santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ამერიკელი სნაიპერი
    ავტორი: კრის კაილი მთარგმნელი ირაკლი ლომოური სერია წლის ბესტსელერი   1999 წლიდან 2009 წლამდე ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა, სნაიპერმა კრის კაილმა ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ისტორიაში. მისმა თანამებრძოლებმა, ვის სიცოცხლესაც იგი იცავდა ერაყში, – სახლების სახურავებიდან თუ ჩასაფრებული პოზიციებიდან, – „ლეგენდა“ შეარქევს, მტრებმა კი „ალ-შაითანი“, ანუ ეშმაკი უწოდეს და მისი მოკვლისთვის ჯილდო დააწესეს. კაილი დოკუმენტური სიზუსტით აღგვიწერს ომის საშინელებას – მათ შორის, თავისი ორი უახლესი მეგობრის სიკვდილს. მისი მეუღლე, ტაია, გულახდილად გვიყვება, თუ რა მძიმე დაღი დაასვა ომმა მათ ოჯახსა და პირადად, კრისს. 2009 წელს, როცა სამხედრო საქმიანობას ოფიციალურად დაანება თავი, ავტობიოგრაფიის წერა დაიწყო და 2012 წლის იანვარში „ამერიკელი სნაიპერი“ გამოსცა. 2013 წლის 2 თებერვალს ტეხასში მოკლეს. მკვლელს, ვეტერან ედი რუტს, კაილი სროლაში ავარჯიშებდა. ექიმებმა მას ფსიქიკური აშლილობა დაუდგინეს. მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. კრის კაილი სიცოცხლეშივე აღიარეს ლეგენდად. ის ჯარისკაცებს შორის დიდი პატივით სარგებლობდა; სამხედრო სამსახურის დატოვების შემდეგ სნაიპერებსა და პირადი დაცვის სამსახურის თანამშრომლებს წვრთნიდა და დიდ დროს უთმობდა ვეტერანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრში მუშაობას.
    13
    ამერიკელი ფსიქოპათი
    ავტორი: ბრეტ ისტონ ელისი მთარგმნელი: ალექსი სიუკაევი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა ამერიკელი მწერლის, ბრეტ ისტონ ელისის „ამერიკელი ფსიქოპათი“ ტრანსგრესიული რომანის ნიმუში და თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ნაწარმოებმა ჯერ კიდევ გამოცემამდე გამოიწვია აჟიოტაჟი, როცა გამომცემლობა Simon & Schuster -მა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორს სერიულ მკვლელზე რომანის დაწერა თავად შეუკვეთა, „ამერიკელი ფსიქოპათის“ გამოცემაზე უარი თქვა, რადგან ქალთმოძულეობის გამავრცელებლად და, ამდენად, სახიფათოდ მიიჩნია
    23.9
    ამერიკელი ღმერთები
    ავტორი: ნილ გეიმანი ამერიკა ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ მხარეს სხვადასხვა ერის მითიური არსებები და ღმერთები დგანან, მეორე მხარეს კი მედიის, ტექნოლოგიის, ნარკოტიკების ღმერთები არიან. წიგნის – „ამერიკელი ღმერთები” – ავტორი ნილ გეიმანი გვარწმუნებს, რომ ღმერთები არსებობენ იმიტომ, რომ ხალხს მათი არსებობის სჯერა, ისინი ჩვენი რწმენით იკვებებიან. თანამედროვე ადამიანს კი ტექნოლოგიის უფრო სჯერა, ვიდრე ოდინის ან ანუბისის არსებობის. სისხლიან ბრძოლაში ძველი ღმერთები ახალ ძლევამოსილ მოწინააღმდეგესთან ნელ-ნელა მარცხდებიან.
    15.9
    ამერიკული და ბრიტანული ნოველები
    მთარგმნელი: ქეთევან თუხარელი „ამერიკული და ბრიტანული ნოველების“ ეს კრებული ლიტერატურის თერთმეტი თვალსაჩინო მწერლის ნაწარმოებებს აერთიანებს. ამ მწერალთა შემოქმედებას კარგად იცნობს ქართველი მკითხველი და ბუნებრივია, დიდია ინტერესიც თითოეული მათგანის ნებისმიერი ტექსტის მიმართ. სხვადასხვა სოციალურ გარემოსა და სიტუაციაში მოხვედრილი ადამიან(ებ)ის პიროვნული ბედი; სამყაროსთან კონფლიქტში გაღვივებული თავგადასავლები; იუმორი და ბასრი გროტესკი – ამ ყველაფერს ქეთევან თუხარელის მიერ თარგმნილ ნოველებში ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ.
    14.95
    ამერიკული პასტორალი
    ავტორი: ფილიპ როთი მთარგმნელი: თამარ ლომიძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა   სეიმურ ლევოვი, მეტსახელად „შვედი“, 40-იანი წლების ნიუარკში ნამდვილი ვარსკვლავია. ბრწყინვალე სპორტსმენს უფროსები პატივს სცემენ, თანასკოლელ გოგონებს უყვართ, ბიჭები კი აღმერთებენ. „შვედი“ თავისი სკოლელის, შემდგომში ცნობილი მწერლის, ნათან ცუკერმანის მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებს. სწორედ ცუკერმანი მოგვითხრობს მისი ბავშვობის კერპის, სრულყოფილი სხეულისა და კეთილშობილი ბუნების მქონე ბიჭის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ „შვედი“ სათავეში უდგება საოჯახო ბიზნესს, ქორწინდება „მის ნიუ-ჯერსიზე“ და წარმატებული, ყოველმხრივ სანიმუშო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთ დღეს კომუნისტური იდეებით გატაცებული, მშობლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებული „შვედის“ თექვსმეტი წლის გოგონა ყველაფერს თავდაყირა აყენებს...
    17.95
    ამპარტავნობა და ამოჩემება
    ავტორი: ჯეინ ოსტინი სერია: იკითხე ქართულად   ტერასებით მდინარისკენ დაეშვნენ; ელიზაბეთი შებრუნდა და ერთხელ კიდევ შეავლო იქაურობას თვალი... თავლებისაკენ მიმავალ გზაზე ამ სახლის პატრონი გამოჩნდა. ერთმანეთისგან ოციოდე იარდში იდგნენ; მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თვალსაც ვერ აარიდებდა კაცი. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა; სახეზე ალმური მოედოთ. დარსი შედგა და გაოცებისაგან წამით გაქვავდა, მაგრამ გონს მოეგო, მათკენ გაემართა და ელიზაბეთს სალამი უთხრა...
    14.95
    ამპარტავნობა და ამოჩემება (რბ.ყდა)
    ავტორი: ჯეინ ოსტინი მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი ჯეინ ოსტინის უკვდავი რომანი Pride and Prejudice, კიდევ ერთხელ ითარგმნა ქართულად და ახალი სათაურით გამოიცა. ჯეინ ოსტინს უყვარდა პოეტური სათაურები, ერთმანეთთან რითმაში, ალიტერაციაში, ასონანსში შესული სიტყვების გამოყენება, უმთავრესად, წყვილის... Pride and Prejudice ძალიან ლამაზი სათაურია ორი შესანიშნავი ტაქტი და ალიტერაცია, ფაქტობრივად, ლექსი. სინამდვილეში, ადრე დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ეს არის ორი მთავარი მოქმედი პირის სახელი, ისევე, როგორც იყო "რომეო და ჯულიეტა", "ტრისტანი და იზოლდა". ...ტერასებით მდინარისკენ დაეშვნენ; ელიზაბეთი შებრუნდა და ერთხელ კიდევ შეავლო იქაურობას თვალი... თავლებისაკენ მიმავალ გზაზე ამ სახლის პატრონი გამოჩნდა. ერთმანეთისგან ოციოდე იარდში იდგნენ; მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თვალსაც ვერ აარიდებდა კაცი. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა; სახეზე ალმური მოედოთ. დარსი შედგა და გაოცებისაგან წამით გაქვავდა, მაგრამ გონს მოეგო, მათკენ გაემართა და ელიზაბეთს სალამი უთხრა...
    12.95
    ამპარტავნობა და ამოჩემება - საკოლექციო
    ავტორი: ჯეინ ოსტინი თარგმანი: ხათუნა ბასილაშვილი
    14.95
    ანას მომენტი
    ავტორი: მარი ბექაური გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    11.9
    ანგელოზების იმპერია
    ავტორი: ბერნარ ვერბერი მთარგმნელი: მერაბ ფიფია სერია: პორტალი მწერალ მიშელ პენსონს "ბოინგი" ეჯახება და ის სამოთხეში ხვდება, სადაც მთავარანგელოზების სამსჯავროს გაივლის და მფარველ ანგელოზად გაამწესებენ. მას მიაბარებენ ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებულ სამ სულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მთავარია, მათ რაც შეიძლება ნაკლებად შესცოდონ , რათა თავიდან აიცილონ რეინკარნაციის ციკლი. ადამიანებზე დაკვირვებით პენსონი ხვდება, რომ ყველაფერი გაცილებით რთულია, ვიდრე წარმოედგინა. იგი ისახავს მიზანს: გაიგოს, რა ხდება საიქიოს მიღმა...
    18.95
    ანგელოზთა საკითხავი
    ავტორი: გაბრიელ ტანიე თქვენ წინაშეა გაბრიელ ტანიეს  ახალი რომანი „ანგელოზთა საკითხავი“, წიგნი, რომელიც ბევრ უმნიშვნელოვანეს და დღევანდელობისთვის საჭირბოროტო თემას აერთიანებს, წიგნი, რომელიც სავსეა გასაოცარი ადამიანური ისტორიებით.  „ანგელოზთა საკითხავი“ რწმენის, სამართლიანობისა და უსამართლობის, ძალაუფლების იარაღად ქცეული რელიგიის, მარგინალიზებული ადამიანების, ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისა და თავად ეკლესიის შიგნით არსებული  პრობლემების უმტკივნეულესი და ძალიან მგრძნობიარე თემების კალეიდოსკოპია.   ავტორი ბეწვის ხიდზე გადის და მკითხველს სთავაზობს  სულისშემძვრელ ამბავს სიყვარულზე, რწმენაზე, ადამიანურ სისუსტეებზე, ჭეშმარიტებასა და ფსევდო ღირებულებებზე, ამბავს, რომელიც თავის თავში აერთიანებს უამრავ შენაკადს, პლასტსა და სიღრმეს. მთავარ სიუჟეტურ ხაზში ჩართული, როგორც პარალელური ისტორიები, ისე ბიბლიური ალუზიები და  ირეალური ამბები, სარკეა დღევანდელი საქართველოსი, სარკე, რომელიც ავტორმა მოგვაწოდა და გვთხოვს − გავბედოთ და შიგ ჩავიხედოთ!
    26.95
    ანე ფრანკი - უკანა სახლი, დღიური წერილების სახით
    სერია: კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე ანე ფრანკი დღიურ- ში ჩანაწერებს აკეთებდა. თავიდან მხოლოდ თავისთვის წერდა, სანამ 1944 წლის გაზაფხულზე რადიო „ორანელში“ დევნილი მთავრობის განათლების მინისტრის, ბოლკესტეინის გამოსვლა არ მოისმინა. მი- ნისტრმა განაცხადა, რომ ომის შემდეგ შეაგროვებდნენ და გამოაქვეყ- ნებდნენ გერმანელი ოკუპანტების სისასტიკის მამხილებელ ყველა დოკუმენტსა და მასალას, მათ შორის – დღიურებსაც. ამ გამოსვლამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ანე ფრანკზე, რომ გადაწყვიტა, ომის შემდეგ წიგნი გამოეცა. საამისოდ კი დღიური გამოადგებოდა. ანე ფრანკი 1945 წლის მარტში, 15 წლის ასაკში გარდაიცვალა ბერგენ- ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში. ოტო ფრანკმა, რომელიც ცოცხ- ალი გამოვიდა საკონცენტრაციო ბანაკიდან, აასრულა ქალიშვილის ნატვრა და მისი დღიური წიგნის სახით გამოაქვეყნა. „უკანა სახლი" 1947 წელს გამოიცა. მას შემდეგ ის იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყვე- ლაზე პოპულარულ წიგნად, გამოცემულია ოცდაათზე მეტ ქვეყანაში, გაყიდულია 16 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. „მარტო ანე ფრანკი იმაზე მეტად შეგძრავს, ვიდრე იმ უთვალავი ადა- მიანის ბედი, რომლებიც მასავით იტანჯებოდნენ, მაგრამ მათ სახელს ჩრდილში დარჩენა ეწერა. იქნებ ასეცაა საჭირო? ჩვენ რომ ყველა ადამიანის ტანჯვის გაზიარება შეგვეძლოს, ცხოვრება ალბათ აუტანე- ლი იქნებოდა“. პრიმო ლევი
    16.95
    ანთოლოგია - დროთა კავშირი (XX საუკუნის ქართული ფანტასტიკური მოთხრობები)
    კრებული გამომცემლობა: მედუზა კრებულში, “დროთა კავშირი”, 1967-1984 წლებში გამოცემული ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის გამორჩეული ნიმუშებია თავმოყრილი. აქ წაიკითხავთ ამბებს ხელოვნურ ტვინზე, რომლის გამოთვლებზეც მთლიანი კაცობრიობის ბედია დამოკიდებული; კოსმოსური მისიის სახიფათო თავგადასავალზე, რომელიც თავგანწირვის ისტორიას გვიყვება; უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელ ბოროტმოქმედებზე, რომელთა საქმიანობამ დედამიწელთა კულტურაზე წარუშლელი კვალი დატოვა; ქართველ გმირზე, რომელიც უტოპიურ სამყაროში ამოყოფს თავს; წარსულში მოგზაურობის ამბავზე, რომელიც სამეცნიერო გამოგონების არასწორ ხელებში ჩავარდნის საშიშროებას ამხელს; პოსტაპოკალიფსურ რეალობაზე, რომელიც ატომური იარაღის დამანგრეველი ძალის საზარელ შედეგს გვაჩვენებს; და ქართველ ექიმზე, რომელიც კოსმოსში მოგზაურობიდან დაბრუნებული, პოსტპანდემიურ დედამიწაზე ამოყოფს თავს. სამეცნიერო ფანტასტიკური ამბები მრავალფეროვან, ჩამთრევ ისტორიებს გვიყვებიან მოგზაურობაზე — იქნება ის დროში, კოსმოსში თუ ადამიანის შინაგან სამყაროში. თავად მათი კითხვაც ერთგვარი მოგზაურობაა გასული საუკუნის 60-80-იანი წლების საქართველოში. ეს უნიკალური კულტურული არტეფაქტები გვანდობენ იმას, თუ რაზე დარდობდნენ ან რაზე დარდი ევალებოდათ საბჭოთა რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყნის შვილებს. სწორედ გულწრფელი განცდებისა და პარტიის მიერ ნაკარნახევი დირექტივების ეს უცნაური ნაზავი აქცევს კრებულს აუცილებელ საკითხავად ყველასთვის, ვინც საქართველოს უახლოესი წარსულით ინტერესდება.
    16.9
    ანიჰილაცია
    ავტორი: ჯეფ ვანდერმირი სერია: პორტალი მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი X - ზონა - ეს ქვეყნიერებისგან მოწყვეტილი, მკვდარი, უსიცოცხლო ადგილია. მიწა, რომელზეც ერთ დროს ცივილიზაცია ხარობდა, ბუნებამ მიიტაცა. მის შესასწავლად უკვე მე-11 ექსპედიცია მიდის. წინა მცდელობები უშედეგოდ და ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულად დასრულდა. ახალი ექსპედიციის წევრებმა უნდა ამოხსნან X-ზონის საიდუმლო და გაარკვიონ, როგორ ააცილონ კაცობრიობას მისგან მომდინარე საფრთხე. საინტერესოა, ვინ რას აღმოაჩენს, რა ინფორმაციას გამოიტანს X-ზონიდან ან როგორ გამოაღწევს იქიდან...
    14.95
    ანომალია
    ავტორი: ერვე ლე ტელიე მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი სერიის დასახელება: დიოგენეს ბიბლიოთეკა 2021 წლის ივნისში ერთი აუხსნელი და სრულიად წარმოუდგენელი მოვლენა თავდაყირა აყენებს რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას. ისინი პარიზი _ ნიუ-იორკის რეისის მგზავრები არიან. მათ შორისაა ბლეიკი, პატივცემული ოჯახის თავი, რომელიც სინამდვილეში დაქირავებული მკვლელია; სლიმბოი, ნიგერიელი პოპ-ვარსკვლავი, რომელსაც ტყუილში ცხოვრება მობეზრდა; ჯოანა, ადვოკატი, რომელიც თავისივე სისუსტეების მსხვერპლად იქცევა; ასევე ვიქტორ მიესელი, მოკრძალებული მწერალი, რომელიც უეცრად სახელოვანი ხდება. არიან სხვებიც. თითოეულ მათგანს ეგონა, რომ თავისი საიდუმლო ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ...   ერვე ლე ტელიე (1957) ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი და ჟურნალისტია. ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელსაც ის მიეკუთვნება, ალფრედ ჟარის მიერ დაარსებული პატაფიზიკაა. ტელიე ვიანის, პერეკის, კენოსა და სხვა დიდი მწერლების საქმის გამგრძელებელია. „ანომალია“ მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომლისთვისაც 2020 წელს მწერალს გონკურის პრემია მიენიჭა.    წიგნი გამოიცა ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ხელშეწყობით.
    24.95
    ანტიქრისტა
    ავტორი: ამელი ნოტომი მთარგმნელი: მერაბ ფიფია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    9.9
    ანტონ ფურცელაძე
    სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L წიგნში შესულია ანტონ ფურცელაძის მოთხრობები: ,,მაცი ხვიტია", ,,მართა", ,,ჩვენებური საქმის ბოლო", ,,ქიტესა"
    15.95
    ანტონიო და დავითი
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე გამომცემლობა: პალიტრა ყდა: მაგარი
    13.95
    ანტონიო და დავითი
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე რომანის მოქმედების ადგილია შუა საუკუნეების საქართველო, ხოლო მთხრობელი – იტალიელი მოგზაური, რომელიც ევროპელ მისიონერებთან ერთად საქართველოში ჩამოდის. ანტონიო და დავითი დაძაბული დრამაა, რომელშიც ადამიანის სულის ხსნისთვის ბრძოლა ისტორიული რეალიებისა და რელიგიური დისკურსების ჭიდილის ფონზე მიდის. მაღალი ემოციური მუხტის მქონე ეს რომანი უზადო ტექნიკითა და გამორჩეულად დახვეწილი ენითაა დაწერილი.
    15.9
    აპოკალიფსის დღიურები
    ავტორი: თორნიკე რაზმაძე   „აპოკალიფსის დღიურები“ არის სათავგადასავლო რომანი, რომელშიც მოთხრობილია ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდას თავგადასავალი მას შემდეგ, რაც სამყაროში გაუგებარი და ამოუხსნელი პროცესები იწყება: იშლება კონტროლისა და წესრიგის მექანიზმები; აღარ არსებობენ ხელისუფლებები, სრული ანარქია ბატონობს. მთავარი გმირი საკუთარ თავგადასავალს პირველ პირში აღწერს. როდესაც „ყველაფერი“ იწყება, ის მეტროთი მგზავრობს, სადაც გაიცნობს გოგონას, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდება, მისი თანამგზავრი და სიყვარულის ობიექტიც გახდება.
    16.95
    აპოკრიფები, წიგნი მოციქულთა
    მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი   “აპოკრიფები, წიგნი მოციქულთა” მეორე ტომია “ახალი ეონის ბიბლიოთეკის” გნოსტიკური ლიტერატურის სერიისა - “აბრაქსას” - სადაც თავმოყრილია ის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ნაშრომები, რომელთა მეშვეობით გნოსტიკურ სწავლებას გავეცნობით და ამ უძველესი ცოდნის წიაღში აღმოცენებული მისტიკური ხედვის შესახებ შევიტყობთ. აქ თავმოყრილი 12 უდიდესი, გნოსტიკური ალეგორიებითა და სიმბოლოებით გაჯერებული ტექსტი, რომელსაც ქართულ ენაზე მკითხველი პირველად გაეცნობა, ცხადად დაგვანახებს პლერომასა და კენომას ბუნებას და ეონების, არქონებისა და ღმერთების შესახებ მოგვცემს ცოდნას. ქართულ ენაზე მკითხველი პირველად შეძლებს წაიკითხოს თარგმანები ისეთი ტექსტებისა, როგორებიცაა: იოანეს საიდუმლო წიგნი, იაკობის საიდუმლო წიგნი, იაკობის გამოცხადებები, ტრაქტატი სამყაროს შექმნის შესახებ, ეგვიპტური სახარება, დიალოგები მაცხოვართან და მრავალი სხვა ბრწყინვალე ნამუშევარი.
    31
    არ დამივიწყო
    ავტორი: ნანი მანველიშვილი   რა მოხდება, თუ ერთ დღეს ადამიანებს ასეთი უცნაურობა დაემართებათ: დაავიწყდებათ ყველა და ყველაფერი, საკუთარი იდენტობაც კი, თუმცა ეხსომებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი: ვიღაცას დედა, ვიღაცას შვილი, ზოგს მამა და ზოგსაც სულაც მეზობელი? "არ დამივიწყო" _ პასუხია ამ კითხვაზე... რომანში ორი ძირითადი ხაზია: პირველზე თანამედროვე საქართველოში ვითარდება, მთავარი გმირი კი ელენეა, სტუდენტი გოგონა, რომელიც ბებიის ბურუსით მოცული თავგადასავლის გაგებას ცდილობს. მეორე ხაზი წარსულია _ საბჭოთა კავშირი, ქართველების როლი და ადგილი ამ სივრცეში, ადამიანების ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში, ომი და... სიყვარული
    12.95
    არაბუნებრივი სიკვდილი
    ავტორი:დოროთი ლ. სეიერსი სერია: ჯიბის დეტექტივი "უკურნებელი სენით დაავადებული ხანდაზმული ლედი აგათა დოუსონის სიკვდილში, ერთი შეხედვით, საეჭვო არაფერია. მიუხედავად ამისა, ლორდ პიტერ უიმზის მაინც ეჭვი ღრღნის. რამდენიმე დღის შემდეგ, ტყეში ქალბატონის მოახლე ბერტას გვამს პოულობენ. იდუმალი ამბები აშკარად გარდაცვლილის ქონებას უკავშირდება, თუმცა აგათას ერთადერთი მემკვიდრე ჰყავს – ახალგაზრდა ნათესავი მერი უიტაკერი. მაგრამ მოულოდნელად ჰორიზონტზე ლედის შორეული ნათესავი, ხელმოკლე მღვდელი ალილუია დოუსონიც ჩნდება…"
    6
    არავის უთხრა
    ავტორი: ჰარლან ქობენი მთარგმნელი: ია ქვაჩახია სერია: TOP თრილერი   დევიდ ბეკი დანაკარგს ვერ ურიგდება. რვა წელია, ყოველდღე თავიდან განიცდის მომხდარს. მთვარის მკრთალი შუქით განათებული კამკამა ტბა. შემზარავი კივილი. შორეული ლანდი. ასეთი იყო ღამე, როცა დევიდ ბეკს ცოლი მოსტაცეს. მას ეუბნებიან ახლა, გონს მოეგოს და სამუდამოდ დაივიწყოს წარსული. ის ვერ ივიწყებს! ერთხელაც ყველაფერი იცვლება. კომპიუტერზე ჩნდება გზავნილი – ფრაზა, რომელიც მხოლოდ მან და მისმა ცოლმა იცოდნენ. დევის ეჭვი უჩნდება, რომ ქალი ცოცხალია...თუმცა გზავნილის ავტორი კიდევ ერთ ფრაზას გზავნის: „არავის უთხრა!
    14