santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • დოგმენი: ახალი გმირობები #2
    ავტორი: დეივ პილკი მთარგმნელი: ნინო გოგალაძე ყველა გიჟდება დოგმენზე! მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ნახევრად ძაღლი, ნახევრად ადამიანი, დოგმენი ნამდვილი გმირია! დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სიკეთე, თავდადება და საქმისადმი ერთგულება.
    14.9
    დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z
    ავტორი: ელის დოჯსონი   როცა სიცოცხლე დასრულებული გგონია, როცა წინ მხოლოდ ტკივილი და სიბნელე გელოდება, თურმე სწორედ მაშინ შეიძლება ამქვეყნად ყველაზე ეგზოტიკური ექსპედიციის წევრად იქცე, უდიდესი აღმოჩენების ორომტრიალში ამოყო თავი და პლანეტაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მისია დაგეკისროს... დომენიკამ იპოვა ის, რასაც ვეძებთ ყველანი. რისკი, ხიფათი, მისტიკა, სიყვარული და ბოროტებასთან ჭიდილი – სწორედ ასეთი თავბრუდამხვევი თავგადასავლის მონაწილე გახდებით ავტორის უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით.
    14
    ამოწურულია
    დოპლერი| ნაივური.სუპერი
    ავტორი: ერლენდ ლუ მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    დორიან გრეის პორტრეტი
    ავტორი: ოსკარ უაილდი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „დორიან გრეის პორტრეტი” ინგლისელი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ოსკარ უაილდის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია – მისი ერთადერთი რომანი, რომელიც მწერლისავე სიცოცხლეში გამოქვეყნდა. პირველად რომანი 1890 წელს დაიბეჭდა ჟურნალში Lippincott’s Monthly Magazine, მომდევნო წელს კი ავტორისეული ჩასწორებებითა და ჩამატებებით გამოიცა ცალკე წიგნად. რომანი წარჩინებული ყმაწვილკაცის, განსაკუთრებული სილამაზის დორიან გრეის ამბავს მოგვითხრობს. დორიანი მეგობრის, მხატვარი ბეზილ ჰოლოურდის სახლში, სადაც ბეზილი მისი შთამბეჭდავი პორტრეტის ხატვას ასრულებს, ლორდ ჰენრი უოტონს გაიცნობს. ლორდ ჰენრისთან საუბრისას ყმაწვილის გონებაში მოულოდნელი გარდატეხა ხდება. პორტრეტის და, შესაბამისად, საკუთარი სილამაზის გაცნობიერებით აღტაცებული ჭაბუკი ხვდება, რომ მისი ახალგაზრდობა და მშვენიერება, ტილოზე დახატულისაგან განსხვავებით, წარმავალია, და შურის გრძნობა იპყრობს. დორიანის ნატვრა, ნეტავ პირიქით იყოს და პორტრეტმა იცვალოს სახე, მე კი უცვლელი დავრჩეო, ახდება, თუმცა მარადიული სილამაზის შენარჩუნებას თავისი ფასი აქვს. „დორიან გრეის პორტრეტი“ ფილოსოფიური რომანია, რომელშიც ასახულია ოსკარ უაილდის მსოფლმხედველობა და დამოკიდებულება სილამაზის, ხელოვნებისა და ადამიანური მორალისადმი. ავტორისავე თქმით, მთავარი პერსონაჟების – ბეზილ ჰოლუორდის, ლორდი ჰენრისა და დორიან გრეის სახეები მისივე პიროვნების ანარეკლები არიან.  
    11.9
    დორიან გრეის პორტრეტი
    ავტორი: ოსკარ უაილდი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი „დორიან გრეის პორტრეტი” ინგლისელი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ოსკარ უაილდის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია – მისი ერთადერთი რომანი, რომელიც მწერლისავე სიცოცხლეში გამოქვეყნდა. პირველად რომანი 1890 წელს დაიბეჭდა ჟურნალში Lippincott’s Monthly Magazine, მომდევნო წელს კი ავტორისეული ჩასწორებებითა და ჩამატებებით გამოიცა ცალკე წიგნად. რომანი წარჩინებული ყმაწვილკაცის, განსაკუთრებული სილამაზის დორიან გრეის ამბავს მოგვითხრობს. დორიანი მეგობრის, მხატვარი ბეზილ ჰოლოურდის სახლში, სადაც ბეზილი მისი შთამბეჭდავი პორტრეტის ხატვას ასრულებს, ლორდ ჰენრი უოტონს გაიცნობს. ლორდ ჰენრისთან საუბრისას ყმაწვილის გონებაში მოულოდნელი გარდატეხა ხდება. პორტრეტის და, შესაბამისად, საკუთარი სილამაზის გაცნობიერებით აღტაცებული ჭაბუკი ხვდება, რომ მისი ახალგაზრდობა და მშვენიერება, ტილოზე დახატულისაგან განსხვავებით, წარმავალია, და შურის გრძნობა იპყრობს. დორიანის ნატვრა, ნეტავ პირიქით იყოს და პორტრეტმა იცვალოს სახე, მე კი უცვლელი დავრჩეო, ახდება, თუმცა მარადიული სილამაზის შენარჩუნებას თავისი ფასი აქვს. „დორიან გრეის პორტრეტი“ ფილოსოფიური რომანია, რომელშიც ასახულია ოსკარ უაილდის მსოფლმხედველობა და დამოკიდებულება სილამაზის, ხელოვნებისა და ადამიანური მორალისადმი. ავტორისავე თქმით, მთავარი პერსონაჟების – ბეზილ ჰოლუორდის, ლორდი ჰენრისა და დორიან გრეის სახეები მისივე პიროვნების ანარეკლები არიან.
    11.9
    დორიან გრეის პორტრეტი
    მთარგმნელი: თამარ მაღრაძე     თუ ხართ ახალგაზრდა და ლამაზი, საყოველთაო აღფრთოვანება თავბრუს ნუ დაგახვევთ და,როცა ცნობილი მხატვარი თქვენს პორტრეტს შექმნის,ნახატით ტკბობისას ნუ ინატრებთ მარადიულ ახალგაზრდობას.საბედისწერო სურვილმა - მხოლოდ მისი პორტრეტი დაბერებულიყო და არ ათვითონ - შთანთქა ახალგაზრდა დორიან გრეი და მთელი მისი სიცოცხლე.ღირს თუ არა ან რამდენად ძვირი ღირს წარმავალის გამარადიულება, ,,დორიან გრეის პორტრეტიდან" შეიტყობთ.
    14.95
    დორიან გრეის პორტრეტი
    ავტორი: ოსკარ უაილდი მთარგმნელი: თამარ მაღრაძე სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   "დორიან გრეის პორტრეტი" პირველად 1890 წელს გამოქვეყნდა. რომანის მთავარი გმირი - დორიან გრეი, მარადიული სილამაზის სიმბოლოა, ისეთივე უჭკნობი, როგორც ხელოვნების ნაწარმოები. დროის მსვლელობა დორიანის პორტრეტზე აღბეჭდავს კვალს, ხოლო თვით დორიანი უცვლელი და მარად ჭაბუკი რჩება. "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" - ეს პროექტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია პოპულარული. სხვადასხვა გამოკითხვის საშუალებით, მკითხველი ირჩევს 50 საუკეთესო წიგნს მსოფლიო ლიტერატურის საგანაძურიდან. საქართველოში "კვირისპალიტრის" ამ პროექტს მრავალი ათასი ადამიანი გამოეხმაურა. სწორედ მათი დადგენილია იმ რჩეული წიგნების სია, რომელიც "პალიტრამედიამ" რეალურ ბიბლიოთეკად აქცია.  
    10
    დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო
    ავტორი: მირჩა ელიადე თარგმანი: ალექსი ქშუტაშვილი მალე მირჩა ელიადეს მოთხრობების კრებული პირველად ქართულ ენაზე: „დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო“; „ღამეები სერამპორში“; „პელერინა“; „ივან“ ეს გამოცემა მირჩა ელიადეს მხატვრული შემოქმედების სხვადასხვა ეტაპებს აერთიანებს. „დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო” და „ღამეები სერამპორში” ინდური მისტიციზმით არის გაჯერებული. მოთხრობაში „პელერინა” ავტორი გასაოცარი სიზუსტით აღწერს რუმინეთის უშიშროების სამსახურის „სეკურიტატეს” მუშაობის პრინციპებს, ხოლო „ივან” კი ომის თემაზე შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია.
    16
    დრაკულა
    მთარგმნელი: ბესარიონ გაგელიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    14.9
    დრო და მარადისობა
    ავტორი: ბაჩანა ბრეგვაძე სერია:  MAGNUM OPUS   „დრო და მარადისობა“ ბაჩანა ბრეგვაძის მიერ დატოვებული ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს. მრავალმხრივ ფასეული ნაშრომები და ჩანაწერები დიდი ლიტერატორის მხატვრულ-ფილოსოფიური აზროვნების, ღრმა ინტელექტუალიზმის და უზადო გემოვნების გამოძახილია. მათში ბევრი თემა იყრის თავს: მკითხველს საშუალება აქვს, თვალი შეავლოს ოსტატის მთარგმნელობით ლაბორატორიას, ნიუანსებს, რომლებიც თავად მთარგმნელს გამოაქვს სააშკარაოზე და რომლებიც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესი მასალაა მთარგმნელობითი მეთოდიკისა და თეორიისთვის.   ანტიკური ლიტერატურული ძეგლები, ევროპული კლასიკური ლიტერატურის ნიმუშები, ფილოსოფიური ტრაქტატები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ „სამუშაო მასალისა“, რომელზეც აგებულია მთარგმნელის მსჯელობა, მისი ღრმა ანალიზი, მისი აქტიური დიალოგი მკითხველთან.   განსაკუთრებით საინტერესოა ამ კულტუროლოგიურ-ლიტერატურულ ჭრილში განხილული ქართული ლიტერატურა, მისი საკვანძო ნიმუშები; მკაფიოდ გამოკვეთილია მშობლიური კულ ტურის, ლიტერატურის მსოფლიო კონტექსტთან შეხვედრის, გადაკვეთის წერტილები, გავლებულია პარალელები და მკითხველს ეძლევა უწყვეტი რეფლექსიის საშუალება, თავად განსაჯოს პრობლემები, მიზეზები და შედეგები.    კრებული „დრო და მარადისობა“ ფიქრისთვის, აზროვნებისთვის განაწყობს მკითხველს, ეს კი ყოვლად საშური და სარგო საქმეა ადამიანისთვის, მით უფრო საზოგადოებისთვის, რომელსაც უამრავ ეგზისტენციურ თუ ყოფით პრობლემასთან გამკლავება უწევს. ამ ჭიდილში ინტელექტი, ფიქრი, შეუცვლელი იარაღია.   „დრო და მარადისობა“ ასეთი სანდო იარაღია მშვიდობისათვის.
    19.9
    დრო უნდა ჩერდებოდეს
    ავტორი: ოლდოს ჰაქსლი მთარგმნელი: თაკო ჭილაძე სებასტიან ბარნაკი, სასიამოვნო გარეგნობის ინგლისელი სკოლის მოსწავლე, ზაფხულის არდადეგების გასატარებლად იტალიაში ჩადის და იქ იწყება ნამდვილი თავგადასავალი. სებასტიანს ორი, ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული მასწავლებელი ჰყავს - ბრუნო რონტინი, ღვთისნიერი წიგნების გამყიდველი, რომელიც მას სულიერ სიღრმეებში არკვევს; და ბიძია იუსტასი, რომელიც ამქვეყნიურ სიამოვნებას აზრიარებს. წიგნში ნათლად ჩანს მწერლის მცდებლობა გადაჭრას მეოცე საუკუნის ადამიანის დილემა, რომელსაც მისი გმირები მოუმზადებელი შეხვდნენ.  
    17.95
    დროა!
    ავტორი: დოქტორი ჯი გამომცემლობა: ინტელექტი
    11.95
    დროის შვილები
    ავტორი: ედრიენ ჩაიკოვსკი მთარგმნელი: გაგი გაბრიჭიძე სერია: პორტალი   წიგნი გადარჩენილი დედამიწელების ერთგვარ კოსმოსურ ოდისეაზე მოგვითხრობს. წარმოუდგენლად შორეულ მომავალში - მაშინ, როცა დედამიწა მტვრად იქცა - (გა)დარჩება ადამიანთა მემკვიდრეობა, რომელიც ვარსკვლავთა შორის გაიბნევა. დროის შვილებისათვის ეს მომვალი უკვე აწმყოა და... კაცობრიობის გადარჩენილი ნაწილი გალაქტიკაშია და კოსმოსური ხომალდიდან დასცქერის პლანეტას - მწვანე ბურთს, რომელიც მათგან ოცი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ეს ის ადგილია, სადაც, დოქტორი ავრანა კერნის ჩანაფიქრით, ადამიანები ღმერთებად უნდა იქცნენ.
    23.95
    დუბლინელები
    ავტორი: ჯეიმზ ჯოისი მთარგმნელი: ლია იმერლიშვილი „დუბლინელები“ ჯეიმზ ჯოისის ყველაზე პოპულარული და მეტად წაკითხული ნაწარმოებია. არცაა გასაკვირი, რომ ჯოისის მკითხველს მოთხრობების ეს ციკლი ეხმარება და გზას უკვალავს მის რომანებთან მისასვლელად. სწორედ ამ მოთხრობებში გამოიკვეთა პირველად ჯოისის ირლანდიისადმი დამოკიდებულება, ის, რამაც განსაზღვრა მწერლის ცხოვრებაც და შემოქმედებაც.„ამ ციკლს დავარქვი „დუბლინელები“, მინდა, გამოვააშკარაო მთელი ის ჰემიპლეგია თუ დამბლა, რაც, ბევრის აზრით, ახასიათებს ქალაქს.“ – წერდა ჯეიმზ ჯოისი ერთ-ერთ წერილში.
    19.95
    დღე, რომელსაც ვზეიმობთ
    14.95
    დღემდე აგვიანებ
    ავტორი: თამარ სილაგძე „ან მე უნდა გადმოვიდე შენს მხარეს, ან შენ უნდა გადმოხვიდე ჩემს მხარეს, ნაპრალი კი ჩვენ შორის ძალიან დიდია. არც შენ გინდა, გაბედო ნაბიჯის გადმოდგმა და არც მე. შენ გეშინია და მეც მეშინია, მე ვბრაზობ და შენც ბრაზობ. ხე კი უკვე შემოდგომის ფერებს იცვლის. ზამთარიც მალვით ეპარება.  გადმოდი რა, თითქმის ყველა ფოთოლი გასცვივდა.“   ამბავი ადამიანურ სისუსტესა და ძლიერებაზე.  სად იწყება სიყვარული? აქ თუ უფრო ადრე?
    14.9
    დღის წესრიგი
    ავტორი: ერიკ ვუიარი მთარგმნელ(ებ)ი თამარ ლომიძე სერიის დასახელება  ET CETERA   „დღის წესრიგი“ თანამედროვე ფრანგი მწერლის, პოეტის, სცენარისტის, კინორეჟისორის ერიკ ვუიარის რომანია, რომლისთვისაც ავტორს 2017 წელს გონკურის პრემია მიენიჭა. წიგნი მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზებს უტრიალებს: ჰიტლერისა და მსხვილი გერმანელი მეწარმეების ფინანსურ გარიგებას, ევროპელი ლიდერების შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ნაცისტური რეჟიმისადმი, რომელმაც ჯერ გერმანიის მრეწველობა და ბანკები დაიქვემდებარა, მერე არასასურველი ადამიანები დაადუმა ან განდევნა, ბოლოს კი უცხოური სახელმწიფოების ტერიტორიების დასაპყრობად მოიცალა.       ავტორი აღწერს გერმანული ნაციზმის ულმობელ სვლას დასახული მიზნისაკენ, რამაც ევროპის უდიდესი ნაწილი მხრჩოლავ ნანგრევებად აქცია და მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.
    13.95
    დღიურები
    ავტორი: ფრან კაფკა მთაგმნელი: რუსუდან ღვინეფაძე გამომცემლობა: ალეფი ფრანც კაფკას ცხოვრებაში დღიურის როლი განსაკუთრებულია. დღიურის წარმოება მან დაიწყო 1910 წელს (ყოველ შემთხვევაში, უფრო ადრინდელი ჩანაწერები არ არის შემორჩენილი) და მეტ-ნაკლები თანმიმდევრობითა და შუალედებით აწარმოებდა მას 1923 წლის შუამდე; ასე რომ, ჩანაწერები წყდება გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. მისი მხატვრული ორეულების თვისებების გარდა დღიურებში ვხედავთ კაფკას ნამდვილ ხატს, როგორიც იყო ის ყოველდღიურობაში - ის ხომ თავისთვის წერდა დღიურებს, არა მკითხველისათვის. დღიური იყო მისთვის საკუთარი შინაგანი ცხოვრების ასახვის, საკუთარ თავსა და გარემოცვაში გარკვევის, მისთვის უცხო და მტრული სამყაროს გაგების ცდა. დღიურებში ის თითქოს მიკროსკოპით აკვირდება საკუთარ აზრებს, სულის უფაქიზეს მოძრაობებს. ასეთი გამოწვლილვითი თვითდაკვირვებით ცდილობს, შეიცნოს საკუთარი თავი, სძლიოს თავს, შეეჩვიოს ჩვეულებრივ ცხოვრებას, „ყოველდღიურობის ნეტარებას“, რომელიც ერთსა და იმავე დროს მიმზიდველიცაა მისთვის და მიუწვდომელიც.
    30
    ეგ არ ქნა!
    ავტორი: ედგარ კერეთი მთარგმნელი: მამუკა ბუცხრიკიძე სერია:ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი  
    10.9
    ედგარ ალან პოს მოთხრობები
    ავტორი: ედგარ ალან პო სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   ფიოდორ დოსტოევსკის სიტყვებით რომ ვთქვათ, ედგარ პოს ნაწარმოებები "ყველაზე განსაკუთრებულ სინამდვილეს" წარმოაჩენს. ედგარ პო, შეიძლება ითქვას, სევდის, სიბნელისა და შემზარაობის "მომღერალია", მაგრამ ეს ყოველივე ხომ თვით ცხოვრებისეული რეალობიდან მოაქვს მწერალს. ამიტომაც ედგარ პო ყოველთვის პოპულარული იყო. გალაკტიონ ტაბიძემ ლექსები მიუძღვნა, ცისფერყანწელები მის სტროფებს იმეორებდნენ, მის ნაწარმოებებს თარგმნიდნენ... არანაკლებ ინტერესდება ედგარ პოს შემოქმედებით დღევანდელი მკითხველიც. საშინელებათა ამსახველი მისი მოთხრობები - "ერთი კასრი ამონტილედო", "სკუპ-სკუპო" - ადამიანურ სისასტიკეზე ჩაგვაფიქრებს. მის ნაწარმოებებში თანადროულობისადმი სატირული დამოკიდებულებაც ჩანს ("ეშმა სამრეკლოზე", "ეშმაკს თავზე ნუ დაენაძლევები"), სიყვარულისადმი "მორჩილებაც"("ელეონორა") და რწმენაც გადარჩენისა ("მთხრებლი და ქანქარა").წიგნში შესულია შემდეგი მოთხრობები: "ფერიის კუნძული", "კლდოვანი მთების ამბავი", "მალსტრემში დანთქმა", "სფინქსი", "ბოთლი ნაპოვნი ხელნაწერი", "ეიროსისა და ქარმიონეს გასაუბრება", "პაემანი", "ელეონორა", "მორელა", "ლიგეა", "მთხრებლი ა ქანქარა", "შავი აკტა", "გული–გამთქმელი", "ნაპარავი წერილი", "წინააღმდეგობრიობის ჭინკა", "ერთი კასრი ამონტილედო", "შენ ხარ კაცი იგი!", "სკუპ–სკუპო", "უილიამ უილსონი", "შეუცნობელის ანგელოზი", "ეშმა სამრეკლოზე", "ეშმაკს თავზე ნუ დაენიძლავები", "მისტიფიკაცია".  
    16.95
    ედემის აღმოსავლეთით
    ავტორი: ჯონ სტაინბეკი მთარგმნელი: რამაზ ხატიაშვილი „რაც კი ოდესმე დამიწერია, რაც მრავალწლიან სამწერლო გზაზე მისწავლია, ყველაფერი სწორედ ამ წიგნის შესაქმნელად გამოვიყენე“, — ამბობდა ჯონ სტაინბეკი თავის მაგნუმ ოპუსზე, რომელიც ამერიკის სამოქალაქო ომიდან შემორჩენილ იარებს პირველ მსოფლიო ომამდე ატარებს და გზადაგზა ადამიანებს, მათ სახელებს, ოჯახებს, მათ ყველა მანკიერებას, კეთილშობილებასა და განცდებს გვიტოვებს. ამბავი კალიფორნიის სალინასის ველზე მცხოვრები ორი ოჯახის, ჰამილტონებისა და ტრასკების ირგვლივ იკვრება და, გარკვეულწილად, კაენისა და აბელის თანამედროვე ისტორიასაც წარმოადგენს. სწორედ ამ ბიბლიური სიუჟეტის  მაგალითზე ცდილობს ავტორი ახსნას, ბოროტება და სიკეთე თანდაყოლილი თვისებებია თუ გარემოებებით განპირობებული აუცილებლობა.  
    34.9
    ევას სამი ქალიშვილი
    ავტორი: ელიფ შაფაქი სერია: ლიტერე ინვენტე ინგლისურიდან თარგმნა: გვანცა გარმელიამ პერი, შირინი და მონა ერთმანეთისგან სრულად განსხვავებული სამი მეგობარია, სამი მუსლიმი - აღმოსავლეთის შვილი. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობენ, ევროპის ცენტრში. უყვართ, სძულთ, ერთგულებენ, განიცდიან, ბრაზობენ, ღალატობენ - ისეთი ვნებით, როგორიც 19-20 წლის ახალგაზრდებს სჩვევიათ... და ამ ვნებებში ბოლომდე იხარჯებიან, როგორც ნებსმიერი მათ ასაკში. ამ ასაკმა, მათმა გულწრფელობამ და უმანკოებამ თითქოს ყველა შეცდომა უნდა გააქარწყლოს, მაგრამ...
    16.95
    ევას სამი ქალიშვილი
    ავტორი: ელიფ შაფაქი წიგნი სამ გოგონაზე მოგვითხრობს: პერი, შირინი და მონა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი მეგობარია, სამი მუსლიმი - აღმოსავლეთის შვილი. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობენ, ევროპის ცენტრში. უყვართ, სძულთ, ერთგულებენ, განიცდიან, ბრაზობენ, ღალატობენ - ისეთი ვნებით, როგორც ეს 19-20 წლის ახალგაზრდებს სჩვევიათ... პერი, შირინი და მონა - პირველმშობელი ევას სამი ქალიშვილი, კაცობრიობის მამოძრავებელი სამი ენერგია - ელიფ შაფაქის სულ ახალ რომანში მკითხველს დაუმტკიცებენ, რომ სამყარო ისევ ეჭვზე, ცოდვასა და ღვთისმოსაობაზე დგას, როგორც ევას დროს.  
    16.95
    ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი
    ავტორი: ტეილორ ჯენკინს რეიდი სერია: წლის ბესტსელერი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე   "ჰოლივუდის კინოს ხანდაზმული და კარჩაკეტილი ხატი ეველინ ჰიუგო მზადაა გაამხილოს სიმართლე თავისი სკანდალური ცხოვრების შესახებ. მაგრამ, როდესაც იგი ინტერვიუსთვის უცნობ რეპორტიორს, მონიკ გრანტს, ირჩევს, ყველაზე მეტად თავად მონიკია გაოცებული: რატომ _ ის? და რატომ _ ახლა? მონიკზე ვერ იტყვი, მოწოდების სიმაღლეზეაო. ქმარმა მიატოვა და პროფესიულ ცხოვრებაშიც სიახლე არ ჩანს. იმის მიუხედავად, თუ რატომ აირჩია ეველინმა ბიოგრაფიის დასაწერად, მონიკი გადაწყვეტს, ეს შესაძლებლობა კარიერის ახალი ეტაპის დასაწყებად გამოიყენოს. ეველინის მდიდრულ ბინაში დაბარებული მონიკი გატაცებით უსმენს მსახიობის ისტორიას _ 1950-იან წლებში ლოს-ანჯელესში თვითდამკვიდრებით დაწყებული, 80-იან წლებში შოუბიზნესის დატოვების გადაწყვეტილებამდე და, რა თქმა უნდა, გზად შვიდი ქმარი... ეველინი ჰყვება ზღაპარს დაუნდობელი ამბიციების, მოულოდნელი მეგობრობისა და დიდი, აკრძალული სიყვარულის შესახებ. მონიკი ლეგენდარულ ვარსკვლავთან უფრო და უფრო დიდ კავშირს გრძნობს, მაგრამ, როდესაც ეველინის ისტორია დასასრულს უახლოვდება, ცხადი ხდება, რომ მისი ამბავი ტრაგიკული და შეუქცევადი გზით იკვეთება მონიკის ცხოვრებასთან."
    16.95