santaesperanza
გზა ღმერთისაკენ
ავტორი: მაჰათმა განდი მთარგმნელი : მანანა ბოსტოღანაშვილი მოჰანდას კარამჩანდ განდი (1869-1948) – ინდოელი ადვოკატი, პოლიტიკოსი, სამოქალქო აქტივისტი და მწერალი, ეროვნული წინამძღოლი ხალხისა, ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში. განდის მიერ წამოწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც არა-ძალადობრივ დაუმორჩილებლობას ეფუძნებოდა, ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუტანა, განდი ინდოელმა ხალხმა ერის მამად და „დიად სულად“ (Mahatma) აღიარა.  წიგნში „გზა ღმერთისაკენ“ ავტორი საუბრობს I. ინტელექტუალურ სადჰანაზე, II. მორალურ სადჰანაზე, III. სულიერ სადჰანაზე, IV. სულიერ გამოცდილებაზე. წიგნში ასევე ავტორი საუბრობს საკუთარ რელიგიურ გამოცდილებაზე, რწმენაზე, ღმერთზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, თავშეკავებაზე, არა-ძალადობაზე და ა.შ. წიგნში ასევე შესულია მ.ს. დეშპანდის ორი სტატია, 1. განდის სულიერი მოგზაურობა, მისი იდეალი. 2. განდის გზა მშვიდობისაკენ
8
გნოსტიკური სახარება
მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი "გნოსტიკური სახარება" ოცამდე ტექსტისგან შემდგარი კრებულია, სადაც თავმოყრილია I-დან VII საუკუნემდე შექმნილი გნოსტიკური ნამუშევრები. წიგნში შესულია ისეთი მნიშვნელოვანი ტექსტების თარგმანები, როგორებიცაა "სახარება თომასი", "სახარება მარიამ მაგდალინელისა", "სახარება იუდა ისკარიოტელისა", "სახარება პეტრესი", "ჰიპოსტაზები არქონებისა", "ნიკოდემუსის სახარება", "ფილიპეს სახარება", "იაკობის სახარება" და მრავალი სხვა გნოსტიკურ-ქრისტიანული, ებრაული, ბერძნულ-რომაული ნამუშევარი, რომლებშიც გნოსტიკური ფილოსოფია და სპირიტუალური სწავლება ღმერთების და არქონების, ეონებისა და პლერომას შესახებ, უმაღლესი პოეზიის ფორმებით არის გადმოცემული.
30
გორგია
პლატონი მთარგმნელი: მაგდა მჭედლიძე გამომცემლობა: აზროვნების აკადემია დიალოგი, რომლის სახელწოდებაც გორგიას, რიტორიკის მამად აღიარებული სოფისტის სახელს ატარებს, რიტორიკის ზნეობრივ-პოლიტიკურ ასპექტებს განიხილავს დემოკრატიულ სახელმწიფოში (ძვ. წ. V ს-ის ათენში). როგორ ვიცხოვროთ, რათა ბედნიერები ვიყოთ? – ეს არის მთავარი კითხვა სოკრატესა და, მასთან ერთად, პლატონისათვის. როგორი ცხოვრებაა ღირსეული თავისუფალი მოქალაქისათვის? რას უნდა ესწრაფოდე კაცი: წარმატებულ პოლიტიკურ კარიერას, რაც ძალაუფლების, სიმდიდრის, საკუთარი და ახლობლების უსაფრთხოების გარანტიას მოგცემს თუ ძიებას იმისა, რა არის ჭეშმარიტი, მართალი და ამ ძიების შედეგად შეცნობილი სამართლიანობის პრაქტიკულ ხორცშესხმას, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასი დაგიჯდეს?
22
გრძნეულთა ბრძოლა
ავტორი: გიორგი გურჯიევი მთარგმნელი : დავით ცომაია გამოცემა აიერთიანებს გიორგი გურჯიევის ორ ტექსტს „გრძნეულთა ბრძოლა“ და „მომავალი სიკეთის მაუწყებელი“. პიესა „გრძნეულთა ბრძოლა“ – ძირითადად გადმოგვცემს თეთრი და შავი მაგიის ურთიერთგანსხვავებებსა და მსგავსებას: ავტორი ამ მაგიათა მნიშვნელობებსა და მახასიათებლებს, როგორც იდეებს სიკეთისა და ბოროტების, სინათლისა და სიბნელის შესახებ, ააშკარავებს და გამოსახავს ფიზიკური, საგნობრივი ენით – ის ამ იდეებს პერსონაჟთა ფიგურებით, მათი ჩაცმულობით, გარეგანი ემოციური გამოხატულებებითა და სხვადასხვა მოვლენა-ღონისძიების მიმართ დამოკიდებულებებით ამჟღავნებს. პიესაში აღწერილი პერსონაჟთა მოძრაობები, ცეკვები და ა.შ. გამიზნულია იმისათვის, რომ გადმოიცეს გიორგი გურჯიევის მიერ ჩამოყალიბებული „ცეკვების“ სისტემის შინაარსი და თავად მისივე გარეგნული მხარის დემონსტრირება. ნაწარმოები „მომავალი სიკეთის მაუწყებელი“ – ეს გახლდათ ავტორის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო მსოფლიო მკითხველისათვის, რომელიც გადაწყვეტდა გურჯიევის ნაწარმოებთა გაცნობას. მოცემული ტექსტი ფაქტობრივად ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს, სადაც გურჯიევი მოგვითხრობს თავისი ცხოვრების კონკრეტულ დეტალებს, მის მიერ დაარსებული ინსტიტუტის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს, პირად დამოკიდებულებებს სხვადასხვა საკითხის მიმართ და მკითხველისადმი მიმართვებს გარკვეული რჩევების სახით.
18
დანახული რეალური სამყაროდან
ავტორი: გიორგი გურჯიევი მთარგმნელი: გიორგი უჩანეიშვილი გამომცმელობა: აქტი  
16
დიდი ფილოსოფოსის ხსოვნას
წინამდებარე ნაშრომში უკრაინელი ფილოსოფოსი ლევ შესტოვი საუბრობს მისი მეგობრის, მეოცე საუკუნის ფილოსოფიის კლასიკოსისა და ფენომენოლოგიის ფუძემდებლის ედმუნდ ჰუსერლის მოღვაწეობასა და ფილოსოფიურ თვალთახედვაზე. ჰუსერლის „ფენომენოლოგია“ ორიენტირებულია ადამიანის შემეცნებითი ცხოვრების ფენომენების (ანუ მოვლენების) მკაცრსა და სისტემურ მეცნიერულ ანალიზზე იმისგან დამოუკიდებლად თუ როგორ წყდება, თუ ვერ წყდება ამ მოვლენათა და მათ მატარებელ სუბიექტთა და ობიექტთა რაობასთან დაკავშირებული ე.წ მეტაფიზიკური საკითხები.
5.9
დიდი წიგნი ფილოსოფიაზე
რა არის ჭეშმარიტება? როგორ შეიძლება, ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვროთ? მთელი ისტორიის განმავლობაში კაცობრიობის სიცოცხლისა და ყოფიერების არსის შესახებ ამ და სხვა საკითხვებს სვამდა. დიდი მოაზროვნეები კი გვთავაზობენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს, რომლებიც ჩვენი სამყაროს ჩამოყალიბება-განვითარებას ემსახურება. წიგნში შესულია: ანტიკური სამყარო, შუასაუკუნეების სამყარო, რენესანსი და გონების ეპოქა, რევოლუციის ხანა, თანამედროვე სამყარო, თანამედროვე ფილოსოფია, ცნობარი, განმარტებითი ლექსიკონი, ფოტომასალა. წიგნის გამოცემაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს: უილ ბუკინგემმა, დუგლას ბერნჰემმა, კლაივ ჰილმა, პიტერ ჯ.კინგმა, ჯონ მარებონმა, მარკუს უიკსიმ და ხვებმა.
60
დოსტოევსკი და ნიცშე
მთარგმნელი: გია ბერაძე სერია:  Magnum Opus   „დოსტოევსკი და ნიცშე“ ლევ შესტოვის შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალია. ფილოსოფოსის ნაშრომებს შორის ის მკითხველების განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს. წიგნი მრავალ ენაზეა ნათარგმნი და ბევრჯერაა გამოცემული. შესტოვი, ტრადიციული ფილოსოფიის გადაფასებით, მოითხოვს ყურადღება სამყაროდან სუბიექტზე იქნას გადატანილი. ის მუდმივად ეწინააღმდეგება საკუთარ თავს და მისი აზრები ერთგვარად პარადოქსული ჩანს, მაგრამ მას სჯერა, რომ თვით ცხოვრებაა პარადოქსული და მისი ჩაწვდომა ლოგიკური და რაციონალური გზით შეუძლებელია.
15.95
ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია
ავტორი: ჟან-პოლ სარტრი გამოცემა აერთიანებს ჟან-პოლ სარტრის სამ ტექსტს – „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“, „ემოციათა თეორიის მონახაზი“, „ეგოს ტრანსცენდენცია (ფენომენოლოგიური აღწერის მონახაზი)“. „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ მკითხველს მარტივი და პოპულარული ფორმით აცნობს ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი თვით სარტრის მსოფლმხედველობას, რომლის მთავარი პოსტულატი შეგვიძლია მისივე სიტყვებით ასე ჩამოვაყალიბოთ: „მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარი თავისა და ყველასთვის და ვქმნი ადამიანის  განსაზღვრულ ხატს, რომელსაც ვირჩევ, ვირჩევ რა საკუთარ თავს, მე ვირჩევ ადამიანს ზოგადად“. „ემოციათა თეორიის მონახაზი“-თ სარტრი ადამიანის ემოციურ გამოცდილებას სწავლობს და ცდილობს გააცნობიეროს როლი, რომელსაც ემოცია ადამიანის ფსიქიკაში თამაშობს. „ეგოს ტრანსცენდენცია (ფენომენოლოგიური აღწერის მონახაზი)“, ეს მნიშვნელოვანი ესსეი შემობრუნების მომენტად ითვლება სარტრის ფილოსოფიაში. მის შექმნამდე სარტრი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ფენომენოლოგიას, კერძოდ ჰუსერლსა და ჰაიდეგერს. წინამდებარე ნაშრომით სარტრმა შეუტია ტრანსცენდენტული ეგოს ჰუსერლისეულ გაგებას, ხოლო ჰუსერლთან განხეთქილებამ, თავის მხრივ, ხელი შეუწყო სარტრის გადასვლას ფენომენოლოგიიდან ეგზისტენციალურ დოქტრინებზე. წიგნს თან ერთვის ჟან-პოლ სარტრის ქალიშვილის არლეტ ელკაიმ-სარტრის წინასიტყვაობა რომელიც მან ტექსტს „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ დაურთო.
26
ეგოისტი გენი
ავტორი : რიჩარდ დოქინსი     „მოდით, შევეცადოთ ვისწავლოთ გულუხვობა და ალტრუიზმი, რამეთუ ეგოისტებად ვართ დაბადებულნი. მოდით, გავარკვიოთ, თუ საით მიისწრაფვიან ჩვენი ეგოისტი გენები, რადგან ამით შეიძლება მათი განზრახვების განხორციელებისთვის ხელის შეშლის შანსი მოგვეცეს, რაც არც ერთ სხვა სახეობას არ გამოსვლია არასდროს“. „ინდივიდუუმები არ არიან სტაბილურები – მათ ხანმოკლე არსებობა უწერიათ. ქრომოსომებიც ისევე მიეცემიან ხოლმე დავიწყებას, როგორც კარტის ხელი დარიგებიდან მალევე, გათამაშების შემდეგ. მაგრამ კარტებს არევისას არაფერი ემართებათ. კარტები გენებია. გენები არ ზიანდება კროსინგოვერისას, ისინი უბრალოდ პარტნიორებს იცვლიან და არსებობას აგრძელებენ. რა თქმა უნდა, ისინი არსებობას აგრძელებენ. ეს მათი სამუშაოა. ისინი რეპლიკატორები არიან და ჩვენ – მათი გადარჩენის მანქანები. როდესაც ჩვენ მისიას ვასრულებთ, თავიდან გვიშორებენ. ხოლო გენები გეოლოგიური დროის მკვიდრნი არიან: ისინი მარადიულად არსებობენ“.   რიჩარდ დოქინსი დაბ. 26 მარტი 1941 რიჩარდ დოქინსი წარმოშობით ბრიტანელი ბიოლოგი და ეთოლოგი დაიბადა 1941 წლის 26 მარტს ნაირობიში, კენიის დედაქალაქში, ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში. კენიიდან ინგლისში დაბრუნების შემდეგ, ავტორი ჩაირიცხა ზოოლოგიის ფაკულტეტზე ოქსფორდის უნივერსიტეტის შემადგენელ ბალიოლის კოლეჯში. 1962 წელს ბაკალავრის საფეხურის დასრულების შემდეგ, მან გააგრძელა თავისი მოღვაწეობა ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც ავტორი მოგვიანებით იღებს მაგისტრისა და დოქტორის ხარისხებსაც. დღეს ის ცნობილია თავისი კრიტიკული მიდგომებით კრეაციონიზმისადმი. 1976 წელს რიჩარდ დოქინსმა გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი „ეგოისტი გენი“, რითაც მოიპოვა დიდი პოპულარობა. ცნობილია ასევე მისი სხვა ნაშრომებიც, კერძოდ, „ღმერთი, როგორც ილუზია“, „გაფართოებული ფენოტიპი“ და სხ. დღესდღეობით, რიჩარდ დოქინსი 81 წლის ასაკშიც კი აგრძელებს სამეცნიერო მოღვაწეობას და აქტიურად ანებივრებს თავის მკითხველებს ახალი წიგნებით.
49
ეზოტერული ქრისტიანობა თუ მცირე მისტერიები
ანი ბეზანტი (1847-1933) – ბრიტანელი სოციალისტი, თეოსოფი, მასონი, ქალთა უფლებათა დაცვის აქტივისტი, თვითმმართველობის მომხრე, განმანათლებელი და ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი. ადრეულ ქრისტიანობას, ისევე, როგორც სხვა დიდ რელიგიებს, ჰქონდა საიდუმლოებები, რომელთაც მისი მიმდევრები ისე ინახავდნენ, როგორც ფასდაუდებელ საგანძურს. ქრისტეშობიდან პირველ საუკუნეებში უმაღლესმა საეკლესიო იერარქიამ ამ ჭეშმარიტებათა დამალვა დაიწყო რიგითი მორწმუნეებისაგან და მათ შესახებ მხოლოდ მცირეოდენმა განდობილმა იცოდა. ავტორი მიიჩნევს, რომ მხოლოდ რელიგიური ჭეშმარიტებების დონის ამაღლებით შეიძლება გზის გახსნა საიდუმლოების ცოდნის აღდგენისაკენ და მცირე მისტერიების სწავლებისაკენ, რომლებიც წინ უნდა უსწრებდეს დიადი მისტერიების სწავლებას. ნაშრომის მიზანია, მოკლედ აგიხსნათ მცირე მისტერიები, ანუ ნაწილობრივი გახსნა ღრმა ჭეშმარიტებებისა და გაჩვენოთ ამ იდუმალი მოძღვრების ბუნება. წიგნის მიზანია, გაამჟღავნოს აღნიშნული მცირე მისტერიები და გააცნოს ადამიანებს ქრისტიანობის მისტიკური მხარეები – არა გარე ქრისტეს საშუალებით ხსნა, არამედ შინაგანი ქრისტეს სრულყოფილებამდე მიყვანა – აი, რა იყო ეზოტერული ქრისტიანობის, მცირე მისტერიების მოძღვრება.
28
ერების ფსიქოლოგია
ავტორი : გუსტავ ლე ბონი   შარლ მარი გუსტავ ლე ბონი (1841-1931) – ფრანგი ენციკლოპედისტი, რომლის ინტერესთა სფეროები მოიცავდა ფსიქოლოგიას, ანთროპოლოგიას, სოციოლოგიას, მედიცინას, ფიზიკას. ასევე იყო გამომგონებელიც. მისი ყველაზე მეტად ცნობილი ნაშრომია ბრბოს ფსიქოლოგია, შექმნილი 1895 წელს და მიჩნეული ბრბოს ფსიქოლოგიის საწყის ეტაპად.   მიჩნეულია რომ ლე ბონის შრომებს უდიდესი გავლენა ჰქონდათ ისეთ ფიგურებზე, როგორებიც იყვნენ თეოდორ რუზველტი, ბენიტო მუსოლინი, ლენინი, ადოლფ ჰიტლერი და სხვები.   წინამდებარე ნაშრომი, „ერების ფსიქოლოგია“, საფრანგეშთი 1895 წელს გამოქვეყნდა. ეს წიგნი პირველი მცდელობაა ერების ქცევის მეცნიერული ახსნისა.   ტექსტი უკიდურესად მარტივი ენით არის დაწერილი, რაც ყველაზე მოუმზადებელი მკითხველისთვისაც კი წიგნს ადვილად აღსაქმელად აქცევს.
20
ესე იტყოდა ზარატუსტრა
ავტორი: ფრიდრიხ ნიცშე მთარგმნელი: ერეკლე ტატიშვილი გამომცემლობა: კარპე დიემ დიდი გერმანელი მოაზროვნის ფრიდრიხ ნიცშეს თხზულება „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, ტრაგიკული ეპოქის გულისშემძვრელი დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია ღრმა საკაცობრიო იდეები. ამ ფილოსოფიური რომანის ქართული თარგმანი გერმანული ენიდან ეკუთვნის გამოჩენილ ქართველ ლიტერატორს ერეკლე ტატიშვილს, გასაიდუმლოებულად, რადგანაც კომუნისტური დიქტატურა კრძალავდა ნიცშეს სახელსაც კი, არამცთუ მისი უმთავრესი ქმნილების თარგმნასა თუ შესწავლა-გააზრებას. თუმც მთარგმნელი დაპატიმრებას მაინც ვერ გადაურჩა. მის მიერ შესრულებული ეს ბრწყინვალე თარგმანი კი რაღაც სასწაულით გადაურჩა სუკის ბრჭყალებს. ეს წიგნი ყველასთვისაა, ვისაც ასხია თვალნი ხედვად და ყურნი სმენად. და არავისთვისაა, ვისთვისაც დახშულია სახედველნი და სასმენელნი სულისანი. წიგნი გახლავთ მესამე შესწორებული გამოცემა
39
ესეები
ავტორი : ბერტრან რასელი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი     ბერტრან არტურ უილიამ რასელი – ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი, ლოგიციზმის, ნეოპოზიტივიზმის და „ნეიტრალური მონიზმის“ წარმომადგენელი. 1910-1916 წლებში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორი.  რასელის ესსეისტიკა გამორჩეულ ადგილს იკავებს დიდი ბრიტანელის შემოქმედებაში.  წინამდებარე წიგნში შეტანილი ესსეები, ერთი მხრივ, ათეისტურ-აგნოსტიკური ხასიათისაა („რატომ არ ვარ ქრისტიანი“, „არსებობს თუ არა ღმერთი“, „რელიგიის სასარგებლო წვლილი ცივილიზაციის განვითარებაში?“, „რა არის სული“), რომლებშიც მეცნიერი ერთმნიშვნელოვნად რელიგიის საწინააღმდეგო პლატფორმაზე დგას, რომელსაც კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთ უდიდეს შემაკავებელ ფაქტორად თვლიდა.  ცალკე უნდა გამოვყოთ ფილოსოფოსის სკეპტიკური ხასიათის სამი ესსეი: „ათეისტი ვარ თუ აგნოსტიკოსი“, „რატომ ვარ რაციონალისტი“ და „სკეპტიციზმის ღირებულების შესახებ“, სადაც ბერტრან რასელი სამყაროსა და სინამდვილისადმი დამოკიდებულების მოდელს გვთავაზობს. ესეიში „ადამიანის მომავალი“ დიდი ფილოსოფოსი სამყაროს სოციალურ-პოლიტიკური განვითარების გზებს აყალიბებს. ამავე კრებულში გთავაზობთ ყველაზე ცნობილ, ყველაზე პესიმისტურ, ყველაზე პოეტურ და ამავდროულად, სიცოცხლის მამკვიდრებელ ესეის, „თავისუფალი ადამიანის თაყვანისცემა“, რომელიც, ობიექტური აზრის არარსებობის პირობებში, ჭეშმარიტებისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის მოწოდებას წარმოადგენს.
12
ესთეტიკური თეორია
ავტორი: თეოდორ ვიზენგრუნდ ადორნო მთარგმნელი: დევი დუმბაძე »ესთეტიკური თეორია« გერმანელი ფილოსოფოსის, თეოდორ ვ. ადორნოს, ერთ-ერთი, თუ არა ყველაზე, მნიშვნელოვანი ნაშრომია. ის 1970 წელს, ავტორის გარდაცვალების შემდეგ, გამოიცა. წინამდებარე გამოცემა ამ მე-20 საუკუნის ფილოსოფიური ესთეტიკის კრიტიკული ნაშრომის პირველი ქართული თარგმანია. წიგნში ადორნო თანამედროვე საზოგადოების საკუთარ ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ კრიტიკას განავრცობს პრატაქტიკულ სტილში ჩამოყალიბებული არგუმენტით: რადგან ისტორიულად ფორმირებული ინსტრუმენტული გონება თავად შეზღუდულია, მისი თეორიაც, როგორც ასეთი, თავად უნდა შეიცვალოს – გახდეს ესთეტიკური. ეს კი ნიშნავს: ესთეტიკური გამოცდილება, არარეგლამენტირებული მიმეზისის ფორმა, რომელიც შესაძლებელი რჩება როგორც მოდერნის ხელოვნებაში, ისე ბუნების მშვენიერის შემთხვევაში, უნდა აღიწეროს როგორც საქონლური საზოგადოების ყოვლადმყოფი გონების კრიტიკის ფორმა. წიგნში განხილულია თანამედროვე ხელოვნების სიტუაცია, დამკვიდრებული ხელოვნების თეორიების კრიტიკა, ბუნების და ხელოვნების მშვენიერის, მოვლენის, უშნოსა და დისონანსის, მოჩვენების და გამოხატულების, ხელოვნების მეტაფიზიკური ჭეშმარიტების შიდაარსის, სიმწყობრის და საზრისის, სუბიექტ-ობიექტის ცნებები; ასევე, თეორიები ხელოვნების ნაწარმოებების და ხელოვნების საწყისის შესახებ, ხელოვნების და საზოგადოების ურთიერთობა. წიგნს ახლავს მთარგმნელისა და გამომცემლის, დევი დუმბაძის, კრიტიკული ბოლოსიტყვაობა »ხელოვნება და ხსნა«.
36.5
ეტიუდები სიყვარულზე
ავტორი : ხოსე ორტეგა-ი-გასეტი ხოსე ორტეგა-ი-გასეტი – მე-20 საუკუნის ესპანელი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, სოციოლოგი. ეს გამოცემა შედგება ხოსე ორტეგა-ი-გასეტის ორი დიდი ესეისგან, 1. ეტიუდები სიყვარულზე, 2. ფიქრები „დონ კიხოტზე“ (რა არის რომანი). პირველ ესეი ეთმობა სიყვარულს, სიყვარულის ნიშნებს გამოგონილ სიყვარულს, სრულყოფილების სიყვარულს, სიყვარულის სხვადასხვაობას, არჩევანს სიყვარულში, სასიყვარულო ისტორიების რიგს, სიყვარულის ყოველდღიურ გავლენას, ჩვენს „შეცდომებს“ სიყვარულში, სასიყვარულო შერჩევას და ა.შ. მეორე ესეი ეთმობა რომანის მნიშვნელობას სათაურით – ფიქრები „დონ კიხოტზე“, რომელსაც ავტორმა „მცირე ტრაქტატი“ უწოდა რომანზე, სადაც საუბარია რომანის ჟანრებზე, დამრიგებლურ რომანეზე, ეპოსზე, წარსულის პოეზიაზე, რაფსოდზე, სარაინდო რომანებზე, პოეზიასა და სინამდვილეზე, სინამდვილეზე როგორც მითის ფერმენტზე, რეალისტურ პოეზიაზე, მიმზე, ტრაგედიაზე, კომედიაზე, ტრაგიკომედიაზე და ა.შ.
16
ვალტერ ბენიამინის - რჩეული ესეები
მთარგმნელი: ანი ცქიტიშვილი ვალტერ ბენიამინი, (1892-1940) დაბადებული ბერლინში, ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსი და ლიტერატურის კრიტიკოსი. მისი შრომები: »გერმანული ტრაგედიის სათავე« (1925), »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში« (1935-36) და დაუსრულებელი »პასაჟების ნაშრომი« (მუშაობდა 1927-დან) თანამედროვე ჰუმანიტარული მეცნიერებების მრავალ აქტუალურ საკითხზე მსჯელობისას სახელმძღვანელო ტექსტებს წარმოადგენს. თანამშრომლობდა მარქსიზმის განახლებაზე მომუშავე ფრანკფურტის »სოციალური კვლევის ინსტიტუტთან«; იყო თეოდორ ვ.ადორნოს, ბერტოლტ ბრეხტისა და გერშომ შოლემის მეგობარი, თარგმნა მარსელ პრუსტი. 1933 წელს ნაციონალ-სოციალისტების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ ებრაული წარმოშობის ბენიამინი აიძულა გერმანიიდან გაქცეულიყო. 1940 წლის 26 სექტემბერს ესპანეთ-საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას ნაცისტებთან ტყვედ ჩავარდნის ასაცდენად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
15
ვედურ ლექციათა კურსი – უპანიშადების მარადიული ღირებულებები
ავტორი : საი ბაბა მთარგმნელი : ვაჟა ნარიმანიძე     წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ადამიანს წარსულზე ფიქრი არ მართებს. გაუმაძღარმა დრომ უკვე შთანთქა იგი. მომავალიც არ უნდა გაღელვებდეთ, რადგან ის, რაც ბედად გაქვთ, მაინც მოხდება. ეცადეთ აწმყოში სრულად ენდოთ ყოვლისშემძლეს. დაე ღმერთის რწმენა სამკურნალო ბალზამი გამხდარიყოს ცხოვრების მწარე ტკივილებისთვის. ვინაიდან არ შეიძლება რწმენა ვუწოდოთ იმას, რაც არ იძლევა გამძლეობას, თვინიერებას და სიმშვიდეს. აქ თავმოყრილია საუბრები ყველაზე უფრო მთავარზე, რაც ჩვენამდე მოიტანა ვედების სიბრძნემ – უპანიშადებზე. 
11.7
ვეფხვის მორჯულება
ავტორი: იულიუს ევოლა მთარგმნელი: დავით ცომაია ავტორის წიგნში „ვეფხვის მორჯულება“ ძირითადი აქცენტი კეთდება ეგრეთ წოდებული განსხვავებული ტიპის ადამიანზე, რომელიც შეუფერებელია თანამედროვე სამყაროსა და საზოგადოებისათვის... ესაა ადამიანი, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება თავისი ბუნებით, პრინციპებით, მოწოდებითა და მისწრაფებებით თანამედროვე მსოფლიოს ორიენტირებს. ნაშრომიც სწორედ ამ უკანასკნელის კრიტიკას ეხება და იმას, თუ როგორ იტანჯება დღევანდელ ეპოქაში შემორჩენილი განსხვავებული ადამიანი ამგვარ ატმოსფეროში ყოფნისას. ავტორი მის თანამედროვე სამყაროში წამოჭრილ პრობლემებს აანალიზებს როგორც ისტორიულ-პოლიტიკურად, ისე ფილოსოფიურ-სულიერ კონტექსტში. მისი ამოსავალი წერტილი ტრადიციული სამყაროა, რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოყალიბდეს პიროვნება... მაგრამ მისი აზრით, სწორედ ის ქმნის ტრაგედიას, რომ დღევანდელ დღეს ინდივიდს ამგვარად ჩამოყალიბება თითქმის საერთოდ არ ძალუძს.
28
სიახლე
ვილნიუსის ლექციები სოციალურ ფილოსოფიაში  (ფიზიკური მეტაფიზიკის გამოცდილება)
ავტორი: მერაბ მამარდაშილი მთარგმნელი: რუსუდან ავალიშვილი გამომცემლობა: ალეფი ყდა: რბილი
20
ზარატუსტრა: გზა აღმასვლისაკენ (წიგნი I)
ავტორი : ოშო მთარგმნელი : ოლიკო ცისკარიშვილი   ოშოს „ზარატუსტრა: გზა აღმასვლისაკენ“ საუბრები ფრიდრიხ ნიცშეს წიგნზე „ასე იტყოდა ზარატუსტრა“. მთარგმნელის აზრით, ეს არის წიგნი, რომელსაც ადამიანების მხოლოდ ერთი პროცენტი გაიგებს, მხოლოდ ის ვინც უზომოდ გონიერი და ჭკვიანია. „მხოლოდ მას შეუძლიათ ამ წიგნის გაგება, ისევე, როგორც ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ ვერ გაიგო ადამიანთა უმრავლესობამ. ვფიქრობ, რომ ზუსტად ასე ვერ ჩასწვდება ამ წიგნსაც ბევრი, თუმცა რომ გაიგოს და გაიაზროს ამ წიგნის შინაარსი, რთული და გაცნობიერებული გზა უნდა გამოიაროს. და რაც მთავარია: ძალიან ნაკითხი უნდა იყოს. – ამბობს წიგნის მთარგმნელი ოლიკო ცისკარიშვილი. 
20
ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი
ავტორი: ოშო მთარგმნელი: ოლიკო ცისკარიშვილი   ოშო რაჯნიშის წიგნში "ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი" საუბრებია ნიცშეს "ასე იტყოდა ზარატუსტრას" მოტივებზე
26
ზარატუსტრა: მოცინარი წინასწარმეტყველი
ავტორი: ოშო   ოშო რაჯნიშის "ზარატუსტრა: მოცინარი წინასწარმეტყველი" ფრიდრიხ ნიცშეს "ასე იტყოდა ზარატუსტრასთან" დაკავშირებული საუბრებია, როგორც წინა ორი წიგნი "ზარატუსტრა: გზა აღმასვლისკენ" და "ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი"
25
ზეკაცის ჰერმენევტიკა: ჰიეროფანიები და ენერგეტიკული პარადიგმები
ავტორი : ირაკლი ბრაჭული
20