santaesperanza

ლიტოდისეა

უსაფრთხო მანძილი
ავტორი: სამანტა შვებლინი მთარგმნელი: თამო ლეჟავა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
ასეთი წვრილმანები
ავტორი: კლერ კიგანი მთარგმნელი:ლაშა გველესიანი 1985 წელია. პატარა ირლანდიური ქალაქი შობის აღნიშვნისათვის ემზადება. დიდი ოჯახის პატრონს, ხუთი ქალიშვილის მამას, ნახშირით მოვაჭრე ბილ ფერლონგს აუარებელი საქმე აქვს – მისთვის ეს ყველაზე დატვირთული სეზონია. დილაადრიან, როცა ის შეკვეთილ საწვავს აბარებს ადგილობრივ ქალთა მონასტერს, ბილი აკეთებს აღმოჩენას, რომელიც მას აიძულებს, დაუპირისპირდეს თავის წარსულსაც და, რაც მთავარია, საყოველთაო მდუმარებას ქალაქში, რომელსაც ადგილობრივი ეკლესია აკონტროლებს. ირლანდიელი მწერალი, კლერ კიგანი დაიბადა 1968 წელს ირლანდიაში, დიდ რომაულ-კათოლიკურ ოჯახში. იგი 17 წლისა გაემგზავრა ამერიკაში, სადაც სწავლობდა ლოიოლას უნივერსიტეტში. შემდეგ დაბრუნდა და სწავლა გააგრძელა უელსის უნივერსიტეტსა და დუბლინის ტრინიტი კოლეჯში. ამჟამად ცხოვრობს ირლანდიის სოფელში. მწერალი ავტორია მოთხრობების რამდენიმე კრებულისა. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო. 2021 წელს მან გამოსცა მცირე რომანი „ასეთი წვრილმანები“, რომელიც 2022 წელს ბუკერის პრემიის ნომინანტთა მოკლე სიაში შევიდა.
8.9
მაშენკა
ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
9.9
რიტუალები
ავტორი: სეეს ნოტებოომი მთარგმნელი: ანა კორძაია-სამადაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული იდისეა
10.9
ზიდჰარტა
ავტორი: ჰერმან ჰესე მთარგმნელი: გიორგი შატბერაშვილი „ზიდჰარტა“ლეგენდაა ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ცდილობს, ჩასწვდეს სიცოცხლის არსს და მიაღწიოს სრულყოფილებას. ზიდჰარტა, ბრაჰმანის პატივსაცემი ვაჟი, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ძველ ინდოეთში. სოფელში ყველა მოელის, რომ მამის მსგავსად წარმატებული ბრაჰმანი იქნება. მაგრამ მას უფრო მეტის შეცნობის სურვილი აქვს. ზიდჰარტას აზრით, ცოდნის გადმოცემა შეუძლებელია სწავლებით, მაგრამ მიღება შესაძლებელია პირადი გამოცდილებით. ამიტომ გადაწყვეტს, დამოუკიდებელი ცხოვრებისგზას დაადგეს. მეგობარ გოვინდასთან ერთად მიდის სახლიდან და იწყებს თავგადასავლებითა და ძიებით სავსე ცხოვრებას. სიცოცხლე და სიკვდილი, სიხარული და მწუხარება, სიკეთე და ბოროტება მარადიული ერთიანობის ნაწილია და ეს ყველაფერი აუცილებელია ცხოვრების მნიშვნელობის გასაგებად, ასე ჭვრეტს ცხოვრების ერთიანობას ზიდჰარტა. საბოლოოდ ის მიაღწევს სრულყოფილებას, ნირვანას, რომლის მოპოვებაც ახალგაზრდობაში სურდა.
10.9
სულიერი ძმა
ავტორი: დავიდ დიოპი   მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი რომანი „სულიერი ძმა“ მოგვითხრობს ორი მეგობრის, ორი სენეგალელი მეომრის, ალფა ნდიაისა და მადემბა დიოპის გასაოცარ თავგადასავალზე. ისინი პირველ მსოფლიო ომში საფრანგეთის დროშის ქვეშ იბრძოდნენ. დავიდ დიოპი დედით ფრანგი და მამით სენეგალელი მწერალი და ფრანგულენოვანი აფრიკული ლიტერატურის სპეციალისტია. იგი 1966 წელს დაიბადა პარიზში. ხუთი წლისა საცხოვრებლად დაკარში გადაიყვანეს და ბავშვობის უდიდესი ნაწილი სენეგალში გაატარა. 18 წლისა საფრანგეთში დაბრუნდა სასწავლებლად და სორბონის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა XVIII საუკუნის ფრანგული ლიტერატურის საკითხებზე. 1998 წლიდან დღემდე დავიდ დიოპი ცხოვრობს ქალაქ პოში და ამ ქალაქის უნივერსიტეტის პროფესორია. წერა მან 1989 წლიდან დაიწყო. წინამდებარე რომანი 2018 წელს გამოქვეყნდა. 2021 წელს მან ბუკერის საერთაშორისო პრემია მიიღო და არაერთ ენაზე ითარგმნა. მწერლისთვის შთაგონების წყარო გახდა მისი ფრანგი დიდი პაპა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.  
10.9
კაენი
ავტორი: ჟოზე სარამაგუ მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე სარამაგუს ბოლო რომანი „კაენი“ ძველი აღთქმის „რიმეიქია“. ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა ადამიანის შექმნასა და წარღვნას შორისაა მოქცეული, ხოლო მთავარ გმირად ღმერთის დაუცხრომელი ოპონენტი კაენი გვევლინება. ძმის მკვლელი კაენი უმისამართოდ დაეხეტება ბიბლიურ გზებზე, ხვდება იობს, აბრაამს, ნოესა და კაცობრიობის სხვა პატრიარქებს, ხედავს და ამტკიცებს მამაზეციერის უსამართლობასა თუ სისასტიკეს, ებრძვის მის დიქტატურასა და ავტორიტარიზმს და საბოლოოდ იმარჯვებს კიდეც. ეს საინტერესო, ემოციური, ირონიით აღსავსე ტექსტი მწერლის შემოქმედების ბრწყინვალე დამაგვირგვინებელი აკორდია.
10.9
ეგ არ ქნა!
ავტორი: ედგარ კერეთი მთარგმნელი: მამუკა ბუცხრიკიძე სერია:ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი  
10.9
ქვიშის წიგნი
ავტორი: ხორხე ლიოს ბორხესი მთარგმნელი: დოდო ყაველაშვილი სერია: ლიტოდისეა კრებული „ქვიშის წიგნი“  პირველად 1975 წელს გამოიცა და მას უკვე ასაკში შესული ავტორი  თავის საუკეთესო წიგნად მიიჩნევდა. მართლაც გასაოცარია ის ოსტატობა, დახვეწილი სტილი და ადამიანურ განცდათა ცოდნის ის უნარი, რასაც მწერალი აქ წარმოდგენილ მოთხრობებში ავლენს  
10.9
დაღმამავალი
ავტორი: თომას ბენჰარდი მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე სერია: ლიტოდისეა თომას ბერნჰარდის რომანის მთხრობელი „საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ვირტუოზი შემსრულებლის“, კანადელი პიანისტის გლენ გულდის შესახებ წერს თხზულებას, როდესაც ატყობინებენ, რომ მათმა საერთო მეგობარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გლენ გულდი, ვერთჰაიმერი და მთხრობელი ერთად სწავლობდნენ ჰოროვიცთან ზალცბურგის მოცარტეუმში. გულდის ზებუნებრივმა გენიამ განსაზღვრა დანარჩენი ორი მეგობრის მომავალი – პიანისტობას თავი დაანებეს და ერთი „მსოფლმხედველობრივ შემოქმედად“ ჩამოყალიბდა, მეორე კი ეგზისტენციალურმა დეპრესიამ მოიცვა. რაც უფრო მეტს ფიქრობს მთხრობელი გლენზე, მით უფრო ხვდება, რომ, სინამდვილეში, დაღმამავალი ვერთჰაიმერის ფენომენის კვლევა უფრო აინტერესებს.
11.9
ცათამბჯენი
ავტორი: ჯეიმს ბალარდი მთარგმნელი: გურამ ღონღაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა
12.9
გალვეიაში
ავტორი: ჟოზე ლუიშ პეიშოტუ მთარგმნელი: გურანდა ფაჩულია სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
12.9
ბაბილონი
ავტორი: იასმინა რეზა მთარგმნელი: ნინო ციმაკურიძე სერია: ლიტერატურული ოდისეა სულაკაურის გამომცემლობა თანამედროვე ფრანგი მწერლის, იასმინა რეზას შემოქმედება მრავალფეროვანია: წერს რომანებს, ნოველებს, პიესებსა და სცენარებს, იღებენ ფილმებში. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო. მისი ცნობილი რომანის, „ბაბილონის“, მთავარი პერსონაჟი, პარიზის გარეუბანში მცხოვრები სამოცი წლის ბიოლოგი ელიზაბეტ ჟოზი შინ „გაზაფხულის დღესასწაულს“ მართავს. გაზაფხულის პირველ დღეს პარიზში თოვს, მოდიან სტუმრები, თანდათან აეწყობა საუბარი, იცინიან, წარსულს იხსენებენ, კამათობენ, ერთმანეთს თავს აწონებენ – შაბათი საღამოს ჩვეულებრივი წვეულებაა. მაგრამ იმ ღამით მომხდარი ტრაგედია ცხადყოფს, რატომ უკავშირდება რომანის სათაური ბიბლიურ ფსალმუნს, რომელიც გვიყვება მარტოობაზე, საყვარელი ადამიანებისა თუ ადგილებისგან შორს ყოფნაზე. ეს არის რომანი ასაკოვან ხალხზე, რომლებიც ვეღარ დაიბრუნებენ ახალგაზრდობას; ადამიანებზე, რომლებსაც ერთი უნებლიე ჟესტი ან დაუფიქრებელი ნაბიჯი მარტოობისთვის გაწირავს; თანამედროვე სამყაროში გაბატონებულ გულგრილობასა და ადამიანური თანაგრძნობის ნაკლებობაზე. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვართ, რას ვფიქრობთ, რანი გავხდებით? სადღაც ვიმყოფებით, რაიმე პეიზაჟის ფონზე, იმ დღემდე, როდესაც იქ აღარ ვიქნებით“, – გვეუბნება ავტორი. „ბაბილონი“ 2016 წელს, გამოსვლისთანავე, „რენოდოს“ ლიტერატურული პრემიით აღინიშნა.
12.9
ფიქციები
ავტორი: ხორხე ლუის ბორხესი მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი სერია: ლიტოდისეა „ფიქციები“  ორი ნაწილისგან შედგება. პირველი -„ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“ პირველად 1941 წელს გამოიცა. 1944 წელს მას დაემატა მეორე ნაწილი „გამონაგონნი“.   კრებულში მწერლის ისეთი საკულტო მოთხრობებია შესული, როგორიცაა „ ტლონი, უქბარი და ორბის ტერციუსი“, „ბაბილონის ბიბლიოთეკა“, „პიერ მენარი – „დონ კიხოტის“ ავტორი“, „ ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“, „ფუნესი – მეხსიერების რაინდი“ და სხვ. მიუხედავად ფორმატის სიმცირისა, ეს მოთხრობები მკითხველზე თავზარდამცემ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან სრულიად სცდება ლიტერატურის ტრადიციულ საზღვრებს და უზარმაზარი ქარბორბალის მსგავსად ერთი ხელის მოსმით გადაისვრის მკითხველს ფანტაზიისა და ფილოსოფიური განსჯის წარმოუდგენელ ორომტრიალში.
12.9
ქალი ქვიშაში
ავტორი: კობო აბე მთარგმნელი: აკაკი ბრეგაძე სერია: ლიტოდისეა „ქალი ქვიშაში“, კობო აბეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი, მრავალ ენაზე ითარგმნა და არაერთი ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. მის მიხედვით რეჟისორმა ჰიროში ტეშიგაჰარამ 60-იან წლებში ფილმიც გადაიღო. რომანის მარტოსული გმირი, ქვიშაში ჩაფლულ სოფელში „დატყვევებული“ უბრალო მწერების შემგროვებელი ბედს არ ურიგდება და ქვიშის ტყვეობიდან თავის დახსნას ყველანაირი ხერხით ცდილობს, რათა ნორმალურ ცხოვრებას და საკუთარ საქმეს დაუბრუნდეს. ცნობილი იაპონელი მწერლის, დრამატურგისა და სცენარისტის, კობო აბეს ნამდვილი სახელი და გვარია აბე კიმიფუსა. ის დაიბადა 1924 წელს ტოკიოში. ბავშვობა მანჯურიაში გაატარა და ლექსების წერაც მცირე ასაკში მანჯურიაშივე დაიწყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ის კვლავ ტოკიოში დაბრუნდა და იქვე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე (გარდაიცვალა 1992 წელს). კობო აბეს სახელთან დაკავშირებულია XX საუკუნის 50-იანი წლების იაპონური ხელოვნების აღმავლობა. მისი შემოქმედების ძირითადი თემაა კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, გაუცხოება, სულიერი მარტოობის პრობლემა და თანამედროვე მსოფლიოში ადამიანის თვითდამკვიდრების მცდელობა. სწორედ ამ თემებზე ააგო მან რომანები: „ქალი ქვიშაში“, „კედელი“, „სხვისი სახე“, „ადამიანი-ყუთი“…  
13.9
გზა
ავტორი: ნაჯიბ მაჰფუზი სერია: ლიტოდისეა მთარგმნელი: გოჩა კუჭუხიძე ნაჯიბ მაჰფუზი (1911-2006) დიდი ეგვიპტელი მწერალი, კლასიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ოცზე მეტი რომანისა და უამრავი მოთხრობის ავტორია. მისი რომანი – „ჩვენი უბნის შვილები“ – „გარდიანის“ ბრიტანული ვერსიის მიერ მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო წიგნის სიაშია. რომანი „გზა” ერთ-ერთი საუკეთესოა ნაჯიბ ნაჰფუზის ნაწარმოებთა შორის და ფილოსოფიური აზროვნებითა და ადამიანის ფსიქიკის სიღრმისეული ცოდნით გამოირჩევა; მისთვის მრავალპლანიანობაა დამახასიათებელი; ამასთან, ისე საინტერესოდ, ისეთი ექსპრესიით მოგვითხრობს მწერალი თავის პერსონაჟთა შესახებ, რომ ფილოსოფიური სათქმელი ოდნავადაც არ ამძიმებს ნაწარმოებს, ლაღად და ადვილად იკითხება და, ამავდროულად, მრავალგვარი ინტერპრეტაციის საფუძველს აძლევს მკითხველს. ეს რომანი არაერთ ენაზეა თარგმნილი და მსოფლიოში კარგად არის ცნობილი, ქართულად იგი პირველად ქვეყნდება.
13.9
სიკვდილის წყვეტა
ავტორი: ჟოზე სარამაგუ მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს პერიოდი, როდესაც ადამიანებს უკვდავებაზე, სიკვდილზე გამარჯვებაზე, სიკვდილის წყვეტაზე არ ეოცნებათ. ხდება სასწაული და ეს დღეც დგება. სადღაც ქვესკნელში, ზეცაში თუ აქვე, ჩვენ მეზობლად მცხოვრები სიკვდილი საქმიანობას წყვეტს, აღარავის კლავს, ადამიანებს მარადიულობით ტკბობის საშუალებას აძლევს. და რაწამს ეს უმთავრესი ბალანსი ირღვევა, მათი ყველა მანკიერება ზედაპირზე ამოტივტივდება, შიში ფარავს სიხარულს, ნადგურდება ყველაფერი, რაზეც კი აქამდე სახელმწიფო იდგა, ხოლო ფრაზა „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“ ცარიელ სიტყვებად იქცევა. ჟოზე სარამაგუს ეს დისტოპიურ-ფილოსოფიური ნაწარმოები ავტორისეული ცნობიერების ნაკადია. უარყოფს პუნქტუაციას, გრამატიკის ნორმებს. უსასრულო წინადადებებითა და აბზაცებით იმ პარალელურ რეალობაში მიგვიძღვება, სადაც ყველაფერი კარგადაა და სადაც ყველაფერი ცუდადაა.
13.9
უბედობა
ავტორი: იმრე კერტესი მთარგმნელი: ანი აბულაშვილი გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა   „უბედობა“ ებრაულ ოჯახში დაბადებული უნგრელი ნობელიანტი მწერლის, იმრე კერტესის ავტობიოგრაფიული რომანია, დაწერილი 1973-1975 წლებში. რომანის მთავარი გმირი, 15 წლის ბუდაპეშტელი ბიჭი, კიოვიში, წარმოუდგენელი სიზუსტით და ობიექტურობით აღწერს ოსვენციმისა და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებს, თუმცა ბოლოს ეს ყველაფერი თითქოს უკანა პლანზე გადადის და წინ მისი ფიქრები, განცდები, დამოკიდებულებები, გადარჩენის მისეული გზა ინაცვლებს.
13.9
ალბათ ესთერი
ავტორი: კატია პეტროვსკაია მთარგმნელი: მაია ბადრიძე კატია პეტროვსკაიას ისტორიების თითოეული თავიდან მოზრდილი რომანი დაიწერებოდა. მწერალი წინაპრების კვალზე მოგზაურობს გერმანიიდან პოლონეთში, ავსტრიაში, მშობლიურ უკრაინაში, რუსეთში და გვიყვება დავიწყებული თუ ოჯახის ისტორიიდან ამოშლილი, საოჯახო მეხსიერებაში ჩაკარგული ადამიანების ისტორიებს. ეს ტექსტი, დიდი სიზუსტით არჩეული სიტყვებით, ზედმეტი ტრაგიზმის, ისტორიული ტვირთით დამძიმების გარეშე, დოკუმენტურობის მიუხედავად დიდი ლიტერატურაა, ავტორისთვის იმ უცხო ენაზე დაწერილი, რომელსაც მის მშობლიურ ენაზე მუნჯებისას უწოდებენ, „ნემეც“ ხომ მუნჯისგან მოდის, მაგრამ მწერლისგან, რომლის წინაპრებმაც მეცხრამეტე საუკუნეში ყრუ-მუნჯთათვის სკოლა დაარსეს, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. სწორედ ამ ენაზე ითქვა გერმანულენოვანი ქვეყნების უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ჯილდოს, ინგებორგ ბახმანის პრიზის კატია პეტროვსკაიასთვის გადაცემისას, რომ ეს არის „დიდებული საჩუქარი გერმანული ენისთვის“. ლაშა ბაქრაძე  
13.9
სხვისი სახე
ავტორი: კობო აბე მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი   შეუძლია ადამიანს სახის გარეშე არსებობა? შეიცავს სახე რაღაც შეუცვლელს და იმდენად ფასეულს, რომ უმისოდ ადამიანი საკუთარ თავსაც კარგავს? ეს ერთადერთი კითხვა არ არის, რომელსაც კობო აბე მკითხველის და ალბათ საკუთარი თავის წინაშეც სვამს წიგნში „სხვისი სახე“. ამ რომანში მწერალს მკითხველი შეჰყავს ადამიანის სულის უძირო სამყაროში; სამყაროში, სადაც ბურუსი და უაზრო ქაოსი მეფობს. ძალიან ძნელია ამ დახლართულ და იდუმალ ლაბირინთში ხეტიალი და იქიდან გამოსავლის პოვნა. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ადამიანები ერთთავად ნიღბით დადიან. ხანდახან საკუთარ რეალურ სახესთან პირისპირ დარჩენისაც ეშინიათ. დროდადრო კი ისეც ხდება, რომ ეს გამოგონილი სახე-ნიღაბი დამოუკიდებელ არსებობას იწყებს. კობო აბე ჩვეული ოსტატობით აშიშვლებს ნიღბებისა და რეალური სახეების ამ მასკარადს და ყველაფერს, რის დამალვასაც ადამიანები ყველანაირად ვცდილობთ
13.9
ობობას ბუდეების ბილიკი
ავტორი: იტალო კალვინო სერია: ლიტოდისეა მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე   „ობობას ბუდეების ბილიკი“ 23 წლის იტალო კალვინოს მონათხრობია იტალიის „წინააღმდეგობის მოძრაობაზე“, ომზე, სევდიან, ბრაზიან, სახლს დანატრებულ პარტიზანებზე; ეს იძულებით ნაადრევად გაზრდილი, სევდიანი პატარა ბიჭის ამბავია, ბავშვის, რომელიც ყველას მეგობარია და, ამავე დროს, ყველაზე მარტოა, რომელმაც იცის, რა სასტიკები არიან ადამიანები, მაგრამ თან ახსოვს, რომ დედა კეთილი იყო; ბავშვის, რომელიც მეგობარს ეძებს, რომ პისტოლეტის ამბავს მოუყვეს და ობობას ბუდეები აჩვენოს, ეძებს „დიდ, პურივით რბილ და თბილ ხელს“, რომელსაც თავის პატარა, შეშინებულ ხელს ჩაჰკიდებს და იმედისკენ გაჰყვება. იტალო კალვინო (1923-1985) იტალიელი მწერალი და ესეისტი, მეოცე საუკუნის იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინტელექტუალია. მასთან დაკავშირებით ხშირად ახსენებენ ნეორეალიზმსა და პოსტმოდერნიზმს, თუმცა თავად ერიდებოდა საკუთარი ნაწერების კლასიფიკაციას ლიტერატურული მიმდინარეობების მიხედვით. კალვინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნაწერებს შორისაა: „ბარონი ხეზე“, „განახევრებული ვიკონტი“, „არარსებული რაინდი“, „მარკოვალდო“, „კოსმოკომიკური ამბები“, „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“. იტალო კალვინოს პირველი რომანი „ობობას ბუდეების ბილიკი“ პირველად გამოიცემა ქართულად.
14.9
ტრამალის მგელი
ავტორი: ჰერმან ჰესე მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი ჰერმან ჰესე გერმანელ-შვეიცარიელი მწერალია, რომლის შთამბეჭდავმა.შემოქმედებამ მსოფლიო ლიტერატურას სამუდამოდ დაატყო კვალი. 1946 წელს მწერალს ნობელის პრემია მიენიჭა. 1927 წელს გამოცემული „ტრამალის მგელი“ ჰესეს ერთ-ერთი ყველაზე.ცნობილი რომანია. მისი მთავარი პერსონაჟია ჰარი ჰალერი – ოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელშიც.ადამიანური და მგლური მარტოსუ­ლობა ერწყმის ერთმანეთს. მისი პიროვნება „სულს.გვიფორიაქებს, ლოდივით გვაწევს გულზე და.სიმშვიდეს გვაკარგვინებს“, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან გვიყვარს. კარლ გუსტავ იუნგის მოძღვრებების მიხედვით.შექმნილი ეს ნაწარმოები დაწერიდან თითქმის ერთი.საუკუნის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას და მკითხველს.რომანში შექმნილი სამყაროს თანამონაწილედ.აგრძნობინებს თავს.
14.9
ალეფი
მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი მოთხრობების ამ კრებულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ახალი ლათინურ-ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და კლასიკოსის, XX საუკუნის სრულიად გამორჩეული მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედებაში. მწერლის შთაგონების წყარო, რამაც განაპირობა ამ კრებულის შექმნა, გახდა ბორხესის დიდი სიყვარული, ესტელ კანტო და, მიუხედავად იმისა, რომ ქალმა უარი უთხრა მწერალს ცოლობაზე, მსოფლიო ლიტერატურამ სწორედ ამ სიყვარულის წყალობით შეიძინა მწერლის შემოქმედების მეტაფიზიკითა და პოეზიით გაჯერებული კიდევ ერთი საოცარი ნაყოფი. ხორხე ლუის ბორხესი (1899-1986)  ლათინური ამერიკის ახალი ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებლისა და მისი ბრწყინვალე წარმომადგენლის სახელი უკვე დიდი ხანია გასცდა სამხრეთამერიკული ქვეყნების საზღვრებს და მსოფლიო ლიტერატურაში განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ფორმით, ასევე შინაარსობრივი ინოვაციებით. ბორხესის შემოქმედება მკითხველს აზროვნებისა და ფანტაზიის სრულიად ახალ, უკიდეგანო საზღვრებს უხსნის და სამუდამოდ ასამარებს აქამდე არსებული ტრადიციების ჩარჩოებს.
14.9
ბარბაროსების მოლოდინში
ავტორი: ჟ. მ. კუტზეე მთარგმნელი: მეგი გავისონია მცხუნვარე მზის გულზე გადაჭიმული იმპერიის სასაზღვრო გარნიზონში ჩაგუბებული სიმშვიდე ამ წიგნის პირველივე წინადადებიდან ირღვევა. ადამიანი თვალებზე აფარებული შავი შუშის დისკოებით, აპოკალიფსის რომელიღაც მხედარივით ჩამოიქროლებს და თან მივიწყებული მტრის ხატსა და ახალ წესრიგს მოიტანს. იმპერიის გასაძლიერებლად ყველა ხილული თუ გამოგონილი საფრთხე უნდა განადგურდეს, აღიგავოს მიწისაგან და ისევე მიეცეს დავიწყებას, როგორც იმის ხსოვნა, რომ ოდესღაც, ეს ქვიშის კუბოში ჩაწოლილი უდაბნო, უკიდეგანოდ გადაჭიმული ოკეანის სანაპირო იყო. ნობელის პრემიის ლაურეატ ჯ. მ. კუტზეეს „ბარბაროსების მოლოდინში“ გამომცემლობა „პინგვინის“ სერია „მეოცე საუკუნის საუკეთესო წიგნების“ ოცეულშია შეტანილი. 1982 წელს ნაწარმოები ნომინირებული იყო ფილიპ დიკის პრემიაზე, ხოლო ნობელის პრემიის კომიტეტის კომენტარი ამგვარი გახლდათ: „ჯოზეფ კონრადის საუკეთესო ტრადიციით შექმნილი პოლიტიკური ტრილერი, რომელშიც მიამიტი იდეალისტი ჯოჯოხეთის კარიბჭეს შეაღებს“.
14.9