ყოველთვის გამოცანა იყოო. ისიც გამოცანაა, დაშორებიდან წლების განმავლობაში როგორ შეინარჩუნეს კარგი ურთიერთობა. ამიტომ, როცა უილიამმა ლუსის სთხოვა, ოჯახის საიდუმლოს ამოსახსნელად მოგზაურობაში გამომყევიო, ლუსის თან გაუკვირდა და თან არა. თურმე საიდუმლოც ისეთი იყო, მისი გაგების შემდეგ მთელ ცხოვრებას სხვაგვარად რომ უნდა შეხედო და უახლოესი ადამიანები ხელახლა გაიცნო. ამ წიგნის თითოეულ ფურცელზე იმ ძალებს იპოვით, რომლებიც ერთმანეთთან დაშორების მერეც გვაკავშირებენ, უცნაურად, ხშირად გაუგებრად.
    14.95
    პადინგტონის სადგური 4:50
    ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე ელსფეთ მაკგილიკადი ჰალუცინაციებს არასდროს შეუწუხებია. თუმცა ეს მანამ იყო, სანამ პადინგტონის სადგურზე მკვლელობას შეესწრებოდა. დაინახა კი რამე? არც მსხვერპლი, არც ეჭვმიტანილი და არც სხვა თვითმხილველი არ არსებობს. არავის სჯერა, რომ მკვლელობა ნამდვილად მოხდა, გარდა მისი მეგობრის, მისის მარპლისა, რომელიც მკვლელობის ადგილზე ბრუნდება და აღმოაჩენს იმას, რისი მომსწრეც მისის მაკგილიკადი გახდა."
    11.95
    პაემანი სიკვდილთან
    ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: მანანა კვესალავა "იერუსალიმის ღამის ლურჯი ცა. აივანი. რეიმონდ და ქეროლ ბოინტონები საკუთარი დედის მოკვდინებაზე საუბრობენ. ერკიულ პუარო დიალოგის უნებური მსმენელია. ვინ არის მისის ბოინტონი? რატომ აქვს თვალებში სიძულვილის ბნელი და გამანადგურებელი ნაკადი? რატომ სძულთ შვილებს? რატომ სძულს ყველას? მსხვერპლია თუ დამნაშავე? ვინ კლავს მოხუც ქალს? რას მალავს? ვის იცნობს სასტუმროს ფოიეში? მოქმედი გმირები: ნადინი, სარა კინგი, ექიმი ჟერარი, ლენოქსი, მისტერ ქოუფი, ჯინი, მის პირსი და მაჰმუდი. და ერთი იდუმალი ლედი. და მოქმედების ადგილი – პეტრა – მკვდარი ქალაქი. უდაბნოს „სიკვდილის ველი“. ცივი გონებითა და გასაოცარი სიზუსტით გათვლილ მკვლელობას ნიჭიერი დრამატურგი ჰყავს. მოტივი მრავალი. კიდევ, წამლის გატეხილი ბოთლი, ორი შპრიცი, და წარსულის ცოდვები. პუაროს ირგვლივ ეჭვმიტანილთა წრე ისევ იკვრება. მაძებარს საქმის გასახსნელად მხოლოდ 48 საათი აქვს. "
    15.95
    პანდემია
    ავტორი: სლავოი ჟიჟეკი მთარგმნელი: ნინო ბარძიმაშვილი გამომცემლობა: არეტე ყდა: რბილი
    12
    პანდემონიუმი
    ავტორი:  ლორენ ოლივერი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერია: ლიბერთინს აკრძალული სიყვარულის ამბავი გრძელდება. ლინა ჰოლოუეი სახიფათო გზას ადგას. ტევრიდან ბრძოლის ეპიცენტრში მოხვდება და თანაც განსაკუთრებული მისიით, თუმცა, უნებურად, დაგეგმილი გატაცების მონაწილე ხდება. ლინამ გამოცდას უნდა გაუძლოს და ამასობაში ჯულიენი გამოჩნდება. ამ საინტერესო რომანში მოთხრობილია თავგანწირული ბრძოლის შესახებ, რომელიც, სადაცაა რევოლუციის ნაპეწკლას გააღვივებს. ტრილოგიაში შედის წიგნები: "დელირიუმი"; "პანდემონიუმი"; "რეკვიემი".
    13
    პანდორას ყუთი
    ავტორი:  ბერნარ ვერბერი მთარგმნელი: მანანა ბოსტოღანაშვილი   თანამედროვე ფრანგი მწერლის, ბერნარ ვერბერის შემოქმედება აერთიანებს სხვადასხვა ჟანრს: სათავგადასავლო საგა, სამეცნიერო ფანტასტიკა, მისტიციზმი, ფილოსოფიური ზღაპარი, პიესა, დეტექტივი, ბიოლოგია, მითოლოგია. თვითონ მწერალი თავის სტილს ზოგჯერ „მხატვრულ ფილოსოფიას“ უწოდებს. მისი ბოლო რომანი “პანდორას ყუთი” ფანტასტიკური დეტექტივია ან თუ გნებავთ მაგიური რომანი, რომელიც მოგვითხრობს ჩვენი სულის გარდასახვებზე, წარსული ცხოვრებისა და აწმყოს ურთიერთ ზემოქმედებაზე. რენე ტოლედანოს, ისტორიის მასწავლებელს, წარმოდგენის დროს ჰიპნოზის სეანსს უტარებენ. ექსპერიმენტის შედეგები გასცდება ყოველგვარ მოლოდინს და რენე თავის რამდენიმე წინა სიცოცხლეში გადაინაცვლებს. ამიერიდან რენეს ხელი მიუწვდება თავისი არაცნობიერის  მეხსიერებასთან. მის წინაშე ახალი ამოცანა დადგება: შეუძლია თუ არა  ისტორიის მდინარების შეცვლა? და საერთოდ, შეგვიძლია თუ არა ცხოვრების შეცვლა თუ ყველაფერი წინასწარ არის განჩინებული და ჩვენ, უბრალოდ, ვემორჩილებით  ბედისწერას?
    25