santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • მკვლელობა მღვდლის სახლში
    ავტორი: აგათა კრისტი   ამ რომანში აგათა კრისტს პირველად შემოჰყავს ყველასათვის საყვარელი დეტექტივი ქალი, მის ჯეინ მარპლი. ამ ხანდაზმულ ქალბატონს მშვენივრად ეხერხება ადამიანის ბუნების უარყოფითი მხარეების გამოვლენა. იგი მღვდლის სახლში მომხდარ დანაშაულს იძიებს. მოსამართლეს, პოლკოვნიკ პროტეროს, თავში ტყვია დაახალეს და მოკლეს. გასროლის ხმა კი არავის გაუგონია. არც რამე სამხილი არსებობს, მიუხედავად იმისა,რომ მისი მოკვლის საფუძველი მასთან მეტ-ნაკლებად დაახლოებულ ყველა ადამიანს აქვს. მის მარპლი იდუმალ მკვლელს კვალში ჩაუდგება.
    11.95
    მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღსარება
    ავტორი: მაქსინ პაეტრო, ჯეიმზ პეტერსონი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერთინს   ყველაფერი იმ საბედისწერო ღამეს დაიწყო და დამთავრდა ცოლ-ქმრის იდუმალებით მოცული სიკვდილით. ეჭვმიტანილები კი შვილები არიან. ტენდი ენჯელისთვია ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გროვდება, თუმცა ამ ამბის მთელი ტრაგიზმი ყველასა და ყველაფრისადმი, საკუთარი თავისადმიც კი, გაჩენილი ეჭვი და უნდობლობაა. ტენდის მიზანი ოჯახის შებღალული სახელის აღდგენაა! მცდელობა კეთილშობილურია, თუმცა სარისკო და სახიფათო, რადგან სწორედ ეს მონდომება ახდის ბევრ საიდუმლოს ფარდას.
    12.95
    მკვლელობების სახელმძღვანელო კარგი გოგონასთვის
    ავტორი: პოლი ჯექსონი სერია:liberteens   სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგონა შეყვარებულმა მოკლა და ჩადენილის აღიარების შემდგომ თავი მოიკლა. საქმე დაიხურა. პატარა ქალაქმა დაიჯერა, რომ ყველაფერი გაირკვა, მაგრამ მართლაც ისე მოხდა ყველაფერი, როგორც გამოძიებამ „დაადგინა“? პატარა ქალაქში ამის მხოლოდ ერთ გოგონას არ სჯერა. ამიტომაც სკოლის დამამთავრებელი საკვალიფიკაციო პროექტის თემად ეს ამბავი აირჩია და არც შემცდარა, თუმცა ამ ტრაგედიის ბნელი საიდუმლოების გახსნა თურმე ბევრს არ აძლევდა ხელს...
    14.95
    მოგზაურის ჩანაწერები
    წიგნი დაფუძნებულია ცნობილი ველო-მოგზაურისა და გინესის არაერთგზის რეკორდსმენის, ჯუმბერ ლეჟავას მოგზაურობის დროინდელ ჩანაწერებზე. მისი მიღწევებისა და რეკორდების დიდი ნაწილი 1990-1992 წლებში მოგზაურობამდე იქნა დამყარებული.   რაც შეეხება მოგზაურობას, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მან ეს პროცესი 50 წლის შემდგომ ასაკში დაიწყო, რაც უდიდესი გამოწვევა იყო მისი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობისათვის.   საბოლოოდ, 1993 წელს დაწყებული მოგზაურობა 9 წლის შემდეგ, 2002 წლის 3 ნოემბერს დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში, ჯუმბერ ლეჟავამ ველოსიპედით იმოგზაურა დედამიწის ყველა კონტინენტზე, მოიარა 238 ქვეყანა და ორჯერ იყო ანტარქტიდაზე.   წიგნის მეშვეობით მკითხველი პირველად გაეცნობა ამ საოცარ, ცხოვრებისეულ თავგადასავალს.
    29.95
    მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში
    ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი მთარგმნელი: ელზა ახვლედიანი გაბრიელ გარსია მარკესმა 1957 წელს აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა და რამდენიმე თვის განმავლობაში შემოიარა აღმოსავლეთ გერმანია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, საბჭოთა კავშირი და უნგრეთი. „ქვეყნები, ისევე როგორც ქალები, სჯობს ახალგაღვიძებულზე ნახო“ – წერს ერთგან მარკესი და ყოფილ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ყოფნისას მუდმივად ცდილობს, ოფიციალური პროტოკოლით დადგენილ მარშრუტებს გაექცეს და უბრალო ადამიანებს გამოელაპარაკოს – პირადად მათგან და მათი ცხოვრების წესზე დაკვირვებით გაიცნოს უკეთ რკინის ფარდის მიღმა არსებული სამყარო.  ღია თვალებით დანახული ადუღებული პოლონეთი, უნგრელი ხალხის ანონიმური პროტესტი სახალხო აჯანყების ჩახშობიდან ერთი წლის შემდეგ, მოსკოვი – ყველაზე დიდი სოფელი მსოფლიოში და საბჭოთა კავშირში აკრძალული კაფკა, რომელიც სტალინის კარგი ბიოგრაფი იქნებოდა... – წაიკითხეთ დიდი კოლუმბიელი მწერლის სამოგზაურო წიგნში.
    15
    მოგზაურობა ევროპაში - UNTERGANG
    ავტორი: ზურაბ ქარუმიძე ზურაბ ქარუმიძის რომანი ორი დიდი წიგნის ერთგვარი ანარეკლია. ეს წიგნებია: ფრიდრიხ ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ და ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში.“რომანის მთავარი პერსონაჟი, არა-ზეკაცი სახელად ზეროტუსტრა, იგივე — ზერო, ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობს: ბრიუსელში, რომში, პარიზში, ლონდონში, სტოკჰოლმსა და ბერლინში. მის ამ მოგზაურობას თავისებურად წარმართავს შავწვერა თეთრი ბოცვერი, რომელიც მოულოდნელად გამოხტება ხოლმე და თავს იფეთქებს, შეძახილებით.ევროპას კრიზისი უდგას, ცნობილ მოვლენათა გამო.
    14.95
    მოგზაურობა ყარაბაღში
    ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    11.9
    მოგონებები - გენერალი გიორგი მაზნიაშვილი
    გიორგი მაზნიაშვილის "მოგონებანი" მკითხველისათვის არა მარტო საინტერესოდ საკითხავი წიგნი, არამედ საუკეთესო პირველწყარო იქნება საქართველოს ისტორიის მეტად მნიშვნელოვანი პერიოდის შესასწავლად. ეს წიგნი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს: როგორი იყო რეალურად საქართველოს რამდენიმეწლიანი დამოუკიდებლობა, რამდენად სურდა და რა იღონა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოს კეთილდღეობისათვის, იყო თუ არა საფრთხილო დღეს ასე მტკივნეული აფხაზეთის საკითხი ჯერ კიდევ მაშინ და სხვა.
    12
    სიახლე
    მოგონებების მატარებელი
    ავტორი: პატი სმითი მთარგმნელი: ლაშა გველესიანი ლეგენდარული არტისტი, „უბრალოდ, ბავშვების“ ავტორი პატი სმითი თავის დაუვიწყარ ოდისეას მსოფლიოში მიმობნეული კაფეებისა და აჩრდილთა სამყოფლის პრიზმიდან მოგვითხრობს – იმ ადგილებიდან, რომლებსაც საქმიანობისას ოდესმე სწვევია. ამ წიგნს პატი სმითმა „ჩემი ცხოვრების საგზაო რუკა“ უწოდა. „მოგონებების მატარებლის“ პირველი სადგური ნიუ-იორკის გრინვიჩ-ვილიჯის პატარა კაფეა, სადაც სმითი დილაობით ყავას შეექცევა და ფიქრობს სამყაროზე – ისეთზე, როგორიც ის დღესაა და როგორიც ოდესღაც იყო. უბის წიგნაკში თავმოყრილ აზრთა ნაკადი სიზმრისა და სინამდვილის, წარსულისა და აწმყოს საზღვრებს შლის და შთაგონების წყაროთა ჰორიზონტისკენ მიგვაქანებს. ავტორი გვამოგზაურებს მექსიკაში, ბერლინში, როკაუეი-ბიჩზე – ბუნგალოში, რომელიც სმითმა ცოტა ხნით ადრე შეიძინა, სანამ გრიგალი „სენდი“ ზღვისპირეთს თავს დაატყდებოდა; დროდადრო ჟენეს, პლათის, რემბოსა და მიშიმას საფლავებისკენ მიგვიძღვება. გზადაგზა სმითი მწერლის ხელობასა და შემოქმედებით პროცესს იკვლევს; იგონებს მიჩიგანში გატარებულ წლებსა და მეუღლეს, რომლის გარდაცვალებამაც ავტორს მოუშუშებელი იარა დაუტოვა. სასოწარკვეთაში ჩაწნულ იმედს კი თავისი საყვარელი „პოლაროიდის“ კადრებით ასურათებს. „მოგონებების მატარებელი“ – ეს არის სულის შემძვრელი წიგნი არაფერსა და ყველაფერზე, – მოგზაურობაზე, დეტექტიურ სერიალებზე, ლიტერატურასა და ყავაზე, – რომელიც დღევანდელობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ხელოვანმა მკითხველს აჩუქა.
    19.9
    მოვლენა
    ავტორი: ანი ერნო სერია: ლიტერე ინვენტე მთარგმნელი: ვალერი ოთხოზორია ანი ერნო ჩავარდა ორმოში, რომელსაც „არასასურველი ორსულობა“ ჰქვია, იმ ორმოში, რომელში ჩავარდნის რისკიც მან წინასწარ იცოდა. ამ ორმოს შეიძლება ეწოდოს თავად „კულტურა“, რომელიც პოზიტიურად ჟღერს ზოგიერთებისთვის, მაგრამ სრულიად ნეგატიურად ჟღერდა ანი ერნოსთვის, რადგანაც იგი არ ეკუთვნოდა იმათ წრეს, ვისაც თავიანთ კულტურაში თავისუფლად ნავარდის ფუფუნება აქვთ.“ „იყვნენ სხვა გოგოები, რომელთა მუცლებიც ცარიელი იყო, და ვიყავი მე“ – 1963 წელს, 23 წლის ასაკში თავს გადამხდარი ამბავი ავტორმა 40 წლის შემდეგ დაწერა, 2021 წელს კი მის მიხედვით ოდრი დივანის მიერ გადაღებულმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრემია, ოქროს ლომი დაიმსახურა.
    11.95
    მოთამაშე
    ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: რუსუდან ქებულაძე სერია: იკითხე კლასიკა   ,,მოთამაშე" აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ფსიქოლოგიური პორტრეტია,თანაც სრულყოფილი პორტრეტი.რომანს ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებადაც მიიჩნევენ,რადგან დოსტოევსკის თამაშისადმი თუ თუმაშზე დამოკიდებულება საყოველთაოდ იყო ცნობილი - მწერალმა ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ბანქოში წააგო.
    12.95
    მოთამაშე. იატაკქვეშეთის ჩანაწერები. უპოვარნი
    ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
    19.9
    სიახლე
    მოთვალთვალე
    ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი „საბედნიეროდ, არავითარი კანონი არ არსებობს – კბილის ტკივილი აგებს ბრძოლას, წვიმიანი დღე აუქმებს დანიშნულ ამბოხს, – ყველაფერი არამდგრადია, ყველაფერი შემთხვევითია, და სულ ტყუილუბრალოდ ცდილობდა ის დონდლო და ბუზღუნა, ვიქტორიანული ეპოქის კუბოკრულშარვლიანი ბურჟუა, უძილობისა და შაკიკის ნაყოფი ბნელი ნაშრომი „კაპიტალი“ რომ დაწერა“. ასე მოკლედ, ასე სხარტად, ასეთი იუმორით ალბათ არავის დაუხატავს კომუნისტებისთვის სათაყვანებელი კერპის – მარქსის პორტრეტი. ნაბოკოვმა „მოთვალთვალის“ წერა 1929 წლის ბოლოს დაიწყო და ეს ვრცელი მოთხრობა მომდევნო წლის თებერვალში დაასრულა. ბერლინში დაწერილი ეს ნაწარმოები ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და მახვილგონივრული ქმნილებაა, რომელშიც მწერლის სტილის სიმწიფის ყველა ორიგინალური შტრიხი განსხეულდა. ამ მეტაფიზიკური დეტექტივის საკუთარ თავზე ავადმყოფურად შეყვარებული გმირი, როგორც კი თავისთვის უჩვეულო გარემოში აღმოჩნდება, სინამდვილესა და საკუთარ „მეს“ არაამქვეყნიურ პრიზმაში ხედავს.  
    11.9
    მოთხრობები
    ავტორი: მიხეილ ბულგაკოვი მთარგმნელი: ნანა ნოზაძე-ჯუღაშვილი, მზია გელაშვილი სერია: იკითხე კლასიკა     როგორი არსება დაიბადება, თუკი უნიკალური ქირურგიული ოპერაციით ძაღლს ადამიანად გარდაქმნიან? გამოჩენილმა რუსმა მწერალმა, უკვდავი ,,ოსტატი და მარგარიტას" ავტორმა, მიხაილ ბულგაკოვმა ამ შეკითხვას ვრცელ მოთხრობაში ,,ძაღლის გული" უპასუხა. მის გმირს, პროფესორ პრეობრაჯენსკის, ზედმიწევნით მეცნიერული და ,ამასთანავე, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა, მაგრამ რა გამოვიდა?.. წიგნში შესულია მოთხრობები: ,,ძაღლის გული:, ,,ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები", ,,მორფი", ,,ერთი ექიმის უჩვეულო თავგადასავლები".
    13.95
    მოთხრობები
    ავტორი: ო.ჰენრი მთარგმნელი: ირაკლი ლომოური სერია: იკითხე კლასიკა   საოცარი ისტორიები, რომლებიც, ავტორის ხალასი იუმორისა და დიდოსტატური თხრობის გამო, ერთი ამოსუნთქვით იკითხება; მოთხრობები ხელმოცარულ მხატვარზე, მეფუნთუშე მის მართაზე, ნიუიორკელი სარას მიერ საბეჭდ მანქანაზე აკრეფილ რესტორნის მენიუზე, იმაზე, თუ როგორ წყვეტს ქალაქის გეომეტრიული, სწორხაზოვანი დაგეგმარება ერთი უსაშველო კენტუკური ვენდეტის პრობლემას; პერსონაჟებზე, რომლებიც ხან სასაცილოები არიან, ხან გონებამახვილები და ხან მიამიტები, ხან თავზე ხელაღებული ყაჩაღებივით იქცევიან და ხან თაღლითებივით... თითქმის ერთი საუკუნის წინათ დაწერილი ეს ამბები თითქოს დღეს, სადღაც ახლოს ხდება... ისინი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივია, ყოფითი, თუმცა ვითარდება არაჩვეულებრივად და გაოგნებს წარმოუდგენელი, თავბრუდამხვევი და მოულოდნელი დასასრულით. სწორედ ასეთი მოთხრობებით შეიყვარა მილიონობით მკითხველმა მწერალი.
    9.95
    მოთხრობები
    ავტორი: ვაჟა-ფშაველა სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L  წიგნში შესულია ვაჟა-ფშაველას მოთხრობები და პოემები: გიგლია, გოგოთურ და აფშინა; ალუდა ქეთელაური, ბახტრიონი, სტუმარ-მასპინძელი, ივანე კოტორაშვილის ამბავი, გველისმჭამელი.
    18
    მოთხრობები
    ავტორი: რიუნოსკე აკუტაგავა მთარგმნელი: სერია: იკითხე კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი
    13.95
    მოთხრობები #2 - გურამ დოჩანაშვილი
    ავტორი: გურამ დოჩანაშვილი   წიგნში შესულია მოთხრობები: შილდელი მევენახე; ყველაზე კარგი პაპა; ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება; ანუ მესამე ძმა კეჟერაძე; იოჰან სებასტიან ბახი; მიწა და ვანო და წიფელი, ხე; ვატერ (პო) ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები; ძნელი; განსმდომი შუაკაცი; ბახვას გუმლა რეჩხი უყო; ცალ-ცალკე და ერთად; მხოლოდ ერთი კაცი; ზღაპარი შედევრისა და იმის მასალაზე ანუ ჩვენი.
    29
    მოთხრობები #3 - გურამ დოჩანაშვილი
    ავტორი: გურამ დოჩანაშვილი    წიგნში შესულია მოთხრობები: მერომელიღაზე მიხეი, და სხვანიც კიდევ ორ-ორნი; დედინაცვალი; რასაც სხვა ვერ იზამდა; ორნი აქა,იქა; ჩვეული ბედნიერებანი; დაეძებდა; ძმისავ.
    29
    მოთხრობები / პოემები / ლექსები
    ავტორი: ილია ჭავჭავაძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L წიგნში შესულია: კაცია - ადამიანი?!; მგზავრის წერილები; გლახის ნაამბობი; ოთარაანთ ქვრივი; სარჩობელაზედ; ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი; ამბავად გაგონილნი; აჩრდილი; ქართვლის დედა; რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან; მეფე დიმიტრი თავდადებული; განდეგილი
    18
    მოთხრობები ლიტერატურაზე
    ავტორი: ლევან ბრეგაძე   ეს წიგნი მოგვითხრობს მოთხრობებზე, ნოველებზე, რომანებზე, ლექსებზე; მათი ავტორების მწერლურ ოსტატობაზე; მხატვრული ტექსტების, მხატვრული შემოქმედების თავისებურებათა შესახებ… დიახაც, მოთხრობაზეც შეიძლება დაიწეროს მოთხრობა, რომანზეც, ლექსზეც, ესეისტურ თხზულებაზეც…
    15.9
    მოთხრობები სიყვარულზე
    ავტორი: რევაზ ინანიშვილი  სულაკაურის გამომცემლობა „მოთხრობები სიყვარულზე” აერთიანებს ნაწარმოებებს, რომელთა მთავარი თემაც სიყვარულია, თუმცა წიგნში ერმანეთს სევდიანი და კიდევ უფრო სევდიანი ამბები ენაცვლება და ამ თითქოს თვალით ხილულ სევდაში, უღიმღამო დღეების ფონზე, შუშის ნამსხვრევივით ბრწყინავს ოდესღაც განცდილი, ხან გამხელილი, ხანაც გაუმხელელი, მაგრამ ვერდავიწყებული სიყვარული.  
    12.9
    მოთხრობები ტ1 დავით კლდიაშვილი
    ავტორი:დავით კლდიაშვილი
    25
    მოთხრობები ქალებზე
    ავტორი: რევაზ ინანიშვილი გამოომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
    12.9