santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ლოტე ვაიმარში
    ავტორი: თომას მანი მთარგმნელი: შალვა პაპუაშვილი სერია: იკითხე კლასიკა რა რჩებათ სათქმელი მოხუცებულ მწერალსა და მის მუზას? სიყვარული მხოლოდ წიგნის ფურცლებზეა მარადიული თუ ცხოვრებაშიც? რას შეიძლება გრძნობდეს უკვე ასაკში შესული ქვრივი ქალი, რომელიც მწერლის უდიდესი სიყვარულის ობიექტი იყო და მარადიულობა მის რომანში მოიპოვა? თომას მანის „ლოტე ვაიმარში“ ლიტერატურული მოგზაურობაა ცნობილი მწერლისა და მისი მუზის ცხოვრების, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ მონაკვეთში....
    16.95
    ლუმპენ მილენიუმი
    ავტორი: ბესო სოლომონაშვილი   ბესო სოლომანაშვილის რომანი „ლუმპენ მილენიუმი (სიმულაკრები ისტორიებისა, ისტორიები სიმულაკრებისა)” საგაა იმ ოჯახებისა, რომელთა წევრების უმეტესობაც ბოლშევიკებმა ამოწყვიტეს 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მათ სახლებში კი სხვა ოჯახები ჩაასახლეს საოკუპაციო რეჟიმის წინაშე „დამსახურების” სანაცვლოდ. ხარჯახიშვილების ძირძველი ოჯახიდან რეპრესიებს ეწირებიან იმჟამინდელი თავკაცი, ქაიხოსრო მცირე ხარჯახიშვილი და მისი უფროსი ვაჟები. ოჯახის დარჩენილი წევრები კი გადარჩენას ცდილობენ. ადამიანური ურთიერთობების ფონზე ჩანს საბჭოთა სისტემის მთელი საშინელება და ის დროდადრო გროტესკული აბსურდის სახეს იძენს. ეს მემკვიდრეობა დღემდე მოგვყვება. საქართველოს ტერიტორიებისა და ქართველთა ტვინების უზურპაციის 250-წლიანი უწყვეტი ისტორია ამ წუთებშიც გრძელდება. ამიტომაც წიგნი ადამიანების გაბრიყვების ამბავი უფროა, ვიდრე ისტორიული რომანი. ის ბოლო ასწლეულის ხელახლა გააზრების მცდელობაა და დროდადრო ათასწლეულსაც გადასწვდება. „ლუმპენ მილენიუმი” მეორე წიგნია ტრილოგიისა, რომელიც დაიწყო რომანით „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა”.
    18.9
    ლუჟინის დაცვა
      ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი სერია: იკითხე კლასიკა თარგმანი: პაატა ჩხეიძე   არასასურველი რეალობისგან გაქცევის პირველი მცდელობა და პირველი „შეხვედრა“ უცნაურ ყუთთან - ჭადრაკის გაბზარულ დაფასთან... პირველი ინტერესი, ცნობისმოყვარეობა... მოსაწყენი, დუნე, სრულიად უინტერესო სასკოლო ცხოვრება  - პატარა ლუჟინი საერთოდ არ ჰგავს თანაკლასელებს, პატარა ლუჟინს თანატოლები აბუჩად იგდებენ... ის ამაზე არ ლაპარაკობს. კითხვებზე მისი პასუხი არის... დუმილი. მაგრამ მის სიცოცხლეში კვლავ ჩნდება ჭადრაკი, უფრო სწორად, დეიდა, რომელიც ჭადრაკის თამაშს ასწავლის და... ალექსანდრ ლუჟინისთვის, რომელსაც უჭირს საკუთარი ადგილის პოვნა საზოგადოებაში, ჭადრაკი თავშესაფრად იქცევა. მაგრამ რამდენად საიმედოა ეს თავშესაფარი? ეს ბედისწერაა - დიდოსტატის სიმაღლეზე ასვლასთან ერთად თამაში ანადგურებს მის რეალურ სამყაროს...
    12.95
    ლურჯი კოჭის ძაფი
    ავტორი: ენ ტაილერი მთარგმნელი: ლალი გოგაძე სერია: წლის ბესტსელერი წარმატებული, ძლიერი, მეგობრული და განსაკუთრებული ოჯახი - ასეთები ჩანან გვერდიდან უიტშენკები. მათ აქებენ, შენატრიან და შურითაც აკვირდებიან, მაგრამ არავინ იცის, სინამდვილეში, როგორ ცხოვრობენ ისინი, რა აწუხებთ, რას ვერ აპატიებენ ერთმანეთს და რა ძველ და ახალ საიდუმლოს მალავს ბალტიმორში, ბიუტონის ქუჩაზე მდებარე მათი ლამაზი სახლი.
    13
    ლურჯი სუფრის მოცეკვავე
    ავტორი: ნატო დავითაშვილი „როდესაც ხუთი ქვა გაერთიანდება, ყინულისმფრქვეველი დრაკონების უკანასკნელი დამსხვრეული კვერცხი გამთელდება და ცეცხლისმფრქვეველი დრაკონები მრავალ საუკუნოვანი წყევლისგან გათავისუფლდებიან. ლურჯი სუფრის მოცეკვავე შეასრულებს ჯადოსნურ ცეკვას და აწმყო და მომავალი ერთ სუფრაზე ნახატებად გამოისახება. ეს განუმეორებელი, უცნაური და იდუმალებით სავსე სამყაროა. ამ სამყაროში დედოფალი საკუთარი ნებით იქცევა დევნილად, ამ სამყაროს ზურგს აქცევენ სტიქიონები – ძლევამოსილი ნუმიელები, ამ სამყაროში ფიგნები განსაკუთრებული საკვების გარეშე გამჭვირვალეები და ზოგჯერ უჩინარნი ხდებიან, ამ სამყაროს ნგრევა, ქაოსი და განადგურება ემუქრება, რომლის შეჩერება მას შეუძლია, ვინც წყალში ცეცხლის დანთებას შეძლებს. ვინ არის პატარა გოგონა, ვინც ლურჯ სუფრაზე გამოისახა? როგორ უნდა გადარჩეს დრაკონების მოდგმა? ეს საზარელ ამბებში გახვეული მშვენი ერი სამყაროა, რომელიც უნდა გაიცნო, რომელშიც უნდა იმოგზაურო, რომელიც უნდა შეიყვარო, რადგან ის განუმეორებელია. გაიცანი აია, ეს მისი გზის მხოლოდ დასაწყისია, ლურჯ სუფრაზე ცეკვით გამოსახული.“ 
    24.95
    ლურჯის ძიება
    ავტორი: ლუის ლოური მთარგმნელი: დათო აკრიანი სერია: ლიბერთინს სამყაროში, სადაც მთავარი გმირი ცხოვრობს, ლურჯი ფერი არ არსებობს. ეს ადგილი უფრთხის და თავიდან იშორებს სუსტებს. ობოლ, ხეიბარ კირას კი დიდი საფრთხე ელის. მტრად ქცეული მეზობლების იმედად ვერ იქნება. მას დახმარბეის ხელს მხოლოდ ერთი ბიჭუნა უწვდის. კირა სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს! იწყება სიმართლისა და სინათლის ძიება... გოგონა უამრავ რამეს აღმოაჩენს და სწავლობს, რას სამუდამოდ ცვლის მის ცხოვრებასაც და სამყაროსაც.
    9.95
    მადათოვი ტრილოგია
    ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    20.9
    მადამ ბოვარი
    ავტორი: გუსტავ ფლობერი მთარგმნელი: არისტო ჭუმბაძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
    17.95
    მაიაკოვსკის თეატრი
    ავტორი: ცოტნე ცხვედიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    9.9
    მაიკლ კეის ცხოვრება და დროება
    ავტორი: ჯ.მ კუტზეე მთარგმნელი: თამარ ბაბუაძე, გია ბერაძე  სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    მაკულატურა
    ავტორი: ჩარლზ ბუკოვსკი მთარგმნელი: ზაალ ჩხეიძე  "მაკულატურა" ამერიკელი მწერლის, ჩარლზ ბუკოვსკის უკანასკნელი ნაწარმოებია, რომელიც პირველად მწერლის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოიცა. გროტესკული რომანი, რომელიც სენტიმენტალურად მთავრდება. რომანი აგებულია სიტუაციებად, ხოლო თითოეულ სცენას მოულოდნელი, ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელი დასასრული აქვს.  
    11.95
    მალინა
    ავტორი: ინგებორგ ბახმანი მთარგმნელი: ანა კორძაია-სამადაშვილი  „მალინა“ – ინგებორგ ბახმანის პირველი და ერთადერთი რომანი – არის შელოცვა, აღსარება, დიდი ვნება. ეს წიგნი ჰყვება, თუ რას ნიშნავს კონფლიქტი საკუთარ დროსთან, საკუთარ სიყვარულთან და საკუთარ თავთან. ეს არის დიდი პოეტის მიერ შექმნილი ცეცხლოვანი ტექსტი, რომელიც ყოველი ადამიანის ყველა განსაცდელისა და მეოცე საუკუნის ყველა კატასტროფის შესახებ მოგვითხრობს. „ინგებორგ ბახმანი არის ყველაზე გონიერი და მნიშვნელოვანი პოეტი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ამ საუკუნეში შვა.“ თომას ბერნჰარდი. მსგავსი წიგნები
    19.9
    მამა ბრაუნის სკანდალური ამბავი
    სერია:ჯიბის დეტექტივი   " “წიგნი პირველად 1935 წელს გამოქვეყნდა და ჩესტერტონის დეტექტიური მოთხრობების ციკლის ბოლო კრებულია. მამა ბრაუნი გარეგნულად არაფრით წააგავს თავის სახელგან- თქმულ კოლეგებს“ _ შერლოკ ჰოლმსსა და ერკიულ პუაროს. იგი ჩია, პროვინციელი კათოლიკე მღვდელია, არც რაიმე სისტემა გააჩნია ჩახლართული დანაშაულების გასახსნელად. ბოროტმოქმედების მხილება მისი ჰობია, რადგან სიმართლე ჯერაც ნახევარი საათით ჩამორჩება ცილისწამებას“. ამ საქმიანო- ბაში მისი მთავარი იარაღი ადამიანის სულის სიღრმეში ჩამალული ვნებების ცოდნაა..."
    6
    მამა გორიო
    ავტორი: ონორე დე ბალზაკი მთარგმნელი: ანა წერეთელი „სიყვარული რელიგიაა და მისი კერპი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიისა. იგი სწრა­ფად გარბის ხოლმე ქუჩის ბიჭივით, და ცდილობს, სადაც გაივლის, არაფერი დარჩეს დაუნგრეველი“ – წერს ბალზაკი თავის რეალისტურ შედევრში „მამა გორიო“, რომელსაც ზოგი „ადამი­ანურ კომედიას“, ზოგი კი „ადამიანურ ტრაგედიას“ უწოდებს. მამა გორიო მამა-მოწამეა, რომელმაც უარი თქვა ყოველგვარ პირადულზე და თავი საკუთარ ქალიშვილებს მიუძღვნა. არა­ამქვეყნიური სიყვარული შვილებისადმი ბერიკაცს ბევრ სისულელეს ჩაადენინებს. ბალზაკი ზოგჯერ დასცინის, ზოგჯერ ცრემლებს ღვრის გორიოს გამო. და მაინც, რა იყო მამა გორიოს მთავარი შეცდომა? ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმად მცოდნე მწერალი გვიბიძგებს ამ შეკითხვაზე პასუხი თავად მოვძებნოთ, როგორც ამ ნაწარმოებში, ასევე, ჩვენი თუ სხვათა ცხოვრების გაანალიზების შედეგად. ამ წიგნის გამოქვეყნებიდან თითქმის ორი საუკუნე გავიდა, მაგრამ იგი კვლავ აქტუალურია.
    11.9
    მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი
    ავტორი: ეთერ თათარაიძე   „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ პირველად ორი ათეული წლის წინ დაიბეჭდა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მკითხველის მხრიდან ეს დიდი ინტერესი, აღიარება და სიყვარული ბუნებრივიცაა – ამ წიგნში ხომ ვაჟა-ფშაველას შვილი, გულქანი საუბრობს და რაც მთავარია, ამ ნაამბობის ჩამწერ-შემკრები ყველასთვის საყვარელი პოეტი და ფოლკლორისტი, ეთერ თათარაიძეა. სწორედ ეთერ თათარაიძის მხატვრული ოსტატობის, ღრმა მგრძნობელობის და გემოვნების დამსახურებაა, რომ ამ წიგნ-მონოლოგში სრულყოფილად, შეულამაზებელი და ამის გამოც, სრულიად დამატყვევებელი სინაღდითაა გამოკვეთილი თავად მთხრობლის – გულქან რაზიკაშვილის და მისი დიდი მამის – ვაჟა-ფშაველას პორტრეტები. ფშაური კილო-კავის მაგიური ხიბლით დამუხტული ეს წიგნი თავისი ეპიკური შინაარსით რომანსაც უტოლდება, მკითხველს კი ვაჟა-ფშაველას პიროვნულ და შემოქმედებით სამყაროსთან კიდევ უფრო აახლოებს და მითოსური საბურველიდან მკაფიოდ გამოკვეთს მის ადამიანურ კონტურებს – შვილის თვალით დანახული მამა ყოველდღიურ ყოფაში, ჯაფაში, შემოქმედებით დუღილში, წუთისოფელში... უნიკალურ შინაარსთან ერთად, „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ საინტერესო ეთნოგრაფიული ტექსტიცაა, სადაც ზუსტი აქცენტებით, „პირველწყაროს“ მიერ ნანახისა და ნაამბობის სარწმუნოობითაა აღბეჭდილი საუკუნისწინანდელი ფშავისა და ფშავლების ყოფა. „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ მუდმივად საკითხავი წიგნია. მისი ხელახლა გამოცემა მისივე მარადიული შინაარსისთვის გაწეული სამსახურია.
    18.95
    მამები და შვილები
    ავტორი: ივან ტურგევი მთარგმნელი: გივი დოლიძე სერია: იკითხე კლასიკა   როგორ შეიძლება ინტელექტუალურმა კამათმა საქმე დუელამდე მიიყვანოს? ან კიდევ,კაცი, რომელიც ყოველივე "რომანტიკულს" ზიზღით უარყოფს, უეცრად წრფელმა გრძნობამ გაიტაცოს, მერე კი, ამ გრძნობით შეპყრობილი, გაერიდოს, ოღონდაც საყვარელი ქალის ტყვედ არ იქცეს? დამწყები ექიმი, მუდამ თავდაჯერებული ევგენი ბაზაროვი "ნიჰილიზმის" მიმდევარია, რომელმაც ფართოდ მოიცვა მეცხრამეტე საუკუნის რუსი საზოგადოება. მდაბიური წარმოშობის ინტელექტუალი ეძებს ადგილს ცხოვრებაში, მაგრამ პოლემიკაზე, სხვათა დამოძღვრაზე...შორს ვერ მიდის...
    8.95
    მამის მკვლელი ციცია
    ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი
    25
    მამლუქი
    ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    9.9
    მანიტუ
    ავტორი: ოლანი ბიწაძე სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი "მანიტუ" წარსულის, აწმყოსა და სიზმრის (და არა მომავლის) მონაცვლეობის ფონზე მოთხრობილი ახალგაზრდა ქალის, დორას ამბავია. ბავშვობაში მშობლებისგან შემთხვევით მოსმენილი საიდუმლო დორას სიზმარ-ცხადის ზღვარზე მოხეტიალე მარტოსულ, ტრავმირებულ ადამიანად აქცევს. მთავარი გმირის განცდებითა და ეჭვებით სავსე ცხოვრება მანამდე გრძელდება, სანამ ის თავის მეგობართან, მოგვიანებით კი ქმართან, კოტესთან, ერთად სიმართლეს არ გამოძიებს იმის გასაგებად, თუ როგორ "გაცოცხლდა" ოცდასამი წლის წინ დაბადებული ჩვილი- დორა მჭედლიძე "სხვა ბავშვებშვი" სიმართლის გარკვევა ერთადერთი სწორი გზაა, რომლითაც ნაწარმოების პროტაგონისტმა სიმშვიდე უნდა მოიპოვოს, დაუბრუნდეს გაუცხოებულ საკუთარ თავსაც და ახლობელ ადამიანებსაც. ასეა: მთავარი სწორი მიმართულებით "დაყვირებაა" და თუნდაც რამდენიმე მცდელობის შემდეგ აუცილებლად იპოვი იმას, რისი პოვნაც გინდა, მათ შორის, პირად მფარველ სულს- მანიტუს.
    12.95
    მანცხვარკარი
    ავტორი: ჯემალ ქირია გამომცემლობა: ინტელექტი
    15.95
    მარადიული ომი
    ავტორი: ჯო ჰოლდემენი მთარგმნელი: თამარ ჩართოლანი სერია: პორტალი   ჯო ჰოლდმენი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამერიკელი მწერალია. რამდენჯერმეა დაჯილდოებული ,,ჰიუგოსა" და ,,ნებულას" პრემიებით. ჯო ჰოლდემენმა, ვიეტნამის ომის მთელი საშინელება საკუთარ თავზე გამოსცადა და ეს მძიმე შთაბეჭდილებები დაუდო საფუძვლად თავის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებს. ფენტეზის ჟანრში ,,შეფუთვა" რომ არა, ,,მარადიული ომი" და მასში აღწერილი რეალობა, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ მივიდოდა მკითხველამდე. 70-იანი წლების შეერთებული შტატების იდეოლოგია ხომ კატეგორიულად არ სცნობდა პაციფისტებს.
    16.95
    მარგალიტები
    ავტორი: მარიამ გურგენიშვილი გამომცემლობა: პალიტრა ლ "15 წლის მარგო სვანეთისუბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დიდი ქალაქის ამ პატარა უბანში დღეები ერთმანეთს ჰგავს _ უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავენ, სამეზობლოში ყველას პირად თუ საჯარო ამბებს ხან უბნის ბირჟაზე, ხან ეკლესიაში და ხანაც სამზარეულოებში, ლამპის შუქზე, ფინჯანი ყავის თანხლებით განიხილავენ, ჭორაობენ, ჩხუბობენ, კამათობენ, სიყვარულს უხსნიან... მარგო, რომელსაც უნდა, რომ მწერალი და შინაბერა გამოვიდეს“, დეტალურად გვიყვება ამ ამბებს _ ” ხან გვაბრაზებს, ხან გვაცინებს... და ამასობაში ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის... დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის, რომანი 1990­იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ. "
    12.95
    მარია სტიუარტი
    ავტორი: შტეფან ცვაიგი მთარგმნელი: ნონა კალანდარიშვილი სერია: იკითხე კლასიკა   ეს დრამა საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფლის, ინგლისის სამეფო კარის უიღბლო მემკვიდრის, მარია სტიუარტის,ეშაფოტზე აყვანიდან სამ-ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა! შტეფან ცვაიგის ,,მარია სტიუარტი" ჩვეულებრივი რომანის ჩარჩოებში ვერ ეტევა.ეს არის ისტორიული სინამდვილისა და სისასტიკის გამომზეურება მთელი თავისი ტყუილ-მართლით,ჭორითა და სინამდვილით,ხალხის მეხსიერებაში მინავლებული თუ დალუქულ ზარდახშებში საგულდაგულოდ ჩამალული სასიყვარულო და პოლიტიკური ინტრიგებით სავსე წერილებით,სონეტებით...
    13
    მარია სტიუარტი
    ავტორი: შტეფან ცვაიგი მთარგმნელი: ნონა კალანდარიშვილი სერია: მინი წიგნების კოლექცია ეს დრამა საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფლის,ინგლისის სამეფო კარის უიღბლო მემკვიდრის,მარია სტიუარტის,ეშაფოტზე აყვანიდან სამ-ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა! შტეფან ცვაიგის ,,მარია სტიუარტი" ჩვეულებრივი რომანის ჩარჩოებში ვერ ეტევა.ეს არის ისტორიული სინამდვილისა და სისასტიკის გამომზეურება მთელი თავისი ტყუილ-მართლით,ჭორითა და სინამდვილით,ხალხის მეხსიერებაში მინავლებული თუ დალუქულ ზარდახშებში საგულდაგულოდ ჩამალული სასიყვარულო და პოლიტიკური ინტრიგებით სავსე წერილებით,სონეტებით...
    13