santaesperanza

თან საკითხავი

ცხოველთა სამყარო - 100 უცნაური ამბავი #22
სერია: თან საკითხავი იცოდით, რომ ლურჯი ვეშაპის ენაც კი აფრიკულ სპილოზე მძიმეა? რომ პეპლებს გემოს რეცეპტორები ფეხებზე ჰქონიათ, თევზებს კი – ტანზე და ამის გამო მთელი ტანით შეიგრძნობენ გემოს? ჟირაფს რომ ნახევარმეტრიანი ენა აქვს? და ბუებს თავის 360 გრადუსით დატრიალება შეუძლიათ, მაგრამ თვალებს რომ ვერ ამოძრავებენ? და თუ წარმოგედგინათ, რომ აქლემის ხერხემალი სწორია? ან ის, რომ თეთრი დათვის კანი შავია? მგლებს რომ 13 კმ-ის გაცურვა შეუძლიათ, იცოდით? და ძაღლის დრუნჩის ანაბეჭდი რომ ისევე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითისა? ეს რა არის, კიდევ იმდენ საინტერესოსა და უცნაურს ამოიკითხავთ ამ წიგნში, რომ...
9.9
ფეხბურთი - 45 + 45 ამბავი #10
ავტორი: ზვიად ბერეკაშვილი სერია: თან საკითხავი „1872 წელს პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის. მას შემდეგ ფეხბურთის ვირუსი საოცარი სისწრაფით მოედო დედამიწას, გადალახა ოკეანეები, მთები და დაატყვევა კაცობრიობა! იგი ყოველ ადამიანშია, მიუხედავად იმისა, უყვარს თუ არა ფეხბურთი! გთავაზობთ საოცარ ფაქტებს ფეხბურთის ისტორიიდან, ამბებს, რომლებიც ბევრი გულშემატკივრისთვისაც უცნობია. ეს ერთნაირად საინტერესო იქნება ფეხბურთის მოყვარულისთვის თუ ამ სპორტში ჩაუხედავი ადამიანისთვის. დაბოლოს, სანამ წიგნს გადაშლიდეთ, გავიხსენებ „ლივერპულის“ ლეგენდარული მწვრთნელის, ბილ შენკლის უსაყვარლეს ფრაზას: „მიკვირს, როცა ამბობენ, ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიაო. რა სისულელეა, ის ამაზე გაცილებით მეტია“. 
10
თამაზ ჭილაძე - 55 ამბავი #31
სერია: თან საკითხავი ამ წიგნში თამაზ ჭილაძის თანამედროვეები – მწერლები, მსახიობები, ჟურნალისტები, მისი მეგობრები თუ მასთან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარემოებაში მოხვედრილი ადამიანები ჰყვებიან მრავალმხრივ საინტერესო და გამორჩეული პიროვნების შესახებ. თამაზ ჭილაძემ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართულ კულტურაში როგორც მწერალმა, დრამატურგმა, არაერთი საეტაპო მნიშვნელობის ლიტერატურული მონოგრაფიისა და წერილის ავტორმა, თეატრის თეორეტიკოსმა, უმნიშვნელოვანესი სახელოვნებო და ლიტერატურული გამოცემების რედაქტორმა, მწერალთა/დრამატურგთა თაობების აღმზრდელმა და მასწავლებელმა. თამაზ ჭილაძე ერიდებოდა საჯაროობას – თავისი ცხოვრებისა და პროფესიული ამბების გამოქვეყნებას. დღეიდან ეს ბიოგრაფიული დეტალები, ის ამბები, რაც კერძო საუბრებად რჩებოდა და ხშირად ადრესატამდე (მთავარ პერსონაჟამდე) ვერაღწევდა, უკვე ხელმისაწვდომია მკითხველისთვის.
11.7
ილია ჭავჭავაძე - 180 ამბავი #6
შემდგენელი: თამაზ ჯოლოგუა სერია: თან საკითხავი წიგნი ეძღვნება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავს და მასში შესულია 180 ამბავი ილიას ცხოვრებიდან. ცნობები ამოკრებილია ილია ჭავჭავაძის შესახებ არსებული მემუარული ტექსტებიდან. მოგონებათა ავტორები (კოტე აბხაზი, იაკობ მანსვეტაშვილი, არტურ ლაისტი, იონა მეუნარგია, ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვ.), ამბის თვითმხილველნი თუ მონაწილენი, ილიას პიროვნებას წარმოაჩენენ სხვადასხვა რაკურსითა და სხვადასხვა ვითარებაში. მოგონებები დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით – ილია ჭავჭავაძის ბავშვობიდან დაკრძალვამდე და კიდევ რამდენიმე ამბავი, რომლებშიც ჩანს დიდი მოღვაწის მიერ თანამედროვეთა ხსოვნაში დატოვებული კვალი.
11.9
ოპერა - 100 ამბავი #56
ავტორი: ბექა ხოჯავა სერია: თან საკითხავი გამომცემლობა: არტანუჯი 1923 წლის 29 ნოემბერს დიდი იტალიელი კომპოზიტორი ჯაკომო პუჩინი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოპერის მოყვარულთა ნაწილის აზრით, იმ დღეს საოპერო მუსიკამ სიცოცხლე შეწყვიტა და ხელოვნების სამუზეუმო დარგად იქცა. ზემოთ მოყვანილი დებულების თაობაზე დავა შეიძლება, თუმცა ფაქტია, უკვე დიდი ხანია, ოპერამ მუსიკისა და ხელოვნების სხვა ჟანრებს დაუთმო ადგილი მსმენელისა თუ მაყურებლის გულებში. ამ წიგნის ავტორს სურს, მოგიყვეთ საოპერო მუსიკის ოქროს წლებზე. დროზე, როდესაც ცნობილი კომპოზიტორების მორიგი ოპერის პრემიერა, თუ დიდ მომღერლებს, კონფერანსიეებსა და დირიჟორებს შორის არსებული ურთიერთობა საზოგადოებრივ დღის წესრიგში წამყვან ადგილს იკავებდა. წიგნში ვერ შეხვდებით რთულ მუსიკალურ ტერმინებს. აქ წაიკითხავთ მხოლოდ ამბებს, ამბებს და ამბებს  საოპერო ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა ცხოვრებიდან.
13.95
თბილისური ჭორ-მართალი: 100 ამბავი #53
ავტორი: ირაკლი მახარაძე სერია: თან საკითხავი თბილისის ვეებერთელა, ლამის ორი ათასი წლის თავგადასავალი კიდევ უამრავი, ალბათ მილიონობით პატარ-პატარა ამბისაგან შედგება.  მე ისტორიაში ყველაზე მეტად ცოცხალი ამბები მიზიდავს, ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე მიმობნეული ადამიანური ამბები. მომწონს, როდესაც რომელმე შენობასთან გავლისას ვიცი მასთან დაკავშირებული რამე შემთხვევა. ამ დროს მგონია, რომ შენობის მესაიდუმლე ვარ და შენობას ხან ვუღიმი, ხან ვუსამძიმრებ, ხან დანანებით თავს ვუქნევ, ხან ვაწყნარებ. ამ წიგნში თბილისის 100 ამბავს მოვუყარე თავი. ზოგი შენობის ამბავია, ზოგი ქუჩის, ზოგი მოედნის,  მთლიანობაში კი, ქალაქის და ხალხის.
14.9
ქართველი დრამატურგები - 100 ამბავი #48
ავტორ-შემდგენელი: ნინო თოდუა სერია: თან საკითხავი წიგნში თავმოყრილი ამბები ქართველი დრამატურგებისა და მათი თუ ნათარგმნი პიესების შესახებ არაერთ ინფორმაციას აერთიანებს. კრებულში ბევრ ისეთ ავტორს გაეცნობით, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად, ან სულაც, უცნობია. ინფორმაციები ამოკრებილია მემუარებიდან, ნარკვევებიდან, პუბლიკაციებიდან და საგაზეთო თუ სატელევიზიო ინტერვიუებიდან. რამდენიმე თანამედროვე დრამატურგმა, ამ კრებულისათვის, თავად დაწერა მოგონებები საკუთარი ცხოვრებიდან. კრებულის წაკითხვის შემდეგ მკითხველი ნათლად დაინახავს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ეროვნულ დრამატურგიასა და თეატრს ისეთი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: გიორგი ერისთავი, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, დავით კლდიაშვილი და სხვანი. „ამბები“ დალაგებულია ქრონოლოგიურად, რათა მკითხველმა ცხადად დაინახოს ის გზა, რომელიც ქართულმა დრამატურგიამ დღემდე გამოიარა.
15.95
ქისტები - 100 ამბავი #47
ავტორ-შემდგენელი ხასო ხანგოშვილი სერია: თან საკითხავი პანკისის ხეობა შიგნით კახეთში, ჩრდილო მხარეს, მაღალსა და ტყიან მთებს შუაა მოთავსებული. აი, ამ ხეობაში ცხოვრობენ ქისტები, ძველად რომ ჩამოსახლდნენ საქართველოში და მეორე სამშობლოდ მიიღეს. წიგნი ბევრ საინტერესო ამბავს მოგითხრობთ ქისტების ადათ-წესებზე, ძმადნაფიცობაზე, დაძმობაზე, სტუმარმასპინძლობასა თუ სისხლის აღებაზე; როგორ იბრძოდნენ დამპყრობელი რუსეთის წინააღმდეგ, ვინ იყვნენ პანკისის პირველი მოსახლეები, რა ურთიერთობა ჰქონდათ ვაჟა-ფშაველასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილთან. შეიტყობთ მათ ომებსა და თარეშებზე, მიუვალ, სალ კლდეებზე აშენებულ საბრძოლო კოშკებზე, იარაღის სიყვარულზე, ბავშვობიდან რომ მოსდგამდათ ვაჟებს.  ვაჟკაცობის, სამართლიანობის, ტკივილნარევი ამბების გვერდით, იუმორით შეზავებული გადმოცემები სილაღესა და სიმსუბუქეს ანიჭებს წიგნს და სასიამოვნო წასაკითხს ხდის.
17.95
ძველი ტფილისი - 50 ამბავი #45
ავტორი: ალექსანდრე ელისაშვილი სერია:  თან საკითხავი თბილისის ვეებერთელა, ლამის ორი ათასი წლის თავგადასავალი კიდევ უამრავი, ალბათ მილიონობით პატარ-პატარა ამბისაგან შედგება. მე ისტორიაში ყველაზე მეტად ცოცხალი ამბები მიზიდავს, ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე მიმობნეული ადამიანური ამბები. მომწონს, როდესაც რომელმე შენობასთან გავლისას ვიცი მასთან დაკავშირებული რამე შემთხვევა. ამ დროს მგონია, რომ შენობის მესაიდუმლე ვარ და შენობას ხან ვუღიმი, ხან ვუსამძიმრებ, ხან დანანებით თავს ვუქნევ, ხან ვაწყნარებ. ამ წიგნში თბილისის 50 ამბავს მოვუყარე თავი. ზოგი შენობის ამბავია, ზოგი ქუჩის, ზოგი მოედნის, მთლიანობაში კი, ქალაქის და ხალხის.
16.95
აკაკი - 180 ამბავი #46
ავტორ-შემდგენელი: ჯული გაბოძე სერია: თან საკითხავი „საქართველოში ალბათ ბევრ შემოქმედს არ რგებია ხალხის ისეთი დიდი სიყვარული, როგორიც აკაკი წერეთელს. 180 წელი გავიდა მისი დაბადებიდან. აქ წარმოდგენილი ამბების რაოდენობაც შესაბამისად ამ საიუბილეო თარიღმა განაპირობა. ამბები პირობითად დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს, პანორამულად გადაავლოს თვალი მგოსნის ცხოვრებას. ამბები ძირითადად ემყარება ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს აკაკი წერეთლის შესახებ გამოქვეყნებულ მოგონებებსა და წერილებს, მის ნაკვესებს. მწერლის თხზულებების ახალი აკადემიური ოცტომეულის მზადებისას აკაკის შემოქმედების არაერთი სიახლე და მისი ცხოვრების უცნობი დეტალი გამოვლინდა, რომელთაგან ზოგი ამბად ვაქციეთ და ისე შევთავაზეთ მკითხველს.“  წიგნის ავტორ-შემდგენლის – ჯული გაბოძის ბოლოსიტყვაობიდან
15
გერბები - 101 ამბავი #51
ავტორ-შემდგენელი: თორნიკე ასათიანი სერია: თან საკითხავი ჰერალდიკა ანუ გერბთმცოდნეობა, შუა საუკუნეების რაინდული რომანტიკული სამყაროს განუყრელი ნაწილი და საისტორიო მეცნიერების დამხმარე დისციპლინა, ევროპასთან მოხშირებული კონტაქტის პარალელურად, საკმაოდ ფართოდ გავრცელდა საქართველოში. თუმცა შემდეგ დაუმსახურებლად იყო ტაბუირებული კომუნისტური რეჟიმის ბატონობის ხანაში. თვით გერბის არსი მდგომარეობს ფაქტების, ლეგენდების, მოვლენების პირდაპირ თუ ირიბ ხატოვან გადმოცემაში. ყოველი გერბი რაიმე ისტორიას შეიცავს.  რატომ 101 ამბავი? ციფრი 0 ოვალურ ჰერალდიკურ ფარად წარმოვიდგინეთ, აქეთ-იქითა ერთიანები კი – ე. წ. ფარისმტვრითველებად. ასე რომ, როგორც გერბები მოიცავს ხოლმე ერთგვარად დაშიფრულ ამბებს, ისე 101-იც ალეგორიულად გამოხატავს ჰერალდიკურ კომპოზიციას.
15.95
50 ალბომით შემოპარული თავისუფლება #17
ავტორი: ნიკა რურუა სერია: თან საკითხავი დასავლურმა „რბილმა ძალამ“ – იქნებოდა ეს ამერიკული ჯაზი თუ კინემატოგრაფია, ლიტერატურა თუ როკ-ენ-როლი – ჯერ საბჭოთა იდეოლოგიის გაშიშვლება და მერე კი აღსასრული დააჩქარა; მან მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ „ხე ნაყოფით გამოიცნობა“ – ანუ საბჭოეთში მცხოვრებთათვის ნათელყო, რომ დასავლური სისტემა, თავისუფალი ბაზრითა და სიტყვის თავისუფლებით, კაპიტალიზმითა და კერძო საკუთრებით უფრო ღირებულ შედეგს ქმნიდა, ვიდრე მარქსისტულ-ლენინისტური სოციალიზმი მისი ხუთწლედებით, „გმირი დედებითა“ და მოწინავე მწველავებით. თავისუფალი სამყაროს ეს „ნაყოფი“ ყველაზე დამარწმუნებელი არგუმენტი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომელი იდეოლოგია სჯობდა სუპერსახელმწიფოთა ჭიდილში –სოციალისტური თუ კაპიტალისტური, კომუნისტური თუ დემოკრატიული.
11.7
ალექსანდრე მაკედონელი - 120 ამბავი #2
გამოსაცემად მოამზადა ნატო გორდელაძემ სერია: თან საკითხავი  
10
უცხოეთში დაკარგული ქართველები - 60 ამბავი #3
ავტორი: ალექსანდრე მიქაბერიძე სერია: თან საკითხავი ბედის უკუღმართობით XV-XIX საუკუნეებში ათასობით ქართველი აღმოჩნდა უცხო მხარეში.  ზოგი მათგანი გაიტაცეს, ზოგი ტყვედ ჩავარდა ომიანობისას, ზოგი კი ქართველმა თავადმა გაყიდა (ზოგიერთ შემთხვევაში – საკუთარმა ოჯახმა). ოსმალეთიდან იემენის სანაპირომდე, მოროკოს ატლასის მთებიდან ინდოეთამდე, იშვიათი იყო ისეთი მხარე, სადაც ქართველთა შესახებ არ სმენოდათ. ხშირად ხდებოდა, რომ ძალაუფლებას ქართველი მონები იგდებდნენ ხელთ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ ქართველების ბედი წარსულის ბინდშია გახვეული, მათი სახელები კი მივიწყებულია. ამ წიგნის მიზანია, მკითხველს გაუზიაროს უცხოეთში დაკარგული ქართველების ერთი მცირე ნაწილის თავგადასავალი.
14.95
ლუდი - 130 ამბავი #4
გამოსაცემად მოამზადა ვლადიმერ პერანიძემ წიგნში გამოყენებულია აგრეთვე ლევან ტავლალიშვილის, ნიკა შონიასა და ნიკა ხოფერიას მიერ მომზადებული მასალები სერია:თან საკითხავი ანთროპოლოგთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ცივილიზაცია ლუდის წყალობით გაჩნდა. როდესაც უძველესმა ხალხებმა აღმოაჩინეს, რომ მარცვლეულისაგან პურისა და ლუდის დამზადება შეიძლება, მათ მომთაბარე ცხოვრებას ერთ ადგილზე დამკვიდრება ამჯობინეს და მარცვლეულის მოყვანა დაიწყეს, რამაც კაცობრიობის საზოგადოებრივ განვითარებასა და მატერიალური კულტურის განვითარებას დაუდო სათავე.
11.7
64 ამბავი ფოტოგრაფიაზე #5
სერია: თან საკითხავი გამოსაცემად მოამზადა თამარ კიკნაველიძემ ამერიკელმა ფოტოგრაფმა აზე დახუედვარდ ჰენრი ვესტონმა 1932 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი f/64. რისი მანიშნებელი იყო 64? დიაფრაგმის ყველრული ნიშნულის, რომელიც მაშინდელ კამერებს ჰქონდა. სწორედ ამ დაკეტილი 64 დიაფრაგმის საშუალებით იყო შესაძლებელი კადრში მოხვედრილი ყველა საგნისა თუ გამოსახულების ფოკუსში მოქცევა. ვესტონის მოსაზრებით, ფოტო რომ კარგი გამოსულიყო, ყველაფერი ფოკუსში უნდა ყოფილიყო... ამ გამოცემაში შესული ამბებიდან ყველა ფოკუსშია და კითხვაც სიმბოლურად აღებული 64 თავიდან ნებისმიერი ერთით შეგიძლიათ დაიწყოთ.
14.9
ნობელიანტი ფიზიკოსები - 150 ამბავი #7
წიგნის ავტორ-შემდგენელი კახმეგ კუდავა სერია: თან საკითხავი ეს წიგნი ნობელიანტ ფიზიკოსებზე მოგვითხრობს. მათი სახელი ეწოდა განტოლებებს და კანონებს, თეორიებსა და ფორმულებს, ტალღებსა და ნაწილაკებს, ეფექტებს, ელემენტებს, მოვლენებსა და ექსპერიმენტებს... ამ ადამიანებმა თავიანთი ცხოვრება მსოფლიოს განვითარებასა და პროგრესს მიუძღვნეს, ამიტომაც კაცობრიობას აქვს კეთილშობილური ვალი მათ წინაშე.      
12
ალექსანდრე ორბელიანი - 150 ამბავი #52
ავტორი: როსტომ ჩხეიძე სერია: თან საკითხავი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ორსაუკუნოვან ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ფიგურად გვევლინება ალექსანდრე ორბელიანი. მისი სახელი 1832 წლის შეთქმულებას უკავშირდება. სწორედ ის იყო შეთქმულების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ისევე, როგორც თავის ეპოქაში თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთების გამღვივებელი და სიკვდილამდე ამ იდეის ერთგული. 150 ამბავში ცოცხლდება მე-19 საუკუნის დრამატული ისტორია – პერსონაჟებით, იმედითა და უიმედობით, ღალატითა და თავგანწირვით. ცოცხლდება ტრაგიკული გმირის სახე, რომელიც ფატალური ცხოვრებით, დაუცხრომელი ბრძოლის ჟინით და ღირსებით ძალიან ჰგავს თავისივე ქვეყანას. ეს ქვეყანა დღემდე იბრძვის რუსული იმპერიის წინააღმდეგ და ამ ხანგრძლივ ბრძოლაში გამოჩენილ გმირთა დავიწყება დამარცხებასაც ნიშნავს.
17.9
შეთქმულება 1942 - 77 ამბავი #57
ავტორი: როსტომ ჩხეიძე სერია: თან საკითხავი „ვარ უმტკიცესი რვალისა“ – ამ მოწოდებით გაერთიანდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა და სულ სხვა ბრძოლა წამოიწყო. 1942 წლის შეთქმულება – ერთ-ერთი დრამატული და მნიშვნელოვანი ეპიზოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მომავლის პერსპექტივა სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩინა და რაც მთავარია, ამ პერსპექტივას, როგორც იდეას, სამშობლოს სიყვარულით ანთებული, ინტელექტუალი და კეთილშობილი ახალგაზრდები შეეწირნენ. ამ შეთქმულების ისტორიას, ისევე, როგორც მის მონაწილეთა ბიოგრაფიებს, წლების მანძილზე ჩქმალავდნენ, გაურბოდნენ და ამახინჯებდნენ. როსტომ ჩხეიძის წიგნში მკითხველის წინაშე იშლება ფაქტებისა და პიროვნებათა მოზაიკა, სულისშემძვრელი და ბევრისთვის აქამდე უცნობი ნიუანსებით, ტრაგიკული ბედისწერის პარადოქსებით და გმირობის შთამბეჭდავი მაგალითებით...
15.95
გალაკტიონი - 200 ამბავი #37
შემდგენელი: ნათია სიხარულიძე სერია: თან საკითხავი გალაკტიონი მხოლოდ გენიალური პოეტი, ქართული პოეზიის უდიდესი რეფორმატორი როდი იყო. ზნეობისაგან განძარცვულ, პრაგმატიზმით სნეულ საუკუნეში მან დაამტკიცა, რომ შეიძლებოდა იდეალებით და იდეალისთვის არსებობა.გალაკტიონი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, მის შესახებ არსებულ მოგონებებსა და გადმოცემებში რთულია გავარკვიოთ, სად გადის ზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის, თუმცა ეს გამონაგონიც საინტერესოა, რადგან ცხადყოფს ხალხის განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და სიყვარულს.
16.95
2000-იანები - 100 ამბავი #15
ავტორი: გურამ წიბახაშვილი სერია: თან საკითხავი  წიგნში წარმოდგენილი შავ-თეთრი ფოტოები სინამდვილეში ფერადია. მართალია, ციფრული ფოტოგრაფია XX საუკუნის ბოლოდან ყალიბდება, მაგრამ ჩემთვის ის მაინც XXI საუკუნეს უკავშირდება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პერიოდში შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ციფრული ფოტოაპარატი, ვფიქრობ, 90-იანების მერე ცხოვრებაც გაფერადდა. დღესაც კი, თუ ციფრული კამერით ვიღებ, აუცილებლად ფერად ფოტოს.ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში საშუალო ფენა ფაქტობრივად არ არსებობდა...
11.7
პავლე ინგოროყვა - 125 ამბავი #35
ავტორი: როსტომ ჩხეიძე სერია: თან საკითხავი  „პავლე ინგოროყვა იმ რჩეულ პიროვნებათა შორის იგულისხმება, რომელთა ბიოგრაფიაც უშუალოდ გადაჯაჭვია ქვეყნის ცხოვრებას, მის ისტორიულ მდინარებაში მომხდარ უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ-კულტურულ მოვლენებს. იშვიათია ასეთი მღელვარე, ასეთი დრამატიზმით აღსავსე ბიოგრაფია მეცნიერისა და მწერლისა. და ეს იშვიათობა ძალდაუტანებლად აირეკლება აქაც – პატარ-პატარა ამბებად დალაგებულ კომპოზიციურ ქარგაში. პავლე ინგოროყვას დაბადებიდან ახლახან 125 წელი გავიდა. წიგნშიც, ამ თარიღის აღსანიშნავად, სწორედ 125 ამბავია წარმოდგენილი“. – როსტომ ჩხეიძე
13.95
მუხრანი - 90 ამბავი #33
შემდგენელი: ნანა მაჭავარიანი სერია: თან საკითხავი ამ წიგნით მკითხველი გაეცნობა ნათესავებისა და მეგობრების თვალით დანახულ მუხრან მაჭავარიანს. პოეტის ცხოვრების გზა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. თამამ და ნოვატორულ შემოქმედებას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა ლიტერატურულ ასპარეზზე მისი გამოჩენიდან მოყოლებული... მუხრანს არ დაჰკლებია კრიტიკის ქარ-ცეცხლი და თვით უახლოეს მეგობართაგან დაუმსახურებელი შეურაცხყოფა. ამის შესახებ თავად პოეტი უბადლო იუმორით წერდა: „საქართველოში მე იმდენად გავხდი საქები, სახელს იხვეჭენ ჩემი ლანძღვით ავაზაკები... P. S. სულაც არ მიკვირს ეს ამბავი, მე სხვათაშორის, – – ყველას თავისი აქვს მუღამი სახელის შოვნის.“
13.9
ოთარ ჭილაძე - 65 ამბავი #32
სერია: თან საკითხავი წიგნი შეადგინეს მანანა ჯანელიძემ და სალომე ნიკოლეიშვილმა.  გამოცემაში შესული ამბების ავტორები:  ვახტანგ ჯავახაძე, თამაზ ჭილაძე, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, ტარიელ ჭანტურია, მაკა ჯოხაძე, ლევან ბრეგაძე, მანანა კვაჭანტირაძე, ემზარ კვიტაიშვილი, ლალი ავალიანი, ზურაბ კიკნაძე, ირაკლი სამსონაძე, დონალდ რეიფილდი, შუქია აფრიდონიძე, გიგი სულაკაური, ქეთევან შენგელია, ლაშა თაბუკაშვილი, აკა მორჩილაძე, ივანე ამირხანაშვილი, ცისანა გენძეხაძე, ბესო ხვედელიძე, არჩილ ქიქოძე, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, ზვიად კვარაცხელია, ვახტანგ ღლონტი, თამარ შაიშმელაშვილი, ფარნა-ბექა ჭილაძე, რაულ ჩილაჩავა, ლელა ჯიყაშვილი, ია სულაბერიძე. „მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს...“ – 1968 წელს დაწერილ ლექსში ოთარ ჭილაძემ თავისი იმწუთიერი შეგრძნებაც აღწერა და თითქოს ის მომავალიც განჭვრიტა, რაც მას, როგორც მწერალს და კაცს უნდა გაევლო. ოთარ ჭილაძის შესახებ მოთხრობილი ეს ამბები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ „აველუმის“ ავტორის არსებაში ერთდროულად ცხოვრობდა „სიყვარულის იმპერიის“ შემქნელი ოდისევსიც დაასკეტიც, რომელსაც ყოველდღიურად, თხუთმეტი საათი შეეძლო ემუშავა, თვეების განმავლობაში. ბავშვობა, ოჯახი, აღიარება სტუდენტობიდანვე, შემოქმედებითი ლაბორატორია, ლიტერატურული ურთიერთობები, მეხის გავარდნასავით გაჩენილი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და საკაცობრიო მნიშვნელობის რომანები, პატრიოტიზმი, როგორც „ჯილდო და სასჯელი“, აღიარება ევროპაში და ურთიერთობების გაწყვეტა რუს კოლეგებთან, რომლებმაც 90-იანი და 2000-იანი წლების რუსულ აგრესიაზე ხმა არ ამოიღეს – ეს და კიდევ არაერთი თემა და შტრიხია ამ წიგნში, რომელზეც სხვადასხვა თაობის 30-მდე ავტორი ჰყვება. 
11.9