santaesperanza
თამაშები, რომლებსაც ადამიანები თამაშობენ
ავტორი: ერიკ ბერნი მთარგმნელი: გიორგი დოლიძე სერია: ძალიან მაგარი წიგნები 1964 წელს გამოიცა "თამაშები, რომლებსაც ადამიანები თამაშობენ" – ერიკ ბერნის ყველაზე ცნობილი წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ "თამაშები" პროფესიონალი ფსიქოთერაპევტებისთვის დაიწერა, ის უზარმაზარი ბესტსელერი გახდა, ხოლო ბერნის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. დღემდე 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. დარწმუნებული ხართ, რომ ბევრი იცით საკუთარი თავისა და იმ ნაცნობ-უცნობი ადამიანების შესახებ, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გიწევთ? იქნებ გაიგოთ, ვინ რა თამაშს თამაშობთ...
14.9
თანაგრძნობით სავსე ცხოვრება
ავტორი: დალაი ლამა XIV თარგმანი: ნინო გოცირიძე ტიბეტელთა სულიერი ლიდერის, ნობელის პრემიის ლაურეატის დალაი ლამა XIV-ის ეს წიგნი - მარტივი და ამავე დროს ღრმა აზრების ნაკრებია, რომლებიც ავტორმა განიცადა თავის ბერ-მონაზვნულ ცხოვრებაში. მისი უწმინდესობა ამტკიცებს , რომ ცხოვრებისთვის ყველაფერი აუცილებელი - თვითონ ჩვენშივეა, ჩვენ მხოლოდ გვჭირდება ჩვენი საკუთარი სილამაზის და სხვა ადამიანების სილამაზის გაგება, ჭეშმარიტი ბედნიერების და სიმშვიდის შესაძლებლობები აქ და ამჟამად გვაქვს.
5.5
თანხმობის წარმოება
მასმედიის პოლიტიკური ეკონომიკა ავტორი: ნოამ ჩომსკი; ედვარდ ს. ჰერმანი სერია: აკადემია მთარგმნელი თ. ხომერიკი; ე. ფანცხავა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი  
19.9
სიახლე
თინეიჯერების სიყვარულის ხუთი ენა
ავტორი: გერი ჩეპმენი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე   გიჭირთ თქვენს თინეიჯერთან საერთო ენის გამონახვა? თინეიჯერების აღზრდა ასეთი დამაბნეველი არასოდეს ყოფილა. თუ გაწუხებთ ფიქრი იმაზე, რომ რაღაცას სწორად არ აკეთებთ, იცოდეთ -თქვენ გამონაკლისი არ ხართ. მთავარია, არ დაკარგოთ იმედი. თუკი მოახერხებთ სიყვარულის სათანადოდ გამოხატვას მკვეთრად შეცვლილი თქვენი თინეიჯერის მიმართ, მასთან სიახლოვის შენარჩუნებასა და საჭირო გავლენის მოხდენასაც შეძლებთ და, რაც ყველაზე მთავარია, ღირსეულ და შეგნებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებით. დოქტორი გერი ჩეპმენი გასწავლით, როგორ: • გაუგოთ დღევანდელ თინეიჯერებს • მიაგნოთ თქვენი თინეიჯერისთვის შესაფერის სიყვარულის ენას • აღმოაჩინოთ თქვენი თინეიჯერისადმი სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო ფორმები • უპასუხოთ თქვენი თინეიჯერის სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ და ჩაუნერგოთ პასუხისმგებლობის გრძნობა • გულისხმიერებითა და გონიერიებით დაეხმაროთ შეცდომის დაშვების შემთხვევაში თინეიჯერის აღზრდა რთულია, მაგრამ დოქტორი ჩეპმენის პროფესიულ რჩევებსა და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ამას წარმატებით, თანაც - ძალიან კარგად შეძლებთ!
16.95
იკიგაი
ავტორი: ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი მთარგმნელი:  ანა ალბუთაშვილი იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. ყველას უნდა ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? ამ კითხვაზე პასუხი ამ წიგნში გელოდებათ. ვინც იპოვის საკუთარ იკიგაის, მიიღებს ყველაფერს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს, ის გაპოვნინებთ ცხოვრების აზრს, ის თქვენი უშრეტი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება. ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!
17.95
ილუზიის მომავალი; სიზმართხილვის შესახებ;მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი
ავტორი : ზიგმუნდ ფროიდი მთარგმნელი : ვახტანგ გორგიშელი გამოცემა აერთიანებს ზიგმუნდ ფროიდის სამ ნაშრომი – „მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“, „სიზმართხილვის შესახებ“, „ილუზიის მომავალი“ „მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“ – ნაშრომი რომელიც მასობრივ გაერთიანებათა სოციალურ-ფსიქოლოგიურ ანალიზს ეძღვნება. აღნიშნული ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ იგი წარმოადგენს ფსიქოანალიზიდან, როგორც თერაპიული მეთოდოლოგიიდან, ფსიქოანალიზზე, როგორც ფილოსოფოსობის ფორმაზე გადასვლას. ასეთი გადასვლა ხორციელდება ფსიქოანალიზის დებულებათა გამოყენებით სოციალური მოვლენებისა და პროცესების ასახსნელად. ფროიდი ცდილობს ინდივიდუალურ-ფსიქიკური დონე დაუკავშიროს საზოგადოებრივ ფენომენთა სტრუქტურულ და დინამიურ ასპექტებს. ფროიდის თანახმად, პიროვნების ფსიქოლოგია ფართო გაგებით სოციალურ („მასობრივ“) ფსიქოლოგიასაც წარმოადგენს, რადგან ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში ყოველთვის მყოფობს „სხვა“. „მასების ფსიქოლოგია“ ადამიანს განიხილავს, როგორც სოციალური ერთობის ნაწილს, ანუ როგორც ბრბოს შემადგენელ ნაწილს. „სიზმართხილვის შესახებ“ გახლავთ „სიზმართა განმარტების“ შემოკლებული ვერსია, რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1901 წელს და სიზმრის წარმოქმნის ფსიქიკური პროცესის, სიზმრის გამომწვევი მოტივებისა და მისი ფარული შინაარსის ცხადად ქცევის პრობლემებს ეხება. „ილუზიის მომავალი“ ფროიდის გვიანდელი პერიოდის ნაშრომია, რომელიც 1927 წელს გამოქვეყნდა და რომელიც მისი მოძღვრების განვითარების უკანასკნელ პერიოდს ეკუთვნის. ამ პერიოდში ის ოდნავ შორდება ფსიქიკის ყველა ასპექტის განმარტებას სექსუალური ინსტინქტებით და შეავსებს მას სიკვდილისკენ ლტოლვის, განადგურების იდეებით. ურყევი ათეისტი – ფროიდი, დარწმუნებულია, რომ რელიგია – ილუზიაა. ამაში ის ღრმად არის დარწმუნებული. დარწმუნებულია იმაშიც, რომ მხოლოდ მეცნიერების საშუალებითაა ჭეშმარიტება მიღწევადი, მაგრამ თუ გონებაც ილუზიაა, ის მზად არის ამ ილუზიის შედეგები მიიღოს.  
20
ფასდაკლება
კაცი, რომელსაც ცოლი ქუდი ეგონა
სერია: NONFICTION ავტორი: ოლივერ საკსი მთარგმნელი: თამარ ლომიძე   წიგნში „კაცი, რომელსაც ცოლი ქუდი ეგონა“ ცნობილი ბრიტანელი ნევროლოგი, ოლივერ საკსი (1933-2015) აღწერს უჩვეულო შემთხვევებს მისი კლინიკური პრაქტიკიდან. მაგალითად, განათლებული, იუმორით აღსავსე მუსიკის მასწავლებლის ამბავს, რომელსაც ვიზუალური აგნოზია განუვითარდა და სახეებისა და საგნების ცნობის უნარი დაკარგა, მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ ხედავდა მათ, ან ამერიკელი მეზღვაურის შემთხვევას, რომელიც, ამნეზიის გამო, ათწლეულების შემდეგაც დარწმუნებული იყო, რომ ისევ 1945 წელი იდგა, ფლოტში მსახურობდა და ომი ახლახან დასრულებულიყო, მთვარიდან გადაღებული დედამიწის ფოტოს ნახვისას კი ეგონა, რომ უხეიროდ ეხუმრებოდნენ. ტვინის ამა თუ იმ უბნის დაზიანების მქონე ოცზე მეტი პაციენტის დაუჯერებელი ისტორიები ბევრ სამეცნიერო ნაშრომზე უკეთ გვიამბობს ადამიანის ფსიქიკისა და სულის (სიტყვა, რომელსაც საკსი, ბევრი კოლეგისაგან განსხვავებით, არ ერიდება) სიღრმეებზე.
14.92 22.95
მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან
ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავისი ლექციები მერაბ მამარდაშვილმა დაიწყო შემდეგი სიტყვებით: „მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან თქვენს ობლობასა და მიტოვებულობაში”. მოცემული წიგნი არის მცდელობა, რომ გავიაზროთ თუ რა მოხდა ამ შეხვედრის დროს, ვინ იყო მერაბ მამარდაშვილი და რა გამოცდილება და მემკვიდრეობა დაგვრჩა ფილოსოფოსთან შეხვედრიდან.
28
მედიტაცია - ექსტაზის ხელოვნება
ავტორი: ოშო წიგნში შესულია 1970 წლის დისკუსიები, რომლებშიც თქვენ გაეცნობით მედიტაციისა და ექსტაზის ხელოვნებას.
20
მიჯაჭვულობების ფსიქოლოგია
ავტორი: მარინა კაჭარავა   იუნგის მიხედვით რომ დაგვეწერა ათი მცნება, ერთ-ერთი ამ ათ შორის იქნებოდა, რომ ინდივიდუაციის გზაზე მიჯაჭვულობებისგან (ადიქციებისგან) გავთავისუფლებულიყავით. ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, საკუთარ წიგნში „მიჯაჭვულობების ფსიქოლოგია“, დეტალურად განიხილავს მთავარ გამოწვევებს თანამედროვე სამყაროში, რაც მიჯაჭვულობებთან კავშირში შეიძლება იყოს. ინტერნეტდამოკიდებულება, გემბლინგი (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება), სასმელდამოკიდებულება, ნარკოდამოკიდებულება, სააფთიაქო ნარკომანია, კვებითი დარღვევები  თუ სხვა ტიპის მანიები საუკუნის უდიდესი გამოწვევებია. წიგნში განხილულია მიჯაჭვულობის ყველაზე გავრცელებული სახეები და შემოთავაზებულია პრობლემის დაძლევის გზები, რომლის საშუალებითაც ინდივიდს შეუძლია გავლენა იქონიოს საკუთარ ცხოვრებასა და გარემოცვაზე.
28
მსოფლიო წესრიგი
ავტორი: ჰენრი კისინჯერი მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე გამომცემლობა ინტელექტი ჰენრი კისინჯერი წიგნში „მსოფლიო წესრიგი“ ღრმად მიმოიხილავს და აანალიზებს 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევას – როგორ შეიძლება საერთაშორისო დონეზე აღიარებული წესრიგი დამკვიდრდეს მსოფლიოში, რომლის სხვადასხვა ნაწილს განსხვავებული ისტორიული წარსული აქვს და სადაც ძალადობრივი კონფლიქტები და იდეოლოგიური ექსტრემიზმი განსაზღვრავს პოლიტიკურ რეალობას. ჰენრი კისინჯერი ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე პრეზიდენტის მრჩეველი, რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობის დროს კი – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იყო. 
34.95
მშობელსა და შვილს შორის
ავტორი: ჰაიმ ჯ. ჯინოტი მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი ”მშობელსა და შვილს შორის“ 35 წლის განმავლობაში მსოფლიოში მილიონობით დედ-მამას დაეხმარა შვილებთან ურთიერთობის აწყობაში. ეს შეუცვლელი სახელმძღვანელო გვაჩვენებს, როგორ შეიძლება: ვასწავლოთ დისციპლინა მუქარის, მოსყიდვის, დაცინვისა და დასჯის გარეშე; გავაკრიტიკოთ - დამცირების, შევაქოთ - განსჯის, გავუჯავრდეთ ტრავმის მიყენების გარეშე; კი არ ვედავოთ, არამედ ჩავწვდეთ მოზარდების გრძნობებს, შეფასებებსა და შეხედულებებს; ხელი შევუწყოთ იმას, რომ ბავშვებს საკუთარი თავის რწმენა გამოუმუშავდეთ.
19.95
ნაფიქრალი
გონება და ფიქრის უნარი არის საშუალება გარე და შინაგანი სამყაროს შესამეცნებლად, როდესაც ამ საშუალებას სწორად ვიყენებთ ჩვენი ნაფიქრალი სასარგებლო ხდება ჩვენთვის და ვისაც ვუზიარებთ, მათთვისაც. „ნაფიქრალის“ იდეა რამდენიმე წლის წინ „აზროვნების აკადემიაში“ დაიბადა, რომელიც  აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის 11 საინტერესო ადამიანის შინაგან მონოლოგს. გვსურს, ამ წიგნით მათი ნაფიქრალის თანამონაწილეები გაგხადოთ. გვსურს, ამ წიგნით მათი ნაფიქრალის თანამონაწილეები გაგხადოთ. წიგნი აერთიანებს 11 ავტორის ნაფიქრალს: ▶ ზურაბ კიკნაძე ▶ რეზო კორინთელი ▶ ანდრო დგებუაძე ▶ დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ▶ გურამ მეგრელიშვილი ▶ ნატო ინგოროყვა ▶ გიორგი კეკელიძე ▶ გია მურღულია ▶ გაგა ნიჟარაძე ▶ ლელა ფირალიშვილი ▶ ზაზა ფირალიშვილი
28
პლატონის სწავლება ჭეშმარიტების შესახებ
ავტორი : მარტინ ჰაიდეგერი     ჰაიდეგერის ტექსტი „პლატონის სწავლება ჭეშმარიტების შესახებ“ მონიშნავს იმ პირველად ალგორითმს, რომლითაც ხდება გადასვლა ჭეშმარიტებიდან, ვით დაუფარველობიდან - ჭეშმარიტებაზე, ვით განსჯის იდეის საგანთან შესაბამისობაზე. ჰაიდეგერის თვალსაზრისით, პლატონის მიერ იდეის ღიაობის წარმმართველად გამოცხადება, იმ გამოუთქმელ მოცემულობაზე მიგვითითებს, თუ რა დადგინდა პლატონთან ჭეშმარიტების არსად; ჭეშმარიტება აღარ გაიაზრება, როგორც არსი დაუფარველობისა მისი ყოფიერებითი სისასვისგან, არამედ იგი იდეის არსს გადაეცემა. ჭეშმარიტების არსი კარგავს დაუფარველობას, - თავის მთავარ მახასიათებელს. თუ არსებულთან ნებისმიერ მიმართებაში, ყოველივე დამოკიდებულია ίδεΐν-ზე, იდეაზე, „ტიპის“ დანახვაზე, მაშინ არსებულთან მიმართების ყოველგვარი მცდელობა, უპირველეს ყოვლისა, ამგვარი ხედვის უზრუნველყოფაზე უნდა კონცენტრირდეს. ამისთვის კი, საჭიროა ხედვის სისწორე. ჰაიდეგერის თქმით, პლატონთან აღქმა უიგივდება იმას, რაც უნდა იყოს დანახული - „ხედვას“-ს არსებულისა. ამის შედეგად ჩნდება όμοίωσις - შემეცნების იგივეობა საგანთან. ამრიგად, ხედვის უპირატესობა ალითიასთან შედარებით არის ის წინაპირობა, საიდანაც ხდება ჭეშმარიტების არსის ცვლილება. ჭეშმარიტება იქცევა  όρθότης-ად, „სიმართლედ“, გამოთქმისა და აღქმისა.    ჰაიდეგერისთვის, ჭეშმარიტების არსის ცვლილება, ამავდროულად, მოასწავებს ჭეშმარიტების ადგილის ცვლილებას. ვითარცა ღიაობა, ჭეშმარიტება ჯერ ისევ რჩება მთავარ მაჩვენებლად თავად არსებულისა. თუმცა, ვითარცა სიმართლე „შეხედულებისა“, ის არსებულთან ადამიანური ურთიერთობის მახასიათებლად იქცევა. მსჯელობა იქცევა ჭეშმარიტებისა და მცდარობის გარჩევის ადგილად. ჭეშმარიტების ამგვარ განსაზღვრებას უკვე არაფერი აქვს საერთო ალითიასთან, როგორც ღიაობასთან. პირიქით, αλήθεια (ღიაობა, დაუფარველობა) ამჯერად ψευδος-ის, ე.ი. მცდარის, საწინააღმდეგოა და გაიაზრება, ვითარცა სისწორე. ჭეშმარიტების ამგვარი გაგება, ჰაიდეგერის აზრით, სააზროვნო დამღად დაედება დასავლეთს.
8.5
პოლიტიკა
ავტორი: კენეთ მინოუგი მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი სერია: ძალიან მოკლე შესავალი „ძალიან მოკლე შესავლის“ ამ პროვოკაციულ, მაგრამ ჩინებულად გაწონასწორებულ ტომში კენეთ მინოუგი მიმოიხილავს, როგორ ვითარდებოდა პოლიტიკა ძველი სამყაროს ეპოქიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით. ის გვთავაზობს, ერთად გამოვიკვლიოთ, რატომ გარდაიქმნება პოლიტიკური სისტემები, როგორ სთავაზობს პოლიტიკა ჩვენს საზოგადოებას, ერთდროულად, ძალაუფლებასა და წესრიგს, რატომ არის დემოკრატია ყოველთვის კარგი; და როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკის მომავალი XXI საუკუნეში.
10.9
პუტინის ტროლები
ავტორი: ჯესიკა არო მთარგმნელი:ქეთევან მსხილაძე გამომცემლობა: მედიის განვითარების ფონდი
20
რატომ ვერ აღწევენ წარმატებას სახელმწიფოები
ავტორი: დარონ აჯემოღლუ, ჯეიმს რობინსონი   რატომაა ზოგი სახელმწიფო მდიდარი და ზოგი – ღარიბი? რატომ არსებობს მათ შორის სიმდიდრისა და სიღარიბის, ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის, სიუხვისა და შიმშილის ზღვარი? რა განსაზღვრავს კეთილდღეობას – კულტურა, კლიმატი თუ გეოგრაფიული მდებარეობა? ამ წიგნში ნაჩვენებია, რომ ამ ფაქტორებიდან – არც ერთი! თხუთმეტწლიან კვლევაზე დაყრდნობით, დარონ აჯემოღლუ და ჯეიმს რობინსონი ამტკიცებენ, რომ ეკონომიკურ წარმატებას ან წარუმატებლობას ხალხის მიერ შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტიტუტები განსაზღვრავს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ კორეა, რომელიც გამორჩეულად მონოეთნიკური ერია. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრებნი მსოფლიოს უღარიბეს ადამიანთა რიცხვში შედიან, მაშინ როცა სამხრეთკორეელები უმდიდრესთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. ორ კორეას შორის არსებული განსხვავება შიდა პოლიტიკითაა განპირობებული, რამაც ორი სხვადასხვა განვითარების ტრაექტორია წარმოშვა. აჯემოღლუმ და რობინსონმა თავი მოუყარეს ისტორიულ მასალებს რომის იმპერიის, მაიას ქალაქ-სახელმწიფოების, საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და აფრიკის შესახებ და ეს მონაცემები საფუძვლად დაუდეს პოლიტიკური ეკონომიკის ახალ თეორიას, რომელიც გამოგვადგება დღეს აქტუალურ კითხვებზე პასუხის გასაცემად: – გააგრძელებს თუ არა სწრაფ ზრდას ჩინეთის ეკონომიკა და ამ მხრივ აჯობებს თუ არა ის დასავლეთს? – ნუთუ ამერიკის საუკეთესო დღეები უკვე წარსულს ჩაბარდა? ვქმნით თუ არა მანკიერ წრეს, რომელიც სიმდიდრეს მხოლოდ უმცირესობას მოუტანს? ეს წიგნი შეცვლის ადამიანების ცოდნას სიმდიდრის და სიღარიბის შესახებ … ისეთივე ამბიციური, როგორც ჯარედ დაიმონდის იარაღი, მიკროორგანიზმები და ფოლადი (ბიზნესუიკი) გამომაფხიზლებელი, ენამრავალი, ველურად ამბიციური და საბოლოოდ იმედის მომცემი… ერთგვარი შედევრი (ვაშინგტონ პოსტი).
55
როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი ბავშვი, ანუ როგორ გავხდეთ ,,ზარმაცი დედა
ავტორი ანა ბიკოვა     ამ წიგნში განხილულია ბავშვის აღზრდის მარტივი და მნიშვნელოვანი საკითხები.თანამედროვე მშობლებს ყოფნით ენერგია,რომ უპირობოდ ჩაერიონ შვილების ყველა აქტივობაში,მოუგვარონ პრობლემები,მათ ნაცვლად მიიღონ გადაწყვეტილებები,დაუგეგმონ ცხოვრება - მოკლედ,იცხოვრონ მათ მაგივრად.სჭირდებათ კი ეს თავად შვილებს?ხომ არ არის ეს საკუთარი ცხოვრებიდან გაქცევა შვილების ცხოვრებაში?ეს არის ჭკვიანი წიგნი და კეთილი წიგნი იმაზე,თუ როგორ გავხდეთ კარგი დედა და როგორ ვასწავლოთ შვილს დამოუკიდებელი ცხოვრება...   რამდემიმე წლის წინ გამოქვეყნებულმა სტატიამ „რატომ ვარ ზარმაცი დედა“ დიდი პოპულარობა მოიპოვა. მან მოიარა მშობლების ყველა ცნობილი ფორუმი; გამოიწვია კამათისა და განხილვის ქარიშხალი. აღმოჩნდა, რომ დღეს ძალიან ბევრს ადარდებს დამოუკიდებელი შვილების თემა და ახალგაზრდა თაობის ინფანტილურობის პრობლემა. იმისათვის რომ თქვენი შვილი გახდეს დამოუკიდებელი, საჭიროა შესაბამისი პირობების შექმნა. ამ წიგნიდან შეიტყობთ: *როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარ საწოლში ძილი, ჩაცმა და სათამაშოების ალაგება; * როდის ჯობს ბავშვის დახმარება და როდის შევიკავოთ თავი; * როგორ გამოვრთოთ საკუთარ თავში დედა-პერფექციონისტი და ჩავრთოთ „ზარმაცი დედა“; * რატომაა საშიში ჰიპერმზრუნველობა და როგორ ავიცილოთ თავიდან იგი; * როგორ ჩავუნერგოთ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა; და ა.შ.
12
როგორ გავიგოთ ადამიანის ბუნება
ავტორი: ალფრედ ადლერი   წიგნში დემონსტრირდება ფსიქოლოგიური პრინციპების პრაქტიკული გამოყენება გარემომცველ სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების არა მარტო ასაწყობად, არამედ ჩვენი შინაგანი ცხოვრების ორგანიზაციისთვისაც. ამ წიგნის მიზანია - პირველი რიგში, გვიჩვენოს, თუ ერთი ადამიანის ქცევის არასწორად შერჩეულ წესს როგორი დისჰარმონია შეაქვს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.. მეორეს მხრივ, ცალკეულ ადამიანებს ასწავლოს საკუთარი შეცდომების გამოსწორება და აღიარება.
11.95
როგორ გავხდეთ ორატორული ხელოვნების ვირტუოზი
ავტორი:დეილ კარნეგი    ამ წიგნში თქვენ ნახავთ ყველაფერ აუცილებელს, რათა გახდეთ ორატორული ხელოვნების ვირტუოზი. მასში გაანალიზებულია ის ხერხები, რომლებითაც კაცობრიობის ისტორიის მანძილზე დიდი ორატორები სარგებლობდნენ.აქ თქვენ გაიგებთ: როგორ მოემზადოთ სათანადოდ პრეზენტაციისთვის, როგორ ჩამოაყალიბოთ საკუთარი უნიკალური სტილი, როგორ დაძლიოთ სცენის შიში და ერთ წუთში როგორ დაიპყროთ ნებისმიერი აუდიტორია. ეს სრულფასოვანი პრაქტიკული სახელმძღვანელოა, რომელიც შეიცავს რჩევებს, ხერხებს და მაგალითებს დიდი ორატორების ცხოვრებიდან.
11.95
როგორ დავძლიოთ მავნე ჩვევები
ავტორი:დიპაკ ჩოპრა დოქტორი დიპაკ ჩოპრა გვთავაზობს სრულიად მოულოდნელ შეხედულებას მავნე ჩვევებზე, და ამ ჩვევებით შეპყრობილ ადამიანებზე. მიუხედავად იმისა, რომ მავნე ჩვევებს ჩვენთვის მოაქვს ფიზიკური და ემოციური ტანჯვები, ეს წიგნი სიყვარულზე და იმედზე, ჯანმრთელობაზე და ბედნიერებაზეა.
6.7
როგორ ველაპარაკოთ შვილებს
ავტორი: გურამ მეგრელიშვილი მწერალი და კინოსცენარისტი გურამ მეგრელიშვილი 2009 წლიდან მასწავლებელია. ის, “აზროვნების აკადემიაში” დაარსების დღიდან მოზარდებთან მუშაობს ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის მიმართულებით.  ამ წიგნში გამოქვეყნებული წერილები მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების ერთგვარი შეჯამებაა, რომელიც, სხვადასხვა წლებში, და ჩვენი ერთგული მკითხველებისა და ჟურნალ mastsavlebeli.ge-ს აუდიტორიისთვის იწერებოდა. 
28
რჩევები და ხერხები - როგორ ვმართოთ "შეშლილ-ობა"?
ავტორი: BPE   რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«? ფსიქიატრიასთან გამოცდილების მქონე პირთა გერმანული ასოციაცია »მეგზური« განკუთვნილია ფსიქიატრიასთან გამოცდილების მქონე ადამიანებისა და მათი ახლობლებისათვის, რომლებიც კრიზისის დროს და მის შემდეგ მხარში უდგანან ამ პიროვნებებს. აქ მოცემული რჩევები საშუალებას გვაძლევს ინდივიდუალურად მოვეკიდოთ ამ მდგომარეობას; გვეხმარება, შეძლებისდაგვარად ფსიქოტროპული წამლების გარეშე, ორგანიზმისადმი ზიანის მიყენების გვერდის ავლით, მოვლენების მართვასა და მყუდროებისა და სტაბილურობის მოპოვებაში. ტექსტს ახლავს ფსიქიატრ თემურ იოსებაძის ბოლოსიტყვაობა და დამხმარე ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია.
8.5
ფასდაკლება
რჩეული შრომები
ავტორი: ზიგმუნდ ფროიდი მთარგმნელი: მაია ბადრიძე სერია: დიოგენე NONFICTION ზიგმუნდ ფროიდი (1856 – 1939) XX საუკუნის დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიზის ფუძემდებელია. კრებული ფროიდის ხუთ მნიშვნელოვან ნაშრომს აერთიანებს. „ერთი ილუზიის მომავალში“ განხილულია რელიგიის წარმოშობის მიზეზები. „კულტურით უკმაყოფილებაში“ ფროიდს შინაგანი ფსიქიკური კონფლიქტები ცივილიზაციის სფეროში გადააქვს და ავითარებს აზრს, რომ კულტურაშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც ინდივიდის ფსიქიკაში. „ტოტემი და ტაბუ“ ფროიდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაშრომია, რომელიც პირველყოფილი ადამიანის ფსიქოსოციალურ თავისებურებებს ეხება. „დოსტოევსკი და მამის მკვლელობა“ და „ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები“ ამ ორი დიდი შემოქმედის ფსიქოლოგიური ბიოგრაფიების შექმნის მცდელობაა, რომელიც მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას სრულიად განსხვავებულად დაგვანახვებს.
14.92 22.95