santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • კასანდრა
    ავტორი: კრისტა ვოლფი მთარგმნელი: რუსუდან ღვინეფაძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ცნობილი გერმანელი მწერალი კრისტა ვოლფი (1929-2011 წწ) მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, თომას მანის პრემიის ლაურეატია; განათლებით იგი არც კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი იყო და არც ძველი მსოფლიოს ისტორიისა, მაგრამ ტროელ ნათელმხილველ კასანდრაზე ჩაფიქრებული ნაწარმოების ხორცშესასხმელად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ინტერესით გაეცნო კრეტა-მიკენის კულტურის ძეგლებს, შეისწავლა მითოლოგია და არქეოლოგია. კრისტა ვოლფმა მითიური სიუჟეტი მხატვრულად გადაამუშავა და კასანდრას სახე მითიდან სოციალურ-ისტორიულ კოორდინატებზე გადმოიტანა.
    10.9
    კასანდრას კომპლექსი
    ავტორი: ჰოლი სმეილი სერია: წლის ბესტსელერი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე "კასანდრა თავისებურად ხედავს სამყაროს, ფერებში. იქ უამრავი ფერია: კარგი ადამიანისა _ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცუდის _ რუხი, ქვიშისფერი, შავი... მის სამყაროში საოცარი წესრიგია, განსხვავებით ჩვეულებრივისგან, სადაც ქაოსი, ხმაური, არეულობა და ხშირად სიყალბეა. მისი სიყვარულიც ფერადოვანია მათთვის, ვინც უყვარს, ვისაც ემეგობრება. ტყუილად როდი დაარქვეს კასანდრა _ მეფე პრიამოსის ქალიშვილივით, რომელიც მისგან უარყოფილმა აპოლონმა წინასწარმეტყველების ნიჭით დასაჯა, და რომლისაც არავის სჯეროდა, მასაც შეუძლია მომავლის განჭვრეტა და საოცარია, რომ მითოლოგიური კასანდრასგან განსხვავებით, მის საყვარელ ადამიანებს მისი სჯერათ... კასანდრა პენელოპე დენქუორთი ძლიერია და დიდი გულისტკივილისა თუ დანაკარგის ფასად მას აღიარებენ, რადგან სიყვარული და პატიება შეუძლია."
    16.95
    კასრის ამბავი და სხვა ესეები
    ავტორ: ჯონათან სვიფტი მთარგმნელი: ქეთი ქანთარია ჯონათან სვიფტი (1667-1745) - ირლანდიული წარმოშობის ბრიტანელი მწერალი, ,,გულივერის მოგზაურობის’’ ავტორი, იმავდროულად ბრწყინვალე სატირული ნიჭით იყო დაჯილდოებული. წინამდებარე კრებულში შესული ესეები პირველად ითარგმნა ქართულად. სვიფტის ანტი-კლერიკალური პათოსი, მისი შემაძრწუნებელი სოციალური სატირა და ირონია მმართველი ფენების მიმართ ამ ესეების დაწერიდან ოთხასი წლის შემდეგაც, სამწუხაროდ, არ კარგავს აქტუალობას.
    25
    კატა და გენერალი
    ავტორი: ნინო ხარატიშვილი გერმანულიდან თარგმნა ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა   „რა გგონია, მსოფლიოში ერთი თავისუფალი რუსი მაინც არსებობს? ვინმე, ვისაც ეს ღირსებია? ჩვენ თავისუფლებას დუმილითა და შეუმჩნევლობით მოვიპოვებთ, თუ არადა, სამუშაო ბანაკი ან, უკეთეს შემთხვევაში, ცხრა კვადრატული მეტრი საკანი გველოდება. ჩვენი თავისუფლება უმოქმედობა და აპათიაა, ან შიში. ამიტომაც ვართ მუდამ სხვისი თავისუფლების მიმტაცებლები, მუდამ სადღაც ვიჭრებით დაუპატიჟებელი სტუმრებივით და სხვისი თავისუფლების მისაკუთრებას ვცდილობთ, რადგან ყველა გვძულს, ვინც ჩვენნაირი არ არის. რადგან ვერ ვიტანთ, თუკი ვინმეს ის აქვს, რაც ჩვენ არასდროს გვქონია და არც არასდროს გვექნება. იცი, რატომ, ბორია? იცი, რატომაა ასე? იმიტომ, რომ ერთმანეთს ვხოცავთ – ისე, როგორც მაშინ, როცა სულ მოკლე დროით დიდი ხნის ნანატრი თავისუფლება გვეღირსა. საერთოდ არ შეგვიძლია თავისუფლება. არ გვინდა“.   ნინო ხარატიშვილი ამ წიგნში საბჭოთა იმპერიის ნანგრევებს შორის გაჩენილ პირდაღებულ უფსკრულებზე გვიყვება. გარემოზე, სადაც პერსონაჟები კლასიკური ტრაგედიისთვის დამახასიათებელი სიმძაფრით ეჯახებიან ერთმანეთს.   კატა ბავშვობისას გერმანიაში ემიგრირებული ქართველი გოგონას მეტსახელია, გენერალი კი, ზრდასრულ ასაკში ბერლინში საცხოვრებლად გადასული რუსი ოლიგარქის. ხოლო ის, ვინც ამ ორ ადამიანს აერთიანებს, ვის გამოც მათი გზები უცნაურად იკვეთება, ჩეჩენი გოგონაა, ნურა.   ნურას – მშობლიური ხეობიდან გაქცევაზე მეოცნებე გოგონას – ამბავი 1994-1996 წლებში მიმდინარე ჩეჩნეთის პირველი ომის ფონზე ვითარდება, კატა და გენერალი კი მოგვიანებით, ჩეჩნეთის მოვლენებიდან 20 წლის გასვლის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს და ამ რომანისთვის სიმბოლური ნივთის, რუბიკის კუბიკის ნაწილებივით უცნაურად ირევა და ლაგდება მიზეზ-შედეგობრივი მოვლენები, პერსონაჟთა ქცევის ღია თუ ფარული მოტივებ
    39.95
    კატა, რომელიც ქალს უსმენდა
    ავტორი: მარტოხელა   თუ წერის სტილთან და ტექნიკასთან ერთად ავტორი გაგრძნობინებს, რომ მის მიერ დაწერილი წიგნი სიმართლეა... რომ ეს ამბავი შენს ცხოვრებაშიც მომხდარა, ისევე როგორც სხვების ცხოვრებაში, მაშინ ეს ამბავი აუცილებლად უნდა მივიდეს მკითხველამდე. მკითხველმაც უნდა იგრძნოს, რომ მასავით სხვებსაც სტკენია, სხვების ცხოვრებაშიც იყო უიმედობა, დაცემა, აღდგომა, კათარზისი და, რაც მთავარია, სიყვარული. ეს პროცესი, მკითხველისთვის შვების მომგვრელია - ის იღებს გამოცდილებას და, ასევე, შვებისმომგვრელია - ავტორისთვისაც, ის ხომ უშურველად გასცემს ამ გამოცდილებას...
    25
    კატაკომბა
    ავტორი: მედლინ რუ მთარგმნელი: ირაკლი სულაძე სერია: ლიბერთინს     "თავდაპირველად დადგენილი წესები ასეთი იყო: პირველი: მხატვარმა უნდა აირჩიოს გარდაცვლილისთვის ძვირფასი საგანი. მეორე: საკუთარი არჩევნის მიმართ მხატვარს არ უნდა გაუჩნდეს არც დანაშაულის და არც სინანულის გრძნობა. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი: საგანს ძალა არ მიენიჭება მანამ, სანამ სისხლით არ დაიფარება, ხოლო რაც უფრო უდანაშაულო ადამიანის იქნება ის, მით მეტად მძლავრი აღმოჩნდება შედეგი.
    12.95
    კაფკა პლაჟზე
    ავტორი: ჰარუკი მურაკამი მთარგმნელი: თამარ სუბელიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი  ჰარუკი მურაკამის რომანი „კაფკა პლაჟზე“ 2002 წელს გამოიცა და სხვადასხვა პრემიებთან ერთად, 2005 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საუკეთესო ახალგაზრდული წიგნის ჯილდოც მოიპოვა. კაფკა თამურა თხუთმეტი წლის მოზარდია, უსმენს Radiohead-ს და ჯონ კოლტრეინს. ერთ დღეს გადაწყვეტს, სახლიდან გაიქცეს, რათა თავი დააღწიოს მამას, რომელმაც ბავშვობაში უწინასწარმეტყველა, მე მომკლავ, დედასთან და დასთან კი სქესობრივ კავშირს დაამყარებო. კუნძულ სიკოკუზე გადახვეწილი მოზარდი ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას, პარალელურად კი იმავე კუნძულისაკენ ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ბატონი ნაკატა მიემართება. ყოფითი დეტალებით აღსავსე ამ ნაწარმოებში პერსონაჟების ბედზე დიდ გავლენას ახდენენ გასაოცარი ძალები და… კატები
    18.9
    კაფკას ლეოპარდები
    ავტორი: მოასირ სკლიარი მთარგმნელ(ებ)ი  ზაზა ჭილაძე სერიის დასახელება ET CETERA ბრაზილიელი მწერლის, მოასირ სკლიარის (1937-2011) რომანი „კაფკას ლეოპარდები“ ახალგაზრდა ებრაელის, ბენიამინ კანტაროვიჩის, მეტსახელად „თაგუნას“, თავშესაქცევ ამბავს მოგვითხრობს. ლევ ტროცკისთან შეხვედრაზე მეოცნებეს ბედისწერა დიდ თავსატეხს უმზადებს: მის ხელში თავად ფრანც კაფკას ხელნაწერი აღმოჩნდება, რომელსაც გასაღები უნდა მოარგოს.     1916 წლის ზამთარია. გათოშილი, თავგზააბნეული ბენიამინ კანტაროვიჩი პრაღის ქუჩებში დაეხეტება და მინიშნებებს ეძებს… წიგნში მოულოდნელობა მოულოდნელობას ენაცვლება, მთავარ გმირს კი ისღა დარჩენია, ჰრადშინის ციხესიმაგრის უკან, ალქიმიკოსების ქუჩაზე, ფრანც კაფკას პატარა ოთახს მიადგეს და კარზე დააკაკუნოს.
    9.95
    კაცი წნეხის ქვეშ
    ავტორი: საბა სავანელი გამომცელობა: ინტელექტი
    20
    კაცი, რომელიც ვარდება დონ დელილო
    ავტორი: დონ დელილო მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი   დონ დელილო თანამედროვე ამერიკელი მწერალია, რომელმაც ეს წიგნი 11 სექტემბრის მოვლენებს მიუძღვნა. „კაცი, რომელიც ვარდება“ ყველაზე მასშტაბურ და სასტიკ ტერორისტულ აქტზე შექმნილი თანამედროვე მხატვრული ტექსტია. 11 სექტემბრის ნიუ-იორკი – არა მხოლოდ ტერაქტის თავზარდამცემი წუთებია, არამედ ქალაქის ცხოვრება „თვითმფრინავების მოფრენამდე“ და შემდეგ. საბედისწერო დღე სხვადასხვა ადამიანის თვალითაა დანახული, აღქმული, შეფასებული და განცდილი. მკითხველი მრავალ პერსონაჟს აკვირდება და ისტორიის გარდამტეხ მოვლენას ნიუიორკელი ცოლ-ქმრის, მათი ვაჟის, ინტელექტუალი ბებიის, ევროპელი კოლექციონერის, ალცჰაიმერით დაავადებულთა წრის წევრების, მოზარდი და-ძმის, მანჰეტენელი ქალის, პოკერის მოთამაშეების, ტერორისტებისა და მათი ლიდერების ცხოვრების გზებით უახლოვდება. ბიოგრაფიების, ღირებულებებისა და პერსონაჟების შინაგანი სამყაროების ეს მრავალფეროვნება დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ქმნის. რომანის ბოლოს კი ჯოჯოხეთის შუაგულია – ტერაქტის ეპიცენტრი. ავტორი პირველი შეჯახების მოწმეებად გვაქცევს და იმ ასობით ადამიანს შორის ჩაგვაყენებს, მაღალი სართულებიდან კიბით რომ ცდილობენ დაშვებას. ... თუმცა სხვები ფანჯრიდან ვარდნას ამჯობინებენ. 11 სექტემბრის ხსოვნის სიმბოლო რომანში სწორედ ესაა – ადამიანი, რომელიც ვარდება – გაცოცხლებული წამი ცნობილი ფოტოსურათიდან, რომელსაც 11 სექტემბრის შემდეგ მთელმა მსოფლიომ Falling Man უწოდა. სიუჟეტი მძაფრია, თხრობის მანერა – ცოცხალი, რაც მკითხველს წიგნში აღწერილი მოვლენების უშუალო მონაწილედ აგრძნობინებს თავს
    9
    კაცი, რომელიც სახეებს მიღმა ხედავდა
    ავტოი: ერიკ-ემანუელ შმიტი     შარლერუაში, პატარა ბელგიურ ქალაქში მომხდარმა სისხლიანმა ტერაქტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეკლესიის პარმაღზე დატრიალებულმა ტრაგედიამ უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აფეთქების ავტორებად რელიგიურ ფანატიკოსებს მოიაზრებენ. ოგიუსტენი, უსახლკარო ახალბედა ჟურნალისტი, რომელსაც ძლივს ეღირსა სამუშაო ადგილობრივ გაზეთში, მოვლენების ეპიცენტრშია და გადაწყვეტს, ჟურნალისტური გამოძიება წამოიწყოს. გამოძიება კი ალბათ არ გაუჭირდება, ის ხომ უნიკალური ნიჭითაა დაჯილდოებული – შეუძლია ადამიანების გარშემო მოფარფატე პაწაწინა არსებები შეამჩნიოს. ვის ხედავს ოგიუსტენი? – ანგელოზებს? დემონებს? გარდასულ დღეთა მოგონებებს თუ მიცვალებულებს, საკუთარ სვე-ბედს რომ ვერ შერიგებიან? იქნებ სულაც ჭკუიდან შეიშალა? ან იქნებ თავადაა ის ბრძენი, რომელსაც სხვათა სიგიჟის გაშიფვრა ძალუძს?.. ერიკ-ემანუელ შმიტი მისთვის დამახასიათებელი თხრობის ორიგინალური სტილით ადამიანის სულის საიდუმლოებათა კვლევას განაგრძობს.
    19.9
    კაცი, სახელად უვე
    ავტორი: ფედერიკ ბაკმანი სერია: წლის ბესტსელერი   ფრედრიკ ბაკმანი შვედი მწერალი და ბლოგერია. ახალგაზრდობაში ღვთისმეტყველებას სწავლობდა, მაგრამ მიატოვა და სატვირთოს მძღოლობა არჩია, მერე ჟურნალისტობა... ამ წიგნის პერსონაჟი მის ბლოგში დაიბადა _ ათას მკითხველზე მეტმა ხმა მისცა, რომ დაწერილიყო რომანი კაცზე, სახელად უვე. უვე ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია _ ის ჩვენი ნათესავია, მეზობელი, მეგობარი... აუტანელი ხასიათი აქვს, ადამიანები არ უყვარს... ასე გვგონია, სანამ კარგად გავიცნობთ... და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ მას დიდი და კეთილი გული აქვს. ხელმარჯვეც არის. რა ქნას, თუ ვერ იტანს უგერგილო, უქნარა ადამიანებს! უბრალოდ, მას წესრიგი უყვარს _ ყველაფერში... სიტყვაძუნწიც არის, სამაგიეროდ, გაჭირვებაში არავის მიატოვებს. რა საჭიროა ლაქლაქი, ზნეობასა და ადამიანობაზე ლაპარაკი?! მთავარია, საქმე... და ისიც ეხმარება ყველას, უპატრონო კატაც შეიფარა, მართალია, ბუზღუნ-ბუზღუნით, მაგრამ მაინც... იმიტომ, რომ მას ცხოველებიც უყვარს. ასეთია უვე _ მარტოსული დიდი ადამიანი.
    14.95
    კაცია ადამიანი ?!
    ავტორი: ილია ჭავჭავაძე
    22
    კახეთის მატარებელი
    ავტორი: არჩილ ქიქოძე სერია: რჩეული მოთხრობები გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
    13.9
    კედელზე ამოკაწრული ამბები
    ეს პატარა მოთხრობები, ჩანაწერები, ავტორის აღსარებაა და ნამდვილი, გულწრფელი აღსარების მსგავსად, მათ შვება მოუტანეს მას. "ახალი არაფერი გამიკეთებია - იმ ამბებსა და დემონებზე, რომელთა შესახებაც ვეცადე დამეწერა, უკვე ძალიან ბევრი დაწერილა და ძალიან ბევრიც კიდევ დაიწერება, რადგან ისინი მუდმივად ჩვენი თანმდევნი არიან: აბსურდი, ფატალიზმი, თვითმკვლელობასთან შეთამაშება, გარდაუვალი სიკვდილისთვის თვალის გასწორების მცდელობა, სინანული, დარდი და იმედი... რომელიც, როგორც ვიცით, უკანასკნელი კვდება."
    12
    კედელი
    ავტორი:  იურეკ ბეკერი მთარგმნელი: დავით კაკაბაძე   იურეკ ბეკერი დაიბადა 1937 წლის 30 სექტემბერს ლოძში (პოლონეთი), გარდაიცვალა 1997 წლის 14 მარტს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ სისებიში. ბავშვობა ლოძის ებრაელთა გეტოში გაატარა, მოგვიანებით, მშობლებთან ერთად, რავენსბრიუკისა და ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკების პატიმარიც იყო. ომის დამთავრების შემდეგ დასახლდა აღმოსავლეთ ბერლინში. სწავლობდა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტსა და ბაბელსბერგის უმაღლეს კინოსკოლაში. წერდა სცენარებს კინოფილმებისთვის. გდრ-ში ჩაბმული იყო დისიდენტურ მოძრაობაში. 1977 წელს დატოვა ქვეყანა და საცხოვრებლად გადავიდა დასავლეთ ბერლინში. გერმანულენოვან სამყაროში საყოველთაო აღიარება მოუტანა 1969 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „მატყუარა იაკობმა“, რომელიც საფუძვლად დაედო ორ ეკრანიზაციას: ერთს გდრ-ში, მეორეს – ჰოლივუდში. რომანის ქართული თარგმანი 2017 წელს გამოსცა „ინტელექტმა“.
    11.95
    კევინზე უნდა დაგელაპარაკო
    ავტორი: ლაიონელ შრაივერი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: ლაშა გველესიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    19.9
    კელის საძმოს უტყუარი ამბავი
    ავტორი: პიტერ კერი მთარგმნელ(ებ)ი გია ჭუმბურიძეზაზა ჭილაძე სერიის დასახელება დიოგენეს ბიბლიოთეკა     „კელის საძმოს უტყუარი ამბავი“ ბუკერის პრემიის ორგზის მფლობელი ავსტრალიელი მწერლის, პიტერ კერის (1943) ცნობილი რომანია. სწორედ ამ წიგნისთვის მიენიჭა ავტორს მეორე, 2001 წლის ბუკერი. ნაწარმოების მთავარი გმირია ნედ კელი – ისტორიული პიროვნება, ავსტრალიელი რობინ ჰუდი, რომლის სახელი კონტინენტზე ყველამ იცის. კელიმ 26 წელი იცოცხლა. ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე სახელიც დაიგდო და შიშის ზარსაც სცემდა კოლონიალურ პოლიციას. რომანის მოქმედება XIX საუკუნის 70-იან წლებში, ავსტრალიის ვიქტორიის კოლონიაში ხდება. ავტორი მთავარი გმირის – ნედ კელის – პირით მოგვითხრობს მის ცხოვრებას, ოთხი ადამიანისგან შემდგარი საძმოს შექმნისა და ხელისუფლებასთან დაპირისპირების ამბავს. წიგნი გამოიცა ავსტრალიის მთავრობის ხელშეწყობით, კერძოდ, ავსტრალიის ხელოვნების საბჭოს მხარდაჭერით. This project has been assisted by the Australian Government through the Australia Council, its arts funding and advisory body.
    24.95
    კენჭები
    ავტორი: ზაირა არსენიშვილი სერია: რჩეული მოთხრობები ქართველმა მკითხველმა უკვე გაიცნო ზაირა არსენიშვილის რომანი „ვა, სოფელო“, ამ პროზაულ.კრებულში კი, რომელსაც „კენჭები“ ჰქვია, შევიდა მისი სამი მოთხრობა, რომლებსაც ისევ ერთი თემა აერთიანებს – უმძიმესი.წლები მე-20 საუკუნის საქართველოში, დიდი ტერორი და რიგითი ადამიანების ბედი ამ.ისტორიული მოვლენების ფონზე. „კენჭები” ზაირა არსენიშვილის მორიგი წიგნია – ამჯერად, მოთხრობების კრებული.  აქ ისევ 1930-იანი წლების საქართველოში ვბრუნდებით, „შიშის და ძრწოლის“ ხანაში, საბჭოთა რეპრესიებში. ამ წიგნშიც ავტორი ყვება იმას, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში ყველაზე.მიჩქმალულია, გაუაზრებელი და სახელდაურქმეველი. აქაც იმ ტრავმას ეხება, რომლისგანაც ბოლომდე თაობები ვერ.გავთავისუფლდით. თითქოს გვაქვს წარმოდგენა რეპრესიების და მსხვერპლის მასშტაბზე, მაგრამ მწერალი, როგორც.ყოველთვის, იმაზე მეტს გვიჩვენებს, ვიდრე უბრალო სტატისტიკაა. მის ტექსტებში რეპრესიების უკან  ადამიანები დგანან თავიანთი ტკივილით, ტრაგედიებით და ტრაგედიასთან.გამკლავების მეთოდებით. აქ რეპრესიების „ზურგში“ დარჩენილ ქალებს ვხედავთ, მათ შიშს  და ძრწოლას, მათ თავზარდაცემას.და მღელვარებას ვეხებით.  ეს ქალები ახერხებენ გადარჩნენ. უფრო მეტიც, გადარჩენისთვის.ბრძოლაში ერთმანეთს გვერდში უდგანან, ერთმანეთს თავდაუზოგავად ეხმარებიან, ერთმანეთზე ზრუნავენ. მათთვის საზიაროა გრძელი.უთავბოლო რიგები პროდუქტების მაღაზიებთან. საზიაროა უსასრულო რიგები ციხეებთანაც, სადაც ტყუილი იმედით.დგანან, რომ თავიანთ დაპატიმრებულ ოჯახის წევრებს გაჭირვებით ნაშოვნ თბილ ტანსაცმელს და საკვებს.შეუგზავნიან.კენჭები” ზაირა არსენიშვილის მორიგი წიგნია – ამჯერად, მოთხრობების კრებული.  აქ ისევ 1930-იანი წლების.საქართველოში ვბრუნდებით, „შიშის და ძრწოლის“ ხანაში, საბჭოთა რეპრესიებში.შეუგზავნიან.
    11.9
    კითხვარი
    ავტორი: მაქს ფრიში მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე სულაკაურის გამომცემლობა „1966-1971 წლების დღიურებში“ გაბნეული კითხვარები მაქს ფრიშის ყველაზე პოპულარული ტექსტების რიცხვს ეკუთვნის. დარწმუნებული ხართ, რომ მართლა გაინტერესებთ, რა ბედი ეწევა კაცობრიობას, როცა თქვენ და თქვენი ნაცნობები აღარ იქნებით? ცხოვრების მნიშვნელოვან თემებზე დასმული უპასუხო კითხვები მკითხველს მათზე პასუხის გაცემისა და ყოველდღიური რუტინის გადაფასების სურვილს აღუძრავს.  
    12.9
    კინო "ყაზბეგი"
    ავტორი: გაგა ნახუცრიშვილი   „კინო „ყაზბეგი“ პოეტის მხატვრულად მოთხრობილ ნამდვილ ამბებს აერთიანებს. სამოცდაათამდე ნოველა მკითხველს თბილისსა და სხვა ადგილებში ამოგზაურებს. იქ, სადაც დროის დინებამ ყველაფერი შეცვალა ან საერთოდ გააქრო, მაგრამ მეხსიერებამ შეინარჩუნა და ჩანაწერებში გააცოცხლა. მინიატურული ჟანრი თხრობას თავისებურ დინამიურობასა და მრავალფეროვნებას მატებს. შევხვდებით საინტერესო, განსაკუთრებულ ადამიანებს, რომლებმაც თავისი ცხოვრებითა და ურთიერთობის გამორჩეული უნარით, თბილისის დაუვიწყარი სახე შექმნეს და ქალაქსაც სული შთაბერეს. კოლორიტები, სხვანაირი სითბო და ელფერი რომ დაუტოვეს ქალაქს, რომლის შეგრძნებაც მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი. გავიხსენოთ, რომ გვახსოვდეს.
    19.95
    კირკე
    ავტორი: მადელინ მილერი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე სერია: წლის ბესტსელერი კირკე, მზის ღმერთის, ტიტან ჰელიოსის ქალიშვილი, მარტოსული და ახლობლებისგან ათვალწუნებული მხოლოდ იმიტომ, რომ მათსავით ლამაზი არ არის, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ მამაზე ნაკლები ღვთაებრივი ძალა არც მას აქვს, რომ ჰელიოსის დიდებული და კაშკაშა დარბაზების მიღმა მოკვდავთა საინტერესო სამყაროა, სავსე სულ სხვაგვარი, ადამიანური სიყვარულით თუ სიძულვილით, სევდით თუ სიხარულით. კირკეს ჯადოსნობის ძალამ თვით ოლიმპოელი ზევსიც დააფრთხო და სასჯელი სასტიკია - გადასახლება უკაცრიელ კუნძულზე, სამუდამო მარტოობა.
    16.95
    კლარა და მზე
    ავტორი: კაზუო იშიგურო სერია: ლიტერე ინვენტე მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე "ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის მომაჯადოებელი რომანი, რომელიც მწარედ, ტკივილით დაგვაფიქრებს სიყვარულსა და მარტოობაზე, იმაზე, თუ როგორია ხელოვნური ინტელექტის როლი ჩვენს მომავალში.ეს კლარას ამბავია, რომელსაც ის თავად მოგვითხრობს. კლარა განსაკუთრებული, ყველა ანალოგისგან გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ხელოვნური მეგობარია. ის მაღაზიის ვიტრინაში დგას და ყურადღებით ადევნებს თვალს გამვლელებს, აკვირდება მათ და ელის კლიენტს, რომელიც მას ამოირჩევს. ასეთი კლიენტი გამოჩნდება და კლარა ნამდვილ ოჯახს იძენს. მაგრამ რას ნიშნავს „ნამდვილი“ სამყაროში, რომელიც გაჟღენთილია პრაგმატიზმით, რაციონალურობითა და ათასგვარი შიშით? „კლარა და მზე“ არის სულის შემძვრელი, დაუვიწყარი წიგნი, რომელიც, რობოტის გულწრფელი და შეუდარებელი თხრობის მეშვეობით, სრულიად სხვაგვარად დაგვანახვებს საკუთარ თავებს, ჩვენს ქცევას და დაგვაფიქრებს მარადიულ კითხვაზე: რა არის სიყვარული?"
    23.95
    კლასობანა
    ავტორი: ხულიო კორტასარი მთარგმნელი: მერი ტიტვინიძე სერია: ძალიან მაგარი წიგნები ხულიო კორტასარი დაიბადა 1914 წლის 26 აგვისტოს, ბრიუსელში. მისი მშობლები არგენტინის მოქალაქეები იყვნენ და პირველი მსოფლიო ომის დროს ბელგიაში დიპლომატიურ მისიაში მსახურობდნენ. 1919 წელს ოჯახი უკვე ბუენოს აირესის მახლობლად დასახლდა. მამამ მალევე მიატოვა ცოლ-შვილი და კორტასარი დედასთან და უმცროს დასთან ერთად გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კორტასარმა შვიდი წელი სკოლის მასწავლებლად იმუშავა. 1944 წლიდან ფრანგულ ლიტერატურას ასწავლიდა ქალაქ მენდოსას უნივერსიტეტში. პერონისტების პოლიტიკური ზეწოლის გამო იძულებული გახდა, პედაგოგიური საქმიანობა მიეტოვებინა და წიგნის პალატაში გააგრძელა მუშაობა. 1951 წელს კორტასარი გადასახლდა საფრანგეთში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. წლების განმავლობაში მუშაობდა თარჯიმნად იუნესკოში. ბევრს მოგზაურობდა. აქტიურად ილაშქრებდა ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ლათინურ ამერიკაში. თანაუგრძნობდა სალვადორ ალიენდეს და ფიდელ კასტროს. გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე. კორტასარის ლიტერატურული კარიერა 1938 წელს სონეტების კრებულით იწყება. ამის შემდეგ მას პოეზია აღარ გამოუქვეყნებია, თუმცა წერდა. პოეტური კრებული მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გამოიცა, პოპულარობა კი პროზამ – მოკლე მოთხრობებმა და რომანებმა – მოუტანეს, განსაკუთრებით მისმა შედევრმა, "კლასობანამ", რომელიც 1963 წელს გამოქვეყნდა. 60-იანი წლებიდან მთელი მსოფლიო "ლათინურ–ამერიკულმა ბუმმა" მოიცვა. კორტასარის, მარკესის, ვარგას ლიოსას და სხვების სახელები ყველას პირზე ეკერა. ლათინურ–ამერიკული რომანი ცალკე, დამოუკიდებელ ცნებად იქცა. ბევრის აზრით, "ბუმი" სწორედ "კლასობანათი" დაიწყო, ამ უდიდესი ლიტერატურული ექსპერიმენტით, სადაც ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი: ტრაგედია და დრამა, ლირიკა და იუმორი, ჯაზი და ეროტიკა, ესსე და საგაზეთო სტატია, მეტაფორა და ჰიპერბოლა, რეალობა და ჰალუცინაცია, გრძნობებით, სიტყვებით, ადამიანებით თამაში, და კიდევ ის რაღაც–რაღაცები, რაც თავად ხულიო კორტასარმა მოიგონა.
    22