ლიტოდისეა
წვრილმანების ღმერთი
ავტორი: არუნდატი როი
მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე
სერია: ლიტერატურული ოდისეა
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
თანამედროვე ინდოელი მწერლის, არუნდატი როის ნახევრად ავტობიოგრაფიულ, სადებიუტო რომანში მოთხრობილია ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, რომლის მაგალითზეც თვალწინ გვეშლება ჩვენთვის აქამდე უცნობი ინდური ყოფის ნიუანსები თავისი პოლიტიკური, კასტური თუ რელიგიური თავისებურებებით. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ჩვეულებრივი ადამიანური ვნებებია აღწერილი, მასში უხვად გაფანტული რეალიების გამო ის ბოლომდე ინარჩუნებს ეგზოტიკურ სურნელსა და ფერებს.
13.9
იესოს სახარება
ავტორი: ჟოზე სარამაგუ
მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე
სერია: ლიტერატურული ოდისეა
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
„იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე.
14.9
კასანდრა
ავტორი: კრისტა ვოლფი
მთარგმნელი: რუსუდან ღვინეფაძე
სერია: ლიტერატურული ოდისეა
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ცნობილი გერმანელი მწერალი კრისტა ვოლფი (1929-2011 წწ) მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, თომას მანის პრემიის ლაურეატია; განათლებით იგი არც კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი იყო და არც ძველი მსოფლიოს ისტორიისა, მაგრამ ტროელ ნათელმხილველ კასანდრაზე ჩაფიქრებული ნაწარმოების ხორცშესასხმელად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ინტერესით გაეცნო კრეტა-მიკენის კულტურის ძეგლებს, შეისწავლა მითოლოგია და არქეოლოგია. კრისტა ვოლფმა მითიური სიუჟეტი მხატვრულად გადაამუშავა და კასანდრას სახე მითიდან სოციალურ-ისტორიულ კოორდინატებზე გადმოიტანა.
10.9
ბუზთა ბატონი
მთარგმნელი: ნინო ქაჯაია
1980 წლის ბუკერისა და 1983 წლის ნობელის პრემიების ლაურეატი, ბრიტანელი მწერალი, უილიამ გოლდინგი (1911-1993) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ლიტერატორია. მან უკვე 40 წელს გადაცილებულმა დაწერა რომანი „ბუზთა ბატონი” (1954) – უამრავი სიმბოლიკით დატვირთული ერთგვარი ლიტერატურული პაროდია, „რობინზონიადას” ერთ-ერთი ვარიანტი, რომელშიც ველური კუნძულის ერთადერთი ცივილიზებული წარმომადგენლები ბავშვები არიან.
12.9