santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ანიჰილაცია
    ავტორი: ჯეფ ვანდერმირი სერია: პორტალი მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი X - ზონა - ეს ქვეყნიერებისგან მოწყვეტილი, მკვდარი, უსიცოცხლო ადგილია. მიწა, რომელზეც ერთ დროს ცივილიზაცია ხარობდა, ბუნებამ მიიტაცა. მის შესასწავლად უკვე მე-11 ექსპედიცია მიდის. წინა მცდელობები უშედეგოდ და ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულად დასრულდა. ახალი ექსპედიციის წევრებმა უნდა ამოხსნან X-ზონის საიდუმლო და გაარკვიონ, როგორ ააცილონ კაცობრიობას მისგან მომდინარე საფრთხე. საინტერესოა, ვინ რას აღმოაჩენს, რა ინფორმაციას გამოიტანს X-ზონიდან ან როგორ გამოაღწევს იქიდან...
    14.95
    ანომალია
    ავტორი: ერვე ლე ტელიე მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი სერიის დასახელება: დიოგენეს ბიბლიოთეკა 2021 წლის ივნისში ერთი აუხსნელი და სრულიად წარმოუდგენელი მოვლენა თავდაყირა აყენებს რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას. ისინი პარიზი _ ნიუ-იორკის რეისის მგზავრები არიან. მათ შორისაა ბლეიკი, პატივცემული ოჯახის თავი, რომელიც სინამდვილეში დაქირავებული მკვლელია; სლიმბოი, ნიგერიელი პოპ-ვარსკვლავი, რომელსაც ტყუილში ცხოვრება მობეზრდა; ჯოანა, ადვოკატი, რომელიც თავისივე სისუსტეების მსხვერპლად იქცევა; ასევე ვიქტორ მიესელი, მოკრძალებული მწერალი, რომელიც უეცრად სახელოვანი ხდება. არიან სხვებიც. თითოეულ მათგანს ეგონა, რომ თავისი საიდუმლო ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ...   ერვე ლე ტელიე (1957) ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი და ჟურნალისტია. ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელსაც ის მიეკუთვნება, ალფრედ ჟარის მიერ დაარსებული პატაფიზიკაა. ტელიე ვიანის, პერეკის, კენოსა და სხვა დიდი მწერლების საქმის გამგრძელებელია. „ანომალია“ მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომლისთვისაც 2020 წელს მწერალს გონკურის პრემია მიენიჭა.    წიგნი გამოიცა ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ხელშეწყობით.
    24.95
    ანტიქრისტა
    ავტორი: ამელი ნოტომი მთარგმნელი: მერაბ ფიფია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    9.9
    აპოკრიფები, წიგნი მოციქულთა
    მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი   “აპოკრიფები, წიგნი მოციქულთა” მეორე ტომია “ახალი ეონის ბიბლიოთეკის” გნოსტიკური ლიტერატურის სერიისა - “აბრაქსას” - სადაც თავმოყრილია ის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ნაშრომები, რომელთა მეშვეობით გნოსტიკურ სწავლებას გავეცნობით და ამ უძველესი ცოდნის წიაღში აღმოცენებული მისტიკური ხედვის შესახებ შევიტყობთ. აქ თავმოყრილი 12 უდიდესი, გნოსტიკური ალეგორიებითა და სიმბოლოებით გაჯერებული ტექსტი, რომელსაც ქართულ ენაზე მკითხველი პირველად გაეცნობა, ცხადად დაგვანახებს პლერომასა და კენომას ბუნებას და ეონების, არქონებისა და ღმერთების შესახებ მოგვცემს ცოდნას. ქართულ ენაზე მკითხველი პირველად შეძლებს წაიკითხოს თარგმანები ისეთი ტექსტებისა, როგორებიცაა: იოანეს საიდუმლო წიგნი, იაკობის საიდუმლო წიგნი, იაკობის გამოცხადებები, ტრაქტატი სამყაროს შექმნის შესახებ, ეგვიპტური სახარება, დიალოგები მაცხოვართან და მრავალი სხვა ბრწყინვალე ნამუშევარი.
    31
    არაბუნებრივი სიკვდილი
    ავტორი:დოროთი ლ. სეიერსი სერია: ჯიბის დეტექტივი "უკურნებელი სენით დაავადებული ხანდაზმული ლედი აგათა დოუსონის სიკვდილში, ერთი შეხედვით, საეჭვო არაფერია. მიუხედავად ამისა, ლორდ პიტერ უიმზის მაინც ეჭვი ღრღნის. რამდენიმე დღის შემდეგ, ტყეში ქალბატონის მოახლე ბერტას გვამს პოულობენ. იდუმალი ამბები აშკარად გარდაცვლილის ქონებას უკავშირდება, თუმცა აგათას ერთადერთი მემკვიდრე ჰყავს – ახალგაზრდა ნათესავი მერი უიტაკერი. მაგრამ მოულოდნელად ჰორიზონტზე ლედის შორეული ნათესავი, ხელმოკლე მღვდელი ალილუია დოუსონიც ჩნდება…"
    6
    არავის უთხრა
    ავტორი: ჰარლან ქობენი მთარგმნელი: ია ქვაჩახია სერია: TOP თრილერი   დევიდ ბეკი დანაკარგს ვერ ურიგდება. რვა წელია, ყოველდღე თავიდან განიცდის მომხდარს. მთვარის მკრთალი შუქით განათებული კამკამა ტბა. შემზარავი კივილი. შორეული ლანდი. ასეთი იყო ღამე, როცა დევიდ ბეკს ცოლი მოსტაცეს. მას ეუბნებიან ახლა, გონს მოეგოს და სამუდამოდ დაივიწყოს წარსული. ის ვერ ივიწყებს! ერთხელაც ყველაფერი იცვლება. კომპიუტერზე ჩნდება გზავნილი – ფრაზა, რომელიც მხოლოდ მან და მისმა ცოლმა იცოდნენ. დევის ეჭვი უჩნდება, რომ ქალი ცოცხალია...თუმცა გზავნილის ავტორი კიდევ ერთ ფრაზას გზავნის: „არავის უთხრა!
    14
    არასოდეს გამიშვა
    ავტორი: კაზუო იშიგურო მთარგმნელი: დათო აკრიანი სერია: წლის ბესტსელერი   ანტიუტოპიური რომანი უმანკოების, მოგონებებისა და დანაკარგების შესახებ. ისტორია - სადაც ადამიანად ყოფნის იდეა სამი ბავშვის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის მოსწავლეები არიან. ეს თითქოს გარესამყაროსგან მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, მისტიკური წესები მოქმედებს; სადაც მათი ცხოვრება დაგეგმილია, ბედი - წინასწარ განსაზღვრული; სადაც მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. რატომ არიან ისინი განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს "ჰეილშემის შვილებს" სხვებისგან? - ბავშვებისთვის პასუხი უცნობია. ისინი კლონები არიან, სამომავლოდ კი დონორები უნდა გახდნენ. უამრავი ტკივილი, იმედგაცრუება... წლების შემდეგ კი ყველაფერი იცვლება. ქეითი უკვე ახალგაზრდა ქალია, როდესაც რუთი და ტომი კვლავ ჩნდებიან მის ცხოვრებაში. და პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ჩნდება იმედიც. ქეითი იხსენებს მათ საერთო წარსულს. ის ხვდება, თუ რა აქცევს მათ განსაკუთრებულად და რა გავლენა აქვს ბედის ამ "საჩუქარს" მათ მომავალ ცხოვრებაზე.
    14.95
    არაჩვეულებრივი ეგზემპლარი
    ავროტი: ტომ ჰენქსი თარგმანი: პაატა ჩხეიძე სერია: ლიტერე ინვენტე   წიგნი ინგლისურიდან თარგმნა პაატა ჩხეიძემ. ტომ ჰენქსი, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მსახიობია, მწერალიც არის და კიდევ... ძველებური საბეჭდი მანქანების კოლექციონერი. მის კოლექციაში თურმე ორასამდე ვინტაჟური აგრეგატია. მან გამოუშვა მობილური აპლიკაციაც Hanx Writer, როგორც ჰენქსი ამბობს, „ეს აპლიკაცია პატარა საჩუქარია მომავლის ჰიპსტერლუდიტებისთვის“. და მისი საშუალებით გაჯეტზე ტექსტის აკრეფა საბეჭდი მანქანის სტილში შეიძლება. სწორედ საბეჭდი მანქანაა ამ წიგნის ჩვიდმეტივე მოთხრობის ერთ-ერთი გმირი თითქოს მივიწყებული და უკვე უვარგისი არტეფაქტი, სინამდვილეში კი თხრობის მნიშვნელოვანი მონაწილე.
    18.95
    არსადროს
    ავტორი: ნილ გეიმანი მთარგმნელ: ნიკა სამუშია ლონდონის ქუჩების ქვეშ არსებობს სამყარო, რომლის შესახებ ადამიანების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს. ადგილი, რომელზეც ბევრი ვერც კი იოცნებებდა. იქ სიტყვა ნამდვილ ძალას იძენს. იქ მხოლოდ კარის შეღების შემდეგ შეიძლება მოხვდე. ეს არის ქალაქი იმ ადამიანებისა, რომლებიც ნაპრალებში გაუჩინარდნენ. სამყარო სავსეა ხიფათით, დასახლებულია წმინდანებითა და ურჩხულებით, მკვლელებითა და ანგელოზებით. რიჩარდ მეიჰიუ, ახალგაზრდა ბიზნესმენი, საიდუმლოებებით მოცული სხვა ლონდონის შესახებ ბევრ რამეს შეიტყობს. სიკეთის მცირე გამოვლინება რიჩარდს ყოველდღიურობიდან გადაისვრის სამყაროში, რომელიც ძალიან ნაცნობი და ამავე დროს უცნაურია. ბედისწერა კი საოცარ ამბებს უმზადებს.
    20.9
    არსენიევის ცხოვრება
    ავტორი: ივან ბუნინი მთარგმნელი: ვაჟა ახალაძე გამოჩენილი მწერალი და პოეტი, პირველი რუსი ნობელიანტი ლიტერატურის დარგში, სანკტ- პეტერბურგის აკადემიის აკადემიკოსი ივან ალექსეევიჩ ბუნინი დაიბადა 1870 წლის 10 ოქტომბერს ქალაქ ვორონეჟში, გაღარიბებულ ძირძველი აზნაურის ოჯახში. მან თავისი ცხოვრებისა უმეტესი საზღვარგარეთ გაატარა და საზღვარგარეთ მცხოვრები რუს მწერლებს შორის ერთერთი განთქმული მწერალი გახდა. 1897 წლიდან ოცი წლის განმავლობაში მწერალი ბუნინი ხასიათდებოდა ერთი განსაკუთრებულობით: მას არასოდეს არ ჰქონია საკუთარი ბინა. იგი ცხოვრობდა რუსეთის ორსავე დედაქალაქის სასტუმროს „ნომრებში“ ან მეგობრებთან.1933 წელს, მას, პირველს, რუს ლიტერატორებს შორის, მიენიჭა ნობელის პრემია. მწერლის აზრით მისი ასეთი დიდი აღიარება დაკავშირებული იყო უპირველეს ყოვლისა „არსენიევის ცხოვრებასთან“. გარდაიცვალა 1951 წლის 8 ნოემბერს.
    16
    არჩევანი
    ავტორი: ნიკოლას სპარქსი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე სერია: წლის ბესტსელერი თრევის პარკერი – წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცი. მას ყველაფერი აქვს – კარგი სამსახური, სახლი ოკეანის სანაპიროზე, საოცარი ხედი ფანჯრიდან. და რაც მთავარია, ერთგული მეგობრები. თრევისის ცხოვრება ერთი დიდი ატრაქციონია: გართობა, სპორტი, თევზაობა – ის, რასაც "ნამდვილი მამაკაცები" ირჩევენ. პარკერს სიყვარულის არ სჯერა. და არც ეძებს. თუმცა, გაბი ჰოლანდთან შეხვედრის შემდეგ თრევისი საკუთარ ბედისწერას ცვლის! ექსტრემალი თრევისი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გაბი – ბედნიერი ქორწინება და საუცხოო ოჯახი. სიყვარული. თუმცა, პარკერი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება! ახლა მან ბედისწერის გამოწვევას უნდა უპასუხოს! და. თქვენ რას გაიღებდით სიყვარულისთვის?
    13.95
    არჩევანი
    ავტორი: გოლი თარაყი მთარგმნელ(ებ)ი თეა შურღაიამზია  ბურჯანაძე სერიის დასახელება ET CETERA გოლი თარაყი (1939) - ცნობილი ირანელი მწერალი ქალი - მოთხრობების ხუთი კრებულის, ორი  რომანის, ერთი პოემისა და ლიტერატურული ესეების ავტორია. ცხოვრობს პარიზსა და თეირანში. მისი პროზა მუდამ ორ სამყაროს შორის ტრიალებს: ერთი მხრივ, სამშობლოსთან დაკავშირებული მოგონებები და ნოსტალგია, მეორე მხრივ - ევროპული რეალობა.   თარაყის ენა განსაკუთრებულია: პოეტური, რიტმული, ბავშვობის მოგონებებივით ფერადოვანი. მწერალი, მისივე პერსონაჟივით, „ფრაზებს იტკბობს, წერტილებს გემოს უსინჯავს, ისრუტავს... მერე კი თვალებს ხუჭავს და ელოდება, როდის დაილექება სულში ასოთა გემო“. 2004 წელს „დიოგენემ“ გამოსცა გოლი თარაყის ნოველების კრებული „სახლი ზეცაში“. ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ მწერლის ბოლო წლებში გამოქვეყნებულ ნაწარმოებებს.
    13.95
    ასასინის შეგირდი
    ავტორი: რობინ ჰობი სერია: პორტალი მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე ჟრუანტელის მომგვრელ ნისლიან საღამოს, კოკისპირულ წვიმაში უცნობმა მოხუცმა სასახლის კარზე დააკაკუნა, ერთიანად გალუმპული 6 წლის ბიჭი მცველს ჩააბარა და უთხრა: „თქვენი მომავალი მეფის, რაინდის ნაბიჭვარია. ახლა თქვენ მიხედეთ." და შეძრწუნდა შორსმჭვრეტელთა მთელი დინასტია - შესაძლოა ერთ დღესაც ტახტი უფლისწულის უკანონო ვაჟს ერგოს?! ამას ვერ დაუშავებენ, მაგრამ ვერც მემკვიდრეს გააძევებენ სასახლიდან. და ბიჭი, სახელად ფიცი, სასახლეში ცხოვრებას იწყებს. ერთადერთი ნუგეში ცხოველებთან ჯადოსნური კავშირის უნარია. ...
    23.95
    ასეთი წვრილმანები
    ავტორი: კლერ კიგანი მთარგმნელი:ლაშა გველესიანი 1985 წელია. პატარა ირლანდიური ქალაქი შობის აღნიშვნისათვის ემზადება. დიდი ოჯახის პატრონს, ხუთი ქალიშვილის მამას, ნახშირით მოვაჭრე ბილ ფერლონგს აუარებელი საქმე აქვს – მისთვის ეს ყველაზე დატვირთული სეზონია. დილაადრიან, როცა ის შეკვეთილ საწვავს აბარებს ადგილობრივ ქალთა მონასტერს, ბილი აკეთებს აღმოჩენას, რომელიც მას აიძულებს, დაუპირისპირდეს თავის წარსულსაც და, რაც მთავარია, საყოველთაო მდუმარებას ქალაქში, რომელსაც ადგილობრივი ეკლესია აკონტროლებს. ირლანდიელი მწერალი, კლერ კიგანი დაიბადა 1968 წელს ირლანდიაში, დიდ რომაულ-კათოლიკურ ოჯახში. იგი 17 წლისა გაემგზავრა ამერიკაში, სადაც სწავლობდა ლოიოლას უნივერსიტეტში. შემდეგ დაბრუნდა და სწავლა გააგრძელა უელსის უნივერსიტეტსა და დუბლინის ტრინიტი კოლეჯში. ამჟამად ცხოვრობს ირლანდიის სოფელში. მწერალი ავტორია მოთხრობების რამდენიმე კრებულისა. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო. 2021 წელს მან გამოსცა მცირე რომანი „ასეთი წვრილმანები“, რომელიც 2022 წელს ბუკერის პრემიის ნომინანტთა მოკლე სიაში შევიდა.
    8.9
    ასეული
    ავტორი: კეს მორგანი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერთინს   საუკუნეები გავიდა, რაც დედამიწაზე ფეხი არავის დაუდგამს.. გამანადგურებელი ატომური ომის შემდეგ კაცობრიობა კოსმოსურ ხომალდზე ცხოვრობს, დედამიწის რადიოაქტიური სივრცისგან შორს. ერთ დღესაც ხელისუფლება ას დამნაშავე მოზარდს დედამიწაზე გზავნის მისიით - მათ პლანეტის ხელახალი კოლონიზაცია ევალებათ. დავალება დამნაშავეთათვის ან სიცოცხლის უფლების მოპოვების შანსია, ან - დამღუპველი განაჩენი... გადაბურებულ ხმელეთზე ასეულს თავის გადასარჩენად ბრძოლა უწევს.
    13
    ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი...“
    ავტორი: იმან ჰუმაიდან იუნისი მთარგმნელი: დარეჯან გარდავაძე სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა თანამედროვე ლიბანელი მწერალი ქალის, იმან ჰუმაიდან იუნისის რომანი: ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი...“, მწერლის პირველი რომანია, რომელიც 1997 წელს გამოიცა. მისი მთავარი თემა ლიბანის თხუთმეტწლიანი სამოქალაქო ომია, რომლის ბრმა, უაზრო სისასტიკის თვითმხილველი და მოწმეც მწერალი თავად იყო. ომის პირისპირ დარჩენილი ქალები და მათი ემოციური სამყარო – ასე შეიძლება მოკლედ რომანის შინაარსის აღწერა. ტექსტი ოთხი ქალური ნარატივისგან შედგება, რომელთაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ დამოუკიდებელი ნარატივები, რადგან მათი მთხრობელი ოთხივე ქალი სამოქალაქო ომში მოწინააღმდეგე კვარტლებად დაყოფილი ბეირუთის ერთი კორპუსის მაცხოვრებელი მეზობლები არიან, რომლებსაც თავ-თავისი ისტორია აქვთ და საკუთარი ანგარიშები ამ ომთან, თუმცა ისინი ამასთანავე ერთმანეთის ცხოვრების ნაწილებიც არიან და მათი ისტორიები ესაა ამბები ომზე და ერთმანეთზე – მკითხველის აღქმაში ისინი ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთს უკავშირდებიან. ოთხივე პერსონაჟის ამბავი სუბიექტური ემოციების სარკეა და ამ სარკეში ეს ოთხი ქალი უმაკიაჟოდ, შეულამაზებლად, ნამდვილი სახით ეჩვენება და თავს ამახსოვრებს მკითხველს, დაუფარავად ესაუბრება მას თავის ყველაზე დაფარულზეც. მწერალი ქალი ამსხვრევს აღმოსავლელი ქალის სტერეოტიპულ იმიჯს როგორც რომანის გმირი ქალების ტიპაჟებით, ისე თავად, რომანის ავტორის ამპლუაში.  
    17.95
    ატლანტმა მხრები გაშალა
    ავტორი : აინ რენდი ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით „ატლანტმა მხრები გაშალა“ მეორე ადგილზე გავიდა იმ წიგნებს შორის, რომელთაც ამერიკელების პირად ცხოვრებაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინეს და ის მხოლოდ ბიბლიას ჩამორჩა. აინ რენდის იდეემბა ძლიერი გავლენა იქონიეს მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებზე, განსაკუთრებით კი ლიბერტარიანელებზე. ბევრი მსხვილი კორპორაციის ტოპ-მენეჯერი რომანს „ატლანტმა მხრები გაშალა“ თავის სამაგიდო წიგნად ასახელებს. მაგრამ, ყველაზე დიდი გავლენა მწერლმა მთელ მსოფლიოში ჩვეულებრივ ადამიანებზე მოახდინა.
    50
    აუსტერლიცი
    ავტორი: ვ.გ. ზებალდი მთარგმნელი: მაია ბადრიაძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა «აუსტერლიცი» ვინფრიდ გეორგ ზებალდის ბოლო რომანია, რომელიც 2001 წელს, მწერლის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამოიცა. 1967 წელს, ანტვერპენის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურში, მთხრობელი ხვდება ჟაკ აუსტერლიცს, ხელოვნების ისტორიკოსს, რომლის ცხოვრების ამბავსაც ნელ-ნელა ვიგებთ. ოთხი წლის აუსტერლიცი ნაცისტებს გამოარიდეს და, სხვა ებრაელ ბავშვებთან ერთად, ჩეხოსლოვაკიიდან დიდ ბრიტანეთში ჩაიყვანეს, სადაც ის უელსელი მღვდლის ოჯახში აღიზარდა. წლების შემდეგ აუსტერლიცი მთელ ევროპაში ეძებს დაკარგულ წარსულს. ზებალდის გავლენა თანამედროვე ლიტერატურაზე განუსაზღვრელია, «აუსტერლიცი» კი XXI საუკუნის პირველი ოცწლეულის ერთ-ერთ მთავარ წიგნად ითვლება. მწერლის ტექსტების ჟანრის განსაზღვრა რთულია, მაგრამ, ტრადიციულად, მათ რომანებად მოიხსენიებენ. სულ ზებალდმა ოთხი რომანი დაწერა. ოთხივე მათგანი დოკუმენტური და მხატვრული პროზის მიჯნაზეა, რასაც წიგნებს თანდართული შავ-თეთრი ფოტოებიც უსვამს ხაზს. «აუსტერლიცი» გერმანელი მწერლის მეორე წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა. «დიოგენეს» ასევე გამოცემული აქვს ზებალდის «ემიგრანტები».
    19.95
    აუშვიცის ტატუისტი
    ავტორი: ჰიზერ მორისი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე სერია: წლის ბესტსელერი „აუშვიცის ტატუისტი“ არის იმედის, გადარჩენისა და სიყვარულის სიძლიერის ისტორია. ლალე, ერთი მშრომელი და უკეთეს მომავალზე მეოცნებე ებრაელი ბიჭი, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს სასწაულით იმის წყალობით გადაურჩა, რომ ტატუისტი გახდა ათეულათასობით ტყვეს ნომრავდა. ტყვეობის დროს ბევრი ტრაგედიისა და ნაცისტთა სისასტიკის მოწმე შეიქნა, მაგრამ მტკიცე რწმენამ, რომ აუცილებლად უნდა გადარჩენილიყო, გააძლებინა...
    12.95
    აფრიკელი
    ავტორი: ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო მთარგმნელი: დალი იაშვილი ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს აფრიკელი ინტიმური ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც მწერალმა 64 წლის ასაკში დაწერა. ლე კლეზიო წერს აფრიკელზე, მამაზე, რომელმაც, ბრიტანეთის უნივერსიტეტის ტროპიკული დაავადებების სპეციალობის დამთავრების შემდეგ ცხოვრების ოცი წელი არა მარტო კეთროვანთა და მალარიით დაავადებულთა მკურნალობას შესწირა, არამედ კოლონიურ საზოგადოებასთან ბრძოლასაც. ის ოგოჟაში, კროს რივერის ამ მხარეში ერთადერთი ექიმი იყო და ყველაფერს მარტო აკეთებდა. 1948 წელს ნანგრევებად ქცეული საფრანგეთი 8 წლის ჟან-მარიმ ძმასთან და დედასთან ერთად დატოვა და სატვირთო გემით აფრიკისკენ გაემართა. სწორედ აქ, კაიუტაში, მოსწავლის ორ რვეულში, დაიწყო თავისი პირველი რომანების წერა. ლე კლეზიოსთვის აფრიკა ნამდვილი თავისუფლება იყო: წელიწადის დროთა მძვინვარება, თავისუფალი ცხოვრების ბედნიერება, სავანაში ფეხშიშველი სირბილით ტკბობა, ტერმიტების უზარმაზარი ბუდეების ნგრევის სიამოვნება, უსაზღვრო ტყე-ველებში სამუდამოდ ჩაკარგვის სურვილი. ველური ბავშვის ეს ოცნება ორი წელი გაგრძელდა, მაგრამ ოგოჟათი აღფრთოვანება, წარსულის გახსენება და სინანული, რომ მამის გაგება და შეყვარება ვერ შეძლო, მწერალს მთელი ცხოვრება გაჰყვა. აფრიკელი მთავარი წიგნია ლე კლეზიოს შემოქმედების გასაგებად. რომანი მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
    8
    აქ იყო ბრიტ-მარი
    ავტორი: ფედერიკ ბაკმანი სერია: წლის ბესტსელერი   ბრიტ-მარი შესანიშნავი დიასახლისია, აღმერთებს წესრიგს: ყოველთვის საღამოს ექვს საათზე ვახშმობს, რადგან, მისი აზრით, ყველა წესიერი კაცი სწორედ ამ დროს ვახშმობს; დილითაც ექვს საათზე დგება, რადგან მხოლოდ სულელები დგებიან უფრო გვიან, და მტკიცედ სჯერა, რომ სოდაზე კარგი სარეცხი საშუალება ამქვეყნად არ გამოუგონებიათ; სანაქებოდ უვლის ქმარსა და მის ორ შვილს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც, 40-წლიანი ქორწინების შემდგომ, აღმოაჩენს, რომ ქმარს „სხვა ქალი“ ჰყავს. და ოჯახიდან მიდის. ბედი გაუღიმებს, მუშაობას ერთ მივარდნილ პატარა ქალაქში იწყებს და იქვე ბინავდება... სულ ცოტა ხანში ბრიტ-მარი მიხვდება, რომ ამ ქალაქში, სადაც უცნაური, ცოტა შერეკილი ხალხიღა შემორჩენილა, იპოვა თავისი ადგილი და, რაც მთავარია, ბედნიერება.
    14.95
    აღდგომა
    ავტორი: ლევ ტოლსტოი სერია: იკითხე კლასიკა   ნაფიცი მსაჯული დიმიტრი ნეხლიუდოვი,საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად სასამათლო დარბაზში ყოფნისას,უეცრად შორეული წარსულიდან გამოცხადებულ სახეს მოჰკრავს თვალს.ეს ხომ კატიუშა მასლოვაა,მისი მამიდების ყმა გოგონა,რომელიც ზაფხულში სოფლად ჩასულმა ახალგაზრდა თავადმა შეაცდინა!..კატიუშა მასლოვას უამრავი განსაცდელი გადახდენია,ბოლოს საროსკიპოშიც ამოუყვია თავი,ახლა კი,ჭირვარამგამოვლილს,ერთ-ერთი კლიენტის გაძარცვა-მკვლელობას ედავებიან.დიმიტრი სინდისის ქენჯნას განიცდის.რადაც უნდა დაუჯდეს,ხვედრი უნდა შეუმსუბუქოს!.
    16.95
    აღდგომა
    ავტორი: ლევ ტოლსტოი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე სერია: მინი წიგნების კოლექცია ნაფიცი მსაჯული დიმიტრი ნეხლიუდოვი,საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად სასამათლო დარბაზში ყოფნისას,უეცრად შორეული წარსულიდან გამოცხადებულ სახეს მოჰკრავს თვალს.ეს ხომ კატიუშა მასლოვაა,მისი მამიდების ყმა გოგონა,რომელიც ზაფხულში სოფლად ჩასულმა ახალგაზრდა თავადმა შეაცდინა!..კატიუშა მასლოვას უამრავი განსაცდელი გადახდენია,ბოლოს საროსკიპოშიც ამოუყვია თავი,ახლა კი,ჭირვარამგამოვლილს,ერთ-ერთი კლიენტის გაძარცვა-მკვლელობას ედავებიან.დიმიტრი სინდისის ქენჯნას განიცდის.რადაც უნდა დაუჯდეს,ხვედრი უნდა შეუმსუბუქოს!.
    14.95
    აღქმის კარები / სამოთხე და ჯოჯოხეთი
    ავტორი: ოლდოს ჰაქსლი მთარგმნელი: ლევან ღამბაშიძე წიგნში მოთხრობილია ავტორის პირადი ფსიქოდელირიული თავგადასავალი, რომელიც მან ნარკოტიკული საშუალება მესკალინის მიღების შემდეგ განიცადა. ის აღწერს, როგორ გარდაქმნის ნარკოტიკი ჩვენს აღქმის უნარს, თუ როგორ მოგვეცემა მისი საშუალებით საკუთარი ცნობიერებისა თუ გარესამყაროს შესწავლის შესაძლებლობა...თავად ეს წიგნიც ერთგვარი მოგზაურობაა, რომლიდან დაბრუნების შემდეგ მკითხველს ბევრი რამე სახეცვლილი დახვდება...ეს ყველაფერი შეიძენს იმ მნიშვნელობას,რომელიც შესაძლოა სამუდამოდ შეუმჩნეველი დარჩენილიყო...
    12.9