santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • მოთხრობები ქართლიდან
    ავტორი:  რევაზ-გიორგი არველაძე წიგნის ენა: ქართული-ინგლისური
    17.95
    მოთხრობები წერილები ჩანაწერები
    ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
    25
    მოთხრობები- ფიოდორ დოსტოევსკი
    ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი სერია: იკითხე კლასიკა თარგმანი: ზურაბ კიკნაძე; თენგიზ ჩხაიძე; პაატა ჩხეიძე   "ორეული","თეთრი ღამეები","მარადი ქმარი" და "თვინიერი"- 4 "პატარა" შედევრი ფიოდორ დოსტოევსკის უმდიდრეი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.პიროვნების გაორება,ჭიდილი საკუთარ მანკიერებებთან თუ დაუნდობელ ცხოვრებასთან,სასტიკ რეალობაში ლამის წმინდანის დარი უმწიკვლოების შენარჩუნებისა თუ სიქველეთა გამოჩენის საოცარი უნარი,სიყვარულის ძალა,რომელიც ზოგჯერ დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს - ეს თემები და პრობლემები რუსი კლასიკოსის ნაწარმოებებში მისთვის ჩვეული ღრმა ფსიქოლოგიური კვლევის მეშვეობითაა გადმოცემული.  
    14.95
    მოკალი ევა
    ავტორი: ლუკ ჯენინგსი  მთარგმნელი: ირაკლი სულაძე სერია: TOP თრილერი გამომცემლობა: პალიტრა L თუ მკვლელობა გარდაუვალია, მნიშვნელობა არა აქვს, სამიზნე სად იმყოფება - სიცილიაში, ლონდონში, პარიზსა თუ შანხაიში - მკვლელი მსხვერპლს ყველგან მიაკითხავს. მისი ხელწერა დახვეწილი და, იმავდროულად, ორიგინალური სისასტიკით არის გამორჩეული. მკვლელის უკან გაურკვეველი წარმომავლობის, სრულიად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დგას და მაინც.... ვინ არის მკვლელი? ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური სერიული მკვლელობებით ინტერესდება,უფრო სწორად, ამ სამსახურის თანამშრომელი ევა პოლასტერი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას.  
    13.95
    მოკალი ევა
    ავტორი: ლუკ ჯენინგსი  მთარგმნელი: ირაკლი სულაძე სერია: TOP თრილერი გამომცემლობა: პალიტრა L თუ მკვლელობა გარდაუვალია, მნიშვნელობა არა აქვს, სამიზნე სად იმყოფება - სიცილიაში, ლონდონში, პარიზსა თუ შანხაიში - მკვლელი მსხვერპლს ყველგან მიაკითხავს. მისი ხელწერა დახვეწილი და, იმავდროულად, ორიგინალური სისასტიკით არის გამორჩეული. მკვლელის უკან გაურკვეველი წარმომავლობის, სრულიად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დგას და მაინც.... ვინ არის მკვლელი? ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური სერიული მკვლელობებით ინტერესდება,უფრო სწორად, ამ სამსახურის თანამშრომელი ევა პოლასტერი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას.
    13.95
    მომავალი წარსული
    ავტორი: გივი ალხაზიშვილი   "“მომავალი წარსული” - გასული საუკუნის 60_იანი წლებიდან ორიათასი წლის ჩათვლით - ორმოცწლიან პერიოდს მოიცავს. ეს წიგნი მრავალწახნაგოვანი და მოზაიკურია. ისე ჩაიარა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველმა ათწლეულმა, რომ ბევრ რამეს თავის სახელი არ დაერქვა და ეს იმიტომ, რომ დიდხანს გრძელდებოდა პოსტსაბჭოური მმართველობა და ძველი პარტიული ფუნქციონერები ინარჩუნებდნენ ხელისუფლებასა და ქვეყანაზე სრულ გავლენას. "
    21.6
    მონანიება
    ავტორი: იენ მაკიუენი მთარგმნელი: ანა აბულაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა  
    19.9
    მონებს სამოთხეში არ უშვებენ
    ავტორი: რატი მუჯირი  - იცი შავ -წითელ დროშას რატომ ვიყენებთ? - შავი უკრაინის მიწის სიმბოლოა, წითელი ამ მიწისთვის დაღვრილი სისხლის. — ეგრეა, თუ ვიკიპედიაში წაიკითსავ.  — აბა, სინამდვილეში რატომ? — ზაპოროჟიელმა მებრძოლმა ერთ-ერთ ბრძოლის მერე უბიდან ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა ამოიღო, სულ სისხლით იყო შეღებილი. იცი, ლურჯი და ყვითელი სისხლით რომ დაისვრება როგორი ხება? — ალბათ, შავი და წითელი. უპრაინის ომს ყველა ონლაინ ვადევნეთ თვალს, ამიტომ თითქოს დასაწერიც არაფერია. ყველამ ყველაფერი ისედაც იცის. თუმცა ბოლოს გადავწყვიტე ჩემ მიერ დანახულ, საჯაროდ ცნობილი, ამბავი მომეყოლა. ეს წიგნი მხოლოდ ომზე არ არს. ეს არის ამბავი უკრაინის მიწაზე გავლილი 13210 კილომეტრს, ამავი ომის დაწყების, ამგავი ოკუპაციის, ამბავი დეოკუპაციის. ამგავი საგჭოთა მითების ნგრევის. ეს წიგნი არც იმ ტრაგედიებზეა, რომელიც ამ ომმა მოიტანა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ესაა აღწერილი. ეს წიგნე უპრანაზე და უპრაინელებზეა. — ყოჩაღ! და იცი ვინ იყო ის კაზაკი? — არა. —ივან სირკო, „РАБІВ ДО РАЮ НЕ ПУСКАЮТЬ"-ო რომ დაგვიბარა
    15.95
    მონტოკი
    ავტორი: მაქს ფრიში  მთრგმნელი: მაია ფანჯიკიძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    მოპარული სიყვარული
    ავტორი: თინათინ ბერიძე     ზოგჯერ ასეც ხდება - შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები - ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და რომლის ავტორი "პალიტრა L"-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.  
    14.95
    მორავული ღამე
    მწერალი, რომელსაც წერა მიუტოვებია და თავს გადამდგარ ავტორს უწოდებს, შვიდ მეგობარს – თავისი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის მოწმეებსა და მონაწილეებს ეპატიჟება ბალკანეთში, დუნაის ერთ-ერთ შენაკადზე, მდინარე მორავაზე ღუზაჩაშვებულ გემზე, რომელიც უკვე კარგა ხანია მის სახლად ქცეულა. მასპინძელთან ერთად უცნობი ქალის დახვედრით გაოცებული სტუმრები მთელი ღამის განმავლობაში ისმენენ ავტორის თხრობას ევროპის გარშემო მოგზაურობის შესახებ, რომელიც დაკარგული იდენტობის ძიებას უფრო ჰგავს, ვიდრე მოხეტიალე მგზავრის შთაბეჭდილებებს.   2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ავსტრიელი მწერალი პეტერ ჰანდკე, ცნობილი თავისი წინააღმდეგობრივი პოზიციით ბალკანეთის მიმართ, სათაურშივე მიანიშნებს, თუ რა წარმოადგენს მისი ნაწარმოების მთავარ თემას, თუმცა, განსხვავებით სხვა ტექსტებისგან, 2008 წელს დაწერილ ამ ვრცელ, გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულ მოთხრობას, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჰანდკეს უმაღლეს მწერლურ ოსტატობაში, შემრიგებლური ხასიათი უფრო აქვს, ვიდრე დაპირისპირების პოტენციალი.   გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ
    21.95
    მორელის გამოგონება
    ავტორია: ადოლფო ბიოი კასარესი მთარგმნელი: ნინო ფიფია   XX საუკუნის არგენტინულმა ლიტერატურამ მსოფლიოს სამი დიდი მწერალი შესძინა – ხორხე ლუის ბორხესი, ხულიო კორტასარი და ადოლფო ბიოი კასარესი. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ბიოი კასარესს მათგან გამორჩევს: ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ესპანურენოვან ლიტერატურაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს ამკვიდრებს. მორელის გამოგონება (1940) მოგვითხრობს ვენესუელელ მწერალზე, რომელიც მართლმსაჯულებისგან გარბის და თავს უკაცრიელ კუნძულს აფარებს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული რაღაც უცნაური, გაურკვევლი დაავადების კერაა, მწერალი მიიჩნევს, რომ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც უსაფრთხოდ იქნება. მთავარი გმირი მალე აღმოაჩენს, რომ მარტო არაა. ვინ არის ეს ხალხი? რა საიდუმლოს მალავს კუნძული? კასარესი ახერხებს, გაზვიადებისა და მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე დაინტერესოს მკითხველი მთავარი გმირის ბედით, დააფიქროს ისეთ თემებზე, როგორიცაა უკვდავება, სიცოცხლის შექმნა, ადამიანის გონების შესაძლებლობების ზღვარი...
    14.95
    მორიდებული ზურმუხტი
    აკა მორჩილაძის ახალ რომანში თბილისს ფოთი ჰქვია, ფოთს კი – თბილისი. იმპერატორის საგანგებო ბრძანებით გადაურქმევიათ სახელები ქალაქებისთვის და ამაში მეტად ჩახლართული აზრი ჩაუდიათ. რომანშიც ყველაფერი ასეა ჩახლართული. გასაოცარი ამბავი დიდი ამბოხებისა, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს – თბილისსაც, ფოთსაც, ქუთაისსაც და დაუსახლებელ ტყეებსაც, ერთი მხრივ, სრულიად დაუჯერებელია, თუმცა, იმდენად დამაჯერებლადაა მოთხრობილი, რომ მის ნამდვილობაში მკითხველს ეჭვი ერთი წამითაც არ ეპარება. წიგნს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, მის პერსონაჟებს არ იცნობს საქართველოს ისტორია, თუმცა კითხვისას მყარია შთაბეჭდილება – “ისტორიულ რომანს ვკითხულობ”. ასევე მყარია შთაბეჭდილება – “ეს პასაჟი მეცნობა”. საიდან? ამის გაგებაში მკითხველს ბოლო გვერდზე მოცემული “გამოყენებული ლიტერატურა” დაეხმარება. “მორიდებული ზურმუხტი” უამრავ ალუზიას შეიცავს ამ ბევრი დიდი და კარგი წიგნიდან.
    15.9
    მორნიბიე კაჰ
    ავტორი:  დავით ქაშიაშვილი   37 წლის ვინმე მატარებლების მიტოვებულ და ძველ სადგურში იღვიძებს. მარტოა, ეშინია საკუთარი ხმისა. მხრებზე ბაბუას კუბოკრული პიჯაკი ახურავს. ფრაგმენტულად ახსოვს საიდან მოდის, ვინ უყვარდა ან ვის უყვარდა ამ წლების განმავლობაში. ახსოვს შვილების სახელები. უცნობი ხმები, მისტიკური არსებები თავში გამუდმებით ჩასძახიან, თუ ჩამღერიან, თუ ჩაჰყვირიან, რომ გადარჩეს.   დავით ქაშიაშვილის სადებიუტო წიგნის კითხვა ფაზლის აწყობას ჰგავს, მაგრამ ეს სახე-ხატები თამაშისთვის ზედმეტად მძაფრია: დამტვრეული პრინცესა დიანა... ან მამა, რომელიც „ისეთი პატარა იყო, რომ ჩვენი ბავშვობისდრინდელი ვიოლინოს ყუთში ჩავასვენეთ“.   ძნელია გარჩევა, ამ წიგნში სიუჟეტს უფრო მიჰყვები თუ სიტყვას, ავტორი თითქოს ჩნდება, უფრო ხშირად კი ცდილობს, პერსონაჟების დრამატული ამბის ანაბარა დავრჩეთ. ავტორი გვეპატიჟება: „მოდით, დავსხდეთ, უგემრიელესი ყავა მოვხარშოთ, მხრებზე მოვისხათ სიზმრებიდან გაქცეული ღმერთი, მოაჯირზე შემოვაწყოთ ფეხები და დაველოდოთ ცნობას, რომ...“ – დანარჩენი ტექსტში იხილეთ.
    9.9
    მორჩილება
    ავტორი: მიშელ უელბეკი მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი მიშელ უელბეკის რომანი „მორჩილება“, რომელიც პარიზში მოდელირებულ „არაბულ გაზაფხულს“ ასახავს,  მაღაზიების თაროებზე  2015 წლის 7 იანვარს  გამოჩნდა.  იმავე დილით სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ ნომერში რამდენიმე სტრიქონი უელბეკს მიეძღვნა და მისი კარიკატურაც დაიბეჭდა. თუმცა, ეს ყველაფერი „შარლი ებდოზე“ მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ გადაფარა, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა. რომანმა-ანტიუტოპიამ ცხარე კამათი და აზრთა სხვადასხვაობა მოგვიანებით მაინც გამოიწვია: „ჯერ კიდევ „ელემენტარული ნაწილაკების“ პერსონაჟმა დასვა შეკითხვა: „რამდენ ხანს იარსებებს დასავლური საზოგადოება რელიგიის გარეშე?“ ვეღარ იარსებებს, ასეთია უელბეკის  პასუხი 2015 წელს. დასავლეთევროპელმა ადამიანმა, რომელიც რამდენიმე ათწლეული ღმერთისა და მბრძანებლის გარეშე ცხოვრობდა, თავისუფლება ვერ მოიპოვა. ამის სანაცვლოდ უფლება აქვს, მიიღოს მორჩილება უკიდურესი ფორმით – როგორც განკურნების საშუალება და ასევე, როგორც სასჯელი. გაუმართლებელია უელბეკის ლანძღვა იმ პრინციპების ღალატისთვის, რომლებსაც არასაკმარისად იცავდნენ თავად მემარცხენეები. მისთვის პასუხის გაცემა მხოლოდ მოჩვენებით ჰუმანისტობაზე უარის თქმით შეიძლება. მანამდე კი, უელბეკის დროა“.
    12.9
    მოსამართი ჩიტის ქრონიკები
    ავტორი: ჰარუკი მურაკამი მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი ჰარუკი მურაკამის რომანი „მოსამართი ჩიტის ქრონიკები“ ჭეშმარიტად ვირტუოზული ნაწარმოებია. მეორე მსოფლიო ომის საშინელებანი და ჩვენი თანამედროვის ბედი იაპონიაში, მეტაფორული აზრების მთელი წყება, თხრობის განსხვავებული ფენები, წერილები, მისტიკური სიზმრები, მოგონებები, საჟურნალო სტატიები, კოდირებული ფაილები – წარმოუდგენელი მოვლენებისგან ნაქსოვი ერთიანი, მთლიანი ტილო. დახვეწილი ირონია და ჰარუკი მურაკამის შეუდარებელი ინტონაციები, რომელმაც თვითონვე თქვა საკუთარ ნაშრომზე: „მოსამართი ჩიტის ქრონიკები“ – ეს არის აბსოლუტური რომანის დაწერის მცდელობა“. და მაინც, იაპონელებს სამყაროს აღქმის საკმაოდ უცნაური უნარი აქვთ. სწორედ აღქმის ამ თავისებური სტილით იაპონელ მწერლებს ადვილად გამოვარჩევთ დასავლელი მწერლებისგან. თუ ფიქრობთ, რომ წიგნის ბოლოს ვიღაც უსახელო ღმერთი ყველაფერში გაგარკვევთ, იმედი სრულიად გაგიცრუვდებათ. არავინ არაფერს არ აგიხსნით. არავინ არაფერში არ გაგარკვევთ. თვითონ უნდა გაერკვეთ მთელ ამ სიმბოლიკაში, ყველა ამ გმირის როლში.
    27.9
    მოსამსახურე
    ავტორი: ქეთრინ სთოქეთი ქეთრინ სთოქეთი ამერიკის სამხრეთში, მისისიპის შტატში, ქალაქ ჯექსონში დაიბადა. სწორედ ჯექსონში ვითარდება მოქმედება მის რომანში „მოსამსახურე“. ალაბამის უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის შესწავლის შემდეგ ოცდახუთი წლის ქეთრინ სთოქეთი ნიუ-იორკში გადავიდა და თექვსმეტი წლის განმავლობაში საგამომცემლო მარკეტინგსა და ჟურნალისტიკაში მუშაობდა. ამჟამად მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ატლანტაში ცხოვრობს. „მოსამსახურე“ მისი პირველი რომანია, რომელსაც ხუთი წლის განმავლობაში წერდა და მერე დიდხანს სთავაზობდა ლიტერატურულ აგენტებს, მაგრამ ამაოდ, მიაჩნდათ, რომ ავტორი, რომელიც ასეთ ფაქიზ თემაზე ესოდენ უკომპრომისოდ წერს, განწირული იყო კრახისთვის. საბედნიეროდ, რომანის გამოცემა ერთმა პატარა გამომცემლობამ ითავა და წიგნი გამოსვლისთანავე, 2009 წლის მარტში, ბესტსელერად იქცა. 2009 წელს „მოსამსახურე“ მკითხველებმა „წლის წიგნად“ აღიარეს. 2011 წელს წიგნის 5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. დღეს ის 40 ენაზეა თარგმნილი და მათ რიცხვს, ორმოცდამეერთედ, ქართული თარგმანიც შეემატება. 2011 წელს ქეთრინ სთოქეთის რომანის ეკრანიზაციამ რეჟისორ თეით ტეილორსა და მინის როლის შემსრულებელ ოქტავია სპენსერს არაერთი ჯილდო მოუტანა: 2012 წელს დრამა „მოსამსახურე“ - როგორც საუკეთესო ფილმი, ხოლო მეორეხარისხოვანი ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოქტავია სპენსერი „ოქროს გლობუსით“ დააჯილდოეს, იმავე წელს მსახიობი იმავე ნომინაციაში „ოსკარის“ მფლობელიც გახდა.
    12
    მოსიარულე გაკვეთილები
    ავტორი: ლელა კოტორაშვილი სამყაროს გაბედული ადამიანები ცვლიან, პატარა მოქმედებები, ინიციატივები, შთაგონება და ფანტაზია – აი, რას შეუძლია ადამიანები გააბედნიეროს. ლელა კოტორაშვილის სკოლა მხოლოდ ის ადგილი არაა, სადაც ცხრილის რუტინაში მოქცეული ბავშვები სხვადასხვა საგნის სიმძიმეს მორჩილად ეზიდებიან. ლელა კოტორაშვილის სკოლა შემეცნების, თავგადასავლის, მოქმედების, თამაშის, სიყვარულის და გაბრწყინებული თვალების ადგილია...(დიანა ანფიმიადის ბოლოსიტყვაობიდან).
    23.95
    მოსკოვი-პეტუშკი
    ავტორი: ვენედიქტ ეროფეევი სერია: აკრძალული წიგნების თარო რუსულიდან თარგმნა დავით ცინცაძემ   „მოსკოვი-პეტუშკი“, შეიძლება ითქვას, ავტორის ერთადერთი ნაწარმოებია, რომელმაც ვენედიქტ ეროფეევი მეოცე საუკუნის რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ აქცია და მას, ევროპელი მკითხველისა და ლიტერატორების აზრით, გოგოლისა და ჩეხოვის გვერდით მიუჩინა ადგილი. ერთი რამ აშკარაა – საბჭოთა, უფრო კი რუსი ადამიანის ცხოვრების ბლუზს ასე მკაფიოდ სხვა ვერც ერთ წიგნში ვერ შეიგრძნობთ. მთელი თავისი ჟარგონებით, კალკებით, სახარებისეული ალუზიებითა და ფინალით (რომელიც დღესაც განსხვავებულ ინტერპრეტაციებს იწვევს ლიტერატურისმცოდნეებში), მატარებელის ბორბლების რიტმში მოგყვება ეს ბლუზი – მოსკოვიდან პეტუშკიმდე, და მის შემდეგაც.   „მოსკოვი-პეტუშკი“ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწერა და 80-იანი წლების ბოლომდე არ გამოცემულა რუსეთში. საბჭოთა სისტემისა და ზოგადად რუსული ყოფის სარკასტულად, იმ დროისათვის ზედმეტად მძაფრ, გროტესკულ ფერებში დახატვისა და ტექსტში ბიბლიური მოტივების უხვად გამოყენების გამო საბჭოთა ცენზურამ წიგნი აკრძალა. რომანი პირველად ისრაელში, 1973 წელს, ხოლო შემდგომ პარიზში, 1977 წელს გამოიცა.
    15.95
    მოსკოვიადა
    ავტორი: იური ანდრუხოვიჩი მთარგმნელი:რაულ ჩილაჩავა სერია: ლიტერატურული ოდისეა სულაკარუის გამომცემლობა მთარგმნელი: რაულ ჩალიჩავა „მოსკოვიადა“ ცნობილი უკრაინელი პოეტისა და პროზაიკოსის, იური ანდრუხოვიჩის მეორე რომანია. მასში მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტის სტუდენტი ოტო ვილჰელმოვიჩ ფონ ფ.  გვიყვება ერთი დღის საკუთარ თავგადასავალს საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში, რომელიც არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის.
    14.9
    მოუთმენლობა გულისა
    ავტორი: ანტონ ჩეხოვი მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე სერია: იკითხე კლასიკა   ჩეხოვი წერდა: „დაე, სცენაზეც ყველაფერი ისეთივე უბრალო და, ამასთან, ისეთი რთული იყოს, როგორიც ცხოვრებაშია“. მისი პიესების მთავარი თემა პროვინციის ინტელიგენციის ბედია, იმ ადამიანების, რომლებიც ნათელ, სიხარულიან ცხოვრებაზე ოცნებობენ, მაგრამ აღარაფრის შეცვლა აღარ ძალუძთ.ანტონ ჩეხოვის პიესებში ვერ ნახავთ მძაფრ კონფლიქტებს, მკვლელობისა და თავდავიწყებული სიყვარულის სცენებს. კონფლიქტი გმირების მონოტონურ, მშვიდ ცხოვრებაშია ჩამალული. მათ ისეთივე საფიქრალი და პრობლემები აქვთ, როგორიც ჩვენ...
    13
    მოხედე შენს სახლს, ანგელოზო
    ავტორი: თომას ვულფი მთარგმნელი: ნინო ქაჯაია   ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის – თომას ვულფის რომანი „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ გვიამბობს ჩრდილოეთ კაროლინის პატარა ქალაქში მცხოვრები განტების ოჯახის ამბავს და აღწერს მთავარი გმირის, იუჯინ განტის ცხოვრებას დაბადებიდან 20 წლამდე. მწერალი განსაკუთრებულად მძაფრად და ემოციურად აღწერს მორცხვი, მდიდარი წარმოსახვის, გამორჩეული ბიჭის ცხოვრებას პატარა ქალაქში, მის განცდებსა და ტკივილებს, მარტოობასა და სწრაფვას, გაექცეს სინამდვილეს, საკუთარ ოჯახს და სადღაც შორს ჰპოვოს ბედნიერება. „მწერალი იმიტომ წერს წიგნს, რომ დაივიწყოს, მკითხველი იმიტომ კითხულობს, რომ დაიმახსოვროს“ – თომას ვულფი. ეს წიგნი მკითხველს არასდროს დაავიწყდება. ვულფის გამაოგნებლად მოზღვავებული გრძნობები, გულისშემძვრელი ეპიზოდები, პოეტური პასაჟები, უაღრესად მეტყველი ენა განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს მის რომანებს.
    29.95
    მოხეტიალე ვარსკვლავი
    ავტორი: ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო სერია: ომებსა და ადამიანებზე თარგმანი: ვალერი ოთხოზორია   სანამ დედამიწაზე ადამიანები ომობენ, ნეჯმა და ესტერი მოხეტიალე ვარსკვლავებად რჩებიან. ვინ არიან ნეჯმა და ესტერი? არაბი და ებრაელი გოგონები, მეორე მსოფლიო ომის მძევლები, ომისგან დევნილები, რომლებიც ერთადერთხელ, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში შეხვდებიან, მაგრამ ვეღარასდროს დაივიწყებენ ერთმანეთს. ესტერი დედასთან ერთად საფრანგეთიდან გამოექცა ომის საშინელებას და ახალშექმნილი სახელმწიფო ისრაელისკენ მიემართება. სწორედ იმ ბანაკში გადაიკვეთება საბედისწეროდ დაპირისპირებული და იმავდროულად მშვიდობას მოწყურებული არაბი და ებრაელი დევნილების გზა. ორივე გოგონა გადარჩება, მშვიდობას გაუგებენ გემოს, თუმცა სანამ დედამიწაზე ომებია, ვარსკვლავები მშვიდობიანი ზეცის ძიებაში აგრძელებენ ხეტიალს.
    16
    მოხილვა დილის ქვეყნისა
    ავტორი: ჰესე ჰერმან     ჰერმან ჰესე (1877-1962) მე-20 საუკუნის გერმანული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის შემოქმედებაში აისახა დასავლეთ-ევროპული ინტელიგენციის რამდენიმე თაობის სულიერი ცხოვრება. მწერლის ნაწარმოებები აგრძელებენ გერმანული ლიტერატურის ჰუმანისტურ ტრადიციებს.1932 წელს გამოქვეყნებული "მოხილვა დილის ქვეყნისა" მწერლის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო ტექსტი ბოლო 39 წლის განმავლობაში საქართველოში დავიწყებული იყო.
    10