santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ვერგილიუსის სიკვდილი
    ავტორი:  ჰერმან ბროხი ავსტრიული ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი ჰერმან ბროხი 1886 წელს დაიბადა ვენაში. ჰერმან ბროხის და ზოგადად XX საუკუნის ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი საეტაპო ნაწარმოები ,,ვერგილიუსის სიკვდილი'' 1945 წელს გამოიცა ამერიკაში. პოეზიისა და პროზის მიჯნაზე დაწერილ ამ რომანში აღწერილია გენიალური რომაელი პოეტის, ვერგილიუსის სიცოცხლის ბოლო საათები: მისი მგზავრობა და ბრუნდიზიუმში ჩასვლა, სიკვდილისწინა ხილვები და ბოდვები, მეგობრებთან და იმპერატორ ოქტავიანუსს ავგუსტუსთან უკანასკნელი საუბარი
    21
    ვერიტი
    ავტორი: კოლინ ჰუვერი სერია:  Top თრილერი   როცა სიყვარული მოდის სული გინათდება, გული გიმღერის და, თუ მას ნაყოფიც გამოაქვს, უდიდესი საჩუქარი — შვილი, ხანდახან ტყუპიც, სიკეთეს აფრქვევ, დედაშვილური სიყვარულის ბედნი ერებას გამოცდი. მაგრამ თურმე სხვაგვარი სიყვარულიც არსებობს — სიძულვილიანი, ბრძა, მათ მიმართ, ვინც საყვარელმა ადამიანმა გაჩუქა. სასტიკი დანაშაული სიყვარულის სახელით, რომელსაც გამარ– თლება არა აქვს, და მას ახალგაზრდა მწერალი ქალი ამხელს, რათა დამნაშავის ოჯახიც დაიცვას და საკუთარ თავიც.
    16.95
    ვერნონ გენიოს ლითლი
    დიბისი პიერი   ტეხასის პატარა ქალაქ მარტირიოში შემაძრწუნებელი ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩვიდმეტი მოსწავლე ამოხოცეს. თანაკლასელთა მკვლელობაში ეჭვმიტანილია 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლი, მანამდე არაფრით გამორჩეული მოსწავლე. პოლიცია და საზოგადოება ვერნონისაგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვს, სასამართლო სიკვდილს მიუსჯის, მასმედია კი ცდილობს, იგი ახალი ლაივშოუს გმირად აქციოს...
    13.9
    ვეფხისტყაოსანი
    ავტორი: შოთა რუსთაველი სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ    
    16.95
    ვეფხისტყაოსანი (გრაფიკული რომანი)
    ავტორი: შოთა რუსთაველი ადაპტირებული ტექსტის ავტორი: სალომე ბენიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    69.9
    ვეფხისტყაოსანი (ლიმიტირებული გამოცემა)
    ავტორი: შოთა რუსთაველი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    99.9
    ვილეტი
    ავტორი: შარლოტ ბრონტე სერია: იკითხე კლასიკა   "ლიუსი სნოუ ობოლი ქალიშვილია, რომელსაც არც ფული აქვს და არც ნათესავები ჰყავს. სამაგიეროდ მიღებული აქვს კარგი განათლება, ძლიერი ხასიათი და სხარტი აზროვნება, რაც საკმარისია იმისათვის, რომ მარტო გაემგზავროს ევროპაში და იპოვოს სამუშაო როგორც ინგლისურის მასწავლებელი გოგონათა სკოლა-პანსიონში. სწორედ იქ, მძიმე ყოველდღიურ შრომასა და ინტრიგების ატმოსფეროში გადაეყრება სრულიად განსხვავებულ ორ მამაკაცს _ ინგლისელ ჯონსა და ბელგიელ პოლს. პირველი ლიუსიში თბილ სიმპათიას იწვევს, მეორე _ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების მთელ კონას. გახდება თუ არა რომელიმე მათგანი მისი სიყვარული და ბედისწერა?.."
    16.95
    ვინ მოკლა ჩაიკა ?
    ავტორი: ანა კორძაია - სამადაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    9.9
    ვინილომაგია ვინილომანია
    ავტორი:  თემურ ტონია   ის გასული საუკუნის 50-იან წლებში მოევლინა სამყაროს, მრავალმილიონიანი ტირაჟებით დაფარა დედამიწა და მილიონობით ადამიანს მიუტანა მუსიკა აბსოლუტურად სრულყოფილი სახით. მისი წყალობით, მუსიკა გასცდა ტრადიციულ, სახელოვნებო სივრცეს და იქცა სოციალურ ფენომენად, რომელმაც განაპირობა სრულიად ახალი კულტურული ტენდენციების, მსოფლმხედველობისა და ცხოვრების წესის დამკვიდრება. რა გახდა დღეს, 21-ე საუკუნეში, „ბებერი" ვინილის ხელახალი გაცოცხლების მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხს ამოიკითხავთ ამ წიგნში ...
    12.95
    ვის უხმობს ყორანი
    ავტორი:  მეგი სტივოთერი მთარგმნელი:  არჩილ რაჭველი სერია: ლიბერთინს   საუკუნეების შემდეგ მოზარდი გოგონა დილემის წინაშე დგას - როგორ მოიქცეს, როდესაც მისი შეყვარება ნებისმიერს სასიკვდილო საფრთხეს უქადის. ცხოვრებისეული გზების ძიება გოგონას ოთხ ბიჭს შეახვედრებს, რომელთანაც, წესით, არაფერი უნდა ჰქონოდა საერთო... იქ სადაც ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს შორის საზღვარი იშლება, იქ, სადაც ზურგს უკან ბედისწერის სუნთქვას გრძობ, იქ, სადაც ღმერთის ძიებაში სატანას არსებობა არ უნდა დაგავიწყდეს, გოგნამ და ოთხმა ბიჭმა უნდა გაარკვიონ, ვის უხმობს ყორანი.
    15
    ვისთვის გალობს შაშვი
    ავტორი: ლანა ღოღობერიძე სულაკაურის გამომცემლობა ქართველი კინორეჟისორი, დიპლომატი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და მხატვარი ლანა ღოღობერიძე იმ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია საბჭოთა რეჟიმის დამთრგუნველი ძალა. ბავშვობის ტრავმებმა დიდად განსაზღვრეს მისი შემოქმედება. „ვისთვის გალობს შაშვიც“ გადატანილი ტკივილების ამოძახილია. მაგრამ მთელი ცხოვრების გამოცდილების შედეგად, ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ განსაცდელი და განსაკუთრებით საყოველთაო განსაცდელი, მხოლოდ ამძაფრებს სიცოცხლის სიყვარულს და სამყაროს მშვენიერების შეგრძნებას. პოეზიას და ბუნების სილამაზეს ძალუძს, დააცხროს ყოველგვარი ტკივილი და სულის თავშესაფრად იქცეს, ამისთვის კი ხანდახან ისიც საკმარისია − გაყუჩდე და ყური მიუგდო შაშვის მოულოდნელ გალობას პანდემიით დადუმებულ ქალაქში.
    11.9
    ვიტა
    ავტორი: მელანია მაცუკო მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე გამომცემლობა: ბბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა
    17.9
    ვიქნები თუნდაც განტენბაინი
    ავტორი: მაქს ფრიში სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: დალი ფანჯიკიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    15.9
    ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ
    ავტორი: რიჩარდ ფლენეგანი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: გია ბერაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    19.9
    ვცადე
    ავტორი: ივა ფეზუაშვილი     პირველი წიგნი, კაცმა რომ თქვას, დებიუტანტი ავტორის გაცნობისაა, სახელი და გვარი თუ დაგვამახსოვრა, უკვე დიდი საქმეა. ისეთი სადებიუტო კრებულებიც ვიცით, მართლა იშვიათი და საკვირველი ამბავი რომ უხარებიათ – ნამდვილი მწერლის დაბადების ამბავი. მე მგონი, არ უნდა მეშლებოდეს – ეს წიგნი ამგვარი შემთხვევაა. ამ ხუთი მოთხრობიდან ერთ-ერთი – ცა, ჩვენს ჟურნალში რომ დაიბეჭდა, მაშინ დავწერე: არილს ბევრი ახალგაზრდა გამოუყვანია ლიტერატურულ ასპარეზზე, მათგან საამაყოდ და თავის მოსაწონებლად რამდენიმე შემოგვრჩა და ისეთი ეჭვი მაქვს, ხვალ ივა ფეზუაშვილიც იმათ რიგში ჩადგება-მეთქი. ჩემდა სასიხარულოდ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიმტკიცდება ეს ეჭვი. (შადიმან შამანაძე)   „გამორჩეულია“, „ორიგინალურია“, „კარგი იუმორი აქვს“, – ასე შევაფასეთ ჟიურის წევრებმა სტუდენტურ კონკურსზე პირველ საპრიზო ადგილზე გასული ივა ფეზუაშვილის მოთხრობა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ივას ყოველი ახალი ტექსტის წაკითხვისას ვფიქრობდი, რომ ისინი წააგავდა კიბის საფეხურებს, კიბეს, რომელიც ცას უნდა მიადგა... და ცოტა ხანში ცაც გამოჩნდა, მოთხრობა, რომელმაც ტრადიციულად ჩამითრია, ჯერ ამბავს მომიყვა, დამაჯერა, მაცინა, გამაოცა და ბოლოს ისე მომიჭირა კისერში, მერე სადღაც გულთან, რომ მიწას დავხედე, ცას ავხედე და გავიფიქრე: „რა მაგარია, რომ ასე წერს!.." (თეონა დოლენჯაშვილი)
    7.25
    ვწერ მასწავლებლისთვის
    „მე მკითხველის რა მოდელზე ვფიქრობდი, როცა ვწერდი? ცხადია, თანამზრახველზე, რომელიც თამაშში ამყვებოდა… ჩემი მსხვერპლი, ანუ ტექსტის მსხვერპლი, გახდებოდა, დარწმუნებული იქნებოდა, რომ მხოლოდ ის უნდოდა, რასაც ჩემი ტექსტი სთავაზობდა და სხვა არაფერი“, − წერს უმბერტო ეკო თავისი რომანისთვის – „ვარდის სახელი“ – დაწერილ ბოლოთქმაში.   „ლიტერატურა არასოდეს მიმიჩნევია თერაპიად. ლიტერატურა ვერაფერს კურნავს და უმეტესად, ვერც კითხვებს სცემს პასუხს. ლიტერატურა ასახავს, ჰყვება, აღწერს, გვიტაცებს, გვაღელვებს, ჭრილობაში ხელს გვიფათურებს, გვიკირკიტებს, გვაფორიაქებს, გვაბრაზებს, გვეხება, მაგრამ უებარი წამალი ნამდვილად არ არის“, – ამბობს მწერალი ნინო ხარატიშვილი თავის ერთ-ერთ გამოსვლაში.   მაშინ რატომ ვწერთ, თან ვწერთ მასწავლებლისთვის?! ამ წიგნში თავმოყრილი მოთხრობები და მათი პერსონაჟები მკითხველის ამ შეკითხვას უპასუხოდ არ ტოვებენ.   ავტორები: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ანა წულაია, ბესო პაპასქუა, ბესო ხვედელიძე, გიორგი შერვაშიძე, გურო დავითლიძე, დათო გორგილაძე, დიანა ანფიმიადი, ეთერ ქუთათელაძე, ეკა ქევანიშვილი, ზურა აბაშიძე, თამარ გეგეშიძე, თამარ ესიტაშვილი, თეა თოფურია, თინათინ ხუტურიძე, თორნიკე სიბაშვილი, თორნიკე ჭელიძე, ილია ჭანტურია, ინა არჩუაშვილი, ირმა კახურაშვილი, ირმა ტაველიძე, იუნონა გურული, ლევან ლორია, ლუკა ბაქანიძე, მარიამ კაშია, მიშა ბახსოლიანი, მიხო მოსულიშვილი, ნათია გოგიჩაიშვილი, ნათია როსტიაშვილი, ნანა აკობიძე, ნარგიზ ბუხაიძე, ნინო სადღობელაშვილი , ნინო ქადაგიძე, სოფიო კუბლაშვილი, სოფო გოგალაძე, ფიქრია ყუშიტაშვილი, ქარდა ქარდუხი, ცოტნე ავსაჯანიშვილი, ცოტნე ცხვედიანი
    36.95
    ზამთარი
    მთარგმნელი: ლელა დუმბაძე   „ზამთარი“ მწერლის მიერ დანახულ დღევანდელობას ასახავს – მტკივნეული პოლიტიკური კონფლიქტებითა და კოლიზიებით, ელექტრონული ტექნოლოგიებით დამძიმებული და გაუცხოებული თანამედროვე ადამიანის სულიერ მდგომარეობას, განსხვავებული აზრის მიუღებლობას, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, უკიდურესობამდე გართულებულ ოჯახურ ურთიერთობებს, რაც, შესაძლოა, მოულოდნელი ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური ძვრების გამომწვევიც კი იყოს. აქ აღმოაჩენთ, რომ ის, რაც თითქოს ზოგადსაკაცობრიო განსაცდელად გამოყურება, თურმე შეიძლება სავსებით ნაცნობი, ახლობელი და ხელშესახები  იყოს ჩვენი, ქართული სინამდვილისთვისაც.
    19.9
    ზამთარი ჩვენი მღელვარებისა
    ავტორი: ჯონ სტაინბეკი მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე   წიგნში „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“ ჯონ სტაინბეკი პირველად ინაცვლებს ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ის თავისი ერთ-ერთი საკულტო ნაწარმოების სიუჟეტს ნიუ-იორკში შლის. ოდესღაც მდიდარი და მაღალი საზოგადოების ოჯახის შთამომავალი, ითენ ჰოული, ფსკერამდეა დაშვებული. გარდა იმისა, რომ უკვე საშუალო კლასს მიეკუთვნება, მუშაობს იმ მაღაზიაში, რომელიც ოდესღაც ჰოულების მძლავრ კლანს ეკუთვნოდა. და როდესაც დაკარგულის დაბრუნების დრო დგება, ითენმა ყველა ის თვისება უნდა მოიშველიოს, რომელიც ქონებისა და, შესაბამისად, ძალაუფლების მოსაპოვებლად, უფრო კი მათ შესანარჩუნებლადაა საჭირო. ავტორი თხრობის არასტანდარტულ ხერხს მიმართავს. ოსტატურად ირგებს ხან მთხრობელის, ხანაც პროტაგონისტის როლს, რაც ამბავს მის პირად ისტორიადაც აქცევს.
    34.9
    ფასდაკლება
    ზარხუფი
    ავტორი: სილვია პლათი მთარგმნელი: ლელა სამნიაშვილი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა   ბოსტონის გარეუბნელ 19 წლის ესთერ გრინვუდს ნიუ-იორკის პრესტიჟულ ჟურნალში სტაჟირების შესაძლებლობა ეძლევა. მწერლობაზე მეოცნებე ესთერისთვის ეს ახალი ცხოვრების დასაწყისია. იგი მეგაპოლისის მღელვარე ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. თითქოს ყველაფერი რიგზე უნდა იყოს, მაგრამ ესთერის სულიერი მდგომარეობა ნელ-ნელა რთულდება... „ზარხუფი“ ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის (1932-1963) ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტია. რომანი, რომელიც დიდწილად ავტობიოგრაფიულია, 1963 წელს, ავტორის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე გამოიცა ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით.
    11.67 17.95
    ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში
    ავტორი: ჰანტერ ს. თომპსონი მთარგმნელი: გია ჭუმბურიძე სერია: ამერიკელები   ჰანტერ ს. თომპსონი 1937 წელს კენტაკის შტატის ქალაქ ლუისვილში დაიბადა. ვიდრე ლეგენდარულ „ზაფრა და გულისრევას“ დაწერდა, მოასწრო ძარცვაში თანამონაწილეობის ბრალდებით სასჯელი მოეხადა, სამხედრო-საჰაერო ძალებში ემსახურა და თავისი გიჟური რეპორტაჟებით შეექმნა გონზო-ჟურნალისტიკა - სტილი, რომელიც აღწერილ მოვლენებში ავტორის უშუალო მონაწილეობას, ამბის მძაფრი ემოციებით გადმოცემას და, შიგადაშიგ, ამ ემოციების სინაღდის დასტურად არანორმატიული ლექსიკის მოშველიებას გულისხმობს. „ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში“ თომპსონის ყველაზე ცნობილი რომანია. ეს არის სხვადასხვა ჯურის ნარკოტიკებით - „ამყვანებით, დამყვანებით, ამჭყივლებლებით, ამგდებ-დამგდებლებითა თუ მასხარების მთელი გროვით“ გაბრუებული მთავარი გმირის - რაულ დიუკისა და მისი ადვოკატის ლას-ვეგასში, ამერიკული ოცნების საძიებლად გამგზავრების ამბავი.  
    14.95
    ზაფხული ზღვაზე
    ავტორი: სარა დესენი მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე სერია: ლიბერთთინსი   თანამედროვე ამერიკელი ავტორის სარა დესენის "ზაფხული ზღვაზე" თინეიჯერი გოგონას - ოდენის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ერთადერთი გასართობი წიგნების კითხვა და პროფესორი დედის ინტელექტუალ სტუმრებთან ფილოსოფიური საუბრებია. იკითხავთ, სადღაა ბავშვობა, თანატოლებთან თამაში, გადატყავებული მუხლები, სკოლაში პირველი სიყვარულიო? მსგავსი არაფერი ყოფილა - ოდენს მხოლოდ წიგნების სამყარო აქვს და ეს აკმაყოფილებს...მაგრამ მოვიდა დრო და ცხოვრებამ შანსი მისცა გოგონას, გაიგოს, რომ თურმე სხვა სამყაროც არსებობს: მეგობრობის, ველოსიპედით სეირნობის, პაემნების და ამაში ზაფხულში, ზღვაზე ნაპოვნი პირველი სიყვარული დაეხმარება
    14.95
    ზებულონი
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე “ვისთვისაც შემოქმედება კომერცია არ არის, მისთვის მთავარი ნაწარმოები ყოველთვის წინაა” რომანი საქართველოს ისტორიული რეალობის ფონზე ვითარდება. ამბავი, რომელიც მთავარი გმირის, ზებულონის “თავგადასავალის” ფორმითაა შემოთავაზებული, ადამიანური სულის უღრმეს ფენებში წვდომის საშუალებას გვაძლევს. ბედისწერისა და შემთხვევითობის, ადამიანის შიგა და გარე სამყაროების ურთიერთმიმართებები აქ ერთიან სისტემადაა მოცემული და უაღრესად საინტერესო განზომილებას ქმნის. კლასიკური თხრობის ფორმა და უზადო ენობრივი ქსოვილი წიგნს იოლად აღსაქმელს ხდის ნებისმიერი მკითხველისათვის.
    19.9
    ზებულონი
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე   რომანი საქართველოს ისტორიული რეალობის ფონზე ვითარდება. ამბავი, რომელიც მთავარი გმირის, ზებულონის "თავგადასავალის" ფორმითაა შემოთავაზებული, ადამიანური სულის უღრმეს ფენებში წვდომის საშუალებას გვაძლევს. ბედისწერისა და შემთხვევითობის, ადამიანის შიგა და გარე სამყაროების ურთიერთმიმართებები აქ ერთიან სისტემადაა მოცემული და უაღრესად საინტერესო განზომილებას ქმნის. კლასიკური თხრობის ფორმა და უზადო ენობრივი ქსოვილი წიგნს იოლად აღსაქმელს ხდის ნებისმიერი მკითხველისათვის. ჯემალ ქარჩხაძევისთვისაც შემოქმედება კომერცია არ არის, მისთვის მთავარი ნაწარმოები ყოველთვის წინაა.
    16.95
    ზევით და ქვევით
    ავტორი: არჩილ სულაკაური სერია: რცეული მოთხრობები არჩილ სულაკაური (1927-1997) მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწერალია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე და სტუდენტობიდანვე აქვეყნებდა ლექსებს ალმანახში „პირველი სხივი“.   მისი პირველი მოთხრობა, „ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფვიან“, მოგვიანებით, 1957 წელს დაიწერა და დიდი გამოხმაურება მოიპოვა მკითხველთა და ლიტერატორთა შორის; დაიდგა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში. მოთხრობას მოჰყვა რომანები – „ლუკა“, „გაბო“, „თეთრი ცხენი“, „ოქროს თევზი“.   პოეტი და პროზაიკოსი არჩილ სულაკაური, ასევე, ცნობილია, როგორც საბავშვო მწერალი. ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ზღაპრისთვის, „სალამურას თავგადასავალი“, მას 1971 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.   არჩილ სულაკაურის მოთხრობების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „ერთი ცის ქვეშ“, „ზღარბი“, „ბიჭი და ძაღლი“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, ხორვატულ, არაბულ, გერმანულ, ფრანგულ და იაპონურ ენებზე. 
    12.9